ნახტომი

- - - - -

დავით უსუფაშვილი

გამოხმაურებათა რაოდენობა: 281

#41 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 10:26

ციტატა

ლეიბორისტები ძალიან კი არ გვანან რესპუბლიკელებს

ლაბორისტები ვერასიდეს ვერ დაემსგავსებიან რესპუბლიკელებს, ისევე როგოც ნათელაშვილი ვერასოდეს ვერ დაემსგავსება უსუფაშვილს და პირიქით, რადგან მოყოლებული დაარსებიდან, განსაკუთრებით კი ახლა უსუფაშვილის ლიდერობით რესპუბლიკური პარტია საუბრობდა და ისაუბრებს რეალურ ხოვრებისეულ ფაქტებზე, ახალ მიმართულებებზე, სტრატეგიულ ხედვებზე, თანამედროვე სოფლიოშ საქართველოს როლზე, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის კონკრეტულ გეგმებზე და არა ნათელაშვილივი და ლეიბორისთებივით ,,დიადი ნათელაშვილის - როგორც მხსნელის და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზის პარტიის ლიდერის" მესიანურ როლზე, რომ თუ არა ლეიბორისტები და ნათელაშვილი ( უფრო სწორედ პირიქით) ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს? ვთქვათ დავუჯეროთ რომმართლაც ასეა. მოდი დავსავათ შეკითხვა-როგორ? გგონიათ, რომ ამაზე ნორმალურ პასუხს მიიღებთ?

თუ როდესმე გსმენიათ ლეიბორისტების მიერ გამოთქმული მოსაზრება ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე? საინვესტიციო გარემოს გაუმჯობსებაზე? ქვეყნის მმართველობის ფორმაზე? მე არა. აი რესპუბლიკელებისგან კი მსმენია ესეც და ამაე მეტიც, მერე რა რომ თვალებს არ გვთხრიან ტელევიზორიდან უსუფაშვილი და რესპუბლიკელები და ყოველდღე მთავრობის დამხობისაკენ არ მოგვიწოდებენ, ამიტომ მათ არ უნდა მოვუსმინოთ? თუმცა ალბათ ამ გარდამავალ ეტაპზე ხალხს შოუმენი პოლიტიკოსები, ან კლოუნების ყურება ურჩევნია, პირველ შემთხვევაში ხელისუფალ საკაშვილს, ხოლო მეორე შემთხვევაში ამხანაგ ნათელაშვილს ვგლისხმობ. მაგრამ ეს გარდამავალი ეტაპია, მალე ისწავლის ხალხი ტექნოკრატების დაფასებას.

#42 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 11:37

ციტატა

მალე ისწავლის ხალხი ტექნოკრატების დაფასებას.
ამ საკითხში ვერ ვიქნებოდი შენსავით ოპტიმისტი. :blink:
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#43 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 14:04

ციტატა

ამ საკითხში ვერ ვიქნებოდი შენსავით ოპტიმისტი.

ლეიბორისტების ,,წარმატეულ ქმედებებში" ხომ ხარ ოპტიმისტი :) :) :)

#44 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 14:07

George Abashishvili

ციტატა

ლეიბორისტების ,,წარმატეულ ქმედებებში" ხომ ხარ ოპტიმისტი
ვიმეორებ, ამ საკითხებში, შენგან განსხვავებით ვარ სრულიად ნეიტრალური. :) ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს და ეს რესპუბლიკელების ხელით გაკეთდება, ლეიბორისტების, თუ ნაციონალების, ჩემთვის სულ ერთია. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#45 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 14:14

ხოლო რაც შეეხება, ჩემს პირად პოლიტიკურ შეხედულებებს, ისინი შენ იცი: ლიბელარული საბაზრო ეკონომიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა 2 პალატიანი პარლამენტით, შესაბამისად სერიოზული უფლებების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობა, ქვეყნის მართვა მაქსიმუმ 3-4 პარტიის მიერ (რომლებიც უფრო ცენტრისტული ტიპის იქნებიან), არავითარი ბლოკები არჩევნებისთვის და ა.შ.
როგორც ალტერნატივა, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქვეყანა მართოს ერთიანმა ეროვნულმა კონგრესმა.

რედაქტორი Lasha Shamatava, 20 May, 2005 - 14:16.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#46 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 14:33

ციტატა

ქვეყანა მართოს ერთიანმა ეროვნულმა კონგრესმა

ცოტა ვერ გავიგე?

#47 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:18

ციტატა

ჰოდა უნდა დავუფასოთ ლეიბორისტებს (რაც არ უნდა პოპულისტური სტილის პარტია იყოს) ის, რომ მუდმივად უარს ამბობდნენ რაიმე ბლოკში გაერთიანებაზე სწორედ ამ მოსაზრებებით.

დააკვირდი ამ პერიოდში ვინ საუბრობდა ლეიბორისტებთან დაბლოკებაზე და გამოიტანე დასკვნა, გახსოვს ერთ-ერთ რუბრიკაში მე უსუფაშვილზე გესაუბრე, ეს იმ პერიოდში, როდესაც მაისაშვილმა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ,,დაინახა" და ლეიბორისტებთან სცადა დამეგობრება. ვეცდები ქვემოთ გაგახსენო მაშინდელი საუბარი:

#48 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:22

George Abashishvili

ციტატა

დააკვირდი ამ პერიოდში ვინ საუბრობდა ლეიბორისტებთან დაბლოკებაზე
დაბლოკებას და შეხვედრებს ერთმანეთში ნუ ურევ. :) ლეიბორისტებმა თავიდანვე გამორიცხეს საარჩევნო ბლოკის შექმნა. ხოლო ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციების თემატური გაერთიანება ჩვენს ხელისუფლებას ოპონირებისთვის ჰაერივით სჭირდება, თორემ ცოტა ხანში დაუკრეფავში გადავლენ. :)

რედაქტორი Lasha Shamatava, 20 May, 2005 - 17:22.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#49 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:24

კარგი დავარქვათ ამას კონსულტაციები, მაგრამ ღირს კი ისეთ ადამიანებთან მოლაპარაკება ( და არა დალაპარაკება) როგორიც ნათელაშვილია?
მე მაინც გავიხსენებდი წინა საუბრებს.
ბევრი ძახილის ნიშანი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უსუფაშვილისნაირი და კიდევ უკეთესი პიროვნებები გვინდა. ესაა ქართული პოლიტიკური ცხუვრების საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადასვლის სერიოზული წინაპირობა, შემდგომში სწორედ უსუფაშვილისნაირმა ხალხმა და მათზე კიდევ უფრო ახალგაზრდებმა ქართულ პოლიტიკა უნდა ჩააბარებინონ უნივერსიტეტში, შემდგომ მაგისტრატურაში და ა.შ. მთავარია, თითოეულ ქართველ პოლიტიკოს და საზოგადოებრივ მოღვაწეს გათავისებული ჰქონდეს ის, რომ ,,სწავლა ნამდვილად სიკვდილამდეა" და არ გველაპარაკებოდეს იმ ტონით, რომ ,,მე ყველაფერი ვიცი შვილო და შენ უნდა დამიჯერო, თუნდაც იმიტომ, რომ მე ამერიკაში ვიყავი და შენზე მაგარი ვარ და ა.შ." ჩემი აზრით ასე გვესაუბრებიან მაპატიეთ მაგრამ ,,ორიენტაცია დაკარგული" პოლიტიკოსები ნათელაშვილისა და მაისაშვილის სახით. დააკვირდით თითოეულ მათგანს, ქვეცნობიერად და გაცხადებულადაც მათი მთავარი მიზანი პრეზიდენტობაა (ღმერთმა გვაშოროს), გახსოვთ როდესმე უსუფაშვილისგან მსგავსი ამბიციური განცხადებები?

კიდევ ერთი გამოკვეთილი უპირატესობა აქვს უსუფაშვილს მაისაშვილთან შედარებით: დათო ნათელაშვილთან არასდროს მივა, ისევე როგორც თავისთან არ მოუშვებს მას, არა იმიტომ, რომ ამპარტავანია, არამედ იმიტომ, რომ წყლის ნაყვას არ დაიწყებს, ან თუნდაც იმიტომ, რომ მას არ დაემსგავსება.

#50 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:26

ციტატა

ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციების თემატური გაერთიანება

ამ სეკითხვაზე ადრეც გიპასუხე და გავიმეორებ:

მეგობრობა ერთია და პარტნიორობა მეორე. კიდევ ერთი ნათელაშვილთან დალაპარაკება შეიძლება, ხოლო მოლაპარაკება არა.
გსაგებია, რომ გვინდა ცალ-ცალკე ერთად აღებული ჩვენთვის პარივსაცემი პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები ერთად ვიხილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი თუ ქცევა - პოლიტიკური პლურალიზმი, ურომლისოდაც დემოკრატიაზე საუბარი უბრალოდ დროის კარგვაა. ზოგადად კი ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, ქართველი ერის მართლაც სიამაყენი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი მწერლები და საზოგადო მოღვაწნი საკმაოდ დაპირისპირებლნი იყვნენ ერთმანეთთან, ეს ფაქტი არ ჩანს სასკოლო ლიტერატურის სახელმძღვანელოებში, თუმცა კარგად ჩანს მათ მიერ ერთმანეთისათვის მიწერილ წერილებში, იმ დროის გაზეთებში და სხვადასხვა არცთუ დიდი ტირაჟის მქონე ლიტერატურაში. მათ დაპირისპირებას საქვეყნო საქმე არ წაუხდენია, თუმცა იმ დროის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ნამდვილად გაამრავალფეროვანა. ასე რომ მე არ მინდა, ყველა ერთად იდგეს და ერთნაირად ლაპარაკობდეს, პრინციპში ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და ალბათ თუ იარსებებს მაშინ დემოკრატიის ნაცვლად სხვა რამის ,,შენება" მოგვიწევს.

#51 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:28

ციტატა

ლეიბორისტებმა თავიდანვე გამორიცხეს საარჩევნო ბლოკის შექმნა.

ისე ხომ კარებს უმტვრვდნენ (ყოველ შემთხვევაში ნორმალურები)>

#52 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:35

George Abashishvili

ციტატა

ქვეყანა მართოს ერთიანმა ეროვნულმა კონგრესმა
ცოტა ვერ გავიგე?
ერთიანი ეროვნული კონგრესი წარმომიდგენია გარდამავალ (დროებით) ინსტიტუტად, რომელიც იფუნქციონირებს 1, მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში. მასში უნდა შევიდეს წარსულში მოქმედი პოლიტიკოსები (ყველა წინა მოწვევის პარლამენტის წევრები), ახლანდელი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები (1 ან მეტი, წინა არჩევნებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით), ყველა მოქმედი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი (1 კაცი), მოქმედი მინისტრები და მათი მოადგილეები, სასწავლებლების რექტორები, სტრატეგიული ობიექტების ხელმძღვანელები, ყველა დარგის წამყვანი სპეციალიტები და ა.შ.
საერთო ჯამში გამოვა 1500-2000 კაცი.
მათ უნდა გააკეთონ პოლიტიკური ანალიზი და შემდეგ შეფასება მისცენ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის შესახებ, პრაქტიკულად უნდა მიიღონ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, დანიშნონ ახალი არჩევნები და დაამტკიცონ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ჩაატარებს ამ არჩევნებს. თუ ეყოფათ კომპეტენცია, კონსოლიდაცია და კოორდინაცია, შეიძლება ტენდერიც გამოაცხადონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე და დანიშნონ გამარჯვებული პროგრამის შემსრულებელი მინისტრთა კაბინეტი და ა.შ.

რედაქტორი Lasha Shamatava, 20 May, 2005 - 17:36.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#53 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:43

გადავირიე! რას ლაპარაკობ, ეს ნონსესია, გამორიცხულია 1500-2000 კაცის ერთად მუშაობა, დამიჯერე წინა პარლამენტების შემყურე, როცა 200-235 კაცი ვერ მუშაობს ერთად. მგონი ეს არ ივარგებს, მითუმეტეს მთლად ასე არ გვიჭირს.

#54 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 17:45

ან ამ 1500 - 2000 კაცის არჩევა როგორ წარმოგიდგენია, ასე:, ესენი კარგი კაცებია არიან და დავსვათ კონგრესშიო, თუ გჯერა, რომ მაგალითა ვახტანგ გოგუაძეს Dღეს 3 კაცზე მეტი მისცემს ხმას? არადა ადრინდელ პარლამენტში თანამდებობის კაცი იყო.

#55 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 18:18

George Abashishvili

ციტატა

გადავირიე! რას ლაპარაკობ, ეს ნონსესია, გამორიცხულია 1500-2000 კაცის ერთად მუშაობა, დამიჯერე წინა პარლამენტების შემყურე, როცა 200-235 კაცი ვერ მუშაობს ერთად. მგონი ეს არ ივარგებს, მითუმეტეს მთლად ასე არ გვიჭირს.

ციტატა

ან ამ 1500 - 2000 კაცის არჩევა როგორ წარმოგიდგენია, ასე:, ესენი კარგი კაცებია არიან და დავსვათ კონგრესშიო, თუ გჯერა, რომ მაგალითა ვახტანგ გოგუაძეს Dღეს 3 კაცზე მეტი მისცემს ხმას? არადა ადრინდელ პარლამენტში თანამდებობის კაცი იყო.

ნუ ახლა, კარგად მიხვდი, რომ ისინი ერთად ერთ დარბაზში ვერ დაჯდებიან და არც კენჭი უნდა უყარონ ახლანდელი პარლამენტარებივით რაღაც კანონებზე წაუკითხავად. :)
სინამდვილეში მათ უნდა მიიღონ ერთობლივი რეზოლუციები ფუნდამენტალურ საკითხებზე და გაუშვან ის შესაფასებლად საზოგადოებაში.
თავად წინადადებებიც სხვადასხვა რეზოლუციებზე უნდა წამოვიდეს საზოგადოებისაგან.
ხოლო შემდეგ კონკრეტულ რეზოლუციას მიიღებენ სხდომის დამსწრეთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხოლო სხდომაზე დაესწრება ის, ვინც ჩათვლის, რომ აქვს შესაბამისი კომპეტენცია გარკვეულ საკითხებში.
შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ ეს ძალიან ძნელი და რთული საქმეა, მაგრამ სინამდვილეში თავად კონგრესის წევრთა კომპეტენციაზე ყველაფერი ეს დამოკიდებული. ხოლო 1500 ჭკვიანი და მთელ რიგ საკითხებში კომპეტენტური ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ძნელი მოსაძებნი არ არის...

რედაქტორი Lasha Shamatava, 20 May, 2005 - 18:24.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#56 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 May, 2005 - 18:24

მოდი კონგრესის საკითხზე ძალიან ნუ ჩავიციკლებით, იმიტომ, რომ მისი მოწვევის შესანიშნავი შანსი 2003 წლის რევოლუციის შემდეგ იყო და არ გაკეთდა. აწი ამის შანსი მხოლოდ მაშინ გვექნება, თუკი დღევანდელ ხელისუფლებასაც შევარდნაძესავით გავრეკავთ.
და მეორე, მე ვთქვი, რომ როგორც ალტერნატივას, ისე განვიხილავ ერთიან ეროვნულ კონგრესს და არა როგორც აუცილებელს...
აუცილებლად კი მიმაჩნია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე გრძელვადიანი ტენდერის გამოცხადება...თორემ დღეს ვინ რას აკეთებს და რა მიზნით, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ძალიან გაუგებარია. შეიძლება იმდენად გაუგებარი არ არის, რამდენადაც მკაცრად არ არის ჩამოყალიბებული თუ ვინ რა პროცესზე აგებს პასუხს. ხოლო მიშა რომ ყველაფერზე არ უნდა აგებდეს პასუხს, ამაში ალბათ დამეთანხმები...

რედაქტორი Lasha Shamatava, 20 May, 2005 - 18:25.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#57 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 May, 2005 - 08:29

ლაშა, რადგან ამ რუბრიკას დავით უსუფაშვილი დავარქვი, მაინტერესებს ამ პიროვნების შენეული შეფასება და მისი ზოგადი შედარება სხვა ლიდერებთან, შენ ასეთი ანალიზი საკმაოდ კარგად გეხერხება :)

#58 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 May, 2005 - 18:04

George Abashishvili

ციტატა

ლაშა, რადგან ამ რუბრიკას დავით უსუფაშვილი დავარქვი, მაინტერესებს ამ პიროვნების შენეული შეფასება და მისი ზოგადი შედარება სხვა ლიდერებთან, შენ ასეთი ანალიზი საკმაოდ კარგად გეხერხება
გმადლობ გიორგი. მაგრამ მე მისი შეფასება მგონი ერთხელ უკვე გავაკეთე.
ჯერ ვიტყვი, რომ პირადად არ ვიცნობ.
სუბიექტურად - ლაპარაკის მანერით, მსჯელობის სტილით, ტემპერამენტით მე თვითონ დათოს ძალიან ვგავარ. ერთია ის, რომ ის იურისტია, მე კი მათემატიკოსი-პროგრამისტი (?). :D ამიტომაც ძალიან მინდა შევხვდე და გავიცნო.
რა შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე დათვით უსუფაშვილი? ჩემი აზრით, ის არის:
1. ზრდილი და გაწონასწორებული
2. ნიჭიერი და განათლებული
3. შრომისმოყვარე
4. შეუბღალავი რეპუტაციის
5. არა უსაზღვროდ ამბიციური
6. მოთმინებისა და მოსმენის უნარის მქონე
7. კონსტრუქციული და თანმიმდევრული
8. საკმაოდ (მაგრამ არა უზომოდ) გაბედული
რას დაამატებდი?

რედაქტორი Lasha Shamatava, 23 May, 2005 - 18:05.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#59 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 May, 2005 - 10:36

ციტატა

მე თვითონ დათოს ძალიან ვგავარ. ერთია ის, რომ ის იურისტია, მე კი მათემატიკოსი-პროგრამისტი (?).  ამიტომაც ძალიან მინდა შევხვდე და გავიცნო.

შემიძლია ეს საქმე ჩემ თავზე ავიღო :) მართლა სერიოზულად გეუბნები.

#60 George Abashishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 471 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 May, 2005 - 10:38

ციტატა

საკმაოდ (მაგრამ არა უზომოდ) გაბედული

ალბათ უზომოდ გაბედულება არც ღირს, მე ბატონ დავითს ფრთხილ ოპტიმისტს ვუწოდებდი.

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share