შავი სია
#1
დაწერილია 19 September, 2007 - 23:22
უნდა ვაღიარო, რომ იმდენად ყელში ამომივიდა საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კომპანიის უპასუხისმგებლობა და თავგასულობა, რომ გადაწყვეტილი მაქვს გავაკეთო ამ კომპანიათა შავია სია და დავიწყო ჩემი კონკრეტული შემთხვევით.
მაგრამ,
მინდა ცოტა გავისაუბროთ ამ თემაზე, სანამ უშუალოდ მასალებს დავდებ. მინდა კარგად გავერკვეთ თუ რა რისკები უკავშირდება ჩვენის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას. ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე, მაგრამ ერთობლივად ჩვენ გამოვძებნით საუკეთესო გამოსავალს, რომ ეს მართლა შავის სია იყოს და არა კიდევ ერთი საჭორაო ინსტრუმენტი, რომელსაც სკანდალის მოყვარული ჟურნალისტები გამოიყენებენ
მე მაგალითად ”მყავს” კომპანია, რომელიც მაწვდის გარკვეულ პროდუქტს რომლითაც მე ძალიან, მეტი რომ არ შეიძლება ისე, უკმაყოფილო ვარ. არანაირი რეაგირება კლიენტის მოთხოვნებზე, ნულოვანი დონის მომსახურება და ა.შ. შემიძლია მოვიყვანო წერილობითი კომუნიკაციია, ჩემი წერილები, მათი პასუხი, ასევე სხვა, ამ კომპანიიის უპასუხისლგებლობის დამადასტურებელი ბევრი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მასალის სახით დავალაგო ამ საიტზე. და ამ მასალით დასაბუთდება თუ რატომ მოვახდვედრეთ ეს კომპანია ამ შავ სიაში.
მაგრამ საკმარისია თუ არა ეს?
მხოლოდ ფაქტების დალაგებით შემოვიფარგლოთ თუ შეფასებაც მივცეთ? შეფასების გარეშე რა შავი სია იქნება?
როგორ შეიძლება მეორე მხარესაც მივცეთ თავისი აზრის გამოთქმის საშუალება?
და იურიდიულად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?
რას ფიქრობთ ამის შესახებ?
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 19 September, 2007 - 23:44
1. ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი - მგონია ასე ჰქვია, თუ ისევ არსებობს
რედაქტორი Teona Grdzelishvili, 19 September, 2007 - 23:45.
Head of Human Resources Department
Rompetrol Georgia
Energy for life
Fill&Go - powered by Rompetrol
#3
დაწერილია 19 September, 2007 - 23:48
დარწმუნებული ვარ იურიდიულად არავითარი პრობლემა არ არის თუ ყველა "მოიყვანს" კონკრეტულ ფაქტებს და თავის აზრს გამოთქვამს...
ეს თემა ანუ შავი სია შეიძლება მრავალმხრივ გაიშალოს: შეიძლება ორგანიზაციას პირობითად პრობლემები ქონდეს, როგორც საგარეო (კლიენტებთან ურთიერთობა) ასევე შიდა (ანუ მაგალითადფ თანამშრომლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული). ჩემი აზრით ორივე მიმართულება უნდა შევიდეს ამ სიაში აუცილებლად, რადგან ეს უკანასკნელი ერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული
ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება ცალკე "შავი სია" (ჩაიწერება ორგანიზაციის სახელი და გასწვრივ რა დარღვევაა და რას უჩივიან) და ცლაკე შეფასებები და ასევე, არ თქმა უნდა მიეცემა მეორე მხარეს საშუალება თავისი აზრი გამოთქვას.
#4
დაწერილია 20 September, 2007 - 00:04
ეხლა გაშლას რაც შეეხება,
საჩივარი ბევრი სახის შეიძლება იყოს ...
- პრობლემა გაქვს [ან გქონია] კომპანიასთან, რომლისგანაც პროდუქტს იძენ
- პრობლემა გაქვს [ან გქონია] კომპანიასთან, რომელიც შენგან იძენს პროდუქტს
- რაიმე სხვა ხასიათის პრობლემა [დავუშვათ აბინძურებს გარემოს]
ჩემი აზრით არც ძალიან მარტივი არ უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრა, და არც ძალიან რთული, უბრალოდ უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც იქნება გამჭვირვალე ... შეფასებაც თუ იქნება, უნდა მოხდეს სწორედ რაღაცის საფუძველზე ...
სქემა:
იქნება გვერდი, რომელიც დაილინკება კონფერენციის პირველი გვერდიდან [და ყველა გვერდიდანაც] და იქ იქნება შავ სიაში მყოფი კომპანიების ჩამონათვალი:
1. დასახელება,
2. საკონტაქტო ინფორმაცია ალბათ საჭიროა, საიტი მაგალითად
3. რის გამო მოხვდა ამ სიაში - აქედან იქნება ლინკი კონფერნეციაზე არსებული თემისაკენ, სადაც იქნება დალაგებული ყველაფერი და სადაც იქნება შეფასებები, განხილვები და ა.შ. აქ შეიძლება გამოკითხვაც დავურთოთ, რომ ხაოხის აზრი ციფრებშიც გამოიხატოს
ეს ორი ლინკი შეიძლება გაეგზავნოთ კომპანის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ დისკუსიებში ჩართვა და თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება.
კიდევ რა?
ევრო კავკასიური უნივერსიტეტი ... დღეს იყო რეპორტაჟი კურიერში დიპლომების სკანდალთან დაკავშირებით
და ეს მასკი რომ არის რაღაც კიდევ ... აქტირუად კი აკეთებენ რეკლამებს ...
აღმოჩნდა რომ დიპლომს ვერ აძლევენ და აკრედიტაცია არ ჰქონიათ გავლილი. ცისფერი მთები გამახსენდა "მე წავიდ და გზაში დამაწიეთო" რომ ამბობს.
ჩემი აზრით არააკრედიტირებული სასწავლებლებს საერთოდ არ უნდა მისცენ მსგავსი აქტივობის უფლება
#5
დაწერილია 20 September, 2007 - 05:49
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>
#6
დაწერილია 20 September, 2007 - 09:15
The Architect, Sep 19/07, 23:04 -ში, განაცხადა:
ufro konkretulad xom ar metyodiT ra "daaSava" evro kavkasiurma universitetma (abreviatura IB?)? (Cemi ofisis gverdiTaa eg universiteti)
Giorgi Pirtskhalava, Sep 20/07, 04:49 -ში, განაცხადა:
ar arsebobs organizacia an kerZo piri romelic raimeTi ukmayofilo yofiliyos Cveni firmis momsaxurebiT !!!
yovel SemTxvevaSi CemTvis ar uTqvamT
არქიტექტორი
Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE
#7
დაწერილია 20 September, 2007 - 10:09
ამ დროს კი რეკლამირებას აკეთებს და აბიტურიენტებს დიპლიმებს პირდება
და რას პირდება კიდევ საინტერესოა ...
ხალხს შეიძლება გონია, რომ სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ. ესენი კი თავის დიპლომს იძლევიან ... ამდაგვარი სიტუაციაა
#8
დაწერილია 20 September, 2007 - 14:00
ივნისის ბოლოს Eliteli -ში შევიძინე ტელეფონი Nokia E65. რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადე (1000 ლარამდე მგონი 980 ზუსტად არ მახსოვს); მოყვა 1 წლიანი გარანტია;
1 თვეში ანუ აგვისტოს დასაწყისში ჩემმა ტელეფინმა აურია, თავისით ითიშებოდა გახსნა დაკეტვის დროს და ა.შ. მივიტანე Techno Service-ში (გარანტიის საფუძველზე) მოკლედ იქიდან დავიწყებ რომ თითქმის 1 თვე არ დამიბრუნეს ტელეფონი ხან რაღაც ნაწილი არ ქონდათ და უნდა გამოეწერათ და ა.შ. მიზეზებით, ბოლოს ჩემი მეუღლე მივიდა და მოითხოვა ტელეფონი რაზეც უპასუხეს რომ მეორე დღეს მზად იქნებოდა. მეორე დღეს რა თქმა უნდა მზად არ იყო და მესამე დღეს როგორც იქნა დამირეკეს ტელეფონი წაიღეთო.
გამოვიტანე ტელეფონი როგორც იქნა და შევდივარ MENU-ში, ყველაფერი შეცვლილია - "არაუშავს" ვითომ ასე იყო საჭირო
და ვხედავ ტელეფონი ცოტა დაკაწრულია - "არაუშავს", ვითომ გაკეთების დროს დაიკაწრა
ბოლო კულმინაცია იყო როცა რამედენიმე დღით ადრე კაფეებში გადაღებულ ვიღაც გოგო ბიჭების სურათებს წავაწყდი!!!
დავრეკეთ სერვის ცენტრში და ვკითხეთ რატომ არის ჩემს 1 თვის განმავლობაში გაუკეთებელ ტელეფონში ვიღაცის სურათები და მოვითხოვეთ ტელეფონის შეცვლა.
და პასუხად გვირეკავენ - გამარჯობათ ქალბატონო ანა, თურმე თქვენ ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო ყოფილხართ და თუ გინდათ გარე დაკაწრულ ზედაპირს უფასოდ გამოგიცვლითო...
No Comments...
Marketing Manager
Mobile: (+995 77) 101 150
www.iberia.ge
#9
დაწერილია 20 September, 2007 - 14:40
#10
დაწერილია 20 September, 2007 - 14:48
#11
დაწერილია 20 September, 2007 - 15:12
- უვიცი კონსულტანტები, შენახვის პირობების დარღვევით გაუვარგისებული თუ სასაქონლო სახედაკარგული პროდუქტები, ხურდა ფულის მუდმივად არქონის გამო უვარგისი ყავის ერთჯერადი შეფუთვები და სხვა მრავალი ამოვიდა ყელში რააააააააააა! :^
და ბოლოს , ვაჟა-ფშაველას დასაწყისში ახლად გახსნილი "პოპული"-ს თანამშრომელს ბეიჯზე ქართული ასოებით ამაყად აწერია "სმენის უფროსი"
#12
დაწერილია 20 September, 2007 - 15:27
ეს მექანიზმი არ უნდა გადაიქვეს რომელიმე კომპენიის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად ... თორემ პასუხს მოგთხოვენ
#13
დაწერილია 20 September, 2007 - 16:21
რომელმაც ასე კარგად დაიწყო და ეხლა მისი "კარაქი" პირში აღარ ჩაიდება
#14
დაწერილია 20 September, 2007 - 16:48
ელიტელის ისტორია იმდენად კურიოზულია რომ მაგის გამო ელიტელის შავ სიაში შეყვანა არ გამოვა... ვიღაც იდიოტი შეგხვდა ანა სამწუხაროდ... იგივეს ვფიქრობ პოპულის ბეჯის საკითხზე
მე მაგალითად დღეს ასეთი რამ წავიკითხე: ოფიციალური დოკუმენტი (სახელმწიფოს სტრუქტურის მიერ გაცემული) სადაც ეწერა რომ ამა და ამ პირს საკუთრებაში გადაეცა ქონების აღურიცხავი ნაწილი :
ასე რომ, მოდით უფრო დავამძიმოთ შავ სიაში მიღების კრიტერიუმები რას იტყვით ?
#15
დაწერილია 20 September, 2007 - 17:23
#16
დაწერილია 20 September, 2007 - 17:57
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051
#17
დაწერილია 20 September, 2007 - 17:59
#18
დაწერილია 20 September, 2007 - 18:08
რაც შეეხება არააკრედიტირებულ უნივერსიტეტებს, რათქმაუნდა მათი მიზანია მიიზიდონ სტუდენტები თუნდაც მოტყუებით, და პასუხს მათ ამ დრომდე არავინ სთხოვდა და თავადაც კმაყოფილები იყვნენ და არიან და აკრედიტაცია სულაც არ სჭირდებათ, ასე უფრო მეტი სტუდენტი ჰყავთ. მოტყუებული კი ყველა ვარიანტში მაინც სტუდენტია.ასეთი უნივერსიტეტები ბევრია.
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051
#19
დაწერილია 20 September, 2007 - 18:09
#20
დაწერილია 20 September, 2007 - 18:12
აი თუნდაც არააკრედიტირებული სასწავლებლები... ცალსახად ამ სიის ბინადრები უნდა იყვნენ... ფალსიფიცირებული ღვინის გამყიდველები ან უხარისხო ღვინის გამყიდველები... მაგალითად კავკახუს ნეტვორკი
რედაქტორი Givi Giorgadze, 20 September, 2007 - 18:14.
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

