ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

იმპრესიონიზმი, რომანტიზმი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 38

#21 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 May, 2008 - 19:49

და იქნებ ახსნა ფედერალიზმი იმ სამს როგორ უკავშირდება?
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#22 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 13 May, 2008 - 19:30

Tamar Baratashvili

რაღაცნაირად... შიგნიდან... სიღრმისეულად... ისევე, როგორც როკი და იმპრესიონიზმი, როკი და რომანტიზმი...

#23 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 May, 2008 - 20:19

აღმოვაჩინე, რომ იმპრესიონიზმის ისტორია არ დამიწერია.... აი ინებეთ:

იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme), მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.

წარმოშობა
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).

მეთოდი
იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

იმპრესიონისტები :
ბაზილი, ფრედერიკ
კაიებოტი, გუსტავ
კასატი, მარი
სეზანი, პოლ
დეგა, ედგარ
გიიომენი, არმან
მანე, ედუარ
მონე, კლოდ
მორიზო, ბერტა
პისარო, კამილ
რენუარი, პიერ-ოგიუსტ
სისლეი, ალფრედ

ეს კი რომანტიზმი:

რომანტიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთის მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორეს მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

რომანტიზმი ლიტერატურაში
ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში. რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში. ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: "პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში", ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება. ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი. გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის ( შატობრიანის რენე, კონსტანის ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.

რომანტიკოსი მწერლები
ნოვალისი, ლესინგი, გოეთე, ბაირონი, შილერი, უოლტერ სკოტი, შელი, თომას მური, შატობრიანი, მადამ დე სტალი, ვიქტორ ჰიუგო, ალექსანდრე დიუმა, ჟორჟ სანდი, ლამარტინი, ალფრედ დე მიუსე, ალფრედ დე ვინი, პროსპერ მერიმე, ედგარ ალან პო, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი

რომანტიზმი ხელოვნებაში
რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისასდმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.

რომანტიკოსი მხატვრები და მოქანდაკეები
ეჟენ დელაკრუა, თეოდორ ჟერიკო, ფრანცისკო გოია, ანტუან ჟოზეფ ვიერცი, ადოლფ ფონ მენზელი, გასპარ დავიდ ფრიდრიხი.

რომანტიზმი მუსიკაში
რომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავისინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია . მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.

რომანტიკოსი კომპოზიტორები
ბეთჰოვენი, ვინჩენცო ბელინი, ჰექტორ ბერლიოზი, ჟორჟ ბიზე, ალექსანდრე ბოროდინი, იოჰანს ბრამსი, ფრედერიკ შოპენი, პოლ დუკასი, ედუარდ გრიგი, ფრანც ლისტი, გუსტავ მალერი, ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი, ფრანც შუბერტი, რობერ შუმანი, ალექსანდრე სკრიაბინი, პეტრე ჩაიკოვსკი, რიჩარდ ვაგნერი, კარლ მარია ფონ ვებერი.


ვიკიპედიიდან ამოღებულია, და ქართულად ბევრი არ წერია მანდ..

რედაქტორი Tamar Baratashvili, 23 May, 2008 - 20:25.

Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#24 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 May, 2008 - 21:55

შენ გაიხარე, თამარა, რომ არ დაიზარე და განგვანათლე

იმპრესიონისტები და რომანტიკოსები არ დაგივიწყებენ ამ ამაგს! :biggrin:

#25 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 May, 2008 - 17:19

იმედი მაქვს ამ არ დავიწყების იმიტომ, რომ მეც რომანტიკოსი ვარ სულით, და ეს ადრეც მითქვამს...
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#26 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 28 May, 2008 - 10:39

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, May 27/08, 17:19 -ში, განაცხადა:

იმედი მაქვს ამ არ დავიწყების იმიტომ, რომ მეც რომანტიკოსი ვარ სულით, და ეს ადრეც მითქვამს...


თამარ, შენ მეგობრობის დღიურიც გექნება აუცილებლად, შიგ გამხმარი ვარდებით და ლექსებით

#27 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 May, 2008 - 17:05

ვარდები სამწუხაროდ არ მაქვს... ლექსებით ჯერ კიდევ ივსება... და რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრები სხვა დღიურში წერენ.... და კიდევ ცალკე მაქვს ჩემთვის, სადაც მხოლოდ მე ვწერ, მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად, ასე თქმა თუ შეიძლება, და კიდევ მაქვს, სადაც ჩემი ჩანახატები მიწერია. ჯერჯერობით ცხრა ჩანახატია... და, სხვათა შორის, ამ ჩანახატებს კონფერენციაზე დავდებ... :=D>:
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#28 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 30 May, 2008 - 20:26

დააა რომანტიკოსები რად არ ჩამოგითვლიათ? ჩტო, ნი ზნაიწე? ან თუნდაც როკერები :biggrin:

#29 Elina Glakhashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 115 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 June, 2008 - 11:12

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, Dec 7/07, 20:56 -ში, განაცხადა:

მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ მოგწონთ რომანტიზმი, იმპრესიონიზმი.
მე თვითონ ვსწავლობ პირველ კურსზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მე-11 კლასში ვისწავლეთ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები, და მაშინვე ჩამივარდა სიყვარული იმპრესიონიზმის მიმართ. და რაც შეეხება რომანტიზმს, მე ბუნებით რომანტიკოსი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი როკის სტილის სურათი მიყენია.



ბოლო პერიოდში პოპ-არტმა გამიტაცა უფრო, და ექსპრესიონიზმმა. იმპერსიონიზმი უფრო ადრე მომწონდა, არა ეხლაც მომწონს, მაგრამ არჩევანის საშუალება მომ მომცე პირველი 2 მირჩევნია. :biggrin:

#30 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 June, 2008 - 12:08

იხილე გამოხმაურებაZura Metreveli, May 30/08, 20:26 -ში, განაცხადა:

დააა რომანტიკოსები რად არ ჩამოგითვლიათ? ჩტო, ნი ზნაიწე? ან თუნდაც როკერები :D

უბრალოდ არ მინდოდა რომ შემშლოდა... ზუსტად მართლა არ ვიცი... და იქნება თქვენ დაგვისახელოთ რომანტიკოსები?
როკერებს რაც შეეხება, იმდენია, რომ კონფერენცია მათი სახელებით გაივსება და სხვა პოსტებისათვის ადგილი აღარ იქნება...
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#31 Elina Glakhashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 115 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 June, 2008 - 12:58

რომანტიკოსი მწერლები: გოეთე, ბაირონი, ჰიუგო, დიუმა, სკოტი, პუშკინი, ლერმონტოვი, ალ. ჭავჭავაძე, ორბელიანი, ბარათაშვილი...
მხატვრებიდან გოია ვიცი მარტო, რადგან სხვა არ მახსენდება :D

#32 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 June, 2008 - 20:27

ბარათაშვილი........ მე მიგულისხმე ალბათ..... :D
ნიკოლოზ ბარათაშვილი მართლა ძალიან მომწონს. გალაკტიონი არაა რომანტიკოსი??
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#33 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 June, 2008 - 09:55

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, Jun 6/08, 20:27 -ში, განაცხადა:

გალაკტიონი არაა რომანტიკოსი??


აჰ, არა, გალაკტიონი რომანტიკოსი კი არა იმპრესიონისტია!

#34 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 11 June, 2008 - 16:25

თქვენ ცდებით, ო, ნისლისფერო ბანოვანო... გალქატიონი ის ... ის სულაც არაა არც რომანტიკოსი... არც იმპრესიონისტი... ის როკერია!!!

თუნდაც თმა-წვერი აიღეთ მისი... :)

არა რა, ბლიად, უნდა გავექცე ჯორჯიას :D

#35 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 June, 2008 - 15:28

ბატონო ზურა, ჯორჯიამ რაღა დაგიშავათ, ისეთი წყნარი და ნაზია....
მე თავს უფლებას მივცემ და შეგეკამათებით გალაკტიონის თაობაზე...... გალაკტიონი როკერი არაა!!!!!!!!!!!!! ჩემი აზრია, როგორც ყოველთვის......
როკს რაც შეეხება, ჩემ ძმას ისეთი კარგი კომპოზიციები აქვს შექმნილი, და უკვე ჯგუფშიც უკრავენ.... ხო მაგარია??
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#36 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 July, 2008 - 00:46

კლოდ მონეს ერთ-ერთი ნამუშევარი

გამოქვეყნებული სურათი

რედაქტორი Tamar Baratashvili, 02 July, 2008 - 00:49.

Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#37 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 02 July, 2008 - 18:26

კონფერენციას პავლეს უკვდავი სული არ შორდება

#38 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 July, 2008 - 21:33

ბატონო ზურა, და პავლე ვინ არის, რომ მისი უკვდავი სული კონფერენციას არ შორდება????
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#39 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 07 July, 2008 - 14:57

Tamar Baratashvili


არ დადიოდი შენ მაშინ ::-??:



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share