ნახტომი





* * * * * 1 ხმა

ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 112

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 11 July, 2007 - 18:35

ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ყველასათვის იმის მოსმენა, თუ რომელმა როდის რა პირობებში და როგორ გავაკეთეთ ჩვენი პირველი შემოსავალი [არ არის აუცილებელი მაინცადამაინც ბიზნეს შემოსავალი, ან კონკრეტულად სამუშაოზე მიღებული შემოსავალი, ანდა ნებისმიერ რამე კონკრეტულით ჩავიციკლოთ].

ამბობენ ფორდი მწვანილს ყიდდა და ისე დაიწყოო ...

თქვენ რითი დაიწყეთ?

#2 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 July, 2007 - 18:41

პირველი ფული პირველ კურსზე 4 ლარიანი სტიპედია იყო ::[-O<:: ::[-X:: :=)):

#3 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 July, 2007 - 18:48

ტილიანი 100$ რომ გადამიხადეს ხელფასი :[-O<:
მაგრამ მაშინ მაინც ფული იყო :[-X:
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#4 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 July, 2007 - 19:30

პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც პროექტი ვთარგმნე და იმ დროისთვის კარგად ამინაზღაურეს......
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#5 Temur Gvajaia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 19 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 July, 2007 - 22:13

მე მეხუთე კლასში...მივყიდე სკოლის გვერდზე მოვაჭრეს, სახლთან არსებული მეტროს გვერდზე ნაყიდი საღეჭი რეზინები.
20 თეთრი იყო სხვაობა იქაურ და აქაურ გასაყიდ ფასებს შორის...
თითოში 10 თეთრი მოვიგე...:[-O<: და გავაკეთე...4 ლარი თუ რაღაც...ერთჯერადი აქცია იყო..მერე დამეზარა...და პირველი ფული იყო, როდესაც მომცეს პირველი ხელფასი :[-X: სტაჟირების პერიოდში...$150

რედაქტორი Temur Gvajaia, 11 July, 2007 - 22:15.

The Proud Participant of Business Conference

#6 Mziko Qaliashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 342 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 July, 2007 - 23:31

პირველი ხელფასი იყო, როდესაც წინა ზაფხულს, სტუდენტური სამუშაოებისას ყვითელ ავტობუსებში "ვიკონდუქტორე" :=)): 300 ლარი იყო ხელფასი და რაღაც კარგად დავცადე... მას მერე რაღაც - რაღაც აქციებსა და სამუშაობში ვიღწვი და ჩემი ელემენტარული შემოსავალი მაქვს :[-O<: საკუთარი შრომით მონაპოვარ ფულს არაფერი სჯობს :[-X:
Mziko Kaliashvili
Corporate Customers Service Manager
----------------------------------------------
TBC BANK
Central Branch
11, Chavchavadze Ave.,
Mob: (995 95) 51 64 62
E-mail: MKaliashvili@tbcbank.com.ge

#7 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 July, 2007 - 23:42

12 წლის ვიყავი, ბებიაჩემს ძალიან ძალიან სთხოვეს ორი ჯემპრის მოქსოვა, რომლებიც მე მოვქსოვე და 100 მანეთი ავიღე :[-O<: :[-X:
მე არ გავგიჟდები!!!

#8 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 12 July, 2007 - 00:19

წვრილმანებზე ცოტა რთულია ...
შედარებით სერიოზულს ვიტყვი ...

5-9-ე კლასებში რომ ვიყავი [ეს არის დააახლოებით 1989-1993] ჩემს ძმასთან ერთად პატარა, მაგრამ მეტად მომხიბლავი ”ბიზნესი” გვქონდა. თევზებს ვამრავლებდით, მერე ზოომაღაზიაში ვაბარებდით და ფულსაც ვშოულობდით. ბევრი არ იყო, მაგრამ გვყოფნიდა ... ამასთან ერთად ჩიტების გალიებს ვაკეთებდით და იგივე მაღაზიაში ვყიდდით ... ერთხელ მახსოვს მაგარი ”ვაჭრობა” გავმართეთ. ფასზე შევთანხმდით, 15 თუ 16 გუპია მივუყვანეთ, ლამაზები ... აქაოდა მაგდენს ვერ მოგცემთო ... არადა ამ დროს თევზები უკვე თავის აკვარიუმში გაუშვა ... ვუთხარი ვერ მომმცემ და მაშინ როგორც გაუშვი, ისე ამოვიყვან ამ თევზებს და სხვას მივუყვან მეთქი და ეგრევე დაყაჭა ფული :[-O<: მაგარი feeling 'იყო ... :[-X:

არადა რამდენჯერ გვქონდა ჩავარდნები ...
სულ თავიდან რომ ვიწყებდით აკვარიუმში წყლის გამოცვლის დროს თევზები პირდაპირ კანალიზაციაში ”ჩავუშვით” ... გაგვისხლტნენ ...
მეორედ იყო [დაახლოებით 1 წელიწადში] და იმ უშუქოქობის პერიოდში [როცა არ იცი როდის მოვა დენი და არ იცი როდის წავა] გამაცხელებელი დამრჩა აკვარიუმში [მაშინ მქონდა ერთი, თორემ მერე 8 აკვარიუმი გვქონდა]. ღამე შუქი მოვიდა, 12 თევზიდან 11 მოიხარშა და მხოლოდ 1 გადაგვირჩა. საშინელ დღეში ჩავვარდით ... აი იმის მერე სულ წარმატებულად ვმუშაობდით ... ერთი პერიოდი 273 თევზი გვყავდა ... მერე უკვე ინტერესი დაკარგა ... თავისებურად ... თან უფრო საინტერესო საქმე მოვკიდეთ ხელი ...

#9 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 12 July, 2007 - 00:48

*
პოპულარული

პირველი ფული მე და ჩემმა ორმა მეგობარმა საწერი და სახატავი რვეულებით გავაკეთეთ...თბილისის გარეუბანში ერთერთ მაღაზიაში გავიგეთ რომ ჰქონდათ და ვერ ყიდიდნენ....მთელი პარტია ავიღეთ, სულ გადაირია მაღაზიის დირექტორი, სულ ხელებზე გვკოცნიდა....ჩავიტანეთ გორში და გორის რაიონში და მაღაზიებს "ჩავაბარეთ"...უნდა გენახათ რა ტაციაობა იყო...ცოტა დავამატეთ და 4000 მანეთამდე დაგვრჩა...მაშინ 19-20 წლის ვიყავით...ეგ ფული მაშინ სერიოზული იყო...

მერე მაჯის და მაღვიძარა საათების მთელი პარტია ავიღეთ...ამაზე სულ გადაირია ის დირექტორი, იმასაც თუ დირექტორი ერქვა...იმაში ბევრად მეტი დაგვრჩა, ერთ კვირაში სულ გავყიდეთ...არადა 6 თვეა ვერ ვყიდიო, გაგიჟებული ვარო, გეგმას ვერ ვასრულებო, ის დირექტორი იძახდა...იმიტომაც დაინგრა ის ქვეყანა, ეგეთები რომ იყვნენ დირექტორები... :[-O<:

მერე კი წავიდა და წავიდა ფულის "გაკეთება"... :[-X:
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#10 Luka Zedginidze

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,490 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 July, 2007 - 02:10

უნივესიტეტის ბუღალტერიას გავუკეთე პროგრამა ექსელში და მაშინ :[-O<:
The important thing is not to stop questioning.

#11 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 12 July, 2007 - 02:29

*
პოპულარული

ვახ, ეს რა თემა გაგიხსნიათ...
ბავშვობის მაიმუნობები მრავლად იყო, ბოთლების მოპარვა და მერე ჩაბარება ლისიჩჩკის ყიდვის მიზნით ::[-X:: (აბა სახლში ვინ მომცემდა მაგდენს, 9 თუ 16 მანეთი ღირდა მემგონი), რაღაც კონცერტებს ვამართვინებდით გოგოებს წყნეთში და ბილეთებს ვყიდიდით, მერე კი გრძელ ვერცხლისფერ პოლიეთილენზე მიჯრით ჩაწიკწიკებულ, ფერად საღეჭ რეზინებს ვყიდულობდით (მაშინ ახალი ხილი იყო) ან თბილისის არაჟანს,(იაფი ღირდა :=)): ) რომლელსაც თავსახურს ვხსნიდით და ველოსიპედის სპიცებთან ვამაგრებდით შპილკით, მოტოცოკლის ეფექტის მისაღებად ::D:

რაც შეეხება ჩემს პირველ და სერიოზულ წამოწყებას, (5-6 წლის წინ) - ეს იყო ჯერ ჩემი პირველი მინანქრის საყურის შეკვეთა მუშაობის დაწყებიდან, იმავე საღამოს ( იმდენი ვიბლატავე უცხო გოგოებში,რომ ზაკაზი დავითრიე, არადა გონზე არ ვიყავი ::D: )
შემდეგ კი პირველი ბეჭდის გაყიდვა ამირანის მაღაზიაში. განცდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ძალიან მაგარი გრძნობა ყოფილა, როდესაც გებულობ, რომ შენი ხელით, გემოვნებით შექმნილი ნივთი ვიღაცას ისე მოეწონა, რომ იყიდა. დღემდე ვეძებ იმ ქალს ::D: (გამყიდვლებმა აღმიწერეს, მაგრამ ამაოდ)

ის დღე უდიდესი სტიმული იყო ჩემს ცხოვრებაში :[-O<:

#12 Rene Metskhvarishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 July, 2007 - 10:38

მოპარულს(წართმეულს) სხვა გემო აქვსო ამბობენ და მეც ეგრე დამემართა :) ოღონდ იმ განსხვავებით რომ ოჯახის მევალე რომელიც ფულს არ გვიბრუნებდა(არეულობის პერიოდში) მოვპარე მიწისზედა ბენზოგასამართი სადგური :rolleyes: რომელიც კახეთში გავყიდე და სხვაობა რაც დამრჩა დაახლოებით 200 $ სიამოვნებით დავხარჯე. (ესეც ხომ საკუთარი შრომის ფასად ნაშოვნი გამოდის :D )
ჩემი აზრით იშვიათია ადამიანი რომელსაც არაფერი არ მოუპარავს ცხოვრებაში თუნდაც ბავშვობაში (სათამაშო, კანფეტი და ა.შ.) და იქნებ ესეც ჩამოვყაჭოთ ყველამ ვის რა ცოდვა გვაქვს :biggrin:
The Proud Participant of Business Conference

#13 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 July, 2007 - 11:26

დიი ბოიში მაგრამ როგორ ვიშოვე პირველი მილიონი ვერ გეტყვით :) კომერციულ საიდუმლოებას ვერ გავთქვავ :) :biggrin: :D :rolleyes: :B-):

#14 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 12 July, 2007 - 11:49

მესამე კურსზე ვსწავლობდი, როვა ჩვენმა ლექტორმა, რომელიც ძალიან საყარელი ქალი იყო და ძალიან ადარადებდა ჩვენი მომავალი (მაშინ საქართველოში მედიცინა ისეთ დღეში იყო, რომ ექიმებს და სტუდენტებს პაციენტი და აპარატურისთვის დენი ენატრებოდათ) გოგოებს გვითხრა, რომ ძალიან მაგარი კოსმეტოლოგიური მალამოების რეცეპტები და მომზადების ტექნოლოგია ვიცი , გასწავლით, რა იცით როდის გამოგადგებათო. თვითონვე მოიტანა ძვრადღირებული ინგრდიენტები და გვასწავლა!. მართლა არაჩვეულებრივი კრემები იყო!
იმ პერიოდში ხარისხიანი საშუალებები ჭირდა (სად იყო ისი-პარი და ლუტეცია და რომც ყოფილიყო , ხალხს უჭირდა!) ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა იმ შესანიშნავი რეცეპტებით დავამზადეთ მალამოები და ახლობლების წრეში გავყიდეთ მათთვის ხელმისაწვდომ ფასებში. ბევრი არაფერი დაგვრჩა, მაგრამ შემოსავალზე მეტად სასიამოვნი იყო ის, რომ ჩვენი დამზადებული მალამოები მოსწონდათ!

#15 ზაზა რამაზაშვილი

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 154 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 July, 2007 - 11:56

3-ე კურსზე ვიყავი,როდესაც გავხსენი სათამაშო კომპიუტერები,სონი 1.პირველი ბავშვი ვინც შემოვიდა იმის მოცემული ლარიანი დგესაც შენახული მაქვს. :rolleyes:
The Proud Participant of Business Conference

#16 Nanka KldiaSvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 360 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 July, 2007 - 12:59

საინტერესოა. სტატიის დაწერაც კარგი იქნებოდა ამ თემაზე.
პირველი საკუთარი ფული 11-12 ასაკიდან მქონდა სპორტიდან, 14-15 წლიდან უკვე იმდენად ბევრი, რომლის დახარჯვა არც ვიცოდი.
ფული უცნაური რამაა არ გშორდება და თვითონ მოდის ხან არც კი იცი საიდან, როცა გჯერა რომ გაქვს და გექნება ხვალაც. მაგრამ, როგორც კი დაიწუწუნებ ვეღარ ვშოულობო, მაშინვე მართლა ქრება.

#17 Irma Kirtadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 817 გამოხმაურება
2

დაწერილია 12 July, 2007 - 14:24

სტუდენტობისას ინტერნეტ კონკურსი მოვიგე და 30 ლარიანი ჯილდო მაშინ ავიღე.

#18 Sofia Darsania

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 July, 2007 - 15:05

1994-1996 წლებში, აფხაზეთიდან "ახლადგადმოხვეწილები" რომ ვიყავით, მე და ჩემი და ჯემპრებს ვქსოვდით, რაღაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია იყო, ახლა არ მახსოვს რომელი, ძაფებს გვაძლევდა და ჩვენ ვქსოვდით, მაგაში ფულს გვიხდიდნენ, კვირაში 3 ჯემპრს ვქსოვდით ხელით, მიზერს გვიხდიდნენ მაგრამ იმ პერიოდში ოჯახის "გადარჩენა" მოვახერხეთ (მე 13 წლის ვიყავი, ჩემი და 12) :biggrin: მერე როგორც ვიცი ამ ჯემპრებს ბავშვთა სახლებში არიგებდა ის ჰუმანიტარული ორგანიზაცია.

#19 Revaz Lomadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 August, 2007 - 20:34

პირველი შემოსავალი მივიღე მათემატიკის მასწავლებლობით 9-ე კლასში :biggrin:
The Proud Participant of Business Conference

#20 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 99 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 August, 2007 - 09:45

ძალიან საინტერესო თემაა.
დაახლოებით მე-2 კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი ჰონორარი ავიღე (ორმოცდაათი ლარი) და ძალიან გახარებული ვიყავი. ამის შემდეგ სტიპენდიას ვიღებდი ჩვიდმეტ ლარს, ვწერდი სტატიებს, მოსწავლეები მყავდა და ა.შ. მოკლედ, ჩემი ჯიბის ფული ყოველთვის მქონდა.

ისე, საინტერესო იქნებოდა მდიდარი და წარმატებული ადამიანების ისტორიების წაკითხვა, მაგ: ვინ როგორ იშოვა თავისი პირველი მილიონი ან რას აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია?



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share