ნახტომი



- - - - -

თქვენი იდეალური სამუშაო განრიგი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 26

#21 Maia Tsereteli

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 124 გამოხმაურება

დაწერილია 06 June, 2005 - 16:53

ამ საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნული პასუხისმგებლობის ფაქტორს, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველგან მუშაობენ და მათზე თავისუფლების მინიჭება რისკთან არ არის დაკავშირებული. ისინი გუნდთანაც და დამოუკიდებლადაც ერთნაირად ახერხებენ მუშაობას.

ჩემი აზრით თუნდაც ერთი დღე კვირაში თავისუფალი განრიგით ძალიან მოხერხებულია და რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებთან არ არის დაკავშირებული. ბუნებრივია თუ სამუსაოს სპეციფიკა აძლევს ამის საშუალებას, მაგ. არ არის დისპეჩერი და არ მოისურვებს სახლიდან მუშაობას.

მაია
Maia Tsereteli
Hotel Manager
Courtyard by Marriott Tbilisi
Tel.: 77-91-20
Fax: 77-91-40
E-mail:maia.tsereteli@courtyard.com

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#22 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება

დაწერილია 06 June, 2005 - 18:31

ისე ერთი სერიოზული პრობლემა სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით მართლაც რომ არსებობს საქართველოში. ძალიან ხშირად ირღვევა შრომის სამართლის კოდექსის მოთხოვნები შვებულებებთან, სამუშაო დროსთან და დასვენებებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა საწარმოს დირექტორმა თუ ხელმძღვანელმა არც კი იცის ამ კანონის არსებობის შესახებ და გონიათ რახან თავისი ბიზნესია ყველაფრის უფლება აქვთ უნდა მიცემენ შვებულებას უნდათ არა, უნდათ დღეში 8 საათს ამუშავებენ უნდათ 12-ს. ხშირად შრომითი ხელშეკრულებებიც კი არ აქვთ გაფორმებული თანამშრომლებთან, ხოლო პროფკავშირები საერთოდ არ ფიქრობენ ასეთ საკითხებზე და ისეთ საქმეებში "ეჩრებიან" რომელიც შეიძლება სულ არ იყოს მათი კომპეტენცია.

#23 Maia Tsereteli

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 124 გამოხმაურება

დაწერილია 07 June, 2005 - 11:32

ამის ძირითადი მიზეზია არასაკმარისი სამუშაო ადგილები. უმეტესი დაქირავებული თავს უფლებას ვერ აძლევს გაარკვიოს ისეთი საკითხები როგორიცაა შვებულება ან ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება, რადგან მათ არჩევანის საშუალება არა აქვთ.

თუმცა უფრო და უფრო იმატა ისეთი კომპანიების რიცხვმა, რომლებიც ასეთ საკითხებს ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ შრომის კანონმდებლობის დაცვას.

იმედია საბაზრო ეკონომიკა და კონკურენტული გარემო ამას მალე დაარეგულირებს.

მაია
Maia Tsereteli
Hotel Manager
Courtyard by Marriott Tbilisi
Tel.: 77-91-20
Fax: 77-91-40
E-mail:maia.tsereteli@courtyard.com

#24 George Tumanishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 266 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2005 - 04:03

ტარიელს დავეთანხმები.
ჩემის აზრით საქმე ისაა, თუ რა სახის სამუშაოსთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია თვით იმ პირის ფსიქიკის კონსტიტუციონალური საწყისი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ მისი ბუნება. როდის და რა პირობებში შეუძლია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა.

პირადად ჩემთვის მოსახერხებელია, როდესაც ჩემი განრიგი დამოკიდებულია ჩემზე. :)

#25 Irakli Beridze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება

დაწერილია 29 September, 2005 - 20:11

[QUOTE]

დასკვნა - აქ მზა რეცეპტები არ არსებობს. გამიგია ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიის არსებობა (ჟურნალიდან "სტრატეგია და ორგანიზაცია", კომპანიას მე მგონი ერქვა "სემკო"), რომელშიც პრაქტიკულად სამუშაო გრაფიკი არა აქვს, ანუ ტოპ-მენეჯმენტი არ განსაზღვრავს ასეთ რამეს და მუშაობის დარეგულირება ხდება განყოფილებებს შიგნით. მეტიც, ხელფასსაც კი თვითონ უნიშნავენ თავიანთ თავს. მაგრამ ცხადია, რომ ასეთ კომპანიაში მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და სამუშაო კულტურის კადრს თუ მიიღებენ.


გეთანხმები, მზა რეცეპტები ალბათ არასდროს არ არსებობს როცა ბიზნესზე, მენეჯმენტზე, ან კიდევ მარკეტინგზე ვსაუბროთ. თანამედროვე საკომუნიკაციო არხები იძლევა იმის საშუალებას რომ ბიზნესის მართვა ასე ვთქვათ გზაში მოხდეს. ანუ არ არის აუცილებელი იჯდეს მენეჯერი ოფისში. მენეჯერი ანგარიშვალდებულია ფირმის დამფუძნებლებთან, ანუ მან უნდა დასვას ფირმა მოგებაზე და უზრუნველყოს კომპანიის გრზელვადიანი დროით არსებობა. მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას თუ საორგანიზაციო იერარქიის რა დონეზეა ლაპარაკი, თუ ეს მიდლ მენეჯმენტია, ან კიდევ უფრო დაბალი საოპერაციო დონე, მაშინ თავისუფალ გრაფიკზე ლაპარაკიც ზედმეტია.

და მეორე, ვერასდროს ვერავინ ვერ გაზომავს იმ ადამიანის ეფექტიანობას, რომელიც ლეპტოპით სახლში ზის და საქმეს აკეტებს, ანუ მიდგომა ექსტრემალურად სუბიექტურია და ბუნდოვანი ამასთანავეც. საბოლოო ჯამში მე მგონი ჯობია ადამიანს შეზღუდული გრაფიკი ქონდეს, რათა არ დავარდეს დისციპლინის შეგრძნება. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: წარმოვიდგინოთ სახლში ვზივარ კაბინეტში და ვმუშაობ თავისუფალი გრაფიკის მიხედვით, პროექტი უბდა ჩავაბარო 10 დღეში ვთქვატ. უცებ მადგება ძმაკაცი, ცავედით მაგარი ჩავთვერით, პროექტზე: ხვალ გავაგრძელებ კაცო, გამკონტროლებელი მაინც არავინ მყავს. მეორე დღე, კიდევ რაღაც გამოხტება და ასე შემდეგ. მე შეიძლება პროექტი მოვასწრო, შეიძლება ვერა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არაა აქვს, მთავარია მე დისციპლინის შეგრძნება დავკარგე. და კიდევ სამსახურში რაც ხდება იმას მე ყველაფრეს ვერ მომაწვდიან ისე, როგორც ამას მე ჩემი თვალით დავინახავდი. ანუ ინფორმაცია არა მაქვს სრულად. ჩამოვრჩი კოლექტივს. დღეს კონკურენცია ისეთ დონეზეა , რომ ფირმა ვრანაირად ვერ მიცემს თავს უფლებას თავისუფლების გამო პროექტი ჩააგდოს.

რაც შეეხება არასამუშაო დღეებში პასუხების გაცემას და ასე შემდეგ, ეგ პრაქტიკა ალბათ მარტო საქართველოშია, რაც ბიზნეს ეთიკის დაბალ დონეზე მეტყველებს. განვითარებულ ქვეყნებში, რაც არ უნდა სასწრაფო საქმე იყოს, ადამანთან (თუ ის რა თქმა უნდა მაგარი ახლობელი არ არის) დარეკვა უდიდეს სირცხვილად ითვლება და მიუღებელია. ამისთვის არსებოსბს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დრო.

#26 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 29 September, 2005 - 20:41

ირაკლიმ მართლა სერიოზული ნიუანსი წამოსწია.

Irakli Beridze, Sep 29 2005, 09:11 PM -ში, განაცხადა:

რაც შეეხება არასამუშაო დღეებში პასუხების გაცემას და ასე შემდეგ, ეგ პრაქტიკა ალბათ მარტო საქართველოშია, რაც ბიზნეს ეთიკის დაბალ დონეზე მეტყველებს. განვითარებულ ქვეყნებში, რაც არ უნდა სასწრაფო საქმე იყოს, ადამანთან (თუ ის რა თქმა უნდა მაგარი ახლობელი არ არის) დარეკვა უდიდეს სირცხვილად ითვლება და მიუღებელია. ამისთვის არსებოსბს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დრო.

<{POST_SNAPBACK}>


მახსოვს ერთი გადაცემა იყო, ბრიტანეთში შაბათ კვირას კრიმინალებიც კი ისვენებენო
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#27 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება

დაწერილია 30 September, 2005 - 11:05

არადა, დღესაც კი ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ტაბელის გადატრიალებაზეა დამოკიდებული აქტივობა და შრომის ნაყოფიერება.
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share