ნახტომი


* * * * * 1 ხმა

ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 112

#61 Bako Novruzov

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 September, 2008 - 22:34

სად მქონდა ეგ ბედნიერება,ჯერ არ მღირსებია ხელფასი :) :huh: არ ვმუშაობ და საიდან :) (სტუდენტი)

#62 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 September, 2008 - 21:25

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სადღაც 7-8 წლის, მე და ჩემი ძმა სახლში ვაწყობდით საახალწლო კონცერტებს, ერთ ოთახს სალაროდ გადავაქცევდით, და ბილეთებს ვყიდდით 50 თეთრად. სულ ოთხი ბილეთი არსებობდა ოჯახის წევრებისათვის (მამა, დედა და ორი მამიდა) და საბოლოოდ 2 ლარი გამოვიდა. მე და ჩემ ძმას კი გვიხაროდა, რა ბედნიერებაა ფული რომ გვაქვსო.

შემდეგ 10 კლასში ქიმიაში "ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეორე რესპუბლიკურ კონკურსზე" ოქროს მედალი (თვით სააკაშვილმა ჩამომკიდა) და 300 ლარი მოვიგე.
2 თვის მერე თურქული ენის მეოთხე ოლიმპიადაზე $1000-ით დამაჯილდოვეს.
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#63 Tata Morchiladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 October, 2008 - 17:32

სულ პირველად გავაკეთე დღეში 100$
რაც მაშინ იყო ძაან დიდი თანხა ჩემთვის
უნივერსიტეტში ვსწავლობდი და შაბათ კვირას დასჭირდათ ბაქო-ჯეიჰანზე მომუშავე ფილიპინელებს თარჯომანი
და მეც დავთანხმდი, მაგრამ თარჯინმობის მეტი ყველაფერი იყო, ისე მიჯერებდნენ რო ვერ გეტყვი\ტ
სადაც მე მინდოდა იქ მომყვებოდნენ :)

www.newlight.ge

#64 Dimitri Basilashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 7 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 October, 2008 - 16:45

17 წლის ვიყავი როცა მეგობრებმა ინტერნეტ კაფე გავხსენით მარა მარტო 2 თვე იმუშავა სამუწაროდ. გავკოტრდით :D . სამაგიეროდ დიდი გამოცდილება მივიღე.

#65 Maiko Kutateladze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 67 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 October, 2008 - 21:41

პირველი ზუსტად არ მახსოვს მგონი მოსწავლისგან ან ხელფასი მაგრამ რომელი რომელს უსწრებდა არარც მახსოვს თითქმის ერთდროულად დავიწყე მუსაობაც და ბავშვების მომზადებაც :D

#66 Giorgadze Shota

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 71 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 November, 2008 - 21:13

პირველად საკუთარი ფული მე_2 კურსზე ავიღე. მარა სტიპენდია იყო პირველი თუ მოსწავლეების ფული, რომლებსაც მათემატიკაში ვამზადებდი, ზუსტად აღარ მახსოვს.
სამწუხაროდ ბავშვობაში მათემეტიკის ოლიმპიადებზე გამარჯვებისთვის ფული ან რამე ღირებული პრიზი არასდროს მოუციათ. მხოლოდ ფარატინა ქაღალდს მაძელვდნენ :D

რედაქტორი Giorgadze Shota, 01 November, 2008 - 21:14.


#67 Nino Chelidze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 161 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 November, 2008 - 01:21

პირველად 11 წლის ვიყავი კორპუსის სამეზობლო დაივარე და ბოთლებო ავაგროვე ჩავბარე და 5 ლარიც ავირე მაგ ფულით პასტა და მაგარიიი ბლოკნოტი ვიკიდე მერე მეზობელს წიგნი გმაოვართვი და ცნობილი ხალხის გამონათქვამებს ვიწერდი იმ წიგნში

ეგ ბლოკნოტი დრესაც მაქვს :)
წაიკითხე ბესთსელერი ქართულად

www.ninochelidze.ge

#68 Giorgi Lomidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 78 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 November, 2008 - 17:30

მე ჩემ პირველ შემოსავალს ძმაკაცთან დაჩაზე დასვენება ვარჩიე :D .. პატარა და დებილი ვიყავი მგონი 16 წლის. ბიძაჩემმა გამიძრო BP ნავთობ სადენს რო აშენებდა იქ. თითქმის არაფერი უნდა მეკეთებინა 2 თვის განმავლობაში და 1500 ლარს მომცემდნენ. მარა დაჩაზე ვიყავი მაგარ პონტში და არ ჩამოვედი :P

და "მეორე" ანუ პირველი შემოსავალი შარშან ექსელში რაგაც გავუკეთე ერთ ერთ სკოლას და მაშინ ჩამერიცხა ოფიციალურად. .... არა არა მანამდე სტუდენტი რო გავხდი პრეზიდენტი რო გვყავს ძალიან ჭკვიანი 50 ლარიანი ბარათი გვაჩუქა და ზედ 10 ლარი დაგვიდო :) ;) პირიქით ბევრად გაასწორებდა მაგრამ სამაგიეროდ 2 წელი მასტერქარდით ვმარიაჟობდი :D

#69 George Xatiashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 137 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 February, 2009 - 18:09

მე 9- კლასში ვიყავი როდესაც პირველი ფული გავაკეთე........სეკაში მოვიგე :)))

#70 Rati Dzidziguri

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 March, 2009 - 21:38

მოგესალმებით ყველას! ამ ფორუმზე ახალივარ. ვათვალიერებდი აქაურობას და უცებ ამ თემას წავაწყდი. ჰო რაც შეეხება ჩემს პირველ ფულს რომელიც გავაკეთე იყო1600$ რომელიც სადღაც 1 კვირაში გავაკეღთე და აღარც მახსოვდა მაშინ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, მაგრამ საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული მართლა ძალიან კარგი იყო.

#71 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 05 March, 2009 - 22:20

"ფორუმზე" არა :)
"კონფერენციაზე" კი :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#72 Besik Kvatchantiradze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 267 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 March, 2009 - 22:31

პირველი ფული გავაკეთე ალბათ მე11 კლასში ვიყავი. TBC ბანკის ბუკლეტებს ვარიგებდი ბათუმის ბულვარში :)
3 დღე "ვმუშაობდი" და 45 ლარი გავაკეთე :)
Valuator of Real Estate

#73 Rati Dzidziguri

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 March, 2009 - 22:32

*
პოპულარული

ვფიცავ, კონფერენციისა და მომხმარებლების წინაშე, რომ პირნათლად შევასრულებ კონფერენციის ფარგლებში დადგენილ წესებს. :)

#74 Aleksandre Kvarelashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 15 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 March, 2009 - 02:17

12 წლის ვიყავით როცა მე და ჩემმა 2 მა მეგობარმა მეზობლის "ბუტკაში" ლატარიის გათამაშება დავიწყეთ. :). თან ამ ქალს კლიენტი მოემატა და ჩვენც ცოტა ფულს ვაკეთებდით.დღეში ლარამდე დაახლოებით. :) მაშინ გვიხაროდა ლარი სამ კაცზე უკვე ფული იყო :)

#75 Niko Akolashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 March, 2009 - 10:45

კაი თემაა:)
ქრონოლოგიურად ვიტყვი რაც მახსოვს:

პირველი - ასე 4-6 წლის ვიქნებოდი. სოფელში მოვაგროვე ენდროს ფესვები (სააღდგომო კვერცხის შესაღები მასალა), დავჭერი ხომაზე, შევკონე და პაპაჩემს გავატანე ბაზარზე გასაყიდად. არ მახსოვს რა თანხა მომიტანა, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი ალალი შრომით ნაშოვნი ფული.

მეორე - 6-7 წლი ვიქნებოდი. ჩემმა მამიდაშვილმა თბილისიდან სოფელში ჩამოიტანა ძაღლისა და კატის თაბაშირის ყალიბები (მეზობელს მოპარა თურმე, ლოთი იყო ერთ, მიტუშა:). ყულაბებს ვამზადებდით, აკვარელით ვღებავდით და ვყიდდით. ჯერ 5 მანეთს ვაფასებდით (მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა ფული იყო), მაგრამ ვერც ერთი ვერ გავყიდეთ ამ ფასში. გავაიაფეთ 3 მანეთამდე და წავიდა საქმე წყაროს ყალივით.

ამის შემდეგ, საკმაოდ დიდი ხანი მამაჩემის კისერზე ვიჯექი, ვიდრე სტუდენტი არ გავხდი. პირველ-მეორე კურსზე სხვების მაგივრად ვაბარებდით მე და ჩემი ძმაკაცი გამოცდებს. ისეთებს ვუბარებდით ვინც საერთოდ არ დადიოდნენ ლექციებზე და გამოცდების დროს მოდიოდნენ თანხით. გორის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და აქ მოსული იყო ასეთი რამეები.
მერე უფილტრო სიგარეტის კონტრაბანდას ვეწეოდი ერგნეთიდან და ასემოვაღწიე 2005 წლამდე და დავჯექი სტროგად ხელფასზე

#76 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 March, 2009 - 11:14

პირველი ფული, ვიშოვე 7 წლის ასაკში. ვმუშაობდი ზაფხულში, კიკეთში, ჩემი ძმის და დეიდაშვილის ასისტენტად. შემდგომი რეალიზაციის მიზნით ვაწარმოებდით ფერადი მავთულებისგან დაწნულ ნაკეთობებს კინოთეატრის გვერდით. ანაზღაურების სახით ერთჯერადად ხელზე ავიღე 200 კუპონი თუ სწორად მახსოვს... ჩემი დამსახურება რა იყო და იყო თუ არა საერთოდ, არ მახსოვს :)

იმ წელსვე ჩამოვშორდი წარმოებას... მგონი დამითხოვეს თანხის მითვისების ბრალდებით :) ბოლოს (ანუ ბოლოს შემდეგ პირველად) III კურსზე ვიღებდი სტიპენდიას 100 ევროს ყოველთვე გერმანიაში სწავლისას. ამაზეც რომ გითხრათ ვანგრევდი რაიხსტაგს-თქო, მოგატყუებთ :D

#77 Tata Morchiladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 March, 2009 - 11:26

ვააა, ძალიან საინტერესო თემაა, ყოჩაღ თემის ავტორს
აუცილებლად ჩავუჯდები და დიდი ინტერესით გადავიკითხავ ყველა პოსტს

ჩემი ისტორია ასეთია:
ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, სადღაც 22 წლის ვიქნებოდი, მე და გოგოები ვართ ურეკში დასასვენებლად
საღამოა და რეკავს ტელეფონი, აბსოლუტურად უცხო ნომერი,
ვპასუხობ, მესმის Hi Tata, გამიკვირდა და ვკითხე ვინ ხართქო
ნუ აღმოჩნდა რომ რეკავდა ვინმე ასტერი, ფილიპინელი ტიპი, რომელიც საქართველოში მუშაობდა ბაქო ჯეიჰანის პროექტზე ერთ ერთ მონაკვეთზე
ნუ აღმოჩნდა რომ ბაზრობაზე უყიდია ჩემი სიძის ნახმარი მობილური, რომელმაც არც კი წაშალა ნომრები ისე გაყიდა ტელეფონი
ხოდა ეს ასტერიც დადგა და ყველას დაურეკა იმ იმედით რომ ვინმეს ინგლისური სცოდნოდა
არავის არ იცნობდა საქართველოში და თავს ძალიან მარტო გრძნობდა
მერე ძალიან მთხოვა ხანდახან დაგირეკავ ხოლმეო, 2 კვირის მერე დავბრუნდით თბილისში
და ეს სულ რეკავდა ეს პერიოდი, და ერთ დღესაც მეუბნება კვირას თბილისში ჩამოვდივარო
და შეგიძლია თუ არა ჩემი გიდი იყოო, ნუ მეც მაშინ ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, უნიივერსიტეტი 2 კვირაში მეწყებოდა და დავთანხმდი
შევხვდით მე და ჩემი დაქალი, მოვატარეთ მთელი თბილისი, ვუყვებოდით ისტორიებს, საკმაოდ საინტერესო კაცი აღმოჩნდა არ ვამთქნარებდით მთელი დღე
ხოდა მერე საღამოს ჩამოაკითხა შოფერმა და წაიყვანა უკან ბანაკში, 100$ დამიტოვა ხელფასად იმ ერთი დღის გიდობისთვის
ეს იმხელა ფული იყო, იმხელა მაშინ რო ჭკუაზე არ ვიყავი, თან კონვერტით გადმომცა
ისე დავიბენი, ისე რო რაღაც ძალიან მოულოდნელი იყო
მაგრამ ძალიან კარგად მახსენდება ეს პირველი ჩემი ფული
www.newlight.ge

#78 Tatia Urushadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 28 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 March, 2009 - 12:36

პირველად ფული გავაკეთე ჩემ ნახატში :) მაშინ 12 წლის ვიყავი და 20 ლარი გადამიხადეს აი ძაან მაგრა მიხაროდა ჩემი შრომით რო გავაკეთე ფული :)

#79 Badri Molashkhia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
3

დაწერილია 07 March, 2009 - 16:24

პირველი გარიგება კავკასიის ბირჟაზე გავაკეთე 23 წლის ვიყავი ( დიდი ხნის წინ)რუსეთიდან ქაღალდის პარტია ჩამოვუტანე... ფული არ მახსოვს რამდენი დამრჩა, მაშინ რუსული მანეთი იყო. ის კი მხსოვს , ჩემთვის დიდი ფული იყო ....

#80 Khatia Chanturia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 24 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 March, 2009 - 17:50

თუ 7 კლასში ვიყავი პირველად როცა ჩემი ფული გავაკეთე ;) საყურეებს ვაკეთებდი და სკოლის წინ სადაც ბუტკები იყო ჩალაგებული იქ ვაბარებდი, საკმაოდ კარგად იყიდებოდა ძაან სადა საყურეები იყო და თითქმის მთელ სკოლას და არამარტო, ჩემი გაკეთებული საყურეები ეკეთათ. გარდა ამისა სახლშიც მაძლევდნენ ფულს და 7 კლასელი ბავშვისთვის საკმაოდ ბევრი ფული მქონდა ხოლმე



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share