ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

ბუნებრივი ნივთიერებები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 17

#11 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 July, 2007 - 00:59

Хитин и хитозан из панцирей ракообразных в хирургии и сельском хозяйстве
Jul-18-2007

Хитин и хитозан, получаемые из отходов пищевой промышленности – панцирей ракообразных – можно использовать для производства хирургических материалов, обладающих выраженными антисептическими и заживляющими свойствами, а также для ускорения прорастания и развития семян.

Хитин – это второй по частоте встречаемости (после целлюлозы) природный полимер, входящий в состав растительных и животных организмов, в том числе ракообразных, насекомых, пауков, моллюсков, грибков и водорослей.

При переработке ракообразных рыбная промышленность Кубы производит огромное количество отходов, богатых белками и хитином. Ученые университета Гаваны, работающие под руководством профессора Карлоса Андреаса Пениче Коваса (Carlos Andrés Peniche Covas), в сотрудничестве с испанскими и мексиканскими исследователями занимаются разработкой методов выделения из таких отходов хитина и хитозана, детальным изучением свойств этих продуктов и тестированием их возможных практических приложений.

Одним из направлений исследования является разработка хирургических материалов. Авторы утверждают, что покрытые хитозаном шовный материал и корпия обладают выраженными антисептическими свойствами и способствуют заживлению ран. Природное происхождение хитозана обеспечивает высокую степень биосовместимости такого материала. Кроме того, его целебные свойства не изменяются при стерилизации.

Два типа шовного материала: Agasut-Q (покрыт хитозаном) и Agasut-QE (покрыт хитозаном и стрептомицином) уже прошли доклинические и клинические испытания и успешно используются в некоторых больницах Кубы.

Потенциальными направлениями использования хитозана в сельском хозяйстве являются предпосевная обработка семян с целью повышения урожайности и инкапсуляция соматических эмбрионов растений для создания искусственных семян.

В рамках исследовательской работы хитозаном покрывали семена томатов. В лабораторных условиях такая обработка значительно повышала скорость развития и вероятность прорастания семян.

Авторы утверждают, что хитозан является биостимулятором, обеспечивающим лучшее прорастание семян, формирование более высоких растений с более толстыми стеблями, прирост сухой биомассы которых на неделю опережает прирост сухой биомассы побегов, прорастающих из контрольных семян.

Они также подчеркивают, что, кроме биосовместимости, биоразрушаемости и отсутствия токсичности, хитозан обладает способностью формировать пленки – свойство, которому также можно найти множество практических применений.

http://www.cbio.ru/v5/modules/sections/ind...&artid=3107

Заживление тяжелых ожогов можно ускорить на 2-3 недели
May-23-2006

Ученые разработали новую технологию, которая позволит сократить процесс заживления тяжелых ожогов на срок от двух до трех недель.

Новый препарат предназначен для наружного применения и представляет собой многослойные пластины из прозрачного пленочного материала и нескольких слоев гидрогеля на основе хитозана. Активные вещества стимулируют рост эпидермиса, создавая оптимальные условия для заживления ожогов и язв, и позволяют сократить количество перевязок вплоть до одной.

http://www.cbio.ru/modules/sections/index....&artid=1709

"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#12 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 July, 2007 - 00:20

(გაგრძელება)

1.4.4. მწერებისაგან მიღებული სამკურნალო პრეპარატები

დღეისათვის ცნობილია ერთ მილიონზე მეტი სახეობის მწერი, მაშინ როცა ხერხემლიანების სახეობათა რიცხვი 70 ათასს აღწევს. მწერების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან ხოჭოები - 300 ათასი სახე. სტატისტიკა ადასტურებს, რომ პლანეტის თითოეულ ადამიანზე მოდის დაახლოებით 250 000 000 მწერი. მათ წარმოშობას მიაწერენ პლანეტის განვითარების დევონურ პერიოდს. მწერები ყველაზე ძველი, მაღალორგანიზებული ცოცხალი არსებანი არიან.

მეცნიერებისათვის, დღეს ცნობილია 50000-მდე სახეობა შხამიანი მწერებისა. ეს ციფრი ნათლად მეტყველებს, თუ რამდენი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება შეიძლება იქნას მიღებული მწერებისაგან. მაგრამ დღეისათვის გამოყოფილია მხოლოდ 60-მდე ტოქსიკური ნაერთი.

შხამიანია აბრეშუმის ჭიის სანერწყვე ჯირკვლების გამონაყოფი. შხამი შეიცავს ჭიანჭველმჟავის დიდ რაოდენობას და სხვა ტოქსიკურ კომპონენტებს. ადამიანის კანზე მოხვედრისას იგი იწვევს ანთებით პრორცესს, რომელიც მიმდინარეობს ქავილით და ტკივილით. ადრე თვლიდნენ, რომ ასეთი რეაქცია გამოწვეული იყო მუხლუხოს ზედაპირული ღინღლით, მაგრამ ახლა დამტკიცებულია, რომ მრავალი მუხლუხოს ჯირკვლები შეიცავენ შხამს, ეს ეხება კომბოსტოს პეპელას მუხლუხოსაც, რომელთან შეხებაც იწვევს მებოსტნეებში ხელის დერმატიტებს.

აღმოსავლურ მედიცინაში აბრეშუმის ჭიის მუხლუხოებს იყენებდნენ ეპილეფსიის, გაციების და ზოგიერთი ქალური დაავადების მკურნალობისას, ამის შედეგად უმჯობესდება ძილი, ჭამის მადა და საერთო მდგომარეობა.

იაპონური სამკურნალო საშუალება `ჰო-შიცუ~ შეიცავს მწერების ჰორმონს "ეკდისტერონს", რომელსაც გამოყოფენ თუთის აბრეშუმხვევიას ჭუპრისაგან.

ცნობილია, რომ ჭიამაიები საშიშროების შემთხვევაში ფეხების სახსრებიდან გამოყოფენ ნარინჯისფერ შხამიან სითხეს. შვიდწერტილიანი ჭიამაია გამოყოფს სითხეს, რომელიც შეიცავს ალკალოიდს "ადალენ"-ს და "კოკცინელინ"-ს, ხოლო თოთხმეტწერტილიანს - აღმოაჩნდა ალკალოიდი "პროპილეინ"-ი.
დადგენილი იქნა, რომ კოკცინელინი მიეკუთვნება ალკალოიდების ახალ ტიპს და არ შეინიშნება მცენარეებში.

ყველაზე დიდი გავრცელება ჰპოვა ფუტკრისაგან მიღებულმა სამკურნალო პრეპარატებმა, უძველესი დროიდან სამკურნალო მიზნებით გამოიყენება მისი ცხოველმოქმედების ყველა პროდუქტი - ფუტკრის შხამი, ცვილი, თაფლი, რძე, პროპოლისი, დინდგელი.
ფუტკრის შხამი ("აპიტოქსინი") კანში შეყვანისას იწვევს ძლიერ ტკივილს და მწვავე ანთებით რეაქციას. შხამი ადიდებს ლეიკოციტების რიცხვს, ახდენს ადგილობრივ არტერიებისა და კაპილარების გაფართოებას, დაბლა სწევს სისხლის წნევას, ამაღლებს სისხლძარღვების გამტარუნარიანობას, ახდენს ერითროციტების ჰემოლიზს. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მის მიმართ ადამიანის, ცხენისა და ძაღლის ერითროციტები. მოქმედებს რა პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე, ატროპინის მსგავსად, შხამი, დიდი დოზებით, იწვევს გულის კუნთის კონტრაქტურას და ლეტალურ შედეგს.

ძველად ფუტკრის შხამით მკურნალობას ჩვეულებრივად ატარებდნენ მეფუტკრეები. ეს ჯანდაცვის პრაქტიკაში შევიდა აპითერაპიის სახელწოდებით. ამ მეთოდს გააჩნდა მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე, რადგანაც ფუტკრის შხამის შეყვანით ორგანიზმში, გარდა სასარგებლო კომპონენტებისა შედიოდნენ არასასურველი კომპონენტებიც, და გარდა ამისა, მკურნალობა ტარდებოდა მხოლოდ ზაფხულში, ფუტკრის ყველაზე დიდი აქტივობისას. ამიტომ დაიწყეს მცდელობა, სუფთა სახით ფუტკრის შხამის მიღებისა. პირველად იგი მიიღო 1928 წელს ნ. პოლაკმა, ხოლო გერმანულმა ფირმა "WOLF"-მა დაიწყო მისი გამოშვება სახელწოდებით "აპიკოზან"-ი. პრეპარატს ნიშნავდნენ კუნთებში შეშხაპუნებით, სამი სხვადასხვა კონცენტრაციით - ქრონიკული ართრიტებისას, ნევრალგიების და მიალგიების დროს. შემდეგ ავსტრიაში დაიწყეს წარმოება სხვა პრეპარატისა - "იმენინ"-ის, რომელსაც ნიშნავდნენ იმავე დაავადებებისას.
ფარმაცევტულმა მრეწველობამ, შემდგომში, გამოუშვა 1,5%-იანი ფუტკრის შხამის ხსნარი ამპულებში "აპიკურ"-ის სახელწოდებით, ხოლო შხამისა და ნოვოკაინის ნარევი იწოდებოდა "ფორაპინ"-ად. ამ სახელწოდებით ყოფილ სსრკ-ში გამოდიოდა მალამო.

ყოფილ საბჭოთა კავშირში შექმნილია პრეპარატები "KФ-1 (ვენაპიოლინ-1) და "KФ-2 (ვენაპიოლინ-2)", "ტოკსაპინ-ი (მელისინ-ი)", ეს უკანასკნელი დამუშავდა ხარკოვში ი. კონონენკოს მიერ ფუტკრის შხამის ფრაქციონირების გზით და გამოიყენებოდა წყლისა და ზეთის ხსნარების სახით. ის დაბლა წევდა სისხლის წნევას, აუმჯობესებდა ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდებოდა დამამშვიდებელი მოქმედებით.
ხარკოვის უნივერსიტეტისა და ტალინის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის თანამშრომლობით შემუშავებულია პრეპარატი "აპილიტ"-ი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს იონიზირებადი რადიაციის მიმართ.

გარეგანი მოხმარებისათვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფარმაცევტიული საწარმოების მიერ მზადდებოდა მალამოები, რომლებიც შეიცავდნენ ფუტკრის შხამს: მაგალითად, ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში აწარმოებდნენ მალამო "ფორაპინსაბლ"-ს, რომლის შემადგენლობაში, შხამის გარდა, შედიოდა სალიცილმჟავა და სილიკატის მცირე კრისტალები ეპითელიუმის დამუშავებისათვის, წასმისას. იქვე აწარმოებდნენ მალამო "ვირაპინ"-ს.
დადგენილია, რომ შხამის რაოდენობა ერთი ფუტკრისაგან მერყეობს 0,4-დან 0,8 მკგ-მდე. აპიტოქსინი 100 C-მდე გაცხელებისას 15 წუთის განმავლობაში კარგავს კანზე რეაქციის გამოწვევის უნარს, მაგრამ ინარჩუნებს კრუნჩხვით და პარალიტიკურ ეფექტს. იმავე ტემპერატურაზე გაცხელებისას 30 წუთში იგი კარგავს შხამის კრუნჩხვით კომპონენტსაც. შხამის დაყოვნება 15 წუთის განმავლობაში 150 C-ზე მთლიანად ინაქტივირებს მას.
ფუტკრის შხამის ქიმიური შემადგენლობა გულდასმითაა შესწავლილი და ძალზე რთულია. მასში შემავალი კომპონენტები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: პეპტიდები, ბიოგენური ამინები და ფერმენტები.
ფუტკრის შხამში, ძირითად ტოქსიკურ ნივთიერებად, წარმოდგენილია პოლიპეპტიდი "მელიტინი". მისი კონცენტრაცია სუფთა შხამში აღწევს 50%-ს, იგი შედგება 26 ამინომჟავისაგან და გააჩნია მოლეკულური მასა 2840.

სხვადასხვა სახის ფუტკრების მელიტინი განსხვავებული აგებულებისაა. დღეისათვის შესწავლილია ფუტკრის ორგანიზმში ტოქსინის ბიოსინთეზის პროცესი და ჩატარებულია მისი ლაბორატორიული სინთეზი. მელიტინს გააჩნია უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდებთან ურთიერთქმედების უნარი, რაც იწვევს ფიზიოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრს, ისეთებს, როგორებიცაა - ერითროციტების ჰემოლიზი, უჯრედებიდან ჰისტამინის გამოთავისუფლება, მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების და უჯრედშიგა მეტაბოლიზმის აქტივობის შეცვლა.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ფუტკრის შხამისა - MSD-პეპტიდია, იგი შედგება 22 ამინომჟავისაგან და გააჩნია ორი დისულფიდური კავშირი. ავლენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, ათეულჯერ სჭარბობს მელიტინს ჰისტამინის გამოთავისუფლებაში უჯრედებიდან. მშდ მაღალ დოზებში ავლენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, რომელიც 100-ჯერ აჭარბებს ჰიდროკორტიზონის - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონის მოქმედებას.

მეცნიერებმა დაადგინეს, MSD-პეპდიტის მოლეკულის რომელი ნაწილი აგებს პასუხს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებაზე და რომელი - უჯრედებიდან ჰისტამინის გამოთავისუფლებაზე.
ფუტკრის შხამის ნეიროტოქსიკური ეფექტი დაკავშირებულია პეპტიდ "აპამინთან". დადგენილია, რომ ორგანიზმში მოხვედრისას იგი ძირითადად უკავშირდება, ზურგის ტვინის, წელის მონაკვეთის ნერვულ სტრუქტურებს, ღვიძლისა და გლუვი მუსკულატურის უჯრედებს. აპამინის ნეიტროპული მოქმედება ვლინდება კრუნჩხვების განვითარებით.

ფუტკრის შხამში აღმოჩენილია და შესწავლილია სხვა პოლიპეპტიდებიც, რომელთა პროცენტული შემცველობა, ტოქსინში, მცირეა. ყველაზე ცნობილნი მათ შორის არიან:
"ტერტიაპინი" - ხასიათდება გამოხატული პრესინაპტიკური მოქმედებით;
"კარდიოპენი" - იწვევს გულის მოქმედების ინტენსიფიკაციას;
"სეკაპინი" - დამაწყნარებელი ეფექტი, სხეულის ტემპერატურის დაბლა დაწევა, ჰისტამინშემცველი პეპტიდი "პროკამინი" და სხვა ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების პეპტიდები.

ბიოგენური ამინებიდან, ფუტკრის შხამის შემადგენლობაში, შედიან დიდი რაოდენობით ჰისტამინი და უმნიშვნელო რაოდენობით - დოფამინი და ნორადრენალინი.

ძირითადი ფერმენტი, რომლის შემცველობა ფუტკრის შხამში აღწევს 12%, არის ფოსფოლიპაზა A2. ის გველების შხამის ფერმენტის მსგავსად ახდენს ფოსფოლიპიდების ჰიდროლიზს ლიზოლეციტინის წარმოქმნით, რომელიც, თავის მხრივ, შლის მრავალი ტიპის უჯრედის მემბრანას, ასევე არღვევს მედიატორთა გამოთავისუფლების პროცესს, პრესინაპტიკული ნერვული დაბოლოებების უჯრედებიდან.

ფერმენტი გიალურონიდაზა, ახდენს რა შემაერთებელი ქსოვილის შესაბამისი მჟავის ჰიდროლიზს, ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსიკური კომპონენტების გავრცელებას.

ფუტკრის შხამში ასევე აღმოჩენილია მჟავე ფოსფატაზა, . - გლუკოზიდაზა, ფოსფომონოესტერაზა, - გალაკტოზიდაზა და სხვა.

ორგანიზმზე ფუტკრის შხამის ზემოქმედების სპექტრი ძალზე ფართოა. იგი ახდენს ჰისტამინის მსგავს ეფექტებს სისხლის მიმოქცევაზე, მოქმედებს ნეიროტროპულად - ბლოკირებას უკეთებს რა იმპულსების გატარებას ნერვულ კვანძებში (განპირობებულია მელიტინის შემცველობით), დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე - აწესრიგებს რა კორონარულ სისხლის ნაკადს და არითმიების დროს ნორმალიზებას უკეთებს გულის რიტმს. ფუტკრის შხამის შეყვანა მკვეთრად აძლიერებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც წარმოადგენს სამკურნალო ეფექტს ჰიპერტონული დაავადებისას.

MSD-პეპტიდს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; აპამინი ზრდის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან, ჰორმონების გამოყოფას; მელიტინს ახასიათებს ანტიკოაგულანტური თვისება; აპიტოქსინი სტიმულირებას უკეთებს ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმებს, ახდენს რადიოდაცვით ეფექტს.

სამკურნალო მიზნით ასევე გამოიყენება ფუტკრის წებო - პროპოლისი, მისგან გამოყოფილია 20 დამახასიათებელი ნაერთი, ძირითადად ფლავონოიდური ბუნებისა.

პროპოლისის ფარმაკოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა მისი ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შემახორცებელი მოქმედება. დადგენილია, რომ ის დამღუპველად მოქმედებს ასზე მეტი მიკროორგანიზმების შტამებზე. ოფიციალურ მედიცინაში მისი გამოყენება დაიწყეს "პროპოლიზან"-ის სახელწოდებით ინგლის-ბურების ომის დროს ცეცხლსასროლი ჭრილობების სამკურნალოდ.

პროპოლისი აღმოჩნდა ეფექტური კანის დაავადებების მკურნალობისას. ფუტკრის წებოს მალამოებითა და სპირტული ექსტრაქტებით მკურნალობდნენ ეკზემებს, ქვედა სახსრების წყლულებს, კანის ტუბერკულოზის ფორმებს, ფურუნკულებს, დამწვრობებს, ნაწოლებს. მას ნიშნავდნენ შინაგანი მიღებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას. პროპოლისს იყენებდნენ აეროზოლების სახით ქრონიკული ბრონქიტებისა და ფარინგიტების დროს, გარდა ამისა, მისმა ტკივილგამაყუჩებელმა უნარმა გამოყენება ჰპოვა სტომატოლოგიაში.

ლატვიაში ათვისებულია მთელი რიგი პრეპარატების წარმოება პროპოლისის ბაზაზე. `პროპალანი (პროპალანასი)~ გამოიყენება დამწვრობისას; პროპოლისის ზეთი გამოიყენება დერმატოლოგიაში კანის ზოგიერთი ინფექციური დაავადებისას (შედგება პროპოლისისა და ზეითუნის ზეთის ნარევისაგან თანაფარდობით 2:10). ამავე მიზნით უშვებენ პროპოლისის 20%-იან მალამოს ლანოლინ-ვაზელინის ბაზაზე და სპირტხსნარს 80%-იანი ეთილის სპირტში შეფარდებით 3:10.

პრეპარატი "ვაივა" გამოიყენება პირიდან არასასიამოვნო სუნის მოსაცილებლად, ხოლო "პრომიკსი" - თვალის დაავადების სამკურნალოდ.

პროპოლისის გამოყენების არეალი სამკურნალო პრაქტიკაში განუწყვეტლივ იზრდება.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენება ჰპოვა მეფუტკრეობის კიდევ ერთმა პროდუქტმა - ფუტკრის რძემ. მისი გავლენით დედა ფუტკრის ჭუპრი სწრაფად იზრდება, 6 დღეში დიდდება 2700-ჯერ. გარდა ამისა, ასეთი კვება საშუალებას აძლევს დედა ფუტკარს დადოს დღე-ღამეში 1500 კვერცხი, რაც ორჯერ აჭარბებს მის წო-ნას, ასევე ახანგრძლივებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას 3-5 წლამდე, მუშა ფუტკრები ცოცხლობენ 1-8 თვე.
ფუტკრის რძე წარმოადგენს თეთრ, ყვითელი ელფერით, არაჟანისმაგვარ სითხეს მჟავე გემოთი. გამოკვლევებით დადგინდა, რომ იგი შეიცავს 45,15% ცილას, 13,55% ცხიმებს, 20,39% ნახშირწყლებს (გლუკოზა და ფრუქტოზა). მის შემადგენლობაში ასევე შედიან ამინომჟავები, ვიტამინები, მიკროელემენტები, ჰორმონები და ზრდის ფაქტორები. ცილებისა და ნახშირწყლების რაოდენობით ფუტკრის რძე აჭარბებს ძროხისას 5-ჯერ, ხოლო ცხიმების რაოდენობით - 2-3-ჯერ. მისი კალორიულობა 2-ჯერ მაღალია ქალისა და ძროხის რძისაზე. ფუტკრის რძის მიღების ტექნოლოგია რთული და შრომატევადია. ფუტკრის ერთი ოჯახისაგან შესაძლებელია მიღებული იქნას 100 გრამი ფუტკრის რძე (ფუტკრის ოჯახისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების გარეშე).

ფუტკრის რძის ექსპერიმენტალურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ის ახდენს ორგანიზმზე ზოგად მატონიზირებელ მოქმედებას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლწარმოქმნას, გულის მუშაობას და საჭმლის მონელებას.

ფუტკრის რძის თვისებებმა განაპირობა მრავალი პრეპარატის გამოშვება სხვადასხვა ქვეყნებში. ყველაზე ცნობილია შემდეგი სამკურნალო პრეპარატები: "აპიფორტილი", "ულკოჟერალი", "როიაპანი" (გერმანია), "აპისერუმი" (საფრანგეთი), "სპინტავიტი" (იტალია), "ლონჟიპეკს-პლუსი" (კანადა), "დჰ-112-ჰოლცინგერი" (ავსტრია), "სუპერკონცენტრატი" (რუმინეთი), "ვიტ-აპინალი"(ყოფილი ჩეხოსლოვაკია), ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოდიოდა პრეპარატი "აპილაკი" აბების სახით, რომელთაგან თითოეული შეიცავდა 10 მგ. ლიოფილიზირებულ ფუტკრის რძეს.

ფართო გამოყენება ჰპოვა ფუტკრის რძემ პარფიუმერულ წარმოებაში.

ფუტკრის რძე აღმოჩნდა შესანიშნავი გამაჯანსაღებელი საშუალება დასუსტებული და დაავადებებისაგან გამოფიტული ადამიანებისა და მოხუცებულთათვის. მაღალი თერაპიული ეფექტი იქნა აღმოჩენილი კანის ზოგიერთი სახის დაავადებების მკურნალობისას. ახალი პროდუქტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მისგან დამზადებული პრეპარატები. კარგ ეფექტს იძლევა ფუტკრის რძის დიდი დოზებით (დღეში 100-200 მლ.) შინაგანი მიღება, მაგრამ იგი კარგავს აქტივობას კუჭში მოხვედრისას. ამიტომ სასურველია მისი მიღება ინექციების სახით ან ენის ქვეშ. ენის ქვეშ მოთავსებული პრეპარატი სწრაფად შეიწოვება და სისხლის ნაკადით იფანტება მთელ ორგანიზმში.

მეფუტკრეობის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქცია არის თაფლი, მისი სამკურნალო თვისებები აღწერილია მრავალრიცხოვან თანამედროვე სახელმძღვანელოებში. თანამედროვე მედიცინა რეკომენდაციას უწევს თაფლის გამოყენებას ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნივთიერებათა ცვლის, ასევე ოფტალმოლოგიური და დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისას. როგორც დიეტურ პროდუქტს თაფლს არა ჰყავს ბადალი. ცნობილია, რომ 1 კგ. თაფლი იძლევა 3150-3350 კალორიას. თაფლი სასარგებლოა ყველა ადამიანისათვის, განსაკუთრებით მძიმე დაავადება გადატანილთათვის, გონებრივი და ფიზიკური შრომით გამოფიტული ადამიანებისათვის. უკეთესი ათვისებისათვის თაფლი მიღებული უნდა იქნას კვებამდე 2 საათით ადრე 2-3-ჯერად, მოზრდილებმა 100-150 გრამი, ბავშვებმა 30-50 გრ. დღე-ღამეში.

აღსანიშნავია, რომ ექიმები ცდილობდნენ გამოეყოთ და სამკურნალო მიზნებისათვის გამოეყენებინათ თაფლის ცალკეული ფრაქციები. ვ. მაღლაკელიძემ აღწერა პრეპარატ "კამელინ-ის (მ-1)" თვისებები, რომელსაც ღებულობდნენ თაფლისაგან, მისი ნახშირწყლებისაგან განთავისუფლების გზით. ავტორი აღნიშნავს, რომ დაუმუშავებელი თაფლის შეყვანით დაჩირქებულ სიღრუეებში ფლეგმონების და მასტიტების დროს, იწვევდა ძლიერ ანთებით პროცესებს. ხოლო პრეპარატ კამელინის გამოყენება არ იწვევდა შესამჩნევ გართულებებს, იგი ახდენდა ანტიმიკრობულ და ჭრილობაშემხორცებელ ეფექტს.

ჯერ კიდევ ძველი დროის მკურნალებმა შენიშნეს, რომ თაფლის ჭრილობაშემხორცებელი მოქმედება ძლიერდება, თუ იგი თერმულად მუშავდება. ჭრილობების მკურნალობა გამომწვარი თაფლით დანერგა ჰიპოკრატემ. აღმოსავლეთის ქვეყნებში იყენებდნენ გადადუღებულ თაფლს, მას რეკომენდაციას უწევდა ავიცენა.

პ. ჭანტურიშვილი და თ. ნათაძე თავიანთ მონოგრაფიაში - " ზრდის შემაჩერებელი ბუნებრივი ნივთიერებები და მათი გამოყენება სიმსივნეთა ექსპერიმენტალურ თეორიაში" (1955), აღწერენ ბაზის თაფლისაგან სხვადასხვა ფრაქციების მიღების ხერხს, ვიურცის კოლბაში, სხვადასხვა ტემპერატურებზე აქროლადობით. ასეთი გზით გამოყოფილი იქნა ფრაქცია, მიღებული 130-180 C ტემპერატურაზე, რომელიც ფლობდა, ფუტკრის შხამის მსგავსად, ძლიერ ნეკროტიზირებად მოქმედებას ქსოვილებზე. ეს ფრაქცია ასევე ფლობდა განსაკუთრებულად გამოხატულ ზრდის შემაჩერებელ თვისებებს. შემდგომში ავტორებმა დაადგინეს, რომ ბაზების თაფლის ეს ფრაქცია გაცილებით აქტიურია ფუტკრის თაფლის ანალოგიურ ფრაქციაზე. მას (ფრაქციას) პირობითად ეწოდა "ბომაპინი".

უძველესი დროიდან ადამიანები იყენებდნენ მეფუტკრეობის კიდევ ერთ პროდუქტს - ფუტკრის ცვილს (თაფლის სანთელი). იგი ქიმიური შემადგენლობით რთულ ნივთიერებას წარმოადგენს და შედგება ათზე მეტი სხვადასხვა ნაერთისაგან. ცვილის მთავარი შემადგენელი ნაწილებია: ცეროტინ - და მელისინმჟავები, ცეროტინო-მირიცილის ეთერი, ცერილის და მირიცილის სპირტები, პარაფინის რიგის ნახშირწყალბადები, მაღალმოლეკულური სპირტების და ცხიმოვანი მჟავების დიდი რაოდენობა, პიგმენტები და ეთერზეთები.
ცვილს აქვს თაფლის არომატის მსგავსი სასიამოვნო სუნი, მისი ფერი მერყეობს ყვითელიდან ყავისფერამდე, 350 C-ზე მაღლა ხდება პლასტიკური და ლღვება 60-65 C ტემპერატურაზე.
ცვილი არ იხსნება წყალში, გლიცერინში და სპირტში, იხსნება მდუღარე სპირტში, სკიპიდარში, ეთერში და ცხიმოვან მჟავებში.

არსებობს რამდენიმე ხარისხის ცვილი. ყველაზე მაღალხარისხოვნად ითვლება სამეფუტკრეო ცვილი, იგი უშუალოდ მიღებულია საფუტკრიდან. ექსტრაქციულ ცვილს ღებულობენ თაფლის სანთლის გადამამუშავებელი ქარხნების ნარჩენებიდან. თეთრი ცვილი წარმოიქმნება ჩვეულებრივი ცვილის მზეზე გაჩერებით ან ასევე ჩვეულებრივი ცვილის ქიმიური დამჟანგველებით დამუშავებისას, ამიტომ მას აკონსერვებენ გათეთრებისთანავე. სამედიცინო პრაქტიკაში ყველაზე ხშირად იყენებენ ფუტკრის ყვითელ და ზოგჯეგ თეთრ ცვილს. ისინი შედიან მრავალი სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში.

სახალხო მედიცინაში, ძველთაგანვე, იყენებდნენ ჭიანჭველის სპირტს, სახსრებისა და ნევრალგიის სამკურნალოდ. ტყის წითური ჭიანჭველების შხამის შემადგენლობაში, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ჭიანჭველის სპირტის მისაღებად, შედის ჭიანჭველმჟავა. სხვა ჭიანჭველების შხამში აღმოჩენილია: ეთერზეთები; ჰისტამინი; გლუვი კუნთების; უცნობი ბუნების სტიმულატორი; აცეტილჰოლინი; გიალურონიდაზა; ამინომჟავები. ჭიანჭველების შხამი, კერძოდ ჭიანჭველმჟავა, ფლობს გამოხატულ ნეიროტროპულ ეფექტს. აღმოჩნდა, რომ ჭიანჭველათა ზოგიერთი სახეობები გამოყოფენ არა მხოლოდ ჭიანჭველამჟავას, არამედ ციტრონელალის და ციტრალის ნარევს (შეფარდებით 9:1). ციტრალი ქიმიური სტრუქტურით მოგვაგონებს ვიტამინ A-ს, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლის არტერიულ წნევას. ეს ნივთიერება გამოიყენება კონიუქტივიტების, კერატიტების და ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ. ეფექტი ვლინდება დაბალი კონცენტრაციებისას.
ეს ნივთიერებები არა მარტო თვითონ არიან ტოქსიკურნი არამედ ხელს უწყობენ ჭიანჭველამჟავას შეღწევას გარესაფარის გავლით.
ჭიანჭველებიდან გამოყოფილია ნივთიერება "ირიდომირიცინი", რომელიც კლავს ქოლერის, ტიფის, ტუბერკულოზის გამომწვევებს და სრულიად უვნებელია ადამიანისათვის.

(გაგრძელება იქნება)

(გაგრძელება)

ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა შილდკნეჰტმა ქრომატოგრაფიული მეთოდებით, ჭიანჭველა-ფოთოლმჭრელების მეტათორაკული ჯირკვლებიდან უკვე ცნობილი ნივთიერებების - "ფენილ-ძმარმჟავას" და "ბეტა-ინდოლილძმარმჟავას" გარდა გამოყო კიდევ სამი ნივთიერება. მას – სპექტროსკოპული კვლევებით დაადგინა მათი სტრუქტურა. ესენი აღმოჩნდნენ მჟავები: "ბეტა-ჰიდროქსინანაკარბონმჟავა" (მირმეკაცინი), "ბეტა-ჰიდროქსიჰეპტანკარბონმჟავა" და "ბეტა-ჰიდროქსიპენტანკარბონმჟავა". ისინი აღმოჩ-ნდნენ ძლიერი ჰერბიციდები, რის საშუალებითაც ჭიანჭველები ამყარებენ სისუფთავეს თავიანთ სოკოს პლანტაციებზე. ბეტა-ინდოლილძმარმჟავას ჭიანჭველები იყენებენ სოკოს მიცელების ზრდის სტიმულაციი-სათვის. მედიცინაში ამ ნაერთებმა გამოყენება არ ჰპოვეს, მაგრამ დიდია მათი გამოყენების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტების მნიშვნელობა ბიოტექნოლოგიაში.

აშშ-ი წითელ ჭიანჭველებს აღმოაჩნდათ შხამი, რომელსაც გააჩნია ანტიბიოტიკის თვისებები. ის კლავს ობის სოკოებს და უმრავლეს მიკრობებს, მათ შორის სტრეპტოკოკებს და სტაფილოკოკებს. ამავე ჭიანჭველებს ასევე აღმოაჩნდათ ძლიერი შხამი "ტრანს-2-მეთილ-6P-უნდეცილპიპერიდინ"-ი - რომელსაც უწოდეს "სოლენოპსინ A", მას გააჩნია გამოხატული ნეიროტოქსიკური მოქმედება, იგი ბლოკირებას უკეთებს აცეტილჰოლინის აღმგზნებ მოქმედებას. ეს ეფექტი არ არის კონკურენტული.
სოლენოპსინი ა იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას უჯრედებიდან. ამ მექანიზმის ეფექტი განსხვავდება უკვე ცნობილი მექანიზმების, რომლებიც შეინიშნებიან "48/80" ნივთიერებების და ფუტკრის შხამის MSD-პეპტიდის გამოყენებისას.
ჟურნალში "PROCEEDINGS OF HAWAI ENTOMOLOGICAL SOSIETY" (1982, № 1) გამოქვეყნებულია მასალა, სადაც მითითებულია ზოგიერთი ამერიკული ჭიანჭველების მიერ ჰალუცინაციების გამომწვევი ნივთიერებების გამომუშავების საშუალების შესახებ.

დღეისათვის აფთიაქებში გვხვდება ჭიანჭველის სპირტი, რომელიც მიიღება 14 გრამი ჭიანჭველამჟავის გახსნით 70%-იან სპირტში. გამოდის ასევე ნარევი, შედგენილი ჭიანჭველისა და 2% ქაფურის სპირტის თანაბარი წილებისაგან.

სამკურნალო თვისებები, ოთახის მწერებისა, ყველაზე სრულად არის შესწავლილი ტარაკანებისათვის. აღმოსავლურ მედიცინაში უფრთო მდედრ ტარაკანებს და ჭუპრებს უწოდებენ სასქესო ჯირკვლების მოქმედების მარეგულირებელ საშუალებას, პრეპარატს რომელიც ფლობს შარმდენ მოქმედებას და ხელს უწყობს ძვლების შეზრდას.

რუსულ სახალხო მედიცინაში შავი ტარაკანები გამოიყენებოდნენ, როგორც შარდმდენი საშუალება წყალმანკის დროს. 1876 წელს პროფესორმა ს. ბოტკინმა დაავალა ერთ-ერთ თავის ორდინატორს - ექიმ ბოგომოლოვს გამოეცადა ტარაკანებისაგან მიღებული პრეპარატი, როგორც შარდმდენი საშუალება. ამ გამოკვლევათა მიღწევები გამოქვეყნდა ჟურნალში ("Архив клиники внутренных болезней проф. С. П. Боткина 1879-1881гг.").

ტარაკანებისაგან დამზადებული პრეპარატების ფარმაკოლოგიური თვისებები აღწერილია 1882 წლის მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელ ნ. ჩერნიშევის დისერტაციაში ("Материалы для фармакологии деиствующего начала черных тараканов Blatta orientalis"). ხანგრძლივი ექსპერიმენტალური კვლევის შედეგებს, ნ. ჩერნიშევი, შემდეგ ჯგუფად წარმოადგენს დისერტაციის ბოლოს:

1. მჟავა (იგულისხმება ტარაკანის მჟავა - "ACIDUM BLATTICUM", ასე უწოდა ჩერნიშევმა ტარაკანებისაგან გამოყოფილი ნივთიერების აქტიურ საწყისს) ახდენს გულის მოქმედების მკვეთრ ცვლილებას.

2. ეს ცვლილებები გამოიხატება გულის ცემის სიხშირის შენელებაში, პრეპარატის მცირე დოზებისაგან და პულსის მკვეთრ გახშირებაში თუ პრეპარატის დოზა დიდია.

3. შენელება (პულსის) დამოკიდებულია გულის შემაკავებელი აპარატის გაღიზიანებაზე.

4. გახშირება (პულსის) პრეპარატის დიდი დოზებისას განპირობებულია გულის შემაკავებელი აპარატის დამბლით.

5. მჟავა დაბლა სწევს სისხლის წნევას, რაც (წნევის დაწევა) დამოკიდებულია მოგრძო და ზურგის ტვინის სისხლძარღვთა ცენტრების ქმედითუნარიანობის დაქვეითებაზე.

6. სიკვდილი ამ მჟავისაგან დგება გულის კუნთის დამბლის გამოვლენით.

7. მჟავა მოქმედებს როგორც შარდმდენი, მოქმედებს რა აღმგზნებად თირკმლის სეკრეტორულ ელემენტებზე.
მიუხედავად ტარაკანებისგან დამზადებული პრეპარატების აქტიური საწყისის ეფექტურობისა, მისი ქიმიური სტრუქტურა დღემდე უცნობია.

მედიცინაში კიდევ ერთი მოვლენაა დაკავშირებული ტარაკანებთან. ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ბ. შარერის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ ტარაკანებში შინაგანი სეკრეციის ორი ჯირკვლის ამოკვეთა განაპირობებდა სიმსივნური ახალწარმონაქმნების გაჩენას, ყველაზე ხშირად ზიანდებოდა მწერის მუცლის ორგანოები და სანერწყვე ჯირკვლები. აღმოჩნდა, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი რეკურენტული ნერვის დაზიანებაა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. სიმსივნე ჩნდებოდა მხოლოდ იმ ორგანოებში, რომლებიც იყვნენ ამ ნერვის კონტროლის ქვეშ. ამ კვლევებმა დაადასტურა ნერვული სისტემის მნიშვნელობა სიმსივნური დაავადებების წარმოშობაში და შეავსო ცოდნა სიმსივნის გამომწვევ მექანიზმებზე.

სამკურნალო გამოყენება ჰპოვეს არაესთეტიკურმა და მომაბეზრებელმა ბუზებმაც. 1941 წელს, ქირურგიულ პრაქტიკაში ბუზის ჭუპრები გამოიყენა ა. ელიაშევმა. ბუზის ჭუპრები გამოიყენებოდნენ ინფიცირებული მოტეხილობების, ოსტეომელიტის სხვადასხვა ფორმების, ძვლების ტუბერკულოზის და ინფიცირებული კულტების (განმეორებითი ამპუტაციებისას) სამკურნალოდ. ინფიცირება ამ შემთხვევაში ხდებოდა ძირითადად მოოქროსფრო და ჰემოლიტური სტრეპტოკოკით, თეთრი სტაფილოკოკით, ლურჯჩირქოვანი და დიფტერიის ჩხირებით. კვლევებისათვის გამოიყენებოდა მკაცრი ასეპტიკის პირობებში გამოყვანილი ჭუპრები PHORMIA REGINA, LUCILIA SERICATA, CALLIPHORA ERYTHROCEPHALA (ოჯახი MUSCIDAE), რომელთაც ათავსებდნენ ექსპერიმენტალური ცხოველების ჭრილობებში ყოველ 3 ან 5 დღეში. წინასწარ სრულდებოდა ყველა აუცილებელი ქირურგიული ღონისძიებები და შეყავდათ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი. ასეთი მკურნალობის შედეგად ჭრილობები სუფთავდებოდნენ, იწმინდებოდნენ ინფექციებისაგან, ეს, მკვლევართა აზრით, ხდებოდა ბაქტერიოფაგის გავლენით. შეხორცება მთავრდებოდა ექვს კვირაში, მძიმე შემთხვევებში გამოჯანმრთელება გრძელდებოდა 3-6 თვე.

თავდაპირველად გამეფდა აზრი, რომ ჭუპრები მექანიკურად ასუფთავებენ ჭრილობას, ჭამენ რა ნეკროტულ ქსოვილებს და ჩირქოვან ექსუდატს. მაგრამ ჭუპრების ექსტრაქტის გამოყენებამ (რომელიც მიიღებოდა მარილის ხსნარით) ანალოგიური ეფექტი გამოიღო. ამერიკელი ქირურგის ლივინგსტონის მონაცემებით (1932-1937 წწ.), ძვლებისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი დაზიანებების შეხორცება ცოცხალი ჭუპრებისა და მათი ექსტრაქტის გამოყენებით 1587 ავადმყოფისათვის, შეინიშნებოდა 60-100% შემთხვევებში, მაგრამ სასურველი შედეგი არ იყო მიღწეული ქრონიკული ჩირქოვანი ოსტეომიელიტის დროს. ტუბერკულოზური დაზიანებებისას, ჭუპრების ექსტრაქტი, ნაკლებ ეფექტური იყო - ახორცებდა შემთხვევათა მხოლოდ 5%-ს.
როგორია მოქმედების მექანიზმი აღწერილი თერაპევტული ეფექტისა?
სხვადასხვა მკვლევარების მიერ დადგინდა, რომ ჭუპრები ჭრილობაში გამოყოფენ პროტეოლიტურ ფერმენტებს და შარდოვანას. უკანასკნელი, ბუზების ჭუპრებისაგან დამზადებული ექსტრაქტის მსგავსად, ასუფთავებს ჭრილობას, დეზოდორირებას უკეთებს მას და თრგუნავს ინფექციას. შარდოვანას ასევე გააჩნია უნარი დაშალოს ნეკროტული ქსოვილები და მოახდინოს სუსტი ანტისეპტიკური ზემოქმედება. ჭუპრები ასევე გამოყოფენ ფერმენტ "ურეაზას", რომელიც ხლეჩს შარდოვანას ამიაკის წარმოქმნით. გარდა ამისა, ჭუპრებისაგან მიღებული ექსტრაქტის კვლევებისას, მის შემადგენლობაში აღმოჩენილი იქნენ ალანტოინი, კალციტი და გოგირდშემცველი ნივთიერებები - ცისტეინი და გლუტათიონი.

აღნიშნულმა სამკურნალო მეთოდიკებმა ვერ მოიპოვეს ფართო გავრცელება, ჭუპრების გამოზრდის სირთულის, ჭრილობაში ინფექციების შეტანის საშიშროებისა და მეთოდის არაესთეტიურობის გამო. ამავე დროს ჩატარებულმა კვლევებმა ბიძგი მისგა ჭრილობაშემხორცებელი ეფექტის ქიმიური ნივთიერებების, კერძოდ ალანტოინის შესწავლას, რომლებიც გამოყოფილნი იყვნენ ჭუპრების ექსტრაქტიდან.
ეს ნივთიერება (ალანტოინი) პირველად გამოყოფილი იქნა 1912 წელს, მცენარის "SYMPHYTUM OFFICINALE" ექსტრაქტისაგან, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხური საშუალება ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ნივთიერება წარმოიქმნება შარდმჟავისაგან ფერმენტ "ურიკაზა"-ს გავლენით ძუძუმწოვრების ორგანიზმში (ადამიანისა და "ადამიანის მსგავსი მაიმუნების" გამოკლებით) და ზოგიერთ მცენარეებში, განსაკუთრებით მათ ჩანასახებში. თავისი სახელ-წოდება ალანტოინმა მიიღო სიტყვიდან "ალანტოის" - ჩანასახის ნაწილი, რომლის სითხეშიც იგი აღმოაჩინეს.
რამდენიმე ჰოსპიტალში გამოცდის შემდეგ ალანტოინი რეკომენდირებული იქნა ქრონიკული ვარიკოზული წყლულების, ქრონიკული ოსტეომიელიტის, თერმული დამწვრობების, განგრენების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. შემჩნეული იქნა მსგავსება, ბუზების ჭუპრებისა და ალანტოინის მოქმედებებში.
ითვალისწინებენ რა ალანტოინის ფიზიოლოგიურ ინერტულობას, მისი მოქმედების მექანიზმს მრავალი მკვლევარი აკავშირებს შარდოვანასთან, რომელიც წყდება ალანტოინის მოლეკულას მეტაბოლიზმის პროცესში.

სამკურნალო პრაქტიკაში, უკვე სამი ათასი წელია, წარმატებით იყენებენ სისხლის გამოშვების მეთოდს, დამყარებულს, სამედიცინო წურბელებზე. დადგენილი იქნა, რომ სისხლის წოვის დროს წურბელას სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოიყოფა ცილოვანი ბუნების განსაკუთრებული ნივთიერება - "ჰირუდინი", რომელსაც გააჩნია სისხლის შედედების საწინააღმდეგო უნარი თრომბინის ინაქტივაციის გზით. სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი შეიცავს ასევე ჰისტამინის მსგავს ნივთიერებას, რომელიც აფართოებს კაპილარებს.
ჰირუდინის სამკურნალო თვისებების აღმოჩენის შემდეგ სამედიცინო წურბელების გამოყენება პრაქტიკაში შევიდა, როგორც მკურნალობის მეთოდი სახელწოდებით "ჰირუდოთერაპია".

დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში ეს მეთოდი ფართოდ გავრცელდა ინგლისელი ექიმის როი სოიერის სამეცნიერო და პრაქტიკული გამოკვლევების შემდეგ, რომელმაც 1984 წელს უელსში დააფუძნა სპეციალური ლაბორატორია წურბელების შესასწავლად და გასამრავლებლად. სოიერის რჩევით ძალზე ეფექტურია წურბელების გამოყენება გულის სისხლძარღვების დაავადებისას, თრომბოფლებიტის, ჰიპერტონული დაავადებების, ქირურგიული ჩარევის შემდგომი სისხლის მიმოქცევის აღდგენისას, პლასტიკური ოპერაციებისას, დაკარგული ორგანოების მიხორცების შემთხვევებში.

სოიერმა ექსპერიმენტალურად დაამტკიცა, რომ წურბელათა ეფექტურობის მთავარი საიდუმლო იმალება მათ ნერწყვში, რომელიც შეიცავს უნიკალურ კომპონენტებს. იყო მცდელობები სუფთა ჰირუდინის გამოყენებისა. აშშ-ის პატენტში № 3432596 აღწერილია მისი მიღების ხერხი.

შესწავლილია ზღვის ჭიებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ექსტრაქციის გზით პოლიპეტების ერთ-ერთი წარმომადგენლისაგან გამოყვეს ნაერთი "ტელეპინი", რომელიც გამოიყენება კანის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

ზღვის ჭიებში "ნემერტინებში" აღმოჩენილია ნეიროტოქსინები ნიკოტინის მსგავსი მოქმედებით (ანაბაზეინი და ნემერტილენი), ასევე პოლიპეპტიდური ბუნების ციტოტოქსინები, რომლებიც შერჩევით მოქმედებენ უჯრედის მემბრანაზე.

ზღვის ჭიებისაგან, რომელთაც პოლინეზიაში იყენებენ ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგოდ, მიღებულია პრეპარატი "ბენემინი".

იაპონელმა მეთევზეებმა შენიშნეს, რომ ის მწერები, რომლებიც თევზის ჭერის დროს სხდებოდნენ სატყუარად გამოყენებულ ზღვის ჭიაზე, სწრაფად იღუპებოდნენ. ამ ჭიებისაგან გამოყოფილი შხამი "ნერეისტოქსინი" ახდენდა ტოქსიკურ ზემოქმედებას ძუძუმწოვრებზეც კი. 1960 წელს პროფესორმა ჰაშიმოტომ და მისმა თანამშრომლებმა დაადგინეს სტრუქტურა უცნობი ტოქსინისა, რომელიც შემდგომ მიღებული იქნა ქიმიური სინთეზის გზით. ამ ნაერთის საფუძველზე იაპონიაში სინთეზირებულნი იქნენ ანალოგები, რომლებიც ტოქსიკურნი იყვნენ მხოლოდ მწერებისათვის და არ წარმოადგენდნენ საშიშროებას ადამიანისათვის. ერთ-ერთი მათგანი "პადან"-ის სახელწოდებით გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ბრინჯის მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

პადანის შექმნა - კარგი მაგალითია, ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენებისა, მათ ბაზაზე, ახალი მაღალეფექტური ნივთიერებების მიზანმიმართული სინთეზისა.

"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#13 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 July, 2007 - 21:04

1.4.5. ფერომონები - ცხოველთა კომუნიკაციის ქიმიური საშუალებები

აღმოსავლეთის ქვეყნებში, უძველესი დროიდან სამკურნალო მიზნებით იყენებდნენ ზოგიერთ ცხოველთა სპეციფიური ჯირკვლების სუნის მდენ სეკრეტებს (გამონადენებს). გამოყოფილი ნივთიერებები ემსახურებიან საპირისპირო სქესის ცხოველების მიზიდვასა და აღგზნებას, ასევე ცხოველის კუთვნილი ტერიტორიის მონიშვნას, თავდაცვის ფუნქციას.

სუნმდენი ჯირკვლები განლაგებულნი არიან სხეულის სხვადასხვა ადგილზე ძუძუმწოვრის სახეობის მიხედვით. ასეთი (სუნმდენი) ჯირკვლები გააჩნიათ ორივე სქესის სქესობრივად მომწიფებულ ინდივიდებს, მაგრამ როგორც წესი, მამრებს განვითარებული აქვთ უფრო ძლიერად. მდედრებს, სპეციფიური ნივთიერებები, რომლებიც იზიდავენ და აღაგზნებენ მამრებს, ჩვეულებრივ გამოუმუშავდებათ მხოლოდ ფიზიოლოგიური ციკლის დროს. სქესობრივი ციკლის სხვა ფაზებში მათი სუნი არ იზიდავს და არც შეჯვარების სტიმულირებას უკეთებს მამრებს.

არსებობენ ჯირკვლები, რომლებიც თავდაცვის მიზნით გამოყოფენ მყრალ სუნს, რომელთა სეკრეტშიც შედის მერკაპტანი, რომლის აღქმის ზღვარი ადამიანისათვის არის ძალზე დაბალი - 4,3•10-11 გ/სმ3.
სუნმდენი ნივთიერების ტიპიური და ყველაზე შესწავლილი ნივთიერებაა "მუსკუსი" - მოწითალო-მოყავისფრო ნივთიერება სპეციფიკური სუნით. მუსკუსის სუნმდენ საფუძველს წარმოადგენს `მუსკონი~ (მეთილციკლოპენტადეკანონი) 0,5-2%-მდე. ეს არის ზეთოვანი ნივთიერება დუღილის ტემპერატურით 142-143 C, ქიმიური სტრუქტურით - ციკლური კეტონი. მუსკუსს ჰგავს სუნით და ქიმიური აგებულებით მუსკუსის ვირთხის (ондатра) სუნმდენი ნივთიერება - "ეკზალტონი" (ციკლოპენტადეკანონი). ინდური ვივერის და ტიბეტური კატისაგან გამოყვეს "ცივეტონი" (ციკლოჰეპტადეცენ-9-ონ).

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად ერთნაირი მუსკუსის სუნისა, სუნმდენი სეკრეტები სხვადასხვა ცხოველებისა, შეიცავენ სხვადასხვა ქიმიური აგებულების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მაგალითად, თახვის პრეპუციალური ჯირკვლების სეკრეტი (თახვის ნაკადი – Бобровая струя), რომელიც სიროფისმაგვარი მასაა, შეიცავს 40-მდე სხვადასხვა ნივთიერებას.

აღმოსავლეთის ქვეყნებში, სამკურნალო მიზნებისათვის ყველაზე ხშირად იყენებდნენ მუშკის (MOSCHUS MOSCHIFERUS) მუსკუსის ჯირკვლის სეკრეტს. მოზრდილი მამრის მუსკუსის ჩანთა შეიცავს 30-50 გრ. მუსკუსს. გამოშრობისას მისი ძლიერი და მდგრადი სუნი ქრება და კვლავ ჩნდება დასველებისას. მუსკუსის სუნი იგრძნობა კონცენტრაციაში 1:100 000 000 000.

ჩინურ მედიცინაში ამ სამკურნალო საშუალებას ღებულობენ შინაგანად (პეროს): სისხლნაკლულობის, ნევრასტენიული მდგომარეობის, გულყრების, ძილის დროს მოუსვენრობის, ბავშვების ისტერიისა და კრუნჩხვების დროს, ასევე როგორც ზოგადმატონიზირებელ და გულის კუნთის მატონიზირებელ პრეპარატს. იგი ითვლება სწრაფმოქმედ წამლად.

ევროპული მედიცინა იყენებდა მუსკუსს, როგორც აღმგზნებ საშუალებას, გულყრების დროს და როგორც დამაწყნარებელ და კრუჩხვის საწინააღმდეგო წამალს ისტერიის დროს. მას ნიშნავდნენ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ნარევის სახით.

მუსკუსი შედის ავიცენას მიერ შედგენილ მრავალ რეცეპტურაში. რუსულ ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ სუნმდენ ნივთიერებას - თახვის ნაკადს (Бобровая струя), რომელიც თახვის ბეწვზე 4-ჯერ ძვირი იყო. ეს სამკურნალო ნივთიერება ძალზე ეფექტურია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაკიკის, რბილი ქსოვილების ტრამვის, კანის დაჩირქების და გულყრების დროს. მას იყენებდნენ მშობიარობის დაჩქარებისათვის. თახვის ნაკადის ქიმიური შემადგენლობა დადგინდა 1954 წელს. დამუშავებულია მეთოდიკა მისი მიღებისა ცოცხალი თახვისგან. დღეისათვის თახვის ნაკადს იყენებენ პარფიუმერიაში უმაღლესი ხარისხის სუნამოების დასამზადებლად.

მუსკუსი და თახვის ნაკადი, როგორც სამკურნალო ნივთიერებები დღეს დავიწყებულნი არიან, ისინი შეცვალეს თანამედროვე საშუალებებმა. მუსკუსს ძალზე გავს აგებულებით ყველასათვის ცნობილი ქაფური. მის მოლეკულას აქვს ციკლური სტრუქტურა კეტო-ჯგუფით, მაგრამ შეიცავს ნახშირბადის ატომების გაცილებით მცირე რაოდენობას. ქაფურს გააჩნია ისეთივე თერაპიული ჩვენებები, როგორიც აქვს მუსკუსს.
საშიშროების შემთხვევაში ზოგიერთ ცხოველთა სუნმდენი ჯირკვლები გამოყოფენ სეკრეტს, განგაში-სას ცხოველები ზემოთ სწევენ კუდებს და ხსნიან ჯირკვლების არხებს, იყნოსენ რა ამ სუნს, სხვა ინდივიდებს ეძლევათ ორიენტირების საშუალება. აღმოსავლეთში, ირმების კუდების გამოყენება სამკურნალო მიზნით პრაქტიკაში იყო ათასწლეულების განმავლობაში. მათი ნახარშები, ექსტრაქტები, ნაყენები ინიშნებიან: სისხლ-ნაკლულობის, სიგამხდრის, იმპოტენციის დროს. მდედრი ირმის კუდები უფრო ძვირად ფასობენ ვიდრე მამრისა.

აღსანიშნავია სუნმდენი ნივთიერების მნიშვნელობა თავად ცხოველთა ცხოველმოქმედებისათვის. ცხოველთა ორგანიზმის ყველა უჯრედი მუდმივად იმყოფება ქიმიური ინფორმაციის გადაცემის პროცესში. ჰორმონები (ენდოკრინული ორგანოების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები) ახდენენ უჯრედებზე დისტანციურ გავლენას, ხოლო მედიატორები (ნივთიერებები, რომელთა გამომუშავება ხდება ნერვული დაბოლოებებით) მოქმედებენ უშუალოდ უჯრედის მემბრანაზე. დამტკიცებულია ასევე უშუალო შეხებაში მყოფი უჯრედების ქიმიური ურთიერთქმედება. როგორც ჩანს, ყნოსვა ქემორეცეპციის სახით, ცხოველებში ჩამოყალიბდა სხვა გრძნობებზე ადრე. მსოფლიო ოკეანის პირველი ცოცხალი ბინადარნი უნდა რეაგირებდნენ წყალში გახსნილ ნივთიერებებზე. ახლა უკვე დადგენილია, რომ ყნოსვა ასრულებს უზარმაზარ როლს ცოცხალ ორგანიზმებში, მწერებიდან ძუძუმწოვრებამდე, მხოლოდ ადამიანისათვის მისი (ყნოსვის) მნიშვნელობა მცირედაა შესწავლილი. სავარაუდოა, რომ ინფორმაციის ასეთი ხერხით გადაცემა ადამიანისათვისაცაა დამახასიათებელი, ოღონდ ეს ხორციელდება შეუცნობლად. ეს სფერო საინტერესოა ორგანიზმზე მიზანმიმართული გავლენის შესაძლებლობათა შემუშავების თვალსაზრისით.

იმ ნივთიერებათა აღნიშვნისათვის, რომელთაც ცხოველები გარემოში გამოყოფენ სხვადასხვა ქცევითი რეაქციებისა და განვითარების პროცესების რეგულირებისათვის, შვეიცარიელმა ზოოლოგმა მ. ლიუშერმა და გერმანელმა ბიოქიმიკოსმა პ. კარლსონმა 1959 წელს შემოიტანეს ტერმინი "ფერომონები". ამავე ნივთიერებების აღნიშვნისათვის რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში ი. კირშენბლატის მიერ დაფუძნებულია და გამოიყენება ტერმინი "ტელერგონები".

თვლიან, რომ ფერომონები ახდენენ ორი სახის ზეგავლენას: პირველი - დაუყოვნებელი და ქცევის შექცევადი ცვლილება, დაკავშირებული ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებასთან; და მეორე - ნელი ცვლილება, რომელიც იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებათა ჯაჭვს იმავე სახის ცხოველებში.

ადამიანთა ცხოვრებაში სუნების მნიშვნელობა არასაკმარისადაა შესწავლილი, თუმცა ცხადია, რომ ისინი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. უკვე ორი კვირის ასაკიდან ბავშვები ცნობენ დედას. სამი-ხუთი წლის ბავშვები ასევე კარგად არჩევენ დედის სუნს და პირიქით. სუნებს გააჩნიათ მნიშვნელობა ადამიანთა სქესო-ბრივ ქცევებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით აღნიშნულ მოვლენათა მოლეკულური მექანიზმები შესწავლილი არ არის.

სუნების კიდევ ერთი საინტერესო თვისება იქნა აღმოჩენილი ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში (მისურის შტატი). მკვლევარებმა შეძლეს ესწავლებინათ ლაბორატორიული ვირთხებისათვის გაერჩიათ სუნით, შიზოფრენიკები ჯანმრთელი ადამიანებისაგან. მეცნიერებმა გამოყვეს სუნმდენი ნივთიერებები შიზოფრენიკების ოფლიდან, დაადგინეს მისი სტრუქტურა და დაასინთეზეს. იგი შემდეგი სახელწოდებისაა: ტრანს-3-მეთილ-2-ჰექსენმჟავა. აღწერილი აღმოჩენა არის დემონსტრაცია ფერომონების ქიმიის გამოყენებისა დაავადებათა დიაგნოსტირებაში ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესმოკლებული არაა "არომოთერაპიის" (ტერმინი შემოტანილია ფრანგი ქიმიკოსის რენე მ. ჰატეფოსის მიერ 1928 წელს და ნიშნავს "სუნის გამოყენება სამკურნალოდ") გახსენება.

არომოთერაპია სამკურნალოდ იყენებს მცენარეთა ბუნებრივ სუნებს, იგი ავადმყოფს კურნავს ორგანიზმის თვითგამაჯანსაღებელი ძალების სტიმულირების გზით. არომოთერაპია - ცალკე მსჯელობის საგანია.



1.4.6. წამლები ცხოველთა რქებიდან

ყველაზე ძველი დამწერლობითი დოკუმენტები, სადაც წამლების რეცეპტურაა მოყვანილი, არის ეგვიპტური პაპირუსები ფარაონ სპოფრუ-ს ეპოქისა (3700 წელი ჩვ.წ.აღ-მდე). აქ მოყვანილი ზოგიერთი რეცეპტები ერთი შეხედვით გულუბრყვილოდ გამოიყურებიან. მაგალითად: თმის ზრდის უზრუნველყოფისათვის გამოიყენებოდა ფინიკის პალმის ყვავილები, ძაღლის ბრჭყალები და სახედრის ჩლიქების ზეთში ნახარში, რომელიც საცხის სახით შეიზილებოდა თმებში.

პრაქტიკულმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ეს რეცეპტები არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა.
დიდი ხნის განმავლობაში ევროპელი მეცნიერები სკეპტიკურად ეპყრობოდნენ წამლებს რქებისაგან, ჩლიქებისაგან, ისევე როგორც მთელ აღმოსავლურ მედიცინას. მათთვის დაუჯერებელი იყო, რომ ერთი და იგივე სამკურნალო საშუალებებს შეეძლოთ კეთილისმყოფელი თერაპევტიული ეფექტის მოხდენა სხვადასხვა ერთმანეთისაგან განსხვავებულ დაავადებებზე. ასეთი სამკურნალო საშუალებების მიმართ ინტერესი გაიზარდა XX საუკუნის დასაწყისში.

დღეისათვის დადგენილია, რომ ჩლიქები, რქები და ბრჭყალები შედგებიან რქოვანი ნივთიერებისაგან - "კერატინებისაგან". კერატინები - ესაა მსგავსი თვისებების ცილოვან ნივთიერებათა ჯგუფი, ამიტომ ეს ტერმინი იხმარება მრავლობით რიცხვში. კერატინები - ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც შედიან დაცვითი ფუნქციების მატარებელ ქსოვილებში: თმებში, ტყავში, ჯაგარში, ბუმბულში, რქებში. ისინი უზრუნველყოფენ ჩამოთვლილი ქსოვილების მდგრადობას გარე ზემოქმედების ფაქტორების: გაცხელების, ქიმიური ნივთიერებების, მექანიკური დატვირთვების მიმართ. კერატინების დამახასიათებელი ნიშანია - გოგირდშემცველი ამინომჟავების მაღალი შემცველობა, რომელთა დაწვისას გამოიყოფიან გოგირდოვანი ნაერთები, აქედანაა დამწვარი რძის სპეციფიური სუნი. ხოლო გოგირდი თითქმის უცვლელად შედის მრავალი, თანამედროვე, ეფექტური სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში.

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ხალხურ მედიცინაში ორი ათას წელზე მეტია გამოიყენება ლაქებიანი ირმის გაუძვალებელი რქები ("პანტები"); როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათ ფართოდ იყენებდნენ ანემიის, გამოფიტვის, ინფექციების შემდგომი ორგანიზმის საერთო სისუსტისას, გულსისხლძარღვთა სისტემის უკმარისობისას, ჭრილობათა შეხორცების გაჭიანურებისას, სასქესო ორგანოების ფუნქციის აღდგენისათვის და ა.შ.

აღმოსავლეთის ქვეყნებში იყენებენ არა მხოლოდ მზარდ, არამედ გაძვალებულ რქებსაც. ჩინურ მედიცინაში ლაქებიანი ირმის სხეულის ყველა ნაწილი სამკურნალოდაა მიჩნეული: კბილები, ძვლები, ტვინი, სისხლი, ხორცი, ტყავი, მყესები, ნაღველი და ა.შ. ლაქებიანი ირმის გამომშრალი მყესების (გაქნილი სახით) ნახარში სხვა საშუალებებთან ერთად (5-8 გრამი თითო მიღებაზე) ჩინელი ექიმების მიერ ინიშნებოდა გამოფიტვის და სისუსტის დროს.

ირმების მზარდი რქებისაგან დამზადებულ აღმოსავლური წამლები წარმატებით გამოიყენება დღესაც. მაგრამ ამ ეფექტური სამკურნალო საშუალებების აღიარება მეცნიერული მედიცინის მიერ უცებ არ მომხდარა.
რუსი ექიმების მიერ (ლ. ტიმოფეევსკი, ა. მასლენიკოვი, ა. პრეობრაჟენსკი და პ. ბოჩკარიოვი) 1924 წელს დაიწყო პანტების საძიებო ფარმაკოლოგიური კვლევები.

პანტების როგორც სამკურნალო საშუალებათა ნედლეულის დაწვრილებითი ლაბორატორიულ-კლინიკური შესწავლის ორგანიზება დაიწყო 1932 წლიდან პროფესორ ს. პავლენკოს ხელმძღვანელობით. მის მიერ შემუშავებულია, სამკურნალო პრეპარატ `პანტოკრინის~ დამზადების მეთოდიკა (10%-იანი ექსტრაქტი დაყენებულია 50%-იან ეთილის სპირტზე) და ორგანიზებულია სამეცნიერო სამუშაოები ამ პრეპარატის ფარმაკოდინამიკის და სამკურნალო მოქმედების ყოველმხრივი შესწავლისათვის. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს პანტოკრინის ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისებები და შექმნეს მეცნიერული საფუძველი, სამკურნალო პრაქტიკაში, მისი ფართო გამოყენებისათვის.

რას წარმოადგენენ პანტები? ესენია მზარდი (გაუძვალებელი) რქები ირმისა, რომელიც მოხსნილია (მოჭრილია) ზრდისა და განვითარების განსაზღვრულ სტადიაზე. მათ დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს რქების ყოველწლიური ცვლა. ეს პროცესი გრძელდება ცხოველის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პანტების სამკურნალო ღირებულების მაქსიმუმი დგება მაშინ, როცა რქები სრულად არაა განვითარებული - ეს ისაზღვრება წანაზარდების მასით, ზომით და რაოდენობით. ისინი (პანტები) უნდა იყვნენ კარგად ნაკვები, გაძვალების ნიშნების გარეშე, გადაჭრის ადგილზე - ფორიანები. დადგენილი იქნა, რომ პანტების ზრდისას მათი სამკურნალო აქტივობა იცვლება. ადრეულ სტადიებზე, პანტების ზრდისას მათი სამკურნალო აქტივობა იცვლება. ადრეულ სტადიებზე, პანტების ასაკის მომატებასთან ერთად შეინიშნება მათი ფარმაკოლოგიური აქტივობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ეს გრძელდება განსაზღვრულ მომენტამდე, ხოლო შემდეგ რქების ზრდისას თანდათან კლებულობს (აქტივობა). გარდა ამისა, შესწავლილი იქნა სხვადასხვა ნაწილების ბიოლოგიური აქტივობა - წვეროები, ლულა, თვალზედა წანაზარდი და სისხლი. შედარებისათვის იყენებდნენ მთლიან პანტს. ყველა ნაწილიდან მაქსიმალური აქტივობა გააჩნია წვეროს, რომელიც 25%-ით უფრო აქტიურია მთლიან პანტზე.

ირმების რქები ხასიათდებიან რთული ქიმიური შემადგენლობით, ისინი შეიცავენ: ორგანულ ნივთიერებებს (52-57%), ნაცარს (30-35%), აზოტს (9-10%) და ცხიმებს. პანტების მინერალური შემადგენლობა მდიდარი და ნაირგვარია. ზრდადი რქების ნაცარში აღმოჩენილია კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სილიციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი და სხვა ელემენტები. მცირე რაოდენობით შედიან ნიკელი, სპილენძი, ტიტანი, მანგანუმი, კალა, ტყვია, ბარიუმი. პანტებისაგან გამოყოფილია 25 სახის სხვადასხვა ამინომჟავა, რომელთა 38%-ს შეადგენენ გლიცინი, პროლინი და გლუტამინმჟავა. პანტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ლიპიდებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან ფოსფატიდები, ქოლესტერინი და ქოლესტერინის ეთერები. მზარდი რქების მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ორგანიზმზე მოქმედებს არა ერთი ნივთიერება, არამედ ნაერთთა კომპლექსი, როგორც ორგანული, ასევე მინერალური.

დადგენილი იქნა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ყველაზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენენ აზოტოვანი, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე - პანტების ექსტრაქტის (პანტოკრინის) ლიპოიდური ფრაქციები.
ამ სფეროს მომავალი კვლევების ძირითადი მიმართულება განისაზღვრება აქტიურად მოქმედ ნივთიერებათა ბუნების გაშიფვრაში.

მრავალწლიანი კვლევების შედეგად გამოვლინდა პანტების სამი ძირითადი თვისება: ორგანიზმზე მატონიზირებელი მოქმედება, რომელიც სტიმულირებას უკეთებს სქესობრივ ფუნქციას და აჩქარებს ჭრილობათა შეხორცებას. ორგანიზმზე პანტოკრინის გავლენა ძირითადად ხორციელდება ნერვული სისტემის საშუალებით, ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნერვული სისტემის ვეგეტატიური პარასიმპატიკური ნაწილი.

სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ დიდი ხანია შენიშნულია ორგანიზმის საერთო ტონუსის კავშირი სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობასა და შედეგთან. დადგენილია, რომ ტონუსდაწეული ორგანიზმი მნიშვნელოვან წილად კარგავს თავის დაცვით თვისებებს და ამის გამო ძალზე მიდრეკილია სხვადასხვა მოშლილობისაკენ. დაავადებათა უმრავლესობა ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს გაცილებით მძიმედ. ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება არა მარტო აადვილებს დაავადების მიმდინარეობას, არამედ ხშირად გამორიცხავს თავად დაავადების წარმოშობის საშუალებასაც. ამიტომ სამკურნალო პრაქტიკაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საერთომატონიზირებელ სამკურნალო საშუალებათა გამოყენებას.

ასეთი სახის პრეპარატებს შორის, პანტოკრინს, უცილობლად, ეკუთვნის ერთ-ერთი პირველი ადგილი. პრეპარატის გამოყენება დადებით ეფექტებს ახდენდა მთელი რიგი დაავადებებისას: ნევროზებისას ხდებოდა ავადმყოფთა ძილის ნორმალიზება, უმჯობესდებოდა საერთო გუნება-განწყობილება, იზრდებოდა შრომისუნარიანობა; ქალებში კლიმაქტერიული ნევროზისას მაღალი წნევა ძირს იწევდა; უმჯობესდებოდა იმ ადამიანთა საერთო მდგომარეობა, რომელთაც აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა, კუჭის წყლული, ქრონიკული გასტრიტი, ჰეპატიტი, ჰოლეცისტიტი.

პანტოკრინი ახდენდა საერთო გამამაგრებელ და გამაჯანმრთელებელ მოქმედებას გრიპის შემდგომი გაჯანსაღების პერიოდში და გამოფიტულ, ქირურგიული ოპერაციებით დასუსტებულ ავადმყოფთა დუნედ მიმდინარე დაჩირქების პროცესისას. ამასთან პრეპარატი ასტიმულირებდა ჭრილობათა შეხორცებას.
ომის დროს პანტოკრინის გამოყენება (ადგილობრივად და შინაგანად) ნაწოლებისა და ჭრილობების მკურნალობისას იძლეოდა მნიშვნელოვან თერაპევტულ ეფექტს. პრეპარატით სამი-ოთხი ჩამორეცხვის შემდეგ ნაწოლები სუფთავდებოდნენ და რამოდენიმე ხნის შემდეგ ჭრილობა ხორცდებოდა.

პანტოკრინი მნიშვნელოვნად აჩქარებდა ექსპერიმენტალურ ჭრილობათა შეხორცებას ძაღლებში, რომლებიც (ჭრილობები) ჩნდებოდნენ თერმული (ღია ალი, ორთქლი) და ქიმიური (გოგირდმჟავა) დამწვრობებისას. მისი ტოქსიკურობა უმნიშვნელოა.

უძველესი დროიდან ითვლება, რომ პანტები წარმოადგენენ ქმედით საშუალებას, სასქესო სისტემის სხვადასხვა ფუნქციონალური აშლილობისას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მაგრამ კლინიკური დაკვირვებები ამ მხრივ ძალზე ცოტაა ჩატარებული.

როგორ ამზადებენ პანტოკრინს? პანტების მოხერხვის შემდეგ მას აკონსერვებენ (თუმცა ახლადმოხერხილი პანტები ხასიათლებიან მაქმისალური აქტივობით). დაკონსერვებული ნედლეული ინახება მრავალი წელი. პანტოკრინის მოსამზადებლად რქას ფქვავენ და ფხვნილს ასხამენ ეთილის სპირტს. რამდენიმე დღის შემდეგ ხსნარს ფილტრავენ და ღებულობენ ცნობილ სამკურნალო პრეპარატს - მოყვითალო სითხეს ფენოლის სუსტი სუნით.

ჩინურ ხალხურ მედიცინაში პანტებს იყენებენ ფხვნილის სახით (0,5-1,0 გრ. თითო მიღებაზე) და იშვიათად წყლიანი ექსტრაქტების სახით (10:200). ჩინეთში, ირმის რქების გარდა, სამკურნალო მიზნით იყენებენ სამხრეთ და ცენტრალური აზიის ანტილოპას რქებს. ბურბუშელას ამ რქებისაგან იყენებენ, როგორც ანტიტოქსიკურ, სპაზმოლიტურ, დამაწყნარებელ და სიცხის დამწევ საშუალებად.

დღეისათვის დაკლული საქონლის რქებისა და ჩლიქებისაგან, მჟავური ჰიდროლიზის, ექსტრაქციის და ქიმიური გაწმენდის გზით ღებულობენ გლუტამინმჟავას. ეს ნაერთი მონაწილეობს ორგანიზმში აზოტის ცვლის პროცესებში, გვევლინება რა ასპარაგინმჟავასა და ალანინთან ერთად უმრავლეს სხვა ამინომჟავათა გარდაქმნის პროდუქტად. ის (გლუტამინმჟავა) ხელს უწყობს ამიაკის გაუვნებელყოფას უვნებელ გლუტამინში გარდაქმნის გზით, რომელიც აძლიერებს ამიაკის გამოყვანას თირკმელებით ამონიუმის მარილებით სახით. გლუტამინმჟავის დიდი რაოდენობაა ტვინის თეთრი და რუხი ნივთიერებების ცილებში, სადაც ამიაკის გაუვნებელყოფის პროცესებს აქვთ ძალზე დიდი მნიშვნელობა ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მისი დანიშვნა ასტიმულირებს ჟანგვით პროცესებს ტვინში, ხელს უწყობს აცეტილჰოლინის და ადენოზინტრიფოსფორმჟავის (ათჵ) სინთეზს, კალციუმის იონების გადატანას. გლუტამინმჟავა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩონჩხის მუსკულატურის ფუნქციონირებაში, იგი კუნთების ბოჭკოების ცილების ნაწილია. მას იყენებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას - ეპილეფსიები, ფსიქოზები, ფსიქიური განვითარების შეფერხება ბავშვებში, დაუნის დაავადება, პოლიომიელიტი და ცენტრალური დამბლები. პრეპარატი ასევე ინიშნება ნეიროტოქსიკური მოვლენების პროფილაქტიკისა და მოხსნისათვის.

რქებისა და ჩლიქებისაგან ღებულობენ ასევე ძვირფას სანედლეულო პროდუქტს - "თიროზინს", რომელიც არის წყარო, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, - "თიროქსინის" და "ტრიიოდთირონინის" სინთეზისა. ჰორმონებს პრეპარატების სახით ნიშნავენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას, კრეტინიზმისა და მიკსიდემის დროს. ისინი შედიან პრეპარატ "თირეოკომბის" (ყოფილი გდრ) შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობისას.

უნდა აღინიშნოს, რომ რქები და ჩლიქები წარმოადგენენ მნიშვნელოვან წყაროს ძვირფასი საკვები პროდუქტისა - ცილისა. მათი ყოველი კილოგრამი შეიცავს 850 გრამ ცილა კერატინს. მაგრამ კერატინი ხასიათდება მაღალი მდგრადობით და არ გადამუშავდება ცხოველის კუჭში. კვების მრეწველობის კიევის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოიყენეს კერატინის ზედაპირული ჰიდროლიზი შარდოვანით და რქებისა და ჩლიქებისგან გააკეთეს საქონლის საკვები. ახალი საკვები ცილოვანი კონცენტრატი იწარმოება მშრალი საკვების ჩვეულებრივ საამქროებში. ამ პროდექციას აწარმოებენ უკრაინაში ლუგანსკის (ყოფილი ვოროშილოვგრადის), დონეცკის და მაკეევსკის ხორცკომბინატები.

მედიცინაში გამოყენება ჰპოვეს ცხოველთა ხრტილებმა და მყესებმა. ჩინურ მედიცინაში განსაკუთრებით ფასობს ირმის გამომშრალი მყესები, რომელსაც იყენებენ ნაყენის სახით. მას ნიშნავენ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოფიტვისას, დაავადებებით დასუსტებული ბავშვებისათვის და ტუბერკულოზისას.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრაქეის ხრტილიდან მზადდებოდა პრეპარატი "ჰონსურიდი" (ყოფილი სსრკ). მის მოქმედ საწყისად მიჩნეულია ჰონდროიტინგოგირდოვანი მჟავა. ეს მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდი შედის გიალურონმჟავასთან ერთად სხვადასხვა სახის შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში. იგი დიდი რაოდენობით შედის ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში ან ცილასთან დაკავშირებული ნაერთის სახით. ანსხვავებენ ჰონდროიტინგოგირდოვანი მჟავის სამ სახეს - A,B,C რომლებიც მსგავსნი არიან აგებულებით.

ჰონსურიდს იყენებენ გაჭიანურებული ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, ტრავმებისა და ოპერაციებისას, ტროფიკული წყლულებისას. კოლაგენის ხსნარში იგი შედის `კოლაგენური ფირი~-ს შემადგენლობაში, რომელსაც ასევე იყენებენ შეხორცების პროცესების დასაჩქარებლად. ამავე მიზნით ნიშნავენ პრეპარატ `კომბუტეკ-~ს, რომელსაც იღებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აქილევსის მყესებიდან და ტყავის ჩამონაჭრებისაგან. გააჩნია რა ფოროვანი სტრუქტურა, იგი იწოვს ჭრილობის ზედაპირიდან გამონაყოფებს, რაც აჩქარებს შეხორცების პროცესს.

ხრტილოვანი ქსოვილების დაზიანებით მიმდინარე სახსრების დაავადებისას, ექიმები რეკომედაციას უწევენ სამკურნალო საშუალებას "რუმალონს", რომელიც იწარმოება ახალგაზრდა ცხოველების ხრტილებისა და ძვლის ტვინის ექსტრაქტისაგან.

ცხოველთა ძვლებისა და ხრტილების კოლაგენის ნაწილობრივი ჰიდროლიზით ღებულობენ ყველასათვის ცნობილ "ჟელატინს". მას უშვებენ 10%-იანი ხსნარის სახით სისხლის შედედების უნარის ასამაღლებლად და სისხლდენების შესაჩერებლად. ქირურგიული ოპერაციებისას იყენებენ სპეციალურად დამუშავებულ ჟელატინს სახელწოდებით "ჟელატინის ღრუბელი". ახდენს რა ეფექტს, ორგანიზმში ჩატოვებული "ჟელატინის ღრუბელი" შემდგომ მთლიანად გაიწოვება. "პრეპარატი ჟელატინოლი" წარმოადგენს ზოგიერთი ამინომჟავების ხსნარს 8%-იან, ნაწილობრივ გახლეჩილ კვებით ჟელატინში. მას იყენებენ როგორც პლაზმის შემცვლელს, მასიური სისხლდენებისას.

აღმოსავლურ მედიცინაში ჟელატინს ყველაზე ხშირად ღებულობენ სახედრის ტყავისაგან.
ყველასათვის ასევე კარგად ცნობილ გააქტივებულ ნახშირს ღებულობენ ისეთი ორგანული მასალებისაგან, როგორებიცაა: ცხოველთა ძვლები და სისხლი, შაქარი, კაკლის ნაჭუჭი და ხის ნარჩენები. ამ მასალების თუთიის (II) ქლორიდის ან კალიუმის კარბონატის ხსნარით გაჟღენთის და შემდგომი გახურებით (ჰაერის დეფიციტის პირობებში) ღებულობენ გააქტივებულ ნახშირს, რომელიც მედიცინაში გამოიყენება როგორც სორბციული საშუალება.

1.4.7. ცხოველმოქმედების პროდუქტთა სამკურნალო თვისებები

დღეისათვის ნაღვლის შემადგენლობა და მისი თვისებები საკმაოდ დეტალურადაა შესწავლილი. არჩევენ შედარებით თხევად და ნათელ (გამჭვირვალე) ნაღველს, რომელიც გამომუშავდება ღვიძლის უჯრედებისაგან, ასევე ბუშტებიან, ნაღვლის ლორწოვანი გამონადენებით, სიბლანტე მომატებულ ნაღველს. წყლის შეწოვის გამო, ნაღვლის კონცენტრაცია ნაღვლის ბუშტში, იზრდება 5-10-ჯერ. ნაღვლის ძირითად კომ-პონენტს წარმოადგენენ ნაღვლის მჟავები - ჰოლანმჟავის წარმოებულები, რომელიც ბუნებაში არ გვხვდება.
სხვადასხვა სახის ძუძუმწოვრების ნაღველს გააჩნია თავისი განსაკუთრებული (შემადგენლობით, რაოდენობით და სტრუქტურით) ნაღვლის მჟავები.

დღეისათვის ცნობილია, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჰიდროქსილური ჯგუფების სივრცობრივი განლაგებით და რაოდენობით. ნაღველი ნაღვლის მჟავებს შეიცავს, გლიცინით და ტაურინით დაკავშირებულ ნატრიუმის მარილების სახით. ისინი ნაწილობრივ შეიწოვებიან ნაწლავების ქვედა არეში, სისხლით გადაიტანებიან ღვიძლში და ისევ შედიან ნაღვლის სადინარებში.

ადამიანის ნაღველი შეიცავს თითქმის ყველა ნაღვლის მჟავას, "სტეროჰოლოვანი", "ჰიოდეზოკსიჰოლოვანი" და "ჰისტოჰოლოვანი" მჟავების გარდა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაღველი შეიცავს სტერეოჰოლოვან მჟავას. ღორის ნაღველში არ აღმოჩნდა ჰოლოვანი და ლითოჰოლოვანი მჟავები, ამასთან დადგინდა ჰიოდეზოკსიჰოლოვანი და ჰიოჰოლოვანი მჟავების დიდი რაოდენობა.

ნაღვლის ფერი განისაზღვრება ტეტრაპიროლური პიგმენტების ბუნებით, რომელთა წყაროცაა "ჰემოგლობინისა" და "მიოგლობინის" ჰემინური ჯგუფები. ძირითადი პიგმენტები - "ბილირუბინი" და მისი წარმოებული "ბილივერდინი" - ნაწლავური მიკრობების მოქმედების შედეგად ნაწილობრივ გარდაიქმნებიან "ურობილინში".

დადგენილი იქნა, რომ ნაღვლის დაკარგვის ან შეჩერებისას, ასევე მისი პრეპარატების შეყვანისას ორგანიზმში ხდება არა მარტო საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა მოქმედების ცვლილება. ნაღვლის გამოყოფის შეფერხება, მისი შემცველობის გაზრდა იწვევს სისხლმბადი ორგანოების გაღიზიანებას, ირღვევა გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება, დაბლა იწევს სისხლის წნევა, იცვლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქცია, მცირდება თირკმელებით წყლისა და მარილების გამოყოფა, ითრგუნება ჟანგვითი პროცესების ინტენსივობა. შეინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დადაბლება და ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის აქტივაცია.

ი. განიტკევიჩმა 1968 წელს დაადგინა, რომ ნაღველი და მასში შემავალი ნაღვლის მჟავები ახდენენ ნეიროტროპულ მოქმედებას, ამაღლებენ პირობით-რეფლექტორულ მოქმედებას. დიდი დოზებით, ახდენენ დამთრგუნავ ეფექტს.

ნაღვლით გამოიდევნება სისხლში ჭარბი რაოდენობით მყოფი სხვადასხვა ნივთიერებები, ასევე მრავალი სამკურნალო პრეპარატი და ზოგიერთი ჰორმონი.

დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნებში გამოდის კონსერვირებული ნაღველი, რომელსაც ღებულობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორების ნაღველისაგან, იგი შეიცავს სტაბილიზატორებს და ანტისეპტიკებს (ეთილის სპირტი, ფორმალინი, ფურაცილინი). მას იყენებენ გარეგანი მოხმარებით კომპრესების სახით სახსრების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, რადიკულიტებისას, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და გამწოვი საშუალება.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლიოფილიზირებული ნაღველი გამოდის პრეპარატ `ლიობილის~ გარსიანი აბების სახით. პრეპარატი აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, ხელს უწყობს ცხიმების შეწოვას, ახდენს ნაღვლისმდენ ეფექტს.

ნაღველი აძლიერებს ღვიძლის უჯრედების სეკრეტორულ მოქმედებას, ნაწლავების და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების ინტენსიფიცირებას. ამიტომ იგი შედის კომპლექსური პრეპარატების "პანზინორმის" და "დიგესტალის", "ფესტალის" და "კოტაზიმ-ფორტეს" შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისას. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაღველი არის ასევე შემადგენელი ნაწილი პრეპარატებისა "ალახოლი" და "ხოლენზიმი", რომელთაც უნიშნავენ ავადმყოფებს ქრონიკული ჰეპატიტით, ჰოლეცისტიტებით და ენტეროკოლიტებით.

უშვებენ ასევე დეჰიდროჰოლოვან მჟავას (პრეპარატი "ჰოლოგონი"), რომელიც მიეკუთვნება ნაღვლის მჟავებს და რომელსაც ღებულობენ დაკლული საქონლის ნაღვლისაგან. ის არის ღვიძლის უჯრედების ფიზიოლოგიური გამღიზიანებელი, ახდენს ნაღვლისმდენ ეფექტს.

70-იან წლებში მეიო-ს (აშშ) კლინიკაში დაადგინეს, რომ ჰენოდეზოქსიჰოლოვანი მჟავის (რომელიც შედის ღორის ნაღველში) ხანგრძლივი გამოყენება დოზით 1-2 გრამი დღეში, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისას ავადმყოფთა 50%-ში შლის ქვებს ნაღვლის ბუშტში. ამ ქვების მთლიანი გახსნა ხდებოდა მკურნალობის 6-24 თვის განმავლობაში. ამერიკელი ექიმების მიერ მიღებული შედეგები ხსნიან ნაღვლის ბუშტის ქვების სამკურნალო მოქმედებას, რომელთა შემადგენლობაში შედიან ნაღვლის მჟავები.
ამერიკული პატენტის № 3591687 ავტორი ცდილობდა ჭარბწონიანებისათვის ემკურნალა ნაღვლის მჟავების და მათი წარმოებულების დანიშვნით, ისეთი მჟავები, როგორებიცაა ლითოჰოლოვანი, დეზოქსიჰოლოვანი, ჰენოდეზოქსიჰოლოვანი, ჰოლოვანი, ჰიოდეზოქსიჰოლოვანი მჟავები, საჭმელთან ერთად მიღებისას ხელს უწყობენ მადის დაქვეითებას.

აღმოჩნდა, რომ ნერწყვი და ცრემლი ასევე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. სამხრეთაფრიკული ღამურის ნერწყვში, რომელიც ცხელსისხლიანების სისხლით იკვებება, აღმოჩნდა სისხლის შედედების საწინააღმდეგო ნაერთი, ასევე ფერმენტი "დესმოკინაზა", რომელიც ხსნის სისხლის თრომბებს.
ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, პენიცილინის შემქმნელმა, ალექსანდრე ფლემინგმა პირველმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ ცრემლი - ეს უბრალო წყალი არაა. მის შემადგენლობაში აღმოჩენილი იქნა ცილოვანი ბუნების ნივთიერება - "ლიზოციმი", რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობა. 5-10 წუთში ის უვნებელყოფდა ბაქტერიებს და ზოგიერთ ვირუსებს. ეს ნივთიერება კარგად ადეზინფიცირებს თვალს, ასევე ცრემლის არხით აღწევს სასუნთქ გზებში და ასუფთავებს ჩასასუნთქ ჰაერს.
ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მისაღებად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგი შედის ქათმის კვერცხის ცილის შემადგენლობაში, სწორედ მისგან ღებულობენ პრეპარატ "ლიზოციმს". მას იყენებენ ქრონიკული ჩირქოვანი პროცესების, დამწვრობების, მოყინვების და ზოგიერთი სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობენ ინფიცირებით.

სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ქათმის კვერცხის ნაჭუჭის სამკურნალო თვისებები. 1937 და 1939 წლებში ჟურნალში (~Хирургия~) გ. დუდკევიჩმა გამოაქვეყნა კვერცხის ნაჭუჭის წარმატებით გამოყენების შედეგები ძვლების მოტეხილობების მკურნალობისას.

დღეისათვის კვერცხის ყვითრიდან ღებულობენ "ფოსფატიდილჰოლინს" და "ლიზოფოსფატი-დილჰოლინს", რომლებიც გამოიყენება ბიოქიმიური კვლევებისას.
კვერცხის ცილას, ალბუმინს ხშირად იყენებენ როგორც ანტიდოტს მოწამვლებისას, განსაკუთრებით ვერცხლისწყლის და სპილენძის მარილებით. ის ქმნის უხსნად ალბუმინატებს მრავალ მეტალთან, რაც აფერხებს მათ შეწოვას და პირღებინების საშუალებების დანიშვნისას საშუალებას იძლევა სწრაფად განთავისუფლდეს ორგანიზმი შხამისაგან.

ძველ დროში მოწამვლის საწინააღმდეგოდ ხშირად გამოიყენებოდა "ბეზოარის" ქვა, რომელიც წარმოიქმნება ზოგიერთი მცოხნავი ცხოველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (ცხენი, თხა, ანტილოპა და სხვა). საუკუნეების განმავლობაში იგი გამოიყენებოდა როგორც სასწაულმოქმედი საშუალება შხამების და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა წინააღმდეგ.

დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალური მედიცინა ამ ქვის თვისებებს თვლიდა არასერიოზულად და ცრურწმენად. მაგრამ შემდგომმა ექსპერიმენტალურმა გამოკვლევებმა საწინააღმდეგო დაამტკიცა.
პროფესორმა არენიუსმა (ცნობილი ქიმიკოსის სვანტე არენიუსის შვილიშვილი) ზღვის ბიოლოგიისა და სანაპირო კვლევების ინსტიტუტში (კოლუმბია, აშშ) დაადგინა, რომ ბეზოარის ქვა შედგება კალციუმის ჰიდროფოსფატის მინერალური მარილებისაგან, რომლებიც გროვდებიან ცხოველის მიერ გადაყლაპულ თმის გროვებზე. მათი მოლეკულის ზომა და სტრუქტურა ისეთივეა, როგორც დარიშხანის ერთ-ერთი ნაერთისა - "ნატრიუმის ჰიდროარსენატი", თუ ბეზიარის ქვას მოვათავსებთ სასმელში, რომელშიც არის არსენატი, ან თუ ჩავყრით ამ სასმელში ფხვნილს ბეზიარის ქვისგან, ხდება მიმოცვლა - სითხეში გადადის უვნებელი ფოსფატი, ხოლო ქვა შთანთქავს დარიშხანს. კვლევებმა რომლებიც ჩატარებული იყო რადიაქტიური დარიშხანის გამოყენებით, აჩვენეს, რომ ბეზოარის ქვა იწოვს ასეთ არსენატებს ღრუბლის მსგავსად. მაგრამ მექანიზმი აქ სხვაა. დარიშხანის ეს ნაერთები უკავშირდება კერატინს, რომელიც ცხოველთა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განიცდის ნაწილობრივ ჰიდროლიზს.

იაპონელმა მკვლევარებმა მ. კიმურამ და ე. ოსადამ შეისწავლეს ეფექტურობა კომბინირებული აღმოსავლური საშუალებებისა "BEZOAR ORIENTAL" და "ROKUSINGAN", რომელთა შემადგენლობაში შედის ბეზოარი. დამტკიცებული იქნა მათი სამკურნალო ღირებულება.

უძველესი დროიდანაა ცნობილი, შარდის სამკურნალო მიზნით გამოყენება ხალხურ მედიცინასა და ვეტერინარიაში. შარდი გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება ჭრილობებისას, ეკზემისას, დამწვრობებისას, ალკოჰოლიზმის და სხვა სნეულებების სამკურნალოდ.

ა. აგაფონოვი (~Клиническая медицина~ т. 12, №7, 1934) აღნიშნავს, რომ საქართველოში პაპანაქების დროს ავადმყოფს ალევინებდნენ შარდს - უპირატესად ქალის ან ბავშვის. მის მიღებას ურჩევდნენ "შეშინებისას". კახეთში რომელიმე საკვების მიმართ ზიზღის შეგრძნებისას ასევე ურჩევდნენ დაელიათ ასეთი შარდი, ზოგჯერ უპირატესობას ანიჭებდნენ მაკე აქლემის შარდს. ითვლებოდა, რომ ურინოთერაპია შველის რევმატიზმს, გრიპს და ტუბერკულოზს.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია წინასწარ ადუღებული და გაფილტრული, საკუთარი შარდით მკურნალობის ხერხი, (.Лесевич В. А. К вопросу об уринотерапии. Врачебное дело №17-18, с. 1441, 1926). ავტორთა აზრით, აუტოურინოთერაპიის ეს მეთოდი ეფექტურია მწვავე ანთებითი და გაციების დაავადებისას. იგი ახდენს სიცხის დამწევ, შარდმდენ მოქმედებას.

40-იანი წლების დასაწყისში ყოფილი საბჭოთა კავშირის სამკურნალო პრაქტიკაში ცნობილი იყო შარდისგან დამზადებული რამდენიმე პრეპარატი: "უროტოქსინი", რომელსაც ამზადებდნენ არაფეხმძიმე ქალების შარდისაგან, "უროჰორმონი" და "უროჰორმონი Ф". ცნობილი იყო ფეხმძიმე ქალების შარდისაგან მიღებული პრეპარატები - "გრავიდანი", "ენდოკრიდანი", "გრავიდოლი".

რუსეთში 1933 წელს შეიქმნა უროგრავიდანოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
პრეპარატ გრავიდანის ავტორის, ა. ზამკოვის, მტკიცებით, ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს არასპეციფიურად მოქმედ კომპონენტებს და სპეციფიურ ჰორმონალურ ნივთიერებებს. გრავიდანი ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს, განსაკუთრებით მკვეთრი გამოფიტვის შემთხვევაში, დაავადების გადატანის შემდგომი საერთო სისუსტისას. ის აძლიერებს ორგანიზმის რეგენერაციულ უნარს: აჩქარებს ჭრილობათა შეხორცებას, ამაღლებს ან აღადგენს პოტენციას, რიგ შემთხვევებში აღადგენს თმის ფერს, ამაღლებს კანის ელასტიურობას, ამახვილებს სმენას და მხედველობას.

დადგენილი იქნა, რომ პრეპარატის ჰორმონალური ეფექტები განპირობებულია სპეციფიური ჰორმონების - "ჰორიალური ჰონადოტროპინის" შემცველობით, რომელიც ბიოლოგიური მოქმედებით იდენტურია ჰიპოფიზარული ჰონადოტროპინისა - მალუთენიზირებელი ჰორმონი. თუმცა მათი ქიმიური იდენტურობა ჯერ არ დამტკიცებულა. ჰორიალური ჰონადოტროპინი გამომუშავდება პლაცენტაში ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და დიდი რაოდენობით გამოიყოფა შარდთან ერთად.

დღეისათვის რუსული წარმოების პრეპარატი "Гонадотропин хорионический" გამოიყენება მამაკაცისა და ქალის სასქესო ფუნქციების უკმარისობისა და დარღვევებისას. ამ პრეპარატის უცხოური ანალოგები გამოდიან შემდეგი დასახელებებით: "ანტელობინი", "ენტრომონი", "ფოლუტეინი", "ჰონაბიონი" და სხვა. დიდი ხნის განმავლობაში ფეხმძიმე ქალების და ცხოველთა შარდისაგან იღებდნენ ქალის სასქესო ჰორმონს "ფოლიკულინს".

დღეისათვის მას ღებულობენ სინთეზურად და შარდს ნედლეულად არ იყენებენ.
თანამედროვე მიდიცინაში ყველაზე ცნობილ ცხიმის მსგავს ნივთიერებას - ლანოლინს - ღებულობენ ცხვრის ტყავის ჩამორეცხვით. ის არ იხრწნება და კარგად იწოვება. გააჩნია რა სქელი კონსესტენცია და დიდი სიბლანტე, ლანოლინი გამოიყენება მხოლოდ სხვა ცხიმებთან, ზეთებთან ან ვაზელინთან ერთად ნარევის სახით (2-3 წილი ლანოლინი 1-2 წილ ვაზელინზე).

მისი გამოყენება სუფთა სახით არ შეიძლება, რადგან სისქელის გამო იგი ახშობს ფოლიკულებს და იწვევს მათ ანთებას. ლანოლინი კარგად იწოვს წყალს, ხელს არ უშლის წყლის ანაორთქლების გამოყოფას კანიდან, და ამიტომ მოქმედებს როგორც გამაგრილებელი და ანთების საწინააღმდეგო. თუ ექიმის რეცეპტში მითითებულია ლანოლინი, აფთიაქი ამზადებს წყლიან ლანოლინს, რომელიც შეიცავს 30% წყალს. ლანოლინის მალამოზე ცვილის დამატება ხელს უწყობს წყლის სწრაფად აორთქლებას, რაც თავის მხრივ აძლიერებს მის გამაგრილებელ უნარს. ლანოლინი ანპირობებს სამკურნალო პრეპარატების კანში ღრმა შეღწევადობას.
ცხოველმოქმედების პროდუქტებს მიეკუთვნება რძე, რომელიც ამავე დროს საკვები პროდუქტია. მისი სამკურნალო თვისებები აღწერილია ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს შრომებში, სადაც მოყვანილია ჩამონათვალი ჩვენებებისა და უკუჩვენებებისა ამ საშუალების დანიშვნისათვის.

ყოველმხრივაა შესწავლილი რძის მოქმედება ორგანიზმზე. 1857 წელს ფ. ინოზემცევმა გამოაქვეყნა დიდი მონოგრაფია, სადაც აღწერილია რძით მკურნალობის ძირითადი მომენტები. რძის სამკურნალო თვისებების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგელმა ექიმმა ფ. კარელმა. მისმა დიეტამ აქტუალობა შეინარჩუნა დღევანდელ დღემდე. მან აღწერა წარმატებული მკურნალობის შემთხვევები მოხდილი რძით გულის დეკომპენსირებისას, ფილტვების დაავადებებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის დაავადებებისას, ასევე სიმსუქნისას.

სხვადასხვა ცხოველთა რძე განსხვავდება თავისი შემადგენლობით და საკვები ღირებულებით. თხის რძე მდიდარია ცხიმებით და ცილებით და მას გაცილებით უკეთ ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე სხვა ცხოველე-ბის რძეს. ყველაზე ცხიმიან რძეს იძლევიან ირმები და კამეჩები. ვინც არაა მიჩვეული ასეთ რძეს, მას აძლევენ განზავებული სახით. შუა აზიასა და ამიერკავკასიაში პოპულარულია ზებუს რძე, რომელიც გარდა საკვები თვისებებისა, შეიცავს (ამ ადგილებში გავრცელებული) პიროპლაზმოზის გამომწვევის მიმართ ანტისხეულებს.
რძის ცხიმი ოდითგანვე გამოიყენებოდა, როგორც გარეგანი დამარბილებელი საშუალება. გამოგონებაზე ფრანგული განაცხადის № 2530952 თანახმად, თხის კარაქი ხელს უწყობს თმის ზრდას.

წარსულში იყო მცდელობები გამოეყენებინათ მკურნალობის მიზნით, რძის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა რძის შაქარი. პირველად 1583 წელს ალქიმიკოსმა ტურნეისერმა სცადა გამოეყო რძის "მთავარი მარილი". გაცილებით დეტალურად იქნა აღწერილი რძის შაქრის მიღება 1633 წელს ბოლონიელი ექიმის ბარტოლეტის მიერ. ტერმინი "რძის შაქარი" ან "ლაქტოზა", პირველად გამოიყენა ვენეციელმა ექიმმა ტესტიმ 1694 წელს.

რძის შაქარი ორგანიზმში არეგულირებს ცხიმებისა და ცხიმების მსგავსი ნივთიერებების დაგროვებას, ხელს უწყობს კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ათვისებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების და მიკროორგანიზმების მოქმედებით ლაქტოზა იშლება გლუკოზად და გალაქტოზად. უკანასკნელს გააჩნია, თავის ტვინის კვების, მნიშვნელოვანი ფუნქცია. ასევე მონაწილეობს ნერწყვისა და სახსრების სითხის შემადგენელი ნივთიერებების სინთეზში, რომლებიც მათ სიბლანტეს ანპირობებენ.

დღეისათვის მედიცინაში რძის შაქარი სამკურნალო პრეპარატად არ გამოიყენება. მას იყენებენ პენიცილინის წარმოებისას, რადგან ის სოკო, რომელიც გამოიმუშავებს ამ მნიშვნელოვან ანტიბიოტიკს, კარგად ვითარდება ლაქტოზაშემცველ არეში.

ხშირად სამკურნალო მიზნით იყენებენ არა რძეს, არამედ მისი რძემჟავური დუღილის პროდუქტებს - მაწონი, პროსტაკვაშა, კეფირი, აციდოფილინი. რძემჟავური დუღილის დროს წარმოშობილი რძემჟავა თრგუნავს ხრწნის პროცესებს ნაწლავებში. ეს გარემოება დაედო საფუძვლად ი. მეჩნიკოვის (პირველი ნობელის ლაურეატი რუსეთიდან) ლაქტობაქტერიოთერაპიის მეთოდს.

აზიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში, ასევე ევროპის სამხრეთში კამეჩის რძისგან მზადდება იოგურტი. იგი მაწონისა და კეფირისაგან განსხვავდება იმით, რომ მის კვეთში (Закваска) შედის ე.წ. "ბულგარული ჩხირი". იაპონელმა ექიმებმა დაადგინეს დადებითი ეფექტი რადიაქტიური დასხივების შედეგების იაგურტით მკურნალობისა, თუ მას დანიშნავენ ერთ ლიტრამდე დღეში. ცხვრის რძისგან დამზადებული იოგურტი, რომელსაც ქვია "კატიკი" ხელს უწყობს პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის გაქრობას, კანი ხდება გლუვი და ნაზი, თმები ამ დროს იძენენ ბზინვარებას და აბრეშუმისმაგვარნი ხდებიან.
კომბინირებული დუღილის - რძემჟავურის და სპირტულის, პროდუქტია "კუმისი", იგი მზადდება ცხენის რძისაგან რძემჟავური ბაქტერიებისა და საფუვრების ზემოქმედებით. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ იცოდნენ ძველთაგანვე, თუმცა ოფიციალური მედიცინა ამ სასმელით მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაინტერესდა. ექიმები კუმისის მიღებას ურჩევენ ავადმყოფებს, რომელთაც დაწეული აქვთ კუჭის წვენის სიმჟავიანობა, იგი აძლიერებს შარდის წარმოშობას და ამით ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური პროდუქტების გამოყვანას. იგი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და სისხლის წარმოქმნის სისტემებზე. კუმისით მკურნალობა კარგ ეფექტს იძლევა საერთო გამოფიტვით მიმდინარე დაავადებებისას.

განსაკუთრებული შედეგიანობით ხასიათდება კუმისის გამოყენება ტუბერკულოზის დაავადებისას.
რამოდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ყველის სამკურნალო მიზნით გამოყენებაზე. ჯერ კიდევ ძველ დროში იყენებდნენ მას, განსაკუთრებით თხის ყველს კოსმეტიკური მიზნებისათვის. ჭორფლის მოსაცილე-ბლად, ყველს შეზელდნენ აბაზანაში მცენარეულ ზეთთან. ახალი ყველი თაფლთან ერთად კურნავს დაჟეჟილობას. ღვინოსთან ერთად მოდუღებული და შემდეგ კარაქში შემწვარი ყველი აყუჩებს მუცლის ტკივილს.

ერთ-ერთი გამოკვლევის ("SCIENCE NEWS", 1977, ვ.112, № 19) შედეგებმა აჩვენა რომ ვირთხის, ძროხისა და ადამიანის რძე შეიცავს `რელიზინგ-ფაქტორს~, რომლის მოქმედებითაც ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონების გამოყოფას, რომელნიც თავის მხრივ ააქტივებენ სასქესო ჯირკვლების მოქმედებას. ასეთი ნივთიერებები აღმოჩენილი იქნენ ტვინის ერთ-ერთ უბანში, დადგენილია მათი უნარი ჰიპოფიზის მუშაობის გაკონტროლებისა. ამ აღმოჩენისათვის 1977 წელს ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფს მიენიჭა ნობელის პრემია.

"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#14 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 August, 2007 - 10:39

1.4.8. სამკურნალო ორგანოები

უძველესი დროიდან ცხოველთა ორგანოები და მათგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენებოდნენ სამკურნალო მიზნით. ასეთ საშუალებათა აღწერას შეიძლება წავაწყდეთ სახელგანთქმულ "ებერსის პაპირუსში", რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დაწერილი, ინდურ-ტიბეტური მედიცინის ტრაქტატებში, ჰიპოკრატესა და ჰალენის თხზულებებში.

ცხოველთა ორგანოებიდან დამზადებულმა წამლებმა ფართო გავრცელება ჰპოვა შუა საუკუნეებში "იზოთერაპიის" იდეის განვითარების გამო, რომელიც წამოაყენა ექიმმა პარაცელსმა. გამოიყენა რა ფორმულა "მსგავსი მსგავსითვე იკურნება", მან რეკომენდაცია გაუწია ღვიძლის დაავადებების მკურნალობას ღვიძლითვე, კუჭის დაავადებებისას - დათვის კუჭს. მაგრამ ამ პრეპარატების გამოყენება ატარებდა არამეცნიერულ ხასიათს. ცხოველთა ორგანოების გამოყენება გამართლებული აღმოჩნდა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების აღმოჩენის შემდეგ; ჰორმონებმა, ვიტამინებმა, ბიოაქტიურმა ჰეპტიდებმა ნათელი გახადეს მრავალი ძველი რეცეპტის მოქმედების მექანიზმი.
დღეისათვის ღვიძლისაგან ღებულობენ მთელ რიგ სამკურნალო პრეპარატებს. პრეპარატ "ვიტოჰეპატს" ამზადებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ღვიძლისაგან. იგი შეიცავს ვიტამინ B12-ს. მას ნიშნავენ, როგორც ანტიანემიურ საშუალებას, სისხლის დაავადებისას, ბოტკინის დაავადებისას, ღვიძლის ქრონიკული დაზიანებებისას და ატროფიული გასტრიტებისას. უნგრეთში იწარმოება პრეპარატი "სირეპარი", რომელსაც ღებულობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღვიძლის ჰიდროლიზის გზით. იგი ასევე შეიცავს ვიტამინ B12-ს და ჰიდროლიზის სხვა პროდუქტებს. მას ნიშნავენ ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის და სხვადასხვა ტოქსიკოზებისას.

"ვიგერატინის" აბების შემადგენლობაში შედის ღვიძლის და პანკრეატინის ლიოფილიზირებული ექსტრაქტი. მას ნიშნავენ ქრონიკული ჰეპატიტებისას, პანკრეატიტებისას, გასტრიტებისას. ღვიძლის სხვადასხვა პრეპარატები ექსტრაქტების ან ლიზატების სახით გამოდის მრავალ ქვეყანაში: უნგრეთში - "ნეოპერჰეპარი", "ფერკუპარი", პოლონეთში - "ჰეპაზონი", დიდ ბრიტანეთში - "აბიონი".

1916 წელს მაკ-ლეონმა ძაღლის ღვიძლში აღმოაჩინა ნივთიერება ჰეპარინი (ბერძნული HEPAR - ღვიძლი). ოცი წლის შემდეგ მისი გამოყენება დაიწყეს სუფთა სახით კლინიკურ მედიცინაში. ჰეპარინი წარმოადგენს მჟავურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც ასრულებს ბუნებრივი ანტიკოაგულანტური ფაქტორის ფუნქციას ცხოველურ ორგანიზმში. ფიბრინოლიზინთან ერთად ის შედის, ფიზიოლოგიური, შედედების საწინააღმდეგო სისტემის შემადგენლობაში.

ჰეპარინს იყენებენ სხვადასხვა თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისა და თერაპიისათვის, სისხლის თხევადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, "სისხლის ხელოვნური მიმოქცევისა" და "ხელოვნური თირკმლის" აპარატებში. კიდურების ზედაპირული თრომბოფლებიტებისას იყენებენ ჰეპარინის მალამოს, რომლის წასმის შემდეგ ჰეპარინი თანდათანობით თავისუფლდება და ახდენს ხანგრძლივ მოქმედებას.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფილტვები ასევე წარმოადგენენ ნედლეულს პრეპარატ "ინგიტრილის" საწარმოებლად, რომელიც "პანტრიპინის" მსგავსად, ბლოკირებას უკეთებს პროტეოლიტური ფერმენტების აქტივობას და დაბლა სწევს სისხლის ფიბრინოლიტურ აქტივობას. მას ნიშნავენ მწვავე პანკრეატიტის დროს.
ცნობილია, რომ ძველ დროში ექიმები იყენებდნენ გულისგან დამზადებულ პრეპარატებს, მრავალი სნეულების სამკურნალოდ. ბოლო ათწლეულების გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გულის ქსოვილები შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. შემჩნეული იქნა, რომ გულის უჯრედები - კარდიოციტები გამოიმუშავებენ პეპტიდური ბუნების სპეციფიურ ჰორმონს, რომელიც 28 ამინომჟავისაგან შედგება. ამ ჰორმონის, რომელსაც უწოდეს "ატრიალური ნატრიურეტიული ფაქტორი", მოქმედების ადგილს წარმოადგენს თირკმელები, მათი ფილტრაციული აპარატი. ჰორმონი აძლიერებს ორგანიზმიდან წყლისა და ნატრიუმის გამოდევნას, ასევე დაბლა სწევს არტერიულ წნევას. უკანასკნელი ეფექტი განსაკუთრებითაა გამოხატული მაღალი არტერიული წნევისას.

გულის ჰორმონი მიღებული იქნა სინთეზური გზით. იგი გამოიყენება როგორც ანტაგონისტი ორი სხვა ჰორმონისა - "ალდოსტერონის" და "ვაზოპრესინის", იგი აჭარბებს, ამ მიზნით გამოყენებული, სხვა პრეპარატების ეფექტურობას. დღეისათვის დაპატენტებულია გულის პეპტიდის გამოყენება, როგორც შარდმდენი, ნატრიუმგამომყვანი, ასევე თირკმლის სისხლძარღვების გამაფართოებელი და გლუვი კუნთების მომადუნებელი საშუალება.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში უნგრეთში უშვებდნენ გულის ჰორმონს სახელწოდებით "კორგერმონი". იგი წარმოადგენდა ექსტრაქტს ხბოს გულისაგან და გამოიყენებოდა ცვლის პროცესების სტიმულაციისათვის გულის კუნთის უკმარისობისას.

რუსეთში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გულის ქსოვილებიდან, ღებულობენ ფერმენტულ პრეპარატს, "citoqrom C"-ს. ორგანიზმში ეს ფერმენტი მონაწილეობას ღებულობს ქსოვილური სუნთქვის პროცესებში. მის სტრუქტურაში შედის რკინა, რომელიც გადადის აღდგენილი ფორმიდან დაჟანგულში, რითაც აჩქარებს ჟანგვითი პროცესების მსვლელობას. ამ მიზნით იყენებენ citoqrom C-ს ასტმური მდგომარეობისას, გულის უკმარისობისას, სტენოკარდიისას, ინფექციური ჰეპატიტისას და ინტოქსიკაციებისას. citoqrom C შედის თვალის წვეთების "კატაქრომის" შემადგენლობაში, კატარაქტის მკურნალობისას, ასევე პრეპარატებში -"ვიტაფაკოლი" და "ვიტაიოდუროლი".

გარდა ამისა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გულისაგან ღებულობენ ნივთიერებას "კარდიოლიპინს" (დიფოსფატიდილგლიცერინი), რომელიც გამოიყენება ვასერმანის ცნობილი რეაქციისას სიფილისის დიაგნოსტირებისას.

თირკმელებიდან გამოყოფილია პეპტიდები - "ანგიოტენზინები", რომლებიც მაღლა წევენ არტერიულ წნევას, ასევე გლუკოპროტეინი "ერითროპოეტინი"- სისხლის წარმოქმნის სტიმულატორი.

ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყვეს ცილა - "ნერვების ზრდის ფაქტორი", ასევე "ეპიდერმალური ზრდის ფაქტორი".

თავის ტვინის ქსოვილებში და ზურგის ტვინის სითხეში აღმოჩენილია პეპტიდი, რომელიც შედგება რვა ამინომჟავისაგან და წარმოადგენს "ძილის ფაქტორს". ეს ნივთიერება იწვევს და ხელს უწყობს ძილს. ტვინში აღმოაჩინეს აგრეთვე პეპტიდები, რომლებიც სინთეზირდებიან სწავლის პროცესში, მათ უწოდეს "სწავლის ფაქტორი", ან "მეხსიერების ფაქტორი".

ტვინის ქსოვილებიდან გამოყვეს ოპიოიდური პეპტიდები "ენდორფინები" და "ენკეფალინები", რომლებიც, მორფინის მსგავსად, ხასიათდებიან ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ასევე განგაშის პეპტიდი, რომელიც შედგება 105 ამინომჟავისაგან.

ჩვენ დღეებში ცხოველთა მრავალი ორგანო არის ნედლეული სამკურნალო პრეპარატებისა, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონალურ და ჰორმონების მსგავს ნივთიერებებს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავისა და ზურგის ტვინისაგან ფარმაცევტულ მრეწველობაში ამზადებენ პრეპარატ "ცერებროლეციტინს" და "ლიპოცერებრინს", რომელთაც იყენებენ, როგორც გამამაგრებელ საშუალებას, ნერვული გამოფიტვის, ნევროზების, გადაღლისას. მათ გააჩნიათ ასევე ანტისკლეროტიული მოქმედება, სტიმულირებას უკეთებენ ცხიმოვან ცვლას. ტვინი ასევე წარმოადგენს "ქოლესტერინისა" და "ლეციტინის" მიღების წყაროს - ესენი თავის მხრივ ნედლეულია ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატისა და ცხიმისმაგვარი ნივთიერების "სფინგომიელინის"-ა.

ორაგულის ტვინიდან მიღებულია პრეპარატი, რომელიც სტიმულირებას უკეთებს ცხოველთა ზრდას (იაპონური განაცხადი N 58-134065).

საჭმლის მონელების უწესრიგობებისას, დისპეპსიებისას, გასტრიტებისას, რომელნიც მიმდინარეობენ დაბალი სიმჟავიანობით, ნიშნავენ ფერმენტ "პეპსინს", რომლის მიღების წყაროცაა ღორის კუჭის ლორწოვანი გარსი. მას ჩვეულებრივ მიშნავენ მარილმჟავასთან ერთად. ანალოგიური თვისებებით ხასიათდებიან "პეპსიდინი" (ღორის კუჭის ლორწოვანი გარსის ფერმენტაციული ჰიდროლიზის პროდუქტის ხსნარი მარილმჟავაში) და "აბომინი" (ღებულობენ ხბოს და ბატკნის კუჭის ლორწოვანი გარსისგან). ამავე დაავადებებისას ექიმები ხშირად რეკომენდაციას უწევენ ნატურალურ კუჭის წვენს, რომელთა მწარმოებლები არიან ძაღლების ჯანსაღი ინდივიდები. მას ღებულობენ ი. პავლოვის მეთოდით: კვერცხით კვების გზით, კუჭის ფისტულის საშუალებით.
დამწვრობებისა და ოპერაციების შემდგომი კელოიდური ქსოვილების დარბილებისა და გაწოვისათვის იყენებენ საქონლის თვალის მინისებურ სხეულს. პრეპარატებს მინისებური სხეულიდან, ნიშნავენ ნევრალგიების, რადიკულიტების და ძვლის მოტეხილობების შეზრდის დასაჩქარებლად.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყურის ახლოს მდებარე ჯირკვლებიდან ღებულობენ პრეპარატ "ტრასილოლს" (ტზალოლი) და "კონტრიკალს", რომელთა მოქმედ საწყისს წარმოადგენს პოლიპეპტიდი, ისეთი ფერმენტების ინაქტივატორი, როგორებიცაა "კალიკრეინი", "ტრიპსინი", "ფიბრინოლიზინი" და "ქიმოტრიპსინი".

ფერმენტი "გიალურონიდაზა" ხლეჩს გიალურონმჟავას, რომელიც თავისი მაღალი სიბლანტის წყალობით წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილების შემამჭიდროებელ ნივთიერებას. ეს ფერმენტი შედის პრეპარატების "ლიდაზასა" და "რონიდაზის" შემადგენლობაში, რომელიც მზადდება მსხვილფეხა რქოსანი პი-რუტყვის სათესლეებისაგან. მათი გამოყენების ძირითადი ჩვენებები: დამწვრობისა და ქირურგიული ოპერა-ციის შემდგომი კელოიდები, ანთებითი დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ კელოიდების წარმოქმნით.

სხვადასხვა სახის თევზების სპერმისაგან ღებულობენ ცილოვან პრეპარატს "პროტამინ სულფატს" რომელიც ახდენს სასარგებლო ეფექტს, ჰეპარინის სიჭარბით გამოწვეული სისხლდენებისას. პრეპარატი არის ჰეპარინის ანტაგონისტი.

სამკურნალო პრეპარატების მთელი არსენალი მიიღება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლისაგან. პირველ რიგში - ჰორმონი "ინსულინი", რომელსაც უნიშნავენ დიაბეტით დაავადებულებს. გარდა ამისა, მისგან ღებულობენ ძალზე მნიშვნელოვან ფერმენტულ პრეპარატებს: "ტრიპსინს", "ქიმოტრიპსინს", "ქიმოპსინს". ტრიპსინს გააჩნია ცილოვანი სტრუქტურა და პეპტიდური ბმების გაწყვეტის უნარი, ცილებისა და პეპტიდების მოლეკულებში. იგი წარმოიქმნება ძუძუმწოვრების კანქვეშა ჯირკვალში არააქტიური "ტრიპსინოგენის" სახით და ჩადის წვრილ ნაწლავში. სხვა ფერმენტის - "ენტეროკინაზის" გავლენით ხდება მისი გარდაქმნა აქტიურ ტრიპსინად. სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ მის თვისებებს, დახლიჩოს მკვდარი ქსოვილები, გაათხელოს ბლანტი ლორწოვანი და ჩირქოვანი გამონადენები. ჯანსაღ ქსოვილებში იმყოფება ტრიპსინის ინჰიბიტორი, ამიტომ მათზე ფერმენტი არ ახდენს ზემოქმედებას. ეს ფერმენტი შედის იმ კომპლექსური პრეპარეტების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენებიან საჭმლის არასრული მონელებისას: "ტრიფერმენტი", "კოტაზიმ-ფორტე". ქიმოტრიპსინი ასევე წარმოადგენს ცილების გამხლეჩ ფერმენტს. წარმოიქმნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სადაც იმყოფება არააქტიურ მდგომარეობაში, "ქიმოტრიპსინოგენის" სახით, რომელიც აქტიურდება ტრიპსინის გავლენით. ტრიპსინისაგან განსხვავებით ქიმოტრიპსინი აწარმოებს ცილის უფრო ღრმა ჰიდროლიზს, ის უფრო მდგრადია და ნელა ინაქტივირდება. ტრიპსინი ხლეჩს უპირატესად პეპტიდურ კავშირებს, რომლებიც წარმოქმნილია ამინომჟავებით "არგინინით" და "ლიზინით" ხოლო ქიმოტრიპსინი ხლეჩს პეპტიდურ კავშირებს წარმოშობილს არომატული ამინომჟავებით: "თიროზინით", "ტრიფპტოფანით", "მეთიონინით" და "ფენილალანინით".

ქიმოტრიპსინს იყენებენ იმავე დაავადებისას, რისთვისაც გამოყენებულია ტრიპსინი.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლიდან ასევე იღებენ ფერმენტულ პრეპარატებს - "რიბონუკლეაზებს" და "დეზოქსირიბონუკლეაზებს". ამ ცილებს გააჩნიათ ნუკლეინ მჟავების ჰიდროლიზების უნარი. მათ იყენებენ ჩირქის გათხელებისათვის, ასევე საშუალებად, რომელიც ხელს უშლის ისეთი ვირუსების გამრავლებას, რომლებიც შეიცავენ რიბონუკლეინ და დეზოქსირიბონუკლეინმჟავებს, კერძოდ, ჰერპესის ვირუსები და ადენოვირუსები.

კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფერმენტულ პრეპარატს, (სახელწოდებით "კოლაგენაზა"), რომელიც უპირატესად ხლეჩს კოლაგენურ ბოჭკოებს, იყენებენ დამწვრობისა და მოყინვის შემდგომი ფუფხის (ქერქის) და ნეკროტიზირებული ქსოვილების მოცილების დასაჩქარებლად, ასევე დიდხანს შეხორცებადი წყლულების სამკურნალოდ, ჩირქოვანი ნადებების გასაწმენდად.

ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან ღებულობენ სამკურნალო საშუალებას "ელასტოლიტინს", რომელსაც გააჩნია თვისება შეამციროს სისველის სიბლანტე და გააადვილოს მისი გამოყოფა სასუნთქი გზების დაავადებებისას. ის ხსნის ცილა "ელასტინს", რითაც ეწინააღმდეგება ოპერაციის შემდგომ შეხორცებათა გაჩენას.

კუჭქვეშა ჯირკვლიდან ამზადებენ პოლიპეპტიდური ბუნების პრეპარატს - "პანტრიპინს", რომელსაც გააჩნია სპეციფიური უნარი ბლოკირება გაუწიოს ტრიპსინის, ქიმოტრიპსინის, კალიკრეინის, პლაზმინის აქტივობას. მას იყენებენ მწვავე პანკრეატიტისას, როცა შეინიშნება ჩამოთვლილი ფერმენტების აქტივაცია და არის საშიშროება ჯირკვლის ქსოვილების თვითმონელებისა. ანალოგიური პრეპარატები გამოდიან სახელწოდებებით: "კონტრიკალი", "ტრასილოლი", "ტზალოლი", "გორდოქსი".

ქრონიკული პანკრეატიტებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის უკმარისობისას ნიშნავენ ფერმენტულ პრეპარატს, რომელსაც ღებულობენ ამ ორგანოსაგან - პანკრეატინისაგან. იგი შედის სამკურნალო საშუალებების: "პანზიტრიმის" და "დიგესტალის" (იუგოსლავია), "პანკურმენის", "მეზინფორტე"-ს (გერმანია) და "ფესტალის" (ინდოეთი) შემადგენლობაში. პანკრეატინი შედის, ასევე "ვიგერატინის" აბების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტების, პანკრეატიტების და გასტრიტების მკურნალობისას. კუჭქვეშა ჯირკვალი ასევე შეიცავს, არტერიული წნევის დამწევ, მთელ რიგ ფაქტორებს. ამ ნივთიერებებს გააჩნიათ ფერმენტაციული აქტივობა და ეწოდებათ "კალიკრეინები". ისინი ხლეჩენ პლაზმაში მყოფ ცილა "კინინოგენს" და გარდაქმნიან მას პოლიპეპტიდ "ბრადიკინინად", რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს.

რუსეთში, ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან ამზადებენ პრეპარატ "ანდეკალინს" და ნიშნავენ სისხლის წნევის დასაწევად. გერმანიაში იწარმოება სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს კალიკრეინს (კალიგენაზა), - "დილმინალი", რომელსაც გააჩნია (ანდეკალინის მსგავსი) არტერიული წნევის დამწევის ფუნქცია.

ჯანდაცვაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების მდიდარი წყაროა ცხოველთა სისხლი ან პლაზმა. ამ კატეგორიის წამლებს, პირველ რიგში მიეკუთვნება ე.წ. პარენტერალური კვების (ე.ი. ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილოვანი ნივთიერებების შეყვანა არა საკვებთან ერთად, არამედ სისხლძარღვების საშუალებით. როგორც წესი, მას იყენებენ წვეთოვანების სახით.) საშუალებები, ერთ-ერთი ასეთი პრეპარატის - "ჰიდროლიზინის" ხსნარს ღებულობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლის ცილების მჟავური ჰიდროლიზის გზით და გლუკოზის დამატებით. მას იყენებენ დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობენ ცილოვანი უკმარისობით, გაძლიერებული ცილოვანი კვების საჭიროებისას - საყლაპავზე და კუჭზე ოპერაციებისას, როცა კვება პირიდან შეუძლებელია.

ამავე მიზნით, ნიშნავენ პრეპარატ "ამინოპეპტიდს", რომელსაც ღებულობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლის ცილების ფერმენტაციული ჰიდროლიზით.

პრეპარატი "ამინოკროვინი" წარმოადგენს ადამიანის სისხლის ცილების ჰიდროლიზის პრდუქტს, რომელსაც ემატება გლუკოზა. ცილოვანი, პარენტერალური კვებისათვის ასევე იყენებენ პრეპარატ "ფიბრინოსოლს", რომელსაც ამზადებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლის ფიბრინის არასრული ჰიდროლიზის გზით. იგი შეიცავს თავისუფალ ამინომჟავებს და ცალკეულ პეპტიდებს.

ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებად, რომელსაც შეუძლია ანთებითი ინფილტრატების გაწოვა და ტკივილის შემცირება, იყენებენ ბიოსტიმულატორ "პოლიბიოლინს". მას ამზადებენ დონორული, რეტროპლაცენტარული და პლაცენტარული - ადამიანის სისხლის შრატებისაგან. როგორც ბიოგენურ სტიმულატორს, ასევე ნიშნავენ ადამიანის სისხლისაგან მიღებულ პრეპარატ - "პლაზმოლს". იგი ახდენს დესენსიბილაციურ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას: ნევრიტებისას, რადიკულიტებისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას.

ფერმენტული პრეპარატი "ფიბრინოლიზინი" მზადდება ადამიანის სისხლის პლაზმის პროფიბრინოლიზინის ტრიპსინით აქტივაციის გზით. ეს ცილოვანი ნივთიერება წარმოადგენს ორგანიზმის შედედების საწინა-აღმდეგო სისტემის ფიზიოლოგიურ კომპონენტს. მას გააჩნია თვისება გახსნას ფიბრინის ძაფები. და იყენებენ იმ დაავადებათა მკურნალობისას, რომლებიც მიმდინარეობენ სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნით.
დონორთა სისხლის პლაზმისაგან ღებულობენ სისხლდენის შემაჩერებელ პრეპარატ "ფიბრინოგენს". ის ასევე წარმოადგენს სისხლის ბუნებრივ შემადგენელ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს სისხლის შედედების ბოლო სტადიას - შესქელებათა წარმოქმნას. რუსეთში, გლიცერინით გაჯერებული ფიბრინოგენი გამოდის იზოგენური ფირის ("Фибринная пленка изогенная") სახით. დონორთა პლაზმა არის წყარო კიდევ ერთი სისხლშემაჩერებელი პრეპარატისა - "თრომბინისა", რომელიც ასევე ბუნებრივი კომპონენტია სისხლის შედედების სისტემისა, მას იყენებენ მხოლოდ ადგილობრივად, წვრილი კაპილარებიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

ჰემოროიდალური კვანძებიდან სისხლდენებისას ექიმები რეკომენდაციას უწევენ ანტისეპტიკურ, ბიოლოგიურ სანთლებს ("Свечи антисептические биологические"), რომელთა შემადგენლობაში შედის ხარის სისხლის პლაზმა თრომბოპლასტინით.

სისხლწარმოქმნის სტიმულაციის მიზნით ნიშნავენ "ჰემოსტიმულინის" აბებს, რომელიც შეიცავს მშრალ, საკვებ სისხლს.

იუგოსლავიაში უშვებენ ბიოგენურ პრეპარატ "სოლკოსერილ"-ს, რომელსაც ამზადებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლის ექსტრაქტაციის გზით. მას ნიშნავენ ინექციების ან საცხების სახით გაცვლითი პროცესების გაუმჯობესებისათვის და განკურნების დაჩქარებისათვის ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა ტროფიკული წყლულები, ნაწოლები, დამწვრობები, განგრენა და კანის გადანერგვა.

იმუნური რეაქციების დათრგუნვისათვის იყენებენ პრეპარატ "ანტილიმფოლინ კრ."-ს, რომელსაც იღებენ კურდღლის სისხლის ცილებისაგან, იმუნიზირებულს ლიმფოციტებით. იგი გამოიყენება შეუთავსებლობის რეაქციების შესაჩერებლად, ქსოვილთა და ორგანოთა გადანერგვისას.

ადამიანის სისხლის ლეიკოციტებისაგან ღებულობენ "ინტერფერონს", რომელსაც გააჩნია ანტივირუსული აქტივობა. ეს დაბალმოლეკულური ცილა აღმოჩენილი იქნა 1957 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ორგანიზმის დაცვის საქმეში ვირუსული ინფექციებისაგან.

ცნობილია, რომ ფეხმძიმობის დასადგენად ადრე იყენებდნენ მამრ ბაყაყებს, რომელთათვისაც შეყავდათ ფეხმძიმეს შარდი. დღეისათვის ფეხმძიმობის ჰორმონის - "ჰორიალური ჰონადოტროპინის" განსა-ზღვრისათვის გერმანიაში იწარმოება პრეპარატი "გრავიმუნი" - ლიოფილიზირებული ანტიშრატი ანტისხეულ-ებით ჰორიალური ჰონადოტროპინის მიმართ, რომელიც ვლინდება იმუნოლოგიური რეაქციის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ უამრავი პრეპარატი მიიღება ცხოველთა სისხლისაგან სხვადასხვა დაავადებათა გამომწვევების მიმართ მათი იმუნიზაციის შემდეგ, ესენია ე.წ. "ანტიშრატები". დღეისათვის ასეთი შრატებისაგან, ზოგიერთ შემთხვევაში ღებულობენ იმუნურ ცილებს გამა-გლობულინებს, რომლებიც არიან ანტისხეულები განსაზღვრული დაავადებების გამომწვევების მიმართ და მათ იყენებენ დამოუკიდებელ პრეპარატთა სახით. ასეთი სამკურნალო პრეპარატების რიცხვი ძალზე დიდია, ამიტომ არ შევჩერდებით მათ აღწერასა, მიღებასა და გამოყენებაზე.

ორგანოთერაპიის განვითარებისა და მისი თეორიული დასაბუთებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენდოკრინული ჯირკვლების აღმოჩენას. ცნებები, "შინაგანი სეკრეცია" და "შინაგანი საკრეციის ჯირკვლები", შემოტანილი იქნენ ფრანგი ფიზიოლოგის ბროუნ - სეკარის მიერ. ითვლება რომ ამ მეცნიერის მიერ ჩატა-რებული კვლევები იყო საფუძველი თანამედროვე ენდოკრინოლოგიისა. ბროუნ-სეკარის კვლევების საფუძვე-ლზე და მის შემდგომ დადგენილი იქნა, რომ ერთნი ხასიათდებიან სპეციალური გამომყვანი სადინარებით, რომელთა საშუალებითაც გამოიყოფიან გამომუშავებული ნივთიერებები (ლორწოვანი, ოფლის და სხვა) და იწოდებიან გარე სეკრეციის ჯირკვლებად. სხვა სახის ჯირკვლებს არ გააჩნიათ გამომყვანი სადინარები და გამომუშავებულ ნივთიერებებს გამოყოფენ უშუალოდ სისხლში, მათ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ეწოდე-ბათ. სეკრეტირებად ნივთიერებებს ეწოდათ ჰორმონები (ჰორმონების თემას საკითხის ზოგადი კონცეპტუა-ლიზაციისათვის ჩვენ შევეხეთ დასაწყისში, ახლა შევჩერდებით ჰორმონების სამკურნალო ასპექტებზე).
პირველი ჰორმონი აღმოჩენილი იქნა ბეილისის და სტარლინგის მიერ 1902 წელს და ეწოდა "სეკრეტინი". იგი მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ჰორმონებს - "ენტეროჰორმონებს". იგი შედგება 27 ამინომჟავისაგან და პროდუცირებადია თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავების უჯრედების მიერ. იგი სტიმულირებას უკეთებს, კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის თხევადი ნაწილის და კუჭში პეპსინის, სეკრეციას; ამასთან ხდება მარილმჟავას გამომუშავების შეზღუდვა. დღეისათვის განხორციელებულია სეკრეტინის მოლეკულის სინთეზი, მიუხედავად ამისა, პრაქტიკული მიზნებისათვის მას იღებენ ღორის ნაწლავიდან. სეკრეტინთანაა დაკავშირებული ჰორმონის ცნების შემოტანა, დღეისათვის გამოყოფილია ჰორმონთა დიდი რაოდენობა, რომელზეც მეტყველებს ქვემოთ მოტანილი ცხრილი 1.4.8.ა.




ენტეროჰორმონების მხოლოდ ჩამოთვლა დიდ ადგილს იკავებს. ესენია გასტრინი, ჰოლეცისტოკინინი, ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდი, გასტროინჰიბირებადი პეპტიდი (მას კიდევ უწოდებენ გლუკოზადამოკიდებულ ინსულინტროპულ პეპტიდს), ენტეროგლუკაგონი, პანკრეატიული პოლიპეპტიდი, მოლიტინი, ბომბეზინი, ნივთიერება "pi". გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან გამოყოფილი იქნა ჰორმონები, რომელნიც პირველად აღმოაჩინეს თავის ტვინში - ენდორფინები და ენკეფალინები.

თანდართული ფაილ[ებ]ი


"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#15 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 August, 2007 - 10:46

მართლაც საინტერესოა რასც წერთ უბრალოდ ამდენი დრო არ მაქ რომ აქ ვიკიტხო და თუ შეგიძლიათ მაილზე გადმომიგზავნოთ ეს მასალები. shavize@mail.ru
წინსწარ დიდი მადლობა.

#16 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 August, 2007 - 11:01

ენტეროჰორმონების მხოლოდ ჩამოთვლა დიდ ადგილს იკავებს. ესენია გასტრინი, ჰოლეცისტოკინინი, ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდი, გასტროინჰიბირებადი პეპტიდი (მას კიდევ უწოდებენ გლუკოზადამოკიდებულ ინსულინტროპულ პეპტიდს), ენტეროგლუკაგონი, პანკრეატიული პოლიპეპტიდი, მოლიტინი, ბომბეზინი, ნივთიერება "pi". გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან გამოყოფილი იქნა ჰორმონები, რომელნიც პირველად აღმოაჩინეს თავის ტვინში - ენდორფინები და ენკეფალინები.

დღეისათვის საექიმო პრაქტიკაში გამოიყენება ჰორმონ გასტრინის სინთეზური ანალოგი - "პენტაგასტრინი". ამ ნივთიერებას გააჩნია კუჭის სეკრეციის სტიმულირების უნარი და გამოიყენება კუჭის სეკრეტორული უნარისა და მჟავაწარმოქმნის ფუნქციათა განსაზღვრისათვის. იგი შედგება ხუთი ამინომჟავისაგან: N-ტრეტ-ბუთილოკსიკარბონილ- -ალანილ- L-ტრიპტოფილ- L-მეთიონილ- L-ასპარგინილ- L-ფენილალანილამიდისაგან.

ხანგრძლივი კვლევების შემდეგ სწავლულებმა შეძლეს დაედგინათ ჰორმონთა ქიმიური აგებულების საერთო პრინციპები და ჩამოაყალიბეს მათი კლასიფიკაცია (იხილეთ ვ. როზენის მიერ შედგენილი ცხრილი 1.4.8.ბ.).
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებადი ჰორმონია ინსულინი, რომლის უკმარისობა ორგანიზმში იწვევს შაქრიანი დიაბეტის დაავადებას. ეს დაავადება ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. დიაბეტი (ბერძნული DIABETES – გამოდინება, იგულისხმება სითხის გამოდინება) ხასიათდება შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფით, წყურვილით, პირის სიმშრალით, ავადმყოფის სწრაფი დაღლით. XVII საუკუნეში ცნობილმა ინგლისელმა ექიმმა თომას ვილისმა შენიშნა, რომ დიაბეტით დაავადებულის შარდი ტკბილი გემოსია. ასი წლის შემდეგ მეორე ინგლისელმა ექიმმა დობსონმა დაადგინა რომ სიტკბო განპირობებულია გლუკოზის მაღალი შემცველობით. ამიტომ შემდგომში ასეთ დიაბეტს უწოდეს შაქრიანი. ურთიერთკავშირი დიაბეტის განვითარებასა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას შორის დადგენილი იქნა 1889 წელს გერმანელი მეცნიერების ი. მერინგის და ო. მინკოვსკის მიერ. სწავლობდნენ რა კუჭქვეშა ჯირკვლის როლს საჭმლის მონელების პროცესებისას, ისინი უღებდნენ ამ ორგანოს ძაღლებს და აკვირდებოდნენ მათ მდგომარეობას. ცხოველები ძალზე სწრაფად იღუპებოდნენ, მათმა მომვლელმა შენიშნა, რომ ძაღლებს ოპერაციის შემდეგ დიდი რაოდენობით ბუზი ესეოდა, რომელთაც, როგორც შემდგომში დაადგინეს, იზიდავდა შარდთან ერთად გამოყოფილი შაქარი.

იმთავითვე საინტერესო იყო კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის როგორი დარღვევები იწვევდნენ დიაბეტს. XIX საუკუნის ბოლოს შინაგანი საკრეციის მოძღვრების განვითარებასთან დაკავშირებით, მკვლევარებს გაახსენდათ გერმანელი მეცნიერის პ. ლანგერგანსის 1869 წელს გამოქვეყნებული შრომა, სადაც მან აღმოაჩინა, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის სიღრმეში განლაგებულნი არიან უჯრედთა პატარა გროვები, რომლებიც კუნძულებს მოგვაგონებენ, ისინი სამეცნიერო ტერმინოლოგიაში შევიდნენ "ლანგერგანსის კუნძულების" სახელწოდებით. გამოთქმული იყო აზრი, რომ სწორედ ამ "კუნძულებთანაა" დაკავშირებული დიაბეტის წარმოშობა, რომ ისინი ასრულებენ ენდოკრინულ ფუნქციას. საბოლოოდ ეს დადგინდა 1902 წელს რუსი ფიზიოლოგის ლ. სობოლევის მიერ. საცდელ ცხოველებს, რომელთაც უკვანძავდნენ კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარს ეწყებოდათ ამ ორგანოს და მისი იმ ელემენტების ატროფია, რომლებიც გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ წვენებს. ამასთან ლანგერგანსის კუნძულები არ იცვლებოდნენ და ცხოველებს დიაბეტი არ უვითარდებოდათ. ლ. სობოლევმა დაადგინა წინამორბედთა წარუმატებლობის მიზეზი, რომელნიც ცდილობდნენ გამოეყოთ აქტიური ნივთიერება, რომელიც იშლება კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებით. აქტივობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ამ ორგანოს ძირითადი ნაწილის ფუნქციონირების შეწყვეტა.

მრავალი წლის განმავლობაში, კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის გამოყოფის მცდელობები წარუმატებელი იყო. ამ ჯერ კიდევ გამოუყოფელ ნივთიერებას უწოდეს ინსულინი (ლათინურიდან INSULA- კუნძული). მისი მიღება 1921 წელს (როგორც თავში იყო აღნიშნული) დაკავშირებულია კანადელი ფიზიოლოგის ფრედერიკ ბანტინგის სახელთან. ამ ჰორმონის აგებულება დადგენილი იქნა 30 წლის შემდეგ ინგლისელი ბიოქიმიკოსის ფრიდერიკ სანჯერის მიერ, კიდევ 10 წლის შემდეგ ფ. სანჯერმა განსაზღვრა ამინომჟავათა მიმდევრობა ინსულინის ფორმულაში (C254H337N65O75S6).

ინსულინის მოლეკულის სივრცული აგებულება, რენტგენოსტრუქტურული კვლევების მეთოდებით (2,8 Å-ის სიზუსტით) დაადგინა ნობელის პრემიის ლუარეატმა ინგლისელმა მეცნიერმა დოროთი კროუფუტ-ჰოჯკინმა. მის მიერ მიღებული ელექტრონული სიმკვრივის რუკაზე კარგად ჩანს ორივე პოლიპეპტიდური და ნაწილი გვერდითი ჯაჭვებისა.


იხილე გამოხმაურებაPavle Shavidze, Aug 11 2007, 10:46 AM -ში, განაცხადა:

მართლაც საინტერესოა რასც წერთ უბრალოდ ამდენი დრო არ მაქ რომ აქ ვიკიტხო და თუ შეგიძლიათ მაილზე გადმომიგზავნოთ ეს მასალები. shavize@mail.ru
წინსწარ დიდი მადლობა.


ეს შრომა ახლა გადამყავს უნიკოდში კონფერენციაზე განთავსების მიზნით და იმის იმედით, რომ საქართველოსაც ოდესმე ეღირსება მრეწველობის ფარმსეგმენტის აღდგენა და საკუთარი, ლიცენზირებული, სამკურნალო პრეპარატების(და არა ჯენერიკების) წარმოება...
წიგნის უნიკოდში გადაყვანას რომ დავამთავრებ, მეილზეც მაშინ გადმოგიგზავნი...

დოროთი კროუფუტ-ჰოჯკინის კვლევებმა ბიძგი მისცა ინსულინის სინთეზის მეთოდების შემუშავებას. ინსულინის სინთეზმა დაამტკიცა რომ მის მოლეკულას აქვს მასა 6733 და შედგება 51 ამინომჟავისაგან, რომლებიც ქმნიან ორ პოლიპეპტიდურ ჯაჭვს: ჯაჭვი A შედგება 21, ხოლო ჯაჭვი B - 30 ამინომჟავისაგან. შესწავლილი იქნა არა მარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა ინსულინი.

თანდართული ფაილ[ებ]ი


"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#17 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 August, 2007 - 12:05

ადამიანის ინსულინი, თავისი სტრუქტურით, ახლოს დგას ღორის, ძაღლის, ვეშაპის და კურდღლის ჰორმონთან და განსხვავდება მხოლოდ ერთი ამინომჟავით. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინსულინი ადამიანის ინსულინისაგან განსხვავდება სამი ამინომჟავით. ფრინველების, თევზების და ზღვის გოჭების ინსულინის აგებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის ინსულინის სტრუქტურისაგან.

ჰორმონი ინსულინი არის პირველი ცილა, რომლის სტრუქტურაც იქნა გაშიფრული და პირველი ცილა, რომლის სინთეზირებაც შეძლეს. დღეისათვის მისი ძირითადი მასა გამომუშავდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის კუჭქვეშა ჯირკვლებიდან და აღწევს რამოდენიმე ტონას წელიწადში.

დღეისათვის ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 2% იტანჯება დიაბეტით, ამ ავადმყოფთა დაახლოებით 20%-ს ინსულინის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. არსებობს რამოდენიმე სერიოზული მიზეზი რის გამოც მიზანშეწონილია მსხვილმაშტაბიანი საწარმოო მეთოდების შემუშავება და ადამიანის ინსულინის წარმოება. ეს მიზეზებია: უპირატესობები მკურნალობისას (კლინიკური მეთოდები, შედეგები) მეცნიერების განვითარების მოთხოვნები, ემოციური ფაქტორები, კომერციული მოსაზრებები.
როგორც ცნობილია ცხოველური (ძროხა, ღორი) ინსულინი განსხვავდება თავისი ამინომჟავური თანამიმდევრობით ადამიანის ინსულინისაგან, რომელიც ნაკლებად იმუნოგენურია ვიდრე ცხოველური ინსულინი - ეს ბუნებრივია რადგან დიაბეტით დაავადებულისათვის ადამიანის ინსულინი არ წარმოადგენს უცხო ცილას.

ინსულინის რიგმა მწარმოებლებმა, ამერიკული ფირმა ELI LILLY & Co.--ის მეთაურობით, ადამიანის ინსულინის წარმოებისათვის გამოიყენეს რეკომბინატული დნმ-ის ტექნოლოგია.
ELI LILLY & Co.- და ფირმა GENENETECH Inc. თანამშრომლობით შეიმუშავეს ადამიანის ინსულინის წარმოების სქემა, ნაწლავური ჩხირის E. coli--ის ბაზაზე დნმ-ის რეკომბინატული ტექნოლოგიის გამოყენებით.
იმავე რეკომბინატული დნმ-ის ტექნოლოგიით იწარმოებიან ინტერფერონები, ზრდის ჰორმონი, ვაქცინები და ფერმენტები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ლანგერგანსის კუნძულები შედგებიან ორი სახის უჯრედებისაგან: alpa და beta; დადგენილი იქნა, რომ ინსულინს გამოიმუშავებს beta-უჯრედები, ხოლო alfa-უჯრედებში ხდება ბიოსინთეზი სხვა ჰორმონისა - ინსულინის ანტაგონისტისა, რომელსაც უწოდეს "გლუკაგონი". იგი არის პეპტიდი, მოლეკულური მასით 3500 და შედგება 29 ამინომჟავისაგან.

ჰიპოფიზის ჯირკვალი მდებარეობს თავის ტვინის ფუძეში ე.წ. "თურქულ უნაგირში". მისი ზომებია: განივკვეთი - 14 მმ., სიმაღლე - 12 მმ., მასა - 0,5 გრ. ჰიპოფიზი შედგება სამი ძირითალი ნაწილისაგან: წინა, შუა და უკანა ნაწილებისაგან. წინა და შუა წილები შედგებიან სპეციფიური, ეპითელიალური უჯრედებისაგან და იწოდებიან `ადენოჰიპოფიზად~, ხოლო უკანა წილი შედგება ნერვული უჯრედებისაგან და ეწოდება "ნეიროჰიპოფიზი".

ჰიპოფიზის წინა წილში ხდება შემდეგი ჰორმონების გამომუშავება: ორგანიზმის ზრდის ჰორმონი - "სომატოტროპინი"; ფარისებრი ჯირკვლის აქტივატორი - "თიროტროპინი"; თირკმელზედა ჯირკვლის აქტივატორი - "კორტიკოტროპინი"; სასქესო ჯირკვლების მოქმედების მაკონტროლებელი "ჰონადოტროპული" ჰორმონები - ფოლიკულამასტიმულირებელი და მალუთეინიზირებადი; რძის გამოყოფის სტიმულატორი -"პროლაქტინი"; ცხიმების ცვლის მარეგულირებელი - "ლიპოტროპინი".

ჰიპოფიზის შუა წილში მიმდინარეობს "მელანოტროპინის" ბიოსინთეზი (ჰორმონი სტიმულირებას უკეთებს პიგმენტის წარმოქმნას), ხოლო უკანა წილში მიმდინარეობს ანტიდიურეტიული ჰორმონის "ვაზოპრესინის" და საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულატორის "ოქსიტოცინის" ბიოსინთეზი.

ადენოჰიპოფიზის პეპტიდური ჰორმონებიდან პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა ადრენოკორტიკოტროპულმა ჰორმონმა, რომელიც ახდენს სტიმულატორულ გავლენას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე. მას ღებულობენ ღორის და მსხვილფეხა რქოსანთა ჰიპოფიზისაგან და ასუფთავებენ სხვა ჰორმონებისაგან. დღეისათვის იწარმოებიან ჰორმონები, რომლებიც მიღებულნი არიან სინთეზური გზით: "ჰუმაქტიდი" (უნგრეთი) და "სინაკტენი" (შვედეთი). ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების მოქმედება ძალზე ჰგავს გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ფუნქციონირებას და გამოიყენებიან იმავე დაავადებებისას, რისთვისაც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები.

მსხვილფერა რქოსანი პირუტყვის და ღორის ჰიპოფიზებისაგან ღებულობენ ლაქტოტროპულ ჰორმონს - "ლაქტინს", რომელიც ხელს უწყობს რძის გამოყოფის გადიდებას სარძევე ჯირკვლებიდან. ეს ჰორმონი წარმოადგენს ცილას, მისი მოლეკულა შედგება 189-199 ამინომჟავისაგან და გააჩნია მასა 20000.
ადამიანისა და ცხოველების პროლაქტინებს შორის არის გარკევეული განსხვავება. ადამიანის ჰორმონთან სტრუქტურით ყველაზე ახლოსაა ღორის პროლაქტინი. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰიპოფიზის შუა წილიდან იმწარმოება "ინტერმედინი", რომელსაც იყენებენ წვეთების სახით, თვალის ბადურის დაავადებებისას.

ჰიპოფიზის უკანა წილიდან ადრე ღებულობდნენ პრეპარატებს: "პიტუიტრინს", "ადიურეკრინს" და "მამოფიზინს", რომელნიც შეიცავდნენ ოქსიტოცინის და ვაზოპრესინის ჰორმონებს ჯამური სახით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაზოპრესინის ბიოსინთეზის დარღვევა იწვევს დაავადებას, რომელსაც უშაქრო დიაბეტი ჰქვია. ეს ჰორმონი აძლიერებს წყლის შეწოვას თირკმლის დაკლაკნილი არხებით, მაღლა წევს არტერიულ წნევას და ავიწროებს კაპილარებს. ოქსიტოცინის ძირითალი ფარმაკოლოგიური თვისებაა საშვილოსნოს (განსაკუთრებით ორსულობისას) მუსკულატურის ძლიერი შეკუმშვის გამოწვევა. ის ამაღლებს ასევე რძის სეკრეციას, აძლიერებს რა პროლაქტინის გამომუშავებას. ორივე ჰორმონი (ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი) მსგავსი ციკლური სტრუქტურისაა და შედგებიან 9 ამინომჟავისაგან.

თუ ჰიპოფიზის ჰორმონები არეგულირებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, ტვინის ერთ-ერთ წარმონაქმნში `ჰიპოტალამუსში~ აღმოაჩინეს ნივთიერებები, რომლებიც არეგულირებენ თავად ჰიპოფიზის მოქმედებას. ჰიპოტალამუსი, ანუ როგორც მას სხვანაირად უწოდებენ "ბორცვების ქვედა არეს", მდებარეობს თავის ტვინის ფუძეში, ე.წ. "მხედველობითი ბორცვების" ახლოს. იგი მცირე წარმონაქმნია,, რომელიც იწონის მხოლოდ 4 გრამს, და შეიცავს 32 წყვილ ბირთვს (სპეციფიური ნერვული უჯრედების შეჯგუფება). ჰიპოტალამუსის ნერვული უჯრედები პროდუცირებენ, ჰორმონების მსგავსი ე.წ. "რეალიზებადი ფაქტორებით", რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპოფიზიდან ტროპული ჰორმონების გამოყოფას. ჰიპოტალამუსიდან რილიზინგ-ფაქტორები სისხლით მიეწოდება ჰიპოფიზს. მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე ეს ნივთიერებები იწოდებიან "ლიბერინებად" (ლათინური LIBERO- განთავისუფლება) ან "სტატინებად" (ლათინური STATUM - შეჩერება).

დღეისათვის ცნობილია ცხრა ჰიპოტალამიური ფაქტორი აქედან გაშიფრულია მხოლოდ შვიდი მათგანის სტრუქტურა: "სომატოლიბერინი", "სომატოსტატინი", "კორტიკოლიბერინი", "ჰონადოლიბერინი", "მელანოლიბერინი", "მელანოსტატინი" და "თიროლიბერინი". არ არის დადგენილი "პროლაქტოლიბერინის" და "პროლაქტოსტატინის" აგებულება. ყველა რილიზინგ-ფაქტორები პეპტიდებია, რომლებიც შეიცავენ, შედარებით მცირე რაოდენობით, ამინომჟავებს. ყველაზე მეტ ამინომჟავას შეიცავს სომატოლიბერინი - 44, ხოლო ყველაზე ცოტას - თიროლიბერინი და მელანოსტატინი - სამ-სამი ამინომჟავა. ზემოთ აღნიშნულმა შექმნა პირობები ჰიპოტალამური ფაქტორების სინთეზისა და ანალოგების მიღებისა. ყოფილ სსრკ-ში გამოდიოდა სინთეტური თიროლიბერინი, რომელიც არის პროლაქტინის სეკრეციის ძლიერი სტიმულატორი. მას ასევე იყენებენ, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ფორმის დაავადებათა დიაგნოსტირებისათვის და პროლაქტინის რეზერვის განსაზღვრისათვის ქალების ჰიპოფიზში, რძის უქონლობისას. ეს პრეპარატი გამოდი-ოდა სახელწოდებით "რიფათიროინი". თუ ჰიპოფიზს ხშირად უწოდებენ ენდოკრინული სისტემის დირიჟორს, ყოველი ენდოკრინული ჯირკვალი, ამ ორკესტრში, ასრულებს რთულ და საპასუხისმგებლო პარტიას.

უძველესი დროიდან ცნობილი იყო ორი დაავადება: ჩიყვი და კრეტინიზმი. 1840 წელს გერმანელმა ექიმმა კარლ ბაზედოვმა აღწერა დაავადება, რომლის ძირითადი ნიშნები იყო ჩიყვი, თვალების გადმოკარკვლა და გულის ცემის გახშირება. იმ დროს ამ დაავადებას შეცდომით აკუთვნებდნენ გულის დაავადებას. მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს დაავადება დაკავშირებულია ფარისებრ ჯირკვალთან, რომელიც მდებარეობს სასუნთქი ყელის წინ და გვერდებზე. ჯირკვლის გადიდება, მისი ფუნქციის გაზრდა იწვევს დაავადებას, რომელიც აღწერა კ. ბაზედოვმა. ჯირკვლის ამოღება ან მისი ატროფია მოზრდილ ადამიანებში და ცხოველებში იწვევს მძიმე დაავადებას, რომელიც იწოდება "მიქსედემ"-ად. თუ ეს ხდება ბავშვობაში, მაშინ ვითარდება კრეტინიზმი. დადგენილი იქნა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები "თიროქსინი" და "ტრიიოდთირონინი" ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის ძირითად პროცესებში. კერძოდ ჟანგბადის გამოყენებაში, ასევე ნერვული სისტემის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. ისინი გამოყოფილნი და შესწავლილ იქნა, დაადგინეს მათი სტრუქტურა. ეს ჰორმონები წარმოადგენენ ამინომჟავა თიროზინის წარმოებულებს და შეიცავენ თავიანთ მოლეკულაში იოდს. მათი სტრუქტურა დამტკიცებული იქნა ქიმიური სინთეზით. დღეისათვის გამოდის სინთეზური პრეპარატები: "თიროქსინი", "ტრიიოდთირონინი" და კომბინირებული "თირეოკომბი".

ძველთაგანვე შემჩნეული იყო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას, ცხოველებისაგან მიღებულ ამ ორგანოს უნიშნავდნენ საკვებთან ერთად, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ავადმყოფის მდგომარეობას. ამ მეთოდს არ დაუკარგავს აქტუალობა დღესაც, ოღონდ ავადმყოფებს უნიშნავენ არა ცხოველთა ფარისებურ ჯირკვალს, არამედ პრეპარატ "თირეოიდინს", რომელსაც ღებულობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის ფარისებრი ჯირკვლისაგან.

ფარისებურ ჯირკვალში ასევე გამომუშავდება ჰორმონი "კალციტონინი", ცილა, რომელიც შედგება 136 ამინომჟავისაგან. ეს ჰორმონი იწვევს სისხლის პლაზმაში კალციუმისა და არაორგანული ფოსფორის კონცენტრაციის შემცირებას, ასევე ახდენს ზემოქმედებას სისხლის მინერალურ ნაწილზე. დღეისათვის კალციტონინებს ღებულობენ ღორის ფარისებრი ჯირკვლისაგან. კალციტონინი არის ანტაგონისტი პარათირეოიდული ჰორმონისა (პარათჰორმონისა), რომელიც ახდენს გავლენას კალციუმის ცვლაზე. იგი ასევე წარმოადგენს ცილოვან ნივთიერებას, შედგება 84 ამინომჟავისაგან და გამომუშავება პარაფარისებრი ჯირკვლის განსაკუთრებულ უჯრედებში, რომლებიც მდებარეობენ ფარისებრი ჯირკვლის გვერდებზე პატარა წარმონაქმნების სახით. მისი აგებულება ადამიანის და ცხოველთა შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. დღეისათვის ადამიანის პარათჰორმონი სინთეზირებულია.

ორგანიზმში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თირკმელზედა ჯირკვლები, რომლებიც პირველად აღწერა, როგორც დამოუკიდებელი ორგანოები, იტალიელმა ანატომმა ბართოლომეო ევსტაქიმ 1563 წელს. 300 წლის შემდეგ ინგლისელმა ექიმმა თომას ადისონმა მიუთითა, რომ ეს ორგანოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან და მათი ამოკვეთა, ცხოველებში, იწვევს სიკვდილს. დაავადებას, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის გამო ვითარდება, ეწოდება "ბრინჯაოს" ანუ "ადისონის" დაავადება, ხოლო მათი ფუნქციის გაძლიერება იწოდება "იცენკო-კუშინგის" დაავადებად. ისევე, როგორც სხვა ორგანოებიდან, თირკმელზედა ჯირკვლებიდან ამზადებდნენ სხვადასხვა პრეპარატებს, მაგალითად "კორტინს" და "კორტიკოტონინს" რომელთაც ჩვენ დრომდე არ მოუღწევიათ. თირკმელზედა ჯირკვლიდან თავისუფალი სახით რომ მიეღოთ ჰორმონები, საჭირო იყო ტიტანური შრომა. 1953 წელს რ. სიმსონმა და ჯ.ტაიტმა 21 მგ. ალდოსტერონის კრისტალების გამოყოფისათვის გადაამუშავეს 500 კგ. ხარის თირკმელზედა ჯირკვალი.

აღსანიშნავია, რომ თირკმელზედა ჯირკვალი რთული აგებულებისაა. იგი შედგება ორი შრისაგან- ქერქისებური და ტვინისებური. ქერქოვანი შრე, თავის მხრივ შედგება სამი ზონისაგან: ბოლქვისებური, კონასებური და ბადისებური. თირკმელზედა ჯირკვლის ყველა სტრუქტურული დანაყოფი გამოყოფს განსაზღვრული სახის სფეციფიკურ ნივთიერებებს. ქერქოვანი შრის ბოლქვისებურ და კონასებურ ზონებში სინთეზირდება ე.წ. გლუკოკორტიკოიდები - "ჰიდროკორტიზონი" და "კორტიკოსტერონი", რომლებიც სხვადასხვა ცხოველებში, სხვადასხვა პროპორციებით გამომუშავდება. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ბადისებურ ზონაში მიმდინარეობს ბიოსინთეზი კიდევ ერთი ჰორმონისა - "ალდოსტერონისა"; სწორედ მისი არქონა ორგანიზმში, თირკმელზედა ჯირკვლების ამოღების შემდეგ ცხოველებში იწვევს მინერალური ცვლის სერიოზულ დარღვევებს და ლეტალურ შედეგს. ალდოსტერონის წინამორბედის "დეზოქსიკორტიკოსტერონის" შეყვანა ცხოველთა ორგანიზმს იცავს დაღუპვისაგან.

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების საფუძველზე შექმნილია ფარმაცევტული პრეპარატების დიდი რაოდენობა, როგორც შინაგანი (ინექციები), ასევე გარეგანი (საცხები) გამოყენებისა. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პრეპარატები აღმოჩნდნენ ძალზე ეფექტურნი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ, ასევე რევმატიზმის, ბრონქიალური ასთმის, სახსრების დაავადების და კანის ზოგიერთი დაავადებისას. კანადელმა მეცნიერმა კ. სელიემ, სტრესის შესახებ სწავლების ავტორმა, დაამტკიცა, რომ თირკმელზედა ჯირკვალი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ექსტრემალურ პირობებში ორგანიზმის დაცვის რეაქციებში.
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე წარმოადგენს ორი ჰორმონის - ადრენალინის და ნორადრენალინის გამომუშავების ადგილს.

ადრე ადრენალინს ღებულობდნენ თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილებისაგან, ხოლო თანამედროვე პირობებში კი - სინთეზური გზით. ამ ჰორმონს იყენებენ როგორც სისხლძარღვების შემავიწროებელ და წნევის ამწევ საშუალებას. ნორადრენალინი განსხვავდება ადრენალინისაგან უფრო ძლიერი სისხლძარღვშემავიწროებელი მოქმედებით და ნაკლები გავლენით გულის მოქმედებაზე და ცვლის პროცესებზე, კერძოდ არ ახდენს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გამოხატულ მომატებას, რაც შეიმჩნევა ადრენალინის შეყვანისას.

გაშიფრული იქნა ასევე სასქესო ჰორმონების სტრუქტურა. დღეისათვის მამაკაცის (ანდროგენები) და ქალის (ესტროგენები) სასქესო ჰორმონები გამოყოფილია სუფთა სახით და დამუშავებულია მათი სინთეზის მეთოდები. სასქესო ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია მამაკაცური სასქესო ნიშნების გამოვლენაზე, ეწოდება "ტესტოსტერონი". XX-ს 80-იან წლებში დადგინდა, რომ ტესტოსტერონი მოხვდება რა მის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილებში (სამიზნე-ორგანოები), გარდაიქმნება კიდევ უფრო აქტიურ ნაერთად - "5 alfa- დიჰიდროტესტოსტერონად".

სასქესო ჰორმონებს იყენებენ სასქესო ჯირკვლების უკმარისობისას, მეორეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობისას და დასუსტებული, მოხუცი მამაკაცებისათვის. შექმნილია მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოებულები, რომლებიც ახდენენ დასუსტებული ორგანიზმის ცილოვანი ცვლის სტიმულაციას, მისი (ცილოვანი ცვლის) ნორმალიზაციის გზით. განსაკუთრებით ხშირად ამ მიზნით გამოიყენებოდა "მეთანანდროსტენოლონი" (ნერობოლი).

ქალის სასქესო ჯირკვლებიდან გამოყოფილი იქნა რამდენიმე სტეროიდული ნაერთი. ძირითადი, ყველაზე აქტიური ესტროგენია - "ესტრადიოლი". მას სხვადასხვა პრეპარატების სახით იყენებენ სამკურნალო პრაქტიკაში ქალის სასქესო ფუნქციის დარღვევისას. ჰორმონი "ესტრონი (ფოლიკულინი)" ასევე გამოიყენება პრაქტიკულ ჯანდაცვაში. ფოლიკულინს ადრე ღებულობდნენ ორსული ქალების შარდისაგან, სადაც მისი შემცველობა ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება.

გარდა ესტროგენებისა, ქალის სასქესო ჰორმონებს მიეკუთვნება ასევე "პროგესტერონი", რომლის ფარმაკოლოგიური პრეპარატები დღესაც გამოიყენებიან.

1957 წელს აღმოჩენილი იქნა ბიოლოგიურად უჩვეულოდ აქტიური ნივთიერებები, რომელთაც "პროსტაგლანდინები" უწოდეს. ამ აღმოჩენის ისტორია ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იწყება, როცა ინგლისელმა და შვედმა მეცნიერებმა დაიწყეს წინამდებარე ჯირკვლის ექსტრაქტების და სათესლე სითხის გავლენის გარკვევა გლუვი მუსკულატურის შეკუმშვის აქტივობაზე. თავდაპირველად გამოყოფილი და შესწავლილი იქნენ ორი სახის პროსტაგლანდინები: PG-E1 და PG-E1alfa. დადგენილი იქნა, რომ ეს ნაერთები წარმოადგენენ პოლიგაუჯერებელი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების ჰიდროქსილირებულ ციკლურ წარმოებულებს. ცოცხალ ორგანიზმში მისი ბიოსინთეზისას საწყის ნივთიერებებად გვევლინებიან არაქიდინ-, ეიკოზატრიენ- და ეიკოზაპენტაენმჟავები. პროსტაგლანდინები ხასიათდებიან ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრით. მონაწილეობენ ჰომეოსტაზის უზრუნველმყოფი ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში. ისინი გავლენას ახდენენ ზოგიერთი ჰორმონების სინთეზზე, გლუვი მუსკულატურის აქტივობაზე, შარდის გამოყოფაზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციაზე, სისხლის კოაგულაციაზე.

პროსტაგლანდინები ღებულობენ მონაწილეობას ჩასახვაში, ორსულობაში, მშობიარობაში, სასქესო ჰორმონების გამომუშავებაში ასევე შეუძლიათ არტერიული წნევის, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, ანთებითი რეაქციების მიმდინარეობის ცვლილება.

განსაკუთრებით ფართო პერსპექტივები გაჩნდა სამეანო პრაქტიკაში პროსტაგლანდინების გამოყენებისა, როცა უგანდელმა ექიმმა სულთან ქერიმმა, 1968 წელს პირველად, გამოიყენა ეს ნივთიერებები, ინტრავენური შეყვანით, სუსტი სამშობიარო ფუნქციის ქალებისათვის და მიიღო კარგი სამკურნალო ეფექტი. კლინიკურ პრაქტიკაში, ისინი პირველად გამოიყენეს, როგორც ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალება - მშობიარობის გამაიოლებელი. მოგვიანებით მათი გამოყენება დაიწყო როგორც სააბორტო საშუალებებისა ორსულობის არანორმალურად მიმდინარეობისას.



პროსტაგლანდინების სინთეზი, მიუხედავად მათი ქიმიური აგებულების მოჩვენებითი სიმარტივისა, არის რთული და არარენტაბელური პროცესი. მართალია, ისინი გამოიყენებიან მიკროდოზებში. 1 კგ. სინთეზური პროსტაგლანდინი XX- ს. 90-იანი წლებისათვის მსოფლიო ბაზარზე ღირდა დაახლოებით 3 000 000 აშშ დოლარი. ამის გამო დაიწყო პროცესი ამ ნივთიერების ბუნებრივი წყაროს ძიებისა. როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მიიღეს ძვირადღირებული სინთეტური პროსტაგლანდინების E1 და F1alfa-ის ნიმუშები, გაჩნდა პირველი ცნობები მათი ახალი წყაროს აღმოჩენასთან დაკავშირებით - კარიბის ზღვის გორგონის მარჯნები, მათგან მიღებულ პროსტაგლანდინთა ღირებულება შეადგენდა სინთეზურის ღირებულების 5%-ს.

დიდი ხანი არაა, რაც აღმოაჩინეს ნივთიერებები, რომელთა არსებობაც ნაწინასწარმეტყველები იყო. ცნობილი იყო, რომ ალკალოიდი მორფინი უკავშირდება შუამდებარე ტვინის სპეციფიურ რეცეპტორებს. ასეთი რეცეპტორების არსებობა იძლეოდა იმის დაშვების საშუალებას, რომ ისინი (სპეციფიური რეცეპტორები) არსებობენ არა გარედან შეყვანილი ნარკოტიკებისათვის, არამედ ორგანიზმში გამომუშავებული რომელიღაც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისათვის. ამიტიომ ოპიოიდური რეცეპტორების აღმოჩენის კვალდაკვალ რადიორეცეპტორული მეთოდების დახმარებით გამოყოფილი იქნენ ე.წ. ენდოგენური ოპიოიდები - "ენკეფალინები" და "ენდორფინები". ისინი არიან ჰორმონ "beta-ლიპოტროპინის" წარმოებულები, რომელსაც გამოყოფს ჰიპოფიზი და შედგება 91 ამინომჟავისაგან, დღეს უკვე გამოყოფილია alfa-, beta- და gama- ენდორფინები. დადგენილია, რომ alfa-ენდორფინი იწვევს ნერვული სისტემის ფუნქციის მკვეთრ დამუხრუჭებას, beta - ენდორფინი ამცირებს ტკივილის გრძნობას, ხსნის ნარკოტიკული შიმშილისას მათ (ნარკოტიკების) მიმართ მიდრეკილებას, gama- ენდორფინი განაპირობებს აგრესიულ ქცევას. ამავე დროს ნაჩვენები იქნა, რომ თუ gama-ენდორფინში არ არის ამინომჟავა თიროზინი, მოლეკულა იძენს ნეიროლეპტიკის (დამაწყნარებელი საშუალების) თვისებებს. ყველაფერი ეს იძლევა დიდ პერსპექტივებს ენდორფინების სტრუქტურის ბაზაზე ახალი პრეპარატების შექმნისა.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მრავალი სწავლულის ძალისხმევა მიმართული იყო, იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოს - თიმუსის (ჩანგლისებური ჯირკვალი) ჰორმონების გამოყოფისაკენ. თიმუსიდან მიღებული პირველი და ალბათ მთავარი ჰორმონი იყო "თიმოზინი", პირველად ეს ჰორმონი გამოყო ალან გოლდშტეინმა (ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა) ორგანოს ჰომოგენატის ნალექის ზემოთ მყოფი სითხის გაწმენდის შემდეგ სეფადექსზე (G-25) მეხუთე ფრაქციის სახით, ამ ფრაქციიდან გამოყოფილია 12 პეპტიდი, გაშიფრულია სტრუქტურები და დახასიათებულია ფიზიკო-ქიმიური თვისებები α1, β1, β2 თიმოზინებისა.

შესწავლილია ასევე თიმუსის სხვა ჰორმონები - "თიმოპოეტინი" და "შრატის ქიმიური ფაქტორი". 49 ამინომჟავისაგან შემდგარი თიმოპოეტინის ბიოლოგიური აქტივობა განპირობებულია ხუთი ამინომჟავისაგან შემდგარი პეპტიდური ჯაჭვის მონაკვეთით. ეს აქტიური მონაკვეთი იწოდება "თიმოპენტინად". იგი ავლენდა თიმოპოეტინის ყველა თვისებას. შრატის თიმიური ფაქტორი შედარებით მარტივი აგებულებისაა და შედგება რვა ამინომჟავისაგან. თიმუსის ჰორმონები გავლენას ახდენენ ჩანგლისებური ჯირკვლის სხვადასხვა ლიმფოციტების დიფერენცირების სხვადასხვა ეტაპებზე და ამით უზრუნველყოფენ იმუნოლოგიური რეაქციების სრულფასოვნებას. დამუშავებულია თიმუსის პრეპარატების პრაქტიკული გამოყენების საკითხები. უჯრედის იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას იყენებენ პრეპარატ "თიმალინს (თიმარინს)", რომელიც წარმოადგენს კომპლექსს, ჩანგლისებური ჯირკვლიდან გამოყოფილი პოლიპეპტიდური ფრაქციებისა. იგი სტიმულირებას უკეთებს ორგანიზმის იმუნოლოგიურ რეაქტიულობას, არეგულირებს T და B- ლიმფოციტების რაოდენობას, აძლიერებს ფაგოციტოზს და რეგენერაციის პროცესებს. თიმუსის პრეპარატები ფართოდ გამოიყენებიან სხვადასხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას. რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის იმუნოლოგიის ინსტიტუტში დამუშავებულია პრეპარატი "T-აქტივინი" (ავტორები რ.ვ. პეტროვი, ი.მ. ლოპუხინი). უკრაინაში, კიევის ენდოკრინოლოგიისა და ნივთიერებათა ცვლის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ი.ა. ბეზვერშენკომ დიალიზის გზით მიიღო ახალი სამკურნალო საშუალება "ვილოზენი", რომელიც ძალზე ეფექტურია ალერგიული რენიტისას.

თუ თიმუსის ჰორმონალური ფუნქცია შესწავლილია შედარებით სრულად, ძნელია იგივეს თქმა იმუნური სისტემის სხვა ორგანოს - ელენთის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ მისი ყველა ფუნქცია დღევანდელ დღემდე საბოლოოდ შესწავლილი არაა. დღეისათვის საბოლოოდ დადგენილია, რომ ელენთა მონაწილეობას ღებულობს სისხლწარმოქმნის პროცესში და წარმოადგენს იმუნური სისტემის ორგანოს. მისი სხვა ფუნქციები შედარებით სუსტადაა შესწავლილი. ცნობილია, რომ ელენთაამოკვეთილი ადამიანები დიდხანს ვერ მუშაობენ ფიზიკურად, სწრაფად ვერ ეგუებიან გარემოს პირობების შეცვლას, მნიშვნელოვნად უსუსტდებათ თვითკონტროლის გრძნობა. დადგენილი იქნა, რომ ეს არასასურველი ცვლილებები ატარებენ ჰუმორალურ ხასიათს, ასევე დადგენილი იქნა, რომ ელენთაში, სხვა ორგანოებთან შედარებით, იშვიათად წარმოიშობა როგორც პირველადი ასევე მეორადი ავთვისებიანი წარმონაქმნები.

XX-ს. 50-იან წლებში ამერიკელმა მეცნიერმა ა. კერელმა გამოთქვა აზრი, რომ ბებერი ცხოველების სისხლი შეიცავს რომელიღაც "სიბერისა და სიკვდილის" ფაქტორს. იგი უღებდა ბებერ, დასუსტუბულ ძაღლს, სისხლის 2/3-ს და გულმოდგინედ რეცხავდა ერითროციტებს ფიზიოლოგიურ ხსნარში აღნიშნული ფაქტორისაგან და შემდეგ კვლავ უსხამდა ამ სისხლს ცხოველს. ძაღლს დაეწყო ბალანის ზრდა, იგი სწრაფად დარბოდა და ხტოდა, მას აღუდგა სქესობრივი ინსტინქტი, მაგრამ გაახალგაზრდავება დიდხანს არ გრძელდებოდა, ხოლო "სიბერის ფაქტორის" გამოყოფა არ მოხერხდა. 1969 წელს ტაკაში მაკინოდიანმა აჩვენა, რომ ელენთის ამოკვეთა ბებერ თაგვებში თითქმის ორჯერ ახანგრძლივებდა მათ სიცოცხლეს. ცნობილმა ამერიკელმა გერონტოლოგმა ალექს კომფორტმა ზემოთ აღნიშნულს უწოდა ყველაზე შესამჩნევი, სიცოცხლის გახანგრძლივების ყველა ცნობილ ვადებს შორის. ტ. მაკინოდიანს შეყავდა რა ბებერი თაგვების ელენთის უჯრედები უფრო ახალგაზრდა თაგვებისათვის, აჩვენა რომ ექსპერიმენტალური ახალგაზრდა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. გაკეთებული იქნა დასკვნა: ელენთა ნაწილობრივ "დამნაშავეა" სიბერესა და სიკვდილში, ხოლო მისი ამოკვეთა ამაღლებს სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობას.

სწავლულებმა დაადგინეს, რომ ცხოველთა ელენთის წყლიან ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს მაღალმოლეკულურ ცილოვან მოლეკულებს, გააჩნია დაცვითი და თერაპევტიული მოქმედება სხივური დაავადებისას. იგი შედარებით მდგრადია გაცხელებისადმი. მისი ინექციები, დასხივებულ ცხოველებს, მნიშვნელოვნად უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

შესაძლებელი გახდა ელენთიდან ასევე გამოეყოთ მაღალმოლეკულური ცილოვანი ნივთიერება, რომელიც მეცნიერებმა მიაკუთვნეს "კეილონებს" - ფაქტორებს, რომლებიც თრგუნავენ უჯრედთა გამრავლებას შესაბამის ქსოვილებში. ელენთის კეილონი ამუხრუჭებს იმუნოლოგიურ რეაქციებს ამ ორგანოში უცხო უჯრედების შეყვანის შემდეგ. ულტრაფილტრაციისა და ქრომატოგრაფიის დახმარებით მაღალმოლეკულური ცილოვანი ნივთიერებიდან შეძლეს გამოეყოთ დაბალმოლეკულური იმუნოდეპრესიული ფაქტორი. ამან წარმოშვა რეალური შესაძლებლობები დაედგინათ მისი სტრუქტურა, განეხორციელებინათ მისი სინთეზი და უზრუნველეყოთ პრაქტიკული გამოყენება.

ელენთის ფაქტორების შესწავლაზე მუშაობდა XX-ს. 50-იან წლებში ამერიკელი მეცნიერი გ. უნგარი. მან შექმნა თერპევტული პრეპარატები - "სპლენინ A" და "სპლენინ B" რომლებიც წარმოადგენენ ფერმენტული გარდაქმნის პროდუქტს. სპლენინ A ამცირებს კაპილარების შეღწევადობას და ხელს უწყობს ერითროციტების მდგრადობის გაზრდას ანტიერითროციტარული შრატის მოქმედების მიმართ. მისი სეკრეცია და სისხლის ნაკადში შესვლა რეგულირდება ჰიპოფიზით და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით. ავტორის აზრით, სპლენინ B წარმოიქმნება ელენთაში გლიკოგენიდან. იგი ზრდის კაპილარების შეღწევადობას და ამცირებს ერითროციტების მდგრადობას ანტიშრატის მოქმედების მიმართ, ასევე ახდენს გავლენას ძვლის ტვინზე, ამცირებს თრომბოციტების რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ სპლენინ B-ს სეკრეცია ფარისებრი ჯირკვლის გავლენის ქვეშაა.

ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ელენთაში პროდუცირდება ჰუმორალური ფაქტორი - ძვლის ტვინის ინჰიბიტორი, რომელიც ელენთის ვენით შედის ღვიძლში, სადაც ინაქტივირდება. გამოყოფილნი იქნენ ჰუმორალური ფაქტორები, რომლებიც ახდენენ მარეგულირებელ გავლენას სისხლის უჯრედოვანი შემადგენლობისა. მეცნიერებმა შეძლეს ელენთადან მიეღოთ სტეროიდული ბუნების ორი ფაქტორი. ერთი მათგანი "თრომბოციტოზინად" წოდებული ხელს უწყობს თრომბოციტების რაოდენობის გადიდებას და მათი შეჭიდების უნარის გაზრდას. მეორე ფაქტორი ("თრომბოციტოპენი") ავლენს საწინააღმდეგო მოქმედებას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ფაქტორი "ლეიკოციტოლიზინი", იგი აჩქარებს ლეიკოციტების დაშლას, რომელიც მუხრუჭდება ღვიძლში წარმოშობილი სხვა ფაქტორებით - "ანტილეიკოციტოზინ"-ით.

ბიოლოგიურ აქტივობას ავლენენ ელენთის ლიპიდური ექსტრაქტები, რომლებიც ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას). ეს ექსტრაქტები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას მის (ანთების) საწყის ფაზებში, რომელიც მიმდინარეობს თრომბოციტების ურთიერთშეწებებით.

1949-1950 წლებში გერმანელმა მეცნიერმა გ. რეინმა ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომელიც მიეძღვნა ელენთის ჰუმორალური გავლენის შესწავლას. მეცნიერის აზრით, ქსოვილური სუნთქვის უკმარისობისას ელენთა სისხლში გამოყოფს ჰუმორალური ტიპის ნივთიერებას "ჰიპოკსილიენინს". გ. რეინმა დაადგინა, რომ იგი ახდენს ნორმალიზაციას ჟანგვითი პროცესებისა გულის კუნთში, ხელს უწყობს ჟანგბადის უფრო ეკონომიურ მოხმარებას და გულზე გავლენას ახდენს მხოლოდ ჟანგბადის უკმარისობისას.

ელენთის ექსტრაქტთა მოქმედების მრავალგვარობა მოწმობს მათ მნიშვნელოვან მარეგულირებელ როლზე ორგანიზმის ჰუმორალური წონასწორობისათვის. მაგრამ ბევრი ზემოთ მოყვანილ ფაქტორთაგან, არ არიან გამოყოფილი თავისუფალი სახით, რის გამოც მათი ქიმიური ბუნება შეუსწავლელია. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევათა დიდი წილი მიძღვნილია ელენთის იმ ფაქტორების მიმართ, რომელნიც პრეპარატების სახით დანერგილნი არიან ჯანდაცვის პრაქტიკაში.

დღეისათვის არსებობენ ელენთის ქსოვილებიდან მიღებული, გამოწვლილვით შესწავლილი, კლინიკური გამოცდებითა და დროით შემოწმებული, თერაპიულ პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული პრეპარატები.
ელენთის ახალ პრეპარატს წარმოადგენს "სოლკოსპლენი", რომელიც მიიღეს შვეიცარიელმა მეცნიერებმა ელენთის ექსტრაქტის დიალიზის გზით. მას იყენებენ სასქესო აშლილობისას როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. იგი არის სასქესო ფუნქციის სტიმულატორი, რომელიც ნორმალიზაციას უკეთებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას.

ჯანდაცვის პრაქტიკაში ფართო გამოყენება ჰპოვა "სპლენინმა". ელენთის ეს პრეპარატი მიღებულია 1945 წელს, ყოფილი სსრკ-ის ექსპერიმენტალური ბიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტალური ენდოკრინოლოგიის ლაბორატორიაში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ვ.პ. კომისარენკოს მიერ. სპლენინის ქიმიური ბუნება საკმაოდ დაწვრილებითაა შესწავლილი. პრეპარატში აღმოჩენილია ამინომჟავების დიდი რაოდენობა, პეპტიდი, რომელიც შეიცავს 13 ამინომჟავას, მრავალი ცხიმოვანი მჟავები, ლიპიდები, მიკროელემენტები და ვიტამინები. სპლენინის აქტიური საწყისი ჯერ კიდევ არაა გამოყოფილი. სხვადასხვა ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს ამ პრეპარატის გამოხატული დეტოქსიკაციური მოქმედება.

სპლენინი მაღალეფექტურია ორსულობის ადრეული ვადების ტოქსიკოზების მკურნალობისას. გარდა ამისა, სპლენინი გამოიყენება რენტგენოთერაპიის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ, მედიკოსებს შენიშნული აქვთ, რომ ამ პრეპარატის 3-4 ინექციის შემდეგ ადამიანის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება: ქრება გულის რევა და თავის ტკივილები, ჩნდება ჭამის მადა, ნორმალიზდება ძილი. მკვეთრად გამოხატული დეტოქსიკაციური თვისებების წყალობით პრეპარატი ახდენს გამოხატულ თერაპევტულ ეფექტს სხვადასხვა ფორმის ჰეპატიტების და ღვიძლის ფუნქციონალური დარღვევებისას, თირეოტოქსიკოზისას, პარაფარისებრი ჯირკვლის უკმარისობისას, შიზოფრენიისა და დიაბეტით დაავადებისას.

მკვლევართა მიერ აღმოჩენილია პრეპარატის კიდევ ერთი უნარი - დათრგუნოს ალერგიული რეაქციების გამოვლინებები. სპლენინი ახდენს გამოხატულ თერაპევტულ ეფექტს ალერგიული სურდოს, ჭინჭრის ციებისა და ალერგიული დერმატიტების მკურნალობისას.

სპლენინის მრავალი სამკურნალო ეფექტი შეიძლება აიხსნას მისი მემბრანოტროპული თვისებებით, ე.ი. უჯრედის მემბრანის სტაბილიზირების უნარით. ამ პრეპარატით დამუშავებული ერითროციტები, ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ჰიპოტონიური შოკის მიმართ. სპლენინის მრავალი ეფექტის მექანიზმი ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად შესწავლილი. არ არის გარკვეული ქიმიური ბუნება მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ფაქტორებისა. პრეპარატის შესწავლა დღესაც გრძელდება.

დღეისათვის ელენთიდან გამოყოფილია მხოლოდ ორი პეპტიდი, რომელთა სტრუქტურა დადგენილია: 1. "თაფცინი", რომლის ბიოსინთეზი მიმდინარეობს ელენთაში ლეიკოკინინის სახით, ხოლო საბოლოო სტრუქტურა ფორმირდება ლეიკოციტების მემბრანების ზედაპირზე. დღეისათვის "თაფცინი" სინთეზირებულია, ასევე მიღებულია მისი ბიოლოგიურად აქტიური ანალოგები. 2. ფაქტორი, რომელიც თავისი სტრუქტურით მოგვაგონებს "თიმოპოეტინს" და "სპლენინად" წოდებული. იგი ისევე როგორც თიმოპოეტინი შედგება 49 ამინომჟავისაგან და გააჩნია ხუთი ამინომჟავისაგან შედგენილი აქტიური მონაკვეთი, რომელსაც ეწოდა "სპლენოპენტინი". სპლენოპენტინი განსხვავდება თიმოპენტინისაგან ერთი ამინომჟავით და მათი ბიოლოგიური ეფექტები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.

ელენთის ჰუმორალურ ფაქტორებს სწავლობენ უკრაინაში, კიევის ენდოკრინოლოგიისა და ნივთიერებათა ცვლის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ბოლო წლებში მიღებულია მთელი რიგი ახალი, მნიშვნელოვანი მონაცემები, რის გამოც შესამჩნევად გაფართოვდა ცოდნის ფარგლები ელენთის ფუნქციის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის შესახებ, ასევე იმ მოვლენების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც წარმოიშვებიან ელენთის ფუნქციის დარღვევისას. მაგრამ ამ ორგანოს მრავალი გამოცანა ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#18 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 August, 2007 - 15:50

1.4.9. ბუნებრივ ნივთიერებათა სამყაროს პარადოქსები

სხვადასხვა ბუნებისა და წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლისას ცხადი ხდება მათი დაყოფის პირობითობა მედიატორებად (რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედშორის კავშირებს), ჰორმონებად (რომლებიც სიგნალს გადასცემენ უფრო დიდ მანძილებზე), ფერომონებად (ორგანიზმებს შორის ურთიერთობის საშუალებებად) და ტოქსინებად (ცხოველთა თავდაცვის საშუალებებად).

სტრუქტურული ჰომოლოგია ასრულებს მნიშვნელოვან როლს ბიოსტიმულატორისა და რეცეპტორის ურთიერთქმედებაში, იმ დროს როცა ფიზიოლოგიური პასუხი განისაზღვრება ფუნქციონალური სისტემით, რაზეც ის მოქმედებს.

ერთი და იგივე ნივთიერება (ბიოლოგიური რეგულატორი) შეიძლება ასრულებდეს სხვადასხვა ფუნქციას, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის სახეზე. ამ მხრივ საინტერესოა პეპტიდური ჰორმონის პროლაქტინის თვისებები. თევზებში და ხმელეთის ცხოველებში იგი მონაწილეობას ღებულობს ოსმორეგულაციაში, ფრინველებში ის იწვევს "დედობრივ ქცევას", ხოლო ძუძუმწოვრებში იგი სტიმულირებას უკეთებს სარძევე ჯირკვლის ზრდას და რძის სეკრეციას.

დღეისათვის დადგენილია, რომ ერთი და იგივე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება შეიძლება გამოიმუშაონ სხვადასხვა სახის ცხოველებმა. ამფიბიებისა და რეპტილიების ზოგიერთი შხამები ქიმიურად ძალზე ახლოს დგანან ერთმანეთთან. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ცხოველებში აღმოჩენილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების იდენტური ნაერთები აღმოჩნდა მცენარეულ სამყაროში. ასეთი მოვლენა ჯერ-ჯერობით აუხსნელია. ყველაზე სრულყოფილად ის შესწავლილია სასქესო ჰორმონებისათვის. ცხრილში 1.4.9.ა. მოყვანილია ადამიანის სასქესო ჰორმონების შემცველობა ზოგიერთ მცენარეებში.





შესაძლებელი გახდა დაედგინათ, რომ "ესტროგენული ეფექტი" მცენარეებში განპირობებულია არა მხოლოდ სასქესო სტეროიდებით, არამედ სხვა ნაერთებითაც. მათ "ფიტოესტროგენები" უწოდეს. ბირმაში და ტაილანდში, ერთ-ერთი პარკოსანი მცენარის ფესვებს, ქალები იყენებდნენ როგორც სააბორტო საშუალებას. გამოყოფილი იქნა მისი აქტიური საწყისი, რომელიც აგებულებით ძალიან გავს ქალის ჰორმონს - ესტრონს. გამოყოფილი ნივთიერება კანქვეშ შეყვანისას ისეთივე აქტივობით ხასიათდებოდა, როგორც 17beta -ესტრადიოლი და არ კარგავდა თვისებებს შინაგანად მიღებისას. მისი აქტივობა სამჯერ მაღალია, მედიცინაში ფართოდ გამოყენებული სინთეზური ნაერთის, დიეთილსტილბესტროლის აქტივობაზე, ამ ნაერთს ეწოდა "მირესტროლი".

ესტროგენული ბუნების ნივთიერებათა აღმოჩენამ მცენარეებში, წარმოშვა აზრი, რომ ისინი აქ უბრალოდ კი არ გროვდებიან, არამედ ღებულობენ მონაწილეობას მცენარეთა სასიცოცხლო პროცესებში. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ესტროგენები და ანდროგენები სტიმულაციას უკეთებენ თესლების გაღვივებას და ზრდას, ხელს უწყობენ ყვავილების განვითარებას.

ახლად წარმოშობილი მეცნიერება, ეკოლოგიური ბიოქიმია, სწავლობს ცხოველური და მცენარეული სამყაროს ერთიანობის პრობლემებს, რადგანაც უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ერთი და იგივე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შეიძლება სინთეზირდებოდნენ, როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული სამყაროს წარმომადგენელთა მხრიდან. ცხრილში 1.4.9.ბ. მოყვანილია მცენარეთა და ცხოველთა საერთო თავდაცვითი ტოქსინების ჩამონათვალი.

2. ახალი ბაზრების ტექნოლოგიის კომპონენტების გამოყენების პერსპექტივები ბუნებრივ ნივთიერებათა წარმოებისა და რეწვისას

ქიმიური პროფილის ექსპერტული სისტემას DENDRAL-ს მას-სპექტრომეტრიის და ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მონაცემებზე დაყრდნობით გამოყავს უცნობი ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურები.
სისტემა იყენებს სპეციალურ ალგორითმს, რომელიც შექმნილია ლედერბერგის მიერ, ყველა შესაძლო მოლეკულური სტრუქტურის სისტემატური ჩამოთვლისათვის, ხოლო შემდეგ იყენებს ცოდნას ქიმიაში ამ ჩამონათვლის შესამცირებლად თვალმისაწვდომ ზომამდე. დენდღალ-ის ცოდნა წარმოდგენილია მოლეკულური სტრუქტურების გენერატორის პროცედურების სახით და წესებით მონაცემთა მართვისათვის. სისტემა რეალიზებულია ენაზე "INTERLISP" და დამუშავებულია სტანფორდის უნივერსიტეტში (აშშ).

იმავე პროფილის ექსპერტული სისტემა SYNCHEM2 სპეციალისტ-ქიმიკოსის ჩარევის გარეშე "ატარებს" რთული, ორგანული მოლეკულების სინთეზს. იგი "ცდილობს" იპოვოს ორგანულ ნაერთთა სინთეზის რეაქციათა თანმიმდევრობა, რომლებიც გარდაქმნიან ხელმისაწვდომ, ამოსავალ, მასალებს მიზნობრივ მოლეკულაში (მოლეკულა-სამიზნე), SYNCHEM 2 იყენებს ცოდნას ქიმიური რეაქციების შესახებ, მოლეკულა-სამიზნის შექმნის გეგმის შესადგენად, qmnis "სამშენებლო ბლოკების" მოლეკულათა სინთეზის ოპტიმალური სქემას, საწყისი მასალებიდან, იყენებს რა ევრისტიკებს, რომლებიც ზღუდავენ იმ მარშრუტების ძიებას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამოცანის შეზღუდვებს. ეს შეზღუდვები შეიძლება შეიცავდნენ ინფორმაციას რეაქციის ტოქსიკურობის პირობების შესახებ, მისაღები პროდუქტის ხარისხისა და გამოსავლის შესახებ. სისტემა რეალიზებულია PL/11 ენაზე. იგი დამუშავებულია ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტში და წარმოადგენს სისტემა SYNCHEM-ის განვითარება-გაფართოების შედეგს.

დღეისათვის მედიცინაში (და არა მარტო მედიცინაში) გამოიყენება დიდი რაოდენობით ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ბუნებრივ ნივთიერებათა ღირებულ თავისებურებას წარმოადგენს მაღალი სპეციფიურობა და ძალზე დაბალ კონცენტრაციებში ეფექტის მოხდენის უნარი, ისინი დაბალტოქსიკურნი არიან და არ გროვდებიან ორგანიზმში, მათი დაშლის პროდუქტები ცვლის ბუნებრივ პროდუქტებს წარმოადგენენ.

სამედიცინო პროფილის ერთ-ერთი მსხვილი ექსპერტული სისტემა INTERNIST-I/CADUCEUS შეიცავს 500-ზე მეტი დაავადების პროფილს, რომლებიც აღიწერება დაავადებების გამოვლენის 3500-ზე მეტი ვარიანტით. აღნიშნული ექსპერტული სისტემა ეხმარება ექიმებს დასვან მრავალმხრივი და რთული დიაგნოზები შინაგანი დაავადებისა, დაავადების ისტორიის, სიმპტომების და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. სისტემა თავისი გადაწყვეტებისათვის ეყრდნობა დაავადებათა პროფილების ნუსხას, რომელიც შეიცავს თითოეულ დაავადებასთან დაკავშირებულ ფაქტებს. ცოდნის სისტემა წარმოდგენილია ფაქტებისა და დაავადებების ქსელით, ხოლო დაშვება ცოდნის სისტემაში დაფუძნებულია შეზღუდვებზე, რომელთაც ქმნიან დაავადებათა ტაქსონომია და მიზეზობრივი კავშირები. სისტემა რეალიზებულია "LISP" ენაზე. ამ ექსპერტული სისტემის პირველ ვარიანტს ეწოდება INTERNIST-I, ხოლო მეორეს - CADUCEUS. იგი შექმნილია ქ. პიტსბურგის (აშშ) უნივერსიტეტში.

ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის ძირითადი კომპონენტების (ექსპერტული სისტემები, DFMA მეთოდები, იხილეთ მ. მაცაბერიძე. ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის პრობლემები; ჟურნალი `მეცნიერება და ტექნიკა~, N 7-9, გვ. 11-14, 1998.) გამოყენება საშუალებას იძლევა განხორციელდეს ბუნებრივ ნივთიერებათა რენტაბელური წარმოება. სამედიცინო პროფილის ექსპერტული სისტემა INTERNIST-I/ CADUCEUS იძლევა ბუნებრივ ნივთიერებათა რაოდენობრივ ნუსხას დაავადებების ინტერპრეტაციის გზით, რის შემდგომ ქიმიური პროფილის ექსპერტული სისტემები DENDRAL და SYNCHEM2, DFMA მეთოდების გამოყენებით ახორციელებენ შესაბამისი პროდუქციის საწარმოო პარამეტრების დადგენას.

ბუნებრივ ნივთიერებებთან დაკავშირებული ზემოთ მოცემული შედეგებით და ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის ძირითადი კომპონენტების ზოგადი წარმოდგენით შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ბუნებრივ ნივთიერებათა წარმოებისა და გამოყენების პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ვერსია.

ბიბლიოგრაფია:

Ажгихин И.С; Шпоков Ю.Н; Кипиани Р. Е; Гандель В.Г. Морская формация. КишиневШтиинца, 1982. 260 с.
Алескер Э. М. Пчелиный яд в клинике внутренних болезней. М. Медицина, 1964. 130 с.
Брахман И. И Человек и биологически активные вещества. Л. Наука, 1976. 109 с.
Виноградов Г. В. Лечебные продукты пчеловодства в медицине. Л. Знание. 1972. 14 с.
Ганиткевич Я. В. Роль желчи и желчных кислот в физиологии и патологии организма. Киев. Наук. думка, 1980. 179 с.
Гепарин, физиология, биохимия, фармакология и клиническое применение. Л. Наука, 1960. 215 с.
Гиллур Д. Метаболизм насекомых. М. Мир, 1968. 216 с.
Гумаров В. З. Башкирская народная меди-цина. Уфа Башк. кн. изд-во, 1985. 144 с.
Гурин И. С., Ажгихин И. С. Биологические активные вещества гидробионтов – источник новых лекарств и препаратов. М. Наука, 1984. 135 с.
Джекобсон М. Половые феромоны насекомых. М Мир, 1976. 326 с.
Дерикер В. Сборник народно-врачебных средств, знахарям в России употребляемых. СП б., 1866. 200 с.
Добряков Ю. И. Панты. Владивосток, 1970. 32 с.
Дубкевич Г. А. Биохимические сдвиги в мышцах при лечении костных переломов препаратами яичной скорлупы // Хирургия. 1939. №8. с. 24-28.
Здравамыслова Я. Урипотерапиа гриппозных заболевании // Врачеб. дело. 1926. №8. с. 730.
Ибрагимов Ф.И., Ибрагимова В. С. Основ-ные лекарственные средства китайской медицины. М.: Медгиа, 1960. 351 с.
Йориш Н. П. Пчелы в жизни людей, Киев: Урожай, 1969. 145 с.
Колесниченко Ю. И. Некоторые вопросы применения и изучения лекарственных средств животного происхождения в восточной и русской медицине //Здравоохранение Белоруссии,
1967. № 2. С. 55-57.
Королев Р. В. Пчелы и здоровье, Л.: Знание, 1976. 32 с.
Коротаев Г. К., Носков В. А. Воропаев В. М. Физиологически активные вещества морских организмов и возможное использование их в медицине // Хим.-фармацев. журн. 1980. № 8 С. 25-32.
Кузьмина К. А. Лечение пчелиным медом и ядом. Саратов: Изд-во Сарат. ун-та,
1984. 79 с.
Кучеренко И. Е., Германюк Я. Л., Васильев А. И. Молекулярные механизмы гормональной регуляции обмена веществ, Киев: Вища шк., 1986. 247 с.
Лесевич В. А. К вопросу об уринотерапии //Врачеб. дело. 1926 № 17-18. е. 1441.
Лобачев С. В. Константы жира промы-словых млекопитающих и применение этого жира при лечении некоторых ран//Сов. медицина. 1943. № 10.с. 21-22
Мариковский П. И. Тайны мира насекомых, М.: Наука, 1967. 186 с.
Машковский М. Д. Лекарственные средства. М.: Медицина, 1984. Т. 1,2.
Миклешевский В. Е. К механизмам видового иммунитета. Антибиотические вещества, обнаруженные в тканях комна-тных мух и травяных лягушек: Автореф. дис. канд. мед. наук. М.: 1951, 16 с.
Обо из Мена. О свойствах трав. М.: Медицина, 1976. 271 с.
Орлов Б. И., Корнева Н. В., Крылов А. Н. Кардиотерапное действие пчелиного яда и мелиттина //Физиология и биохимия животных. 1975. № 10. с. 39-45.
Орлов Б. И., Гелашвили Д. Б. Зоотоксинология: (Ядовитые животные и их яды). М.: Высш. шк., 1985. 280 с.
Павловский Е. И. Ядовитые животные и значение их для человека.
М., 1923. с. 72-76.
Пантокрин: (Сборник статей)/Под ред. проф. С.М. Павленко. Горно-Алтайск, 1969. 140 с.
Пигулевский С. В. Ядовитые животные. Токсикология позвоночных, Л.: Медицина, 1966. 374 с.
Пигулевский С. В. Ядовитые животные. Токсикология беспозвоночных. Л.: Медицина, 1975.0 375 с.
Попов Г. Русская народно-бытовая медицина. СПб., 1903. 320 с.
Правоторова Е. А., Хараханина Е. Г.. Биологическая активность депрессорных веществ животного происхождения // ДАН СССР. 1953. №6. с. 1127-1129.
Ромоданов М. А. Л вопросу об автоуринотерапии // Врач. дело.
1935 №7. с. 655-658.
Самоник Квинт Серен. медицинская книга (целебные предписания). М.:
Медгиз, 1961. 270 с.
Сахибов Н., Сорокин В. м., Юкельсон Л. Я. Химия и биохимия змеиных ядов. Ташкент: Фан, 1972. 186 с.
Сидир П. магические растения.
СПБ., 1909. 205 С.
Смоловик И. К. Об использовании препаратов Бобровой струи в практической медицине // Научные основы боброводства. Воронеж, 1984. С. 73-75.
Салдатова Л. Н. Структурная характеристика инсектицидов из яда скорпиона Buthus tuplus: Автореф. дис. на канд. техн. наук. М.,1977. 18 с.
Стекольников Л. И. и др. Биологические стимуляторы растительного и животного происхождения. М.: Знание,
1975. 40 с.
Стекольников Л. И. Мурох В.И. Спасибо зверю, птице, рыбе. Минск: Урожай,
1982. 191 с.
Султанов М.Н. Лечебные свойство змеиного и пчелиного ядов и других продуктов пчеловодства. Ашхабад: Туркменистан, 1972. 127 с.
Султанов М.Н. Уксусы ядовитых животных. М. Медицина. 1977. 192 с.
Талиев Д. О бактерицидных свойствах личинок мух  ДАН СССР,
1943. №4. с. 164-166
Талызин Ф.Ф. Ядовитые животине суши и моря. М.: Знание, 1970. 96 с.
Талызин Ф.Ф. Змеи. М.: Изд-во АН СССР, 1963. 111 с.
Филиппович Ю. Б., Кутузова П. М. Гормональная регуляция обмена веществ у насекомых. М.: ВИНИТИ, 1985. 226 с.
Харборн Дж. Введение в экологическую биохимию. М.:Мир, 1985. 310 с.
Харитонов Д. Е. Об антибиотиках животного происхождения  Изв. естеств.- науч. ин-та при Пермском гос. ун-те.
1951. Т. 13. С. 2-3.
Цзинь Синь Чжун. Китайская народная медицина. М.: Знание. 1958 36 с.
Яды пчел и змей в биологии и медицине, Горький: Изд-во Горьк. ун-та,
1967, 197 с.
Nobel lectures including presentation speeches and laureates biographies- Amsterdam: Elsevier
- Chemistry. Vol. 1(1901- 1921), 1966; Vol. 2 (1922-1941), 1966; Vol. 2(1922-1941), 1966; Vol. 3(1942-1962), 1964; Vol. 4(1963-1970),1972.
- Physiologhy and medicine. Vol. 1(1901-1921), 1967; Vol. 2(1922- 1941), 1965; Vol.3 (1942-1962),1964; Vol. 3 (1942-1962), 1964 Vol.4 (1963-1970), 1972.
Von. W. Schröter, K.-H. lautenschläger, H.Bibrack und A.Schnabel. VEB FACHBUCHVERLAG LEIPZIG 1986.
Биотехнология – Принципы и применение. Под редакцией И. Хиггинса, Д. Беста, Дж. Джонса. Пер. с англ. М. “Мир” , 1988.
Steven A. Rosenberg. adoptive Immuno- therapy for cancer. Scientific American, Vol. 264, №5, May 1990.
Andrew W. Murray, Marc W. Kirschner. What controls the Cell Cycll. Scientific American, Vol. 264, №3 March 1991.
Lance A. Liotta. Cancer Cell Invasion and Metastasis. Scientific American Vol. 266, №2, February, 1992.
Х. Валджи. Аромотерапиа. Изд. “Феникс”, Ростов-на-Дону, 1997.
Версия разрушения вируса иммунодефицита человека(ВИЧ - HIV)
Журнал «медицина и…» 1999г., №2, стр. 46-48;
http://medicine.itl....ull/9902_09.pdf
К ВОПРОСУ ВАКЦИНАЦИИ ПРОТИВ ВИЧ-ИНФЕКЦИИ
Журнал «медицина и…» 2001г., №1., стр. 71-72;
http://medicine.itl....ull/0101_15.pdf
მ.მაცაბერიძე. ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის პრობლემები საქართველოს აგრარულ სექტორში. ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა, 10-12, გვ.112-113, 1998
ლ.გვასალია, მ.მაცაბერიძე. საინჟინრო ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის კურსის სწავლებისათვის. ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა, 10-12, გვ.115-122, 1998
მ. მაცაბერიძე. ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის პრობლემები. ჟურნალი მეცნიერება და ტექნიკა,
N 7-9, გვ. 11-14, 1998.
Проблемы нейтрализации вируса гриппа А
Журнал «медицина и…» 2000г., №1., стр. 17-23;
http://medicine.itl....ull/0001_04.pdf
ВЕРСИЯ ПРИОСТАНОВЛЕНИЯ РАЗМНОЖЕНИЯ, ИНВАЗИИ И МЕТАСТАЗИРОВАНИЯ РАКОВЫХ КЛЕТОК
Журнал «медицина и…» 2000г., №1., стр. 39-46; http://medicine.itl....ull/0001_09.pdf

თანდართული ფაილ[ებ]ი


"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი




2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share