ნახტომი





* * * - - 3 ხმა

5 იანვარი-საპრეზიდენტო არჩევნები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 402

გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნები (73 წევრთა ხმები გაუქმებულია)

ვის მიეცით ხმა არჩევნებზე

  1. ლევან გაჩეჩილაძე (30 ხმა [47.62%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 47.62%

  2. არკადი(ბადრი) პატარკაციშვილი (0 ხმა [0.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 0.00%

  3. დავით გამყრელიძე (8 ხმა [12.70%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.70%

  4. შალვა ნათელაშვილი (1 ხმა [1.59%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 1.59%

  5. მიხეილ სააკაშვილი (10 ხმა [15.87%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 15.87%

  6. გიორგი მაისაშვილი (5 ხმა [7.94%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 7.94%

  7. ირინა სარიშვილი (0 ხმა [0.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 0.00%

  8. ყველა გადავხაზე (1 ხმა [1.59%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 1.59%

  9. არ მივდივარ არჩევნებზე (8 ხმა [12.70%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.70%

ხმის მიცემა

#361 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 12:25

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Jan 14/08, 09:09 -ში, განაცხადა:

გიორგი, პრაქტიკულად ყველაფერში გეთანხმები. მე თვითონაც მომწონდა საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ ასე ნაჩქარევად მისი შემოღება მეც დიდი რისკის შემცველი მგონია...
მაგრამ...
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დემოკრატიულობა სერიოზულ ეჭვს იწვევს...


მე როგორც უკვე ვაღიარე, საკმაოდ არაობიექტური ვარ ამ საკითხში. სააკაშვილს რომ წაეგო, ალბათ, მეც დავიწყებდი აქ პარალელური დათვლის პროცედურას, გამოვაქვეყნებდი საეჭვო ოქმებს, გავაპროტესტებდი შედეგებს და ა.შ.

გააყალბეს არჩევნები? გააყალბეს!
არ ვარ დემოკრატი? არ ვარ დემოკრატი!
მაქვს ცინიკური დამოკიდებულება უსამართლობისადმი? დიახ, მაქვს!

მაგრამ, როცა აღვშფოთდით შედეგების გამო, ასეთივე რეაქცია უნდა გვქონოდა წინასაარჩევნო პროცესებზე მთლიანად. ეს იყო ყველაზე ბინძური კამპანია და შედეგი ამ პროცესებისა ვერ იქნება სუფთა და ქათქათა. უფრო სწორად, ეს არც არის არჩევნების შედეგები. ეს არის შედეგი იმ ბრძოლისა, რომელსაც ჩვენ სექტემბრის ბოლოდან ვადევნებდით თვალყურს და რომელსაც ერქვა ბადრის მცდელობა მოსულიყო ხელისუფლებაში. ამ პროცესებში ოპოზიცია კარგ აკომპანიმენტს ასრულებდა და დღესაც ასრულებს.

ეს არის და ეს!
და თუ ეს ასე არ არის. მაშინ ბადრი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა "იმედი". ხოლო ოპოზიცია ნოემბრის აქციებისათვის კი არ მოემზადებოდა, არამედ თავის რეიტინგს ძლიერი პოლიტიკური პროგრამით და ახალი სახეებით გაამყარებდა და მოიგებდა არჩევნებს 20008 წლის შემოდგმაზე. და როცა ვამბობთ, რომ არ უნდა მომხდარიყო 7 ნოემბერი, უნდა ვთქვათ, რომ არც 2 ნოემბერი უნდა დაწყებულიყო. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო საზოგადოებისათვის თავს მოხვეული პროცესი, რომლისგანაც დისტანცირება სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.

რედაქტორი George Selimashvili, 14 January, 2008 - 12:28.

George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#362 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 January, 2008 - 13:00

ჩემი აზრით ამ თემაში კამათს უკვე აზრი არა აქვს ... საკითხი ამოწურულია ...

ეხლა გავხსნათ ახალი თემა:

მ. სააკაშვილი - ყალბი პრეზიდენტი

და იქ გავაგრძელო საუბარი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#363 Vasil Ioramashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 14:00

5 იანვარს, ისევე, როგორც 2003 წლის ნოემბერში, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას სურს მხოლოდ დემოკრატია და ის მზად არის ამისათვის.
2003 წლის ნოემბერში ხალხი იყო უზომოდ ბედნიერი, რადგანაც მან ჩათვალა, რომ მიაღწია იმას, რაზედაც ყოველთვის ოცნებობდა. აირჩია ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტი იქნებოდა. მაშინ სააკაშვილს ხალხი ენდო არა იმიტომ, რომ მისგან მოელოდა გზების შეკეთებას, ფასადების შეღებვას, შადრევნების გამრავლებას, საპატრულო პოლიციას, საყოველთაო ერთიან გამოცდებს, ძლიერ ჯარს, ერთ მუშტად შეკრულ უმრავლესობას პარლამენტში და ა.შ., არამედ პირველ რიგში ხალხი მას ენდო, რათა ყოფილიყო ქვეყანაში დემოკრატია და სამართლიანობა.

ეს ადამიანი სარგებლობდა დასავლეთის უდიდესი მხარდაჭერით მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მან თავი გამოაცხადა დემოკრატიის შუქურის არსებობის გარანტად. არავის არ აინტერესებდა იქ საქართველოში რამდენი კილომეტრი გზა დაიგო და რამდენი შადრევანი ამოქმედდა. დე-მო-კრა-ტი-ა იყო ერთადერთი პირობა სააკაშვილისთვის ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი და ეს პირობა მას წაუყენა როგორც დასავლეთმა, ასევე ქართველმა ხალხმა 97 პროცენტიანი მხარდაჭერით.

და როგორ შეასროლა მან ეს პირობა? არც როგორ, მან ქართველი ხალხისა და დასავლეთის ნდობა გამოიყენა პირადი მიზნებისათვის, პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისათვის და ეს ამბიციები არანაირად არ უკავშირდებოდა ქვეყნის გადემოკრატიულებას, ეს იყო ამბიციები საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის.

იმის მაგივრად, რომ ეზრუნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისათვის, თავისუფალი, დემოკრატიული აზროვნების წახალისებისათვის, ევროპული ფასეულობების ფართო მასებზე გავრცელებისათვის, მან არა თუ განამტკიცა დასავლეთში ქართველებზე, როგორც დემოკრატიას მოწყურებულ ერზე წარმოდგენა, არამედ დაარწმუნა დასავლეთი, რომ საქართევლო მზად არ არის დემოკრატიისათვის, რომ ქართველები, თუ რკინის ხელით არ მართე, მაშინვე პრორუსულები ხდებიან და რომ ის არის ერთადერთი გარანტი ქვეყანაში სტაბილურობის. იგი გამუდმებით ცდილობდა იგივეში დაერწმუნებინა საკუთარი ხალხიც და დღესაც აგრძელებს ამას. ამყოფებს სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, რათა მთელმა ერმა არ ნახოს, თუ რა ხდება თბილისში, თუ როგორ სწყურიათ ქართველებს დემოკრატია და სამართლიანობა. იგი ცდილობს, რომ სათითაოდ თითოეულმა ქართველმა იფიქროს, რომ ”მე კი მინდა დემოკრატია, მაგრამ სხვები და უმრავლესობა ამისათვის მზად არ არიან და ჯერ კიდევ ტოტალიტარიზმს უჭერენ მხარს”.

დღეს ეს ჰიპნოზი იფანტება, დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ევროპელებზე და ამერიკელებზე უფრო მეტად აფასებს დემოკრატიას. ისინი თუ მზად არიან სიყალბეს და უსამართლობას შეეგუონ, ქართველები ამას არ შეეგუებიან, თუნდაც სასწორზე დადგეს ქვეყნის სტაბილურობა. დღეს ჩვენ ვუმეორებთ და ვახსენებთ ამერიკელებს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებს ”No justice - no peace!", რომლებმაც როგორც ჩანს უკვე დაივიწყეს, რა არის მათი ყველაზე დიდი მონაპოვარი.

ჩვენ უკვე აღარ ვენდობით პიროვნებებს, ჩვენ ვენდობით საკუთარ თავს. ამიტომაც ვირჩევთ პიროვნებას, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩვენვე მივხედოთ ჩვენს მომავალს და ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში დემოკრატია, რადგანაც ამას ჩვენ დიდი ხანია ვიმსახურებთ.

#364 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 14:28

იხილე გამოხმაურებაVasil Ioramashvili, Jan 14/08, 13:00 -ში, განაცხადა:

იმის მაგივრად, რომ ეზრუნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისათვის, თავისუფალი, დემოკრატიული აზროვნების წახალისებისათვის, ევროპული ფასეულობების ფართო მასებზე გავრცელებისათვის, მან არა თუ განამტკიცა დასავლეთში ქართველებზე, როგორც დემოკრატიას მოწყურებულ ერზე წარმოდგენა, არამედ დაარწმუნა დასავლეთი, რომ საქართევლო მზად არ არის დემოკრატიისათვის, რომ ქართველები, თუ რკინის ხელით არ მართე, მაშინვე პრორუსულები ხდებიან და რომ ის არის ერთადერთი გარანტი ქვეყანაში სტაბილურობის.


დემოკრატია საქართველოში დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია. და არა მარტო საქართველოში. დემოკრატიის გავრცელება არის იარაღი დასავლეთის ხელში, რომელსაც იგი იყენებს. ერაყშიც დემოკრატიის ასაშენებლად შევიდნენ.

ვარდების რევოლუციაც აშშ-ს პროექტია. რომელიც ისევე მოახვიეს თავს ქართველებს, როგორც ახლა პატარკაციშვილი ცდილობდა.
შეუძლებელია გარედან შემოტანილი ტექნოლოგიით დემოკრატიის აშენება.

ნატო-ც და ზოგადად საგარეო ორიენტაციაც თავს მოხვეული თემაა.
საბოლოო ჯამში მივდივართ საკითხამდე რასაც მედია ტექნოლოგიები ჰქვია: ფული+ტელევიზია+საგარეო მხარდაჭერა და რასაც გინდა იმას მიაღწევ.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#365 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 14:40

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 14/08, 13:25 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Jan 14/08, 09:09 -ში, განაცხადა:

გიორგი, პრაქტიკულად ყველაფერში გეთანხმები. მე თვითონაც მომწონდა საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ ასე ნაჩქარევად მისი შემოღება მეც დიდი რისკის შემცველი მგონია...
მაგრამ...
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დემოკრატიულობა სერიოზულ ეჭვს იწვევს...


მე როგორც უკვე ვაღიარე, საკმაოდ არაობიექტური ვარ ამ საკითხში. სააკაშვილს რომ წაეგო, ალბათ, მეც დავიწყებდი აქ პარალელური დათვლის პროცედურას, გამოვაქვეყნებდი საეჭვო ოქმებს, გავაპროტესტებდი შედეგებს და ა.შ.

გააყალბეს არჩევნები? გააყალბეს!
არ ვარ დემოკრატი? არ ვარ დემოკრატი!
მაქვს ცინიკური დამოკიდებულება უსამართლობისადმი? დიახ, მაქვს!

მაგრამ, როცა აღვშფოთდით შედეგების გამო, ასეთივე რეაქცია უნდა გვქონოდა წინასაარჩევნო პროცესებზე მთლიანად. ეს იყო ყველაზე ბინძური კამპანია და შედეგი ამ პროცესებისა ვერ იქნება სუფთა და ქათქათა. უფრო სწორად, ეს არც არის არჩევნების შედეგები. ეს არის შედეგი იმ ბრძოლისა, რომელსაც ჩვენ სექტემბრის ბოლოდან ვადევნებდით თვალყურს და რომელსაც ერქვა ბადრის მცდელობა მოსულიყო ხელისუფლებაში. ამ პროცესებში ოპოზიცია კარგ აკომპანიმენტს ასრულებდა და დღესაც ასრულებს.

ეს არის და ეს!
და თუ ეს ასე არ არის. მაშინ ბადრი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა "იმედი". ხოლო ოპოზიცია ნოემბრის აქციებისათვის კი არ მოემზადებოდა, არამედ თავის რეიტინგს ძლიერი პოლიტიკური პროგრამით და ახალი სახეებით გაამყარებდა და მოიგებდა არჩევნებს 20008 წლის შემოდგმაზე. და როცა ვამბობთ, რომ არ უნდა მომხდარიყო 7 ნოემბერი, უნდა ვთქვათ, რომ არც 2 ნოემბერი უნდა დაწყებულიყო. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო საზოგადოებისათვის თავს მოხვეული პროცესი, რომლისგანაც დისტანცირება სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.

ამაშიც გეთანხმები - ბადრი და მიშა, ორი ძლიერი მაკიაველისტი შეერკინა ერთმანეთს...
მაგრამ მიშამ მაინც თვითონ დაუშვა შეცდომები, განსაკუთრებით 7 ნოემბერს და უხეში შეცდომების დაშვებას აგრძელებს...
რადგან არჩევნებში გამარჯვების და ძალაუფლების შენარჩუნება ბადრის შიშით დაუშვებელია!!!
ეს ძალიან ჰგავს, შევარდნაძე რომ იმარჯვებდა აბაშიძის შიშით!
მიშამ კი არაერთი დემოკრატიული ინსტიტუტი დაასუსტა შეგნებულად.
ხოლო თუ ბადრი უკეთესი დემოკრატი იქნება, ვიდრე მიშა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ბადრი ჩემთვის, მაინც ის მირჩევნია!


იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 14/08, 15:28 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაVasil Ioramashvili, Jan 14/08, 13:00 -ში, განაცხადა:

იმის მაგივრად, რომ ეზრუნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისათვის, თავისუფალი, დემოკრატიული აზროვნების წახალისებისათვის, ევროპული ფასეულობების ფართო მასებზე გავრცელებისათვის, მან არა თუ განამტკიცა დასავლეთში ქართველებზე, როგორც დემოკრატიას მოწყურებულ ერზე წარმოდგენა, არამედ დაარწმუნა დასავლეთი, რომ საქართევლო მზად არ არის დემოკრატიისათვის, რომ ქართველები, თუ რკინის ხელით არ მართე, მაშინვე პრორუსულები ხდებიან და რომ ის არის ერთადერთი გარანტი ქვეყანაში სტაბილურობის.


დემოკრატია საქართველოში დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია. და არა მარტო საქართველოში. დემოკრატიის გავრცელება არის იარაღი დასავლეთის ხელში, რომელსაც იგი იყენებს. ერაყშიც დემოკრატიის ასაშენებლად შევიდნენ.

ვარდების რევოლუციაც აშშ-ს პროექტია. რომელიც ისევე მოახვიეს თავს ქართველებს, როგორც ახლა პატარკაციშვილი ცდილობდა.
შეუძლებელია გარედან შემოტანილი ტექნოლოგიით დემოკრატიის აშენება.

ნატო-ც და ზოგადად საგარეო ორიენტაციაც თავს მოხვეული თემაა.
საბოლოო ჯამში მივდივართ საკითხამდე რასაც მედია ტექნოლოგიები ჰქვია: ფული+ტელევიზია+საგარეო მხარდაჭერა და რასაც გინდა იმას მიაღწევ.
ამაში უკვე ვერ დაგეთანხმები! დასავლეთს ფეხებზე ნამდვილად არ ჰკიდია, ჰკიდია მათ ზოგიერთ უპასუხისმგებლო ჩინოვნიკს... როგორც კი დაირღვევაი ინფორმაციული ვაკუუმი, მაშინვე დარწმუნდებით ამაში...
და არავითარი პროექტი არ გამოვა თუ მას სერიოზული ადგილობრივი მხარდაჭერა არ აქვს...
მით უმეტეს არ გამოვა უსისხლოდ...
ნუ იტყუებთ თავს, როცა გგონიათ, რომ ამერიკას და რუსეთს რაც უნდა, ის მოხდება საქართველოში...
ამას ქართველი არასოდეს შეეგუება და ეს ყველამ კარგად ვიცით...
უბრალოდ, მიშას და მის მხარდამჭერ დასავლეთელ ჩინოვნიკებს აქვს დიდი სურვილი, რომ ასე მოგვაჩვენოს და თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ჩვენი ბრძოლის სიმძაფრე შეარბილონ!
გარწმუნებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერი გამოუვათ, რამდენიმე თვით, მაქსიმუმ რამდენიმე წლით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ და მხოლოდ...
მაგრამ როცა ეს პრობლემა ამოხეთქავს, რაც უფრო გვიან ამოხეთქავს, მით უფრო მძაფრად და მით უფრო სავალალო შედეგებით დასრულდება დღევანდელი მოძალადეებისთვის...
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#366 Vasil Ioramashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 15:54

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 14/08, 13:28 -ში, განაცხადა:

1.დემოკრატია საქართველოში დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია. და არა მარტო საქართველოში. დემოკრატიის გავრცელება არის იარაღი დასავლეთის ხელში, რომელსაც იგი იყენებს. ერაყშიც დემოკრატიის ასაშენებლად შევიდნენ.

2.ვარდების რევოლუციაც აშშ-ს პროექტია. რომელიც ისევე მოახვიეს თავს ქართველებს, როგორც ახლა პატარკაციშვილი ცდილობდა.
შეუძლებელია გარედან შემოტანილი ტექნოლოგიით დემოკრატიის აშენება.

3.ნატო-ც და ზოგადად საგარეო ორიენტაციაც თავს მოხვეული თემაა.
4.საბოლოო ჯამში მივდივართ საკითხამდე რასაც მედია ტექნოლოგიები ჰქვია: ფული+ტელევიზია+საგარეო მხარდაჭერა და რასაც გინდა იმას მიაღწევ.

1.გეთანხმები, რომ იარაღია და ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ "ხალასტოი" პატრონებით ბრძოლას ვერ მოიგებ. მიშას დღეს დემოკრატად ვეღარავინ გაასაღებს, აქედან გამომდინარე, ეს იარაღი მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

2. გეთანხმები, რომ ვარდების რევოლუცია აშშ-ს პროექტია, რომელმაც არ გაამართლა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტის "საქართველოს მენეჯერმა" პროექტზე გამოყოფილი ფულების ჯიბეში ჩადება დაიწყო და ამით ამ პროექტის სრული დისკრედიტაცია მოახდინა. პროექტმა დაიწყო მუსაობა, რადგან იყო დემოკრატიის მოთხოვნა, და პროექტი გაჩერდა, როდესაც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

3. გეთანხმები და ამიტომაც ამ თემამ დაკარგა აქტუალურობა მას შემდეგ, როდესაც ყველა მიხვდა, რომ დემოკრატიისა და სამართლიანობის გარეშე ზოგადად არც ნატოს და არც ევროინტეგრაციას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

4. აი, ამაში კი ვეღარ დაგეთანხმები. ფაქტია, რომ ფულით+ტელევიზიით+საგარეო მხარდაჭერით სააკაშვილმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ფაქტია, რომ ხალხი ვერ დააბოლეს. ახლა ისღა დარჩენიათ, რომ გადასინჯონ თავიანთი შეხედულებები ქართველ ხალხზე და აღიარონ, რომ ჩვენ მათზე უფრო მეტად ერთგული ვართ დემოკრატიული ღირებულებებისა და რომ მათზე უფრო მეტად ვიმსახურებთ თავისუფლებასა და დემოკრატიას.

#367 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 19:21

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Jan 14/08, 09:09 -ში, განაცხადა:

გიორგი, პრაქტიკულად ყველაფერში გეთანხმები.



იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Jan 14/08, 13:40 -ში, განაცხადა:

ამაშიც გეთანხმები - ბადრი და მიშა, ორი ძლიერი მაკიაველისტი შეერკინა ერთმანეთს...


იხილე გამოხმაურებაVasil Ioramashvili, Jan 14/08, 14:54 -ში, განაცხადა:

1.გეთანხმები, რომ

2. გეთანხმები, რომ

3. გეთანხმები და ამიტომაც


რაღაც ძალიან ბევრ საკითხში ვთანხმდებით! ანუ სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდება! :)

რედაქტორი George Selimashvili, 14 January, 2008 - 19:22.

George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#368 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 19:28

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 14/08, 20:21 -ში, განაცხადა:

რაღაც ძალიან ბევრ საკითხში ვთანხმდებით! ანუ სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდება! :)

ერთმანეთს რომ ემპათიურად მოვუსმინოთ, ამაზე ყოველთვის თანახმა ვარ... :[-X:
შენ კიდევ თვითკრიტიკა ნამდვილად არ გაკლია :(
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#369 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 14 January, 2008 - 23:26

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 14/08, 14:28 -ში, განაცხადა:

საბოლოო ჯამში მივდივართ საკითხამდე რასაც მედია ტექნოლოგიები ჰქვია: ფული+ტელევიზია+საგარეო მხარდაჭერა და რასაც გინდა იმას მიაღწევ.


ხოდა არ ჭრის. ის 100 000 კაცი ზუსტად მაგის წინააღმდეგ გამოვიდა.

იხილე გამოხმაურებაVasil Ioramashvili, Jan 14/08, 15:54 -ში, განაცხადა:

2. გეთანხმები, რომ ვარდების რევოლუცია აშშ-ს პროექტია, რომელმაც არ გაამართლა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტის "საქართველოს მენეჯერმა" პროექტზე გამოყოფილი ფულების ჯიბეში ჩადება დაიწყო და ამით ამ პროექტის სრული დისკრედიტაცია მოახდინა.


შეიძლება მაგეთები უფრო აწყობთ, დამოკიდებულები ხდებიან სპონსორებზე. თან ირანთან ომი წინ არის...
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#370 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 January, 2008 - 23:27

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, Jan 14/08, 22:23 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 14/08, 14:28 -ში, განაცხადა:

საბოლოო ჯამში მივდივართ საკითხამდე რასაც მედია ტექნოლოგიები ჰქვია: ფული+ტელევიზია+საგარეო მხარდაჭერა და რასაც გინდა იმას მიაღწევ.


ხოდა არ ჭრის. ის 100 000 კაცი ზუსტად მაგის წინააღმდეგ გამოვიდა.



აქ ნოემბრის აქციებში ”იმედის” როლი მაქვს მხედველობაში! მგონი მშვენივრად იმუშავა ”იმედმა”!

ახლა უბრალოდ სახელისუფლებო მედია მუშაობს, რომელსაც სხვა დაკვეთა აქვს მიღებული.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#371 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 01:19

უყურეთ დღევანდელ "დებატებს" პრაიმტაიმში? :)
ერთ მხარეს ეკა ტყეშელაშვილი, გივი თარგამაძე, პავლე კუბლაშვილი...
მეორე მხარეს გოგა ხაინდრავა, მანანა ნაჭყებია, კახა კუკავა...
წარმოგიდგენიათ რა რია-რია იქნებოდა? :)
მაგრამ თავიანთი სათქმელი მაინც დააფიქსირეს...
ახალი არაფერი უთქვამთ: ოპოზიცია ითხოვს საეჭვო უბნების ვიდეოკამერების გადამოწმებას და ხმების ხელახლა გადათვლას...
ხელისუფლება ამას არ აკეთებს და კანონში არაა გათვალისწინებულიო...
ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს ვარ: კანონი კი არ კრძალავს ხმების გადათვლას!
ასე, რომ თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება გახურებას, დიდი დღე არ უწერია...
თუკი მართლები არიან, რა გახდა რამდენიმე ათეული უბნის ვიდეოჩანაწერების დათვალიერება???
მაგრამ ისეთ სასტიკ უარზე არიან, აშკარად ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა სერიოზულ გაყალბებას...
არადა დაინიშნოს ეს მეორე ტური, ხომ ცხადია, რომ მოგების მეტი შანსი მაინც მიშას აქვს, თუ დროზე დათანხმდება მეორე ტურის დანიშვნას!..
და რაც უფრო გვიან დაინიშნება მეორე ტური, მით უფრო ნაკლები შანსები აქვს მეორე ტურის მოგების...
ხოლო საერთოდ თუ არ დაინიშნა, საერთოდ ქვეყნის მართვა ძალიან გაუჭირდება, თავბედი ექნება საწყევლი...
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#372 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 January, 2008 - 01:58

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Jan 15/08, 00:19 -ში, განაცხადა:

უყურეთ დღევანდელ "დებატებს" პრაიმტაიმში? :)
ერთ მხარეს ეკა ტყეშელაშვილი, გივი თარგამაძე, პავლე კუბლაშვილი...
მეორე მხარეს გოგა ხაინდრავა, მანანა ნაჭყებია, კახა კუკავა...
წარმოგიდგენიათ რა რია-რია იქნებოდა? :)
მაგრამ თავიანთი სათქმელი მაინც დააფიქსირეს...
ახალი არაფერი უთქვამთ: ოპოზიცია ითხოვს საეჭვო უბნების ვიდეოკამერების გადამოწმებას და ხმების ხელახლა გადათვლას...
ხელისუფლება ამას არ აკეთებს და კანონში არაა გათვალისწინებულიო...
ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს ვარ: კანონი კი არ კრძალავს ხმების გადათვლას!
ასე, რომ თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება გახურებას, დიდი დღე არ უწერია...
თუკი მართლები არიან, რა გახდა რამდენიმე ათეული უბნის ვიდეოჩანაწერების დათვალიერება???
მაგრამ ისეთ სასტიკ უარზე არიან, აშკარად ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა სერიოზულ გაყალბებას...
არადა დაინიშნოს ეს მეორე ტური, ხომ ცხადია, რომ მოგების მეტი შანსი მაინც მიშას აქვს, თუ დროზე დათანხმდება მეორე ტურის დანიშვნას!..
და რაც უფრო გვიან დაინიშნება მეორე ტური, მით უფრო ნაკლები შანსები აქვს მეორე ტურის მოგების...
ხოლო საერთოდ თუ არ დაინიშნა, საერთოდ ქვეყნის მართვა ძალიან გაუჭირდება, თავბედი ექნება საწყევლი...



გოგა ხაინდრავას ნამეტანი აგრესიულობა და უზრდელობა არ მომეწონა, მაგრამ ნაწილობრივ მესმის. ინაუგურაცია გელათში გაიმართება - ეს უკვე დაადასტურა პრეზიდენტის აპარატმა და ახლა ვინ დაიწყებს არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების განხილვას? რაც პრაიმ-ტაიმში ითქვა ოპოზიციის მიერ, ყველაფერში ვეთანხმები - ეს ხალხი ჰაერზე დაყრდნობით არ საუბრობს. კონკრეტული მაგალითები და საკმაოდ მძიმეწონიანი არგუმენტებიც გააჩნიათ.

მე ისიც არ მომწონს, როდესაც ე.წ. უმრავლესობა ნაც თუ ნაძმოძრაობა მიმტკიცებს, რომ "რამდენიმე უბნის გარდა, თბილისში ბ-მა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვაო"! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს უკვე არა მხოლოდ სიცრუე და შეურაცხყოფა, არამედ დეგენერატიზმია.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#373 Vasil Ioramashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 12:12

დიალოგმა დაგლიჯა:

ეკა ტყეშელაშვილი - თქვენ შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი...
გოგა ხაინდრავა - შუბლის ძარღვი შენა გაქვს გაწყვეტილი...
გივი თარგამაძე - ქალს როგორ ელაპარაკები...
:)

ან კიდევ:
მანანა ნაჭყებია - ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ხალხის გარყვნა და დაშინება დაიწყო...
ეკა ტყეშელაშვილი - როგორ არა გრცხვენიათ, თქვენ ქართველ ამომრჩევლებს და მთლიანად ქართველ ხალხს გარყვნილები უწოდეთ, ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია!...

მართლაც რომ შუბლის ძარღვი აქვს ზოგიერთებს გაწყვეტილი.

#374 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 January, 2008 - 12:31

განსაკუთრებით აღვირახსნილად იქცეოდა გოგა ხაინდრავა ...
კუკავა - საკმაოდ კონსტრუქციულად საუბრობდა

დანარჩენები უბრალოდ დემაგოგობდნენ ...

დავუშვათ დადგა 200 000 კაცი ... მერე რა? რეალურად რა შეიძლება მოხდეს?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#375 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 13:50

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Jan 15/08, 11:31 -ში, განაცხადა:

დავუშვათ დადგა 200 000 კაცი ... მერე რა? რეალურად რა შეიძლება მოხდეს?


არც არაფერი. სააკაშვილს праздник-ს გაუფუჭებენ! მეტი არაფერი!
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#376 Miranda Jamburia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 26 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 15:53

საზოგადოებრივი არხი დაუბრუნდა საზოგადოებას, მალე იგეგმება აქციები სასამართლოს შენობის წინ.
ასე მალე რატომ წამოვიდა მიშა დათმობაზე. ნეტა ხომ არ შეეშინდა? :69.gif
The Proud Participant of Business Conference

#377 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 18:06

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Jan 15/08, 14:50 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Jan 15/08, 11:31 -ში, განაცხადა:

დავუშვათ დადგა 200 000 კაცი ... მერე რა? რეალურად რა შეიძლება მოხდეს?


არც არაფერი. სააკაშვილს праздник-ს გაუფუჭებენ! მეტი არაფერი!

200 ათასი ადამიანის ამ დროს ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს, რომ ისინი გამოხატავენ 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პოზიციას...
ეს კი ნიშნავს, რომ სააკაშვილი კი არა ათი სააკაშვილი ერთად ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას...
"პრაზდნიკს" გაუფუჭებენ კი არა სააკაშვილი ძალაუფლებას ძალის გამოყენების გარეშე ვერ მოახერხებს ასეთ შემთხვევაში...
ხოლო თუ ძალას უხეშად გამოიყენებს, მხოლოდ რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ რამდენიმე თვე გაძლებს...
ანუ ლოგიკურად მიშა ახლა გამოუვალ მდგომარეობაშია...
მას გამოსავალი აქვს მხოლოდ ის, რომ არჩევნების შედეგები გადაათვლევინოს...
თუ არადა გაუმართლებელ რისკზე მიდის...
როცა ყველა ოპოზიციური ძალა მის წინააღმდეგ მიდის, მიშა მოთმინებას კარგავს ხოლმე და უხეშ შეცდომებს უშვებს...
ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს ოპოზიციური ძალების გათიშვას... ::-j:
ვერ მიხვდა ეს კაცი, რომ ქართველ ხალხს სიღარიბის დაძლევაზე მეტად, აფხაზეთის დაბრუნებაზე მეტად ახლა სამართლიანობის აღდგენა უნდა ქვეყნის მასშტაბით...



იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Jan 15/08, 13:31 -ში, განაცხადა:

განსაკუთრებით აღვირახსნილად იქცეოდა გოგა ხაინდრავა ...
კუკავა - საკმაოდ კონსტრუქციულად საუბრობდა

დანარჩენები უბრალოდ დემაგოგობდნენ ...

დავუშვათ დადგა 200 000 კაცი ... მერე რა? რეალურად რა შეიძლება მოხდეს?

ხაინდრავა უბრალოდ იქცეოდა ისე, როგორც მას სჩვევია, მაგრამ აღვირახსნილობას მის ქცევას ვერ დავარქმევ... მოდი ასე შეხედეთ ამას: იცი, რომ წინ ნაძირალა გიზის და იძულებული ხარ მისი ცილისწამებები მოისმინო... როგორი მოსათმენია. ჰა? :L-):
მე უფრო გივი თარგამაძე მაღიზიანებდა. გახსოვთ მისი სიტყვები? :)
"ეგენი ვინ ყოფილან კაცო, ... სულს ამოგხდით..."
საგარეო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თურმე ნოემბერში გაიგო ჩანაწერების შესახებ და გამოვიდა ფრაზით - ეგენი ვინ ყოფილანო :)
სადაა ახლა მათი ბრალდებები? ყველა ოპოზიციონერი ლიდერი რომ აგენტად და მოღალატედ რომ გამოცხადეს? :)

რედაქტორი Lasha Shamatava, 15 January, 2008 - 18:07.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#378 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 18:12

არჩევნების შედეგების გადათვლა დროის გაწელვა იქნება და არა გამოსავალი. თუ გადაითვლიან დადგინდება რომ მიშას არ აქვს 50%, დაინიშნება არჩევნები სადაც მიშას მოგების შანსი აღარ ექნება, ისევ უნდა გააყალბოს, ისევ თავიდან მიტინგები და მაინც თუ არ დათმო პრეზიდენტობა არავინ იცის რა მოხდება ........ ::-j:

#379 Vasil Ioramashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2008 - 18:14

იხილე გამოხმაურებაLasha Shamatava, Jan 15/08, 17:06 -ში, განაცხადა:

სადაა ახლა მათი ბრალდებები? ყველა ოპოზიციონერი ლიდერი რომ აგენტად და მოღალატედ რომ გამოცხადეს? ::-j:

რუსების გამონათქვამებთან პარალელებს მაინც ავლებდა, და რო ჩაეკითხა გრიგოლია, ამით რისი თქმა გინდაო, არა უბრალოდ დამთხვევააო. ეტყობა სოციალური გამოკითხვა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ასეთი გამონათქვამები ხალხში პირიქით უკურეაქციას იწვევს.

#380 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 January, 2008 - 18:18

იხილე გამოხმაურებაზვიად ცაგარ, Jan 15/08, 17:12 -ში, განაცხადა:

არჩევნების შედეგების გადათვლა დროის გაწელვა იქნება და არა გამოსავალი. თუ გადაითვლიან დადგინდება რომ მიშას არ აქვს 50%, დაინიშნება არჩევნები სადაც მიშას მოგების შანსი აღარ ექნება, ისევ უნდა გააყალბოს, ისევ თავიდან მიტინგები და მაინც თუ არ დათმო პრეზიდენტობა არავინ იცის რა მოხდება ........ :L-):


შესაბამისად, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა?

დღეს "რუსთავი 2"-ის დილის ტელეეთერში პრესის დაიჯესტი იყო და "ალიის" ერთ-ერთი სტატია დაანონსეს - საქართველოს დედაქალაქი სოხუმში გადავაო :) ::-j:
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share