ნახტომი





- - - - -

ქართული სპორტი და მისი როლი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 111

#1 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2005 - 03:02

პირადად ძალიან გამიკვირდა, როცა ამ კონფერენციაზე სპორტთან დაკავშირებული ვერც ერთი თემა ვერ ვნახე...

ზეგ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონებს, საბერძნეთს ვხვდებით!!!
ჩემი აზრით ღირსეული ბრძოლა უნდა გავუმართოთ. ობიექტურად რომ ითქვას, ბერძნები პრაგმატული და შეკრული თამაშით გვჯობია, მაგრამ სათითაოდ რომ შეადარო ფეხბურთელების მიხედვით, ჩვენი ნაკრები მათსას არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც.
მწვრთნელში მე მგონი გაგვიმართლა - ალენ ჟირესი ადვილად მოერგო ქართულ მენტალიტეტს.
მაგ კაცს მუშაობის საშუალება თუ მისცეს, ახლა მსოფლიოზე თუ ვერ გაგვიყვანს (არადა 26 და 30 ორივე მატჩს თუ მოვიგებთ, ამის აბსოლუტურად რეალური შანსები გვიჩნდება), ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად რეალურ ბრძოლას გავმართავთ.

არ ვიცი ვინ როგორ ერკვევით ფეხბურთში, მაგრამ მე რაც ჟირესის ინტერვიუები წავიკითხე და მოვისმინე, ის არის მცოდნეც(თეორია), პრაქტიკულიც, პრაგმატიკოსიც, ხალისიანიც, აზარტულიც, ენერგიულიც და რაც მთავარია, საოცრად ჭკვიანია...
შეუძლია ბიჭების აყოლიება (ფსიქოლოგიურად მომზადება).

ანუ იმაზე უნდა ვილოცოთ, რომ ფეხბურთის "მაფიის" ინტრიგების მსხვერპლი არ გახდეს და დანარჩენს (ძალიან მჯერა), თვითონვე მოაბამს თავს ...

დაბოლოს: ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს (და ყველა ქართველს) 26-ში და 30-ში წარმატებულს ასპარეზობას!!! ბიჭებო, აბა თქვენ იცით!!!

რედაქტორი Lasha Shamatava, 25 March, 2005 - 03:06.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#2 Davit Mdivani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 774 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2005 - 10:08

აბსოლუტურად გეთანხმები, რომ სპორტი ამ ფორუმში იგნორირებულია. არადა ეს თემა საინტერესოა, როგორ თავისთავად ისე მისი განვითარების თვალსაზრისით. არსებობს ესეთი სტერეოტიპი, რომ პატარა და განვითარებადი ქვეყანა ვერასოდეს მიაღწევს სერიოზულ წარმატებას სპორტში. საინტერესოა თქვენი მოსაზრებები.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს ამ 2 თამაშში, მე მგონი 50/50-ზეა. სირთულე ალბათ ის არის, რომ გვიწევს შეხვედრა ნაკრებთან, რომლის სტილიც ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იყო, ბერძნები ჩაკეტილ და "მკაცრ" ფეხბურთს თამაშობენ ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო რადგან ისინი ეცდებიან პატარა შეცდომაზეც კი დაგვიჭირონ. პლიუისია ის, რომ მიუხედავად ევროპის ჩემპიონობისა მათ არ აქვთ იმხელა ავტორიტეტი, რომ ჩვენები შიშით გავიდნენ მოედანზე

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 March, 2005 - 10:18

ა ხალხი,

თემა სპორტის შესახებ აქამდე მართლა არ იყო, მთავარი კი არის, რომ ეხლა გაჩნდა და ვისაუბრებთ

ფეხბურთის რა გითხრათ, მე მგონი მართლა 50/50-ია, მაგრამ ამ შანსებით ფონს გასვლას დიდი მონდომება სჭირდება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 March, 2005 - 18:34

2 საათში თამაშიც დაიწყება (საბერძნეთთან).
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#5 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 March, 2005 - 00:18

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საბერძნეთთან დავმარცხდით 1:3
მიუხედავად ამისა თამაში საკმაოდ იმედის მომცემი იყო:
პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს (თამაში პრაქტიკულად ბოლო წუთებამდე იყო)
რამოდენიმე ძალიან სახიფათო მომენტებიც შექნეს
მომენტებში ძალიან კარგი კომბინაციაც გაითამაშეს ანუ ორგანიზაბულობა იგრძნობოდა მათ მოქმედებებში
შოთა არველაძე უკვე დიდი ხანია გასაშვებია ნაკრებიდან
კალაძემ ვერ ითამაშა მისთვის ჩვეულ მაღალ დონეზე
ასათიანს ერთდროულად 3-4 კაცი ეთამაშებოდა
სტადიონიდან გამოსულ ხალხს წაგების მიუხედავად ღიმილი არ გაქრობია


აღსანიშნავია შემდეგიც:
ბერძნების ძალიან დისციპლინირებული თამაში (რაც მოსალოდნელიც იყო)
მათ სრულად გამოიყენეს ყველა სახიფათო მომენტი
ბერძნები ძალიან ბევრს მოძრაობდნენ
და ერთ-ერთი გადამწყვეტი მსაჯის თვალშისაცემმა სიმპათიებმა ბერძნების მიმართ ჩვენს მცველებს ართმევაზე ხისტი თამაშის საშუალება არ მისცა

დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ცუდი თამაშით მოგება სჯობია კარგი თამაშით წაგებას, ყურების ჩამოყრის უფლება არ გვაქვს და თურქებს აუცილებლად უნდა მოვუგოთ. თუ სატურნირო ცხრილს გადავხედავთ, თურქები თავს მოიკლავენ რომ მოიგონ, მაგრამ ჩვენც იგივე უნდა ვქნათ. შანსები ჯგუფიდან გასვლის უკვე პრაქტიკულად ნულის ტოლია და ეს შესარჩევი ციკლი ახალი გუნდის გასაკეთებლად, ახალი ფეხბურთელების აღმოსაჩენად და დასაღვინებლად უნდა გამოვიყენოთ.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#6 Jano Zhvania

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 268 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2005 - 11:48

ციტატა

სტადიონიდან გამოსულ ხალხს წაგების მიუხედავად ღიმილი არ გაქრობია

ღიმილი კი არა სულ დედას იგინებოდნენ. ბევრი სამუშაოა ჯერ ზევით ფედერაციაშია მოსაწესრიგებელი კადრები. თავდამსხმელი არ გვყავს გოლის გამტანი და ისე თურქებს როგორ მოვუგებთ?
To see or not to see...

#7 Jano Zhvania

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 268 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2005 - 11:50

სხვა თემებს რაც შეეხება, გაუმარჯოს მოჭიდავეებს კურტანიძეს, ზვაიდაურს, მეორე ზვიადაურს.
მხატვრულ ტანვარჯიშში ყიფშიძეს ყველანი რამდენიმეჯერ არიან მსოფლიო ჩემპიონები.
ჩვენი ფეხბურთელების თამაშის შემყურეს კი ფეხბურთზე ისევ და ისევ ის გ"ამოცანა მახსენდება რომლის პასუხი ძალიან ადვილია:
"რა არის რაც დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში?"

რედაქტორი Jano Zhvania, 28 March, 2005 - 11:50.

To see or not to see...

#8 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2005 - 14:56

Jano Zhvania
ეტყობა ფეხბურთს მხოლოდ მოგების სანახავად უყურებ... :)
წაგების მიუხედავად ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად.
ცოტა მეტი სათამაშო პრაქტიკა და შეთამაშებულობა რომ ჰქონოდათ, ბერძნებს შავი დღე დაადგებოდათ.
თან თავდამსხმელებზე მეტად მეკარე გვჭირდება (სამივე გოლში მეკარის სერიოზული შეცდომა ერია).
და ნუ გავიწყდებათ, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მოგვიგეს, რომლებსაც პირველი გოლი გავუტანეთ, არანაირი სათამაშო უპირატესობა არ ჰქონიათ ჩვენთან, და 25-35 წუთებში პარალიზებული იყო. ცოტა იღბალი რომ გვქონოდა და მეორეც გაგვეტანა ამ პერიოდში, ბერძნებს ძალიან გაუჭირდებოდათ თამაშის შემობრუნება.

სულაც არ მგონია რომ საქართველოში ფეხბურთი მოკვდა - მე დიდი სიამოვნება მივიღე ამ თამაშით (მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ).
გეთანხმები, რომ თავდამსხმელიც ძალიან გვჭირდება და რომ არა ზეწოლა მწრთვნელზე ფედერაციის მხრიდან არველაძეს ის არ ათამაშებდა.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#9 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2005 - 15:00

Jano Zhvania

ციტატა

ღიმილი კი არა სულ დედას იგინებოდნენ.

რუმინეთთან მატჩზე თუ ყოფილხარ? :) გინება და აგრესია მანდ იყო... მაგ თამაში პირდაპირ არველაძემ წაგვაგებია - დაახლ. 5-ჯერ მაინც არ მისცა პასი პრაქტიკულად მეკარესთან ერთი-ერთზე მყოფ ჯანაშიას.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#10 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2005 - 15:03

Jano Zhvania

ციტატა

თავდამსხმელი არ გვყავს გოლის გამტანი და ისე თურქებს როგორ მოვუგებთ?

ამ ეტაპზე მე გასვლაზე და კონკრეტულ მატჩში მოგებაზე მეტად (პრაქტიკულად გასვლის შანსი ნულის ტოლია) მაინტერესებს, რომ გუნდი შედგეს გუნდად, ანუ ერთიან შეკრულ მექანიზმად, რომელსაც ნამდვილი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#11 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2005 - 15:11

Jano Zhvania

ციტატა

ჩვენი ფეხბურთელების თამაშის შემყურეს კი ფეხბურთზე ისევ და ისევ ის გ"ამოცანა მახსენდება რომლის პასუხი ძალიან ადვილია:"რა არის რაც დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში?"

:) პრინციპში ბევრი რამაა ასეთი, ფეხბურთის გარდა...
და მაინც, ის რაც გააკეთეს ბერძნებმა, გვიჩვენებს, რომ ფეხბურთი კოლექტიური თამაშია, სადაც გადამწყვეტ სიტყვას მწრთვნელი ამბობს. მაგრამ ბერძნებსაც ამ შედეგისთვის 1-2 წელიწადზე მეტი (3-4 წელი) დასჭირდათ. ჩვენ კი 2-3 თვეში გვინდა იგივე? :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#12 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 15:54

ციტატა

. ჩვენ კი 2-3 თვეში გვინდა იგივე?

ლაშა გეთანხმები, რეფორმირებაა საჭირო ფეხბურთში და ამას დრო სჭირდება. ამდენი ხანი რეგრესი გვაქვს ფეხბურთში და მგონი ფედერააციის პრეზიდენ ჟორდანიას აღარააქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა.

#13 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 15:56

კიდვ ერთი, მთავარიაა მწვრთნელს ბოლომდე ვაცალოთ მუშაობა. ასე სწრაფოდ და საკმაოდ მცირე რესურსის პირობებში სეუძლებელია ევროპული დონის ნაკრების მიღება, თუმცა ყველაფერი იქნება საფუძვლიანი მუშაობის შედეგად.

#14 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 March, 2005 - 15:57

საინტერესო იქნებოდა პასუხის მოსმენა ასეთ შეკითხვაზე:

ბოლო 10 წლის განმავლობაში უკუსვლის გარდა ქართულ ფეხბურთში რამე თუ მომხდარა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#15 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 15:59

ციტატა

არა ზეწოლა მწრთვნელზე ფედერაციის მხრიდან არველაძეს ის არ ათამაშებდა.

ამზე სერიოზული ეჭვებია, მე თამაშს სტადიონიდან ვადევნებდი თვალს და იქ საკმაოდ ბევრი საუბრობდა ამაზე.

#16 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 16:02

ციტატა

ბოლო 10 წლის განმავლობაში უკუსვლის გარდა ქართულ ფეხბურთში რამე თუ მომხდარა?

სამწუხაროა რომ არაფერი. ეს არის მწარე რეალობა.

#17 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 16:04

იყო ეჭვი, რომ რადგან არველაძე ,,რეინჯერსის" 21 ფეხბურთელშიც ვერ ხვდება, ხოლო მისი გაყიდვა კი ძალიან საჭიროა სხვა გუნდში ,,ჟორდანიას მაფიამ" ჟირესზე ზეწოლით ათამაშა, რათა შემდგომ შოთას მენეჯერს სხვა გუნდებისათვის ეჩვენებინა თუ რა ,,კლასნ" ფორვარდს არ აჭაჭანებს რეინჯერსი 21 ფეხბურთელში.

#18 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 20:19

George Abashishvili

ციტატა

მგონი ფედერააციის პრეზიდენ ჟორდანიას აღარააქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა.
მარტო ჟორდანიაში რომ იყოს საქმე.. მაგრამ მე მგონი ვიღაცით უნდა დაიწყოს... ალბათ მაინც ჟორდანიათი - ფეხბურთის საერთო დონეზე პასუხისმგებელი ხომ ფედერაციაა.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#19 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 20:24

Tariel Zivzivadze

ციტატა

ბოლო 10 წლის განმავლობაში უკუსვლის გარდა ქართულ ფეხბურთში რამე თუ მომხდარა?

წინსვლა-უკუსვლა საკამათო ტერმინებია ფეხბურთში, რომელშიც შედეგები საკმაოდ შემთხვევითია. მე თავად ვთვლი, რომ ჩვენი ნაკრები ბოლო 5 თამაშში უკვე ნაკრებია და არა ფეხბურთელთა უაზრო ერთობლიობა. ლოკალურად ესეც წინსვლაა, სერიოზული წინსვლა. გიორგის ვეთანხმები - საჭიროა მწვრთნელს მიეცეს კარტ-ბლანში და ვაცალოთ მუშაობა სულ ცოტა 2 წელი მაინც. მისი დონის და მთავარია სტილის მწვრთნელი მართლა გვჭირდება და არც თუ ისე ადვილი მოსაძებნია.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#20 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 20:33

George Abashishvili

ციტატა

არველაძე ,,რეინჯერსის" 21 ფეხბურთელშიც ვერ ხვდება
სირცხვილია ეს. ნებისმიერმა დილეტანტმა იცის (მით უმეტეს ჟირესმა), რომ რეინჯერსის უთამაშებელ ფორვარდს ისევ ტავრიაში ნათამაშევი გიგიაძე სჯობია.
გიორგი, სტადიონიდან თუ უყურე, დამეთანხმები, რომ ჩვენმა ბიჭებმა პრაქტიკულად შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშეს. მე ვერავის შევატყვე სიზარმაცე. დარბოდნენ რაც შეეძლოთ და რაც მთავარია მათ სირბილში და მოქმედებაში აზრი და ორგანიზებულობა იგრძნობოდა.
და მიუხედავად ამისა, ბერძნები სულ ცოტა 20%-ით მეტს დარბოდნენ (შეიძლება 30%-თაც მეტს). ეს კი ნიშნავს, რომ ისინი სათამაშო პრაქტიკას მოკლებული არიან. სწორედ ამან გამოიწვია წამიერი კონცენტრაციის დაკარგვა და დასანანი 2 გოლის გაშვება 2 წუთში. ანუ გარდა ფიზიკური მომზადებისა საჭიროა სათამაშო პრაქტიკა და შეთამაშებულობა. როდესაც ასათიანს 3-4 კაცი ერთდროულად ეთამაშება, აუცილებელია, რომ სხვებმა იმდენი იმოძრაონ, რომ თავისუფალი სივრცე მოიპოვონ. ეს თავისუფალი სივრცე კი თანამედროვე ფეხბურთში (მით უმეტეს ბერძნებთან) მხოლოდ ფლანგებზეა, არადა ფლანგების გამოყენებას გარდა მაღალი კლასისა სჭირდება დიდი სისწრაფე და სიზუსტე, რასაც სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერ მიიღებ.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share