ნახტომი





- - - - -

კონსტიტუციური მონარქია?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 247

გამოკითხვა: მომხრე ხართ თუ არა საქართველოში დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია? (54 წევრთა ხმები გაუქმებულია)

მომხრე ხართ თუ არა საქართველოში დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია?

  1. დიახ (17 ხმა [34.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 34.00%

  2. არა (33 ხმა [66.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 66.00%

ხმის მიცემა

#21 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 18:07

რაღადროს მეფე და ნაზირვეზირებია ...... კარგით რა...... მეტი გასართობი ვერ ნახეთ?!

#22 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 20:53

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Oct 9/07, 16:35 -ში, განაცხადა:

ნინას დიდი მადლობა განმარტებებისათვის ...
ბევრი ახალი რამ გავიგე ...

მაგრამ ვერ გავიგე მთავარი:
როგორ იქნება სამეფო ხელისუფლების აღდგენა [თუნდაც 20 წლის შემდეგ] ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი?

მონარქია უფრო 20 წელზე უფრო მალე აღდგება და რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას.

საპარლამენტო მონარქია არის მოდელი, სადაც ქვეყანას მართავს არჩეული პარლამენტი და მის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. კონსტიტუციურად დაბალანსება ხდება ამ ორ ორგანოს შორის და მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

თითოეული მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და ინარჩუნებს დეპუტატის უფლებამოსილებას, რაც განამტკიცებს მის პოლიტიკურ მდგრადობას და მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რჩება პოლიტიკაში.

რაც შეეხება სტაბილურსობას, ესპანურ მოდელში მეფეს კონსტიტუციის მკაცრად განსაზღვრული უფლებები აქვს თუ რა შემთხვევაში შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და შესაბამისად მთავრობა პოლიტიკური კრიზისის დროს და დანიშნოს ახალი არჩევნები.

ასევე, მმართველ პოლიტიკურ ძალაზე და ხელისუფლებაზე მეფე არის ხალხის ნების გამხმოვანებელი და ეს ახალი საფეხურია სამოქალაქო საზოგადოების მიტინგებიდან და რევოლუციებიდან ცივილურ იპონირებულ ფორმაზე გადასასვლელად. მეფეს შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით მორალურად განახორციელოს ხელისუფლებაზე კონტროლი, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკურ ბერკეტებს და ხელისუფლების საქმინობაში ჩარევას.

მეფე ასევე შესაძლებელია იყოს სახელმწიფოს მთავარსარდალი.
The Proud Participant of Business Conference

#23 Giga Paikidze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 557 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 20:54

დიდი მადლობა ამ ისტორიული ექსკურსისთვის მაგარმ ვერ ვხედავ გამოსავალს კონსტიტუციურ მონარქიაში.....
მითუმეტეს როცა ქართველი მეფე ესპანეთში უნდა ვეძებოთ ზარზეიმით ჩამოვარძანოთ საქართველოში........
რა გარანტია გვაქვს ესპანური მოდელის შემთხვევაში რომ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა არ დაიწყება მეფის ძალაუფლებითაც მანიპულირება რაც შეიძლება უარესი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს..............
The Proud Participant of Business Conference

#24 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 20:56

(ნინას ისტორიული ექსკურსის მერე ძნელია რაიმე დავამატო, მაგრამ ერთს შევნიშნავდი, არა უბრალოდ, ვიკითხავ.
მე ვიცი, რომ საქართველოს სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონები და არა ბაგრატიონ–მუხრანელები, ბაგრატიონ–დავითიშვილები, არც ქუთაისელი ბაგრატიონები... ესენი ყველანი ისეთივე თავადაზნაურები არაინ, როგორც თუნდაც ჩოლოყაშვილები... სამეფო გვარის ბაგრატიონებთან აღარანაირი სიტყვა აღარ დგას.
ბაგრატიონ–გრუზინსკის რაც შეეხება, ესენი კახეტის ბაგრატიონები, ანუ პირდაპირ ერეკლე მეფის შთამომავლები არიან და "გრუზინსკებიც" გაცილებით გვიან საქართველოში მონარქიის გაუქმების შემდეგ შეარქვეს რუსებმა. ამიტომაა, რომ ანა ბაგრატიონის "პრეტენზიები" სრულიად საფუძვლიანია. ასე, რომ არა მგონია, ესპანეთში გვყავდეს ვინმე მოსაძებნი. ...
ამაზე აღარ გავაგრძელებ.)

თქვენს მოსაზრებაზე ასე შემიძლია გიპასუხოთ:

1. საქართველოს მართავდნენ ბაგრატიონებიც, ბაგრატინ-მურანელებიც, ბაგრატიონ-იმეტერინსკებიც და ბაგრატიონ-გრუზინსკებიც.

2. კახეთის შტო არასოდეს ყოფილა საქართველოს სამეფო დინასტია. ის იყო კახეთის დინასტია.

3. გრუზინსკებს არ დარჩათ მამაკაცი მემკვიდრეთ. იულონის შთამომავალი, არისტო ბაგრატიონ-გრუზინსკი ცხოვრობს პეტერბურგში, სასულიერო პირია და უპირატეს მემკვიდრეებად მიიჩნევს ბაგრატიონ-მუხრანელებს.

ათვლის წერტილი საქართველოს სამეფოს აღდგენისა უნდა იქცეს 1490 წელი, როდესაც იურიდიულად დაიშალა საქართველოს ერთიანი სამეფო. ამ დროს უკანასკნელი მეფე ერთიანი სამეფოსი გახლდათ კონსტანტინე II, რომლის პირდაპირი შთამომავლები არიან ბაგრატიონ-მუხრანელები.

რედაქტორი Nina Siprashvili, 09 October, 2007 - 20:57.

The Proud Participant of Business Conference

#25 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 22:24

როგორც განვლილმა(1801 წლიდან) ისტორიულმა პერიოდმა დაგვანახა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მაორგანიზებელ ფაქტორების( საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის ) განადგურებისკენ იყო მიმართული მტრის შეტევის მთავარი მიმართულება, აქვე გავიხსენოთ რომ 1801 წლიდან ბოლშევიკებამდე არავინ(ჩვენ მტერთაგან) შეხებია თავად-აზნაურობის ინსტიტუტს...

პრინციპული განსხვავებაა აბსოლუტურ და კონსტიტუციურ მონარქიებს შორის... აბსოლუტური მონარქია იყო დავით აღმაშენებლის საქართველოში, კონსტიტუციური მონარქიის დროს არის მეფე(რომელიც არ მართავს) და არაა თავადაზნაურობა ანუ "ნაზირ-ვეზირობა" ისეთი ფუნქციონალური დატვირთვით როგორც აბსოლუტური მონარქიისას, ამ შემთხვევაში(კონსტიტუციური მონარქიისას) თავად-აზნაურობა საზოგადოებრივ საწყისებზე არსებული საკლუბო სისტემის მსგავსი სტრუქტურაა, რომლის შევსება ხდება ღირსეულ მამულიშვილთა და საზოგადო მოღვაწეთა ნუსხიდან, პიროვნების თუნდაც "არათავად-აზნაურული" წარმოშობისას...

კონსტიტუციური მონარქი ყველაზე ეფექტური გარანტია სახელმწიფოებრიობისა, იმიტომ რომ, ყველა ტიპის კრიზისის დროს, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს ვერ ექნება პრეტენზია(და აქედან ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებათა ჩადენის მოტივი) კონსტიტუციური მონარქის(სახელმწიფოებრიობის მთავარი გარანტის) მიმართ, იმ უბრალო მიზეზით, რომ ის(კონსტიტუციური მონარქი) მმართველობით კოლიზიებში მონაწილეობას არ იღებს და მხოლოდ სახელმწიფოებრივი სიმბოლოა...

ვფიქრობ მხოლოდ ეს უკანასკნელი(ზემოთ აღნიშნული) საკმარისია, საქართველოს მომავლისათვის, კონსტიტუციური მონარქიის შეუცვლელობის დასაბუთებისათვის!

რედაქტორი Mamuka Matsaberidze, 09 October, 2007 - 22:32.

"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#26 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 October, 2007 - 23:01

და გჯერათ, რომ მეფის გაჩენის შემდეგ "თავად""აზნაურობა" თავს არ წამოყოფს?
გჯერათ რომ მათ პრეტენცია არ ექნებათ უფრო განამტკიცონ თავისი ძალაუფლება?

#27 Mamuka Matsaberidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 23:06

ტარიელ, ვერავინ ვერ წამოყოფს თავს, იმ უბრალო მიზეზით, რომ აღნიშინულს საკანონმდებლო საფუძველი არ ექნება, ხოლო კლუბებსა და "საძმაკაცოებში", ვისაც რა უნდა ის იყოს, უნდა თავადი და უნდა გენერალ-ფელდმარშალი!

"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი


#28 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 October, 2007 - 23:43

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Oct 9/07, 23:01 -ში, განაცხადა:

და გჯერათ, რომ მეფის გაჩენის შემდეგ "თავად""აზნაურობა" თავს არ წამოყოფს?
გჯერათ რომ მათ პრეტენცია არ ექნებათ უფრო განამტკიცონ თავისი ძალაუფლება?

მამულებზე და გავლენაზე პრეტენზიები ვერ ექნებათ. იქნება მხოლოდ სტატუსები. ხოლო მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ყველა იმ ადამიანს, ყველა საქართველოს მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა შეიძლება მიენიჭოს მეფის მიერ აზნაურის ან თავადის ტიტული საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების გამო.

ყველა შთამომავლობით თავადი და აზნაური ასეა დაწინაურებული და ადამ და ევას დროიდან ღმერთს არავის დაუდგენია თავადად, აზნაურად ან ერისთავად. მხოლოდ ისრაელის მეფე დაადგინა ღმერთმა თავისივე ნებით, მირონცხებით და სწორედ აქედან იღებს სათავეს მეფეთა მირონცხება და თუნდაც ბაგრატიონთა ღვთიურ წარმოშობაზე ლეგენდა თუ ისტორიული ამბავი.

და კიდევ 1920 წელს საქართველოს თავად-აზნაურობამ სპეციალური აქტით მთელი თავისი ქონება გადასცა საქართველოს რესპუბლიკას.

იხილე გამოხმაურებაGiga Paikidze, Oct 9/07, 20:54 -ში, განაცხადა:

დიდი მადლობა ამ ისტორიული ექსკურსისთვის მაგარმ ვერ ვხედავ გამოსავალს კონსტიტუციურ მონარქიაში.....
მითუმეტეს როცა ქართველი მეფე ესპანეთში უნდა ვეძებოთ ზარზეიმით ჩამოვარძანოთ საქართველოში........
რა გარანტია გვაქვს ესპანური მოდელის შემთხვევაში რომ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა არ დაიწყება მეფის ძალაუფლებითაც მანიპულირება რაც შეიძლება უარესი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს..............


არააა ესპანეთში არააა საძებნელი,თბილისშია უკვე დიდი ხანია. ქართული იცის, მრევლია. მარხვებში მონასტრებში დადის,მაგრამ კონკრეტულად მასზე არაა საუბარი, მის შვილზეა საუბარი, რომელიც დაიბადება,აქ ღიზრდება სამეფოდ და ა.შ.
აქ საჭიროდ აღრზრდილი კი ძალაუფლებით მანიპულირებას არ დაიწყებს...

რედაქტორი Nina Siprashvili, 09 October, 2007 - 23:47.

The Proud Participant of Business Conference

#29 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 00:06

იხილე გამოხმაურებაNina Siprashvili, Oct 9/07, 00:25 -ში, განაცხადა:

მე მივესალმები ამ იდეას და პოლში დიახ აღვნიშნე!
არასწორედ მსჯელობთ თუ ოდნავ მაინც დაინტერესდებით თუ რატომ არის საჭირო მონარქია საქართველოში და რა სიკეთeს მოგვიტანს ეს მმართველობა შეიხედეთ http://kingdomofgeorgia.com და ყურადღებით გაიზარეთ ყველაფერი.

შეიძლება არასწორად ვმსჯელობდეთ, მაგრამ იქნებ ისიც აღნიშნო, რაში გამოიხატება კონკრეტულად ეს ჩვენი შეცდომები?
პასუხი მაინტერესებს თითოეულ პუნქტზე.

ჩემს მოსაზრებებს მინდა კიდევ აი ეს დავამატო:
მონარქია, კონსტიტუციური იქნება ის თუ, მით უმეტეს აბსოლუტური, არის ადამიანის უფლებების დარღვევა.
კატეგორიულად არ მომწონს, რომ ერთი გვარის კონკრეტული ადამიანი იქნება "აღმატებული" სხვებზე.
ისიც კი მიუღებელია ჩემთვის, რომ პრეზიდენტს მოიხსენიებენ ასე: "მისი აღმატებულება".

რედაქტორი Lasha Shamatava, 10 October, 2007 - 00:14.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#30 Nino Chutkerashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 72 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 11:52

ნინას კიდევ დიდი მადლობა ამომწურავი განმარტებისთვის.

ვატყობ, რომ კონსტიტუციური მონარქიის იდეის მოწინააღმდეგეებს მეფეზე მეტად თავად-აზნაურობის ეშინია.

"ნაზირ-ვეზირობა" და რაღაცეები...

მე, მაგალითად, პროლეტარიატის წარმომადგენელი ვარ და არანაირი თასვად-აზნაურობა არ მაშინებს, რადგან ასეთი გვარის წარმომადგენლები მყავს რამდენიმე კარგი მეგომარი. მინდა გითხრათ, რომ მათ დღემდე ნამდვილად არ დავიწყებიათ თავიანთი წარმომავლობა. თუმცა ეს ხელს არაფერში გვიშლის და არანაირი "ჩატეხილი ხიდი " არ არსებობს. ასეთ თემებზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იუმორში, რასაკვირველია. როგორც კი ტრაბახს დაიწყებენ, ეგრევე შევახსენებ ხოლმე როგორ ღალატობდნენ ქართველ მეფეებს და საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცლები სწორედ მოღალატე თავადაზნაურების დიდი მონდომებით არის ჩაწერილი. კი არიან ხოლმე თითებმოკაკვული... :)

თუ ჩვენ კონსტიტუციურ მონარქიაზე ვისაუბრებთ,სასაცილოა მათი უფლებების აღდგენაზე საუბარი... ისე გერბები და სიმოლიკა ყველას უკიდია სახლში, მონარქიის აღდგენის გარშეც.

ერთს ვიტყვი ხაზგასმით:
თუ ამ პროცესს მოჰყვება საზოგადოების ხელახალი გახლეჩა, დაპირისპირება და თავისატკიება, მაშინ-
"ძირს მეფე, გაუმარჯოს რესპუბლიკას!!!!"

#31 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 12:59

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Oct 8/07, 20:07 -ში, განაცხადა:

.

და ერთს დავამატებ კიდევ: ამ ეტაპზე ეკლესიის როლი ქართული საზოგადოების მშენებლობაში აშკარად გაზვიადებულად მიმაჩნია და ამისი მიზეზებიც ადვილი ასახსნელია: ხელისუფლების არასწორი იდეოლოგია, ოპოზიციის სისუსტე. შესაბამისად, გაძლიერდა ეკლესიის გავლენა. ეკლესია კი არადემოკრატიული ინსტიტუტია და ეს გთხოვთ ყველას გახსოვდეთ. შეიძლება დღევანდელი დონის დემოკრატიაც კი სანატრელი გაგვიხდეს, კონსტიტუციური მონარქიის დროს...

ლაშა ამაში ვერ დაგეთანხმები, მართლმადიდებლური ეკლესია "ინსტიტუტი" ნამდვილად არ არის, ეს არის რელიგია რომელმაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა,რომ არა მართლმადიდებლობა მერწმუნე აქამდე ვერ მოვიდოდით,გადახედე ისტორ5იას ჩვენზე დიდი ერები იყვნენ დღეს კი მათი ხსენებაც კი არაა,გადაშენდნენ,ჩვენ კი აქამდე მოვედით და ვცხოვრობთ.

#32 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 October, 2007 - 13:05

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Oct 10/07, 00:06 -ში, განაცხადა:

ჩემს მოსაზრებებს მინდა კიდევ აი ეს დავამატო:
მონარქია, კონსტიტუციური იქნება ის თუ, მით უმეტეს აბსოლუტური, არის ადამიანის უფლებების დარღვევა.
კატეგორიულად არ მომწონს, რომ ერთი გვარის კონკრეტული ადამიანი იქნება "აღმატებული" სხვებზე.
ისიც კი მიუღებელია ჩემთვის, რომ პრეზიდენტს მოიხსენიებენ ასე: "მისი აღმატებულება".

არ ჯობია "ბაგრატიონი" იყოს შენზე აღმატებული ვიდრე ვიღაც მასონები?

რა აზრი აქვს ვინ იმასგიზამს? ისედაც და ასედაც გადაკუზულები ვართ, ის მაინც გვეცოდინება ვინ იმასგვიშვრება!

#33 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 13:07

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Oct 8/07, 20:45 -ში, განაცხადა:

ნამდვილად ვერ შევუქებ პატრიარქს ამ გამოსვლას

ტარიელ ამაზე კომპენტეტურმა ხალხმა უნდა თქვას ღრმა პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმები ამ საკითხში

#34 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 13:16

იხილე გამოხმაურებაZurab Alavidze, Oct 10/07, 13:05 -ში, განაცხადა:

არ ჯობია "ბაგრატიონი" იყოს შენზე აღმატებული ვიდრე ვიღაც მასონები?

და არც ერთი იყოს და არც მეორე არ ჯობია? :=D>:

იხილე გამოხმაურებაZurab Alavidze, Oct 10/07, 13:05 -ში, განაცხადა:

რა აზრი აქვს ვინ იმასგიზამს? ისედაც და ასედაც გადაკუზულები ვართ, ის მაინც გვეცოდინება ვინ იმასგვიშვრება!


ოოოოო ბაგრატიონის გვარისა თუ იმასგვიქნავს ეგ დიდი შეღავათია ::):
აბა ეს არის საქმე ოქრუაშვილს ვიღაც ღობეგლეჯიაშვილმა რომ გლიჯა ციხის კოიკაზე? :8-X: ფეხზე ვერარ დაიარება კაცი :(

#35 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 October, 2007 - 13:18

შენ რა იცი ვინ გლიჯა? ::=D>::

#36 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 13:26

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, Oct 9/07, 10:10 -ში, განაცხადა:

რაც შეეხება ეკლესიას, გამაღიზიანებელია არ თვითონ მისი პოზიცია, არამედ მისი იმ ვაი მიმდევრების საქციელი, ერთმანეთს რომ ასწრებენ პატრიარქის ერთგულების მტკიცებას, რაც აშკარად მოდას აყოლილი ხალხის საქციელს უფრო გავს და არანაირად გულიდან არ მოდის. პოლიტიკოსები კი... რეიტინგებით და ნდობით ეკლესია პირველ ადგილზეა და ბუნებრივია ყველა ცდილობს მასთან იყოს ასოცირებული.

მაგაში გეთანხმები ბევრი ცდილობს ეკლესიას მიეწებოს და მის სახელს ამოეფაროს(პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ეს ნამდვილად დაუშვებელია

ტარიელ ამ საკიტხსი უმჯობესი იქნება საპატრიარქოს წარმომადგენელი მოვიწვიოთ და ის გაგვცემს პასუხს ყველა იმ საკიტხებზე რაც ეკლესიას ეხება

#37 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 October, 2007 - 13:29

ეუF, დაუშვებელი...კაი რა, ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ვპოსტავ ხოლმე პოლიტიკურ განყოფილებებში არის ეს უაზრო ლაი-ლაი.

პოლიტიკა არის ტრაკობა, ბოზობა და ყველანაირი საზიზღრობა რაც კი დედამიწაზე არსებობს, ვინც უფრო დიდი ტრაკია, ის არის გამარჯვებული.

რა არის გასაკვირი არ მესმის იმაში, რომ სპეკულაციას ეწევიან. ამაზე პატრიარქმა ორი-სამი თვის წინ უფრო ვრცლად ისაუბრა, მაგრამ არც არავის გაუგია და არც გაუხმაურებია.

რა აზრის აქვს ჩემთვის ვინ იჯდება ზემოთ? წესიერი და პატიოსანი არავინ მოვა და გვარად ვინ იქნება რა აზრი აქვს?!

დაიკიდეთ რა...და მაპატიეთ უცენზურო გამოსვლისთვის.

#38 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 13:41

ზურიკ ეგრეა პოლიტიკა ყოველთვის ბინძურია

#39 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 13:59

"ჭუჭყი ჭუჭყი ბალღამი და დიზინტერია"............ "ძირს მეფე, ძირს მღვდელი, გაუმარჯოს ანარქიას" ::):

#40 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2007 - 15:15

ზვიად კომინიზმში გსურს დაბრუნება? :)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share