ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

PSP-ს ინტერნეტ აფთიაქი?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 20

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,931 გამოხმაურება
32

დაწერილია 02 December, 2007 - 21:07

მთისა და მუჰამედის არ იყოს ...
"თუ თქვენ არ მიხვალთ PSP-ში, PSP მოვა თქვენთან" ...
http://www.psp.ge/index.php?m=36

მართალი გითხრათ მეცინება ... ცოტა კი არა სერიოზულად მეცინება ...
ეს ან სარეკლამო ტრიუკია [ვახ რა მაგრები ვართ, უკვე ინტერნეტითაც ვყიდით :)] ანდა დიდად არასერიოზული ნაბიჯი უნდა იყოს ...

სიამოვნებით ჩამოვწერდი რამოდენიმე არგუმენტს ... მაგრამ ეხლა არ მცალია ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,542 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 00:51

შევეშვათ ანტირეკლამას...არაეთიკურია...ეს რომ თქვენს სპონსორს გაეკეთებინა, ასე არ იტყოდით...ამაშია ძაღლის თავი დამარხული...საწყენად არ ვამბობ, ბუნებრივია...მოყვარეს პირში უთხარიო,-ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე...:)

რედაქტორი Elguja Margia, 03 December, 2007 - 00:52.

Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#3 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 03 December, 2007 - 02:26

კარგი რა ელგუჯა...ეს თუ წაიკითხე :

შეკვეთის გაკეთება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
საღამოს 17°°სთ-ს შემდეგ შეკვეთილ პროდუქციას მოგაწვდით მეორე დილით, ხოლო შაბათ საღამოს და კვირას დღის განმავლობაში შეკვეთილ პროდუქტს მოგაწვდით ორშაბათს დღის პირველ ნახევარში.
შეკვეთის დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ განსხვავებული მიწოდების დრო - 3 საათი და შესაბამის ფასად მიიღოთ სასწრაფო შეკვეთა

–ალო, ერთი "ლისტი" ანალგინი მინდა სწრაფად! და რა დამიჯდება? 10 ლარი?

ანაც...

ალო, დაიკო, ერთი ინსულინი და წყალი რა გენაცვალე, და თუ შეიძლება ცოტა მალე რა! ::):


სრული სისულელეა, იდიოტობა და ა.შ.

#4 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 09:43

რაღაც დროის განმავლობაში ან დაიხვეწება პირობები და გაამართლებს, ან ჩაიძირება... თუმცა ჯამში ვფიქრობ, რომ საინტერესო ნოვაციაა :)
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#5 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 03 December, 2007 - 10:17

საინტერესოა, განვითარებულ ქვეყნებში თუ არის მსგავსი სერვისი და რა წარმატებით სარგებლობს?
3 წლის წინ დანერგა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანია ეი-ბი-სი-მ ინტერნეტ-აფთიაქი www.apteka.ge, მაგრამ , რამდენადაც ვიცი, მისი ეფექტურობა პრაქტიკულად ნულის ტოლია

#6 Pavle Shavidze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,136 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 11:49

კარგით რა ადამიანს წამალი თუ ჭირდება მაშინ მეორე დღეს კი არ უნდა მიუტანო მალევე უნდა გაუჩინო. ეს მართლაც ანტი რეკლამასავით გამოუვიდთ.

#7 Vasil Ioramashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 12:47

www.mis.ge, აქ ვნახულობ ხოლმე თუ რამე წამალს ვერ ვშოულობ. მაგათაც უწერიათ სახლში მიტანა, მაგრამ როგორც ვიცი არავინ არ სარგებლობს ამ ოფციით.

#8 Nino Jinjolava

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 94 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 15:13

ინტერნეტ-აფთიაქი საკმაოდ გავრცელებული და აპრობირებულია საზღვარგარეთ (განსაკუთრებით აშშ-ში) და საკმაოდ მომგებიანადაც მუშაობს. განსაკუთრებული წარმატებით იყიდება ამ გზით ე.წ. ბად-ები (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) და მედიკამენტები, რომელთა ყიდვის აფიშირებაც მაინცდამაინც არ გინდა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამედიცინო საზოგადოება დიდი სიხარულით არ ეკიდება წამლების გაყიდვის ამ ხერხს. იმის გამო, რომ ინტერნეტით შეძენილი წამლის ხარისხზე არავინ აგებს პასუხს (უბრალოდ არ/ვერ კონტროლიტრდება ინტერნეტ-გაყიდვები) და დიდია ალბათობა ფალსიფიცირებული მედიკამენტი მოგყიდონ და მეორე მიზეზია თვითმკურნალობა, ანუ ნებისმიერი წამლის ყიდვა შეგიძლია ექიმის ნებართვის გარეშე (ჩვენს შემთხვევაში, უმეტესობა წამლებს ისედაც უნებართვოდ ვყიდულობთ).

პირადად მე, მივესალმები PSP-ს წამოწყებას, თუმცა ვფიქრობ უფრო მეტი მოქნილობა და დახვეწა სჭირდება.

#9 Zak Khitarishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 16:55

იხილე გამოხმაურებაEliso Kokaia, Dec 3/07, 09:17 -ში, განაცხადა:

საინტერესოა, განვითარებულ ქვეყნებში თუ არის მსგავსი სერვისი და რა წარმატებით სარგებლობს?
3 წლის წინ დანერგა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანია ეი-ბი-სი-მ ინტერნეტ-აფთიაქი www.apteka.ge, მაგრამ , რამდენადაც ვიცი, მისი ეფექტურობა პრაქტიკულად ნულის ტოლია

ინტერნეტ აფთიაქის დანერგვა არ ნიშნავს იმას რომ საიტი გახსნა და ზედ მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია დაყარო.
ასე რომ www.apteka.ge არ არის ინტერნეტ აფთიაქი, იმაში გეთანხმები რომ მისი ეფექტურობა 0-ის ტოლია :)
www.lyrics.ge
www.drive.ge

#10 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,542 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 December, 2007 - 21:24

იხილე გამოხმაურებაNino Jinjolava, Dec 3/07, 11:13 -ში, განაცხადა:

ინტერნეტ-აფთიაქი საკმაოდ გავრცელებული და აპრობირებულია საზღვარგარეთ (განსაკუთრებით აშშ-ში) და საკმაოდ მომგებიანადაც მუშაობს. განსაკუთრებული წარმატებით იყიდება ამ გზით ე.წ. ბად-ები (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) და მედიკამენტები, რომელთა ყიდვის აფიშირებაც მაინცდამაინც არ გინდა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამედიცინო საზოგადოება დიდი სიხარულით არ ეკიდება წამლების გაყიდვის ამ ხერხს. იმის გამო, რომ ინტერნეტით შეძენილი წამლის ხარისხზე არავინ აგებს პასუხს (უბრალოდ არ/ვერ კონტროლიტრდება ინტერნეტ-გაყიდვები) და დიდია ალბათობა ფალსიფიცირებული მედიკამენტი მოგყიდონ და მეორე მიზეზია თვითმკურნალობა, ანუ ნებისმიერი წამლის ყიდვა შეგიძლია ექიმის ნებართვის გარეშე (ჩვენს შემთხვევაში, უმეტესობა წამლებს ისედაც უნებართვოდ ვყიდულობთ).

პირადად მე, მივესალმები PSP-ს წამოწყებას, თუმცა ვფიქრობ უფრო მეტი მოქნილობა და დახვეწა სჭირდება.




აი, პროფესიონალური შეფასება...ჯანსაღი და გასათვალისწინებელი შენიშვნები...ერთი ხელის მოსმით არ უნდა ვცდილობდეთ ყველაფრის გაცამტვერებას...ჯერ რაღაც ახალი, საინტერესო და ინოვაციური უნდა დავინახოთ, შემდგომ საფუძვლიანად ვიმსჯელოთ და ხარვეზების გამოსწორებაზე მივუთითოთ...ასე აჯობებს...ამ პრინციპით ცხოვრებაც წარმატებული იქნება...დამერწმუნეთ...ნუ ვიქნებით მაქსიმალისტები და ყველაფერს ეჭვის თვალით ნუ შევხედავთ...მითუმეტეს, როცა საზღვარგარეთ ამისი პრაქტიკა არსებობს და ამგვარი მომსახურება წარმატებით სარგებლობს...ეს ერთგვარი ,,უცხო ხილია'' ჩვენი ფარმაცევტული ბაზრისათვის და ამდენად, სკეპტიკური განწყობაც გასაგებია...მაგრამ არა უსაფუძვლო და ყოვლადგაუმართლებელი ანტირეკლამა...ვინც ეს საუბარი წამოიწყო, იმან ჩაიხედოს გულის სიღრმეში და ალალად აღიაროს საკუთარი თავის წინაშე: არის ასეთი მიდგომა ეთიკური და პროფესიონალი მარკეტოლოგის კეთილსინდისიერების პროდუქტი?:)

რედაქტორი Elguja Margia, 03 December, 2007 - 21:26.

Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,931 გამოხმაურება
32

დაწერილია 03 December, 2007 - 21:36

Elguja Margia

ციტატა

შევეშვათ ანტირეკლამას...არაეთიკურია...ეჼbr />? რომ თქვენს სპონსორს გაეკეთებინა, ასე არ იტყოდით...ამაშია ძაღლის თავი დამარხული...საწყენად არ ვამბობ, ბუნებრივია...მოყვარეს პირში უთხარიო,-ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე...

რა შუაშია ეს ყველაფერი ... აბსურდია რაღაც ...
ეს ყველაფერი სამართლიანი კრიტიკაა და არა მიზანმიმართული კამპანია ... მე მგონი განსხვავება რთული დასაფიქსირებელი არაა ... აქ ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას
ასე რომ ნაჩქარევ დასკვნებს მოვერიდოთ ...

ხოლო არგუმენტები აქ ბევრი ჩამოითვალა და ბევრიც დაემატება კიდევ

არ შეიძლება ანტირეკლამად ჩაითვალოს "შვიდთვიანი ნახევარფაბრიკატი"-ს კრიტიკა, რომელიც ისედაც ჩავარდნისთვის არის განწირული ...
ამ თემის დაწყებისათვის PSP-მ მადლობა უნდა მოიხადოს [ეს მათთვის უფასო კონსულტაცია იქნება], აქ მისი წარმომადგენელი შემოვიდეს და კომპეტენტური მოსაზრება მოისმინოს იმის შესახებ, თუ რა და როგორ ჯობია ... ამის შემდეგ კი კიდევ ერთი დიიიიიდი მადლობა მოიხადოს, რომ უფასო რჩევები მივეცით ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#12 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,931 გამოხმაურება
32

დაწერილია 03 December, 2007 - 22:49

ოდით რამოდენიმე არგუმენტს მოვაყოლებ, თორემ შეიძლება ვერ გაგვიგონ და "მოგვხვდება" :)

1. წამლის შესყიდვა ინტერნეტით საქართველოში
აქ ითქვა, რომ საინტერესო და ინოვაციური ინიციატივაა. კი ბატონო, ვეთანხმები. აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ მსოფლიოში ეს სისტემა მუშაობს.
კარგით რა მეგობრებო. რაც მსოფლიოში მუშაობს საქართველოში მხოლოდ მაგიტომ იმუშავებს? საქართველოში რომელი ინტერნეტ მაღაზია მუშაობს ისე, რომ მოგება მოჰქონდეს? თავის თავს რომ ასწორებდეს ისეთი მაინც იცით? ესენი ყველა წამგებიანი იყო და იქნება კიდევ კარგა ხანი ...
იცით ინტერნეტით რომ პროდუქტი გაიყიდოს ის რომ "სტანდარტიზირებული" უნდა იყოს? საქართველოში ხედავთ ისეთ ბაზარს, რომ ინტერნეტით წამალი იყოდონ? წამალი კი არა დისკები არ იყიდება ინტერნეტით და წამალი გინდათ გაყიდოთ? ის რაც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისათვის? გესმით რამდენი რისკებია ამაში?
ჩემის ღრმა რწმენით 2-3 წელი მაინც დასჭირდება, რომ ეს სფერო [ინტერნეტით გაყიდვები] საქართველოში განვითარდეს. სფეროს განვითარებასთან ერთად კი შეიძლება წამალიც კი გავყიდოთ, უფრო სწორად მისი ზოგიერთი სახეობა ...

2. გადახდა პლასტიკური ბარათით
რამდენი ქართველი გადაწყვეტს ქართულ საიტზე დადოს თავისი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათის მონაცემი? და იცით საერთოდ რამდენი ქართველი სარგებლობს ინტერნეტ შესყიდვებით? ეს არ არის ქართველების მყიდველობით ქცევაში, რომ ინტერნეტით იყიდონ რამე და თან მიუთითო ბარათის მონაცემები [თან არ იცი ვინ და რაში შეიძლეაბ შენი მონაცემი გამოიყენოს]. ეს პირველ რიგში მყიდველობითი ქცევის საკითხია. ხალხი არ არის მიჩვეული ყიდვას ინტერნეტით - როგორც მყიდველობით ქცევას. ტევეშოპები და მისნებირები რომ შემოვიდა საერთოდ თავიდან გახსოვთ? არ იყო ქართველების მყიდველობით ქცევაში ის, რომ ტელევიზიაში ენახა რაღაც, მერე დაერეკა და ასე ეყიდა. ბევრმა იყიდა ასე და უმრავლესობა იმედგაცრუებული დარჩა.

3. მიწოდების პრობლემა. აფთიაქები ყოველ კუნჭულში
საერთოდ რად გინდა ინტერნეტ აფთიაქი [თუ არა იმის გასაგებად რა რა ღირს], როცა აფთიაქი ისედაც ყოველ კუთხე კუნჭულშია. დადექით სადმე ქუჩაში და დარწმუნებული ვარ თუ თავს შემოატრიალებთ ერთ აფთიაქს მაინც მოკრავ თვალს. რატომ უნდა გადავიხადო მე [რა თქმა უნდა მიწოდება უფასო არ იქნება] რაღაც თანხა ისეთ მომსახურებაში, რასაც კიდევ ბევრი სხვა უხერხულობა უკავშირდება [მომტანმა უნდა მოგძებნოს, ტელეფონით შეწუხებები, უცხო ადამიანის სახლში შემოშვება (ეს არანაკლები რისკია რომ იცოდეთ)]. დავუშვათ და კოლოფი დასვრილია, უკან როგორ დააბრუნებ? ამ ტიპის მექანიზმი აქვთ ნაფიქრი? დავუშვათ გადავიხადე და მომიტანა ადამიანმა წამალი, და აღარ მინდა ... მერე რა მოხდება? ... მოკლედ გაუთვლელია ეს მხარე მე მგონი ...

4. მომსახურების [მიტანის] ღირებულება და დრო.
დავუშვათ ერთჯერადი შპრიცი მინდა, ან შეიძლება დიდი მოცულობის წამლების რაოდენობა მინდა. მომსახურების გადასახადი მოჭრითაა თუ როგორ? შეიძლება მე ვერ შევამჩნიე. არ მგონია, რომ წამალი, თავის ფასში მოჰქონდეთ. მოდით ცოტა დავფიქრდეთ: თუ ბევრი წამალი მინდა [მაგალითად ქალაქის განაპირას მაქვს პატარა აფთიაქი და ბევრი წამალი მინდა რომ ვიყიდო], მაშინ ინტერნეტი საერთოდ არ მჭირდება. ამის მიზნობრივი აუდიტორია არის ადამიანი, რომელსაც ეხლა მე ცხვირი მაქვს გაჭედილი და მინდა დოქტორ თაისის სპრეი. მე მეზარება განძრევა, შევდივარ საიტზე, ვიხდი, და ველოდები ხვალისთვის [ხვალ კი შეიძლება სახლში არ დავხვდე. მე რავიცი ვინ როდის და რა დროს მოვა? მე ვინმე ამას მითანხმებს? მე მგონი ეს უფრო მეტ უხერხულობებს უკავშირდება ვიდრე ის, რომ მე ჩავიდე ეხლა და ჩემი კორპუსიდან 30 მეტრში მდებარე აფთიაქში ვიყიდო, ანდა საიდანმე რომ წამოვალ გამოვიარო რომელიმე აფთიაქში და იქ ვიყიდო.

კიდევ გამახსენდება რამე და ... დავწერ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#13 Maya Kapanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 December, 2007 - 13:09

მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველანაირი წამოწყება, თუნდაც წარუმატებელი მაინც მისასალმებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერში შეიძლება რაღაც ახლის დანახვა. აი მაგალითად, შეიძლება მოცემულმა წამოწყებამ წარმატება ვერ მოგიტანოს, მაგრამ უამრავ მანამდე გაუთვალისწინებელ აღმოჩენას მიაგნებ, რომელიც მერე შეიძლება სხვა საქმეში გამოგადგეს. სწავლა და გმაოცდილება ხომ ქმედებაში მოდის და არა მხოლოდ თეორიაში. თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პსპ-ს ამ საითის გაკეთება საკამოდ იაფი 1000$ დაუჯდა (როგორც მე ვიცი ტელევიზიიდან), არ უნდა იყოს ცუდი გაყიდვების ამ საშუალების მოსინჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ჯპს-ს "მწარე" მომხმარებელი გახლავართ დიდი ხანია, ამ ზღარბი ბარათის გადამკიდე, მაინც მივესალმები პსპ-ს ამ ახალ წამოწყებას და წარმატებებს ვუსურვებ.

ისე, სმაილების დაგროვების ბარათის შემოღება, მგონი დროული იყო, იმიტომ, რომ ძალიან ძალიან მუშაობს (ჩემი პირადი მაგალითით). ამ ბარათის გმაო ტუალეტის ქაღალდსაც მხოლოდ ჯპს-ში ვყიდულობ და ტან 80 ლარამდე თუ ამივიდა თანხა, 21-ისას ვიწყებ ფიქრს, რა გავაყოლო. ანუ მივეჯაჭვე ამ ჯპს-ს, რასაც ჰქვია. თუ მანამდე წელიწადში შეიძელება აფთიაქში ჰა-ჰა 200 ლარამდე დამეხარჯა, 2007-ში 2000-ზე მეტი მაქვს დახარჯული, თან გაცილებით და ეს მხოლოდ და მხოლოდ ზღარბი ბარათის გამოა (მოქმედებს ძალიან ჩემისთანა უნებისყოფოებზე :)).
Akuna M@T@T@ :)

#14 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,931 გამოხმაურება
32

დაწერილია 05 December, 2007 - 13:53

მოდით აქ მხოლოდ ინტერნეტ აფთიაქზე ვისაუბროთ
ჩემი აზრით მცდარი მოსაზრებაა, თუ ამ ინიციტივის ხარჯად მხოლოდ საიტის დამზადების ღირებულებას განვიხილავთ.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#15 Irakli Beridze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 December, 2007 - 14:09

მე აქაურ მაგალითს გეტყვით, ჰოლანდიური ფირმაა, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია გამოჩნდა ბაზარზე და საკმაოდ სერიოზული საფასო ომი გამოუცხადა კონვენციონალურ აფთიაქებს ევროპის მასშტაბით. გერმანიაში აფთიაქების ასოციაციამ სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში, რათა ეს უკანასკნელი გადასახადების გზით იგივე კონკურენტულ პირობებში ჩაეყენებინათ, როგორ თვითონ იყვნენ. რაც შეეხება რეცეპტით სავალდებულო მედიკამანეტების შეძენას, შეკვეთას ჯერ განათავსებ და მერე ფოსტით უგზავნი რეცეპტს. რეცეპტზე იმ ექიმის რეკვიზიტები წერია, ვინცა გამოწერა. ამის შემდგომ კომპანია უკავშირდება ექიმს და უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოიპოვებს მისგან. და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი 1 დღეში ხორციელდება, აქ უკვე გერმანული ლოჯისტიკის ფენომენია ჩართული, რომელიც ერთერთ უძლიერესად ითვლება მსოფლიოში. სასწრაფო წამლებსაც ყიდიან, თუმცა კლიენტს ურჩევნია მასთან ახლომდებარე აფთიაქში შეიძინოს. სერვისის მიმზიდველობა: მოხერხებული, ხაზს ვუსვამ საშუალოდ 20-30%-ით ნაკლები ფასები.

მე მგონი პსპ-ს მაგ სერვისის ამუშავება გაუჭირდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული და შესაბამისად დროის და ფულის თვალსაზრისით ბევრი ჯდება. ამიტომ ამ სერვისის თვითღირებულება კლასიკურ მეთოდთან შედარებით უფრო მაღალი იქნება. შესაბამისად სერვისის სიძვირე მნომხმარებელზე გადავა ნამეტი ფასით. შეიძლება კომპანიამ აირჩიოს ფასის ისეთი სტრატეგია, რომ თვითონ დაფაროს ეს ნამეტი ხარჯები და მომხმარებელს ისევ იგივე ფასში მაინც მიაწოდოს ინეტით საქონელი, როგორ კლასიკური მეთოდით. ეს კველაფერი ძალიან პირობითია. თუ ამ დონეზე აქვთ ამ პროექტის სენსიბელურობა დათვლილი და დაფიქსირებული აქვთ margin of safety-ს ჩარჩოები, მაშინ დიდი პატივისცემა ჩემგან.

კიდევ ერთი:

თუ ამ ინოვაციას შევადარებთ საქ-ბანკის ტაქსი-სერვისის პროექტის გაშვებას, მაშინ ცხადია, რომ საქ-ბანკი ამ სერვისზე ზუსტად იმდენ ფასს აწესებს, რომ სერვისმა უბრალოდ წაგებაზე არ დაჯდეს, დანარჩენს უკვე ბანკის სამომავლო შემოსავლები ამოქაჩავს, რომელიც ხსენებული სერვისის არსებობით უნდა გაიზარდოს (მხედველობაში მაქვს სერვისის მარკეტინგული დატვირთვა).

თუ პსპ-ს იგივე იდეა აქვს ჩადებული ამ პროექტში, მაშინ მერე უკვე დასათვლელია პროექტის cost-benefit ratio. რამდენად შეიძლება უღირდეს ფირმას ამ სტრატეგიის განხორციელება? მაგრამ თუ ვიმსჯელებთ მარტო იმ 1000$-ით, არა მგონია, მარტო ეგ იყოს პროექტის რელევანტური ხარჯი, მანდ მილიონი ანალიზია გასაკეთებელი, ეგრე ერთი ხელის დაკვრით საერთო სურათს ვერ შექმნი, რომ იმსჯელო მართლა სერიოზული წამოწყებაა ფირმისგან თუ რაღაც ფეშენის პონტში გამოუვიდათ?

#16 Nino Jinjolava

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 94 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 December, 2007 - 15:13

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Dec 3/07, 18:49 -ში, განაცხადა:

ოდით რამოდენიმე არგუმენტს მოვაყოლებ, თორემ შეიძლება ვერ გაგვიგონ და "მოგვხვდება" :)

1. წამლის შესყიდვა ინტერნეტით საქართველოში
აქ ითქვა, რომ საინტერესო და ინოვაციური ინიციატივაა. კი ბატონო, ვეთანხმები. აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ მსოფლიოში ეს სისტემა მუშაობს.
კარგით რა მეგობრებო. რაც მსოფლიოში მუშაობს საქართველოში მხოლოდ მაგიტომ იმუშავებს? საქართველოში რომელი ინტერნეტ მაღაზია მუშაობს ისე, რომ მოგება მოჰქონდეს? თავის თავს რომ ასწორებდეს ისეთი მაინც იცით? ესენი ყველა წამგებიანი იყო და იქნება კიდევ კარგა ხანი ...
იცით ინტერნეტით რომ პროდუქტი გაიყიდოს ის რომ "სტანდარტიზირებული" უნდა იყოს? საქართველოში ხედავთ ისეთ ბაზარს, რომ ინტერნეტით წამალი იყოდონ? წამალი კი არა დისკები არ იყიდება ინტერნეტით და წამალი გინდათ გაყიდოთ? ის რაც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისათვის? გესმით რამდენი რისკებია ამაში?
ჩემის ღრმა რწმენით 2-3 წელი მაინც დასჭირდება, რომ ეს სფერო [ინტერნეტით გაყიდვები] საქართველოში განვითარდეს. სფეროს განვითარებასთან ერთად კი შეიძლება წამალიც კი გავყიდოთ, უფრო სწორად მისი ზოგიერთი სახეობა ...

2. გადახდა პლასტიკური ბარათით
რამდენი ქართველი გადაწყვეტს ქართულ საიტზე დადოს თავისი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათის მონაცემი? და იცით საერთოდ რამდენი ქართველი სარგებლობს ინტერნეტ შესყიდვებით? ეს არ არის ქართველების მყიდველობით ქცევაში, რომ ინტერნეტით იყიდონ რამე და თან მიუთითო ბარათის მონაცემები [თან არ იცი ვინ და რაში შეიძლეაბ შენი მონაცემი გამოიყენოს]. ეს პირველ რიგში მყიდველობითი ქცევის საკითხია. ხალხი არ არის მიჩვეული ყიდვას ინტერნეტით - როგორც მყიდველობით ქცევას. ტევეშოპები და მისნებირები რომ შემოვიდა საერთოდ თავიდან გახსოვთ? არ იყო ქართველების მყიდველობით ქცევაში ის, რომ ტელევიზიაში ენახა რაღაც, მერე დაერეკა და ასე ეყიდა. ბევრმა იყიდა ასე და უმრავლესობა იმედგაცრუებული დარჩა.

3. მიწოდების პრობლემა. აფთიაქები ყოველ კუნჭულში
საერთოდ რად გინდა ინტერნეტ აფთიაქი [თუ არა იმის გასაგებად რა რა ღირს], როცა აფთიაქი ისედაც ყოველ კუთხე კუნჭულშია. დადექით სადმე ქუჩაში და დარწმუნებული ვარ თუ თავს შემოატრიალებთ ერთ აფთიაქს მაინც მოკრავ თვალს. რატომ უნდა გადავიხადო მე [რა თქმა უნდა მიწოდება უფასო არ იქნება] რაღაც თანხა ისეთ მომსახურებაში, რასაც კიდევ ბევრი სხვა უხერხულობა უკავშირდება [მომტანმა უნდა მოგძებნოს, ტელეფონით შეწუხებები, უცხო ადამიანის სახლში შემოშვება (ეს არანაკლები რისკია რომ იცოდეთ)]. დავუშვათ და კოლოფი დასვრილია, უკან როგორ დააბრუნებ? ამ ტიპის მექანიზმი აქვთ ნაფიქრი? დავუშვათ გადავიხადე და მომიტანა ადამიანმა წამალი, და აღარ მინდა ... მერე რა მოხდება? ... მოკლედ გაუთვლელია ეს მხარე მე მგონი ...

4. მომსახურების [მიტანის] ღირებულება და დრო.
დავუშვათ ერთჯერადი შპრიცი მინდა, ან შეიძლება დიდი მოცულობის წამლების რაოდენობა მინდა. მომსახურების გადასახადი მოჭრითაა თუ როგორ? შეიძლება მე ვერ შევამჩნიე. არ მგონია, რომ წამალი, თავის ფასში მოჰქონდეთ. მოდით ცოტა დავფიქრდეთ: თუ ბევრი წამალი მინდა [მაგალითად ქალაქის განაპირას მაქვს პატარა აფთიაქი და ბევრი წამალი მინდა რომ ვიყიდო], მაშინ ინტერნეტი საერთოდ არ მჭირდება. ამის მიზნობრივი აუდიტორია არის ადამიანი, რომელსაც ეხლა მე ცხვირი მაქვს გაჭედილი და მინდა დოქტორ თაისის სპრეი. მე მეზარება განძრევა, შევდივარ საიტზე, ვიხდი, და ველოდები ხვალისთვის [ხვალ კი შეიძლება სახლში არ დავხვდე. მე რავიცი ვინ როდის და რა დროს მოვა? მე ვინმე ამას მითანხმებს? მე მგონი ეს უფრო მეტ უხერხულობებს უკავშირდება ვიდრე ის, რომ მე ჩავიდე ეხლა და ჩემი კორპუსიდან 30 მეტრში მდებარე აფთიაქში ვიყიდო, ანდა საიდანმე რომ წამოვალ გამოვიარო რომელიმე აფთიაქში და იქ ვიყიდო.

კიდევ გამახსენდება რამე და ... დავწერ ...


აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინტერნეტ გაყიდვების მომგებიანობა ჯერ კიდევ შორსაა საქართველოში, თუმცა თუ არ დავიწყებთ არაფერი გამოვა, თანაც მე მგონი დროა დავიწყოთ, იმიტომ რომ საკმაოდ აუთვისებელი ბაზარია. იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ PSP მადლიერი უნდა იყოს ამ თემის ასე საჯარო განხილვით, ეს ფაქტიურად უფასო კონსულტაციაა. ეხლა რაც შეეხება პლასტიკურ ბარათს, - მე ვარ ის ქართველი ვინც სარგებლობს პლასტიკური ბარათით ინტერნეტ შესყიდვებისთვის, უფრო მეტიც, სპეციალურად მაქვს ამისთვის პლასტიკური.

რაც შეეხება, ფასები და აფთიაქი, რომ ისედაც ხელმისაწვდომია, - მართალია ყველგანაა აფთიაქი, მაგრამ როცა სახლში, ან ოფისში ზიხარ და შენთვის წყნარად ათვალიერებ პროდუქციას და მის ფასებს, მე მგონი უფრო მოსახერხებელია. ხოლო, მიწოდებას რაც შეეხება, არის ხოლმე შემთხვევები, როცა სახლიდან ვერ გადიხარ ავადმყოფობის გამო და არც არავინ გყავს რომ გააგზავნო, მე მგონი სწორედ ეს შემთხვევა გაითვალისწინეს პე-ეს-პეს ინტერნეტ აფთიაქის შემთხვევაში. რაც შეეხება წამლის უკან დაბრუნებას, - საქართველოს კანონით მედიკამენტების შესახებ, აფთიაქს ეკრძალება გაყიდული საქონლის უკან მიღება. თუ ასეთი ფაქტი იცით, მე გირჩევთ, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და აღარ ისარგებლოთ იმ აფთიაქის მომსახურებით.

შემდეგი საკითხია მომსახურების დრო და რაოდენობა.
რაც შეეხება დროს, ერთი დღე მართლაც ბევრია, მაგრამ საერთოდ არაფერს ჯობია. ხოლო რაც შეეხება რაოდენობას, - არა მგონია პე-ეს-პეს ეს მომსახურება საბითუმო ვაჭრობაზე გაეთვალა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მყიდველი გარკვეული შეღავათებით სარგებლობს და ინტერნეტ-აფთიაქი ამ შეღავათებს არ ითვალისწინებს. ეს მომსახურება ჩემი აზრით უფრო საცალო ვაჭრობაზეა გათვლილი.

მე პირადად ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს ამ მომსახურებასთან, მაგრამ თავს შევიკავებ ვინაიდან ერთადერთია და ახალია და მიმაჩნია, რომ ახალ წამოწყებებს უნდა მივესალმო, ხარვეზებს კი ბაზარი თავად დახვეწს.

#17 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 06 December, 2007 - 00:57

ახლა ავათ ვარ. წამლები რომ მჭირდებოდა, ვურეკავდი აფთიაქს და მოჰქონდათ სახლში სამშაო დღის მერე (18-19 საათი) ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. ჩემი აზრით ძალიან კაი რამეა. ამას გერმანიაში ნებისმიერი აფთიაქი აკეთებს. კარგია საქართველოშიც თუ დანერგდა ასეთი სერვისი.

ინტერნეტ აფთიაქები კი დასავლეთის ქვეყნებში მართლაც გავრცელებულია, როგორც ეს აქ უკვე აღნიშნეს. გაგებული მაქვს, ზოგს ექსპერტული სისტემებიც კი უყენიაო, სიმპტომების მიხედვით წამალი რომ შემოგთავაზოს. პირადად მე არასოდეს მისარგებლია ამ სერვისით.
Der Gott ist tot!

#18 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,931 გამოხმაურება
32

დაწერილია 08 December, 2007 - 22:36

მსჯელობას ვავითარებთ და პარალელურად შესაძლოა ახალ-ახალი "აღმოჩენები" გავაკეთოთ

ეხლა მოდი ერთი 5 წლით წინ გავიხედოთ ... რა იქნება 5 წლის შემდეგ ამ ბიზნესში საქართველოში?

ჩემი აზრით დროთა განმავლობაში თუ ამ მომსახურების [წამლის ინტერნეტით შესყიდვა] აქტიური მარკეტინგი განხორციელდა შეიძლება მყიდველობითი ქცევაც შეიცვალოს [ხალხი დროთა განმავლობაში შეიძლება ენდოს ამ ტიპის მომსახურებას], ხალხმაც შეიძლება თანდათანობით ჩვევად აიღოს ბარათის ინტერნეტში გამოყენება [ჩემი აზრით 2-3 წელზე მეტი არ უნდა გვაშორებდეს ამ სფეროს აქტიურ განვითარებას საქართველოში], შესაძლოა წამლის მიწოდების დროც და ფასიც იმდენად ქვემოთ ჩამოვიდეს, რომ ეს ბევრმა ადამიანმა შეძლოს ...

თუ PSP-ს მცდელობას განვიხილოთ კონკრეტულ ბაზარზე პირველობის დაფიქსირებას და კონკურენტებისათვის დასწრებას + რეპუტაციის შექმნას სამომავლოდ მოგების მიღების მიზნით [მოკლევადიანში მოგებას რომ ვერ მიიღებს ეს ცხადზე ცხადია] მაშინ მთავარი შეკითხვა სხვა უნდა დავსვათ ... იქნება კი მომავალში მაინც ეს ბიზნესის ერთეული იმდენად მომგებიანი, რომ დღეს შეხვიდე და კონკურენტებს დაუხშო გზა ამ ბიზნესში შესვლისაკენ?

მაგალითისათვის:
თავის დროზე ერთჯერადი საპარსების ბაზარი რომ გაჩნდა ჯილეტმა ამ ბაზარზე მისთვის წამგებიანი პროდუქტი შეიტანა იმიტომ, რომ კონკურენტმა ამ ბაზარზე დასწრო და იგი კიდევ უფრო რომ არ განვითარებულიყო. ჯილეტი ყოველ გაყიდულ პროდუქტზე აგებდა, მაგრამ სამაგიეროდ არ მისცა კონკურენტს ამ ბაზარზე გაჯეჯილების საშუალება, ბაზარზე, რომელიც დღეს უკვე ძალიან დიდია [ბოდიშს ვიხდი, რომ ციფრები არ მაქვს] ... ფასი, რომელიც თავის დროზე ჯილეტმა გადაიხადა ნამდვილად ღირდა იმად, რომ კონკურენტი გაეჩერებინა [თუ არ ვცდები BIG]

შეიძლება რაღაც მსგავსს გეგმავს PSP-ც

ასეა თუ ისე,

ეს არის ინიციატივა, რომელსაც მხოლოდ ასეთი ძლიერი [რესურსების მქონე] კომპანია თუ წამოედებოდა ...
თან რამდენადაც გავიგე ავერსსაც ჰქონდა მსგავსი ჩაფიქრებული და ნეტა დასწრებაზე წავიდა საქმე?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#19 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,931 გამოხმაურება
32

დაწერილია 18 January, 2008 - 23:15

საინტერესოა ეს როგორ მუშაობს
http://reda.ge/index.php?option=com_conten...w&Itemid=28
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#20 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 January, 2008 - 00:04

იხილე გამოხმაურებაZurab Alavidze, Dec 3/07, 01:26 -ში, განაცხადა:

კარგი რა ელგუჯა...ეს თუ წაიკითხე :

შეკვეთის გაკეთება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
საღამოს 17°°სთ-ს შემდეგ შეკვეთილ პროდუქციას მოგაწვდით მეორე დილით, ხოლო შაბათ საღამოს და კვირას დღის განმავლობაში შეკვეთილ პროდუქტს მოგაწვდით ორშაბათს დღის პირველ ნახევარში.
შეკვეთის დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ განსხვავებული მიწოდების დრო - 3 საათი და შესაბამის ფასად მიიღოთ სასწრაფო შეკვეთა

–ალო, ერთი "ლისტი" ანალგინი მინდა სწრაფად! და რა დამიჯდება? 10 ლარი?

ანაც...

ალო, დაიკო, ერთი ინსულინი და წყალი რა გენაცვალე, და თუ შეიძლება ცოტა მალე რა! ::):


სრული სისულელეა, იდიოტობა და ა.შ.



:D :) არა, ზუკა რას ლაპარაკობ. ეგენი შსს-თან თანამშრომლობენ? ფარული მიყურადება იმათი, აფთიაქის დავალება კიდევ ნარკომანების გამოვლენა იქნება? მისამართები და ვსიო ტაკოე...
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share