ნახტომი


* * * * * 3 ხმა

შავი სია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 251

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 19 September, 2007 - 23:22

მეგობრებო,

უნდა ვაღიარო, რომ იმდენად ყელში ამომივიდა საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კომპანიის უპასუხისმგებლობა და თავგასულობა, რომ გადაწყვეტილი მაქვს გავაკეთო ამ კომპანიათა შავია სია და დავიწყო ჩემი კონკრეტული შემთხვევით.

მაგრამ,

მინდა ცოტა გავისაუბროთ ამ თემაზე, სანამ უშუალოდ მასალებს დავდებ. მინდა კარგად გავერკვეთ თუ რა რისკები უკავშირდება ჩვენის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას. ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე, მაგრამ ერთობლივად ჩვენ გამოვძებნით საუკეთესო გამოსავალს, რომ ეს მართლა შავის სია იყოს და არა კიდევ ერთი საჭორაო ინსტრუმენტი, რომელსაც სკანდალის მოყვარული ჟურნალისტები გამოიყენებენ

მე მაგალითად ”მყავს” კომპანია, რომელიც მაწვდის გარკვეულ პროდუქტს რომლითაც მე ძალიან, მეტი რომ არ შეიძლება ისე, უკმაყოფილო ვარ. არანაირი რეაგირება კლიენტის მოთხოვნებზე, ნულოვანი დონის მომსახურება და ა.შ. შემიძლია მოვიყვანო წერილობითი კომუნიკაციია, ჩემი წერილები, მათი პასუხი, ასევე სხვა, ამ კომპანიიის უპასუხისლგებლობის დამადასტურებელი ბევრი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მასალის სახით დავალაგო ამ საიტზე. და ამ მასალით დასაბუთდება თუ რატომ მოვახდვედრეთ ეს კომპანია ამ შავ სიაში.

მაგრამ საკმარისია თუ არა ეს?
მხოლოდ ფაქტების დალაგებით შემოვიფარგლოთ თუ შეფასებაც მივცეთ? შეფასების გარეშე რა შავი სია იქნება?
როგორ შეიძლება მეორე მხარესაც მივცეთ თავისი აზრის გამოთქმის საშუალება?
და იურიდიულად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?
რას ფიქრობთ ამის შესახებ?

#2 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 September, 2007 - 23:44

ყველაფერს ნუ გავართულებთ პირდაპირ ჩამოვწეროთ:
1. ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი - მგონია ასე ჰქვია, თუ ისევ არსებობს

რედაქტორი Teona Grdzelishvili, 19 September, 2007 - 23:45.

TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#3 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 19 September, 2007 - 23:48

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი, აქტუალური და საჭირო წამოწყებაა.
დარწმუნებული ვარ იურიდიულად არავითარი პრობლემა არ არის თუ ყველა "მოიყვანს" კონკრეტულ ფაქტებს და თავის აზრს გამოთქვამს...

ეს თემა ანუ შავი სია შეიძლება მრავალმხრივ გაიშალოს: შეიძლება ორგანიზაციას პირობითად პრობლემები ქონდეს, როგორც საგარეო (კლიენტებთან ურთიერთობა) ასევე შიდა (ანუ მაგალითადფ თანამშრომლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული). ჩემი აზრით ორივე მიმართულება უნდა შევიდეს ამ სიაში აუცილებლად, რადგან ეს უკანასკნელი ერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული

ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება ცალკე "შავი სია" (ჩაიწერება ორგანიზაციის სახელი და გასწვრივ რა დარღვევაა და რას უჩივიან) და ცლაკე შეფასებები და ასევე, არ თქმა უნდა მიეცემა მეორე მხარეს საშუალება თავისი აზრი გამოთქვას.

#4 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 September, 2007 - 00:04

მოხარული ვარ, რომ იურიდიულად პრობლემებს ეიძლება ნაკლებად ველოდოთ :)
ეხლა გაშლას რაც შეეხება,
საჩივარი ბევრი სახის შეიძლება იყოს ...

- პრობლემა გაქვს [ან გქონია] კომპანიასთან, რომლისგანაც პროდუქტს იძენ
- პრობლემა გაქვს [ან გქონია] კომპანიასთან, რომელიც შენგან იძენს პროდუქტს
- რაიმე სხვა ხასიათის პრობლემა [დავუშვათ აბინძურებს გარემოს]

ჩემი აზრით არც ძალიან მარტივი არ უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრა, და არც ძალიან რთული, უბრალოდ უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც იქნება გამჭვირვალე ... შეფასებაც თუ იქნება, უნდა მოხდეს სწორედ რაღაცის საფუძველზე ...

სქემა:
იქნება გვერდი, რომელიც დაილინკება კონფერენციის პირველი გვერდიდან [და ყველა გვერდიდანაც] და იქ იქნება შავ სიაში მყოფი კომპანიების ჩამონათვალი:
1. დასახელება,
2. საკონტაქტო ინფორმაცია ალბათ საჭიროა, საიტი მაგალითად
3. რის გამო მოხვდა ამ სიაში - აქედან იქნება ლინკი კონფერნეციაზე არსებული თემისაკენ, სადაც იქნება დალაგებული ყველაფერი და სადაც იქნება შეფასებები, განხილვები და ა.შ. აქ შეიძლება გამოკითხვაც დავურთოთ, რომ ხაოხის აზრი ციფრებშიც გამოიხატოს

ეს ორი ლინკი შეიძლება გაეგზავნოთ კომპანის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ დისკუსიებში ჩართვა და თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება.

კიდევ რა?


ევრო კავკასიური უნივერსიტეტი ... დღეს იყო რეპორტაჟი კურიერში დიპლომების სკანდალთან დაკავშირებით

და ეს მასკი რომ არის რაღაც კიდევ ... აქტირუად კი აკეთებენ რეკლამებს ...
აღმოჩნდა რომ დიპლომს ვერ აძლევენ და აკრედიტაცია არ ჰქონიათ გავლილი. ცისფერი მთები გამახსენდა "მე წავიდ და გზაში დამაწიეთო" რომ ამბობს.

ჩემი აზრით არააკრედიტირებული სასწავლებლებს საერთოდ არ უნდა მისცენ მსგავსი აქტივობის უფლება

#5 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 05:49

აუჰ... და რა - ისეთი კომპანიებიც არსებობს საქართველოში რომელთაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ? მე ეგეთი არ მეგულება.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#6 David Goqadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 423 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 09:15

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Sep 19/07, 23:04 -ში, განაცხადა:

ევრო კავკასიური უნივერსიტეტი ... დღეს იყო რეპორტაჟი კურიერში დიპლომების სკანდალთან დაკავშირებით


ufro konkretulad xom ar metyodiT ra "daaSava" evro kavkasiurma universitetma (abreviatura IB?)? (Cemi ofisis gverdiTaa eg universiteti)

იხილე გამოხმაურებაGiorgi Pirtskhalava, Sep 20/07, 04:49 -ში, განაცხადა:

აუჰ... და რა - ისეთი კომპანიებიც არსებობს საქართველოში რომელთაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ? მე ეგეთი არ მეგულება.



ar arsebobs organizacia an kerZo piri romelic raimeTi ukmayofilo yofiliyos Cveni firmis momsaxurebiT !!! :)
yovel SemTxvevaSi CemTvis ar uTqvamT :)

დავით გოქაძე
არქიტექტორი

Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE

#7 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 September, 2007 - 10:09

აკრედიტაცია არა აქვს როგორც ჩანს
ამ დროს კი რეკლამირებას აკეთებს და აბიტურიენტებს დიპლიმებს პირდება
და რას პირდება კიდევ საინტერესოა ...
ხალხს შეიძლება გონია, რომ სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ. ესენი კი თავის დიპლომს იძლევიან ... ამდაგვარი სიტუაციაა

#8 Ana Ivanishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 170 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 14:00

TechnoService და Eliteli

ივნისის ბოლოს Eliteli -ში შევიძინე ტელეფონი Nokia E65. რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადე (1000 ლარამდე მგონი 980 ზუსტად არ მახსოვს); მოყვა 1 წლიანი გარანტია;
1 თვეში ანუ აგვისტოს დასაწყისში ჩემმა ტელეფინმა აურია, თავისით ითიშებოდა გახსნა დაკეტვის დროს და ა.შ. მივიტანე Techno Service-ში (გარანტიის საფუძველზე) მოკლედ იქიდან დავიწყებ რომ თითქმის 1 თვე არ დამიბრუნეს ტელეფონი ხან რაღაც ნაწილი არ ქონდათ და უნდა გამოეწერათ და ა.შ. მიზეზებით, ბოლოს ჩემი მეუღლე მივიდა და მოითხოვა ტელეფონი რაზეც უპასუხეს რომ მეორე დღეს მზად იქნებოდა. მეორე დღეს რა თქმა უნდა მზად არ იყო და მესამე დღეს როგორც იქნა დამირეკეს ტელეფონი წაიღეთო.

გამოვიტანე ტელეფონი როგორც იქნა და შევდივარ MENU-ში, ყველაფერი შეცვლილია - "არაუშავს" ვითომ ასე იყო საჭირო
და ვხედავ ტელეფონი ცოტა დაკაწრულია - "არაუშავს", ვითომ გაკეთების დროს დაიკაწრა
ბოლო კულმინაცია იყო როცა რამედენიმე დღით ადრე კაფეებში გადაღებულ ვიღაც გოგო ბიჭების სურათებს წავაწყდი!!!

დავრეკეთ სერვის ცენტრში და ვკითხეთ რატომ არის ჩემს 1 თვის განმავლობაში გაუკეთებელ ტელეფონში ვიღაცის სურათები და მოვითხოვეთ ტელეფონის შეცვლა.
და პასუხად გვირეკავენ - გამარჯობათ ქალბატონო ანა, თურმე თქვენ ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო ყოფილხართ და თუ გინდათ გარე დაკაწრულ ზედაპირს უფასოდ გამოგიცვლითო...

No Comments...
IBERIA Real Estate
Marketing Manager

Mobile: (+995 77) 101 150

www.iberia.ge

#9 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 14:40

სასაცილოა:) ასე დაემართ ჩემ მეგობარსაც იყიდა განვადებით ტელეფონი,3თვეში აურია და როცა გასაკეთებლად მიიტანა სულ სხვა ტელეფონი მისცეს ეტყობა ვერც აკეთებენ და ახლობლებს აწერენ მერე ეგეთ ტელეფონებს:) მთლად მაღაზიიდან ვერ იღებენ,ხომ უნდა გაყიდონ ის სარფიანად?? გეთანხმები ანა ელიტელზე.
The Proud Participant of Business Conference

#10 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 September, 2007 - 14:48

პრინციპში ეს ასე ვთქვათ ერთი მიმართულებაა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ: "ZERO დონის მომსახურებს მქონე კომპანიები" ან "შავი სია - კომპანიები, რომელთაც არ გუგიათ არაფერი მომსახურების ხარისხის შესახებ" ,... ან რამე მსგავსი

#11 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 September, 2007 - 15:12

"პოპული " არ გამოგრჩეთ ამ სიაში:
- უვიცი კონსულტანტები, შენახვის პირობების დარღვევით გაუვარგისებული თუ სასაქონლო სახედაკარგული პროდუქტები, ხურდა ფულის მუდმივად არქონის გამო უვარგისი ყავის ერთჯერადი შეფუთვები და სხვა მრავალი ამოვიდა ყელში რააააააააააა! :^77.gif

და ბოლოს , ვაჟა-ფშაველას დასაწყისში ახლად გახსნილი "პოპული"-ს თანამშრომელს ბეიჯზე ქართული ასოებით ამაყად აწერია "სმენის უფროსი" :)

#12 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 September, 2007 - 15:27

"სმენის უფროსი"-ს მაგვარ რამეებს დასაბუტება დასჭირდება - ანუ სურათი მაგალითად ...
ეს მექანიზმი არ უნდა გადაიქვეს რომელიმე კომპენიის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად ... თორემ პასუხს მოგთხოვენ :)

#13 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 16:21

კომპანია სანტე
რომელმაც ასე კარგად დაიწყო და ეხლა მისი "კარაქი" პირში აღარ ჩაიდება

#14 Givi Giorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 364 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 16:48

Customer Service ძალიან რთული საქმეა და ასე ადვილი დასალაგებელ/ასაწყობი არ არის, ასე რომ მაინცდამაინც შავ სიაში ნუ შევიყვანთ ყველა იმ კომპანიას რომელსაც რამოდენიმე მილიონიანი ბრუნვა, ზოგადად კარგი იმიჯი და სერვისი აქვს იმის გამო რომ რამოდენიმე თანამშრომელი (1000-დან) ვერ აკმაყოფილებს ცივილიზაციის მოთხოვნებს...

ელიტელის ისტორია იმდენად კურიოზულია რომ მაგის გამო ელიტელის შავ სიაში შეყვანა არ გამოვა... ვიღაც იდიოტი შეგხვდა ანა სამწუხაროდ... იგივეს ვფიქრობ პოპულის ბეჯის საკითხზე :)

მე მაგალითად დღეს ასეთი რამ წავიკითხე: ოფიციალური დოკუმენტი (სახელმწიფოს სტრუქტურის მიერ გაცემული) სადაც ეწერა რომ ამა და ამ პირს საკუთრებაში გადაეცა ქონების აღურიცხავი ნაწილი ::):

ასე რომ, მოდით უფრო დავამძიმოთ შავ სიაში მიღების კრიტერიუმები რას იტყვით ?
The Proud Participant of Business Conference

#15 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 September, 2007 - 17:23

დავამძიმოთ? როგორ? რა კრიტერიუმებით?

#16 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 17:57

სიაში ასევე შესატანია სუპერმარკეტი "იბისის" ყველა სუპერმარკეტი, ერთი საათი გავკივი ვინმემ დამდოს პატივი და ყურადღება მომაქციოს, ეს არაა საკმარისი? ცუდი მომსახურეობა, უყურადღებობა და ასე შემდეგ
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#17 Luka Zedginidze

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,490 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 17:59

პოპული - რამოდენიმეჯერ ძალიან გამაზეს, ერთხელ ტუალეტის ქაღალდში 18 ლარს მახდევინებდნენ.
The important thing is not to stop questioning.

#18 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 18:08

::biggrin:: მოოქროვილი იყოო?

რაც შეეხება არააკრედიტირებულ უნივერსიტეტებს, რათქმაუნდა მათი მიზანია მიიზიდონ სტუდენტები თუნდაც მოტყუებით, და პასუხს მათ ამ დრომდე არავინ სთხოვდა და თავადაც კმაყოფილები იყვნენ და არიან და აკრედიტაცია სულაც არ სჭირდებათ, ასე უფრო მეტი სტუდენტი ჰყავთ. მოტყუებული კი ყველა ვარიანტში მაინც სტუდენტია.ასეთი უნივერსიტეტები ბევრია.
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#19 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 September, 2007 - 18:09

ეგრე არ გამოვა. ეს უფრო გავიდოდა რუბრიკაში "ვინ გვაბრაზებს"

#20 Givi Giorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 364 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 September, 2007 - 18:12

როგორ არ ვიცი მაგრამ რამენაირად :biggrin:

აი თუნდაც არააკრედიტირებული სასწავლებლები... ცალსახად ამ სიის ბინადრები უნდა იყვნენ... ფალსიფიცირებული ღვინის გამყიდველები ან უხარისხო ღვინის გამყიდველები... მაგალითად კავკახუს ნეტვორკი :blink: ან მის საქართველოს ორგ. კომიტეტი :sad:

რედაქტორი Givi Giorgadze, 20 September, 2007 - 18:14.

The Proud Participant of Business Conference



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share