ნახტომი





* * * - - 2 ხმა

ჰოსტინგი საქართველოში


გამოხმაურებათა რაოდენობა: 101

#101 Irakli Tskitishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 November, 2008 - 14:41

არა მგონია რამე პარამეტრით შეეჭიდოთ ისეთ ჰოსტინგს როგორც godaddy.com არის.
აგრეთვე მისი მსგავსი ძალიან ბევრი ჰოსტინგი მსოფლიოში, რომლებიც უფასო არ არიან, მაგრამ ბევრად იაფია თქვენსაზე საერთო მაჩვენებლებით და ხარისხიანი.
რაც შეეხება გლობალს და ლოკალს – ერთადერთი პლუსი ლოკალს აკვს ფაილების დაქაჩვის სისწრაფე. სხვა დანარჩენი იმდენად მეორეხარისხოვანია რომ განხილვასაც არ ვაპირებ თუ რა თქმა უნდა სერიოზულად არ დაასაბუთებთ.
ამიტომ 99% მომხმარებლისთვის, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა სისტემაში, არა მგონია იყოს მომგებიანი თქვენი ჰოსტინგი. გარდა ამისა თქვენ თუ გადაწყვითავთ კონკურენცია ლოკალურ დონეზე ცოტა ზევით აწიოთ, თქვენც მეტს იხეირებთ და მომხმარებელიც.

რაც შეეხება ”ცხვირი ჰგავს? - ჰგავს. ნიკაპი ჰგავს?" არ ვიცი ვისზეა გათვლილი ეგ სისულელე, იმიტომ რომ ვინც ცოტა მაინც ერკვევა ეგრევე ნახავს განსხვავებას თქვენს "იაფ" ჰოსტინგსა და მსოფლიო ბაზარზე არსებულ ჰოსტინგებს შორის როგორც ფასში, ისევე ხარისხში.
მე რა თქმა უნდა ვამბობ სერიოზული საიტების მფლობელებზე, და არა დამწყებზე, რომელთახ ვარეზის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, არიან თინეიჯერები და 10 ლარიანი პაკეტი მაგათთვის სასწავლად მისწრებაა. ამით უბრალოდ თქვენი წონა ინტერნეტ ბაზარზე ვერ აიწევა

მე

#102 Avtandil Bakhtadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 December, 2008 - 17:49

რატომ მარტო godaddy.com? ეს სია შეიძლება ბევრად უფრო გაიზარდოს. ვინც პროფესიულად იცნობს ჰოსთინგის დარგს, მას შეუძლია მოიყვანოს სია ათეულობით იმ მსხვილი კომპანიებისა, რომლებიც მსოფლიო ლიდერები არიან და რომელთაც ჩვენ (და არა მარტო) ვერ შევეჯიბრებით. მაგრამ, ამ კომპანიებთან ერთად ამავე ბაზარზე წარმატებულედ მოქმედებს ათასობით თუ ათეულ ათასობით საშუალო და მცირე ჰოსთინგის კომპანიაც, და ეს ფაქტია. ასე რომ, ისე როგორც ნებისმიერ ბიზნესში, არ არის აუცილებელი იყო გიგანტი, მთავარია მოქმედებდე ისეთი პარამეტრების ფარგლებში, რომელიც დააკმაყოფილებს ბაზრის მომხმარებლების ინტერესების გარკვეულ სეგმენტს და ეს სეგმენტი მიიღო კიდეც (მაგ. არ არის აუცილებელი იყო ჰილტონი, ან შერატონი, რომ სასტუმრო ბიზნესში წარმატებით იმოქმედო)

ასე რომ, ჩვენი მიზანია შევეჭიდოთ არა კონკრეტულ კომპანიებს, არამედ ზოგადად ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული. ამიტომაა ჩვენი სლოგანი - მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი #1 პრიორიტეტია! სწორედ ამ მიდგომის ფარგლებშია აწყობილი ჩვენი ახალი პროექტი MyHost.GE:

ჩვენ, პირველად საქართველოში, ვნერგავთ ისეთ მიდგომას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას იმოქმედოს სახლიდან (და ჩვენი საიტიდან) გაუსვლელად: ონ-ლაინ ავტომატიზირებული სერვისები, ონ-ლაინ გადახდები საიტიდან ნებისმიერი ბანკის VISA და MASTER CARD პლასტიკური ბარათებით; მომხმარებლების ეფექტური მხარდაჭერის (support) სისტემა დახმარების ბილეთების (ticketing) საშუალებით; თუ ჩვენს ცოდნის ბაზაში და ფლეშ-თუთორიალებში მომხმარებელი ვერ იპოვის პასუხს მისთვის საჭირო საკითხზე, მას შეუძლია მოგვაწოდოს დახმარების ბილეთი, რომელზეც ოპერატულად გაეცემა პასუხი. ასეთი სისტემის advantage ისაა, რომ პროცესის სრული მონიტორინგის საშუალებას იძლევა, დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ბილინგის სისტემაში შესვლის და საკუთარი ინფორმაციის მართვის. ყველაფერი ეს + dedicated support team.= მომსახურების თანამედროვე სტანდარტები.

რაც შეეხება ვებ-აქტივობას: მომხმარებელს ვუზრუნვლყოფთ cPanel საკონტროლო პანელით, რომელიც მსოფლიოში #1 პროდუქტად არის აღიარებული (როგორც hostgator.com . რომელსაც მილიონნახევარამდე ჰოსთი აქვს, აღნიშნავს, ასე რომ არ იყოს ჩვენ მას არ გამოვიყენებდითო). cPanel მაქსიმალურად უმარტივებს ცხოვრებას მომხმარებელს, თუმცა მისი მოვლა ასევე მაქსიმალურად ”უმწარებს” ცხოვრებას სერვერის ადმინისტრატორს. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი #1 პრიორიტეტია!

ასევე ჩვენი სლოგანია - ჰოსთინგი ყველასათვის! სწორედ ამის რეალიზაციია ისეთი სიახლეები MyHost.GE - ზე, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის დამოუკიდებელი ჰოსთინგი, და ვაპ-ჰოსთინგი. თითოეული ამ სერვისის უკან მომხმარებელთა ბაზრის ფენა დგას, რომელთა საჭიროება სწორად უნდა იქნეს თარგეთირებული. მათი ჩართვა ჰოსთინგის სფეროში მომხმარებელთა ბაზრის გაზრდაზე იმოქმედებს (როგორც ინტელექტულურად, ასევე რაოდენობის მხრივ). ეს კი მთლიანად დარგისთვის იქნება სასარგებლო. დაუმატეთ ამას უკვე აპრობირებული რესელერ ჰოსთინგი და კოლოკაცია, და აღნიშნული სეგმენტები უფრო გაიზრდება.

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, პარამეტრები vs ფასი, ჩვენი 10 ლარიანი პაკეტი ყველაზე ოპტიმალურია დღეს საქართველოში. იგის ისეა ჩაფიქრებული, რომ მომხმარებელს მიეცეს საშუალება ააწყოს თანამედროვე, დინამიურად განახლებად მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული ვებ-საიტი, რომლითაც მისი ვებ-აქტივობა ეფექტური იქნება (თუ ჩაიხედავთ MyHost.GE -ს მომსახურების პირობებში ნახავთ რომ MyHost.GE - ზე ვარეზ საიტები არ იჰოსტება). ჩვენი მიდგომით, ახალგაზრდობა და დამწყებობა ნაკლი არ არის, დამწყებებს/ახალგაზრდებს ხშირად ბევრი კარგი იდეა მოსდით თავში (”Лучше быть молодым щенком, чем старой райской птицей”). თუ მოიძიებთ ინტერნეტზე, ადვილად შეადგენთ ახალგაზრდა (30 წელზე ნაკლები) მილიონერების 100 კაციან სიას, რომლებიც ისეთი პროექტებით გამდიდრდნენ, რომლებიც სერიოზული საიტების პატრონებს არ მოსვლიათ თავში. როგორც ცნობილია პატენტოლოგიაში, 99 ადამიანმა იცის რომ ამა და ამის გაკეთება შეუძლებელია, 100-ემ კი არ იცის, და ამიტომაც აკეთებს ამ გამოგონებას. ეს ასეა - როგორც მაქს პლანკი ამბობდა, ძველი თაობა ბოლომდე ვერასდროს ვერ იგებს სიახლეს, უბრალოდ დროთა განმავლობაში ის მიდის, ხოლო ახალი თაობისათვის ყოველივე ეს სიახლე ბუნებრივია. ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მიერ მოზიდული ახალი თაობისათვის ბუნებრივი იყოს ის სიახლეები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელსაც ჩვენი პროექტი სთავაზობს მათ.


სულ ჩვენს პროექტზე რომ არ ვილაპარაკოთ, ზოგადად ჰოსთინგის ბიზნესში არსებულ სიტუაციაზე მინდა ვთქვა:

ჰოსთინგი ბიზნესია, და როგორც ყველა ბიზნესი, უნდა იყოს მომგებიანი, თორემ იგი მოკვდება, არ იმუშავებს. როგორც ყველა ბიზნესი, ჰოსთინგი მხოლოდ რეალურ ფაქტებზე უნდა იყოს მიბმული. ერთერთი ასეთი ფაქტია, რომ ქართული და საერთაშორის ჰოსთინგის ბიზნესი სხვადასხვა ბაზრებზეა ორიენტირებული (ანუ მათი გადაფარვა ძალზე მცირეა). ეს ფაქტი კარგადაა ცნობილი მათთვის ვინც ამ დარგში მუშაობს, ვინც მუშაობას აპირებს - შეუძლია გაითვალისწინოს, ვინც ზოგადად საუბრობს - დაგვიჯეროს (როგორც სემ უილერი ამბობდა - ”სერ, მე მოგიძებნეთ ახსნა, მაგრამ ჩემს მოვალეობაში არ შედის რომ თქვენ იგი გაიგოთ”). თვითღირებულების დათვლის გარეშე ფასები მაღალია თუ დაბალი, ლაპარაკს აზრი არა აქვს, მივალთ ისევ ზოგად ფრაზებამდე (”მერსედესი არ ვარგა, ბმვ ჯობია”). საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასები რეგულირდება ბაზრით. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. საბედნიეროდ, დღეს ჰოსთინგის ბიზნესში სიტუაცია ძალიან ახლოს არის სწორედ ასეთთან ( თუმცა, ჯერჯერობით. შეიძლება ალბათ იმიტომაც, რომ დიდი ინტერესებისათვის აქ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს: მრავალი (არანაკლებ 10) კომპანია, მცირერიცხოვანი ბაზარი (შეფასება - 15 -20 ათასი მომხმარებელი); შედარებისათვის - 3 მობილური კავშირის ოპერატორი, 2 მილიონამდე მომხმარებელი; დაუმატეთ ამას რთული და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ა.შ. ). ასე,რომ ფასები, რაც დღეს ქართულ ბაზარზეა, რეალურია და დღევანდელობას შეესაბამება. როცა პროდუქტის თვითღირებულება გაიაფდება (ინტერნეტი, დენი და სხვა გადასახადებ), ბაზარი გაიზრდება (უკუკავშირის ეფექტი) და ა.შ., მაშინ ფასებიც დაიწევს ისე, რომ ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება.

და ბოლოს, ისევ გავიმეორებ: ”შედით MyHost.GE საიტზე, ის მომხმარებლის მოხერხებულობისათვის არის აწყობილი, და ისიამოვნეთ. არის რომელიმე სხვა ქართული ჰოსთინგის საიტი, რომელიც ამდენ მოხერხებულ ფუნქციას აწვდის თავის მომხმარებელს? აი სად შეიძლება შეგვადაროთ საერთაშორისო დონეს!”


პატივისცემით,
ავთანდილ ბახტაძე
ჯეონეთის ჰოსთინგის მენეჯერი
www.myhost.ge
.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share