ნახტომი



- - - - -

თქვენი იდეალური სამუშაო განრიგი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 26

#1 Maia Tsereteli

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 124 გამოხმაურება

დაწერილია 01 June, 2005 - 12:54

ახლახანს ვმონაწილეობდი ინტერნეტ დისკუსიაში, რომელიც გლობალურ კომპანიებში დასაქმებულ სხვადასხვა სფეროს 25 მენეჯერს შორის აწარმოებდა გამოკითხვას. გამოიკვეთა აზრი, რომ მენეჯერთა უმეტესობას ურჩევნია ჰქონდეს თავისუფალი სამუშაო განრიგი, ზოგს სურს სახლიდან მუშაობა, ბუნებრივია გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სამუშაო სპეციფიკა ითვალისწინებს უშუალოდ სამსახურში ფიზიკურად ყოფნას. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს საქართველოში?

რომელ მოსაზრებას უფრო ეთანხმებით?

1. თავისუფალი განრიგის არჩევა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს და ეს არ გადაიქცეს ჩვეულებრივ მოვლენად


2. რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივანიჭოთ თანამჭრომლებს განრიგის არჩევისას და შეფასება მოვახდინოთ მათი მუშაობის შედეგების მიხედვით;



მაია
Maia Tsereteli
Hotel Manager
Courtyard by Marriott Tbilisi
Tel.: 77-91-20
Fax: 77-91-40
E-mail:maia.tsereteli@courtyard.com

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება

დაწერილია 01 June, 2005 - 12:59

თავისუფლება კარგია, მაგრამ საშიშროებაა რომ ეს იქცეს ზარმაცობათ.
იდეალური ალბათ მაინც ის იქნებოდა, სენი საკუთარი კანტორა რომ გაქვს და მაქს თავისუფლება staff policy making - ში
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#3 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 01 June, 2005 - 17:12

ჩემი აზრით თანამდებობრივი მოვალეობების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს თუ რა შეიძლება შევთავაზოთ თანამშრომელს რათა როგორც რუსები ამბობენ "РАБОТА В УДОВОЛЬСТВИЕ" -ს გარემო შეიქმნას. ვინაიდან თანამდებობრივი მოვალეობები სამსახურეობრივი ტიპების მრავალსახეობებთან ერთად ნ რაოდენობის სიმრავლეს წარმოადგებს, ალბათ არა კომპეტენტური იქნება ასე ერთი ხელის მოსმით ვთქვათ ამას სახლიდან მუშაობა ურჩევნია და ვამუშაოთ ამას კი გარკვეულ დროებში. ეს მე ვფიქრობ შეიძლება განისაზღვროს სამუშაოს სპეციფიკიდან, ანუ მაგ. მბეჭდავი, ზის სახლში უდევს კომპი და რასაც დაავალებენ დილით საღამომდე იმას ბეჭდავს. ასევე ვიცნობ საზღვაო საბროკერო სერვისს სადაც პიროვნებას აქვს მონაცემთა ბაზა სადაც გემების ღია პოზიციებია, ხოლო ტვირთის გამგზავნების მოთხოვნის თანახმად პოულობს შესაბამისი გაბარიტების გემს და აკონექტებს კლიენტთან, ანუ წარმოადგენს გარკვეულ პლატფორმას ტვირთის გამგზავნსა და გემთმფლობელს შორის. ჩემი თანამდებობის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა კლიენტების მოპოვება ინფორმაციის საფუძველზე პროფორმების მომზადება და გაყიდვების ორგანიზება, სამუშაო გრაფიკი არის დილიდან საღამომდე მაგრამ 24 საათი სთენდბაი უნდა ვიყვე ნებისმიერი ინფორმაციის ოპერატიული გადამუშავებისთვის, არა მგონია სახლში ჯდომით მუშაობა ან კიდევ განსაზღვრული დროები მოვითხოვო სამსახურეობრივი, ეს ავტომატურად გააფუჭებს სამუშაოს, ანუ გვიანი პასუხები კლიენტების მოთხოვნებზე, ემერჯენსის შემთხვევებში უყურადღებობის გამოჩენა, პრინციპში კონკრეტულად ჩემი ამოდენა ნაამბობი არ პასუხობს თქვენს მიერ დასმულ საკითხს - ეს უბრალოდ ჩემი აზრი იყო ამ ამ საკითხთან მიმართებაში.

ნებისმიერმა ორგანიზაციამ რომელთაც აქვთ უცხოელ კომპანიებთან და კლიენტებთან ურთიერთობა, აუცილებლად უნდა დანიშნონ ისეთი პასუხისმგებელი პირები კონკრეტულ შემთხვევებში რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს "მაგ: დასვენების დღეებში", გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ კითხვებზე პასუხის გაცემას, მოთხოვნებზე უცაბედ რეაგირებას.

რედაქტორი Jaba Tarimanashvili, 01 June, 2005 - 17:18.


#4 Maia Tsereteli

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 124 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 12:52

ნებისმიერმა ორგანიზაციამ რომელთაც აქვთ უცხოელ კომპანიებთან და კლიენტებთან ურთიერთობა, აუცილებლად უნდა დანიშნონ ისეთი პასუხისმგებელი პირები კონკრეტულ შემთხვევებში რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს "მაგ: დასვენების დღეებში", გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ კითხვებზე პასუხის გაცემას, მოთხოვნებზე უცაბედ რეაგირებას. [/quote]

ეს რა თქმა უნდა ასე უნდა მოხდეს, სამუშაოს თავისუფალი გრაფიკი არ გულისხმობს საქმის ჩაგდებას.

აქ მთავარია გავარკვიოთ რას ფიქრობს უმეტესობა, ანუ რა სინამდვილე გამოიკვეთება.

მაია















[quote]ალბათ არა კომპეტენტური იქნება ასე ერთი ხელის მოსმით ვთქვათ ამას სახლიდან მუშაობა ურჩევნია და ვამუშაოთ ამას კი გარკვეულ დროებში.[/quote]
[quote]ალბათ არა კომპეტენტური იქნება ასე ერთი ხელის მოსმით ვთქვათ ამას სახლიდან მუშაობა ურჩევნია და ვამუშაოთ ამას კი გარკვეულ დროებში.[/quote]
Maia Tsereteli
Hotel Manager
Courtyard by Marriott Tbilisi
Tel.: 77-91-20
Fax: 77-91-40
E-mail:maia.tsereteli@courtyard.com

#5 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 13:37

მე მგონია ეს დამოკიდებულია, როგორც თვითონ თანამდებობის სპეციფიკაზე, ისე კომპანიის სპეციფიკაზე, ანუ რა სახის პროდუქტს ქმნის ის მომხმარებლისათვის და შესაბამისად, უნდა გადაწყდეს, რა შემთხვევაში იქნება მისაღები თავისუფალი გრაფიკი.
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#6 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 13:37

საერთოდ ჩემთვის მუშაობა სახლში უფრო ნაყოფიერია ხოლმე უფრო თავისუფლად და მოხედხებულად ვგრძნობ თავს.

მაინც ალბად მთავარია სიწყნარე, კომფორტი, ძალიან ცუდია როცა დაძაბული აურაა სამსახურში ამას შევდივარ თუ არა ნებისმიერ დაწესებულებაში ეგრევე ვგრძნობ.

კიდევ მნიშვნელოვანია აკეთებ თუ არა იმ საქმეს რაც გიყვარს და გეხერხება. მაგალითად ზოგი ადამიანი კარგი შემსრულებელია - დაავალე და გააკეთებს მაგრამ თითონ არაფერ ინიციატივას არ გამოიჩენს და არ ფიქრობს რაღაც ახალი შექმნას, დაგეგმოს, მოიფიქროს. ზოგი პირიქით ოღონდ სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ ნუ ამუშავებ და ყველაფერზე თანახმაა. ზოგს ურჩევნია თავისი საქმე ქონდეს თითონ იყოს იმ საქმში დირექტორიც მენეჯერიც და მუშაც. მოკლედ კაცია და გუნება ..........................

ჩემი აზრით მაინც შენი ბიზნესი რომ გაქვს და შენ გემოზე რომ მართავ მაგას არაფერი ჯობია მითუმეტეს თუ წარმატებულათაც გამოგდის ეს ყველაფერი :)

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 13:40

პირადად მე ვფიქრობ, რომ გრაფიკი შეიძLება სამუშაოს ბუნებაზე იყოს დამოკიდებული

თუ სამუშაო არის ისეთი, როდესაც მუდმივი მზადყოფნა რეაგირებისათვის არის საჭირო, მაშინ კი ბატონო, შეზღუდეთ დროში და გააკეთეთ რამოდენიმე ცვლა

მაგრამ თუ არის მენეჯერული სამუშაო, მაშინ ალბათ ნაკლებად უნდა შევზღუდოთ.

მე პირადად ძალიან მომწონს მიზანზე ორიენტირებული სამუშაო. ორიენტირებული ხარ მიზანზე და მიუხედავად დროისა მუშაობ ერთი მიმართულებით.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#8 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 18:40

Maia Tsereteli
ვეთანხმები მენეჯერებს! თუმცა სამუშაო განრიგის თავისუფლებაზე მეტად საჭიროა ჰქონდეთ აზროვნების თავისუფალი განრიგი!

პირადად ჩემი განრიგია ის, რომ არ მაქვს არანაირი განრიგი!

#9 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 21:53

ციტატა

რომელ მოსაზრებას უფრო ეთანხმებით?
1. თავისუფალი განრიგის არჩევა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს და ეს არ გადაიქცეს ჩვეულებრივ მოვლენად
2. რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივანიჭოთ თანამჭრომლებს განრიგის არჩევისას და შეფასება მოვახდინოთ მათი მუშაობის შედეგების მიხედვით;


განრიგის თავისუფლება დამოკიდებულია სამუშაოს შინაარსზე. ანუ ამ კითხვაზე რეალური პასუხი რომ მივიღოთ, საჭიროა თავად სამუშაოთა დახარისხება შინაარსის მიხედვით. მაგალითად, ტოტალიზატორის ოპერატორი თვითონ ვერანაირად ვერ აირჩევს თავის სამუშაო განრიგს. ასევე საწყობის თანამშრომელი, ასევე მაღაზიის კონსულტანტი, სატელეფონო ოპერატორი და ა.შ. მაგრამ აქაც კი არის არჩევანის დიდი რესურსი, რამდენადაც არსებობს ცვლებში მუშაობის ცნება. ხოლო მენეჯერებს და გამომგონებლებს რაც შეეხება, მათ ჩემი აზრით აბსოლუტურად თვითონ უნდა შეარჩიონ განრიგი. მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვით - კონკრეტული საქმე უნდა ჩაბარდეს კონკრეტულ დრომდე. კიდევ ერთი განსხვავებული ტიპის სამუშაო - ესაა დისპეტჩერული სამუშაო, რომელიც გულისხმობს ოპერატიულ რეაგირებას.

დასკვნა - აქ მზა რეცეპტები არ არსებობს. გამიგია ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიის არსებობა (ჟურნალიდან "სტრატეგია და ორგანიზაცია", კომპანიას მე მგონი ერქვა "სემკო"), რომელშიც პრაქტიკულად სამუშაო გრაფიკი არა აქვს, ანუ ტოპ-მენეჯმენტი არ განსაზღვრავს ასეთ რამეს და მუშაობის დარეგულირება ხდება განყოფილებებს შიგნით. მეტიც, ხელფასსაც კი თვითონ უნიშნავენ თავიანთ თავს. მაგრამ ცხადია, რომ ასეთ კომპანიაში მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და სამუშაო კულტურის კადრს თუ მიიღებენ.

კიდევ ერთი ტიპის სამუშაო - ქსელური მარკეტინგი, უფრო სწორად მლმ. აქ კი პრაქტიკულად სრულიად თავისუფალი ხარ სამუშაო გრაფიკის შერჩევაში. :D

აქვე მინდა გავაკეთო შენიშვნა - რაც უფრო მაღალი დონის პროფესიონალია პიროვნება, მით უფრო სწრაფად შეუძლია განეწყოს სამუშაოდ ნებისმიერ დროს.

რედაქტორი Lasha Shamatava, 02 June, 2005 - 22:05.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#10 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 22:02

Malkhaz Vardanashvili

ციტატა

სამუშაო განრიგის თავისუფლებაზე მეტად საჭიროა ჰქონდეთ აზროვნების თავისუფალი განრიგი!
საოცრად მნიშვნელოვანი და სწორი შენიშვნაა და აღვნიშნავ იმას, რომ რაც უფრო თავისუფალია განრიგი, მით უფრო მეტად აქვს თანამშრომელს აზროვნების თავისუფლებისა და პირადი ინიციატივების გამოვლენის საშუალება.

ციტატა

პირადად ჩემი განრიგია ის, რომ არ მაქვს არანაირი განრიგი!
:D ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ ინდივიდზეა დამოკიდებული. გამიგია ისეთი რუსი მეცნიერის შესახებ, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში (რამოდენიმე ათეული წელი) ახდენდა თავისი დროის მენეჯმენტსა და კონტროლს დიდი სიმკაცრით (წუთების სიზუსტით). შედეგი კი ფანტასტიკური მიიღო - არ დაუკლია არაფერი - არც კინო, არც თეატრი, არც პოლიტიკა, არც მეცნიერება, არც სუფთა ჰაერი, არც ოჯახი, არც უსაქმურობა და ა.შ. ანუ დისკომფორტი, გამოწვეული საქმიანობისა და დროის მუდმივი დაგეგმვითა და კონტროლით დაუფასდა.

თუ გავიხსენე, აუცილებლად დავწერ მის ვინაობას (სახელსა და გვარს) და იმ წიგნის ავტორსა (მგონი, გვარად ფადეევია, თავს ვერ დავდებ) და სათაურს, სადაც ეს ყველაფერი წავიკითხე.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#11 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 22:18

Temo Sabashvili

ციტატა

თავისუფლება კარგია, მაგრამ საშიშროებაა რომ ეს იქცეს ზარმაცობათ.
ამისგან გამოსავალია - პროფესიონალიზმი, ანაზღაურება, კოლექტივი და საქმე, რომელიც გიყვარს. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#12 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 22:24

ციტატა

ნებისმიერმა ორგანიზაციამ რომელთაც აქვთ უცხოელ კომპანიებთან და კლიენტებთან ურთიერთობა, აუცილებლად უნდა დანიშნონ ისეთი პასუხისმგებელი პირები კონკრეტულ შემთხვევებში რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს "მაგ: დასვენების დღეებში", გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ კითხვებზე პასუხის გაცემას, მოთხოვნებზე უცაბედ რეაგირებას.
აქ ვერ გავიგე, მაინც და მაინც რატომ არის ნახსენები უცხოელი კომპანიები? ხოლო დასვენების დღეები თუ აქვთ, სწორედ მაგ უცხოელებს აქვთ. :D

ციტატა

ეს რა თქმა უნდა ასე უნდა მოხდეს, სამუშაოს თავისუფალი გრაფიკი არ გულისხმობს საქმის ჩაგდებას.
სწორედაც, ანუ პირიქით. :D

ციტატა

ძალიან ცუდია როცა დაძაბული აურაა სამსახურში ამას შევდივარ თუ არა ნებისმიერ დაწესებულებაში ეგრევე ვგრძნობ.
და ძალიან კარგია, როცა დაწესებულებაში საქმიანი და მხიარული გარემოა. ძალიან ხშირად, უხასიათოდ მყოფსა და ზარმაცსაც კი შველის კარგი სამუშაო გარემო, აიძულებს მას დაივიწყოს პირადი პრობლემები და იმუშაოს აზარტულად, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ირწმუნოს თავისი თავის და ამგვარად დამუხტული, პირად საქმეებსაც უფრო გულმოცემული შეეჯიბრება.

რედაქტორი Lasha Shamatava, 02 June, 2005 - 22:25.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#13 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 02 June, 2005 - 22:30

Tariel Zivzivadze

ციტატა

მე პირადად ძალიან მომწონს მიზანზე ორიენტირებული სამუშაო. ორიენტირებული ხარ მიზანზე და მიუხედავად დროისა მუშაობ ერთი მიმართულებით.
ამაში, ცხადია, დაგეთანხმები. მაგრამ კომპლექსურ სამუშაოზე რას იტყვი? ამ შემთხვევაში ხდება კოლექტივის ჩამოყალიბება. კოლექტიურობის გარეშე წარმოუდგენელია სერიოზულ საქმეებში დადებითი შედეგის მიღწევა.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#14 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 03 June, 2005 - 15:28

ციტატა

აქ ვერ გავიგე, მაინც და მაინც რატომ არის ნახსენები უცხოელი კომპანიები? ხოლო დასვენების დღეები თუ აქვთ, სწორედ მაგ უცხოელებს აქვთ.


ლაშა,

მერწმუნე, ყველა უცხოური ოფისის თანამშრომელს რომელსაც აქვს მენეჯერული თანამდებობა, ხელმოწერაში თუ სავიზიტო ბარათზე აღნიშნული აქვს: AOH (after office hours) ანუ ამ შემთხვევაში გამორიცხულია ემერჯენსის უყურადღებოდ დატოვება.

#15 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2005 - 15:35

Jaba Tarimanashvili

ციტატა

მერწმუნე, ყველა უცხოური ოფისის თანამშრომელს რომელსაც აქვს მენეჯერული თანამდებობა, ხელმოწერაში თუ სავიზიტო ბარათზე აღნიშნული აქვს: AOH (after office hours) ანუ ამ შემთხვევაში გამორიცხულია ემერჯენსის უყურადღებოდ დატოვება.
უფრო დამიკონკრეტე, რას გულისხმობ?
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#16 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 03 June, 2005 - 16:18

ციტატა

უფრო დამიკონკრეტე, რას გულისხმობ?


მაქ ვგულისხმობდი, რომ თანამშრომლის პასუხისმგებლობის დონიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რა გრაფიკი უნდა ჰქონდეს მას. ანუ თუ CEO ან პიროვნებაა, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს (decision making person) და მასზეა დამოკიდებული ფირმის მუშაობის მრავალი ასპექტი უნდა იყოს 24 საათი ONLINE. *ნუ ეხლა მე სულ სხვაგან გავფრინდი და ამიტომ აქცენტს ამაზე ძაან ნუ გააკეთებთ, ვინაიდან დასმულ კითვასთან შეიძლება ახლოსაც არ იყოს*.

#17 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2005 - 16:26

ციტატა

მაგრამ კომპლექსურ სამუშაოზე რას იტყვი? ამ შემთხვევაში ხდება კოლექტივის ჩამოყალიბება. კოლექტიურობის გარეშე წარმოუდგენელია სერიოზულ საქმეებში დადებითი შედეგის მიღწევა.

ორი აზრი არაა!
გუნდური მუშაობა სხვა წესრიგია, თუმცა გუნდმა შეიძლება ისევე წარმატებულად იმუშავოს მიზანზე, როგორც ინდივიდმა
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#18 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2005 - 17:05

Jaba Tarimanashvili

ციტატა

უნდა იყოს 24 საათი ONLINE.
ეს მხოლოდ თეორიული მოთხოვნაა. სინამდვილეში კი რაც მაღალი პასუხისმგებლობისაა პიროვნება, მით უფრო გამოცდილი თანაშემწეები უნდა ჰყავდეს. რობოტად ვერც ერთი ადამიანი ვერ იქცევა.

Tariel Zivzivadze

ციტატა

გუნდური მუშაობა სხვა წესრიგია, თუმცა გუნდმა შეიძლება ისევე წარმატებულად იმუშავოს მიზანზე, როგორც ინდივიდმა
გუნდი უკვე შეთამაშებულ კოლექტივად წარმომიდგენია.

გადახვევა: ტარიელ, ხვალინდელ შეხვედრაზე რას ვშვრებით?
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#19 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2005 - 20:24

Lasha Shamatava
ვერ დაგირეკე ვერცერთ მობილურზე

გადავდევით, მაიკოს არ ცალია, ამ პრემიერების შემხედვარე ...

ორშაბათი, დღის მეორე ნახევარი რომ ავიღოთ სავარაუდოდ?

ციტატა

გუნდი უკვე შეთამაშებულ კოლექტივად წარმომიდგენია

ისე, გუნდი თუ შეთამაშებული არაა, რაღა გუნდია ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#20 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება

დაწერილია 04 June, 2005 - 00:51

Tariel Zivzivadze

ციტატა

ორშაბათი, დღის მეორე ნახევარი რომ ავიღოთ სავარაუდოდ?
ჩემთვის სამშაბათი სჯობია - ორშაბათს ჩემი მეწყვილე-ასისტენტი ისვენებს.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share