ნახტომი





* * * * * 1 ხმა

ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 112

#81 Natalie Saginashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 May, 2009 - 22:48

18 წლის ვიყავი, როდესაც newartvideo-ს ვუთარგმნე 2 ფილმი, სერიალის 8 სერია, 9 მულტფილმი და სანაცვლოდ სულ რაღაც 130 ლარი მივიღე :) მაშინ ეს ჩემთვის დიდი თანხა იყო. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი ხელფასი გადმომცეს. იმის მერე ბევრი სამსახური გამოვიცვალე და ახლა გაცილებით მეტს მიხდიან, მაგრამ ის გრძნობა აღარ მეორდება :biggrin:
ჩემი ბლოგი – http://nataliesun.wordpress.com/

#82 Giga Gedianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 33 გამოხმაურება
4

დაწერილია 02 May, 2009 - 14:46

მართლაც საინტერესო თემაა.

მე და ჩემი ბიძაშვილი ქალაქიდან(ბორჯომი) მოშორებით ვიყავით ციხეზე წასულები, მაშინ ალბათ მეოთხე კლასში ვიქნებოდით. ცოტა რომ მოვიბოდიალეთ სახლში წამოსვლა გადავწყვიტეთ, სახლისკენ რომ მოვდიოდით გზაში ერთი ქალი შეგვხვდა პატარა ბავშვთან ერთად, რუსი იყო მაგრამ ქართულსაც მშვენივრად ფლობდა. ამ ქალმა გვთხოვა რომ ციხის დასათვარიელებლად წავყოლოდით, თვითონ გზა არ იცოდა. ცოტა კი დაგვეზარა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარით და გავყევით. ციხეზე ასვლას იმდენი ხანი მოვუნდით რომ დაგვაღამდა, ქალმა იფიქრა აქ არ მიმატოვონო და 10 ლარი მოგვცა, ისე გაგვეხარდა რომ იქიდან სულ ფრენით ჩამოვედით, მაგრამ ბედი რომ არ გაქვს კაცს, ის ფული ბიძაჩემმა წაგვართვა და დაგვტოვა უხელფასოდ გაღიმებულები :)

მაგას მოყვა მერე ნაძვის კევების ბიზნესი, შემდეგ შეშის ბიზნესი, თევზის ბიზნესი და ასე შემდეგ... ასე რომ მაგრად "ვჩალიჩობდით" მე და ჩემი მეგობრები.

#83 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 May, 2009 - 23:52

14 წლისამ იტალიელებ გამოველაპარაკე და გაუხარდათ და სამებამდე გამომყევიო და გავყევი უპრობლემოდ 3 საათი კარგად მოვილხინეთ და 100 დოლარი მაჩუქა ... და თბილისში კაი რაღას რაღასეები შევიძინეე

#84 Mikheil Failodze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 June, 2009 - 22:51

მე ეხლახანს 1 წლის წინ :)

სისადმინად მივედი ერთერთ კომპანიაში და 50 ლარი მომცეს პირველ დღეს :)

#85 Ilia Kevlishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 June, 2009 - 15:34

.......1982 წელი იყო, 14 წლის ვიყავი , თბილისში რაღაც ტურნირი ტარდებოდა ჩოგბურთში. თან ვმონაწილეობდი და ამასთან ერთად ფოტოებსაც ვიღებდი, გამოცდილება უკვე მქონდა :), იმიტომ რომ 8 წლიდან ფოტომოყვარული ვიყავი. ისე ინტერესის გამო მივიტანე ფოტოები "ლელო"-ში, ისიც არ ვიცოდი, რომ ამაში ჰონორარს მივიღებდი. დაბეჭდეს, ჰონორარიც მომცეს (15 მანეთი იყო მგონი) და თანამშრომლობაც შემომთავაზეს, ამის მერე რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, მერე......აღარ მახსოვს რატომ შევეშვი.....
PRIVATSERVICE

უძრავი ქონების კონსალტინგური და საბროკერო კომპანია

ტელ: +995 32 941013
ფაქსი:+995 32 910164
Skype: realtygeorgia
www.privatservice.ge
realtor@privatservice.ge

#86 Giorgi Putkaradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 June, 2009 - 19:57

პირველი ფული ... წინა წელს ეკონომიკის ოლიმპიადაზე 2 ადგილზე რომ გავედით მაშინ 1000$ იქამდეც იყო რაღაც რაღაცეები :)
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში

#87 Tamta Tkhilaishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 October, 2009 - 21:40

dzalian kargi temaa...chemi pirveli oficialuri shemosavali iyo,chemi pirveli oficialuri samsaxuridan :) romelic sakmaod shors iyo chemi profesiidan... medicina da sagadasaxado :) amas moyva pirveli premia,meore samsaxuri,mesame samsaxuri (nel-nela medicinas vuaxlovdebi samsaxurit )- uketesi shemosavali.. chemi xelpasis danazogidan mkonda mcdeloba patara biznesis wamowyebis -romelic sezonuria - 2 wlis win,yvelaperi gavtvale ,ertaderti- forsmajori omi ar gamitvlia :) amitom shemosavali chemi pirveli biznes wamowyebidan im wels ver vnaxe,pirikit,.. tumca madloba upals,mtavari mshvidobaa,im dros arc vpikrobdi chems shemosavalze...
ai wels ki chemi pirveli patara shemosavali vnaxe chemi pirveli biznes wamowyebidan :)

#88 Akaki Tchelidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 325 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2009 - 19:15

უხელფასოდ ვმუშაობდი 4-5 თვე და მერე პირველი ხელფასი ავიღე 40 ლარი.
Akaki Tchelidze
Financial Manager
Ltd "PhotoWorld"
24, Kostava av.
Tel.: (+995) 32 93 33 66;
Mob.: (+995) 77 48 60 90,
E-mail: <a href='mailto:kaki_ufi@ufi.ge'>kaki_ufi@ufi.ge</a>

Image (alt + g) გამოქვეყნებული სურათი

#89 Eka Megrelishvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 November, 2009 - 12:56

მახსოვს სტუდენტობის დროს ინგლისურში მოვამზადე ორი მოსწავლე და იქიდან მქონდა პირველი შემოსავალი, მეორე კი 2 დღიანი სამსახური ვიშოვე და 150 ლარი გადამიხადეს, კონვერტი რომ გავხსენი და 150 ლარი იყო, კონაღამ გავგიჟდი სიხარულისაგან, მაგრამ ვერაფრით ვერ გავანაწილე ეს 150 ლარი, აი მაშინ გამიჩნდა სურვილი მაღალი ხელფასი მქონოდა და თანდათანობით პრეტენზიაც....

#90 Gio Lomsadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 November, 2009 - 16:33

ლიფტში გაიჭედა ქალი და გამოვიყვანეთ მე და ჩემმა კლასელმა :[-O<: 3 მანეთი მოგვცა :) 3 ცალი 1 მანეთიანი იყო მახსოვს :D

#91 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 November, 2009 - 17:33

ჩემი პირველი ფულის გახსენებაც კი არ მინდა. რუსის ჯარში მომცეს წაყვანიდან ერთი თვის თავზე. ვერ ვიტანდი ვერც ბოლშევიკებს და ვერც მაგათ ჯარს; ფული ჯიბეშიც კი არ ჩამიდია ისე დავხარეჯე. შეგრძნება საზიზღარი იყო, თავი პრასტიტუტკა მეგონა. აი მეორე და მესამე ფული რომელიც ავიღე ძალიან კარგად მახსენდება. ჯარიდან რომ ჩამოვედი სადღაც 5 თვეში ჯანაშიას მუზეუმში დავიწყე მუშაობა. მესამე დღეს ექსპედიციაში მივდიოდით დასავლეთში და გასვლის წინა დღეს 300 რუსული მანეთი მომცეს პირველი სამი თვის საველე(კვების ფული). საკმაოდ დიდი ექსპედიცია იყო და მუზეუმის ავტობუსით გაგვიშვეს სამი ბიჭი, თან უამრავი ბარგი გაგვატანეს. რიკოთზე მაშინ სულ ორი სასადილო იყო და ერთ-ერთში შევედით სადილად. მე ჩემი ორი მეგობარი, ჩემზე 5-7 წლით უფროსები და ავტობუსის მძღოლი (ღმერთმა აცხონოს მისი სული ბრწყინვალე პიროვნება იყო), ჯერ ერთი ბოთლი ღვინო შევუკვეთეთ, მერე მეორე და ..... აბა ჰეე. ავტობუსის მძღოლმა მალევე დაგვტოვა (ცოტას დავისვენებო), ჩვენ გავაგრძელეთ. გავაგრძელეთ და თან როგორ; ის ჭკვიანი და თვინიერი კაცი რომ გავუშვით მოსასვენებლად აი მაშინ დაგ...... ერთ საათში უკვე სადღაც 50 კაციან სუფრას თამადობდა ჩემი ერთ ერთი მეგობარი. დამკვრელთა (მაშინ მასე ეძახდნენ სასადილოს მუსიკოსებს) ორი "ბენდი" გარს გვეხვია და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უკეთ შეასრულებდა სიმღერას დედაზე ან დამწვარ, დათუთქულ სიყვარულზე. ბოლოს მახსოვს ჩვენი მძღოლის ნამძინარევი და გაკვირვებული სახე, როდესაც ავტობუსთან დიდი ალიაქოთი დაინახა. ჩვენი სუფრის ორმოცდაათივე წევრი ჩვენ გვკოცნიდა ორი "ბენდის" ერთდროულად დაკრული კაკაფონიის ფონზე. როგორცკი ჩვენი კოცნით გული იჯერეს, ჩვენმა მძღოლმაც ივაშკაცა და ავტობუსში ავედით. კარი სასწრაფოდ დახურა და წავედით. უკვე ბაზასთან გაგვაღვიძა მძღოლმა გვიანი ღამე იყო, ავტობუსიდან გადმოვლასლასდით და საწოლებამდის მივღოღდით და პირდაპირ "კრაოტის" ზამბარებზე დავეყარენით. დილით ადრე გავიღვიძეთ დავიწყეთ ავტობუსის დაცლა იქვე პატარა ბავშვი დარბოდა და სოფელში დავუპირეთ არყის საყიდლად გაგზავნა, აი მაშინ კი დაგვცეცხლა სამივეს ერთად ჯიბეში ერთი მანეთი და ოცი კაპიკი გვედო. დაახლოებით 850 რუბლი დავტოვეთ იმ სასადილოში. ეს იყო მაისის დასაწყისი მერე ნოემბრის ბოლომდე აღარ გამოვფხიზლებულვართ.
ეხლა ნამეტანი მომივიდა წერა, ფულის მესამე "შოვნ"-ის ისტორიას შემდგომ მოგახსენებთ.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#92 Keti Rexviashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 December, 2009 - 15:21

ჩემი პირველი ანაზღაურება იყო სს პოპულში, მეოთხე კურსზე ვიყავი და პრაქტიკაზე გაგვიშვეს უნივერსიტეტიდან მე მოვეწონე მენეჯერს და დამტოვა რათა მარკეტინგული კვლევა ჩამეტარებინა პოპულის რამდენიმე მაღაზიაში, მცირე ჰონორარი გადამიხადეს და დახასიათება მომცეს.. ეს იყო ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე. :)

#93 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 June, 2010 - 02:43

Gio Lomsadze

ციტატა

ლიფტში გაიჭედა ქალი და გამოვიყვანეთ მე და ჩემმა კლასელმა 3 მანეთი მოგვცა 3 ცალი 1 მანეთიანი იყო მახსოვს
:D :D


მე რაც თავი მახსოვს, ფული მქონდა. გოჭის ყულაბაში ცალკე ვაგროვებდი და კიდე საათიანი ჩანთა მეკიდა კარადასთან და ისიც ამოტენილი მქონდა ხურდებით, მაგრამ საიდან არ მახსოვს. ალბათ ჩემებს ვაწერდი.

ჩემით ნაშოვნი პირველი ფული ბიძაჩემმა მომცა. 5 წლის გავხდი და დაბ. დღეზე რომ მოვიდა, კუთხეში დაჯდა და ფულის დათვლა დაიწყო. მე კიდევ ჩემი ფული გამოვიტანე (რამდენიმე მანეთიანი კასეტის ყუთში მქონდა შენახული - ანუ ბუმაჟნიკში :D ) და მეც დავიწყე თვლა. თან ვადარებდი რაოდენობებს და ეტყობა რომ შეამჩნია, რომ აშკარად ცოტა მქონდა, 1 მანეთიანი ახალ კუპიურა მომცა.
ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო მაშინ.

10-11 წლის ასაკში კი ნათესავების მაღაზიაში დამტოვა დედაჩემმა და თვითონ მგონი ბაზრობაზე გაიარა. მე ჩემი ოცნება ავისრულე და ძლივს ვივაჭრე. წამოსვლისას მომცეს ფულიც.

სამსახური გვიან დავიწყე, 4 კურსზე. მგონი 150$ მქონდა.

#94 Nin Kvinikadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 June, 2010 - 10:11

სკოლის დროს რაღაც კონკურსი მოვიგეთ მე და ჩემმა გუნდმა და 50 ლარი შემხვდა, მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი :rolleyes:

#95 Andro Meskhoradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 June, 2010 - 10:34

პირველად სარეკლამო აგენტი ვიყავი. საკმაოდ მოხერხებული მოძრავი და აქტიური. ორგანიზაციებს ვკერავდი ინტერნეტ რეკლამებზე
ჩემი პირველი ჰონორარი იყო 260 ლარი. იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო ჩემთვის

მერე მიყვა საქმეთა ცვლილება.
ეხლა საკმაოდ სტაბილური შემოსავალი მაქვს. არც დაბალი და არც მაღალი

მარა მაინც არ მყოფნის :(

რედაქტორი Andro Meskhoradze, 11 June, 2010 - 10:34.

Audi Club Georgia
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი

http://www.audiclub.ge/
http://forum.audiclub.ge/

#96 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 June, 2010 - 14:49

მე-9 კლასში ვიყავი გეოგრაფიის ოლიმპიადაში გავიმარჯვეთ მე და ჩემმა კლასელებმა და ფულად ჯილდოსთან ერთად ციხისძირში 10 დღიანი საგზურითაც დაგვაჯილდოვეს, რა კარგი იყოოოო ::x:
MSc Hospitality Management

#97 Giorgi Xurcidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 June, 2010 - 21:05

პირველად ფული ვიშოვე საკმაოდ აფერისტული ხერხით. 13-14 წლისამ ვიჭებთან ერთად ალუმინები და სპილენძები შევაგროვეთ, მოვიფიქრე რომ დაგვეჩეჩქვა ეგ ალუმინები და სპილენძები, კარგად დაგვეპრტყელებინა ერთმანეთზე და შიგნით ტყვიები ჩაგვეტანიებია ვესის მომატების მიზნით :) შესაბამისად შემსოავალიც მოიმატებდა.

სულ საერთო ჯამში გამოვიდა 130 კილომდე სპილენძი(8 ლარად ცჰავაბარეტ გონია) და 70-90(1.20 (ლარი და ოცი თეთრი)) კილო ალუმინი. შესაბამისად სამი ვიყავით და რაც მოხდებოდა მოგეხსენებათ, დღემდე ვგულაობ გონია მაგ ფულით იმდენი იყო :D:D

#98 George Rcxiladze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
1

დაწერილია 14 November, 2010 - 22:07

პირველი შრომის შედეგად მიღებული შემოსავალი 250 ლარი. მეორე კურსზე შტაინერის რომელიღაც ნაშრომის რუსულად ავკრიფე, ცუდი ის იყო რომ მეორე ნაწილი შემხვდა ასაკრეფად :)
მანამდე მე–7 კლასიდან მე და ჩემი მეგობარი სხვდასხვა ნივთების გაცვლით და შემდეგ გაყიდვით ან გადაყიდვით ვიღებდით შემოსავალს, ძირითადად ველოსიპედები იყედებოდა კარგად, შემდეგ უკვე მობილურები და ასე შემდეგ.
პირველი ოფიციალური შემოსავალი 4 წლის წინ აღებული ხელფასი 260 ლარი კრედიტოფიცრობისას.
www.worksale.ge გასაქირავებელი სამშენებლო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების ყველაზე დიდი ბაზა

LTD "Worksale"
Comercial Director

#99 KetoBarabadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 October, 2011 - 04:57

*
პოპულარული

კონცერტი ჩავუტარე ოჯახს და ბილეთები მივყიდე. ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი ::-??:

#100 Tornike

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 January, 2012 - 00:19

ნაჩუქარ და ნაპოვნ ფულს თუ არ ჩავთვლი, ასევე არ მივათვლი მინი საიტებით მიღებულ მიზერულ თანხებს ჩემი პირველი ფული ჩემი პირველი ხელფასია 27.12.2011.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share