ნახტომი





* * * * * 3 ხმა

შავი სია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 251

#241 Vakhtang Mamardashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 18 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 October, 2009 - 01:28

თი-ბი-სი ბანკი, რომელთანაც პირადად მე შემექმნა პრობლემა, სტუდენტური სესხი რომელიც როგორც საიტზე უწერიათ და ტელეფონზეც დამიმოწმეს 15 წუთიანი გადამოწმების შემდეგ უნდა მოეცათ, მაგრამ მითხრეს რომ დღის მეორე ნახევარში თვითონ დამიკავშირდებიან, ამან რა თქმა უნდა გამაღიზიანა, რადგან 15 წუთი 5 საათისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ გავიდა 5 საათიც მიყვა მეორე დღეც და საბოლოოდ მესამე დღეს მე თვითონ დავრეკე რა ხდება მეთქი, გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, დამიკავშირდა კრედიტ ოფიცერი და მეუბნება რომ ხელფასის ამონაწერი უნდა მოიტანოო (რადგან სახელფასო საქართველოს ბანკში მაქვს), ამაზე ძალიან გავბრაზდი (მე რომ არ დამერეკა არ უნდა ეთქვათ?), მივიტანე და მითხრეს დღეს დაგიკავშირდებითო, მაგრამ დღესაც არ დამირეკეს...

იგივე პრობლემა შემექმნა კავკასუსის G-link-ზე რომელსაც წესით მეორე დღესვე უნდა დაეყენებინა მაგრამ ერთი კვირა გავიდა და ჯერ არ მოსულან, მიუხედავად ყოველდღე რეკვისა და ჩხუბისა,

საქართველოში ვერ ისწავლეს კლიენტთან ურთიერთობა, რაც ალბათ დაბალი კონკურენციის ბრალია, სხვა გზას არ გვიტოვებენ ან დაემორჩილები და ისე გაბურთავებენ როგორც უნდათ, ან არა და საერთოდ არ გექნება პროდუქტი.
http://www.PGS.ge - The possibilities are endless /Promo Girls Service/

#242 Emma Omanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 October, 2009 - 16:11

თი-ბი-სი-ზე პირველად მესმის საყვედური, ერთი შემთხვევით მგონი არ უნდა გადაწყვიტოთ მაინც, იქნებ კონკრეტულად ის ერთი თანამშრომელი ვერ შეარჩიეს სათანადოდ? მე მათი მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, ყურადღებიანები იყვნენ ყოველთვის,ყოფილა შემთხვევები როვა საერთოდ არ ველოდებოდი ზარს, წერილი მიმიწერია და პასუხსაც წერილითვე ველოდებოდი , მაგრამ პირდაპირ დამირეკეს და დეტალურად ამიხსნეს რაც მაინტერესებდა.
City Design LTD
4, Marijani str., Tbilisi, Georgia, 0186
Tel.: +995 32 306 111

e-mail:
info@citydesign.ge
citydesign.info@gmail.com
skype ID: citydesign.info
www.citydesign.ge

#243 Vakhtang Mamardashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 18 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 October, 2009 - 00:55

როგორც იქნა მომცეს სესხი თი-ბი-სი-ში მაგრამ მითხრეს რომ 20,55%-ში მაძლევდნენ დავუთვალე იქვე და და გამოდიოდა რომ ეს სესხი სინამდვილეში იყო 32%იანი, ამაზე პასუხი ვერ გამცეს იმიტომ რომ არ იცოდნენ საერთოდ დათვლა.
http://www.PGS.ge - The possibilities are endless /Promo Girls Service/

#244 Emma Omanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 October, 2009 - 01:35

ისე ეგ ნაკლი ყველა ბანკს აქვს, გეუბნებიან მხოლოდ წლიურ პროცენტს და არ თვლიან ყოველთვიურს, ან განაღდების პროცენტებს, ეგ რომ შეკრიბო ბევრად მეტიც გამოდის, მაგალითად მე მქონდა კრედიტ ბარათი ( არ დავაკონკრეტებ რომელი ბანკის, თიბისი არა ყოველშემთხვევაში) 18 % უნდა ყოფილიყო წლიური, + თვეში 2 % და + განაღდება ყოველ გამოტანილ თანხაზე 1 %, ეხლა უკვე 4 % გახადეს, ამ კრედიტს 18 პროცენტიანი ერქვა, რეალურად განაღდების გარეშეც კი 46 % ადიოდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ როცა კრიზისი არ იყო, ეხლა კიდევ განაღდების მიამატე და თითქმის ორმაგი გამოდის უკან დასაბრუნებელი თანხა, ასე რომ კარგ პროცენტში მოუციათ დამიჯერე :)
City Design LTD
4, Marijani str., Tbilisi, Georgia, 0186
Tel.: +995 32 306 111

e-mail:
info@citydesign.ge
citydesign.info@gmail.com
skype ID: citydesign.info
www.citydesign.ge

#245 Lasha Kurdadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 December, 2009 - 18:43

გამარჯობათ
თითქმის ანალოგიური პრობლემა მქონდა სავაჭრო სახლში "გოლეთიანი"ს მობილურების მაღაზიაში. ჩემს ნოკია N80 გაუცვდა შლეიფი, რომელიც უნდა გამოცვალოს კომპანიამ საგარანტიო ვადის განმავლობაში აბსოლიტურად უფასოდ და შემდგომში 30%ფასდაკლებით, თან არა მქონდა საგარანტიო ფურცელი, რომელიც ნამდვილად არ გადმოუციათ ნასყიდობის დროს. შემდეგ როდესაც მოვითხოვე ტელეფონის შეკეთება მომთხოვეს იმ საფასურის გადახდა, რომელიც არანაირად არ მეკუთვნოდა.
ბოლოს ასე დასრულდა საქმე
იძულებული გავხდი ცამეტარებინა მასტერ-კლასი სამოქალაქო სამართალში და განსაკუთრებით ნასყიდობის ხელ;შეკრულებასთან დაკავშირებით, შემდეგ კეთილი ინებეს (არადა იმათი აჯობებდა) და ფასდაკლება გამიკეთეს.


ხოლო რაც შეეხება კომპანიაბის შავ სიების ჩამოწერას ამ შემთხვევაში აუცილებელ პირობას წარმოადგენს მტკიცებულებათა უზრუნველყოფა ანუ მარტივად თუ ვიტყვი არაფერი არ უნდა ითქვას და დაიწეროს ისე რაც კონკრეტული ფაქტებით არ იქნება გამყარებული, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მოგთხოვოთ კომპენსირება, მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზიანის.
ლაშა ქურდაძე. :excl: :excl: :excl: :excl: :excl:

#246 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 December, 2009 - 21:35

ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი თი-ბი-სი ბანზე არაფერი მეთქვა, მაგრამ მათმა თავხედობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ოქტომბერში ერთ-ერთი ახალი კომპანიის შექმნისას დავუკავშირდით თითქმის ყველა ქართულ ბანკს და მათგან შემოთავაზებების მიღების შემდეგ ავირჩიეთ ზემოთხსენებული "ბედოვლათი" (უკაცრავად ამ სიტყვისთვის).

არ ვიცი რას გულისხმობენ თი-ბი-სი-ში შემოთავაზებაში, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ის რაც შეგვპირდნენ... პირობადაც კი არ დარჩა. ჯერ იყო და ე.წ. "ონლაინ-ბანკინგი" მთელი კვირის განმავლობაში ვერ ჩავრთეთ. რა თქმა უნდა მთელი ეს კვირა ეს "ჩვენი მიზეზი იყო". ერთი კვირის შემდეგ კი აღიარეს, რომ თურმე "დი-ჯი პასსი" ყოფილა გაფუჭებული. ეს დასაწყისია.

მეორე ეტაპი თანამშრომლების სახელფასო ბარათების დამზადება იყო, რომელსაც ერთი კვირა დაბეჭდვას მოუნდნენ და თითქმის ამდენივე მის ჯიქიას "ჯადოსნური" ქუჩიდან ჩამოტანას. ანუ თანამშრომლებმა ხელფასის აღება მხოლოდ შუა თვეში შეძლეს. ძნელი არ უნდა იყოს თანამშრომლების განწყობა პირველივე ხელფასის ასე დაგვიანებისას.

ბარათი ავიღე თუ არა მაშინვე მოვითხოვე "ოვერდაფტის ჩართვა" (დაპირებული ხელფასის ოდენობის სამმაგის ნაცვლად მხოლოდ 30% ვითხოვე). ორ დღეში დამირეკეს და უარი (!) მითხრეს. თურმე ნუ იტყვით და "თი-ბი-სი ქარდ-ი" მქონია და ორივეს ერთად არსებობას ბანკის პოლიტიკა არ ითვალისწინებდა. ეს შემოთავაზებაში ნამდვილად არ იყო ნახსენები. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელფასი მე მაქვს და უარი მითხრეს, რა იმედი უნდა ქონდეს მაგ. დამლაგებელს?

ამავე შემოთავაზებაში ბარათიდან თანხის განაღდების 0% იყო. გუშინ დავრეკე ბანკში იმის გასარკვევად, თუ რატომ არ სრულდებოდა ეს პირობაც: მითხრეს საკმარისი რაოდენობის ხალხი არ გყვათო!!!!!! ნეტა რამდენია ეს საკმარისი ან არ უნდა თქმულიყო ეს თავიდანვე?

კიდევ ერთი სიურპრიზი. რატომღაც 10-მდე ანგარიში მქონდა წლების მანძილზე ამ ბანკში გახსნილი, რამდენიმე ისეთი პლასტიკური ბარათის იყო, რომელიც თვალითაც არ მინახია არასდროს. როგორც ამიხსნეს ეს საჩუქარი იყო ჩვენგანო და თქვენ არ წაგიღიათო. დიდი ომის შედეგად როგორც იქნა მივაღწიე სამართალს და დავახურინე ეს ანგარიშები, მაგრამ, საინტერესოც აქ დაიწყო. თურმე ნუ იტყვით და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ანგარიშების მომსახურების $3.85 მქონია გადასახდელი!!!. ამით მდიდრდება თი-ბი-სი?

ჯერ-ჯერობით უფრო შორს არ წავსულვარ და კრედიტი არ მომითხოვია, თორემ დარწმუნებული ვარ იმაზე შორს გამიშვებენ ვიდრე მე მგონია, მაგრამ თუ აქ არიან ამ ბანკის წარმომადგენლები, იქნებ გამარკვიონ ეს ბანკის ოფიციალური პოზიციაა თუ რომელიმე ფილიალის "თავის გამოჩენის" მიზეზი?
The Proud Participant of Business Conference

#247 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 December, 2009 - 22:40

ბატონო რატი,

ინტერნეტ-ბანკი 5 დეკემბერს რომ "ახალი პროგრამა ჩაუშვეს" იმის მერე წელში ვერ გაიმართა აგერ უკვე მესამე კვირაა, ასე რომ თქვენ ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ ყოფილხართ :)

კრედიტებს რაც შეეხება - ზუსტად ერთი თვის წინ ვაზუსტებდი პირობებს და დასმულ კითხვაზე პასუხად მივიღე, რომ სესხის განხილვისას არ აინტერესებთ, რომ მათი კლიენტი ვარ, დადებითი საკრედიტო ისტორია მაქვს (თიბისი ქარდზე, მაგრამ მაინც ხომ არის), დეპოზიტი მათთან მაქვს, და ანგარიშებზე საერთო ბრუნვაც არც ისე მცირეა... მეც ავდექი და თვის ბოლოს ჩემი დეპოზიტიანად გადავედი იმ ბანკში, რომლისთვისაც ეს ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თიბისი ბანკისთვის...

#248 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 15 January, 2010 - 11:48

ვინც თქვენ მაღაზიას ფლობთ ან ამას კითხულობთ ჩემი თხოვნა იქნება ან გააფრთხილოთ ან მხოლოდ ჩემზე მაინც გააფრთხილოთ, რომ რო შევალ კუდში არ მზდიოს 2 კონსულტანტმა..!!! ვათვალიერებ რაღაცას და რაში მაინტერესებს რომ მას ეს მოწონს ან არ მოწონს .. ერთი სიტყვით სწორედ ამის გამო მეზიზღება მაღაზიაშ შესვლა უკვე სუპერმაკეტებშიც დაიწყეს უყურებ რა მინდა ვჭამო და მირჩევს თავის აზრით..


რაც შეეხება ქართულ რესტორან კაფე ბარებს ეს ცალკე თემაა ესაა ყველაზე უზრდელი სექტორი მემგონი, რომელიც შეგარცხვენს სტუმართან ერთად თუ ხარ.
იმას ვერ ხვდებიან რომ პირადად მე მეორედ იქ არ შევალ, 100 ლარს რო ვტოვებ ლუკმა პირიდან არ უნდა გამომაცალო, თუნდაც 5 ლარი დავტოვო, თუნდაც მარტო ჩაის დასალევად შევედი აუცილებლად უნდა მშიოდეს და ვიქეიფო, რომ ეს არ აკეთონ ?

სახელების დაწერისგან ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ. თუმცა იცოდნენ, რომ არ უღირთ ლოიალური კლიენტების დაკარგვა, საჭმელს რო ვჭამ ხელში მიკავია თეფში არ უნდა ააცალო ადამიანს.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#249 Eka Megrelishvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 February, 2010 - 18:28

აკოს ვეთანხმები 100 პროცენტით. ეგ კულტურა არ არის ჩვენთან. რაღა შორს წავიდეთ და თურქეთში მსიამოვნებდა მაღაზიაში შესვლა მიუხედავად ზოგიერთი თურქის მოსაბეზრებელი დაელამებული მზერისა. ერთ მაღაზიაში ყოველ დღე შევდიოდი და ვერ ვწყვეტდი ამოჩემებული ზედის ყიდვას და მაინც სულ ღიმილით მხვდებოდნენ და მერე რა თუ არ იყიდი შემდეგ წელს ჩამოდი და სხვა რამ იყიდეო. ასევე რესტორანში...
მოკლედ სერვისი უნდა ისწავლონ და გაცილებით მეტი ამონაგები ექნებათ.

#250 Natia Modebadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 13 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 March, 2010 - 01:26

საქართველოში ნებისმიერი ქსელის აფთიაქში შესვლა მეზიზღება. პსპ, ავერსი, ჯითისი, 36.6 და ა.შ. ყველგან 2 საათი უნდებიან ერთი ადამიანის მომსახურებას. რომ შევდივარ და ვხედავ 2 ადამიანი დგას ჩემს წინ, მგონია მაქსიმუმ 5 წუთი მომიწევს ლოდინი და რეალურად 15 წუთის უშედეგო ლოდინის შემდეგ, არ ვუცდი ჩემს რიგს, ისე გამოვდივარ. და ვიღაც ნაგლი რომ იავნად გადაგისწრებს იმათ რომ ისე ემსახურებიან, ვითომ არაფერი და შენ ფეხებზე გიკიდებენ, ეგ საერთოდ ნერვებზე მშლის.

ბოლოს ჯითისი-ს აფთიაქში რომ ვიყავი, კაცი ყიდულობდა ელექტრო თერმომეტრს. და ფარმაცევტს კითხა სწორად თუ ზომავსო სიცხეს. ამანაც აიღო და პირში ჩაიდო თერმომეტრი და მთელი რიგი ველოდებოდით როდის დაიწრიპინებდა და ეს ფარმაცევტი ძაან მშვიდად და აუღელვებლად იდგა მოპრუწული ტუჩებით პირში თერმომეტრ-გაჩრილი და მერე იმ კაცს უმტკიცებდა, სიცხე არ მაქვს და 36-ს აჩვენებსო.

#251 Natalie Saginashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 March, 2010 - 16:13

ნათია,

თუკი ჯიპისის გულისხმობთ, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. მე პირადად ძალიან მომწონს მათი მომსახურება და ვფიქრობ, რომ ის ფაქტი რომ იმ ფარმაცევტმა პირში ჩაიდო თერმომეტრი დადებითზე უფრო მეტყველებს ვიდრე უარყოფითზე :)


და კიდევ ძალიან დიდ პატივს ვცემ სუპერფარმს. ვთვლი, რომ მათ აფთიაქების ქსელებს შორის ყველაზე კარგი მომსახურება გააჩნიათ. ძალიან ხშირად მათთან ისე მივდივარ, როგორც ექიმთან. ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვთ შენი პრობლემა და მუდამ ცდილობენ დახმარებას.
ჩემი ბლოგი – http://nataliesun.wordpress.com/

#252 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 07 March, 2010 - 20:51

მე მგონი ამ თემამ ცოტა აზრი შეიცვალა. აქ უნდა იწერებოდეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პოსტები მხოლოდ, თუ რატომ შეიძლება შევიდეს ესა თუ ის კომპანია შავ სიაში და არა სუბიექტური მოსაზრებები. ვწუხვარ მაგრამ რიგები და ერთი ფარმაცევტის თუნდაც შეცდომა არ შეიძლება მთელი კომპანიის მინუსად განვიხილოთ. თუმცა უკეთესის მოლოდინი ნამდვილად შეიძლება სამივე ზემოთ ხსენებული სააფთიაქო ქსელისგან.
The Proud Participant of Business Conference



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share