ნახტომი





- - - - -

ეფექტური რეკლამა სატელეფონო სერვისისთვის


გამოხმაურებათა რაოდენობა: 82

#81 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 23 April, 2008 - 08:35

კონკრეტულად რომელ რადიოში, რომელ გადაცემაში და რა დროს გადიოდა რეკლამა?
საიდან იცი რამდენი უსმენს ... დაახლოებიტ ... იმ დროს იმ გადაცემას?
რატომ გონია, რომ 14 გაშვებაში 20 ზარი ცოტაა?
სხვა საშუალებით მეტი მიიღე?

შეხედე ასე: რამდენი დახარჯე და რამდენი ზარი მიიღე
მერე შეადარე სხვა საშუალებას: რამდენი დახარჯე და რამდენი ზარი მიიღე
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#82 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 April, 2008 - 14:37

Tariel Zivzivadze
გადიოდა 5 Lines-ში, ღამის 3-დან 4-მდე, ყოველღამე, ღამეში 2-ჯერ, ერთი კვირის განმავლობაში, გაცნობის გადაცემაში, თუ არ ვცდები რადიო-კონტაქტი ქვია. აუდიო რგოლი სადღაც 30 წამიანი იყო.
რამდენი უსმენს ეს არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რამდენ სმს-სს კითხულობდა წამყვანი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 50-ზე მეტი ადამიანი უსმენს.

ერთ კვირაზე იმაზე მეტი დავხარჯე, ვიდრე ტელევიზიაზე ვხარჯავ ჯამურად ყოველთვიურად და ვიღებ გაცილებით მეტ ზარს.

კაი ხანია გამოკითხვას ვატარებ ახალ მომხმარებლებთან ვინ საიდან იგებს ამ სერვისის შესახებ. ახლა დეტალურად შევხედე შედეგებს და გამოდის, რომ 5 ლაინსიდან ამ კონკრეტული სარეკლამო აქტივობის პერიოდში მხოლოდ 10-მა დარეკა, რამდენიმე დღის შემდეგ კი კიდევ 5-მა. იგივე ერთკვირიან პერიოდში კი ტელევიზიიდან 173-მა გაიგო. ნუ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რადიოში ცოტა ხანს იყო და ტელევიზიით სულ გადის, მაგრამ ზოგადად ხარჯი რომ შევადაროთ, ტელევიზიის 1 კვირა 52 ლარი მიჯდება, რადიოს ეს 1 კვირა კი 260 დამიჯდა (რგოლის ჩაწერიანად). გამოდის რომ ტელევიზიიდან ერთი ზარი 30 თეთრი მიჯდება, რადიოდან კი ამ კონრეტულ შემთხვევაში ერთი ზარი 17 ლარი! დამიჯდა.

რედაქტორი George Keretchashvili, 23 April, 2008 - 14:40.

გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#83 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 23 April, 2008 - 15:17

მინდა გითხრა რომ ნაკლებად რეიტინგულ რადიოებში [რეიტინგულებს ეს არ სჭირდებათ] აუდიტორიის წახალისების მიზნით ყოველთვის წარმატებით გამოიყენება ასეთი ხრიკი ... მაგალითად მეორე ოთახიდან დარეკავს რომელიმე თანამშრომელი ... ან სმს-ები მომარაგებული აქვთ და უბრალოდ დაწერილ თემას კითხულობენ ... იმ 50 სმს-იდან დარწმუნებული ვარ ნახევარიც არ იქნებოდა რეალური ...

თუ სწორად გაქვს დაანგარიშებული ყველაფერი [დიდი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს], გამოდის, რომ ტელევიზიაში რეკლამა უფრო დანახარჯეფექტურია შენთვის. თუმცა სხვა საკითხია რამდენად ოპტიმალურად იხარჯება ამა თუ იმ საშუალებაში ჩადებული ფული. ფაქტიურად ყველა ის საშუალება, რომელიც 30 თეთრზე იაფად მოგიტანს ერთ ზარს უნდა გაწყობდეს

ცოტა ანალიზი:
ვიცით ვინც არის მიზნობრივი აუდიტორია, მაგრამ ვიცით კი ის, თუ რა დროს აქვს ამ აუდიტორიას დარეკვებისათვისათვის საჭირო დრო?
დილის და დღის განმავლობაში ნაკლებად ... ყველას თავისი საქმე აქვს ...
საღამოს სამეგობრო, სამეცადინო ...
ძირითადი საზოგადოება ალბათ შემოდის საღამოდან შუაღამემდე ...
ამ საზოგადოებას შენთან დასარეკად მოიყვანს ძირითადში 3 წყარო:
1. უკვე დაურეკია, იცის რა იყო ეს, ახსოვს ნომერი და ხელახლა რეკავს ...
2. საიდანღაც ახსოვს ნომერი, ნიტო ტელევიზიიდან, ნიტო რადიოდან, ნიტო მეგობარმა უთხრა ... და რეკავს გაიგოს რა ხდება
3. ნახა რეკლამა და ეგრევე დარეკა იმის გასაგებად თუ რა არის ეს ...


ეხლა რამოდენიმე იდეა:

იდეა 1:
შენს ადგილზე დავუკავირდებოდი ამათ, შეიძლება რამე მოიფიქროთ ერთად http://www.conferenc...?showtopic=6338

იდეა 2:
ცუდი აზრი არ უნდა იყოს 5 სმ რადიუსის სტიკერების დაბეჭდვა და სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზე მიკვრა [ბოძებზე ან სადმე], რომ ახალგაზრდობამ ნახოს ... ვფიქრობ იაფიც იქნება და ეფექტურიც

იდეა 3:
მოიფიქრე რამე გათამაშება, რომელიც დაანონსე რამოდენიმე დღით ადრე, რომ იმ მომენტისათვის ხალხი ბევრი შემოვიდეს. ანუ განსაზღვრე ისეთი დროები, როცა იტყვი, რომ მოდით ამ დროს ყველანი შემოვიდეთ და ეს ვქნათ ... :) შეიძლება გაათამაშო კინოს ბილეთი ან რაიმე მსგავსი. არ ვიცი ეს ტექნიკურად როგორ ხდება, მაგრამ თუ გამოდის ... მოკლედ ... იდეაა...

იდეა 4:
დაბეჭდე სანიშნეები და დაარიგე სკოლებში. დაბეჭდე კალენდრები და დაარიგე სკოლებსა დ სასწავლებლებში. იაფიცაა და მიზნობრივ აუდიტორიასაც პირდაპირ მიწვდები ...

იდეა 5:
teen.ge და მისნაირ საიტებზე რეკლამა გიცდია? თუმცა ერთიცაა: ან ინტერნეტ საზოგადოებას კომუნიკაციის საჭიროება უკვე გარკვეულწილად დაკმაყოფილებული აქვს და ალბათ რთულია, რომ მას დაარეკინო შენთან ... თუმცა შეიძლება ვცდებოდე. შეიძლება იმ საზოგადოებამ უფრო დარეკოს, რომელსაც ინტერნეტთან შეხება აქტიურად არა აქვს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share