ნახტომი





* * * - - 2 ხმა

ჰოსტინგი საქართველოში


გამოხმაურებათა რაოდენობა: 101

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 01 August, 2007 - 19:23

ამ თემის მიზანია გამოვკვეთოთ ვინ არიან საქართველოში სერიოზული ჰოსტინგ პროვაიდერები და რა პირობები აქვთ მათ რათა სამომავლოდ გავიტვალისწინო ჩემი პროექტების ჰოსტერების შერჩევის დროს.

დასაწყისისათვის მაინტერესებს გამოცდილი ადამიანების აზრი ჰოსტერის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩამოვთვლი ჩემი აზრით მნიშვნელოვან კრიტერიუმებს:

1. საიმედოობა და სტაბილურობა
2. მომსახურება, ოპერატიული რეაგირება პრობლემების შემთხვევაში
3. კომპანიის სიდიდე, მოქმედების სფერო, გამოცდილება
4. თანამედროვე hard და sofr უზრუნველყოფა

თქვენ როგორ შეარჩევდით ჰოსტინგ პროვაიდერს?

#2 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 01 August, 2007 - 19:47

მე ერთს ვიტყვი რა: სერიოზული საიტი უმჯობესია დაიდოს საკუთარ სერვერზე

#3 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 01 August, 2007 - 20:10

ერთ-ერთ თემაში ჩვენ შევადარეთ ორი ვარიანტი: სერვერის დადგმა სახლში და საკუთარი სერვერის კოლოკაცია რომელიმე პროვაიდერთან. აშკარა უპირატესობა მოიპოვა მეორემ ...
მაგრამ ამ დროს ორი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს:

1. სერვერის სწორად კონფიგურაცია [დაცვის მომენტიც გასათვალისწინებელია]
2. კოლოკაციის ფასი

სხვა რა?

#4 Kakhaber Kashmadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 28 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 August, 2007 - 14:25

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Aug 1 2007, 08:10 PM -ში, განაცხადა:

ერთ-ერთ თემაში ჩვენ შევადარეთ ორი ვარიანტი: სერვერის დადგმა სახლში და საკუთარი სერვერის კოლოკაცია რომელიმე პროვაიდერთან. აშკარა უპირატესობა მოიპოვა მეორემ ...

მე ვერ ვხედავ ისეთ ორგაქნიზაციას, რომელსაც შეიძლება ანდო სერიოზული ინფორმაცია.
მე ვთვლი რომ ყველაზე კარგი ვარიანტია დადგა საკუთარ ოფისში და აიყვანო სანდო და კვალიფიცირებული ადმინისტრატორი.

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Aug 1 2007, 08:10 PM -ში, განაცხადა:

მაგრამ ამ დროს ორი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს:
1. სერვერის სწორად კონფიგურაცია [დაცვის მომენტიც გასათვალისწინებელია]
2. კოლოკაციის ფასი
სხვა რა?

1. გავიმეორებ "აიყვანო სანდო და კვალიფიცირებული ადმინისტრატორი" და გადაუხადო ისეთი თანხა რაც ეკუთვნის თუ თანხები არ გაქვს მაშინ აიღე სადმე ისეთ ჰოსტინგზე როგორიცაა yahoo მაგალითად და იქ დადე მე რამდენადაც ვიცი საკმაოდ იაფი ჯდება, და მერე თუ საიტი იმ დონეზე გაქაჩავს რომ შემოსავალიც გექნება მერე დადგი საკუთარი სერვერი და მიუჩინე ადმინისტრატორი. აქ თუ დადებ ჩემსავით მოგიწევთ საიტის გათიშვა და კვირაობით იმის ლოდინი თუ როდის მორიგდებიან პროვაიდერები და როდის მოუვათ კონფლიქტი.
2. ფასი იმდენად უნდა გიღირდეს რამდენად შემომტანიცაა შენი ვებ-ბიზნესი, ყველაფერი ანგარიშის ამბავია.

სამწუხაროდ ჩვენთან ურჩევნიათ ნებისმიერს ანდონ სერვერი ოღონდ იაფად გამოვიდნენ და ამის მერე უკვირთ რატომ ექმნება მათ სერვერებს პრობლემები. თუ ფულის შოვნა გინდა გადახდაც აუცილებელია.

რედაქტორი Kakhaber Kashmadze, 02 August, 2007 - 14:29.


#5 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 02 August, 2007 - 16:10

კახა,

საქმე საქმეზე რომ მიდგეს საკმაოდ ნორმალურ ფასში ვიშოვი ჰოსტინგს საზღვარგარეთ, მაგრამ რახან საიტის აუდიტორია ქართულია, ვფიქრობ გვერდის ჩატვირთვის დაყოვნება შეაფერხებს საიტის განვითარებას. ასე არ არის?

#6 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 02 August, 2007 - 16:21

ყველაზე სწორი ვარიანტი არის აიყვანო სანდო სისადმინი, რომელსაც მცირე წილს მისცემ საიტის მოგებიდან. ამ შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება იმაზე ფიქრი, როგორ დაამოტივირო ადმინი უყუროს სერვერის გამართულობას. მან ქვეცნობიერად იცის, რომ გათიშული საიტი მისი დაკარგული შემოსავალია. რასაკვირველია ყველას წილში ჩასმის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სისადმინი ის ადამიანია, რომელზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება.

#7 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 02 August, 2007 - 16:26

ეჰ, კარგი იქნებოდა...

მაგრამ ..
როგორ უნდა შეაფასო სისადმინის სანდოობა?
რამდენია ისეთი საიტი, რომელსაც ისეთი შემოსავალი მოაქვს, რომ სისადმინის მოტივაცია მოახდინო?
რამდენია ისეთი სისადმინი, რომელიც ოპერატიულად მიგიხედავს პრობლემას?

რთულია ადამიანზე დამოკიდებული სისტემის იმედზე ყოფნა ...

#8 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 02 August, 2007 - 16:41

მე გეუბნები წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების შედეგად დანახულ გამოსავალს :biggrin: დანარჩენი ვარიანტები ფულისა და დროის კარგვაა...

#9 Kakhaber Kashmadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 28 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 August, 2007 - 16:54

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Aug 2 2007, 04:26 PM -ში, განაცხადა:

როგორ უნდა შეაფასო სისადმინის სანდოობა?

თუ კვალიფიციურობას გულისხმობ ერთი ვარიანტია მოიტანოს რეკომენდაციები სად უმუშავია რამდენი ხანი რა გაუკეთებია კონკრეტულად ან მაგას ასევე კვალიფიციური მეორე ადმინი ჭირდება რომელიც ისეთ კითხვებს დაუსვამს ან დავალებას მისცემს რის მერეც ეცოდინება მისი კვალიფიციურობა.
პიროვნულ სანდოობას რაც შეეხება ეგ მე მგონი საყოველთაო პრობლემაა და საქართველოში განსაკუთრებით. მე ერთი ის ვიცი რომ ნათესავს და ახლობელს არ ავიყვანს საქმეში იმიტომ , რომ ზოგიერთ შემთხვევაში მის მიმართ სიმკაცრეს ვერ გამოვიჩენ მისი დაკარგვის შიშით და ურთიერთობსი გაფუჭების გამო. ვისაც აიყვან უნდა მოთხოვო კიდეც როცა საჭიროა და რა დონითაც საჭიროა და მაშინ საქმესაც მიხედავს.

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Aug 2 2007, 04:26 PM -ში, განაცხადა:

რამდენია ისეთი საიტი, რომელსაც ისეთი შემოსავალი მოაქვს, რომ სისადმინის მოტივაცია მოახდინო?

ეგ მეც მაინტერესებს, ძირითადად იმის მიხედვით მუშაობს საიტი და რეკლამა თუ რამდენი მომხმარებელი შედის და თუ თვითონ საიტს გააჩნია პროდუქციის გაყიდვის სერვისი როგორიცაა ონლაინ მაღაზიები და მაგ სფეროს მაგვარი საიტები. ამის გაგება რაღაც დონეზე ადვილია, უბრალოდ შეხვალ რომელიმე მთვლელის სერვისის საიტზე და რეიტინგით მიხვდები. რამდენად იყენებს ამ პრივილეგიას ესა თუ ის საიტი ეგ უკვე სხვა საქმეა.

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Aug 2 2007, 04:26 PM -ში, განაცხადა:

რამდენია ისეთი სისადმინი, რომელიც ოპერატიულად მიგიხედავს პრობლემას?

შეიძლება არ იყოს ეხლა საქართველოში ბევრი კვალიფიციური ადმინი მაგრამ არიან ისეთი ადამიანები მათ შორის გოგოებიც მინახავს არაერთი, რომლებსაც აქვთ იმის უნარი რომ გაარჩიონ ესა თუ ის ტექნოლოგია და გამართონ სერვერი, თვითონ ქსელის ადმინისტრირება ისეთი სფეროა რომ რაც არ უნდა კვალიფიციური იყო მაინც ძველდება ის რაც იცი, რადგანაც ძალიან სწრაფად ვითარდება ეს სფერო, ასე რომ მთავარია შეეძლოს რთულ სიტუაციაში თავის გართმევა.

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Aug 2 2007, 04:26 PM -ში, განაცხადა:

რთულია ადამიანზე დამოკიდებული სისტემის იმედზე ყოფნა ...

სხვა გამოსავალი მე მგონი არც არის, რაღაც დონეზე ყოველთვის არის სიტემა დამკიდებული ადამიანზე

#10 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 02 August, 2007 - 17:00

ხალხნო, ჩვენ სერიოზულ საიტზე არ ვლაპარაკობდით? ისეთი საიტი როგორ იქნება სერიოზული, რომელიც საკუთარი თავის შენახვას ვერ ქაჩავს?

#11 Kakhaber Kashmadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 28 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 August, 2007 - 10:14

The Architect

ციტატა

ამ თემის მიზანია გამოვკვეთოთ ვინ არიან საქართველოში სერიოზული ჰოსტინგ პროვაიდერები და რა პირობები აქვთ მათ რათა სამომავლოდ გავიტვალისწინო ჩემი პროექტების ჰოსტერების შერჩევის დროს.

არცერთი არ არის.
სერიოზული ჰოსტინგი გულისხმობს ძალიან ბევრ ნიუანსებს რასაც აქ ყურადღებას არ აქცევენ საერთოდ. მას უნდა გააჩნდეს მძლავრი სუპესერვერები, ერთი ძირითად ოფისში და მინიმუმ ერთი რომელზეც ძირითადი სერვერის ინფორმაცია ყოველ რამდენიმე საათში გადავა ანუ backup სერვერი უნდა იყოს შედარებით მოშორებულ ტერიტორიაზე, სასურველია სხვა ქვეყანაში.
უნდა ქონდეს მინიმუმ ორი სერვერი ერთზე unix/linux მაგვარი ოპერაციული სისტემით და მეორეზე windows server 2003 ოპერაციული სისტემა თავისი მონაცემთა ბაზებით და ტექნოლოგიებით.

ციტატა

დასაწყისისათვის მაინტერესებს გამოცდილი ადამიანების აზრი ჰოსტერის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩამოვთვლი ჩემი აზრით მნიშვნელოვან კრიტერიუმებს:

1. საიმედოობა და სტაბილურობა
2. მომსახურება, ოპერატიული რეაგირება პრობლემების შემთხვევაში
3. კომპანიის სიდიდე, მოქმედების სფერო, გამოცდილება
4. თანამედროვე hard და sofr უზრუნველყოფა

თქვენ როგორ შეარჩევდით ჰოსტინგ პროვაიდერს?

1. რაც შეეხება თუ გარანტიებზე არ იქნება ლაპარაკი იქ საიმედოობაც არ არის გათვალისწინებული
2. ეგ დაივიწყე
3. ერთი ვიცი დიდი კომპანია რომელსაც აქვს ჰოტინგიც ინტერნეტის განვითარება ანუ დომენების სისტემა აღებული და ინტერნეტის შემოტანაც ანუ ყველაფერი ერთს აქვს აღებული :)))
4. hards რაც შეეხება, არ ვიცი ვერ გეტყვი არ მინახია ადგილზე, soft-ს რაც შეეხება კი ძირითადად უფასო პაკეტებზე არიან თუმცა ისინიც არ აყენია სრულად ძირითადად რაც სისტემას მოყვება იმაზე არიან და ისეთი სისტემები როგორიცაა RedHat Enterprise, Oracle JavaEnterprise სერვერები და ასე შემდეგ არ მეგულება ჩვენთან


David Biermann

ციტატა

ხალხნო, ჩვენ სერიოზულ საიტზე არ ვლაპარაკობდით? ისეთი საიტი როგორ იქნება სერიოზული, რომელიც საკუთარი თავის შენახვას ვერ ქაჩავს?

მე როგორც ვიცი ძირითადი აზრი სერიოზული ჰოსტინგი იყო და სერიოზული საიტიც მაგის გარეშე ვერ იმუშავებს სრულყოფილად.

#12 Luka Zedginidze

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,490 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 August, 2007 - 12:27

სერიოზულ საიტს სერიოზული შემოსავალი უნდა ქონდეს წესით, ასე რომ აჯობებს საკუთარ სერვერზე დაიდოს.

პ.ს. საკუთარ სერვერზე დავაყენებდი ლინუქსი + აპაჩე.
The important thing is not to stop questioning.

#13 Kakhaber Kashmadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 28 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 August, 2007 - 12:39

Luka Zedginidze

ციტატა

პ.ს. საკუთარ სერვერზე დავაყენებდი ლინუქსი + აპაჩე.

საკუთარი საიტისთვის თუ ეს მხოლოდ საკუთარი ან კორპორაციული საიტებისთვის მექნება და არა public სერვერად, მე სერიოზულ სერვერზე დავაყენებდი ლინუქსი RedHat Enterprise + JavaEnterprise, Jboss ან tomcat სერვერს და PostgreSQL მონაცემთა ბაზას, თვითონ საიტის კოდს ჯავაზე დავწერდი.

რედაქტორი Kakhaber Kashmadze, 03 August, 2007 - 12:45.


#14 Luka Zedginidze

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,490 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 August, 2007 - 12:46

Kakhaber Kashmadze
გააჩნია რა არის საჭირო. შეიძლება საიტს სულ არ ორაკლის ბაზა, მაიესქუელმაც გაქაჩოს. მოკლედ საჭიროების შესაბამისად.
The important thing is not to stop questioning.

#15 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 04 August, 2007 - 11:32

ორი ვარიანტი:

1. ჰოსტინგი საზგვარგარეთ (მაქს 30$ თვეში).
უპირატესობები: საიმედობა, დაბალი ფასი, პროვაიდერების ომებისგან დამოუკიდებლობა
ნაკლი: ჩამოტვირთვის სინელე

2. ჰოსტინგი საქართველოში. ჩემის აზრით საუკეთესოა ქოლოქეიშენი პროვაიდერთან (მაგ. ტელენეტი). დაახლოებით 100$ თვეში.
უპირატესობები: სისწრაფე, არ ხარ შეზღუდული ტრაფიკით (უცხოურ ჰოსტინზე ტრაფიკი სეზღუდულია და გაზრდა ფასი ღირს) და საიტის ზომით
ნაკლი: სიძვირე (საჭიროა სერვერი, ადმინისტრატორი), პროვაიდერების ომები, უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველყოფაზე ფიქრი

თუ საიტის მოგება საკმარისია, პრინციპში მე-2 ვარიანტი ჯობია. ადმინისტრატორს რაც შეეხება, მთელი სამუშაო დროით კარგის დაქირავება ეს არის მინიმუმ 600-700$ ნეტი თვეში და არც არის საჭირო. თუ სისტემა თავიდანვე კარგად აეწყო, როგორც წესი, მას მერე დიდი ამბავი არ სჭირდება (პრობლემის შემთხვევაში ხშირად სერვერის მარტივი გადატვირთვა შველის).
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#16 Irakli Asanishvili

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,319 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 August, 2007 - 20:45

გამოსავალი Proservice, პირადათ ძალიან კმაყოფილი ვარ, თქვენც გირჩევთ :)
1გბ - 40 ევრო
უპ თაიმი 99,5%
Irakli Asanishvili
Ceo/Partner

itgroup®
t: +995 (32) 484002 ext.101
w: itgroup.ge

#17 Kakhaber Kashmadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 28 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 August, 2007 - 09:17

საქართველოში როცა ამ დონეზე მაინც მივა ჰოსტინგის ფასებით და სერვისით როგორიც agava.ru ზეა მიუხედავად იმისა რომ უცხოურ საიტებზე კიდევ უფრო იაფია გაცილებით ვიდრე agava.ru-ზეა მაშინ ვიტყვი რომ ნორმალურია
1 გბ = (299 руб.) - 11$
5გბ = (750 руб.) - 29$
თან აქვს ssh სერვისი რასაც აქ ვერავინ ვერ გაძლევს და კიდე ძალიან სასარგებლო ვარიანტების ამორჩევა მაგალითად
მართვის პანელით შეგიძლია ამოირჩიო PHP-ს ვერსია : 4.3.x, 4.4.1 ან 5.1.1
ონლაინ რეგისტრაცია სრულად ანუ არანაირ ინტერნეტ განვითარების ფონდში არ მიდიხარ არც ru ზე და არც გლობალურ დომენებზე
მოკლედ ესეთ დონეზე თუ მივლენ მაშინ კიდე შეიძლება აქაურ ჰოსტინგზე საუბარი.

რედაქტორი Kakhaber Kashmadze, 05 August, 2007 - 09:19.


#18 Irakli Asanishvili

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,319 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 August, 2007 - 05:25

ინტერნეტის განუვითარებლობის ცენტრი აპირებს დეომეინის რეგისტრაციის პროცედურის გამარტივებას, ანუ ელექტრონულად დარეგისტრირების საშუალება მოგვეცემა. უბრალოდ ამ სისტემის შექმნასა და გაშვების გამო 1 თვით გაყინეს მომსახურება საერთოდ :) (ხოა სამაგალითო)
Irakli Asanishvili
Ceo/Partner

itgroup®
t: +995 (32) 484002 ext.101
w: itgroup.ge

#19 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 06 August, 2007 - 11:31

მაგას ბოლო 3 წელია აპირებენ

#20 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 06 August, 2007 - 12:23

მოდი მთლად დომენებზე ნუ ვილაპარაკებთ ამ ტოპიკში :) თორე ისე გეტყოდით, რომ ინტერნეტის "განვითარების" ცენტრი რამდენიმე თვეა აღარ არის .GE რეგისტრატორი :)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share