ნახტომი





- - - - -

Caucasus Online


გამოხმაურებათა რაოდენობა: 106

გამოკითხვა: მოგწონთ კავკაზუსი? (118 წევრთა ხმები გაუქმებულია)

მოგწონთ თუ არა კავკაზუსის ინტერნეტი?

  1. ძალიან კმაყოფილი ვარ (13 ხმა [11.40%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 11.40%

  2. ხანდახან ჭედავს (39 ხმა [34.21%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 34.21%

  3. ზოგჯერ სურვილი მაქვს ოფისში მივუვარდე და ვინმეს სიფათი დავუნგრიო (33 ხმა [28.95%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 28.95%

  4. მზად ვარ გავერთიანდე ჩემსავით უკმაყოფილო აბონენტებთან და სერიოზულად შევუტიო კავკაზუსის აღვირახსნილ მონოპოლიას (29 ხმა [25.44%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 25.44%

ხმის მიცემა

#1 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 July, 2007 - 21:46

აბა თქვენ იცით

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 14 April, 2008 - 00:12.


#2 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 July, 2007 - 22:20

მე პირადად, რამდენად გასაკვირვიც არ უნდა იყოს - კმაყოფილი ვარ. 22-ის აბონენტი ვარ და ჩემთან ძალიან კარგად მუშაობს. სულ ერთხელ თუ ორჯერ მომიწია დარეკვა, რაც მართალია, შეუძლებელი იყო. მომსახურება რომ ნოლი აქვთ - წყალი არ გაუვა. აი მაშინ გამიჩნდა "ვინმეს სიფათის დანგრევის" სურვილი...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#3 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 07 July, 2007 - 22:34

მაგათი ”სიფათის დანგრევა” ის იქნება ახალი და სერიოზული პროვაიდერი თუ გამოჩნდება

#4 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 July, 2007 - 00:05

ციტატა

ძალიან კმაყოფილი ვარ [ 1 ] [25.00%]

1 მბ-მდე ვიწერ ფაილებს ლოკალური საიტებიდან. სულ რამოდენიმეჯერ გათიშულა ბოლო 3 წელიწადში. (ეს ალბათ იმიტომ რომ მე საღამოს 11-დან ვჯდები სახლში კომპთან ::-:
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#5 Givi Giorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 364 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 July, 2007 - 04:05

იცით ყველაზე მეტად რამ დამშოკა: 2 კვირის წინ ვრეკავ კავკაზუსში იმიტომ რომ უცხოური საიტები არ მუშაობს... დაკავშირება მოვახერხე დარეკვიდან 20 წუთში... ეგ კიდევ კაი მაჩვენებელია.... და ჩემი უკმაყოფილების მიზეზის ახსნის შემდეგ მივიღე პასუხი,ციტირება: "ონლაინის ხაზი გაითიშა და ამიტომ არ გაქვთ წვდომა უცხოურ საიტებზე ბატონო" !!!

კავკაზუსმა ონლაინი შეისყიდა ალბათ ერთი 9 თვის წინ და დღემდე ვერ მოახერხეს ტექნიკური!!!- საუბარია კაბელებზე- შერწყმა!!! ეს სრული მარაზმია და 0 მენეჯმენტი. მაპატიოს კავკაზუსმა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მათი მომხმარებელი ვარ, თან ერთგული ბოლო 2 წელია, ეს სამწუხარო ფაქტია...
The Proud Participant of Business Conference

#6 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 08 July, 2007 - 10:23

ალტერნატივა არ არსებობს, სერიოზული ალტერნატივა, თორემ ...

ეკონომიკის სამინისტრომ თუ საჭიროა თითიც უნდა დაუქნიოს, მაგრამ უკეთEსს საქმეს გააკეთებს, თუ ახალ პროვაიდერს შემოიყვანს ბაზარზე ... ან რამეს ისეთს გააკეთებს, რომ ვინმე შემოვიდეს სერიოზულად და მისაღEბი პირობები

#7 Luka Zedginidze

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,490 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 July, 2007 - 17:53

საღამოობით ნორმალურად მუშაობს :biggrin:
The important thing is not to stop questioning.

#8 Soso Galumashvili

    ეს ჯეპრაა!

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 464 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 September, 2007 - 16:10

აბა, ნახეთ ეს ინფორმაცია:
http://inews.internet.ge/stat_relatives.ht...9-12&stat=2

12 სექტემბერი, 2007
“კავკასუს ონლაინი” 2008 წლისთვის ინტერნეტმომხმარებელს უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს
ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია “კავკაზუს ონლაინი” ქართული ინტერნეტის განვითარების საქმეში უპრეცედენტო ინევესტირებას ახორციელებს.
კომპანიის ცნობით, “კავკაზუს ონლაინი” ვარნა-ფოთის ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, “კავკაზუს ონლაინმა” და კომპანია Tyco Telecommunications-მა, წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანია იღებს ვალდებულებას ზუსტად ერთ წელიწადში შავ ზღვაში ფოთსა და ვარნას შორის დაამონტაჟოს წყალქვეშა ოპტიკური სისტემა. აღნიშნული სისტემა გზას უხსნის “ევროპულ ინტერნეტს” საქართველოში.
მშენებლობის დასრულება და სისტემის გამართვა 2008 წლის სექტემბერში დასრულდება.

1400-კილომეტრიანი უნიკალური მახასიათებლების მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამტარობა 1,3 ტერაბიტი იქნება. კაბელი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით იქნება აღჭურვილი, აშშ-სა და ინგლისს შორის არსებული მთავარი ინტერნეტ მაგისტრალის გამტარობაზე მაღალი მოცულობითა და სიჩქარით გამოირჩევა და მესამე თაობის კომუნიკაციების მომსახურებასაც შეძლებს.

“კავკაზუს ონლაინში” აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონი მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს.

ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი მაღალი ხარისხის ევროპულ ინტერნეტ-მომსახურებას ერთი წლის შემდეგ დასავლეთ ევროპიდან, რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით მიიღებს.

“კავკაზუს ონლაინის” გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ქართული ინტერნეტის განვითარების სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. “ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებელმა დაიმსახურა ჰქონდეს მაღალი სისწრაფის ხარისხიანი ინტერნეტი. აქამდე ჩვენ ვერ ვახერხებდით სრულყოფილად დაგვეკმაყოფილებინა ინტერნეტით დაინტერესებული პირები. ევროპული ინტერნეტი შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვაძლევს”, - აღნიშნა მამია სანადირაძემ.

პროექტის პრეზენტაციას Tyco Telecommunications-ის მმართველი დირექტორი რობერტ მუნიერი დღეს გამართავს.

“კავკაზუს ონლაინს” დღეს ქართული ბაზრის 90% და კავკასიის ბაზრის დიდი ნაწილი უკავია. ახლო მომავალში კომპანია ცენტრალური აზიის ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანიას აქვს საკუთარი ოპტიკური ქსელი, რომელიც აკავშირებს 5 ცენტრს თბილისსა და რუსთავში, 2 მეგაბიტიანი პირდაპირი ხაზი ამერიკის მთავარ ინტერნეტ-მაგისტრალთან, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ხარისხიანი ინტერნეტის მოწოდების გარანტია.

Tyco Telecommunications წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან კომპანიას წყალქვეშა მაღალტექნოლოგიური კომუნიკაციური სისტემების დანერგვის სფეროში. ძლიერი სამეცნიერო - ტექნიკური ბაზა და ინდუსტრიული მიღწევების აქტიური გამოყენება კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ შექმნას, დაამუშავოს და მიაწოდოს დაინტერესებულ მომხმარებელს თანამედროვე წყალქვეშა მაღალტექნოლოგიური კომუნიკაციური სისტემები. Tyco Telecommunications მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს შექმნილი და დამონტაჟებული 80 სახეობის წყალქვეშა მაღალტექნოლოგიური ოპტიკური ბოჭკოვანი სისტემა.
სოსო გალუმაშვილი
ჯეპრა
პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები
www.gepra.ge

#9 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 September, 2007 - 16:49

რა საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საოცრად შეიცვალა უკეთესობისკენ საერთაშორისო სიჩქარე მაინც.
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#10 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 12 September, 2007 - 17:02

გულზე მჯიღის ცემა კარგია
ეხლა ამით გვიქონავენ თავს კაუკაზუსში?

#11 Zurab Tabuashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 169 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 September, 2007 - 17:30

http://www.tycotelecom.com/aboutus/view.as...&type=Press

თუ ეს მომავალში გლობალური ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს და ფასების შემცირებას გამოიწვევს მემგონი ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება

#12 Gia Jgharkava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 227 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 September, 2007 - 09:27

3 თვის წინ ერთი კომპანია ახალ ოფისში გადავიდა (ჩვენ IT მხარდაჭერას ვაწარმოებდით) და კარგად გამოცდილი ტელენეტის ინტერნეტის გადმოტანის საშუალება არ ქონდათ (ლოკალური სატელეფონო პრობლემები), ამიტომაც იძულებულები იყვნენ კავკასუს ონლაინის საკმაოდ მძლავრი პაკეტი აეღოთ. საშინელებაა!!! ნელი სიჩქარე, უხშირესი გათიშვები, პრობლემების შემთხვევაში კონტაქტების არარსებობა, სხვადასხვა სერვისების (კოლოკაცია, მეორადი ი-მეილ სერვერი და ა.შ) საშინელი ხარისხი. იმათ გაუმართლათ და 2 კვირაში ტელეკომმა შEსთავაზა თავისი ინტერნეტი, რომელიც (რაოდენ გასაკვირიც უნდა იყო) სასწაულად კარგად მუშაობს ქართული რეალობის ფარგლებში. რამდენადაც ვიცი, ისინი, თავის მხრივ ტელენეტისგან იღებენ ინტერნეტ-სერვისს.

სახლში კი კავკასუს ონლაინი მაქვს (სხვა არაა იმ იმდამოებში) და მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ.. ნუ, გათიშვები და სიჩქარის შენელებები რაღა თქმა უნდა არის, მაგარმ სახლისთვის არაკრიტიკულია მაინცდამაინც..
ხვალინდელი გადაწყვეტილებები უკვე დღეს - Business Intelligence Technologies

#13 Zurab Tabuashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 169 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 September, 2007 - 11:28

ისე ერთი რჩევა იქნება რომ ორგანიზაციებში დააყენეთ ოპტიკა და არა დსლ და მერე ნახეთ ინტერნეტის მუშაობის ხარისხი... რეალურად ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის ტელეფონის ხაზის გაუმართაობა და არა პროვაიდერის უვარგისობა... კაუკაზუს რომ პრობლემები აქვს ეგ ყველამ იცის მაგრამ ამ პრობლემების გამოსწორებაზე აშკარად მუშაობენ.
რაც შეეხება ტელეკომს, მე მაგათი ოპტიკა მაქვს ერთ ორგანიზაციაში და საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ლოკალური შეერთება 100 mbps გლობალი დღისითაც და ღამითაც შეუფერხებელი 512kbps ანუ ის რასაც ვყიდულობთ რეალურად

#14 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 13 September, 2007 - 17:33

სწორედ ეს არის დღEს საქართველოში პრობლემა. ტელენეტში რასაც ყიდულობ იმას იღებ, სხვაგან კი ნახევარფაბრიკატს მოგყიდიან და მერე უნდა იმტვრიო თავი. მესამე თვეა ახალი ქსელების ინტერნეტი მაქვს [არადა ჩმს ახალი ქსელების ტელეფონზე სხვის დადგმის უფლება არ მაქვს] და ელემენტარული მეილ სერვერი ვერ აუწყიათ ... სირცხვილია ...

#15 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 14 September, 2007 - 11:57

ooops! მე პირიქით ტელენეტთან მაქვს ცუდი გამოცდილება და კავკასუსთან კარგი. მგონი მართლა ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.

ბაზრის 90% რომ აქვს ერთ კომპნიას, ამან არ შეიძლება ცუდად არ იმოქმედოს მომსახურების ხარისხზე (პრინციპში შეუძლებელია =))

ფოთი ვარნას შორის ახალი კებელის ჩადება შესანიშნავია :) როგორც მინიმუმ აქაური ჰოსტინგის ფასებს დასწევს და მომსახურებას გააუმჯობესებს :)
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#16 Temuraz Sirbiladze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2008 - 10:47

ძალიან უკმაყოფილო ვარ, დღე და ღამე ჭედავს ჩემთან რა ჯანდაბა დაეტაკა ნეტავ? თანამშრომლები ლამისაა გმიგიჟდნენ =))

და საერთოდ ძალიან დაბალი მომსახურების დონე აქვთ:D :D
The Proud Participant of Business Conference

#17 Nini Pkhikidze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 102 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2008 - 19:41

არც მე ვარ კმაყოფილი, ძალიან დაბალი სიჩქარე აქვს :))

#18 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 March, 2008 - 23:54

დაბალი სიჩქარე ეს ერთი პრობლემაა და მეორე პრობლემაა, რომ თვითონ გიგდებენ სიჩქარეს. მე მაგალითად 3-დან 2-მდე ჩამომიყვანეს რაღაც სისულელე არგუმენტის გამო - თურმე სატელეფონო ხაზზე რამდენიმე გადაბმა მაქვს გაკეთებული და შესაბამისად ვერ მაწოდებენ იმ ხარისხ, რომელშიც ფულს ვიხდი. დავრეკე ატეესში, მოვიდნენ, ხაზი გამოცვალეს, თუმცა მანამდე შეამოწმეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს. ესენი კიდევ რომ ვურეკავ მაინც არ მოდიან და დღესაც მეუბნებიან, რომ თქვენი ზარი მიღებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ატეესიდან უნდა მოგვმართონონ და მერე ჩვენი ინჟინერი მოვაო. ეს პროცესი უკვე 5 თვეა გრძელდება. ანუ ვიხდი ყოველთვიურად 50 ლარს იმაში, რაც რეალურად არ მაქვს და ვერც ვერაფერს ვაკეთებ, რადგან ოფისში მაგათთან ვერ შეხვალო - უნდა დაურეკოო.

რა ვქნა? სასამართლოში ვუჩივლო?
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#19 David Dolidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 67 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 March, 2008 - 11:23

რასაკვირველია ხარისხი დაბალია, მაგრამ ალტერნეტივა არ არის. სხვა რომელია, რომ შეცვალოს?
Dasaqmeba.Com - დასაქმების ფორუმი - ყველაფერი დასაქმების და კადრების მართვის შესახებ !
____ www.dasaqmeba.com

#20 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 March, 2008 - 15:10

ხოდა დავით მაგაზეა ლაპარაკი, რომ ამ ჩემისებს ვიღაცამ უნდა მიუთითოს თავისი ადგილი! რა პონტია?! ჩვენ ფულს ვიხდით და ესენი დაჟე ყურადღებას არ გვაქცევენ, როცა პრობლემები გვექმნება. ხომ გეუბნები, ამდენი თვეა ვურეკავ, კაციშვილი არ მოდის. არადა მჭირდება ინტერნეტი. მონოპოლიაც ეგ არის, როცა ალტერნატივა არ არის, ხარისხი სულ ცალ ფეხზე კიდიათ.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share