ნახტომი





* * * * * 1 ხმა

მაინტერესებს თქვენი აზრი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 6

#1 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 October, 2007 - 18:36

ჩემო მეგობრებო და კოლეგებო!
ჩემო კონფერენციელებო!


თქვენ ალბათ იცით, რომ საზოგადოებასათან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი'' გახდა კიევის პიარ ტექნოლოგიების სკოლის პარტნიორი; (www.prshool.kiev.ua) ასევე გვაქვს აქტიური მიმოწერა ლონდონისა და რუსეთის პიარ სკოლებთან...(http://www.pr-school-london.com ) (http://www.nuap.ru ). ჩვენი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე ვფიქრობთ ,,ინტეგრირებული კომუნიკაციების ცენტრის'' ჩამოყალიბებას და არსებული გეგმის მიხედვით მოკლევადიანი სპეცკურსებისა და ტრენინგების ჩატარებას...ეს არ არის შორი პერსპექტივა და როგორც მრავალ საქმეს, ჩვენ ამასაც გავაკეთებთ...სპეცკურსები და ტრენინგები ჩატარდება იმის გათვალისწინებით, რასაც ითხოვს ბაზარი...ამ კუთხით დაგეგმილი გვაქვს კვლევების ჩატარება და გარკვეული სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება რეალური სიტუაციის გათვალისწინებით...
პრიორიტეტად აღებულია ის დიდი გამოცდილება, რაც აქვთ უცხოელ სპეციალისტებს ამ სფეროში, ჩვენი ცენტრის მიერ ორგანიზებული სპეცკურსებისა და ტრენინგების პოტენციური მონაწილეების დროის დეფიციტის გათვალისწინება, მაღალი ხარისხი და მისაღები ფასები.
პირველი ეტაპისათვის გადავწყვიტე მომეწვია კიევის პიარ ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ანდრეი როტოვსკი, რომელმაც შემომთავაზა მის მიერ შემუშავებული 5 დღიანი სპეცკურსის ჩატარება ,,პიარ ტექნოლოგიების ძირითად საფუძვლებში''. ეს კურსი დიდი აღიარებით სარგებლობს მთელს უკრაინაში და შესაბამისად საინტერესო იქნება ყველა პოტენციური და მიზნობრივი სეგმენტისათვის.
როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო და აუცილებელია ეს კურსი თქვენთვის, რა არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ გახდეთ ამ კურსის მსმენელი.
გარდა ამისა, რა სახის სპეცკურსებსა და ტრენინგებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჩვენი ინიციატივა იყოს წარმატებული.


პატივისცემით
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#2 George Mickaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 134 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2007 - 18:16

ძალიან კარგი და საინტერესო იქნება, აუცილებლად მოვუსმენ. რათქმაუნდა საჭიროა, ჯერ საქართველოში ეს სფერო დამწყები განვითარების ეტაპზეა და მსგავსი გამოცდილი სპეციალისტების, კურსები და ტრენინგები ჩემი აზრით აუცილებელია. :)

რედაქტორი George Mickaia, 04 November, 2007 - 18:16.

Реклама – первая в истории система господства над человеком, против которой бессильна даже свобода.

LTD USHBA DISTILLERY
Marketing Manager

T.: 700 911
M.: 877 525 011
E.: mickaia@ushba.ge

#3 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2007 - 19:33

ამ კურსში გადამწყვეტი ალბათ გამოცდილების მქონე ადამიანის მოსმენაა, ასე რომ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მასში
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#4 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 November, 2007 - 15:40

იხილე გამოხმაურებაElguja Margia, Oct 20/07, 17:36 -ში, განაცხადა:

...5 დღიანი სპეცკურსის ჩატარება ,,პიარ ტექნოლოგიების ძირითად საფუძვლებში''. ეს კურსი დიდი აღიარებით სარგებლობს მთელს უკრაინაში და შესაბამისად საინტერესო იქნება ყველა პოტენციური და მიზნობრივი სეგმენტისათვის.


ელგუჯა, უდაოდ კარგი წამოწყებაა, მაგრამ მე, როგორც ფიარ-ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებულ პირს ნამდვილად არ მაინტერესებს "ფიარ ტექნოლოგიების ძირითადი საფუძვლები", რადგან მსავსი სათაური თითქმის ყველა უმაღლესი თუ კერძო სასწავლებლის კურსებში ფიგურირებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალს ვერაფერს მეტყვიან.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#5 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 November, 2007 - 13:50

გიორგი! მესმის შენი პოზიცია...შეიძლება მეც იგივე აზრი მქონოდა, სხვას რომ მზგავსი ინიციატივა დაეფიქსირებინა...თუმცა ინტერესი მაინც გამიჩნდებოდა და აუცილებლად გავხდებოდი ამ კურსის მსმენელი, თუ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით იქნებოდა მიმზიდველი...ამ სპეც-კურსს გამოარჩევს შემდეგი უპირატესობა:

1) აკადემიურობა და საინტერესოდ შედგენილი პროგრამა
2) ანდრეი როტოვსკის მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობა უკრაინაში
3) მიზნობრივი სეგმენტის დროის დეფიციტის გათვალისწინება და მობილურობა
4) მისაღები ფასი
5) უკრაინის პიარ ტექნოლოგიების სკოლის მიერ გაცემული სერთიფიკატი...(რა თქმა უნდა, ,,სერთიფიკატს'' განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ესეც ჩვენი იმიჯისთვის საჭირო ერთ-ერთი ვიზუალური ატრიბუტია...)
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#6 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 November, 2007 - 17:13

ბატონო ელგუჯა, როდის იწყება ეს კურსი?
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#7 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 December, 2007 - 03:24

ელგუჯა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მე, მაგალითად, უფრო კრიზისული კომუნიკაციების მენეჯმენტი მაინტერესებს. სამწუხაროდ თბილისში ამ მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა შეუძლებელია :)
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share