ნახტომი





* * * - - 2 ხმა

ჰოსტინგი საქართველოში


გამოხმაურებათა რაოდენობა: 101

#81 Zak Khitarishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2008 - 00:42

დღესდღეობით ყველაზე სანდო და საიმედო ჰოსტინგ პრო-ვაიდერი პრო-სერვისია.
ჩამოვთვლი რამოდენიმე კრიტერიუმს და ვეცდები ამით დავასაბუთო ჩემო მოსაზრება.
1. მომსახურება და პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა.
2. ლიცენზირებული SOFT მხარდაჭერა (აბსოლუტურად ყველა SOFT-ი ნაყიდია რომელიც დაყენებულია სერვერებზე, მეტსაც გეტყვით windows ჰოსტინგის გაშვება ლიცენზირებული SOFT-ით წამგებიანია დღემდე, მაგრამ კომპანიას ამის გამო არ დაუხევია უკან და რადგან მოთხოვნა იყო ჩვენი კლიენტების მხრიდან თავის დროზე, ამიტომ გავაკეთეთ)
3. მეგობრული დამოკიდებულება საქართველოში მოქმედ ყველა პროვაიდერთან (პროვაიდერების ომში ბევრი კომპანია ზიანდება, მაგალითისთვის მოვიყვან ლუნეტის მომხმარებლებს, და კიდევ მიმაჩნია რომ ეს პრობლემა დროებითია, თუმცა ამ დროსაც კი არ ზარალდებიან ჩვენი მომხმარებლები და ეს მათი სიამოვნებაის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის :) ).

ფასზე არ ვამბობ არაფერს, იმიტომ რომ არ გვაქვს ყველაზე იაფი ფასი, თუმცა შედარებით სერიოზულ პროვაიდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იაფია (ასეთებში არ იგულისხმება სახლში რომ სერვერი უდგათ ისეთი ჰოსტინგ პროვაიდერები :D )

ველი ხალხის აზრს :)
მზად ვარ საპოლემიკოდ :D
www.lyrics.ge
www.drive.ge

#82 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2008 - 13:58

რამოდენიმე თვეა fonts.ge ჯეონეთის ჰოსტინგზე მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. არანაირი შეფერხება, თუნდაც მცირედი ჯერ არაფერი შემიმჩნევია. ორჯერ დამჭირდა რაღაც სპეციფიური ფუნქციების გააქტიურება სერვერზე და ესეც უცებ, უპრობლემოდ მოგვარდა :) ფასს რაც შეეხება, მე მგონი შესაბამისზე დაბალია ქართული ჰოსტინიგის ბაზრისთვის :)
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#83 Irakli Tskitishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2008 - 16:19

არც გავრისკავ თქკვენი სერვერის დაზიანებას. საშუალო მაჩვენებელი 300–400 მეგაბიტი წამშია და ხანდახან 700 ზეც ახტის.
ასეთი არხები საქართველოში არ არის )))

#84 Avtandil Bakhtadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 October, 2008 - 11:13

იხილე გამოხმაურებაGiorgi Pirtskhalava, Oct 16/08, 00:02 -ში, განაცხადა:

Avtandil Bakhtadze


და პირობები?

1 სტატიკური IP მისამართი
512 Mbps ლოკალური არხი
უწყვეტი ელექტროენერგია (სარეზერვო დიზელ გენერატორი და უწყვეტი კვების წყაროს ბლოკი)
ტემპერატურის კონტრილის სისტემა
ჩანაწერი DNS სერვერზე

ერთჯერადი გადასახადი 70 ლარი

ლოკალური სიჩქარე 10 MB/ s
გლობალური სიჩქარე 64kb/s - 130.00 ლარი/თვეში
128kb/s 180.00
256kb/s 250.00
512kb/s 350.00

ლოკალური სიჩქარე 100 MB/ s
გლობალური სიჩქარე 64kb/s - 150.00 ლარი/თვეში
128kb/s 200.00
256kb/s 270.00
512kb/s 370.00


ავთანდილ ბახტაძე
”ჯეონეთი” - ს ჰოსთინგის მენეჯერი
www.geonet.ge




იხილე გამოხმაურებაIrakli Tskitishvili, Oct 16/08, 16:19 -ში, განაცხადა:

არც გავრისკავ თქკვენი სერვერის დაზიანებას. საშუალო მაჩვენებელი 300–400 მეგაბიტი წამშია და ხანდახან 700 ზეც ახტის.
ასეთი არხები საქართველოში არ არის )))


ასეთი საიტები მხოლოდ კოლოკაციაზე შეიძლება დაიდოს. მაგრამ მარტალი ბრძანდებით, ასეთი არხები დღეს საქართველოში მართლაც არ არსებობს.

როცა თავიდან ამოცანა დაისვა, საკითხი ეხებოდა DoS შეტევას. ასეთი შეტევებისაგან
დასაცავად არსებობს გარკვეული ტექნოლოგიები/სოფთი (სხვადასხვა ეფექტურობის),
რომელშიც ყველაზე პრინციპულია DoS - ის გარჩევა მაღალი ტრაფიკისაგან. DDoS - ეს
კიდევ უფრო რთულადაა. საკითხი ფართოა და მისი განხილვა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ
მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ჩვენც გვაქვს დაყენებული გარკვეული დაცვითი სისტემა.

ავთანდილ ბახტაძე
”ჯეონეთი” - ს ჰოსთინგის მენეჯერი
www.geonet.ge

#85 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 October, 2008 - 21:12

Avtandil Bakhtadze
ნამეტანი მეძვირა კოლოკაცია, 250 ლარად 5მბ გლობალს (შეარედს) და 1გბ ლოკალს (დედიქეითედს) მთავაზობენ, გარდა ამისა ლუნეტში 1გბ ლოკალი + 32კბ გლობალი - 70 ლარია...

რაიმე სხვა სახის უპირატესობა გაქვთ?
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#86 Rati Dvaladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 530 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 October, 2008 - 23:44

Giorgi Pirtskhalava
ცუდი ფასი ნამდვილად არ არის

Avtandil Bakhtadze ეს ფასები კაირგი მართლა მაგრამ მიზეზი ამხელა სხვაობის რა უპირატესობის ხარჯზე?
The Proud Participant of Business Conference

#87 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 October, 2008 - 10:08

მაპატიეთ გადახვევა, მაგრამ ჯეონეთი ვისია?
ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ დღეს ბაზარზე მოქმედ პროვაიდერებთან?

მე ვეძებ ჩემი კომპანიის ვებ სტუდიისათვის პარტნიორ კომპანიას ... და დეტალები მაინტერესებს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#88 Avtandil Bakhtadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 October, 2008 - 14:30

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Oct 29/08, 10:08 -ში, განაცხადა:

მაპატიეთ გადახვევა, მაგრამ ჯეონეთი ვისია?
ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ დღეს ბაზარზე მოქმედ პროვაიდერებთან?

მე ვეძებ ჩემი კომპანიის ვებ სტუდიისათვის პარტნიორ კომპანიას ... და დეტალები მაინტერესებს ...



”ჯეონეთი” არის დამოუკიდებელი ინტერნეტ პროვაიდერი:
  • ინტერნეტ მომსახურება ოპტიკური არხებით
  • DSL ტექნოლოგიით
  • 47 ინდექსის ნომრები VoIP ტექნოლოგიით
  • უსადენო ლოკალური ქსელი (Wi-Fi) ტექნოლოგიით)
ვებ - ჰოსთინგის პროექტი MyHost.GE არის კომპანიის სერვისების დივერსიფიკაცია ქართული ვებ-ბაზრის ტენდენციების (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) გათვალისწინებით.
  • MyHost ონ-ლაინ რეჟიმში უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სპექტრს საიტზე შემოსული მომხმარებლებისათვის, დაწყებული დომენის რეგისტრაციიდან, სხვადასხვა ჰოსტინგ გადაწყვეტილებების ჩათვლით: DNS, Shared , Collocation, Reseller, E-Mail და WAP
  • MyHost სერვისების გადახდა ხორციელდება სრულ ონ-ლაინ რეჟიმში საიტიდან
  • MyHost სთავაზობს ჰოსთინგის გეგმებს რომლებიც შეიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც სჭირდება მომხმარებლების ბაზარს მათთვის მისაღებ ფასებში.
  • MyHost სთავაზობს სერვისებს, რომელიც მორგებულია როგორც დამწყებთათვის ასევე პროფესიონალებისათვის, კერძო მოხმარებისა თუ ბიზნეს საჭიროებისათვის.
  • MyHost -ის სერვისები დამყარებულია მაღალი სიჩქარის 2GB ინტერნეტ შეერთებაზე, განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და უახლეს თანამედროვე აპარატურაზე
  • MyHost -ის გუნდს ქართული ვებ-ის განვითარების სათავეებიდან მოყოლებული (1998 წ.) აქვს დაგროვილი პროფესიული გამოცდილება და ”ნოუ-ჰაუ”.
ვებ სტუდიასთან პარტნიორობა ჩვენთვისაც საინტერესოა, დეტალები შეიძლება განვიხილოთ უშუალოდ შეხვედრით .

#89 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 October, 2008 - 15:14

ანუ თქვენ ვერც გეხებათ და ვერც შეგეხებათ დიდი ზვიგენების ”ჭიდაობა”?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#90 Rati Dvaladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 530 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 October, 2008 - 13:25

Avtandil Bakhtadze
შეიძლება გაგვანდოთ რა სიჩქარით გაქვთ ურთიერთ ჩართვები ამ ზვიგენებტან? :) და ასევე სხვა პროვაიდერებტან?
The Proud Participant of Business Conference

#91 Avtandil Bakhtadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 November, 2008 - 11:01

ჯეონეთი არ არის ჩართული "დიდი ზვიგენების" ჭიდაობაში და მოქმედებს ნეიტრალურად.
ჩვენ გვაქვს 100მგბ-იანი ურთიერთჩართვები ტელეკომთან და კაუკასუსთან (რამდენიმე),
ასევე პირდაპირ ვართ ჩართული ყველა დანარჩენ ინტერნეტ და სატელეფონო პროვაიდერებთან.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გიგაბაიტიანი ჩართვების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა მათთან გიგაბაიტიანი ჩართვების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

და რაც მთავარია, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პროექტი MyHost.GE გაშვებულია და ამოქმედდა.

როგორც ინგლისელები იტყვიან, ENJOY!

#92 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 November, 2008 - 11:35

ვნახე საიტი და მგონი საკმაოდ მიმზიდველი პაკეტებია

ყოველ შემთხვევაში მოვსინჯოთ თანამშრომლობა ... უფრო ყურადღებით გადავხედავთ და ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#93 Rati Dvaladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 530 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 November, 2008 - 20:22

ტარიელ შენ კარგი პროექტები გექნება იდეაში :) თუ გინდა დაგაკავშირებ ისეთ ხალხს ვინც ალბათ ისეთ წინადადებას შემოგთავაზებს რომ იქიდან სხვაგან აღარ წახვალ მემგონი :)

მითუმეტეს დატაცენტრს როცა ნახავ
The Proud Participant of Business Conference

#94 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 November, 2008 - 22:21

რა თქმა უნდა მინდა :)
დარწმუნებული იყავი, რომ ჩემთან თანამშრომლობა ყველასათვის მომგებბიანი იქნება :)
877 73 79 64 - მიეცი ნომერი და შემეხმიენოს ვინც არ უნდა იყოს ... დანარჩენს მოვისაუბრებთ :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#95 Irakli Tskitishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 November, 2008 - 22:29

გადავხედე MyHost.GE
მინდა გითხრათ, რომ ძააააააააააააააააალიან ძვირია!!!!!!!!!

#96 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 November, 2008 - 22:32

ძვირს გულისხმობ:
1. ზოგადად მსოფლიო მასშტაბით
2. საქართველოს რეალობაში
3. თუ შემოთავაზებულ ხარისხთან მიმართებაში
?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#97 Irakli Tskitishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 November, 2008 - 20:45

ძვირს ვგულისხმობ ზოგადად მსოფლიო მასშტაბით შემოთავაზებული პარამეტრების გათვლით.
ინტერნეტი ისეთი რამაა, რო თუ გინდა ჩრდილო პოლუსზე იყოს.
ერთადერთი ვისთვისაც მისწრებაა, იმათთვის, ვისაც ფაილჰოსტინგების გაკეთება უნდა ქართულ მომხმარებელზე გათვლით. ჩამოქაჩვა იქნება ძალიან სწრაფი. დანარჩენი, შეიძლება მე რამე არ მესმის, უპრობლემოდ შეიძლება ნებისმიერ უცხოურ სერვერზე ბევრად იაფად გააკეთო. არც ხარისხი მგონია ჩვენთან უფრო მაღალი იყოს მომსახურების.

#98 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 November, 2008 - 23:48

მე რა მაინტერესებს, ასეთი სასტიკი ფასები რატომ გაქვთ ყველას დამატებით IP მისამართზე? კოლოკაციას გადავხედე... შეუსაბამო ფასებია "ლაითად" რომ ვთქვათ. ან ეს 10მბ შეერთება რაღაა? ასეთს ხომ სახლშიც დავაყენებ?
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#99 Avtandil Bakhtadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 November, 2008 - 09:43

ვეხმიანები დაგროვილ შეკითხვებს.

ფასებთან დაკავშირებით: იაფი და ძვირი ფარდობითი ცნებაა. იდეალში მომხარებლისათვის საუკეთესოა შემთხვევაა უფასო სერვისი. მაგრამ, აბა ისარგებლეთ უფასო ჰოსთინგის სერვისით, რომელიც მრავლადა მსოფლიოში (აქ გამოითქვა აზრი რომ თურმე მსოფლიო ბაზრით უნდა შევფასდეთ. თუმცა ამაზე ქვემოთ), და ნახავთ რასაც მიიღებთ. კიდევ მაგალითი, უფასო ვებ-სისტემები- სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები თუ სხვა, ”უფასო” მომხმარებლის აქტივობაზე ქმნიან თავიანთ მოგებას. აბა დასვით შეკითხვა - საიდან შოულობს გუუგლი ფულს? ძირითადი შემოსავალი მხოლოდ რეკლამიდანაა. ასე რომ. როგორც ინგლისელები ამბობენ: Free is only the cheese in rattrap.

ფასი vs სერვისი - ეს სწორი მიდგომა ისეთი საანბანო ჭეშმარიტებაა, რომ ამ კონფერენციაზე არც უნდა გვჭირდებოდეს მისი შეხსენება. ისევე როგორც იმის შეხსენება, რომ ყველაზე რთულია ზოგად ფრაზებზე პასუხი, რომლებიც დილეტანტს შეიძლება ეპატიოს, მაგრამ არა კომპეტენტურ პიროვნებას. ჰოსთინგი ბიზნესია, და მისი ანალიზი ხდება გარკვეული მეთოდებით, რომლებიც თავისთავად ობიექტურია, და რომელთა ცოდნა და ფლობა გამორიცხავს ასეთ ზოგად ფრაზებს.

სწორედ ამ მიდგომით უნდა მოხდეს ჰოსთინგის სერვისების შედარება, რომელსაც სხვადასხვა პროვაიდერები გვთავაზობენ. როგორც წესი, სხვადასხვა ჰოსთინგის საიტებზე თქვენ ალბათ გინახავთ ცხრილი - ”ფასების შედარება კონკურენტებთან”. ასეთი , ცხრილები მოხერხებულად მიაწოდებენ მომხმარებელს თავიანთვის მომგებიან პარამეტრებს - ”ცხვირი ჰგავს? - ჰგავს. ნიკაპი ჰგავს? და ა.შ.” ასეთი მიდგომა რა თქმა უნდა არაკორექტულია, და მხოლოდ ”აბრუებს” მომხმარებელს. სწორად დასმული ამოცანა ასეთია - ჰოსთინგი მრავალპარამეტრიანი სერვისია, რომელიც ამასთანავე ამ პარამეტრების განსხვავებულ პაკეტებს თავაზობს. ასეთი სისტემების კორექტული შედარებისათვის იყენებენ მათემატიკურ მოდელირებას, როცა აიგება ხოლმე გარკვეული ფუნქციონალი ამ პარამეტრებისა, რომლის ოპტიმიზაციაც ხდება ვარიაციული მეთოდებით. სწორედ ეს მნიშვნელობები უნდა იქნას შედარებული.

საბედნიეროდ, რეალურად პრაქტიკაში არსებობს ამ პარამეტრების იერაქიაც, როცა არსებობს ”დიდი” - წამყვანი პარამეტრები (მაგ. რომელიმე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ვებ-სივრცეს და სხვა), რაც პრაქტიკაში ბევრად ამარტივებს საქმეს.

სწორედ ასეთი მიდგომით მოვუბრუნდეთ ქართული ჰოსთინგის ადგილს მსოფლიო ბაზარზე. მანამ, სანამ არსებობს ცნება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტ სიჩქარე (”დიდი” და მცირე პარამეტრი), ქართული და საერთაშორისო ჰოსთინგის ბაზარი დამოუკიდებელი კანონებით განიხილება. ანუ, ჰოსთინგის ფასი საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პირობებში რეგულირდება ქართული ბაზრით. ასე რომ უნდა მოხდეს ქართული ჰოსთინგის პროვაიდერების შედარება ლოკალურად.

ჩვენ გამოვყავით ჩვენი რამდენიმე ”დიდი” პარამეტრი (ეს ჩვენი ”ნოუ-ჰაუა”, თუმცა შედეგებს თქვენ ხედავთ ჩვენს საიტზე MyHost.GE), რომლებიც ჩვენის აზრით აკმაყოფილებს მომხმარებელთა ფართო სპექტრს (სლოგანი - ”თანამედროვე ჰოსთინგი ყველასათვის”) , და რომელთა საფუძველზეც მოვახდინეთ ფასების ოპტიმიზირება. თუ შეადარებთ ჩვენს ფასებს სხვა ჰოსთინგ პროვაიდერების ფასებთან (რა თქმა უნდა გადანორმირებით, პაკეტები მრავალპარამეტრიანია!), დაინახავთ, რომ ჩვენი ფასები ”ყველასათვის” სხვებზე დაბალია. რა თქმა უნდა გვაქვს სხვა ფასის ”არამასიური”, გამორჩეული სერვისები ბაზრის უფრო ვიწრო სეგმენტისათვის, უკვე სხვა ფასად.

და რადგან ზემოთ ინგლისელები ვახსენეთ, ბარემ პუშკინიდანაც გავიხსენოთ: ”А балда приговаривал с укоризною, не гонялся бы ты поп за дешевизною”

და ბოლოს, შედით MyHost.GE საიტზე, ის მომხმარებლის მოხერხებულობისათვის არის აწყობილი, და ისიამოვნეთ. არის რომელიმე სხვა ქართული ჰოსთინგის საიტი, რომელიც ამდენ მოხერხებულ ფუნქციას აწვდის თავის მომხმარებელს? აი სად შეიძლება შეგვადაროთ საერთაშორისო დონეს!

#100 Giorgi Lomidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 78 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 November, 2008 - 15:30

მეც მაქვს ვებ გვერდთან დაკავშირებით რაგაც იდეები. კერძოდ რაგაც სახის ინტერნეტ მაღაზიის გახსნა მინდა. ტექნიკურ სფეროში თითქმის ვერ ვერკვევი, ნუ მინიმუმი ვიცი: ჰოსტინგი ტრაფიკი... თუ ტრეფიკი და დომენის დარეგისტრირებ. მაინტერესებს ა როა საჭირო :D:) მაინტერესებს არსებობენ კომპანიები რომლებიც საიტსაც შექმნიან და შემდგომში ტექნიკურ შეცდომებზეც იქნებიან პასუხის მგებლები. ანუ ინტერნეტ მაღაზია მოიცავს საკუთარი ვირტუალური ანგარიშის შექმნას და პატარა ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი თანხა იზარალო.

პ.ს: ზემოთ ვკითხულობდი სერვერები არ არიან სანდოებიო... ალბათ თუ რომელიმე კომპანია აიღებს პასუხისმგებლობას ის სანდო სერვერსაც მოძებნის ან საკუთარი ექნება. ჩემთვის მთავარია თავიდან თავისი თავი მაინც არჩინოს და მერე ნელნელა გავერკვევი ტექნიკურ საკითხშიცსაქმეშიც.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share