


ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?
#21
დაწერილია 29 August, 2007 - 00:46
#22
დაწერილია 29 August, 2007 - 15:10

#23
დაწერილია 29 August, 2007 - 15:11

ჩემი პირველი ფული სტიპენდია იყო 300 ლარი, მე-2 კურსზე ვიყავი და ძალიან მაგარი გრძნობა მქონდა საკუთარი, დამსახურებული ფული რომ ავიღე.


#24 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*
#25
დაწერილია 29 August, 2007 - 16:08

მთლიანი სემესტრის სტიპენდია ავიღე ერთად და ამიტომ...

#26 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*
#27
დაწერილია 29 August, 2007 - 16:24

აი ეხლა კი უკვე ეგეც მოგვიხსნეს, არც ეგ არ გჭირდებათოო...

#28
დაწერილია 29 August, 2007 - 17:35



#29
დაწერილია 01 September, 2007 - 11:56

Everything from Japan
Tel.: +99558909907
#30
დაწერილია 01 September, 2007 - 12:18
პირველი ფული მაშინ გავაკეთე, როცა მე და ჩემმა ძმამ და დეიდაშვილებმა სოფელში სპექტაკლი დავდგით და ყოველ საღამოს წარმოდგენას ვმართავდით, გაყიდული ბილეთების ფულით კინოში და დისკოტეკაზე დავდიოდით,ან საღეჭ რეზინებს ვყიდულობდით (დონალდოს ან პედროს

ცოტა მოგვიანებით კი პირველ კუსზე პირველი მოსწავლე იყო ინგლისურ ენაში ვამეცადინებდი და აღებული ფულით ორკასეტიანი მაგნიტოფონი ვიყიდე (მაშინ მაგარ ხოდში იყო), შემდეგ დიდი მასალა ვთარგმნე ინგლისურიდან და ტელევიზორი და ვიდეო ვიყიდე, თან ისე რომ სახლში არ იცოდნენ და სიურპრიზი გავუკეთე ოჯახს, მაგარი გრძნობა იყო საკუთარი ფულით ნაყიდი ტელევიზორი და ვიდეო, ტაქსით რომ მოვიტანე სახლში. თანაც ამ პროექტის თარგმნის შემდეგ ისე მოეწონათ ჩემი ნაშრომი სამსახურშიც მიმიღეს და მესამე კურსიდან უკვე სტაბილური სამსახური მქონდა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური ხელფასით, რითაც დაქალები მთლიანად ჩემი ხარჯით იმ ზაფხულს ზღვაზე დავასვენე 10 დღით, თანაც ისევ სიურპრიზი გავუკეთე, სასტუმროც დავჯავშნე, მატარებლის ბილეთებიც ავიღე და სახლში მივადექი, ხვალ ყველანი ზღვაზე მივდივართ მეთქი. არც მე დამავიწყდება ეს სასიამოვნო შეგრძნება და მათაც საკმაოდ თბილად აგონდებათ ის დასვენება.
ეჰ, კაი იყო ბავშვობა........
#31
დაწერილია 01 September, 2007 - 13:21

წარმოდგენა არ მქონდა რამდენს გადამიხდიდა, ამდენი ფული რომ დავინახე არც შევიმჩნიე - ვითომ ყოველდღე ვიღებდი ! სახლში აღტაცებული მივედი და პატარა ძმისშვილს რაღაც სათამაშოც ავუტანე. :=
მთელი არქიტექტურული ხელსაწყოები შევიძინე, ყველანაირი საღებავები და ა.შ.
კურსელებმაც ვიქეიფეთ კარგად - პირველი ქეიფი იყო კურსის.
სამწუხაროდ ძალიან სწრაფად დამეხარჯა!

არქიტექტორი
Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE
#32
დაწერილია 05 September, 2007 - 14:02
პირველად მაშინ იყო (ჯერ კიდევ კომუნისტების დროს), პიონერთა ბანაკში ქისა ვიპოვეთ მე და ჩემმა მეზობელმა, გამდიდრება მოგვინდა და სახლისკენ გზაზე რაც ბოთლები იყო, ყველა მოვხვეტეთ და ჩავაბარეთ. სახლში რომ ვთქვით, მეზობლის დედამ, სხვისი ქისა როგორ აიღეთო, წავიდა და ის ტუტუცი გოგო მონახა, რომელსაც ეს ქისა დაკარგული ჰქონდა და ჩვენ ნაშოვნ ფულთან ერთად მას გადასცა. იმის სემდეგ მწარედ დამამახსოვრდა, რომ სხვის ქონებას არ უნდა შეეხო. ეხლა ტკბილად ვიგონებ იმ შემთხვევას, მაგრამ მაინც ნაწყენი ვარ, ჩვენი ნაჯაფი სხვას რომ დარჩა.
სკოლის დამამთავრებელ კლასებშის დროს კოოპერატივობანა იყო შემოსული, რაც მე მაშინ ბიჟუტერია მაქვს გაკეთებული... კარგად გადიოდა, ჩრდილო კავკასიაში მიდიოდა ექსპორტზე, აქაც ტურისტები ბევრს ყიდულობდნენ. ასე რომ მოსამზადებელი ფული მაგითი შეგროვდა. რამდენი იყო ნამდვილად არ მახსოვს. ფულს ნამდვილად არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი პროცესია... იმის შემდეგ სულ მიკვირს, რა მოსწონთ გოგონებს ამ სამკაულებში....
ამ პერიოდის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ბევრი რამეც გამიკეთებია...
#33
დაწერილია 14 September, 2007 - 21:04
პირველი ფული- ნაშოვნი და არა ნაჩუქარი იყო ინდ.მეწარმეობის შედეგი.
ერთ მშვენიერ დღეს გამოვიტანე სახლიდან რაღაც რაღაცეები და გაყიდვა დავიწყე. ასე 5 კლასში ვიყავი ალბათ.
უბანში კონცერტების და მოდების ჩვენებითაც მაქვს ფული ნაშოვნი.
და, რაც ყველაზე სასაცილოა . . . . მახსოვს კორპუსის ეზოში მწვანილი დავთესე რათა მერე გამეყიდა.
მერე უკვე ESM ის დროს მუშაობა დავიწყე და პირველი ხელფასი 150 USD მქონდა. კურსი 2.12 იყო


Real Estate Portal
www.nino101.wordpress.com
My Blog
Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge
#35
დაწერილია 23 September, 2007 - 20:11

უბანში კონცერტებით და მწვანილების გაყიდვით მეც მიშოვია ფული

#36
დაწერილია 24 September, 2007 - 10:22


#37
დაწერილია 24 September, 2007 - 15:03

Real Estate Portal
www.nino101.wordpress.com
My Blog
Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge
#38
დაწერილია 24 September, 2007 - 21:56

მე და ჩემმა ძმამ ვიპოვეთ დიიდი/უშველებელი მოტორი, უფრო სწორად გული, რომელიც ვერ დაშალეს ... სპილენძის გამო რა ...
ვერ დაშალა ვიღაცამ მიტომ, რომ მთელი გული იყო ერთIანი სპილენძის ბლოკებიდან აგებული, რომლებიც შემოწყობილი იყო ფოლადის ლილვს... თან ძალიან მჭიდროს, სამართებელს ვერ ჩაუცურებდი ... მაგრაი მაწვალევი იყო, მაგრამ ვერაფერი უყცვეს როგორც ჩანს
...იმ სიმძიმე იყო, რომ ორმა უფროსკლასელმა ძლივს მივაგორეთ სახლამდე ...
მოკლედ ორი დღე ვეჩალიჩე, მაინც მოვახერხე დაშლა, ჩავაბარეთ ის სპილენძი [40 კილომდე სპილენძი მოშორდა], აღებული ფულის ნახევრით კომპიუტერი ვიყიდეთ [დენდი ყო მაშინ ახალი სიტყვა ] დანარჩენით კი ...



#39
დაწერილია 24 September, 2007 - 23:59

დაახლოებით 13-14 წლის ვიყავი, მაშინ "ნამცხვრების კოოპერატივი" ძალიან "ხოდში" იყო. რა თქმა უნდა, არც ჩემი უბანი ყოფილა გამონაკლისი. მეზობლად, დედაჩემის მეგობარს ჰქონდა ასეთი ობიექტი გახსნილი და ხშირად ნამცხვრის "ავტორებს" კრემის ხარშვაშიც და ტორტების გაფორმებაშიც ვეხმარებოდი :


მერე იყო მოსწავლეები. მერე იყო GIFT-ის ფესტივალი, სადაც თარჯიმნად ვმუშაობდი - ეს იყო უდიდესი სიამოვნება, მთელი მსოფლიოს ხელოვანი ხალხის გარემოცვაში ყოფნა - თეატრები, კონცერტები, დისკოთეკები, რესტორნები... დღეში 5 ლარს მიხდიდნენ და ეს სიამოვნება 2 კვირას გრძელდებოდა.
ყოველივე ამის შემდეგ კი იყო ჩემი პირველი სამსახური - 20 წლის ასაკში - რომელსაც შრომის ბირჟაზე საკუთარი ინიციატივით წასულმა მივაგენი - და პირველი ხელფასი - 80 $. აქედან ნახევარი იმ შრომის ბირჟას ვუწილადე :

კარგი იყო მართლაც ბავშვობა

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia
GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73
#40 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*
დაწერილია 25 September, 2007 - 13:21





1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
