ნახტომი





* * * * * 1 ხმა

ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 112

#41 Zak Khitarishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 October, 2007 - 19:01

თუ კარგად მახსოვს პირველი ფული საღეჭი რეზინების "ბიზნესში" :D გავაკეთე.
ჩვენს სკოლასთან ერთი ქალი ყიდდა კევს 5-10 თეთრად და მაშინ საცალო კევის ღირებულება იყო 5 თეთრი :).
ერთხელ საბითუმო ბაზარზე წავაწყდი მთლიან ყუთს რომელშიც იყო 100 კევი და ღირდა 1,5 ლარი :), ხოდა დამებადა იდეა რომ გამეყიდა 3 თეთრად თითო, მოგება ორმაგი იყო და ყველაზე იაფ ფასად მე გავყიდდი :biggrin:)).
უბანში და კლასში გაბაზრებული ამბავი იყო ჩემი კევის ბიზნესი, და ამავდროულად ასაფეთქებლების ბიზნესი (სეზონურად ზამთარში :D ).
მოგება მოჰქონდა 1:1-ზე ::>:) და იმ დროისთვის "კაი ფულს" ვშოულობდი , დღეში 1, 1.5 ლარი =))))))), მაროჟნის ფულად მყოფნიდა, მერე ერთი კლასელი დაჟე დამხმარედ ავიყვანე ამ "ბიზნესში" :))))), მაგრამ მეცინება რომ ვიხსენებ, ხოდა მოგების ნახევარს ვაძლევდი ხოლმე , მერე გადავედი ცოტა მსხვილ საქონელზე, შოკოლადების ბიზნესზე რომელმაც არ გაამართლა (შემომეჭმეოდა ხოლმე , ან სხვას ვჩუქნიდი). ხოდა ეგრე გავკოტრდი, თან მაგ დროისთვის კევის ბიზნესს "ისეთი შემოსავალი" აღარ მოჰქონდა და თან მომბეზრდა :).

ვიყავი 11-12 წლის.

პირველი ხელფასი ავიღე 18 წლისამ პირველ სამსახურში, იმ დროისთვის საქმაოდ დიდი ხელფასი იყო 750 ლარი :))).
500 ლარი შევინახე დანარჩენი დავხარჯე.
ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი და ხელფასი
www.lyrics.ge
www.drive.ge

#42 Giga Paikidze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 557 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 October, 2007 - 23:09

პირველი ხელფასი შარშან ავიღე გერმანიაში პარაქტიკაზე ყოფნის დროს,მაგარამ სამწუხაროდ ბოლომდე არ მომცეს რაც მეკუთვნოდა :)
The Proud Participant of Business Conference

#43 Nana Zarnadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 134 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 October, 2007 - 23:11

4-5 წლის წინ პორტუგალიაში...ცეკვის ფესტივალზე გამოვდიოდით და 30-30 ევროთი გაგვაჩუმეს...:laugh:
დღესაც მაქვს ამ პირველი ხელფასიდან 2 ევრო შენახული :)

The Proud Participant of Business Conference

#44 Ana Asatiani

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 42 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2007 - 01:57

:) პირველი ფული რომელიც ჩემი შრომით მოვიოვე იყო ხუთიანების ფული ჯერ 50თეთრს მაძლევდა მამა ხუთიანში, და მერე გაიზარდა რაოდენობა
პირველი ხელფასი მეორე კურსზე ავიღე მოსწავლე მყავდა ინგლისურში და 30 ლარი ავიღე უმაგრესი გრძნობა იყო ჩემი პირველი ხელფასი ჩემი შრომით მოპოვებული, და თან ხელფასს დიდი ბამბანერკა მოყვა. :P
შემდეგ იყო თარჯიმანობა, სარერკლამო აგენტი და ...
ეხლაც ვმუშაობ და ხელფასს ძაან ჩვეულებრივად აღვიქვამ რომელიც გაცილებით მაღალი მაქვს ვიდრე პირვბელი ხელპფასი მაგრამ ის სულ სხვა იყო მაინც პირველი იყო

#45 Katherine Guenter

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 76 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2007 - 03:36

აუ არ მახსოვს პირველად :D ანსამბლში მქონდა ხელფასი რაღაც მიზერული თანხა :D, და კიდევ მამას ტექსტების აკრეფვაში და რაღაცეების გადაწერაში ვეხმარებოდი ხოლმე :biggrin: და ყოველთვიური ხელფასი მქონდა დანიშნული :laugh: :)
მერე 18 წლიდან ვმუშაობდი ისევ მამასთან, ოღონდ ამჯერად მართლა ვმუშაობდი ოჶჶისში და იმაზე მეტს ვიდრე მიხდიდნენ, :biggrin:
ახლა ვსწავლობ და დროის სიმცირის გამო, საკუთარი ფულის ხარჯვის ბედნიერება აღარ მაქვს, ჯერჯერობით :(


:P

რედაქტორი ქეთი გიუნტერი, 06 November, 2007 - 03:43.


#46 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება
1

დაწერილია 06 November, 2007 - 17:14

თუ სწორად მახსოვს:biggrin:, პირველი ხელფასი ავიღე 10 წლის ასაკში. შვეიცარიაში გვქონდა გასტროლები და სპეციალურად ამ პროექტისთვის შეკრებილმა მომღერალ ბავშვთა ჯგუფმა, ანსამბლ "რუსთავთან" და შვეიცარიის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, ვატო კახიძის ნაწარმოებები შევასრულეთ. იქ CD ჩავწერეთ (ახლაც განსაკუთრებულად ვინახავ ამ დისკს :) და საკმაოდ ბევრი კონცერტიც გვქონდა, შვეიცარიის 10 ქალაქიც მოვიარეთ :biggrin: . თან მაშინ, როცა ეს ჩემთვის პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ. როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა იქურობა მაშინდელი ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის ფონზე, ალბათ მიხვდებით... ხოდა, ამ ყველაფერში 10 წლის ბავშვს 200$ გადამიხადეს. იმ დროისთვის კაი ფული იყო, კურსი კი იყო ასე 2.1 :biggrin:
The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#47 Nino Gorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2007 - 21:36

ბიძაჩემი რომ მაგზავნიდა ბორჯომზე ან სიგარეტზე ჯერ 1 მანეთს, მერე 1000 კუპონს მაძლევდა ხოლმე :). სერიოზული ფული კი მეორე კურსზე - 33 ლარიანი სტიპენდია იყო - სამი თვის, მაგით ნაყიდი ჯინსის ქურთული ეხლაც შენახული მაქვს :).
Nino Gorgadze
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org

#48 Irma Giorgashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2007 - 22:05

ცხოვრებაში პირველი ფული ჩემი სტიპენდია იყო, 30 ლარი სამი თვის სტიპენდიაააა :) ხომ არაფერია, მაგრამ ის შეგრძნება არ დამავიწყდებაა, პირველი ფული შენს ცხოვრებაში. იმ ფულით მამაჩემს საჩუქარი ვუყიდე :smile:

#49 Nana Zarnadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 134 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2007 - 22:19

უF..რა კარგად მახსოვს :)

ეხლაც მაქვს 2 ევრო შენახული იმ პირველი ხელფასიდან :)

პორტუგალიაში, ცეკვიდან ვიყავი და 150 ევრო გადამიხადეს :D
მარა 3 კვირა დღე და ღამე კონცერტები გვქონდა...
The Proud Participant of Business Conference

#50 George Davitashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 102 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2007 - 22:22

8 წლის ვიყავი სკოლიდან ბაკურიანში წაგვიყვანეს 10 დღით. ციგა მქონდა წაღებული. ბურანზე მომინდა დაჯდომა, არადა ფული აღარ მქონდა. შევაფასე ჩემი მდგომარეობა, აქტივი აშკარად მხოლოდ ციგა მქონდა, შევარჩიე კლიენტი (მტირალა ბავშვი, რომელსაც მამა ვერ აწყნარებდა), ეგრევე მივაჭერი და მივაქირავე. ფული ავიღე თუ არა, ბურანებისკენ გავიქეცი და ვიკატავე( რა თქმა უნდა უკან ვიჯექი, აბა მე ვინ დამსვავდა რულთან)

#51 Maka Ioseliani

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 26 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 November, 2007 - 00:50

ცხოვრებაში პირველი ფული - სტუმრები რომ მოდიოდნენ, ისინი მიკუჭავდნენ ჯიბეებში თუმნიანებს, გადმოცემით ვიცი

მერე პირველ კურსზე იყო პირველი მოსწავლე ინგლისურში, თვეში 15 დოლარს მიხდიდა და რა ამაყად ვბრუნდებოდი სახლში ამ ფულით, რომ იცოდეთ, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვკრებდი, ხელფასი ავიღე და ვიქეიფოთ მეთქი :)

რედაქტორი Maka Ioseliani, 07 November, 2007 - 00:52.

The Proud Participant of Business Conference

#52 Ketevan Eloshvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 134 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 November, 2007 - 10:11

ცხოვრებაში პირველი ფული - მე-10 კლასში ვიყავი და სტიპენდია მომცეს სკოლაში, 50ლ. :)
The Proud Participant of Business Conference

#53 Levan Giorgadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 December, 2007 - 14:17

კურსთა სხვაობაშI მოვიგე თუ არ მეშლება 1996-1997 წლებში ლარი ჯერ 1.33 იყო და მერე უცებ 1.7 ავარდა და მაგ დროს 700 ლარით (ნათლიაჩემმა მაჩუქა დაბადებისდღეზე) ვიყიდე დოლარები და მერე უცებ გამიხდა 900, თან მერე არ ვახურდავებდი სულ და კურსიც ნელ ნელა იწევდა და ჯამში მახსოვს 1200 ლარის დახარჯვა გამომივიდა. თან მაშინ პატარა ვიყავი და ფასების ზრდა იმ პროდუქტებზე რასაც მე მოვიხმარდი დიდი არ იყო (ბარაქას ხაჭაპურები, მაკდონალდსი და ა,შ) :)

ტაკშტო აი ეგრე კურსთა სხვაობაში გავაკეთე პირველი ფული საკმაოდ კარგი მოგება ვნახე :)
Levan Giorgadze
Corporate Banker
J.S.C "Bank of Georgia"

#54 Rati Dvaladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 530 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 December, 2007 - 09:54

პირველათ 94 -ში სკოლაში მე-7 კლასში მათემატიკის კონკურსში მომცეს 10 $ , მერე 97-ში მე-10 კლასში ისევ მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკის კონკურსების შენდეგ 600$ სოროსის ფონდმა დამასაჩუქრა, 98 ში იგივე მიზეზებით 1200 ლარი პრეზიდენტის ფონდმა, შემდეგ უნივერსიტეტის დროს მუშაობა დავიწყე დახელფასი მქონდა , პარალელურად კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით პატარა საქმეებს ვაგვარებდი მაგრამ არც თუ ისე პატარას თითო კონსულტაციაში 200- დან 1000 მდე მრჩებოდა! ასე დავიწყე საქმიანობები თავის დროზე ისე მაგარი თემაა ცხოვრებაში პირველად ჩამოვთვალე მცირე ნაწილით მაგრამ მაინც კარგი იყო გახსენება :%-(:
The Proud Participant of Business Conference

#55 Archil Mikelashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 616 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 February, 2008 - 13:55

ცხოვრებაში პირველი ფული როდის გავაკეთე, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩემი პირველი ხელფასი მახსოვს_I კურსზე მოსწავლე მყავდა მათემატიკაში და თვეში 50 ლარს მიხდიდა ::-*:
Archil Mikelashvili
Consumer Sales Officer at Bank Republic Société Générale Group

Cell: (+995 51) 78 28 61
E-mail: archil.mikelashvili@gmail.com

პირველი ქართული HR ბლოგი

#56 Tamuna Dilebashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 February, 2008 - 14:10

პირველი ხელფასი ბავშვობის ასაკში მივიღე როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ::-*: მაშინ 50 მანეთი იყო (ჩემთვის ძალიან ბევრი ). სამწუხაროდ ასაკი არ მახსოვს
The Proud Participant of Business Conference

#57 Sophie Nadiradze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 204 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 February, 2008 - 14:32

პირველად ჩემით გამოვიმუშავე ფული როცა პირველ კურსზე ვიყავი, ფრანგულში ვამზადებდი ორ მოსწავლეს. უბედნიერესი ვიყავი თვის ბოლოს საკუთარი 70 ლარით ::-*:
The Proud Participant of Business Conference

#58 Levan Lepsveridze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 September, 2008 - 15:48

მეც პირველად პირველ კურსზე. უნარებში ვამზადებდი აბიტურიენტს. მერე ფული რომ ავიღე მობილური ვიყიდე.. დრესაც ის მობილური მაქვს, მუშობს ხარივით.. ძალაინ გამძლეა.. მაგრად მიყვარს

#59 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 September, 2008 - 20:14

მე პირველი ფული ვიშოვე სახლიდან გატანილი ნივთების გაყიდვით. ეს დაახლოებით 13 წლის ასაკში გავაკეთე. :)
ამავე პერიოდში ვაორგანიზებდი კონცერთებს ჩემი კორპუსის ბავშვების დახმარებით და გაყიდული ბილეთებით მაქვს ფული ნაშოვნი. თანხები არ მახსოვს.

მერე მესამე კურსზე 2003 წელში მქონდა 350 ლარი ხელფასი ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი და ეს უყო უმაგრესი განცდა პირველი "დიდი" ხელფასი რომ გაჩნდა.
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#60 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 07 September, 2008 - 22:30

ეეჰ... კაი მოსაგონარია... :)

პირველი ფული ოჯახთან ერთად "გავაკეთეთ" თურქეთში ვაჭრობით 1990 თუ 91 წელს, საზღვარი რომ გახსნეს :huh: დედაჩემს სტუდენტის მშობელმა "ნისიად" გაატანა თურქეთში 1 მანქანა უხარისხო, ნაგავთან გათანაბრებული ფეხსაცმელები :) ამ მთელი ოპერაციიდან მეორე დღეს 235$ დარჩა და გვეგონა, რომ ამერიკა აგერ აქვეა :)

მერე მაგ ფულმა ფული დაწერა, იმან კიდევ და ასე ქე ვიყიდეთ თბილისში ბინა და ქე მასწავლა ESM-ში, პირველ ხელფასებამდე :)

პირველი ხელფასი კი სამგორი-ალკოს summer job-ის დროს ავიღე, თუ არ ვცდები 250 ლარი, 2000 წელს.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share