ნახტომი





- - - - -

ეს დღე არ დაგავიწყდეთ ქართველებო!


გამოხმაურებათა რაოდენობა: 157

#21 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 10 November, 2007 - 23:22

ეს უცხო ქვეყნების მედია საშუალებებში გამოქვეყნდა, რომელიც მე მეგობარმა მომაწოდა

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  bebo.jpg (6.86კ)
    ჩამოტვირთვების #: 28


#22 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 November, 2007 - 23:23

რაღა დროს კმარაა:))
The Proud Participant of Business Conference

#23 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 10 November, 2007 - 23:24

აი კიდევ

აი კიდვ

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  patruli.jpg (50.99კ)
    ჩამოტვირთვების #: 39
  • თანდართული ფაილი  jorbenadze.jpg (49.91კ)
    ჩამოტვირთვების #: 32


#24 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 11 November, 2007 - 00:08

ამათ დაწინაურება ელოდებათ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#25 Merab Uridia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 53 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 00:34

იხილე გამოხმაურებაMamuka Davarashvili, Nov 10/07, 22:58 -ში, განაცხადა:

ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და სიწყნარე... რა უნდა ექნა სააკაშვილს, ჩაეყენებინა ავტობუები შუაში და მეორე მიტინგი გაემართა...მოიქცა ისე როგორც ყველა ნორმალური ქვეყნის პირველი პირი მოიქცეოდა...

ჰიტლერი, სტალინი, ჩაუშესკუ, ... და სხვა (არა)ნორმალურები.
კომუნისტები დროს სიწნარეც იყო შუქიც, თანაც შუქი მუქთა იყო, შადრევნებიც და ერთი, ან ორი ერთნაერი, სატელევიზიო არხი...
კიდევ კარგი ეს ხალხს ვერ ხვრიტავს და ციმბირი არა აქვს.

რედაქტორი Merab Uridia, 11 November, 2007 - 00:44.


#26 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2007 - 01:04

ნუ ტარიელ დაწინაურება არ ვიცი, მაგრამ, როგორც ეს ვანო მერაბიშვილმა და ლომაიამ განაცხადა (ისინი ხომ საერთოდ სინქრონში იძლევიან კომენტარებს ერთსა და იმავე ფაქტზე) - დაისჯება ყველა ის ძალოვანი, ვინც ხელი აღმართა მშვიდობიან მოსახლეობაზეო... დარჩენილა ეს ქვეყანა ძალოვნების გარეშე და ეგ არის :))

იხილე გამოხმაურებაTeona Beridze, Nov 10/07, 13:36 -ში, განაცხადა:

2 ნოემბერი კი არ ყოფილა არც გადატრილაების მცდელობა არც ამბოხება, ეს იყო ზოგადუნარჩვევების ტესტი ხელისუფლებისთვი რომელშიც მთავრობამ სრული კრახი განიცადა


ნუ ამ "ტესტის" შესახებ პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროსაც ილაპარაკა :) ისეთ ფანტსამაგორიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ორსულობის ტესტის ჩაბარებაღა დარჩა სიაში.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#27 Avtandil Gabelia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 95 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 08:08

[თამთა ქარჩავა, ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან, გაზეთი ”რეზონანსი” © ]



ინგა, თუ შეგიძლია გაიხსენო როგორ შევიდა ტელევიზიაში სპეცრაზმი და რა მოხდა შიგნით?

- ოფისში შემოსვლისას შეურაცხოფა არ ყოფილა. მაგრამ მე არ მეგონა, რომ ასე შემეშინდებოდა. მართლა სემეშინდა - ამდენი შეიარარებული სპეცრაზმელის დანახვზე. ჩამოგვართვეს ტელეფონები. მე ყველაფერს ვიფიქრებდი, გარდა იმისა, რომ გავხდებოდი იმის მოწმე, რომ თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდოდა ტელევიზიაში, ტელეფონებს ჩამაბარებინებდნენ და გამომაგდებდნენ. მართალია კულტურულად, მაგრამ მაინც გამომაგდებდნენ.

როდესაც შემოვარდნენ, ყველანი იატაკზე დააწვინეს. თქვენ წარმოიდგინეთ - გოგოებიც. მე არ მახსენდება ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში შეჭრილი სპეცდანიშნულების რაზმი და მითუმეტეს წამყვანი მოუწოდებს სიმშვიდისკენ.

თუ შეგიძლია გაიხსენოთ, რა მოხდა ტელეკომპანიის შენობის გარეთ?

- იქ შეურაცხოფა არ მოუყენებიათ. ჩემთვის შეურაცხოფა არის, როდესაც ჩემთან იარაღით მოდიან ნიღბიანი სპეცრაზმელები, მართმევენ მობილურ ტელეფონებს, როდესაც კრიმინალებივით გვაკავებენ ერთ ადგილას, შემდეგ ორ-ორკაცს გვიშვებენ გარეთ. სხვათაშორის ჩვენ არ გამოვდიოდით. ვუთხარი სპეცრაზმის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომ სანამ არ მეტყოდნენ რა ხდებოდა გიორგი თარგამაძის თავს, მანმადე არ წავიდოდი. შემდეგ მომცეს გიორგი თარგამაძის ნახვის საშუალება. როდესაც ვნახე, რომ იგი არ იყო დაპატიმრებული, რადგან რაღაც ჭორები გავრცელდა - პატიმრობაში ხომ არ აიყვანესო, ამის შემდეგ ჩვენც წამოვედით.

თავიდან გვეგონა, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი, ზუსტად ამ დროს ლუბლიანის ქუჩიდან, ვიწრო ქუჩაზე, რომელიც ყოველთვის განათებულია და ჩემდა გასაკვირად ზუსტად იმ ღამეს იყო გამორთული მთელი გარე განათება, წამოვიდა სპეცრაზმი და ზუსტად იგივე მეთოდებით გაგვისწორდნენ ”იმედის” ჟურნალისტებს, როგორც რიყეზე და რუსთაველზე. ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები იქნა გამოყენებული.

გავხდი ცუდად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. შემექმნა სუნთქვის პრობლემები. ფილტვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, გაზმა შეტევა გამოიწვია. ჩვენმა პროდიუსერმა იხელთა დრო, გამომათრია და იქვე ტყეში გადამაგდო. სადღაც ორმოში ჩავარდი. როგორც იქნა იქედან ამოვფორთხდით. გავრბოდით. ისინი კი კვლავ გვესროდნენ იმ ცრემლსადენ გაზს.

შემდეგ ვიღაცა ღვთისნიერმა ადამიანმა იქვე შემიფარა საკუთარ სახლში, სადაც უკვე თავშეფარებული აღმოჩნდნენ ”ტელეიმედის” ჟურნალისტები. მათ შორის დიანა ტრაპაიძე, რომელიც ფეხმძიმედ არის. გამოუძახეს სასწრაფოს. ხალხი ისე იყო შეშინებული, რომ სასწრაფოსაც კი არ ატანდნენ ჩემს თავს. ეგონათ, რომ რაღაცა საშინელება დამემართებოდა. ვუთხარი, რომ ექიმებს ვენდობოდი და წავყევი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც გამიკეთეს გადასხმები. გამთენიისას გამიარა შოკის მდგომარეობამ. ეს არის, რა მეთოდებითაც გაგვისწორდნენ ჩვენ. ჩემდა სამწუხაროდ, ამავე რესპუბლიკურში მე ვნახე ჩემი კოლეგა - ძალიან პატარა გოგონა, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი, ხელკეტი ჰქონდა თავსი მოხვედრილი. უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ ჩემი კოლეგები. ზუსტად იგივე კადრები იყო, რაც 7-ში დილით. სამწუხაროდ, არცერთ კამერას ეს არ გადაუღია.

ვერ გეტყვი რა უფრო მეტი ტრაგედიაა, როდესაც ესვრი ჟურნალისტს, თუ ესვრი უბრალო ადამიანებს. ვთვლი, რომ უფრო მეტი ტრაგედიაა, როდესაც იმ ხალხს ესვრი, რომლებიც ხელაწეულნი დგანან და გეხვეწებიან - არ მესროლო და მომეცი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. არანაკლებ უბედურბაა, როდესაც შენ ასეთი ხერხით უპირისპირდები ჟურნალისტებს.

რა შეიძლება მოხდეს ხვალ? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ტელეკომპანიის ირგვლივ?

- არ ვიცი რა მოხდება ხვალ, რა მოხდება ზეგ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დაგვაპატიმრონ. უახლესი გავლილი ისტორიიდან ერთი პატარა განცხადება მინდა გავაკეთო, რომ არასოდეს არავინ არ დაიჯეროს, თუკი სადმე უეცრად მოისმინეთ ჩემგან რაღაცა სულელური აღიარებითი ჩვენება. რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით, თუ კი რამე ბრალდება იქნება წამოყენებული ტელეკომპანოიის ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმედი მაქვს, რომ გონი ეყოფათ და პატიმრობაში არ აგვიყვანენ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ჟურნალისტობის 11-ე წლისთავზე გაზის ინტოქსიკაცია დამემართებოდა, რომ ქართველი სპეცრაზმელები გაისვრიდნენ ქართველი ხალხის და მათ შორის ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ. გმირები არიან ყველა იმ ტელეკომპანიის ჟურნალისტები, რომლებმაც მაინც მოახერხეს მაყურებლისათვის მიეწოდებინათ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც მოხდა ქვეყანაში. 11 წელია ჟურნალისტი ვარ და მე დღეს პირველად შემეშინდა.

რისი შეგეშინდა?

- შემეშინდა იმიტომ, რომ ჩემს თვალწინ იდგნენ შეიარაღებული ადამიანები. ჩემი მანქანა არის იქ დატოვებული და მე მათ ვუთხარი, რომ იმედია ამ მანქანას როდესაც დამიბრუნებთ, უეცრად შიგნით არ აღმოჩნდება საეჭვო დოკუმენტაცია ან ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა ნარკოტიკებს მე ვერაფრით ვერ დამაბრალებენ, მაგრამ მაინც.

მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ბოლო დღე ტელევიზიაში. გული მწყდება, რომ ჩვენ ვერ შევძელით გაგვეშუქებინა ის, რაც მოხდა თბილისში. საინტერესო გადაცემას გიმზადებდით. გიორგი თარგამაძე უნდა მჯდარიყო ეთერში და როგორც ყოველთვის, ეს უნდა ყოფილიყო მოვლენების ობიექტური შეფასება. ვდარდობ, რომ ამის საშუალება არ მოგვეცა.

გამორიცხავთ, რომ რამე სატელეფონო საუბრები გაავრცელონ? თუნდაც თქვენსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის?

- ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის სატელეფონო საუბრამდე შეუძლიათ ამოიღონ ჩემი საუბარი ნინო ბურჯანაძესთან. ჩვენს შორის შედგა შეხვედრა პარლამენტის სპიკერის კაბინეტში. ამ ზაფხულს. ნინო ბურჯანაძემ მთხოვა შევხვედროდით.

მას შეუძლია დღეს ეს უარყოს, მაგრამ მერწმუნეთ, პირველად თქვენთან ვყვები ამას. ქალ. ნინომ მე მაშინ მითხრა ტრადიციული სიტყვებით, რომ ის იყო აღშფოტებული და შეშფოთებული იმით, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. საუბარი იყო ბოიკოტზე. მან თქვა, რომ იგი არ ეთანხმებოდა უმრავლესობის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას, რომლითაც ”იმედზე” ეს ბოიკოტი ხორციელდება და რომ იგი ამის წინააღმდეგ აუცილებლად გაატარებს ზომებს.

მითხრა, რომ პირველი, ვინც ამ ბოიკოტს დარღვევს, იქნება თვით ნინო ბურჯანაძე, ამის შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ქალბატონი ნინო არ გამოსულა ეთერით. როგორც ქალბატონ ნინოს ვხვდებოდი, ისე ველაპარაკებოდი ოქრუაშვილსაც. სხვათაშორის ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს. ასე რომ, თუკი მათი მხრიდან წავა კითხვები, იმედია მეორე მხარესაც ამოიღებენ. ჩემთვის გამაოგნებელია, რომ ქალბატონმა ნინომ იმ წუთშივე არ გააკეთა განცხადება, როდესაც მისთვის გახდა ცნობილი, თუ როგორ შეიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი ”იმედში”, როგორ გაგვითიშეს ეთერი და უფრო მეტიც, შემდეგ დაარბიეს ჟურნალისტები.

ამჯერად ისევე ნინო ბურჯანაძის სიტყვებს გავიმეორებ და მე მართლა ”შეშფოთებული და მართლა აღშფოთებული ვარ”... პარლამენტის სპიკერი, რომელიც ყოველთვის დემოკრატიაზე საუბრობდა, არ გამოვიდა და ამ ფაქტზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა.

მე მისი მჯეროდა, როდესაც სავადმყოფოში აზრზე მოვედი და ვიკითხე ვინ რა განცხადებები გააკეთა, ძალიან ნაწყენი დავრჩი, რომ ნინო ბურჯანაძეს არ ეყო გამბედაობა, რომ ტელეკამერების წინ ეთქვა, ეთანხმებოდა თუ არა ის ”იმედის” ჟურნალისტების დარბევას.

ტელეკომპანიის დახურვას წინ უძღოდა უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის მკაცრი ტონი ”იმედის” ჟურნალისტის, ლიკა ბერაიას წინააღმდეგ. ნადირაძემ აუკრძალა კითხვის დასმა. მაშინ, რომ იქ ყოფილიყავი როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია?

- მაია ნადირაძის ტონი, იყო ყველაზე დიდი შეურაცყოფა ჟურნალისტებისთვის. ძალიან მაინტერესებს, ვის უყვიროდა მაია ნადირაძე?

ძალიან ვინანე, რომ არ ვიდექი იქ, თორემ ასეთ კითხვას დავუსმევდი - ”უკაცრავად ქალბატონო მაია, ვის უყვირით ”ნატრადიციონალ-ნააღორძინებელი” ქალბატონი? და ახლა ლაპარაკობთ ვირაცეებზე?

როგორ ფიქრობთ, როდის ადგება ”იმედის” მაუწყებლობა?

- გამიჭირდება დაზუსტებით რამის თქმა, მიმაჩნია, რომ საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც შეიმნა ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ ”იმედს” უნდა უკავშირდფებოდეს. ”იმედი” არის მართლაც თავისუფალი სიტყვის ტელევიზია. ყველა ის პრობლემა, რომელმაც ხერხემალში გადატეხა საზოგადოების ცნობიერება, სანდრო გირგვლიანიდან დაწყებული თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო თემით და თავისი ატირებული კახელი გლეხით დამთავრებული, იყო სწორედ ”იმედი” და მისი თავისუფალი სიტყვის პლაცრდამი.

დღეს თავისუფალი სიტყვა აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია ”იმედს” მისცემენ საშუალებას, რომ იგი ზუსტად იგივე რეჟიმში გავიდეს პირდაპირ ეთერში, როგორითაც ჩვენ ვმაუწყებლობდით.

ტელეკომპანია ”იმედის” სრული პაკეტის მფლობელი არის არაქართველი მფლობელი. მხოლოდ ”ნიუსკორპის” და მხოლოდ მერდოკის ხელში არის ტელეკომპანიის აქციათა სრული პაკეტი. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენ გვექნება საშუალება, დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ მაყურებელს. გეტყვით იმასაც, ტელეკომპანიის ტექნიკა განადგურებულია, მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტები ვართ იმედიანად.

#28 Eto Sakhokia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 12:44

იხილე გამოხმაურებაGiga Paikidze, Nov 10/07, 10:42 -ში, განაცხადა:

დანართი 08_hachi...640x480_.jpg
ესე მაგარი სურათია..




ეს რომ ვარდების რევოლუციის დროს ყოფილიყოო, მიშა უეჭველი გმირად გამოაცხადებდა ამ ადამიანებს!



არ დამავიწყდება! უბრალოდ, ვერ დავივიწყებ!
ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა . . .

#29 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2007 - 18:51

ციტატა

შეიძლება სწორი არა ვარ,მაგარამ მე პირადად დიდი სიმოვნება მომანიჭა იმ სპეზრაზმელების ცემამ,ხალხმარომ დაიჭირა და სიკვდილამდე მიიყვანა...

აი ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ადამიანი თუ არაკაცურად გექცევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც ასევე უნდა მოექცე(არ იფიქროთ, რომ სპეცნაზის მოქმედებას ვამართლებ)!
30 კაცისგან ერთი გაუბდეურებული პატრულის თუ სპეცრაზმელის (რა აზრი აქვს, ვინც არ უნდა იყოს) ცემა რამდენად ვაჟკაცური საქმეა, თქვენთვის მომინდია განსასჯელად...
პირადად ჩემთვის კი, ნამდვილად არა...
მაგალითისთვის, ამ ვიდეოს დავდებ. ნამდვილად სუბიექტურადაა ვიღაცის მიერ დამონტაჟებული, მაგრამ ფაქტი ფაქტია.
მე ამ ვიდეოს ყურებისას ნამდვილად ვერ მივიღე სიამოვნება და.. თქვენი არ ვიცი...
7 ნოემბერი

რედაქტორი Saba Javashvili, 11 November, 2007 - 18:51.

The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#30 Tamuna Dilebashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 19:37

გამარჯობათ,

ის, რაც 7 ნოემბერს მოხდა, შეიძლება მაგის მერე პრეზიდენტი გამოვიდეს და ხალხის სიყვარულზე ილაპარაკოს??? ყველაფერს დავუშვებდი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ გავივლებდი გულში, რომ საკუთარ ხალხს ძალას დაუპირისპირებდა. ასე გამეტებით საკუთარ ჯიშს და ჯილაგს ურტყა.... არ შეიძლება!
საერთოდ მთელი იმ დღის კადრები შოკის მომგვრელი იყო...
ხალხი რომ ერთ ახალგაზრდა სპეცნაზელს გამეტებით ურტყამდა თავიდან ძალან შემეცოდა, მაგრამ როცა ის წარმოვიდგინე რამდენჯერ მოხვედრია მისი "დუბინკა" უდანაშაულო ხალხს, მერე უკვე აღარ შემცოდებია. მაგრამ ჩემი აზრით ცემის ფაქტი სწორი გამოსავალი არ იყო. ეს "სპეცნაზი" ხომ ბოღმისა და სისასტიკის განსახიერებაა. იქ მოხვედრილ პიროვნებას სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, მათთვის ზოგადად ადამიანური გრძნობები უცხოა..... ასეთი გატყიურებაც არ შეიძლება!

როცა მთავრობის პირველი პირი ემოციებს ვერ თოკავს და იმპულსურია, იმ ქვეყანაში რომელ მშვიდობაზეა საუბარი საერთოდ....
The Proud Participant of Business Conference

#31 Maka Gvaramia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 148 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 19:58

არ მესმის ხალხის ვინც მიშას შეუცვლელს ეძახის, რა ვქნათ ეხლა მიშას ვუსრულოთ ბავშობის ოცნებები და დავაბეროთ პრეზიდენტად? ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ, რომ პრეზიდენტი აღარ გვჭირდება!
The Proud Participant of Business Conference

#32 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2007 - 20:50

ციტატა

ხალხი რომ ერთ ახალგაზრდა სპეცნაზელს გამეტებით ურტყამდა თავიდან ძალან შემეცოდა, მაგრამ როცა ის წარმოვიდგინე რამდენჯერ მოხვედრია მისი "დუბინკა" უდანაშაულო ხალხს, მერე უკვე აღარ შემცოდებია. მაგრამ ჩემი აზრით ცემის ფაქტი სწორი გამოსავალი არ იყო.

ნამდვილად არ იყო სწორი გამოსავალი. გასაგებია, რომ ხალხი გამწარებული იყო და ა.შ. მაგრამ მაინც...
სპეცნაზის წევრებსა თუ პატრულის თანამშრომლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომელსაც არ უცემია ხალხი და, თუნდაც, ცრემლსადენი გაზი პირადად არ გამოუყენებია...
რათქმაუნდა, ეს მათ პასუხისმგებლობას არ უხსნის მომხდარის წინაშე, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ფორმიანს დაეტაკო და უმოწყალოდ სცემო.
საერთოდაც, თუ დააკვირდებით ამ კადრებს, ძირითადად, ბოდიში ამ გამოთქმისთვის და, "ლაწირაკები" აქტიურობენ. წავლენ მერე და ძმაკაცებში იტრაბახებენ: სპეცრაზმელი ვცემეო და ა.შ.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მსგავსი დემონსტრაციების "აუდიტორიის" 30% სწორედ ასეთია ხოლმე, უნივერსიტეტიდან თუ სკოლებიდან ლექციებისა და გაკვეთილების გაცდენის გამო გამოქცეული ხალხი, რომელთაც სულ არ აინტერესებთ რა ხდება, მთავარია რამე გააპროტესტონ...

რედაქტორი Saba Javashvili, 11 November, 2007 - 20:52.

The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#33 Mziko Qaliashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 342 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 20:58

იხილე გამოხმაურებაSaba Javashvili, Nov 11/07, 19:50 -ში, განაცხადა:

ციტატა

ხალხი რომ ერთ ახალგაზრდა სპეცნაზელს გამეტებით ურტყამდა თავიდან ძალან შემეცოდა, მაგრამ როცა ის წარმოვიდგინე რამდენჯერ მოხვედრია მისი "დუბინკა" უდანაშაულო ხალხს, მერე უკვე აღარ შემცოდებია. მაგრამ ჩემი აზრით ცემის ფაქტი სწორი გამოსავალი არ იყო.

ნამდვილად არ იყო სწორი გამოსავალი. გასაგებია, რომ ხალხი გამწარებული იყო და ა.შ. მაგრამ მაინც...
სპეცნაზის წევრებსა თუ პატრულის თანამშრომლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომელსაც არ უცემია ხალხი და, თუნდაც, ცრემლსადენი გაზი პირადად არ გამოუყენებია...
რათქმაუნდა, ეს მათ პასუხისმგებლობას არ უხსნის მომხდარის წინაშე, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ფორმიანს დაეტაკო და უმოწყალოდ სცემო.
საერთოდაც, თუ დააკვირდებით ამ კადრებს, ძირითადად, ბოდიში ამ გამოთქმისთვის და, "ლაწირაკები" აქტიურობენ. წავლენ მერე და ძმაკაცებში იტრაბახებენ: სპეცრაზმელი ვცემეო და ა.შ.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მსგავსი დემონსტრაციების "აუდიტორიის" 30% სწორედ ასეთია ხოლმე, უნივერსიტეტიდან თუ სკოლებიდან ლექციებისა და გაკვეთილების გაცდენის გამო გამოქცეული ხალხი, რომელთაც სულ არ აინტერესებთ რა ხდება, მთავარია რამე გააპროტესტონ...





გეთანხმები... ბევრმა მგონი არც იცოდა "რისთვის იდგა"...
Mziko Kaliashvili
Corporate Customers Service Manager
----------------------------------------------
TBC BANK
Central Branch
11, Chavchavadze Ave.,
Mob: (995 95) 51 64 62
E-mail: MKaliashvili@tbcbank.com.ge

#34 Merab Uridia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 53 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 21:16

იხილე გამოხმაურებაMziko Qaliashvili, Nov 11/07, 20:58 -ში, განაცხადა:

გეთანხმები... ბევრმა მგონი არც იცოდა "რისთვის იდგა"...

და ამისთვის უნდა დაარბიო და გაზით და წყლის ჭავლით დაფანტო?

ისე ის "ლაწირაკები" ჩვენი შვილებია და მათი სასიკვდილოდ გამეტება არც ბრძანების გამცემს შერჩება და არც შემსრულებელს.

რედაქტორი Merab Uridia, 11 November, 2007 - 21:18.


#35 Mziko Qaliashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 342 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 21:25

იხილე გამოხმაურებაMerab Uridia, Nov 11/07, 20:16 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაMziko Qaliashvili, Nov 11/07, 20:58 -ში, განაცხადა:

გეთანხმები... ბევრმა მგონი არც იცოდა "რისთვის იდგა"...

და ამისთვის უნდა დაარბიო და გაზით და წყლის ჭავლით დაფანტო?

ისე ის "ლაწირაკები" ჩვენი შვილებია და მათი სასიკვდილოდ გამეტება არც ბრძანების გამცემს შერჩება და არც შემსრულებელს.



მე ამით ის კი არ ვთქვი, რომ დარბევას ვეთანხმები... უბრალოდ იქ მართლა ბევრი ისეთი ადამინი იყო, მათ შორის მეც რო ვიცნობ ისეთებიც, რომ ლექციის გასაცდენად უფრო იდგნენ...



ამ ფაქტს (დარბევას, თანაც ასეთი ფორმით) როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი დადებითად მიუდგეს... ნამდვილი კოშმარი იყო... სასირცხვილო ფაქტი მოხდა მართლაც.
Mziko Kaliashvili
Corporate Customers Service Manager
----------------------------------------------
TBC BANK
Central Branch
11, Chavchavadze Ave.,
Mob: (995 95) 51 64 62
E-mail: MKaliashvili@tbcbank.com.ge

#36 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2007 - 21:33

ციტატა

და ამისთვის უნდა დაარბიო და გაზით და წყლის ჭავლით დაფანტო?
ისე ის "ლაწირაკები" ჩვენი შვილებია და მათი სასიკვდილოდ გამეტება არც ბრძანების გამცემს შერჩება და არც შემსრულებელს.

ეს აქ არავის უთქვამს და არც არავის გაუმართლებია მათი საქციელი. მაგრამ არც ეს პატრულის თანამშრომლები არიან ციდან ჩამოფრენილები, მათ შორისაც არიან "ჩვენი შვილები" და ყველაზე გაუმართლებელი სწორედ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება და ორად გაყოფაა.
თქვენ გამართლებულად მიგაჩნიათ ქუჩაში ნებისმიერი "ფორმიანი"-ს დაჭერა და ცემა? რავიცი, მე რატომღაც არ მგვრის სიამოვნებას ვუყურო იმას, თუ როგორ უმოწყალოდ სცემს ერთ ქართველს 30 ქართველი. და რა ნიშნით აარჩიეს ის ადამიანი, ჩემთვის გაუგებარია. ასევე საშინელი საყურებელი იყო, თუ როგორ ცემდნენ პატრულის თანამშრომლები ხალხს. ეს ვინმემ უარყო?
The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#37 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2007 - 21:43

::-<:

#38 Merab Uridia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 53 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 21:45

იხილე გამოხმაურებაSaba Javashvili, Nov 11/07, 21:33 -ში, განაცხადა:

გამართლებულად მიგაჩნიათ ქუჩაში ნებისმიერი "ფორმიანი"-ს დაჭერა და ცემა? რავიცი, მე რატომღაც არ მგვრის სიამოვნებას ვუყურო იმას, თუ როგორ უმოწყალოდ სცემს ერთ ქართველს 30 ქართველი. და რა ნიშნით აარჩიეს ის ადამიანი, ჩემთვის გაუგებარია. ასევე საშინელი საყურებელი იყო, თუ როგორ ცემდნენ პატრულის თანამშრომლები ხალხს. ეს ვინმემ უარყო?

არავის ცემა არ მიმაჩნია გამართლებულად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, ამ შემთხვევაში, ყველას ცემაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ისე "ნებისმიერი ფორმიანი" ცოტა გაზვიადებული ხომ არ გეჩვენებათ

რედაქტორი Merab Uridia, 11 November, 2007 - 21:46.


#39 Luka Zedginidze

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,490 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 November, 2007 - 21:48

ჰმ...
The important thing is not to stop questioning.

#40 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 November, 2007 - 21:50

ციტატა

არავის ცემა არ მიმაჩნია გამართლებულად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, ამ შემთხვევაში ყველას ცემაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ამაში ნამდვილად გეთანხმებით.

ციტატა

ისე "ნებისმიერი ფორმიანი" ცოტა გაზვიადებული ხომ გეჩვენებათ

რატომ, როგორ გგონიათ, სპეცრაზმის თუ პატრულის თანამშრომლებისგან დაიმასხოვრეს ადამიანი, რომელმაც მათ შეურაცყოფა მიაყენა, გამოიხმეს და შემდეგ გალახეს? აშკარად ხელში ვინც მოხვდათ და ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, იმაზე იყარეს ჯავრი...
ყოველშემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ...
და საერთოდაც, ეს ყველაფერი დიდი სირცხვილი იყო. აქ არც თურქ-სელჯუკი გვებრძოდა და არც არაბი, აქ ორივე მხარეს ქართველი იდგა და ეს იყო ყველაზე სამწუხარო...

რედაქტორი Saba Javashvili, 11 November, 2007 - 21:55.

The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share