ნახტომი





- - - - -

მედიასთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 105

#61 Ani Nadiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2005 - 13:11

ვწუხვარ, რომ გვიან შემოგიერთდით
მე ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მედია ფულით არ გაანებივრო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი კოკმპანიისს პიარ სამსახურს რარაცის დაპიარება უნდა, ერთ არასაინტერსო "ამბავში" ფულის გადახდით, საინტერესოშიც ფულის გადახდა მოგიწევს. ვფიქრობ ალტერნატივა არის!!!
> ჟურნალისტებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება და ახალი ამბის( თუნდაც ნაკლებად საინტერესო) ისე მიწოდება, რომ მედიის წარმომადგენელმა აქეთ მოგმართოს თხოვნით. მედიას აინტერესებს ის, რაც ხდება ჩუმათ ამიტომ რაც უფრო ხშირად იტყვის პიარშიკი-" ვეცდები გაგიგო, ვეცდები პირველი შენ მოგცე კომენტარი, ვეცდები ახალი ამბავი პირველად შენ შეგატყობინო"- მედია ნაწილობრივ მის ხელშია.:):))

#62 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2005 - 21:39

ჩემო ანი! ჟურნალისტები რომ ფულით განებივრეული ხალხი იყოს რაღა გაუჭირდებოდათ, განსაკუთრებით კი პრესის წარმომადგენლები. ისინი ისეთ მიზერზე მუშაობენ, რომ ხანდახან სამსახურში სასიარულო ფულიც კი არ აქვთ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათ გასაპიარებელი ინფორმაცია ხსნად და შველად მოევლინებათ ხოლმე. ამით მათ გარკვეულწილად უჩნდებათ ზედმეტი ფულის შოვნის შესაძლებლობა. კიდევ ერთი მინდა ვთქვა. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები ფიარში საკმაოდ მინიმალურ თანხას ითხოვენ. ალბათ ამის ორი მიზეზი არსებობს - ერთი ის, რომ ჟურნალისტებს უჩნდებათ შიში, რომ ფიარ - მენეჯერნა სხვა უფრო "იაფი მუშა ხელი" არ იპოვოს და კიდევ მეორე - ჟურნალისტები არც ისე კარგად არიან ინფორმირებულნი, თუ რა ღირს ამათუიმ სახის ფიარი.

#63 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 February, 2005 - 15:19

მე ერთი იდეა მაქვს, ეს იდეა კი იქიდან წამოვიდა, რომ ჩემს გარშემო არიან ჟურნალისტები, რომლებიც ამათუიმ პიროვნების თუ ორგანიზაციის პიარზე იწყებენ მუშაობას, მაგრამ ეს პიროვნებები თუ ორგანიზაციები თავად კი არ უსახელებენ იმ თანხას რა თანხასაც ისინი ამ საქმიანობაში მიიღებენ, არამედ თავად ჟურნალისტებს სთხოვენ დაასახელონ მათთვის სასურველი თანხა. ეს კი ჟურნალისტებში გარკვეულწილად დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ანაზღაურება მოითხოვონ ამ კონკრეტულ საქმეში. მე ამას პირველწყაროებზე დაყრდნობით ვწერ. მართალია აქ გამზადებულ რეცეპტს ვერავინ დაგიწერს, მაგრამ იქნებ შესაძლებელია დაახლოებით მაინც განისაზღვროს იმ ანაზღაურების ფარგლები, რაც ჟურნალისტს შეუძლია, რომ გადაუხადოს პიროვნებამ თუ ორგანიზაციამ.

#64 Ani Nadiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 February, 2005 - 16:06

ნინო, ნამდვილად გეთანხემბი, რომ ჟურნალისტთა ნაწილი ფინანსურად არც თუ ისე წელგამართულია, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია, რადგან არიან ჟურნალისტები( განსაკუთრებით ტელეჟურნალისტები), რომელთაც ნამდვილად სერიოზულ ანაზღაურებაზე მუშაობენ. ძალიან ბევრიც სერიოზულ ფულს აკეთებს, იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც ორგანიზაციაში არ ჰყავთ მედიასთან დაახლოვებული პირი,( რომელიც განსაზღვრავს რა ფორმით მიაწოდოს ესა თუ ის ინფორმაცია ჟურნალისტებს :) ) მაგრამ გულით უნდათ მათი საქმიანობა გაშუქდეს, ასეთ შემთხვევაში არაერთი ორგანიზაცია იხდის ფულს.
და ბოლოს თუკი ის ჟურნალისტიმოხვდა საინფორმაციოს სათავეში, რომელიც კარგად ანსხვავებს დაკვეთას ჩვეულებრივი სიუჟეტისგან, მაშინ მერწმუნეთ 1 საათიან ნიუსში ნახევარი საათი დაკვეთილი სიუჯეტები იქნება.

#65 David Chabashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 24 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 March, 2005 - 10:44

თუ ჟურნალისტმა არ იცის რა ღირს მისი PR მომსახურება (ანუ მაქსიმუმი და მინიმუმი), მაშინ საიდან ვიცით რომ ჟურნალისტები PR-ში მინიმალურ თანხას ითხოვენ :)

მე ვფიქრობ რომ PR ბაზარი არის ჟურმალისტების ბაზარი, და რა საფასო პოლიტიკასაც ჩამოაყალიბებენ და დაიცავენ ობიექტური არგუმენტებით, ის საფასო პოლიტიკა იმოქმედებს, ხოლო ეს პოლიტიკა იქნება საზღვარგარეთიდან კოპირებული თუ აქ შექმნილი, ამა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა ეს პოლიტიკა უნდა იყოს მოქნილი, ანუ ტი-ბი-სი ბანკს და სარდაფს ერთი და იგივე თანხა არ უნდა მოსთხოვო.

#66 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 March, 2005 - 13:59

აბსოლუტურად გასაგებია, რომ თი-ბი-სი ბანკსა და სარდაფს ერთიდაიგივე თანხა არ უნდა მოსთხოვო, ამას ალბათ თავად ჟურნალისტებიც მიხვდებიან. უბრალოდ საინტერესოა, იმ მინიმალური და მაქსიმალური თანხის მაჩვენებელი, რაც ჟურნალისტმა შეიძლება მოითხოვოს ფიარში. აქ მე ვგულისხმობ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ "სარდაფები" არ არიან.

მერწმუნეთ, საკმაოდ აქტუალურ პრობლემას ვეხები...

პატივისცემით

ნინო

#67 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 March, 2005 - 14:46

ციტატა

აბსოლუტურად გასაგებია, რომ თი-ბი-სი ბანკსა და სარდაფს ერთიდაიგივე თანხა არ უნდა მოსთხოვო, ამას ალბათ თავად ჟურნალისტებიც მიხვდებიან. უბრალოდ საინტერესოა, იმ მინიმალური და მაქსიმალური თანხის მაჩვენებელი, რაც ჟურნალისტმა შეიძლება მოითხოვოს ფიარში.

ჩემის ღრმა რწმენით ორგანიზაცია პირველ რიგში გადაიხდის შედეგში.
რა სარგებლობას მოუტანს მას ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ფიარი? და როგორ გაზომავს ამ შედეგს ისე, რომ სადაო აღარ დარჩეს?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#68 Lika Kapanadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 March, 2005 - 17:28

მოგესალმებით ყველას!
ძალინ მიხარია რომ ასეთი ჭკვიანი ახალგაზრდები ერთად სევიკრიბეთ და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ.

მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარით მედიასთან ურთიერთობის სფეროში. ვფიქრობ პი-არ მენეჯერს ძალინ დაეხმარება ჟურნალისტად მუშაობის თუნდაც მოკლე ხნიანი გამოცდილება. ჟურნალისტები ყოფილ კოლეგებს საკმაოდ დიდი პატივისცემით ეკიდებიან და კიდევ მენეჯერითვის უფრო ადვილი მისახვედრია ჟურნალისტის მოთხოვნები.
რა სახის ინფორმაცია ჭირდება, რატომ სჭირდება და როგორ გამოიყენებს აი ეს არის მთავარი როცა ჟურნალისტს ესაუბრები. ძალიან ხშირია ხოლმე რომ სფეროს სპეციფიკა კარგად არ იციან და თავისდაუნებურად საზოგადოებას არასწორ ინფორმაცია აწოდენ.

მოკლედ კარგად უნდა იცოდე რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ჟურნალისტი შენს კომპანიაზე თუ ობიეტზე.

#69 David Chabashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 24 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 March, 2005 - 21:30

Nino Tarkhnishvili
აბსოლიტურად გეთანხმები, მაგრამ ეგ მინიმუმიც და ეგ მაქსიმუმიც ჩემი აზრით ისევ და ისევ ჟურმალისტების დასადგენია, მაგრამ არა იმ უმრავლესობის რომელიც ახლა მოღვაწეობს არამედ იმ უმცირესობის რომელიც ნამდვილად პროფესიონალია და იცის 'სიტყვის' ფასი. როგორც კი ფასი დაფიქსირდება უკვე გაცილებით ადვილი იქნება მუშაობა როგორც დამკვეთისათვის ასევე ჟურნალისტისათვის, რადგან ფულზე საუბარი აღარ იქნება ცენტრალური თემა და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა შინაარსს. მაგალითად არსებობს მინიმალური ხელფასის ცნება, რატომ არ უნდა არსებობდეს მინიმალური ანაზღაურება ჯურნალისტურ მომსახურებაზე პრეს-რელიზის მომზადებაში. თუმცა ისევ ვამბობ, ჟურნალისტის გარდა ამას არავინ არ გააკეთებს და ნურც დაელოდებით :)

#70 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 March, 2005 - 22:26

David Chabashvili

ნამდვილი პროფესიონალები კი სამწუხაროდ არც ისე ბევრია. რაც შეეხება ფასის დაფიქსირებას ამას ორივე მხარე რატომღაც თავს არიდებს ხოლმე. ისე კი, ჩემის ღრმა რწმენით, ჟურნალისტმა ანაზღაურება სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა მიიღოს. სწორედ სამუშაოს შესრულების შემდეგ დადგინდება დამსახურებული "ჯილდოს ფასი".

#71 Kaxa Magradze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 March, 2005 - 11:51

მოგესალმებით ყველას და დიდ ბოდიშს მოგიხდით ასეთი დაგვიანებისათვის. კაი ხანია ველოდი იმას, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება მომცემოდა და როგორც იქნა მოვიცალე.

ახლა ბოლო გვერდი გადავიკითხე და ძალიან ბევრი საინტერესო იდეა დავინახე გაჟღერებული. გამომდინარე იქიდან, რომ მეც მიწევს მედიასთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა, მაქვს კითხვა ყველასთან, როდესაც მედია კამპანიას გეგმავ, უმჯობესია ჟურნალისტებთან თუ მათ უფროსებთან ურთიერთობა?

მოუთმენლად ველილ პასუხებს.

#72 Keti Bezhiashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 March, 2005 - 13:48

როგორც ჟურნალისტმა შემიძლია გითხრა, რომ უკეთესია პირველ რიგში ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მათთან საერთო ენის გამონახვა. რა თქმა უნდა შეგიძლია დაიწყო უფროსით, მაგრამ პირადი პირდაპირი კონტაქტი და ურთიერთობის აწყობა ჯობია ჟურნალისტთან, რომელთანაც პერიოდულად გექნება თუნდაც სატელეფონო კავშირი. ეს უკვე ჟურნალისტვისთვის პირადი კონტაქტია ანუ წყარო , რომელიც ესე აუცილებელია ჯურნალისტისთვის და მითუმეტეს არა უფროსისგან შერჩეული თემატიკა ან თემა. პერიოდული კონტაქტი უფროსთან სულ ვერ გექნება სხვადსხვა მიზეზთა გამო და ჯურნალისტთან ურთიერთობის აწყობა მრავლ სხვა პრობლემასაც მოგიგვარებს. ეს ურთიერთობები ერთჯერადი არ არის, ამიტომ გირჩევ დაიწყო ჟურნალისტებით. პირველ რიგშI შეადგინო საჭირო სია - რომელ -გაზეთებთა, ტელევიზიებთან ან ჟურნალებთან გსურს თანამშრომლობა. შემდგომ გაეცნო. იქიდან საჭირო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები ამოარჩიო ისინი ვისთანაც ფიქრობ ურთიერთობის აგებას. აუცილებლად პირველ რიგში გაეცანი მათი მუშაობის სტილს. მოკლედ, რომ ვთქვათ ჯერ შეისწავლე ისინი და შემდგომ დაამყარე მათთან კონტაქტი. წაიკითხე მათი სტატიები, უყურე რეპოტაჟებს და ასე შემდეგ. ეს დაგეხმარე, რომ ისინი კარგად გაიცნო.

#73 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 March, 2005 - 13:55

keti bezhiashvili

ციტატა

როგორც ჟურნალისტმა შემიძლია გითხრა, რომ უკეთესია პირველ რიგში ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მათთან საერთო ენის გამონახვა. რა თქმა უნდა შეგიძლია დაიწყო უფროსით, მაგრამ პირადი პირდაპირი კონტაქტი და ურთიერთობის აწყობა ჯობია ჟურნალისტთან, რომელთანაც პერიოდულად გექნება თუნდაც სატელეფონო კავშირი. ეს უკვე ჟურნალისტვისთვის პირადი კონტაქტია ანუ წყარო , რომელიც ესე აუცილებელია ჯურნალისტისთვის და მითუმეტეს არა უფროსისგან შერჩეული თემატიკა ან თემა. პერიოდული კონტაქტი უფროსთან სულ ვერ გექნება სხვადსხვა მიზეზთა გამო და ჯურნალისტთან ურთიერთობის აწყობა მრავლ სხვა პრობლემასაც მოგიგვარებს. ეს ურთიერთობები ერთჯერადი არ არის, ამიტომ გირჩევ დაიწყო ჟურნალისტებით. პირველ რიგშI შეადგინო საჭირო სია - რომელ -გაზეთებთა, ტელევიზიებთან ან ჟურნალებთან გსურს თანამშრომლობა. შემდგომ გაეცნო. იქიდან საჭირო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები ამოარჩიო ისინი ვისთანაც ფიქრობ ურთიერთობის აგებას. აუცილებლად პირველ რიგში გაეცანი მათი მუშაობის სტილს. მოკლედ, რომ ვთქვათ ჯერ შეისწავლე ისინი და შემდგომ დაამყარე მათთან კონტაქტი. წაიკითხე მათი სტატიები, უყურე რეპოტაჟებს და ასე შემდეგ. ეს დაგეხმარე, რომ ისინი კარგად გაიცნო.

დიდი მადლობა ამ მეტად სასარგებლო რჩევისათვის.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#74 Elene Gakharia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,098 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 March, 2005 - 14:45

გამარჯობათ მეგობრებო, მოხარული ვარ რომ საქართველოში დაინტერესებულ საზოგადოებას მიეცით შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ ექსპერტების აზრს ესოდენ ახალ სფეროში, როგორსაც პ.რ. წარმოადგენს. მინდა აღვნიშნო რომ ბევრი მეტად საინტერესო გამოცდილება დაფიქსირდა თქვენს კონფერენციაზე.

მე როგორც არაპროფესიონალს და ადამიანს რომელიც მხოლოდ დილეტანტის დონეზეა ინფორმირებული პ.რ. შესახებ მაინტერესებს, ორგანიზაციების/დაინტერესებული პირების მხრიდან როგორ განისაზღვრება მედიაუპირატესობები რომელთა მეშვეობითაც ხდება მომავალში კომპანიის საქმიანობის გაპიარება? როგორ ხდება მედიაწყაროების რეიტინგების განსაზღვრა?

#75 Kaxa Magradze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 March, 2005 - 16:29

Elene Gakharia

გაგიმარჯოს ელენე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამ საქმის ექსპერტად ჩათვლა ძალიან ნაადრევი საქმეა, რჩევას აუცილებლად მოქცემ შენთვის საინტერესო საკითხზე. თანაც უფასო რჩევას:)

ნებისმიერ საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა ხდება ამ კამპანიის მიზნების ფორმირება და ამის შემდეგ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრაც. ამ კომპონენტების არსებობის შემდეგ ხდება სწორედ "მედიაუპირატესობების" და საინფორმაციო არხების განსაზღვრაც. ის მედიაწყაროები, რომლებსაც კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან ინფორმაციის უფრო ეფექტურად მიტანა შეუძლია (ამის განსაზღვრა ხდება კვლევის შედეგებით, რომლებიც იყიდება ან უბრალოდ ინტუიციით, თუ ფული არ არის საკმარისი:), უპირატეს მდგომარეობაში ვარდებიან არჩევანის დროს.

გასაგებად ვთქვი?:)

#76 Elene Gakharia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,098 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 March, 2005 - 17:26

კახა, გმადლობ შესანიშნავი განმარტებისათვის. :) უბრალოდ მე უშუალოდ მაქვს შეხება საზოგადოებრივი აზრის შესწავლასთან, ვინაიდან სწორედ ამ სფეროში ვმოღვაწეობ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში კომპანიები და საერთოდ ბიზნეს სექტორი ძალიან იშვიათად ინტერესდება მედია უპირატესობების პროფესიონალური შესწავლით. მეტსაც გეტყვი, საერთოდ მომხმარებლისა და პოტენციური მომხმარებლის შეწავლითაც. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველანირი ღონისძიება, იქნება ეს პ.რ. თუ უბრალოდ მომხმარებლის შემდგომი გაფართოების დაგეგმვა ინტუიციისა (როგორც შენ აღნიშნე) და არაოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს. :)
Elene Gakharia
Research Project Manager

ACT RESEARCH
100 T. Tabidze street, Tbilisi 0162, GE
Office: (+995 32) 916242 ext. 301
Fax: (+995 32) 292263
Mobile: (+995 77) 440706
Web: www.act.ge

#77 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 March, 2005 - 15:51

პიარის შესახებ ყველა ნაშრომში ნახსენებია ფორმულა ,,რAKE'' ანუ 1. კვლევა, 2.მოქმედება, 3. კონტაქტი(კავშირი), 4.შეფასება; ან მისი გაფართოებული მოდელი ,,რOსIE'' ანუ 1.კვლევა, 2. მიზანი, 3.სტრატეგია, 4.ჩატარება(განხორციელება), 5.შეფასება; ორივე შემთხვევაში პირველ ადგილზე ფიგურირებს ,,კვლევა''...სწორედ, ეს უზრუნველყოფს პიარ პოლიტიკის ტეორიულ და საინფორმაციო ბაზას...რათქმა უნდა ,,ინტუიცია'' ყველაფერში მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უპირველესი პროფესიული თვალსაზრისით...ერთი სიტყვით, ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია...
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#78 Kaxa Magradze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 March, 2005 - 14:39

გამარჯობათ ხალხო!

ყველას გეთანხმებით იმ მოსაზრებაში, რომ ნებისმიერ კომუნიკაციას წინ შესაბამისი კვლევა უნდა უძღვოდეს, რადგან კარგად განისაზღვროს ტაქტიკები და მათგან მიღებული სავარაუდო შედეგები. თუმცა ერთადერთი ფორმულა, რომელიც ფიარს ყველაზე მეტად უხდება, იმაში მდგომარეობს, რომ კომუნიკაციის ერთი აპრობირებული სქემა არ არსებობს. ამიტომ ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ ქართული რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვეუბნება, რომ თუ შენ არ გაქვს ძალიან ბევრი ფული არ დახარჯო იგი მედიაუპირატესობების კვლევაში. დამკვეთებსაც არ უყვართ ისეთი რამის კვლევაში ფულის დახარკჯვა, რისის პასუხებიც "თვითონაც კარგად იციან". ნებისმიერი დამკვეთი გეტყვის მარტივად, რომ მისთვის მთავარია გამოჩნდეს "კურიერში", "კვირის პალიტრასა" და "სარკეში". თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%ზე მეტი ინფორმაციას ტელევიზიის საშუალებით იღებს, ინტუიციას უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ვენდოთ.

გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო. ასეთია დაბიუჯეტების მთავარი სლოგანი;)

#79 Shalva Margalitadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 March, 2005 - 03:16

Mokaruli var, rom momeca sashualeba monatsileoba mimego tkventan diskusiashi. chemi azrit, dzalian saintereso sakitxs sheexo berdia. P.R.-is etikuri normebis codna da ganxorcieleba praktikashi ,me vpikrob, dzalian mnishvnelovania. xshirad saubroben P.R.-ze sxvadasxva aspektshi,magram P>R.-is etikur normebsa da modelebze ishviatad .P.R. specialisti tu icavs etikur normebs da praktikulad mushaobs sxvadasxva etikur modelze,agretve kargad erkveva masmediis etikur normebshi, vpikrob, bevrad advilad daamkarebs masmediastan , da ara mxolod mastan , urtiertobebs.

NANA MARGALITADZE

#80 Georgi Kopaleishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 March, 2005 - 13:15

გამარჯობა!

მოგესალმებით ყველას ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ (so far)! მართალია გვიან შემოგიერთდით, მაგრამ ვცდილობ აგყვეთ და გამოგყვეთ ამ ჩემთვის და ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს "ე.წ. საშვილიშვილო" საქმეში;)

მოგვიანებით შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი იდეები და შეხედულებები PR - ის განვითარების და ჩემთვის ცნობილი სიახლეების შესახებ.

გმადლობ,

გიორგი კოპალეიშვილი



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share