ნახტომი

* * * - - 3 ხმა

პრეზიდენტობის კანდიდატები 2008

გამოხმაურებათა რაოდენობა: 383

#21 Rati Dzeria

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 October, 2007 - 01:05

ჩემი აზრით ამ სიტუაციის მთელი ტრაგედია ისაა, რომ სააკაშვილის რეალური შემცვლელი არ ჩანს :), თუმცა ცოტა თუ იფიქრებდა 4 წლის წინ ამ დროს რომ მიშა გვეყოლებოდა პრეზიდენად. არც მიშას ქონდა რეალური პროგრამა და არც ამათ აქვთ, მიუხედავად სულ ახლახანს მიღებული დოკუმენტისა. რეალური დეტალური გეგმა მომავალი განვითარების.

ორი აზრი არაა რომ დღევანდელი ხელისუფლების შემცველია მოსაძებნი.
The Proud Participant of Business Conference

#22 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 21 October, 2007 - 10:14

ვინც გინდა ის იყოს, ოღონდ დაბალანსებული. აღმასრულებელი შენია, საკანონმდებლო შენია, სასამართლო შენია, 70% ტელევიზიების შენია, ეგრე სად არის? მეორე საკითხია კიდევ აქვს თუ არა იმას ვინც ეხლა თავშია მორალური უფლება იდგეს სათავეში, იმის შემდეგ რაც ოქრუაშვილმა ილაპარაკა? ეგ უნდა ებრძოლოს დანაშაულს, როცა თვითონ არის ეჭვმიტანილი?
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#23 Elguja Margia

L5: შთამაგონებელი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 October, 2007 - 14:31

ჩემი ყურადღება მიიქცია ბ-ნი მაისაშვილის წინადადებამ:.,,გავანთავისუფლოთ საქართველო დემონებისაგან და დავუბრუნოთ საქართველო ღმერთს''...ეს არის ერთგვარი ჰიპერბოლიზება იმ სიტუაციისა, რაც რეალურად ხდება...სიტყვა ,,დემონები'', ეს არის ის სიტყვა რომელსაც მიიღებს მასა და არა სამოქალაქო საზოგადოება...მიიღებს სოციალურად დათრგუნული და გამწარებული ადამიანი, ვისაც რეალურად არა აქვს სასურველი არჩევანის საშუალება...ეს სიტყვა ისევ ხალხის ემოციაზეა გათვლილი და არა მის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაზე...ეს სიტყვა ,,მასების ამბოხზეა'' ორიენტირებული და ერთგვარი სატყუარაა ბრმა ამომრჩევლისათვის, რადგან ,,დემონი'' ყველასთვის გასაგები და საშინელი მეტაფორაა...,,დავუბრუნოთ საქართველო ღმერთს'',-ესეც ემოციური და ჰიპერბოლიზებული გამოთქმა-ანკესია, რომელზეც ბრმად წამოგება ის მასა, ვიზედაც ეს არის გათვლილი...ჩემთვის ამ გამოთქმის ავტორი, უბრალოდ უსინდისო მატყუარაა თუნდაც ერთი რამის გამო: საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც მოთმინებითა და სიბძნით თავის საწადელს აიხდენს, ოღონდ არა მაისაშვილების მსგავსი ავანტიურისტებისა და დემაგოგების მოწოდებებით. ეს არის ქართველი ერის შეურაცხმყოფელი მოწოდება!...მას ამისი არ რცხვენია, რადგან ქართველი ხალხი მხოლოდ მასა და ბრბო გგონია, რომელიც ამ ანკესს ბრმად ჩაყლაპავს...საიდან მაისაშვილს მესიანისტური ამბიციები...ვინ მისცა მას ამისი თქმის მორალური უფლება...ღმერთის არ ეშინია?...ამისი მთქმელი ადამიანი უბრალოდ არანორმალური და საშიში მგონია საერთოდ!..
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#24 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 21 October, 2007 - 15:42

შეიძლება თვითონ ჯერავს კიდეც რასაც ამბობს, ალბათ იდეალისტიც არის, მაგრამ მგონი ეგეთებია, ძალაუფლებაში როცა მოდიან, ზუსტად თავისი იდეალების და ცალმხრივობის გამო უჩნდებათ პრობლემები საზოგადოების იმ ნაწილთან ვინც არ იზიარებს მაგათ შეხედულებებს და იწყებენ რეპრესიებს (ანუ უკომპრომისოდ ებრძვიან ბოროტებას თავიანთი გადმოსახედიდან)... წესით აღარ უნდა ვჭამოთ...

რედაქტორი George Chkhikvishvili, 21 October, 2007 - 15:43.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#25 Mamuka Davarashvili

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 October, 2007 - 00:00

ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება ხალხის მენტალიტეტი... სანამ ქვეყნის მიმართებაში "ჩემი" არ შეიცვლება "ჩვენით"... ქვეყანა ჩვენი მისახედია...

ჩვენ კორპუსში რემონტს რომ აკეთებენ, ნაგავს ღამით პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან... ეზოში კი მეორე დილას რომ დაიწყებენ სამშობლოზე და დიად წარსულზე ლაპარაკს, ლამის ცრემლები მოგადგეს კაცს...

კონსტიტუციას ცვლილებების და "მანიფესტების" გამოქვეყნებას, პირველ რიგში მივხედოთ ჩვენს ეზოებს, ლიფტებს და სადარბაზოებს...

ოპოზიციაც და პოზიციაც სადღეგრძელოებით ლაპარაკობს, არავითარი კონკრეტული წინადადებები და სამოქმედო გეგმა... ქვეყანა დიდი სუფრას ჰგავს, თავისი თამადით და მისი მოადგილეებით... ყველა სადღეგრძელოებით ლაპარაკობს, მხოლოდ წარსული და წინაპრები, არავინ მომავალზე ან ვერ, ან არ საუბრობს...
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP

www.davaragroup.ge

info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#26 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 22 October, 2007 - 01:04

იხილე გამოხმაურებაMamuka Davarashvili, Oct 22/07, 00:00 -ში, განაცხადა:

ქვეყანა დიდი სუფრას ჰგავს, თავისი თამადით და მისი მოადგილეებით... ყველა სადღეგრძელოებით ლაპარაკობს, მხოლოდ წარსული და წინაპრები, არავინ მომავალზე ან ვერ, ან არ საუბრობს...

რაღაც მე-19 საუკუნის სტილში გამოვიდა. :>:D<:

+1
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#27 Zviad Tsagareishvili

L6: შთამბეჭდავი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 October, 2007 - 11:28

იხილე გამოხმაურებაRati Dzeria, Oct 21/07, 01:05 -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით ამ სიტუაციის მთელი ტრაგედია ისაა, რომ სააკაშვილის რეალური შემცვლელი არ ჩანს .

ასე ამბობდნენ შევარდნაძეზეც .....
სააკაშვილის შემცვლელის მოძებნას რა უნდა?! ნებისმიერი შეცვლის ვისაც თვითმფრინავის შიში არ აქვს და ჩვილობისას რამდენჯერმე გავარდნია მშობელს ხელიდან :)

#28 Elguja Margia

L5: შთამაგონებელი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 October, 2007 - 11:37

,,შევადუღაბე მე ერთმანეთს ძლიერება და სამართალი,
და ჩემი საქმით გავამართლე ჩემივე სიტყვა.
მდაბიორებსაც დავუწესე კანონები და
დიდებულებსაც, რათა ყველას, ვინც მართალია,
ჰქონდეთ მართალი სამართალი. სხვას რომ სჭეროდა
კვერთხი ჩემსავით, მამრს ავსა და ვერცხლის მოყვარეს,
ვერ იუფლებდა იგი დემოსს, რადგან, უკეთუ,
იმას ვიზამდი, რაც მეგობრებს ეამებოდა,
ან კიდევ იმას-რასაც მათი მტრები მეტყოდნენ,
გაიცლებოდა ვაჟკაცთაგან ჩვენი ქალაქი,
და ყოველმხრიდან მოწოლილი ძალით ამღვრეულს,
მგლისებრ ტრიალი მომიწევდა ქოფაკთა შორის...

ეს არის ბრძენი სოლონის სიტყვები და ასე მგონია, რომ ნებისმიერი ეპოქის ყველა გონიერ მმართველს საკუთარ თავში ჩაახედებს....მაგრამ ვის უნდა საკუთარი თავის შეცნობა, რაც ასევე დიდი სიბრძნეა სხვათა შორის...:)
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#29 Eliso Kokaia

female

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 October, 2007 - 11:41

იხილე გამოხმაურებაTamuna Dilebashvili, Oct 20/07, 22:14 -ში, განაცხადა:

გოგა ხაინდრავა უფრო მისაღები კანდიდატურაა

აუ, ხაინდრავა ახლოდან გინახავს?! ისეთი ალკოჰოლიკისთვის დამახასიათებელი ცხვირი აქვს , რომ უეჭველი ბეეეევრს სვამს ::):

მაისაშვილის საუბრის მანერა კი ცოტა არ იყოს მაფრთხობს, ძალიან მაგონებს სექტანტების საუბარს (გთხოვთ, არ ჩამითვალოთ ცილისწამებაში)

მე პირადად ამ ეტაპზე რეალური კანდიდატი არ მეგულება და ეს არის სააკაშვილის კოზირი - ამიტომ მართლაც საუკეთესო ალტერნატივაა პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება ...

პ.ს. ბურჯანაძის შანსებზე რა ფიქრობთ?

#30 Elguja Margia

L5: შთამაგონებელი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 October, 2007 - 12:12

შეუცვლელი არავინ არის ამ ცისქვეშეთში...ჩვენი პირველობისა და განუმეორებლობის ავადმყოფური ამბიცია გვღუპავს ჩვენ, ყველა დიდებულს ჩვენში მეფობა სწყურიაო,-ასეა ჩვენი საქმე...ყველას პრეზიდენტობა უნდა ამჯერად და ის ავიწყდებათ, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ერისა და ქვეყნის წინაშე...რადგან ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი''...მოკლედ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ვისაც გული შეტკივა ქვეყნის მომავალზე, მოვითხოვ ყველა პოტენციური პრეზიდენტობის კანდიდატის ფსიქიატრიულ შემოწმებას, რათა გვჯეროდეს მაინც, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ნორმალური ადამიანების ხელშია...არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ერქვას შეურაცხადი...ნამდვილად არ მინდა და ამას ძალიან განვიცდი, რადგან ეს მთელი ერის ტრაგედიაა...

ჩვენი მწარე პრაქტიკიდან გამომდინარე, მოვსინჯოთ საპარლამენტო მმართველობა...გაამართლებს თუ არა ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვცადოთ...სხვა რა გზა დაგვრჩენია...კონსტიტუციურ მონარქიამდე ძალიან შრომეტევადი, რთული და შორი გზაა გასავლელი...ძალიან შორი...ასე რომ..მაგრამ საპარლამენტო მმართველობაშიც ვხედავ დიდ საშიშროებას...საბოლოოდ არ დავღუპოთ ქვეყანა...ერთმანეთთან მშვიდი, გაწონასწორებული, საქმიანი, პარტნიორული, საქვეყნო და ზრდილობიანი საუბარი უნდა ვისწავლოთ ჯერ...ამას სერიოზული ტრენინგები ჭირდება იმ მომავალი პარლამენტარებისათვის, ვინც დააპირებს ამ ტვირთის ზიდვას...მან უნდა დაივიწყოს პირადული და ემსახუროს ქვეყნის ინტერესებს...ვართ ამისთვის მზად?...ან ვინ მოგვცემს რიგით მოქალაქეებს ამის გარანტიას...რაღაც სისტემაა მოსაფიქრებელი...თუმცა ყველაზე უმთავრესი ,,მართალი სამართალის'' დამკვიდრებაა...დავაბრუნოთ პროფესიონალი და გამოცდილი იურისტები, ვინც საზგვარგარეთ უმაღლეს ჯილდოებს ღებულობენ და გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით...მათი ცხოვრებაც და მოღვაწეობაც შედარებით პატიოსნებით გამოირჩევა...რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხია...მაგალითად, გერმანიაში აღიარებული მეცნიერი, ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლადო ჭანტურია...დავაბრუნოთ ასეთი ადამიანი სასამართლო სისტემაში, მივცეთ მას დამოუკიდებლობა და ვნახავთ, უმოკლეს ვადაში როგორ გაუმჯობესდება სიტრუაცია...არ გვინდა ასეთი ადამიანები...ასეთები კი ცოტა არ არის...
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#31 Irma Kirtadze

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 817 გამოხმაურება
2

დაწერილია 22 October, 2007 - 14:16

პრეზიდენტობის კანდიდატები 2008, ვის აქვს არჩევის რეალური შანსი? - მე მაქვს! :biggrin::biggrin:=)):biggrin:
რამე რომ იყოს ხომ ამირჩევთ,::D: თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია ვინ იქნება პრეზიდენტი და ამირჩიეთ რა დეიდებო და ბიძიებო, ამირჩიეთ რა? გეხვეწებით :biggrin: ყველა საარჩევნოდ დადებულ პირობას შევასრულებ.
არ მოგბეზრდათ ამდენი პოლიტიკა?! გადავერთოთ სხვა რამეზე.

რედაქტორი Irma Kirtadze, 22 October, 2007 - 14:20.

#32 Lasha Shamatava

L7: ვეტერანი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 October, 2007 - 00:33

ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის ალბათ 20-30%-ს ჰგონია, რომ ის ყველაზე კარგი პრეზიდენტი იქნებოდა...
როგორც ბრიტანელები ხუმრობენ - ჩვენთან თითქმის ყველა მამაკაც ჰგონია, რომ სწორედ ის არის ზედგამოჭრილი ორი თანამდებობისთვისო - პრემიერ-მინისტრის და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისთვისო... :)
ისე, კარგად თუ დააკვირდებით, ნორმალურ ადამიანს პრეზიდენტობა არც შეიძლება საქართველოში უნდოდეს :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#33 Irma Kirtadze

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 817 გამოხმაურება
2

დაწერილია 23 October, 2007 - 10:15

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Oct 23/07, 00:33 -ში, განაცხადა:

ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის ალბათ 20-30%-ს ჰგონია, რომ ის ყველაზე კარგი პრეზიდენტი იქნებოდა...
როგორც ბრიტანელები ხუმრობენ - ჩვენთან თითქმის ყველა მამაკაც ჰგონია, რომ სწორედ ის არის ზედგამოჭრილი ორი თანამდებობისთვისო - პრემიერ-მინისტრის და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისთვისო... :)
ისე, კარგად თუ დააკვირდებით, ნორმალურ ადამიანს პრეზიდენტობა არც შეიძლება საქართველოში უნდოდეს :)

ამით იმის თქმა გინდა, რაკი მე პრეზიდენტობა მინდა ნორმალური არ ვარ? ::D:

#34 Tamuna Dilebashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 253 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 October, 2007 - 20:33

ყველანი ასე პესიმისტურად თუ ვიქნებით განწყობილი მართლა ვერ ვუშველით ქვეყანას...

რას ნიშნავს "ნორმალურ ადამიანს პრეზიდენტობა არც შეიძლება საქართველოში უნდოდეს" ??? ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არასწორი მიდგომაა. თუ საღად მოაზროვნეს ან მოუნდა სათავეში ყოფნა, აბა სულ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე და ეგ არის .... ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს "პრეზიდენტობიანას" თამაში და უფრო სერიოზულად მიუდგნენ საკითხს ???
The Proud Participant of Business Conference

#35 Kakha Imerlishvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 326 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 October, 2007 - 10:23

ამ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჭირდება. აი რემიერ მინისტრად კი (საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში) დათო უსუფაშვილზე კარგი კადრი არ მგონია გვყავდეს.
Account Manager
Corporate Sales Department
UGT

#36 Sophiko Balanchivadze

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 October, 2007 - 12:16

ეჰ, როგორ მომწონდა ოქრუაშვილი, მაგას მივცემდი ხმას უეჭველი ერთი თვის წინ რო გეკითხათ... ::): მაგრამ ისე სწრაფად და ალოგიკურად განვითარდა მოვლენები, საერთოდ დავიბენი... ალბათ ჯონდი ბაღათურია აჯობებს ყველას :) ... ბოლო-ბოლო როგორც ვანო ჯავახიშვილმა თქვა ჩვენს ჯანრმთელ სიცილზე მაინც იზრუნებს :))

#37 Giga Paikidze

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 557 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 October, 2007 - 12:22

იხილე გამოხმაურებაIrma Kirtadze, Oct 22/07, 14:16 -ში, განაცხადა:

პრეზიდენტობის კანდიდატები 2008, ვის აქვს არჩევის რეალური შანსი? - მე მაქვს! :):biggrin::):biggrin:
რამე რომ იყოს ხომ ამირჩევთ,::D: თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია ვინ იქნება პრეზიდენტი და ამირჩიეთ რა დეიდებო და ბიძიებო, ამირჩიეთ რა? გეხვეწებით :)) ყველა საარჩევნოდ დადებულ პირობას შევასრულებ.
არ მოგბეზრდათ ამდენი პოლიტიკა?! გადავერთოთ სხვა რამეზე.

რომელიმე მინისტრის პორტფელს თუ "ჩამახუტებ"-საგარეო საქმეთა მომწონს ძალიან- ჩემ ერთ ხმას სიამოვნებით მოგცემ :biggrin:

იხილე გამოხმაურებაIrma Kirtadze, Oct 22/07, 14:16 -ში, განაცხადა:

პრეზიდენტობის კანდიდატები 2008, ვის აქვს არჩევის რეალური შანსი? - მე მაქვს! :biggrin::biggrin::biggrin::biggrin:
რამე რომ იყოს ხომ ამირჩევთ,::D: თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია ვინ იქნება პრეზიდენტი და ამირჩიეთ რა დეიდებო და ბიძიებო, ამირჩიეთ რა? გეხვეწებით :) ყველა საარჩევნოდ დადებულ პირობას შევასრულებ.
არ მოგბეზრდათ ამდენი პოლიტიკა?! გადავერთოთ სხვა რამეზე.

რომელიმე მინისტრის პორტფელს თუ "ჩამახუტებ"-საგარეო საქმეთა მომწონს ძალიან- ჩემ ერთ ხმას სიამოვნებით მოგცემ :biggrin:
The Proud Participant of Business Conference

#38 Irma Kirtadze

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 817 გამოხმაურება
2

დაწერილია 24 October, 2007 - 12:25

იხილე გამოხმაურებაGiga Paikidze, Oct 24/07, 12:22 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაIrma Kirtadze, Oct 22/07, 14:16 -ში, განაცხადა:

პრეზიდენტობის კანდიდატები 2008, ვის აქვს არჩევის რეალური შანსი? - მე მაქვს! :):biggrin::):biggrin:
რამე რომ იყოს ხომ ამირჩევთ,::biggrin:: თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია ვინ იქნება პრეზიდენტი და ამირჩიეთ რა დეიდებო და ბიძიებო, ამირჩიეთ რა? გეხვეწებით :)) ყველა საარჩევნოდ დადებულ პირობას შევასრულებ.
არ მოგბეზრდათ ამდენი პოლიტიკა?! გადავერთოთ სხვა რამეზე.

რომელიმე მინისტრის პორტფელს თუ "ჩამახუტებ"-საგარეო საქმეთა მომწონს ძალიან- ჩემ ერთ ხმას სიამოვნებით მოგცემ :)

ერთი ხმა რაია, შე კაცო, მეტი ვერ გემეტება?! :biggrin:

#39 Giga Paikidze

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 557 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 October, 2007 - 12:30

მეტი არა მაქვს თორე არ დაგამადლიდი :))
The Proud Participant of Business Conference

#40 Irma Kirtadze

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 817 გამოხმაურება
2

დაწერილია 24 October, 2007 - 12:34

იხილე გამოხმაურებაGiga Paikidze, Oct 24/07, 12:30 -ში, განაცხადა:

მეტი არა მაქვს თორე არ დაგამადლიდი :))

ეგრეც ვიცოდი! ::):

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share