ნახტომი





- - - - -

სარეკლამო პაკეტი - "Corporate"


გამოხმაურებათა რაოდენობა: 5

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 03 September, 2007 - 12:27

სარეკლამო პაკეტი - "Corporate"
--------------------------------------------

- 5 000 000 ბანერის ჩვენება
- 200x20 ბანერი კონკრეტულ კონფერენციაში
- 1 000 პიქსელი მოზაიკაში

1 წლის მანძილზე

$ 1818 ღირებულების პაკეტი მხოლოდ 490 დოლარად.

=========================================================================
Corporate სარეკლამო პაკეტის გაშიფრვა:

- 5 000 000 ბანერის ჩვენება: 234/60 ზომის ადგილზე თქვენი ტექსტური ბანერის გამოჩენა 5 მილიონჯერ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტექსტური ბანერებია. გამოიყურება ზუსტად იგივენაირად, როგორც Google-ის ტექსტური ბანერები. თქვენ გვაწოდებთ 2-3 სიტყვიან სათაურს, 6-8 სიტყვიან აღწერილობას და ლინკს, რომელიც ჩაიდება ტექსტში და განთავსდება სისტემაში. მაქსიმალური ეფექტურობისათვის რეკომენდირებულია რამოდენიმე სხვადასხვა ბანერის განთავსება. 5 მილიონი ჩვენების დახარჯვა 1 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. ეს ფაქტიურად იმას ნიშნავს რომ კონფერენციის ყველა გვერდზე თითქმის ყოველთვის იქნება თქვენი ბანერი. ჩვენებების აღრიცხვა ზედმიწევნით ზუსტად ხორციელდება.

- 200x20 გრაფიკული ბანერი კონკრეტულ კონფერენციაში: თქვენ ირჩევთ თქვენთვის საინტერესო კონფერენციას თქვენი სარეკლამო თემის მიხედვით [მაგალითად მარკეტინგის კონფერენციას] და მის გასწვრივ მდებარე ბანერის ადგილას განთავსდება თქვენი ბანერი 1 წლის განმავლობაში. ბანერი მხოლოდ პირველ გვერდზე ჩანს. პირველი გვერდი კი ყოველთვის აქტიურია. ბანერზე განთავსდება ლინკი და სტუმარი პირდაპირ თქვენი საიტისაკენ გადამისამართდება.

- 1 000 პიქსელი მოზაიკაში: მოზაიკა კონფერენციის ყველა გვერდზეა განთავსებული. თქვენ მიგზავნით მზა პიქტოგრამას, 3-5 სიტყვიან აღწერილობას და ლინკს. თქვენი პიქტოგრამა მოზაიკაში თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას განთავსდება 1 წლით.

=========================================================================
Corporate სარეკლამო პაკეტის ეფექტურობა:

როცა ვსაუბრობთ კონკრეტული სარეკლამო ინსტრუმენტის ეფეტურობაზე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ციფრებით [იდეალურ შემთხვევაში]. გზა ასეთია:
1. დავიანგარიშოთ რა გვიჯდება პოტენციური მყიდველის მიერ ჩვენი რეკლამის ერთხელ ხილვა [დავარქვათ ”კაც/ხილვა”];
2. დავიანგაროშოთ კონკრეტული ბიუჯეტის სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებში დახარჯვით თითოეული მათგანი რამდენ ხილვას მოგვიტანს;
3. გავიანგარიოთ ეფექტურობის კოეფიციენტები მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი ფაქტორების გათვალისწინებით
ეს მინიმალური ანალიზი ყოველთვის ჩასატარებელია ყოველი სარეკლამო ხარჯის დასაბუთებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ბრმად ვაკეთებთ რეკლამას. ეს კი ჩვენ არ გვიყვარს :D

მოდით ერთმანეთს შევადაროთ Corporate სარეკლამო პაკეტის დანახარჯ-ეფექტურობა და მაგალითად ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე პრაიმ თაიმში გაკეთებული რეკლამის დანახარჯ-ეფექტურობა [გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კორპორატიულ სეგმენტზე, ანუ ადამიანებზე, რომლებიც ბიზნეს ორგანიზაციებში მუშაობენ ან მათთან რაიმე შეხებაში არიან. ეს არ არის მასიური სეგმენტი, ეს მიზნობრივი სეგმენტია].

Corporate სარეკლამო პაკეტში 490 დოლარად მიიღებთ შემდეგს [ციფრები აღებულია მიმდინარე სტატისტიკიდან]: 1 წლის განმავლობაში [365 დღის მანძილზე] ყოველდღიურად მინიმუმ 1000 საქმიანი ადამიანიდან [კონფერენციას ბიზნეს აუდიტორია ჰყავს] დღეში თითოეული მინიმუმ 15-ჯერ იხილავს თქვენს შეთავაზებას [3 სხვადასხვა საშუალებით: ტექსტური ბანერი, გრაფიკული ბანერი, მოზაიკა]. შედეგად გვაქვს - 365 * 1000 * 15 = 5,475,000 კაც/ხილვა. ანუ ერთი კაც/ხილვა გვიჯდება $ 490 / 5,475,000 კაც/ხილვა = 0.009 ცენტი.
+ არანაირი გვერდით ხარჯები.
+ ბანერზე დაწკაპუნებების შედეგად თქვენს საიტზე შემოსული სტუმრები [ყველაზე მოკრძალებული შეფასებით] არანაკლებ 5 000 წლის განმავლობაში.

რუსთავი2-ზე პრაიმ თაიმში 490 დოლარად მიიღებთ შემდეგს: ეს არის ნახევარი წუთი სარეკლამო დრო. 5-6 სიტყვა რომ თქვა, უკვე 15 წამია. ვიანგარიშოთ რომ 30 წამში ვასწრებთ რგოლის 2-ჯერ ჩვენებას [რგოლის დამზადება კიდევ ცალკე ხარჯია]. 1 წლის წინათ საქართველოში ტელევიზიების ყურებადობის სტატისტიკაში ლიდერობდა იმედი [58%-მდე], შემდეგ მოდიოდა რუსთავი2 [47%-მდე]. დღეს ალბათ ეს ციფრები შეიცვლებოდა, მაგრამ ვფიქრობ თუ საანგარიშოდ 50% ავიღებთ, არაფერს დავაშავებთ. დავუშვათ საქართველოს მოსახლეობის 50% უყურებს პრაიმ ტაიმში რუსთავი2-ს. ე.ი. 4 მილიონი ადამიანიდან 50% უყურებს რუსთავი 2-ს, ეს არის 2,000,000 ადამიანი. ჩვენ გვინდა ბიზნეს აუდიტორია, ანუ ხალხი, რომლებიც ბიზნესის სფეროში, ან მასთან ახლო სფეროში საქმიანობენ და შედეგად სავარაუდოდ დაგვრჩება დიდი-დიდი 25% [რატომ 25%? თვითონ იანგარიშეთ ... საქართველოში მარტო პენსიონერია 950 000 ადამიანი], ანუ 500,000 კაცი - ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია. მერწმუნეთ, ეს იდეალურ შემთხვევაში, თან საქართველოს მასშტაბით. ეხლა ვიანგარიშოთ: 2 [რგოლის გაშვების რაოდენობა] * 500,000 კაც/ხილვა = 1,000,000 კაც/ხილვა. ანუ ერთი კაც/ხილვა გვიჯდება $ 490 / 1,000,000 კაც/ხილვა = 0.049 ცენტი.
+ გასაწევი გექნებათ სარეკლამო რგოლის დამზადების ხარჯები, რაც ცოტა არ ჯდება;
+ რა თქმა უნდა არანაირი შემოსვლები თქვენს საიტზე;


კაც/ხილვის ღირებულება - 0.049 ცენტი ტელერეკლამის შემთხვევაში კი 5-ჯერ და მეტად აღემატება 0.009 ცენტს კონფერენციაზე რეკლამის შემთხვევაში. მაგრამ ალბათ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

1) სარეკლამო ინსტრუმენტის უნარი სრულად გადასცეს მესიჯი - ჯერჯერობით არცერთი კვლევა არ ვიცი, რომელიც მოგცემდა ციფრს: რამდენად მეტი ეფექტი აქვს ტელევიზიაში ნანახს ინტერნეტში ნანახთან შედარებით; მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზიით ინფორმაციის 100%-იანი ნაკადია [ვიზუალი + აუდიო + ტექსტი], ხოლო ინტერნეტ რეკლამით მხოლოდ 7 % [ტექსტი], უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტურობა ტელერეკლამის სასარგებლოდ არის 100:7, ანუ 14-ჯერ მეტი;

2) დრო, რომლის განმავლობაში გადის თქვენი რეკლამა - ტელერეკლამას თუ 2 ჯერ გაუშვებ, დიდი-დიდი 2 დღე გაუშვა დღეში თითოჯერ. კონფრენციაზე რეკლამა კი 365 დღე იმუშავებს. ამ კომპონენტში ინტერნეტ რეკლამის უპირატესობაა 365:2, ანუ 132-ჯერ უკეთესია;

3) კონკურენცია კონკურენტების რეკლამების მხრიდან [ინტენსივობა] - პრაიმ ტაიმში ტელევიზიაში სარეკლამო ტიხარში მინიმუმ 25-მდე რგოლი გადის, ტიხარი კი 10 წუთი და მეტიც კი გრძელდება. როგორ ფიქრობთ, ტიხარის შემდეგ რამდენ მაყურებელს ემახსოვრება თქვენი 15 წამიანი რგოლის შინაარსი? რამდენს ემახსოვრება იგი 2 დღეში? 1 კვირაში? 1 თვეში? კონფერენციაზეც არის ბევრი რამ, რაც იქცევს საიტის სტუმრის ყურადღებას, მაგრამ აქ ერთი მთავარი უპირატესობაა: ადამიანს არაფრის დამახსოვრება არ სჭირდება. ყველაფერი ყველა გვერდზეა 365 დღის განმავლობაში. თუ მახსოვრობის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს ავიღებთ და დავუშვებთ, რომ 10 წუთიანი სარეკლამო ტიხრის განმავლობაში გაშვებული თქვენი 15 წამიანი რგოლის შინაარსი 2 დღე მაინც ემახსოვრება [და თუ დავუშვებთ, რომ ჩვენს იერგვლივ ყველა გენიოსია] გამოვა, რომ თქვენ სატელევიზიო რეკლამა ადამიანებს 4 დღე მაინც ემახსოვრებათ. კონფერენციაზე კი ეს მაჩვენებელი 365 დღეა. ანუ 365:4 ისევ კონფერენციის სასარგებლოდ. ამჯერად 91-ჯერ უკეთესი შედეგი გვაქვს.

ეხლა მოვიშველიოთ ელემენტარული მათემატიკა, ეფექტურობის ეს სამი ფაქტორი გავამრავლოთ და მივიღებთ:
-ტელერეკლამის ეფექტურობის კოეფიციენტი - 100 * 2 * 4 = 800
-კონფერენციაზე რეკლამის ეფექტურობის კოეფიციენტი - 7 * 365 * 365 = 932,575
ანუ ეფექტურობა აღემატება როგორც მინიმუმ 1166-ჯერ

ეხლა თქვენ დაფიქრდით:
არ ღირს ტელევიზიასთან შედარებით 5-ჯერ უფრო იაფად 1166-ჯერ უფრო ეფექტურად გაკეთოთ რეკლამა?



-----------------------------------------
** თუ გათვლებში არ მეთანხმებით, გამოთქვით თქვენი არგუმენტირებული მოსაზრებები და შევჯერდეთ;
** ანალოგიურად შეგიძლიათ აიღოთ რომელიმე სარეკლამო ინსტრუმენტი და იანგარიშოთ მისი დანახარჯ-ეფექტურობა. მერე შეადარეთ კონფერენციაზე რეკლამის დანახარ-ეფექტურობას. დარწმუნდებით, რომ ჩვენთან რეკლამა მაინც აჯობებს ...


#2 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 13 September, 2007 - 22:00

შრომატევადი, კარგი გათვლაა...

#3 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 27 September, 2007 - 01:43

მეტის თქმაც შეიძლება: საიტის სატელევიზიო რეკლამა საერთოდ არაფერს იძლევა, განსაკუთრებით თუ საიტის მისამართი რთულია. საიტების რეკლამის ეგ ფორმა მგონი უფრო კონკურენტებს ძაბავს, ვიდრე რეალურად წევს ტრაფიკს. ამის მაგალითებია ახალი აუქციონი და PCShop.ge. ახალი აუქციონის სატელევიზიო რეკლამას, რომელიც რუსთავი 2-ზე გადიოდა დაახლოებით იგივე ეფექტი ქონდა (იგულისხმება ტრაფიკი) რაც Top.ge-ს თავში ტექსტური ბმულის არსებობას. ასევე, როგორც მე მახსოვს, PCShop.ge-ს ტრაფიკი ამ ზაფხულს, როცა მიმდინარეობდა ამ მაღაზიის ინტენსიური რეკლამა ტელევიზიით, არ გაცდენია დღეში 350 უნიკალური მომხმარებლის ფარგლებს, როცა რეკლამის გრეშე საიტს ყოველდღიურად სტუმრობს დაახლოებით 170 კაცი.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#4 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 27 September, 2007 - 11:52

თუმცა მოდით განვასხვავოთ:

ერთია როცა საიტის რეკლამირებას ახდენ ტელევიზიით. გეთანხმები, რომ ხშირ შემთხვევაში უპერსპექტივო ინიციატივაა [თუმცა მე მახსოპვს დრო, როცა მოძრავი სტრიქონის გაშვებით შედეგებს ვიღებდი]. მაგალითებს კიდევ დავამატებდი e-info-ს შემთხვევას. იმოდენა ფული იქნა დახარჯული [ხვდები ადამიანი როცა სარეკლამო კამპანიას თვალს ადევნებ] ტელევიზიით ამ საიტის რეკლამირებაში, როგორც არსად შედეგი კი ნული ... ეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იყო

მეორეა როცა ახდენ არა საიტის არამედ სხვა რამის რეკლამირებას. მაგალითად კონკრეტული პროდუქტის, რომელიც კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზეა გათვლილი. ეს იმდენად ვრცელი სასაუბროა, რომ არ შეიძლება ზოგადად ამაზე საუბარი. კონკრეტული მაგალითი სჭირდება ამას

#5 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 08 October, 2007 - 10:55

ტარიელ,

ის მობილურის ნომერი ბანერზე ან გაადიდე, ან წაშალე :)

P.S. მალე ორსიმბარათიანი სამსუნგი გამოვა და შენ მგონი მოგეცემა საშუალება უკეთესი ნომრით წარსდგე საზოგადოების წინაშე :)

#6 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 08 October, 2007 - 11:01

ბანერი შესაცვლელია მაქვს, დავხვეწო მინდა ...

გათვლებს ეთანხმები?



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share