ნახტომი





* * * * * 1 ხმა

GAU სტუდენტური ბიზნეს ჩემპიონატი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 1029

#41 Dear Guest, You need to register...Jemal Oniani_*

  • Guest

დაწერილია 25 February, 2008 - 01:07

არ მესმის სავაჭრო არხის სარგო რა არის, იქნებ ამიხსნათ ვინმემ?
:)



ვერ გავიგე აქ რის ცვლილებებზე ამბობდით? იქნებ ახლიდან დაწეროთ?

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Feb 24/08, 21:56 -ში, განაცხადა:

ინდექსებსაც ეხლავე მივანიჭებ >:) ალფავიტის მიხედვით

გადაწყვეტილების ფორმაში უნდა შეიტანოთ მხოლოდ ციფრები
ფორმაშI როგორც კი რამე შეიძვლება, უფრის ფორმატიც კი, ეგრევე ჯარინა გექნებათ 500 ათასი ...
მხოლოდ მენეჯერის სახელი ჩAწერეთ და ისიც ინგლისურად



და ბოლოს, ჩვენ შეხვედრაზე ბირჟა იყო ნახსენები რაზეც არსად არაფერი წერია. ანუ გვაინტერესებს აქციებით ვაჭრობა თუ არის და რა სახით?

მაინტერესებს ჩემი გადაწყვეტილება რა სახით უნდა მოგაწოდოთ, არსებობს რამე ფორმა თუ?
სადაზვერვო ინპორმაციის პასუხი იქნება მოთხოვნიდან ერთი კვირის მერე ალბათ ხო?

რედაქტორი Jemal Oniani, 25 February, 2008 - 00:49.


#42 Ilia Kekutia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 152 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 February, 2008 - 02:09

http://www.conference.ge/gau/

ტარიელ შეასწორე რა ჩვენი ჯგუფის სახელი არასწორადაა ჩაწერილი რეგისტრაციის ფრომაში " perpetumobile" წერია და არა " perpertumobile" :)

რედაქტორი Ilia Kekutia, 25 February, 2008 - 02:10.

The Proud Participant of Business Conference

#43 Keti Kervalishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 February, 2008 - 12:13

2 მეილის მისამართი ახლა უნდა გამოვაგზავნოთ?თუ რაც მალე მით უკეთესი :D
The Proud Participant of Business Conference

#44 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 February, 2008 - 14:01

ციტატა

წესივრად ვერ გავიგე სარეკლამო გზავნილების დამუშავება-ზე რისი 5-10% ბიუჯეტის

დავუშვათ პროდუქტის სარეკლამო ბიუჯეტი გამოყავი 500 ათასი
რგოლი ხომ უნდა გაკეთდეს, მესიჯის სემუშავება და ა შ.
ამაზე იხარჯება სარეკლამო ბიუჯეტის 5-10 %
მიხვდი?

ციტატა

ბირჯაზე რატო არ წერია სახელმძღვანელოში არაფერი თუ არარი ამ თამაშში ბირჯა

სწორია,
ბირჟის ინსტრუქცია მოგივათ ასერ - 3-4 -ე წელს. მანამდე სხვა რამეები უნდა დაამუღამოთ ... თორემ მთლად აგერევათ ...

ციტატა

მაინტერესებს ჩემი გადაწყვეტილება რა სახით უნდა მოგაწოდოთ, არსებობს რამე ფორმა თუ?

უნდა შეავსოთ ექსელის ფორმა - გადაწყვეტილების ფორმა და გამომიგზავნოთ ისე, როგორც კომუნიკაციის სქემაშია აღწერილი

ციტატა

სადაზვერვო ინპორმაციის პასუხი იქნება მოთხოვნიდან ერთი კვირის მერე ალბათ ხო?

ნამდვილად!

ციტატა

2 მეილის მისამართი ახლა უნდა გამოვაგზავნოთ?თუ რაც მალე მით უკეთესი

პირველ გადაწყვეტილების ფორმას როცა გამომიგზავნით, მასვე მოაყოლეთ ის ორი მისამართი ... ანუ ფორმა უნდა მივითო თქვენი მისამართებისაგან და იმ წესის მიხედვით, რომელიც კომუნიკაციის სქემაშია აღწერილი ...

ციტატა

ტარიელ შეასწორე რა ჩვენი ჯგუფის სახელი არასწორადაა ჩაწერილი რეგისტრაციის ფრომაში " perpetumobile" წერია და არა " perpertumobile

ოკ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#45 Dear Guest, You need to register...Jemal Oniani_*

  • Guest

დაწერილია 25 February, 2008 - 18:26

დიდი მადლობა ბატონო ტარიელ :D

გადაწყვეტილების ფორმა არ მიმიგია. ჯერ არ გამოგიგზავნიათ? (როგორც თქვით ექსელის ფაილ, ეგეთი კი არაფერი არ გვაქ) :D

ყველაფერი გავარკვიეე მადლობა კვონტიკებს =))

#46 Levan Verdzeuli

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 271 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 February, 2008 - 22:50

ჯემალ, ილო
სალამი :)

ბირჟა რომ არ იყო ნახსენები მეც გამიკვირდა. კონკრეტულად რომელი წლიდან შემოვა ბირჟა თამაშში?

ახლა კითხვები:
1. ტექსტში წერია, რომ სეილის მიზნით ფასდაკლება, არ იწვევს რეპოზიცირებას. მეგონა ფასით ნებისმიერი სპეკულაცია რეპოზიცირებას იწვევდა. იქნებ დავაზუსტოთ ეს.
2. ძველ ტექსტებში გაცილებით მეტი კვლევის ყიდვის შესაძლებლობა იყო, თუ არასწორად მახსოვს?
3. საზოგადოებრივი იმიჯი - საქველმოქმედო საქმიანობა, თანამშრომლების წახალისება და თემის განვითარების პროგრამის დაფინანსება. ეს რა არის საერთოდ? საქველმოქმედო საქმიანობა საიდან გამოვჩხრიკო?
4. კორპორატიულ და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობა პირველი წლები ვერ მოხდება ანუ?
5. თუკი აქტიურად ვაწარმოებ ანტირეკლამას, ეს რამდენად მოქმედებს ჩემს საზოგადოებრივ იმიჯზე? რამდენად უკან სწევს მას? მე თუ მინდა ინდექსი 1.6-ზე მაღლა ავიყვანო, ანტირეკლამაზე უნდა ავიღო ხელი?
6. ჩემი კომპანიის ანგარიში უფასო ინფორმაციაა?


მგონი სულ ესაა რაც ამ ეტაპზე კითხვა დამებადა.
გთხოვთ კონკტერული პასუხები გამცეთ

გმადლობთ :D
"Quality is remembered long after price is forgotten" - Gucci family slogan

#47 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 February, 2008 - 23:03

Jemal Oniani
გადაწყვეტილების ფორმა საიტიდან უნდა ჩამოტვირთო. ეს არც დამიგზავნია

Levan Verdzeuli

ციტატა

1. ტექსტში წერია, რომ სეილის მიზნით ფასდაკლება, არ იწვევს რეპოზიცირებას. მეგონა ფასით ნებისმიერი სპეკულაცია რეპოზიცირებას იწვევდა. იქნებ დავაზუსტოთ ეს.

ფასის ნებისმიერი შეცვლა სიმულაციის წინა ვერსიებში იწვევდა რეპოზიცირებას. ინტერნეტ ვერსიაში სეილის მიზნით ფასდაკლება, ანუ 20 % ფარგლებში ფასდაკლება არ იწვევს რეპოზიცირებას. მაგრამ თუ ფასდაკლება მეტი იქნება, უკვე რეპოზიცირებაც მოხდება

ციტატა

2. ძველ ტექსტებში გაცილებით მეტი კვლევის ყიდვის შესაძლებლობა იყო, თუ არასწორად მახსოვს?

კი. თუმცა 20-მდე კვლევიდან დიდი-დიდი 3-4 ეყიდა ვინმეს. შედეგად ხალხი ვერ გებულიობდა რატომ ჰქონდა ასეთი შედეგი და გააზრებულად ვერ თამაშობდით
ეხლკა არის ორი პაკეტი, რომლებიც მრავალი სახის სხვადასხვა კვლევას აერთიანებს, თან ძვირიც არ ღირს

ციტატა

3. საზოგადოებრივი იმიჯი - საქველმოქმედო საქმიანობა, თანამშრომლების წახალისება და თემის განვითარების პროგრამის დაფინანსება. ეს რა არის საერთოდ? საქველმოქმედო საქმიანობა საიდან გამოვჩხრიკო?

შენ ფული დახარჯე და თავის თავს თვიტონ მიხედავს :)

ციტატა

4. კორპორატიულ და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობა პირველი წლები ვერ მოხდება ანუ?

კი, ეგრეა. მანამდე უნდა გაიზარდო :D

ციტატა

5. თუკი აქტიურად ვაწარმოებ ანტირეკლამას, ეს რამდენად მოქმედებს ჩემს საზოგადოებრივ იმიჯზე? რამდენად უკან სწევს მას? მე თუ მინდა ინდექსი 1.6-ზე მაღლა ავიყვანო, ანტირეკლამაზე უნდა ავიღო ხელი?

ოოო, ფაქტია, რომ რაც მეტ ანტირეკლამას გააკეთებ, მით მეტად უარყოფითად იმოქმედებს ეს შენს იმიჯზე. მაგრამ დარეგულირება "გემოვნებით" იქნება ...

ციტატა

6. ჩემი კომპანიის ანგარიში უფასო ინფორმაციაა?

კი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#48 Levan Verdzeuli

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 271 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 February, 2008 - 23:13

გმადლობ ტარიელ. კიდევ ერთი კითხვა
საზოგადოებრიცი იმიჯის ინდექსი როგორ დგება? როგორ შემიძლია ვაკონტროლო?
"Quality is remembered long after price is forgotten" - Gucci family slogan

#49 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 February, 2008 - 23:17

გარდა იმისა, რაც მასალაში წერია შემიძლია გითხრა მხოლოდ შემდეგი:
თუ იზრუნებ საზოგადოებაზე, საზოგადოებაც დაგიფასებს. თუ "ცუდ" საქმიანობას გააკეთებ, საზოგადოებაც შესაბამისად "დაგიფასებს" :)

Jemal Oniani

ციტატა

არ მესმის სავაჭრო არხის სარგო რა არის, იქნებ ამიხსნათ ვინმემ?

ობიექტში რომ პროდუქტი იყიდება, ამ ობიექტს ყოველი გაყიდულ პროდუქტზე თავისი მისაღები თანხა რჩება საკუთარი შემოსავლის სახით. ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#50 Levan Verdzeuli

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 271 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 February, 2008 - 23:22

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Feb 25/08, 22:17 -ში, განაცხადა:

გარდა იმისა, რაც მასალაში წერია შემიძლია გითხრა მხოლოდ შემდეგი:
თუ იზრუნებ საზოგადოებაზე, საზოგადოებაც დაგიფასებს. თუ "ცუდ" საქმიანობას გააკეთებ, საზოგადოებაც შესაბამისად "დაგიფასებს" :)

ეს წავიკითხე, მაგრამ რახან კონკრეტულ ინდექსზეა საუბარი, რომელიც ციფრებში გამოიხატება, მინდა ვიცოდე როგორ დგება ის.

"კორპორატიული ბაზარი საერთოდ არ შეიძენს იმ პროდუქტებს, რომელთა საზოგადოებრივი იმიჯი 1.3-ზე დაბლა იქნება"
ასე წერია მასალაში. საიდან გავიგო რომ ამ კოეფიციენტს ავცდი?
"ამ სეგმენტში გაყიდვები ჩვეულებრივ მე-3 ან მე-4 წლიდან დაიწყება"
თუ მე2 წელს უკვე შესაბამისი კოეფიციენტი მაქვს, იყიდიან კორპორაციები ჩემს პროდუქციას?
"Quality is remembered long after price is forgotten" - Gucci family slogan

#51 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 February, 2008 - 23:34

თუ რამდენია ინდექსი, ამას გაიგებთ ყოველი წლის ბოლოს ...
როგორ დგება ... ამას ალბათ თუ მიხვდებით, თორემ მე ვერ გეტყვით :)
როგორც იცით არის რაღაც რასაც ვიტყვი, და რაღაც რაც თქვენიტ უნად მიხვდეთ :D
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#52 Levan Verdzeuli

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 271 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 February, 2008 - 23:38

ვივარაუდოთ, რომ თამაშის დასაწყისში ყველას კოეფიციენტი 1-ია? :)

და გუნდების ინდექსებს როდის გავიგებთ?

მინდა იქნება ერთი-ორს ანტირეკლამა გავუკეთო :D

რედაქტორი Levan Verdzeuli, 25 February, 2008 - 23:39.

"Quality is remembered long after price is forgotten" - Gucci family slogan

#53 Dear Guest, You need to register...Jemal Oniani_*

  • Guest

დაწერილია 26 February, 2008 - 00:49

ზდარო. ლევან:D
1) რა პროდუქტს ვაწარმოებთ? თუ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა?
2) ეს ხუთი მახასიათებელი რა მახასიათებელია? ( იგივე რაც წიგნშია მოცემული?)
3) პროდუქტის ზუსტ, ან მიახლოვებულს მაინც, თვით გირებულებას მომავალ წლამდე ვერ გავიგებთ?
4) მინიმალური წარმოება პირველი წლისთვის- არსებობს ესეთი რამე? თუ არსებობს კონკრეტულ პროდუქტს ეხება თუ მთლიან წარმოებას?
მადლობთ

კიდევ ერთი კითხვა.
პროდუქტის მახასიათებლები რა სახით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან?

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი იძლევა საშუალებას, რომ მაგალითად მე ამეგო და რამდენიმე კომპანია შემექმნა დაკომპლექტებული 4 არ არსებული პიროვნებისგან, რომელთაც ვამოქმედებდი ჩემი კომპანიის სასარგებლოდ, მაგალითად გავუკეთებდი ბევრ ანტირეკლამას კონკურენტებს ამ რამდენიმე არ არსებული პირებით დაკომპლექტებული კომპანიების საშუალებით და არ შევლახავდი ჩემი კომპანიის იმიჯს და არ დავხარჯავდი ჩემი კომპანიის ფულს. თან ეს ყველაფერი ისე მოხდებოდა რომ ვერავინ ვერეფერს გაიგებდა და მართლაც რომ არასამართლიანი იქნებოდა. მჩება ეჭვი რომ ვინმემ შეიძლება ''იმაიმუნა'' კიდეც;) მაინტერესებს ბატონო ტარიელ თქვენი აზრი და იცავს თუ არა ამ პროგრამას მსგავსი მაიმუნობებისგან რაიმე? :) თან 25 დარეგისტრირებული ჯგფიც მაეჭვებს, იქნებ დარეგისტრირებულთა სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოქვეყნდეს. ჩვენ კომუნიკაციებსაც ხელს შეუცყობდა.

რედაქტორი Jemal Oniani, 26 February, 2008 - 00:50.


#54 Ilia Kekutia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 152 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2008 - 04:34

იხილე გამოხმაურებაLevan Verdzeuli, Feb 25/08, 23:38 -ში, განაცხადა:

ვივარაუდოთ, რომ თამაშის დასაწყისში ყველას კოეფიციენტი 1-ია? ;)

და გუნდების ინდექსებს როდის გავიგებთ?

მინდა იქნება ერთი-ორს ანტირეკლამა გავუკეთო :D


ხო არ გვეთანამშრომლა ლევან გამოქვეყნებული სურათი


პროდუქტის თვითღირებულებას თუ არ ვცდები კ&გ დეპარტამენტი ავტომატურად თვლის და ეგ ჩემთვის უცნობია
შესაბამისად როგორ დავადო პროდუქტს ფასი გაუგებარია ? :) :D

რედაქტორი Ilia Kekutia, 26 February, 2008 - 04:47.

The Proud Participant of Business Conference

#55 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 26 February, 2008 - 11:30

Levan Verdzeuli

ციტატა

ვივარაუდოთ, რომ თამაშის დასაწყისში ყველას კოეფიციენტი 1-ია?

და გუნდების ინდექსებს როდის გავიგებთ?

მინდა იქნება ერთი-ორს ანტირეკლამა გავუკეთო

კი, 1-ია
გუნდების ინდექსები საიტზე დევს ... მიდი და ძიძგნე :))

Ilia Kekutia

ციტატა

პროდუქტის თვითღირებულებას თუ არ ვცდები კ&გ დეპარტამენტი ავტომატურად თვლის და ეგ ჩემთვის უცნობია
შესაბამისად როგორ დავადო პროდუქტს ფასი გაუგებარია ?

მოდი ასე გეტყვი ...
კარგად თუ გაითავისებ სცენარს, მიხვდები როგორ მოიქცე ამ შემთხვევაში

Jemal Oniani

ციტატა

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი იძლევა საშუალებას, რომ მაგალითად მე ამეგო და რამდენიმე კომპანია შემექმნა დაკომპლექტებული 4 არ არსებული პიროვნებისგან, რომელთაც ვამოქმედებდი ჩემი კომპანიის სასარგებლოდ, მაგალითად გავუკეთებდი ბევრ ანტირეკლამას კონკურენტებს ამ რამდენიმე არ არსებული პირებით დაკომპლექტებული კომპანიების საშუალებით და არ შევლახავდი ჩემი კომპანიის იმიჯს და არ დავხარჯავდი ჩემი კომპანიის ფულს. თან ეს ყველაფერი ისე მოხდებოდა რომ ვერავინ ვერეფერს გაიგებდა და მართლაც რომ არასამართლიანი იქნებოდა. მჩება ეჭვი რომ ვინმემ შეიძლება ''იმაიმუნა'' კიდეც მაინტერესებს ბატონო ტარიელ თქვენი აზრი და იცავს თუ არა ამ პროგრამას მსგავსი მაიმუნობებისგან რაიმე? თან 25 დარეგისტრირებული ჯგფიც მაეჭვებს, იქნებ დარეგისტრირებულთა სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოქვეყნდეს. ჩვენ კომუნიკაციებსაც ხელს შეუცყობდა.

ორივე ხელით მივესალმები მსგავს მაიმუნობებს :)
თუ ეს იფირე და არ გააკეთე ჩათვალე რომ ცუდია ...
სამართლიაობა აქ არაფერ შუაშია ... ჩემი აზრით რა თქმა უნდა ...
რა, გგონია რეალურ ბიზნესში არ მაიმუნობენ?

ციტატა

კიდევ ერთი კითხვა.
პროდუქტის მახასიათებლები რა სახით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან?

იმ სახით, რა სახითაც ჩვეულებრივ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ნებისმიერი პროდუქტის სხვადასხვა მახასიათებლები

ციტატა

1) რა პროდუქტს ვაწარმოებთ? თუ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა?

თქვენ ყველანი აწარმოებთ ერთი და იგივე სახის პროდუქტს - მუსიკალურ ცენტრს, მააგრამ სხვაადასხვა მოდიფიკაციებს

ციტატა

2) ეს ხუთი მახასიათებელი რა მახასიათებელია? ( იგივე რაც წიგნშია მოცემული?)

რა თქმა უნდა

ციტატა

3) პროდუქტის ზუსტ, ან მიახლოვებულს მაინც, თვით გირებულებას მომავალ წლამდე ვერ გავიგებთ?

დაახლოებით ივარაუდებთ

ციტატა

4) მინიმალური წარმოება პირველი წლისთვის- არსებობს ესეთი რამე? თუ არსებობს კონკრეტულ პროდუქტს ეხება თუ მთლიან წარმოებას?

აწარმოე რამდენიც გინდა
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#56 Tornike Mosiashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 236 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2008 - 11:41

ციტატა

გუნდების წევრთა ვინაობა და მათი საკონტაქტო მეილ მისამართი გაცხადდება მას შემდეგ, რაც ყოველი გუნდიდან მომივა 2 მაილ მისამართი, რომლებზედაც გუნდებთან მექნება კომუნიკაცია.


აი ჯემო რო გამოქვეყნდება დაითრიე გაუ-ს სტუდენტების სია და ეგაა :))

პ.ს. ტარიელ იქნებ ბირჟა მანამდეც მოახერხო რა 3 წელი ძაან ბევრია მეორეზე მაინც იყოს :)

რედაქტორი Tornike Mosiashvili, 26 February, 2008 - 11:44.

The Proud Participant of Business Conference

#57 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 26 February, 2008 - 11:50

გაითვალისწინეთ წესები

- დასვით მხოლოდ შეკითხვები ან თუ რამ გაურკვეველი იქნება გაშალეთ გაურკვეველი საკითხი ... თუ დეტასლებს მოიყვანთ ყოველთვის მიუთითეთ კომპანიის ან პროდუქტის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ გავცემ შეკითხვას პასუხს

- მე მოვახდენ ყოველ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ან ვიტყვი, რომ რაღაცის გასარკვევად საჭიროა დრო. ნებისმიერ დასმულ შეკითხვას რაიმე ფორმით გამოვეხმაურები. და ეს იქნება ჩემი საბოლოო პასუხი ან გადაწყვეტილება;

- თუ თქვენ გექნებათ თქვენი მოსაზრება წარმოადგინეთ იგი კორექტულობის ფარგლებში და დაასაბუთეთ. მე არგუმენტებს ყოველთვის პატივს ვცემ და ამ არგუმენტების გამო შეიძლება ახალი წესებიც კი შემოვიღო;

- თუ თქვენ ვერ გაიგეთ ჩემი მოწოდებული ინფორმაცია [მაგალითად თქვენს მიერ გაცემული პასუხი], შეგიძლიათ დაწეროთ "ვერ გავიგე" [და მიუთითოთ კონკრეტულად რა ვერ გაიგეთ] და მე ხელმეორედ ვეცდები ავსხნა. თუ კიდევ ვერ გაიგებთ ... მორჩა ... მე მესამედ ერთი და იგივე საკითხს არ ვუპასუხებ ...

- ნებისმიერი თქვენგანის ისეთი პრეტენზიული გამოსვლა, როგორიცაა "უსამართლოა", ასე არ უნდა იყოს, ისე არ უნდა იყოს, იმათ რატომ აყენებთ უპირატეს მდგომარეობაში და ა.შ. მისნაირები მიუღებელია.

და რაც მთავარია,
დაიმახსოვრეთ ეს გვერდი და ყველამ წაიკითხეთ რაც აქ დავწერე. იმიტომ რომ როცა მოვა 65-ე გვერდი, ვინმეს კი ეს გვერდი და ეს წესები წაკითხული არ ექნება და რომელიმე აქ მოყვანილ წესს გადაუხვევს, მერე არ უშველის "ბოდიში" და "აუ არ წამიკითხია", "არ ვიცოდი" და ა.შ. მისნაირები :))
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#58 Irakli Kurdadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 108 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2008 - 11:54

აქ, რომ წერია მარკეტინგული ინფორმაციის ფასი 135
კონკურენტთა დაზვერვის ფასი 120

ანუ 135 000 და 120 000 ნიშნავს ხო?

#59 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 26 February, 2008 - 12:00

კი, ეგრეა ...

Tornike Mosiashvili

ციტატა

ტარიელ იქნებ ბირჟა მანამდეც მოახერხო რა 3 წელი ძაან ბევრია მეორეზე მაინც იყოს

შენ რა გენაღვლება რა ... ყველაფერში ხარ ძირითადში გარკვეული ...
მაგრამ ვინც არ იცის ჯერ ამ თამაშის ვიტამინები?
ბირჟის 4-ე წლიდან დაწყებით მათაც ექნებათ სერიოზული შანსი რომ კონკურენცია გაგიწიონ როგორც ცოდნით, ასევე ფულით ... :))
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#60 Irakli Kurdadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 108 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2008 - 12:06

მადლობა.

სავაჭრო აგენტების ტრენინგი 3000 - ნიშნავს, რომ მთლიანად ყველაზეა ჯამში თუ ერთის ტრენინგი ჯდება 3000?

ანუ რამდენ აგენტს ავიყვან იმაზე არაა დამოკიდებული თანხის ოდენობა? თუ ფიქსირებულია?

თუ შეიძლება, რომ ეს აგვიხსნათ, ტარიელ ბატონო.



3 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 3 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share