ნახტომი


- - - - -

ირაკლი ოქრუაშვილი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 263

#1 Nick Begashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 106 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2007 - 19:27

მოუსმინეთ ალბათ ირაკლის გამოსვლას. რა კომენტარს გააკეთებდით მის ნათქვამზე? დაიჭერენ თუ არა? დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს? რას ფიქრობთ მის თანაგუნდელებზე, რომლებიც განცხადების გაკეთების დროს მხარს უმშვენებდნენ?

და ბოლოს..... -> შეძლებს თუ ვერა?

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თავის პირველ საჯარო გამოსვლაში, ექს-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თბილისის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებისა და ტერიტორიული მთლიანოიბის აღდგენის თაობაზე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის უუნარობაში დაადანაშაულა.

”ჩვენ ერთ-ერთ კონფლიქტურ ზონაში ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, რომ არა პრეზიდენტის უსუსურობა, პოლიტიკური და ისტორიული გადაწყვეტილების მიღების შიში”, - განაცხადა ოქრუაშვილმა საკუთარი ახალი პარტიის ”ერთიანი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე.

მისი განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ”საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელების არსებობის შესახებ ყველა გადაწყვეტილების დენონსაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, არანაირი პოზიტიური გადაწყვეტილება დღემდე არ არსებობს”.

ოქრუაშვილმა სააკაშვილის მმართველობას ”უზნეო და უსამართლო” უწოდა, კორუფციასთან ბრძოლას - ”მოჩვენებითი”, ხოლო თვით პრეზიდენტი კი იმაში დაადანაშაულა, რომ ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაყოფის იდეით არის შეპყრობილი, რადგან, ექს-მინისტრის თქმით, ”სააკაშვილი ეკლესიაში საკუთარ კონკურენტს ხედავს”.

”ქვეყანაში მომხდარმა უკანასკნელმა მოვლენებმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფაშისტური ტენდენციები მიიღო”, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

”მიმდინარეობს ფარული ბრძოლა ავტორიტეტების - როგორც რიგითი, სოფლის, ისე კულტურის და სხვა სფეროების მოღვაწეების წინააღმდეგ, ისინი ყველანი მეორეხარისხოვან ადამიანებად გამოცხადდნენ, საზოგადოება ორ კატეგორიად დაყვეს - ჩარეცხილებად და მრეცხავებად. მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციების და ფასეულობების წინააღმდეგ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ”, - აღნიშნა საქართველოს მთავრობის ყოფილმა წევრმა.

"მიმდინარეობს საჩვენებელი ბრძოლა კორუფციასთან, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ტოლერანტობა აშკარად შერჩევითი გამოდგა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან განაცხადა, რომ სამი წლის წინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, გამოძალვის და ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაიჭირა, რომელსაც ბრალად 200 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ედებოდა, "მაგრამ პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მე ის გავუშვი".

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ "არაერთხელ მიმიღია გავლენიანი ადამიანების ლიკვიდაციის დავალება, მაგრამ ამაზე არც ერთხელ არ მომიწერია ხელი".

მან დაამატა, რომ უახლოეს პერიოდში იგი ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოქვეყნებას აპირებს, რომლებსაც, მისი თქმით, პრეზიდენტი ჩადიოდა.

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  0QRUA3.jpg (33.74კ)
    ჩამოტვირთვების #: 32

რედაქტორი Nick Begashvili, 25 September, 2007 - 19:29.

1. Like what "it" does not like.
2. The highest that a man can attain is to be able to do.
3. The worse the conditions of life the more productive the work, always provided you remember the work.
4. Remember yourself always and everywhere.

#2 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2007 - 19:35

ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? პასუხისმგებლობას ვიცილებთ თავიდან...გავაკეთებთ ცუდს და გავბივართ....ჯერჯერობით ამ ახალ პარტიაზე ძნელია თქვა რამე, თუმცა ფაქტია რომ მათი უმეტესობა სააკაშვილის გუნდში იყო.
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#3 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 25 September, 2007 - 20:41

Nick Begashvili
ეს ინფორმაცია დააკოპირე თუ დაწერე?
თუ დაწერე მაშინ ...
ხოლო თუ დააკოპირე, ჯობდა ლუინკი ჩაგესვას ... ასე იმის შრომაც დაფასდებოდა, ვინც გამოაქვეყნა ეს სტატია ...

ჩემი შეფასება ასეთია: სემანტიკური კვამლი სტრატეგიული ცეცხლის გარეშე
ამ გუნდით აპირებს ეს ადამიანი საქმის კეთებას?

#4 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 September, 2007 - 21:57

იხილე გამოხმაურებაNick Begashvili, Sep 25/07, 19:27 -ში, განაცხადა:

მან განაცხადა, რომ სამი წლის წინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, გამოძალვის და ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაიჭირა, რომელსაც ბრალად 200 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ედებოდა, "მაგრამ პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მე ის გავუშვი".


ზემოთ ნახსენები, ის რომ "გამოძალვის და ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაიჭირა, რომელსაც ბრალად 200 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ედებოდა, "მაგრამ პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მე ის გავუშვი"." - არის სისხლის სამართლის, კერძოდ სამოხელეო დანაშაული ოქრუაშვილის მხრიდან და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 334 ("ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის უკანონო გათავისუფლება,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.").

#5 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 25 September, 2007 - 22:00

ოოოო ლევან,
ეს "დანაშაულები" ან უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საზოგადოებას ეხება? :))
ეს თვიტონ არ იცის? და მაინც როცა ასეთ რამეს ამბობს, ეს უკვე მიუთითებს, რომ სხვათა არანაკლები სიმძიმის დანაშაულზე დოკუმენტები აქვს ...

#6 Nick Begashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 106 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2007 - 22:21

იხილე გამოხმაურებაTamuna Jangulashvili, Sep 25/07, 18:35 -ში, განაცხადა:

ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? პასუხისმგებლობას ვიცილებთ თავიდან...გავაკეთებთ ცუდს და გავბივართ....ჯერჯერობით ამ ახალ პარტიაზე ძნელია თქვა რამე, თუმცა ფაქტია რომ მათი უმეტესობა სააკაშვილის გუნდში იყო.



:))



Architect

აუცილებლად დავდებ მასალის ლინკს, ოღონდ ჯერ ვერა, ვერ ვხსნი საიტს საიდანაც გადავედი მაგ გვერდზე.









დღეს 11 საათზე იქნება ირაკლი ინგასთან და მოუთმენლად ველი.

შეგიძლიათ განმეორებით იხილოთ ოქრუაშვილის გამოსვლა


მისამართი
http://www.myvideo.ge/?video_id=63403
1. Like what "it" does not like.
2. The highest that a man can attain is to be able to do.
3. The worse the conditions of life the more productive the work, always provided you remember the work.
4. Remember yourself always and everywhere.

#7 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 September, 2007 - 22:23

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Sep 25/07, 22:00 -ში, განაცხადა:

ოოოო ლევან,
ეს "დანაშაულები" ან უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საზოგადოებას ეხება? :))
ეს თვიტონ არ იცის? და მაინც როცა ასეთ რამეს ამბობს, ეს უკვე მიუთითებს, რომ სხვათა არანაკლები სიმძიმის დანაშაულზე დოკუმენტები აქვს ...

შეიძლება კიდევაც აქვს, მაგრამ რა ძალა შესწევს, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს და შემდეგ თუნდაც განახორციელოს? თავისი დანაშაული, რომ აღიარა ეს აშკარაა..

#8 Nick Begashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 106 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2007 - 23:58

სიმართლე გითხრათ ირაკლის ღია ეთერში გაკეთებული კომენტარის პირველ ნაწილში მოყვანილი "მთავრობის" "დანაშაულებიდან" უცხო ჩემთვის ცოტა იყო.


ყველაზე მწვავე კომენტარში ვფიქრობ იყო პრეზიდენტის მოთხოვნა მისდამი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესახებ. რას ფიქრობთ ამ ფაქტზე? მიგაჩნიათ თუ არა სიმართლედ?
1. Like what "it" does not like.
2. The highest that a man can attain is to be able to do.
3. The worse the conditions of life the more productive the work, always provided you remember the work.
4. Remember yourself always and everywhere.

#9 Givi Giorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 364 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 10:13

დანაშაულის აღიარება თუ არის ერთადერთი სამხილი ეს არ შეიძლება გახდეს პირის დაპატიმრების მიზეზი (სისხლის სამართალში ეგრეა) ხოლო თუ იქნება კიდევ რაიმე სამხილი რომელიც ოქრუაშვილის სიტყვებს (ალასანიაზე ვგულისხმობ) დაადასტურებს მაშინ სამი კაცი იქნება დასაჭერი: ალასანია ქრთამზე, ოქრუაშვილი დამნაშავის უკანონო გათავისუფლებაზე და კიდევ ერთი :)) გასაგებია ვინც... ასე რომ ...

სიმართლედ მიმაჩნია თუ არა ეგ მეორე თემაა მაგრამ ძალიან სერიოზული გამბედაობა და "კრიშა" რომ უნდა ასეთი განცხადებების გაკეთებას ეგ ფაქტია... ან გიჟია ან კიდევ...
The Proud Participant of Business Conference

#10 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 26 September, 2007 - 10:20

ან კიდევ დამადასტურებელი ფაქტები უნდა გეჭიროს ხელში ...
და მე ვფიქრობ რომ ეს დოკუმენტები უნდა ჰქონდეს ...

მთლიანობაში ძალზედ დამაჯერებელი ჩანდა. არ გამოვრიცხავც, რომ ნალაპარაკების ნაწილი გაზვიადებულია, მაგრამ ნათქვამის უდიდესი ნაწილის სიმართლეში დარწმუნებული ვარ..

#11 Givi Giorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 364 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 10:23

სიმართლე გითხრათ ოქრუაშვილის დიდი თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ და არც ეხლა მხიბლავს მისი აზრი იარაღით ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ არის რაღაცეები რაც ძაააალიან ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, IMHO
The Proud Participant of Business Conference

#12 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 10:41

ახლა დაიწყება ოქრუაშვილზე დევნა...ინგასთან ბევრი ისეთი რამე თქვა, რასაც ბევრი ვერ ბედავდა ეთქვა, მაგრამ რამდენად სიმართლე იყო ამას ალბათ მისი საქმიანობა მომავლაში გვიჩვენებს
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#13 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 10:54

საკმაოდ გაბედული გამოსვლა ჰქონდა და როგორც ჩანს პაუზის დროს ამისთვის საფუძვლიანად ემზადებოდა, ალბათ ამის დოკუმენტური მასალაც ექნება და ვიდეოც :)) ეტყობა ამერიკას მობეზრდა მიშას და ბოკერიას ხუშტურები და ახალი საყრდენი ოქროაშვილში ჰპოვა, ერტი სიტყვით მინდა ვთქვა რომ ოქრუაშვილსაც არ ვენდობი და არ მჯერა რომ თქვა ამ ხელისუფლებასი ყოფნის დროს ფული არ მიშოვიაო.

#14 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 26 September, 2007 - 11:38

იხილე გამოხმაურებაPavle Shavidze, Sep 26/07, 10:54 -ში, განაცხადა:

საკმაოდ გაბედული გამოსვლა ჰქონდა და როგორც ჩანს პაუზის დროს ამისთვის საფუძვლიანად ემზადებოდა, ალბათ ამის დოკუმენტური მასალაც ექნება და ვიდეოც :D ეტყობა ამერიკას მობეზრდა მიშას და ბოკერიას ხუშტურები და ახალი საყრდენი ოქროაშვილში ჰპოვა, ერტი სიტყვით მინდა ვთქვა რომ ოქრუაშვილსაც არ ვენდობი და არ მჯერა რომ თქვა ამ ხელისუფლებასი ყოფნის დროს ფული არ მიშოვიაო.



::biggrin:: არადა მართლა არ უშოვია, მანამდე ქონდა ნაშოვნი - თქვენი ქსელი ჯეოსელი :)

რედაქტორი Zura Metreveli, 26 September, 2007 - 11:39.


#15 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 11:42

ოქრუაშვილს ჯერჯერობით ვერ დაიჭერენ მაგრამ დიდი ბრძოლები კი ექნება .......... ცუდი ისაა რომ ამით ქვეყანა დაზარალდება........ მე ვუსმინე ოქრუაშვილის გამოსვლებსაც და ბოკერიას პასუხსაც, მიუხედავად იმისა რომ ბოკერია ბრწყინვალე ცინიკოსია და "კულტურულად" შეურაცხყოფის მიყენების ხელოვნებასაც ფლობს მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან 10:0 წააგო ოქრუაშვილთან. ძაან სისულელეები ილაპარაკა ...... :D
მოკლედ პირველი რაუნდი: 10:0 ირაკლი ოქრუაშვილის სასარგებლოდ ........ ვნახოთ რა განვითარება ექნება ამ ყველაფერს :) მე სააკაშვილის პასუხი მაინტერესებს ძალიან :biggrin: ამ შემთხვევასი ალბათ დუმილით ვერ უპასუხებს იმ ბრალდებებს რაც მის მიმართ გამოითქვა ..........

#16 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 12:38

ხო მისას პასუხი მართლაც საინტერესო იქნება,ნეტა რას მოიფიქრებს

#17 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 12:48

როდის ჩამოდის ?

წინა კვირას coffee.ge ში უგულავასთან, ბოკერიასთან, ნინო კალანდაძესთან და ვიღაც გოგოებთან ერთად იჯდა. პარასკევი იყო შუადღე. მალინისფერი მაიკით . :)

ძალიან დაკავებულია ჩვენი პრეზიდენტი.

კლინტონმა ლევინსკისთან რაღაცა ქნა (თუ არ ქნა კიდე საკითხავია) და კინაღამ გადაჰყვა ამ ფაქტს მისი კარიერა. ესეთი ამბავი ამერიკში რომ მომხდარიყო .............:)

რედაქტორი Nino Absandze, 26 September, 2007 - 12:50.

www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#18 Nini Pkhikidze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 102 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 13:46

იხილე გამოხმაურებაNino Absandze, Sep 26/07, 11:48 -ში, განაცხადა:

.

კლინტონმა ლევინსკისთან რაღაცა ქნა (თუ არ ქნა კიდე საკითხავია) და კინაღამ გადაჰყვა ამ ფაქტს მისი კარიერა. ესეთი ამბავი ამერიკში რომ მომხდარიყო .............:)



მართალია ::):

#19 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 26 September, 2007 - 15:48

თუ დააკვირდებით...
ამ თემას დიდი გამოხმაურება ჩვენთან არ მოჰყოლია.
რატომ?
ჯერ კიდევ ველოდებით რა მოხდება?
დღემდე ბოლომდე ვერ გავიგეთ რა მოხდა?
თუ ორივე ერთად?
თუ ყველაფერი ისედაც ნათელია?

#20 Nick Begashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 106 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 September, 2007 - 16:48

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Sep 26/07, 14:48 -ში, განაცხადა:

ამ თემას დიდი გამოხმაურება ჩვენთან არ მოჰყოლია.



ხო, მე ძაან გამიკვირდა. დღეს ხომ ეს თემა ყველაზე მწვავე და აქტუალურია და ვინ იცის რამდენი ხანი იქნება კიდევ.





ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წელს ქალაქ ცხინვალში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. რამდენიმე წელი იურიდიული სპეციალობით მუშაობდა, ეკავა რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები. 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ ოქრუაშვილი პრეზიდენტის გარემოცვის ყველაზე ახლო წარმომადგენლად და მის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა. 2004 წლის დეკემბერში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2006 წლის 10 ნოემბერს მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად მან დატოვა ეს პოსტი და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. 2006 წლის 17 ნოემბერს ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამგვარად, იგი ეკონომიკის სამინისტროს ზუსტად ერთი კვირა ხელმძღვანელობდა. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი სწავლის გაგრძელებას უცხოეთში აპირებს
1. Like what "it" does not like.
2. The highest that a man can attain is to be able to do.
3. The worse the conditions of life the more productive the work, always provided you remember the work.
4. Remember yourself always and everywhere.



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share