ნახტომი

☑ Copywriters outsourcing

გამოხმაურებათა რაოდენობა: 13

გამოკითხვა: Copywriting outsourcing (14 წევრთა ხმები გაუქმებულია)

გამოიყენებდით თუ არა?

1. არა, არაფერში მჭირდება. (2 ხმა [25.00%])

ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 25.00%

2. რიგ შემთხვევებში. (5 ხმა [62.50%])

ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 62.50%

3. დიახ, ხშირად მჭირდება. (1 ხმა [12.50%])

ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.50%

ხმის მიცემა

#1 Giorgi Pirtskhalava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 November, 2007 - 01:34

ტერმინი ცოტა ახალია ქართული ბიზნეს გარემოსთვის: მოკლედ კოპირაითერი ამზადებს ტექსტებს კომპანიის ბროშურებისთვის, სარეკლამო ფლაიერებისთვის, ტელე-რადიო რეკლამებისთვის, კატალოგებისთვის, ეტიკეტებისთვის და საერთოდ შეფუთვისთვის, პრესს და ონლაინ რელიზებისთვის და ა.შ. სადაც კი სარეკლამო ტექსტია მოკლედ საჭირო.

ხშირად დიზაინ სტუდიებიც ახდენენ ან მომსახურების აუთსორსინგს.

ახლა ვიცი უმრავლესობა ქართველი ბიზნესმენებისა ფიქრობს: - მაგას რა უნდა, მე თვითონ ვითომ რატო ვერ ვიზამო? იმიტომ რომ ამას სჭირდება წერის ნიჭი + მარკეტინგის ცოდნა, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა, ქართულის ცოდნა და ა.შ.

მოკლედ, მაინტერესებს თუ გამოიყენებდით ასეთი ტიპის სერვისს, რადგან ვაპირებ ძალები მოვსინჯო ამ სფეროში, პორტფოლიოს შესაქმნელად თავიდან რამოდენიმე კლიენტს სრულიად უფასოდ შევუქმნი მასალას (თუ რა სკილები გამაჩნია ამას მოგვიანებით მოგითხრობთ)

უმორჩილესი თხოვნა იქნება, ხმის მიცემის შემდგომ დააფიქსიროთ აზრი რატომ აირჩიეთ სწორედ ეს პასუხი.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
http://mobilephone.ge

#2 George Selimashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2007 - 14:18

გამარჯობა გიორგი,

მინდა გითხრა, რომ ბაზარზე ამ ტიპის სერვისზე მოთხოვნა არის. ჩემი კომპანიის ერთ-ერთი მომსახურება სწორედ "ტექსტების მომზადება" არის. ამ შემთხვევაში არ დავარქვით მას კოპირაიტინგი იმიტომ, რომ ეს დამატებით განმარტებას მოითხოვდა. შეგიძლია იხილო მეტი ინფორმაცია ჩვენი კომპანიისა და ამ სერვისის შესახებ შემდეგ ბმულზე http://www.publicity.ge/index.php?m=10

გარდა ამისა, მინდა გითხრა, რომ თი-ბი-სი ბანკს აქვს გამოცხადებული ვაკანსია კოპირატერის პოზიციაზე, არც ასევე შეგიძლია ნახო ამ ბმულზე: http://jobs.ge/10444/

მოკლედ, კოპირაიტერებზე მოთხოვნა აუცილებლად გაჩნდება. უფრო სწორედ უკვე გაჩნდა და მომავალში კიდვ უფრო გაიზრდება. მინდა გისურვო წარმატებები შენს წამოწყებაში.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#3 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 November, 2007 - 14:31

აუთსორსს მე არ გამოვიყენებდი შემდეგი მთავარი მიზეის გამო:

სანამ ვინმე რამეს დაწერს ჩემი ორგანიზაციის შესახებ, მან ბევრი რამ უნდა იცოდეს. მე კი შეიძლება ბევრი რამ მისი დაწერი არ მომეწონოს და გადასაკეთებელი შემექმნეს. ეს კი დროის ის ხარჯია, რომელიც მე ბარემ მირჩევნია თავიდენვე თვითონ დავხარჯო. სხვაა როცა დავუშვათ ფიარ ან მარკეტინგული სააგენტო მემსახურება. ეს მათი უკვე საქმეა ...

კონკრეტულად კი:

1. თუ დიდი ორგანიზაცია ვარ, მაშინ მირჩევნია ეს გააკეთოს ფიარ მენეჯერმა, ან მარკეტინგის მენეჯერმა. რად მინდა ამ დროს აუთსორსინგი ისეთ რამეზე, რაც ისედაც ევალება კონკრეტულ პოზიციას? აქ შეიძლება ჩაერთოს ის სააგენტო, რომელიც შეიძლება მე მემსახურებოდეს კონკრეტულ საქმეზე, ან მუდმივად

2. თუ საშუალო სიდიდის ორგანიზაცია ვარ, მაშინ რაღაცას მე ვიწვალებ ... დიდი ამ საკითხში შეიძლება ჩართო დიზაინერი, რომელიც ამ ფლაერს ან ბროშურას დაგილაგებს

3. თუ მცირე ბიზნესს მივეკუთვნები, საუბარიც კი ზედმეტია, რომ ამაში ვინმეს მე ფული გაავუხადო ისე, რომ ამას მისი მხრიდან ბიზნესი დაერქვას

თუ გინდა ამას ბიზნესის სახე მისცე და არა მხოლოდ "ძალები მოსინჯო", მაშინ სამიზნე აუდიტორიად ალბათ დიდი ორგანიზაციები უნდა შეარჩიო, თუმცა შეიძლება ისეთ ორგანიზაციებს შეეკრა, რომლებიც დიდი ორგანიზაციებს ემსახურებიან და სხვებთან ერთად შეიძლება შენი პროდუქტიც იყიდონ.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Giorgi Pirtskhalava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2007 - 18:17

George Selimashvili
დიდი მადლობა.

Tariel Zivzivadze
მე მგონი მთლად კარგად ვერ ავხსენი რის გაკეთებას ვაპირებ, ეს არ იქნება უბრალოდ ტექსტი: იყიდეს ეს და ეს იმიტომ რომ არის ეს და ეს და აქვს ეს და ეს.

ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, სპეციალური კივორდებით, ფსიქოტრიგერებით და ა.შ. მომზადებული, მრავალჯერ გადამუშავებული ტექსტი. ასეთი ტექსტის მომზადება მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ადამიანს შეუძლია და არა რიგით PR მენეჯერს.

აი ამაშია საქმე.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
http://mobilephone.ge

#5 George Selimashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2007 - 18:27

გიორგი,

დღეს ბევრ კომპანიაში პიარ-მენეჯერის ფუნქცია შეთავსებული აქვს ჩვეულებრივ მდივანს, უკეთეს შემთხვევაში მარკეტინგის მენეჯერს. ძალიან ძნელი იქნება დაარწმუნო სხვები იმაში, რომ კოპირაიტერი განსაკუთრებული უნარებისა და მისიის მქონე სპეციალისტია. მაგრამ შენს აზრს მთლიანობაში ვიზიარებ.

რედაქტორი George Selimashvili, 18 November, 2007 - 18:27.

George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#6 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 November, 2007 - 18:35

ციტატა

ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, სპეციალური კივორდებით, ფსიქოტრიგერებით და ა.შ. მომზადებული, მრავალჯერ გადამუშავებული ტექსტი. ასეთი ტექსტის მომზადება მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ადამიანს შეუძლია და არა რიგით PR მენეჯერს.

ასეთი ვინმე გყავს?
და თუ გყავს, ბაზარი არის ისეთი, რომ ასეთი ადამიანი შენთან ურთიერთობით დაარწმუნო?
და კიდევ,
გგონია რომ ასეთი "ზღვარზე" გაწერილი ტექსტების გაკეთებისათვის ფულს გადაიხდიან?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#7 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 18 November, 2007 - 20:13

იხილე გამოხმაურებაGiorgi Pirtskhalava, Nov 18/07, 18:17 -ში, განაცხადა:

George Selimashvili
დიდი მადლობა.

Tariel Zivzivadze
მე მგონი მთლად კარგად ვერ ავხსენი რის გაკეთებას ვაპირებ, ეს არ იქნება უბრალოდ ტექსტი: იყიდეს ეს და ეს იმიტომ რომ არის ეს და ეს და აქვს ეს და ეს.

ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, სპეციალური კივორდებით, ფსიქოტრიგერებით და ა.შ. მომზადებული, მრავალჯერ გადამუშავებული ტექსტი. ასეთი ტექსტის მომზადება მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ადამიანს შეუძლია და არა რიგით PR მენეჯერს.

აი ამაშია საქმე.

პრინციპში ფასს გააჩნია და შემსრულებლის დონეს. კარგი სპეციალისტი კარგ თანხასაც მოითხოვს ალბათ. მე მაგალითად, ჩემი ფირმისთვის მომიწია ყველაფერი ამის ჩემით კეთება. ბევრი დრო დავკარგე და მათ შორის ფულიც იმიტომ, რომ მოვწყდი ძირითად საქმეს, რასაც შემოსავალი მოაქვს. თუ ფასი მისაღები იქნება, მე ვიხრები იმ აზრისკენ, რომ მგონი მაგ სერვისის ყიდვა ჯობს ვიდრე თვითონ ტანჯულაობა :~X(:. ოღონდ სპეციალისტიც ისეთი უნდა იყოს რა, პრაქტიკა რომ აქვს და არა მარტო უცხოურ ინსტიტუტში ნასწავლი ტერმინებით აბნევდეს დამკვეთს და გულგრილს ტოვებდეს მიზნობრივ აუდიტორიას :). ერთი სიტყვით, მე იდეას მივესალმები, მაგრამ "მარტივი ფული", ჩემი აზრით, მანდ არ იქნება.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#8 Giorgi Pirtskhalava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2007 - 23:33

George Selimashvili

ციტატა

დღეს ბევრ კომპანიაში პიარ-მენეჯერის ფუნქცია შეთავსებული აქვს ჩვეულებრივ მდივანს, უკეთეს შემთხვევაში მარკეტინგის მენეჯერს. ძალიან ძნელი იქნება დაარწმუნო სხვები იმაში, რომ კოპირაიტერი განსაკუთრებული უნარებისა და მისიის მქონე სპეციალისტია. მაგრამ შენს აზრს მთლიანობაში ვიზიარებ.

გასაგებია, მაგრამ PR მენეჯერი რა შუაშია... კოპირაიტერი და PR მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ. სულ სხვადასხვა პროფესიებია (გასაგებია, რომ სფერო ერთია)

დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც გინდოდა, საქართველოში ასეა, მაგალითად: IT manager ს ეძახიან ყველაფერს დაწყებული help desk იდან დამთავრებული sysop ებით. თან ყველაფერს ერთი კაცი უნდა აკეთებდეს. აი მაგაში მართალი ხარ, რომ ძნელი იქნება კლეინტურის დარწმუნება რომ ამათუიმ ტექსტს ცალკე ადამიანი სჭირდება.

Tariel Zivzivadze

ციტატა

ასეთი ვინმე გყავს?
და თუ გყავს, ბაზარი არის ისეთი, რომ ასეთი ადამიანი შენთან ურთიერთობით დაარწმუნო?
და კიდევ,
გგონია რომ ასეთი "ზღვარზე" გაწერილი ტექსტების გაკეთებისათვის ფულს გადაიხდიან?

ასეთი ვინმე მე თვითონ ვარ, დიდი პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ეს სფერო მაინტერესებს და ტონობით ლიტერატურას ვკითხულობ ყოველდღე, ფულს გადაიხდიან თუ არა ეგ სხვა საკითხია, რომც არ გადაიხადონ ეს სფერო მე მაინტერესებს და ამ მიმართულებით ყველა ვარიანტში ვვითარდები, თუნდაც საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (ჩემი პროექტებისთვის), როგორც უკვე მიხვდი საკუთარი მოთხოვნები მაინცდამაინც ბევრი არაა და ადრე თუ გვიან ამოვწურავ, ამიტომ "გარედან" შეკვეთები ურიგო არ იქნებოდა, როგორც უკვე აღვნიშნე, თავიდან თუნდაც უფასოდ.

George Chkhikvishvili

ციტატა

ერთი სიტყვით, მე იდეას მივესალმები, მაგრამ "მარტივი ფული", ჩემი აზრით, მანდ არ იქნება.

მე თუ მკითხავ "მარტივი ფული" არც არსად არაა. მითუმეტეს ამ სფეროში, ანაზღაურება პირდაპირ არის დამოკიდებული შენს რეპუტაციაზე, რომელიც იქმნება იმისდამიხედვით თუ რამდენად ეფექტური და კრეატიული ტექსტები შეგიქმნია წარსულში.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
http://mobilephone.ge

#9 George Mickaia

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 134 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2007 - 23:44

კარგი სერვისია :) წარმატებებს გისურვებ. მაგალითად მე არ გამოვიყენებდი, იმიტომ რომ მე თვითონ შემიძლია :) შემიძლია ეს სერვისიც შევთავაზო მაგრამ თავს შევიკავებ :52:
ესეთი ტექსტი შეიძლება მივაკუთნოთ ჩემი ტექსტი: სტუდია ბარსა - "ჩვენი ნამუშევრები - არის შედეგი ამოცანების ამოხსნისა. ჩვენ ვქმნით ახალ მოდას სარეკლამო სფეროში. ჩვენი იდეა ქმნის განსხვავებას და ამ განსხვავების საფუძველზე თქვენი კომპანია ხდება წარმატებული ბრენდი" :52:
Реклама – первая в истории система господства над человеком, против которой бессильна даже свобода.

LTD USHBA DISTILLERY
Marketing Manager

T.: 700 911
M.: 877 525 011
E.: mickaia@ushba.ge

#10 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 18 November, 2007 - 23:47

Giorgi Pirtskhalava

ხომ რ გაქს პორტფოლიო ინტერნეტში?

რედაქტორი George Chkhikvishvili, 18 November, 2007 - 23:48.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#11 Giorgi Pirtskhalava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 November, 2007 - 23:34

George Chkhikvishvili
ჯერ არა, მაგრამ თუ გადავწყვიტე მაშინ შევქმნი უფასო მომსახურების საფუძველზე. :)

George Mickaia
არ გეწყინოს ეგ ძალიან შორსაა იმისგან რაზეც მე ვლაპარაკობ :(
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
http://mobilephone.ge

#12 George Mickaia

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 134 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 November, 2007 - 23:52

Giorgi Pirtskhalava
ხო ალბათ... რო დავწერე მერე კი მივხვდი :) მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ სერვისის საჭიროებას არ განვიცდი. გზა შენია და წარმატებებს გისურვებ. :(
Реклама – первая в истории система господства над человеком, против которой бессильна даже свобода.

LTD USHBA DISTILLERY
Marketing Manager

T.: 700 911
M.: 877 525 011
E.: mickaia@ushba.ge

#13 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 November, 2007 - 00:09

ცნობისათვის:
თუ გინდა რეალური მოთხოვნა დათვალო ამისათვის ...
მათგან ვინც გამოკითხვაში უპასუხებს დიახ, ხშირად მჭირდება მესამედი შეიძლება გახდეს პროდუქტის რეალური მომხმარებელი...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#14 Giorgi Pirtskhalava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 November, 2007 - 01:14

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Nov 20/07, 00:09 -ში, განაცხადა:

ცნობისათვის:
თუ გინდა რეალური მოთხოვნა დათვალო ამისათვის ...
მათგან ვინც გამოკითხვაში უპასუხებს დიახ, ხშირად მჭირდება მესამედი შეიძლება გახდეს პროდუქტის რეალური მომხმარებელი...

გავითვალისწინებ, მე უბრალოდ საერთო აზრი მაინტერესებს, თორემ ამ ფორუმზე ღმერთმა უწყის ვინ რას მონიშნავს და მერე რეალურად რას იზამს.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
http://mobilephone.ge

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share