ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

სათამაშო ბიზნესი - რა ითვლება და რა არა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 14

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 July, 2007 - 12:43

მაქვს ონლაინ თამაშის იდეა. მაინტერესებს დაბეგვრის საკითხები, მაგრამ მანამდე მაინტერესებს ჩაითვლება თუ არა ამის გაკეთება როგორც სათამაშო ბიზნესი და შეეხება თუ არა მას კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ ...

იდეა რაში მდგომარეობს:
მაქვს სტრატეგიული ბიზნეს თამაში - B-STRAT. მის ბაზაზე მინდა გავაკეთო ონლაინ/ოფლაინ ინტელექტუალური ბიზნეს თამაში სადაც ყველა ადამიანს/გუნდს შეეძლება მოიგოს რეალური ფული საკუთარი ტვინით. ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს. აქ იქნება გარკვეული შენატანი, ისევე როგორც იქნება შესაბამისი მოგებები.

არ ვიცი საკმარისად აღვწერე თუ არა ეს იდეა, მაგრამ მე მაინტერესებს თუ შეიძლება შეეხოს და როგორ შეიძლება შეეხოს ამ პროექტის განხორციელებას საქართველოში არსებული კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ?

დიდი მადლობა პასუხისათვის წინასწარ

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 July, 2007 - 14:00

კანონი თქვენს "ონლაინ" თამაშის იდეას ეხება და წარმოადგენს სათამაშო ბიზნესს. კანონის მიხედვით მოსაკრებლის ობიექტია სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა. მოსაკრებლის განაკვეთია კვარტალში 6000-დან 30 000 ლარამდე. გადახდის წესი შემდეგნაირია: სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგენს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაციას და გადაიხდის მოსაკრებელს არა უგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება კი ჩვეულებრივ ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.

#3 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 July, 2007 - 15:22

კანონის ასლი ხომ არ მოგეპოვებათ სადმე?
თუ მაგდენად მომგებიანი არ არის რატომ უნდა გადაიხადოს ვინმემ თუნდაც 6 000 ლარი გადასახადი?
რა, აჭარაბეთი ონლაინ ტოტალიზატორის მუშაობისათვის 30 000 ლარს იხდის კვარტალში?

და თვითონ "სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა" რას მოიცავს?
და რამდენად არის ეს ტერმინი ინტერპრეტაცისი მსხვერპლი?

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
33

დაწერილია 30 July, 2007 - 15:29

აქვე კანონიც ..

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  2798.pdf (35.1კ)
    ჩამოტვირთვების #: 243

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#5 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 July, 2007 - 15:44

1. ამ კანონში სად არის განსაზღვრული თუ რა არის ”სათამაშო ბიზნესი”?

2. მე არ ვარ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი. მე ვარ კერძო პირი, მაქსიმუმ მე ვარ შპს [ჩემი ორგანიზაცია], რომელსაც სათამაშო ბიზნესთან არაფერი არა აქვს საერთო.
ესე იგი უნდა დარეგისტრირდე როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი?

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებად აქ ნახსენებია წამახალისებელი ”გათამაშების საპრიზო ფონდი” [10% გადასახადი] და ”სისტემურ ელეტრონული ფორმის თამაშობა” [კვარტალში 6000-30000 ლარის გადასახადი]. საპრიზო ფონდზე გასაგებია, მაგრამ ის რაზედაც მე ვსაუბრობ არ არის სისტემურ-ელექტრონული ფორმის. ეს არის პროგრამა, სადაც რაღაც ნაწილი ხდება ელეტრონულად, რაღაც ნაწილი კი ხელით მუშაობაა. საერთოდ არ არის განსაზღვრული თუ რა არის ”სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა”. ეგებ თქვენ ამიხსნათ ...

#6 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 July, 2007 - 16:18

რაც არ უნდა ეწეროს კანონში ჩემი აზრით მაინც შეძლებ თუ მოინდომებ აიცილო მოსაკრებელი. ოფშორში დაარეგისტრირებ ფირმასაც და ვებგვერდსაც. აქ კიდევ ვერავინ ვერ დაუშლის ვინმეს სხვა ქვეყანაში დარეგისტრირებულ საიტზე თამაშს ....... გადაიხდი საშემოსავლოს მიღებული დივიდენდიდან და იქნები გემრიელად :biggrin:

#7 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 July, 2007 - 16:28

რა თქმა უნდა ... დივიდენდიდან საშემოსავლსო გადახდა მაინც მოხდება?
რატომ? საქართველოს მოქალაქე რომ ვარ თუ საქართველოში რომ ვარ მიტომ?

#8 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 July, 2007 - 16:48

კი საქართველოს რეზიდენტი ხარ, ანუ საქართველოში ხარ ნახევარ წელზე მეტი და შენს შემოსავლებზე რომელიც გადასახადის წყაროსთან არ იბეგრება უნდა გადაიხადო........ თანაც ოფშორულ ზონებში და შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში მიღებული შემოსავალია და საშემოსავლო ყველა ვარიანტში გადასახდელი იქნება ......

#9 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 July, 2007 - 19:16

აი სწორედ ეს არის ჩვენი კანონმდებლების მორიგი ლაფსუსი, რომ კანონში ნახსენები ტერმინი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა არსად არ არის განმარტებული, მაგრამ განმარტებულია წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი (ანუ თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მათზე გადასაცემად, გათამაშების პირობებით გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთობრივი ან სხვა ფორმით და გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში).

მაშინ საკითხი შემდეგნაირად უნდა განვიხილოთ: თუ თქვენი ონლაინ თამაშის იდეა ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, სადაც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება, მაშინ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ლატარიას, აზარტულ და მომგებიან თამაშობებად, შესაბამისად გამოირიცხება მისი, როგორც მოსაკრებლით დასაბეგვრი ობიექტი. აქვე თავიდან ავიცილებთ, როგორც სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის ისე წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის მოსაკრებლებს.

#10 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 July, 2007 - 20:23

ზუსტად ... :)

დღეს ვაკე საბურთალოს საგადასახადოში ვიკითხე ... იმათ მირჩიეს საქალაქოში წასვლა, სადაც კიდევ ორ სხვადასხვა ადამიანს ვესაუბრე ...

რა ვუთხარი ... ანუ იდეა ...
დავუშვათ რამოდენიმე გუნდი თამაშობს ინტელექტუალურ ბიზნეს თამაშს გარკვეული სცენარით და წესრიგით. თამაშის დროს გამოყენებულია ინტერნეტი ოღონდ მხოლოდ ინფორმაციის მიმოცვლის კუთხით. მოთამაშე ადამიანებს მოძრაობა [სადმე წასვლა-წამოსვლა] არ უწევთ, მუშაობენ თავიანთ კომპიუტერებთან. თამაშში მონაწილეობისათვის ყველა იხდის გარკვეულ თანხას. არის საპრიზო ფონდი, რომელიც განაწილდება რაღაც რაოდენობის გამარჯვებულებს შორის.


ამაზე პასუხი იყო შემდეგი [რა დასკვნაც მე გამოვიტანე]:
ეს არ არის სათამაშო ბიზნესი, ეს არ არის სისტემურ-ელეტრონული თამაში [სხვათა შორის ერთადერთი ყოფილა ეგეთი, 3D თამაში ჰქონია ვიღაცას, თავზე რომ იკეთებ რაღაცას და 3 განზომილებიან სივრცეში თამაშობ], ამ ტიპის რამის გასაკეთებლად არც ლიცენზია არის საჭირო. და რახან ამას შპს გააკეთებს, შესაბამისად შემოსავალი ჩვეულებრივ დაფიქსირდება შპს-ს შემოსავლად და საპრიზო ფონდის გაცემისას მხოლოდ საშემოსავლოს უკავებ თანხის მიმღებებს. ანუ არაფერი განსაკუთრებული გადასახადი არ არისო.

ეხლა მთავარი შეკითხვა სხვა მიდგას:
როგორ მოვიპოვო დოკუმენტი, რომ ეს ასეა?
წერილობით ხომ არ მივმართო საგადასახადოს რომ წერილობითი ახსნა განმარტება მომცეს?
და აზრი რამე არის აქ? მათ წერილს ხომ მაინც ვერ დაეყრდნობი სამართლებრივი დავის დროს
?

#11 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 July, 2007 - 21:01

მათ მიერ მოცემულ ახსნა განმარტებას ანუ კანონის ინტერპრეტაციას (თუ ასეთს წერილობით გასცემენ) არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

თქვენ შეგიძლიათ მშვიდად დაეყრდნოთ საქართველოს კანონს: ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ.

საინტერესოდ მეჩვენა მათი განმარტება, ანუ საიდან დაასკვნეს (რომელ ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომ 3D არის სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაში? თავად ამ ტერმინში ტექნიკურად შეიძლება ბევრი რამე მოაზრებოდეს მანამდე სანამ მას ნორმატიულ აქტში არ ექნება კანონმდებლის მიერ მიცემული განმარტება. ასევე ტექნიკურად შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ ყველა შენმთხვევაში კანონმდებელს არ უნდა გამორჩენოდა ამ დასაბეგრი ობიექტის განმარტება.

ყოველივე ზომოთაღნიშნულიდან გამომდინარე თქვენ საკმარისი სამართლებრივი საფუძველი გაქვთ, რომ დაეყრდნოთ კანონს და განახორციელოთ თქვენი ონლაინ თამაშის იდეა.

#12 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 July, 2007 - 21:30

დიდი მადლობა ბატონო ლევან ამომწურავი განმარტებებისათვის

#13 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 July, 2007 - 21:48

ამ საკითხის შესწავლა მოგვიწია და შევეხეთ ინტერნეტ- თამაშებს. აქ არის ორი ვარიანტი, თუ თქვენი თამაში არის მომგებიანი (ფულადი პრიზები, ბონესები და ა.შ.) მაშინ ჩაითვლება აზარტულ თამაშად და შესაბამისად მოსაკრებელს გადაიხდით, მე-2 თუ თქვენ გაჰყიდით თამასში შესვლისთვის საწევროს ან გადაახდევინებთ თანხას რომ ადამიანმა ითამაშოს, თუნდაც თვეში ერთხელ -ეს ჩაითვლება მომსახურებად და დაიბეგრება შესაბამისად.
GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#14 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 July, 2007 - 22:23

გეთანხმებით. კანონმდებელი განმარტავს, რომ აზარტული თამაშობებიია – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ტარდება ბანქოს დასტის, კამათლის, სათამაშო ბორბლის (რულეტის) ან სათამაშო აპარატის მეშვეობით და მასში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა

#15 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 July, 2007 - 22:45

ამ ორი განმარტების შემდეგ დასკვნა ნათელია ჩემთვის :)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share