ნახტომი





- - - - -

შეიცვლიდი თუ არა გვარს


გამოხმაურებათა რაოდენობა: 245

#1 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2005 - 18:10

უნდა ქონდეს თუ არა ადამიანს უფლება აიღოს ნებისმიერი გვარი და სახელი შეუზღუდავად?

ჩემი აზრით არა. ისევე როგორც არ შეიძლება ადგე და შენს ნებაზე დააწერო შენს მიერ შეკერილ ბოტასსა თუ მაისურს ადიდასის და ნაიკის სახელები ან სახაშეს მაგდონალდსი.
ადამიანს თუ სურვილი აქვს გამოიცვალოს გვარი უნდა აიღოს ისეთი გვარი რომელიც ჯერ არ არსებობს. ყველა გვარს აქვს თავისი ისტორია, რომელიც თაობების შექმნილია. არსებობს კარგი და ცუდი გვარები, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის სულაც არაა უმნიშვნელო დეტალი. ეს არის პრესტიჟი საზოგადოებაში, როგორც რაღაც "არამატერიალური აქტივი" და ამას რაღაც სარგებელი ან ზიანიც კი შეიძლება მოქონდეს ადამიანისთვის. როდესაც სხვა ადამიანი იღებს ასეთ პრესტიჟულ გვარს ის იპარავს იმ ისტორიას პრესტიჟს და იმ პოტენციურ სარგებელს რომელიც ამ გვარმა შეიძლება მოუტანოს მას და რომელიც თაობების შექმნილია.

გვარის შეცვლასთან დაკავშირებითარსებობს სხვა ასპექტებიც, მაგალითად, საკაოდ საინტერესოა იმ მეცნიერებების აზრი რომლებიც იკვლევენ სიტყვის ენერგოინფორმაციას და სახელის და გვარის კავშირს ადამიანის ბედთან. :) სამწუხაროდ მე აამ საკითხებში არ ვარ იმდენად ჩახედული რომ რაიმე აზრი გამოვთქვა :D მაგრამ იმედია არსებობენ კომპეტენტური ადამიანები რომლებიც თავის აზრს იტყვიან :D

#2 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 June, 2005 - 18:42

Zviad Tsagareishvili

ციტატა

უნდა ქონდეს თუ არა ადამიანს უფლება აიღოს ნებისმიერი გვარი და სახელი შეუზღუდავად?


კი!

ციტატა

ისევე როგორც არ შეიძლება ადგე და შენს ნებაზე დააწერო შენს მიერ შეკერილ ბოტასსა თუ მაისურს ადიდასის და ნაიკის სახელები ან სახაშეს მაგდონალდსი.


ცუდი შედარებაა. შენ რაც ჩამოთვალე არის დარეგისტრირებული სიტყვები რომლების გამოყენების საშუალება შეზღუდულია. გვარადაც ალბათ ვერ დაირქმევ რიბოკს ან ადიდასს. :) (ისე კი რა საინტერესო იქნებოდა? :D )

ციტატა

ადამიანს თუ სურვილი აქვს გამოიცვალოს გვარი უნდა აიღოს ისეთი გვარი რომელიც ჯერ არ არსებობს.


და არსებული გვარი რომ დაირქვას ვინმემ, მერე რა? რა განსხვავებაა დაბადებისას დაგარქმევენ რამეს თუ ცოტა მოგვიანებით? ანდა ვინმემ ცაგარეიშვილი რომ დაირქვას, წახვალ და ცემ? :D

ციტატა

ყველა გვარს აქვს თავისი ისტორია, რომელიც თაობების შექმნილია. არსებობს კარგი და ცუდი გვარები, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის სულაც არაა უმნიშვნელო დეტალი. ეს არის პრესტიჟი საზოგადოებაში, როგორც რაღაც "არამატერიალური აქტივი" და ამას რაღაც სარგებელი ან ზიანიც კი შეიძლება მოქონდეს ადამიანისთვის. როდესაც სხვა ადამიანი იღებს ასეთ პრესტიჟულ გვარს ის იპარავს იმ ისტორიას პრესტიჟს და იმ პოტენციურ სარგებელს რომელიც ამ გვარმა შეიძლება მოუტანოს მას და რომელიც თაობების შექმნილია.


სამწუხაროდ მართალი ხარ და სწორედ ამის შესაცვლელად უნდა შეეძლოს ადამიანს გვარის შეცვლა. ეს რასაც იძახი არის ქართველების ავადმყოფობა. ნუთუ შენ გგონია, რომ "ცუდი" გვარის პატრონი ცუდია ანდა "კარგი" გვარის პატრონი - კარგი ადამიანია?! მე სკოლაში ძმაკაცი მყავდა სირაძე. 10 წელია აღარ მინახია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. რატომ უნდა დაიჩაგროს ასეთი ადამიანი თავისი გვარის გამო? თანაც ბავშვისთვის წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს? ანდა რატომ უნდა რამე სარგებლობა მოუტანოს ცუდ ადამიანს "კარგმა" გვარმა?

ციტატა

გვარის შეცვლასთან დაკავშირებითარსებობს სხვა ასპექტებიც, მაგალითად, საკაოდ საინტერესოა იმ მეცნიერებების აზრი რომლებიც იკვლევენ სიტყვის ენერგოინფორმაციას და სახელის და გვარის კავშირს ადამიანის ბედთან.  სამწუხაროდ მე აამ საკითხებში არ ვარ იმდენად ჩახედული რომ რაიმე აზრი გამოვთქვა  მაგრამ იმედია არსებობენ კომპეტენტური ადამიანები რომლებიც თავის აზრს იტყვიან


ხუმრობ თუ სერიოზულად წერ ამას?
Der Gott ist tot!

#3 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2005 - 21:43

Zviad Tsagareishvili

ციტატა

უნდა ქონდეს თუ არა ადამიანს უფლება აიღოს ნებისმიერი გვარი და სახელი შეუზღუდავად?

ეს საკითხი არცაა დასასმელი. ყველას აქვს უფლება იწოდებოდეს იმ სახელით და გვარით, რაც მას სწორად მიაჩნია - ეს ადამიანის ერთ-ერთ უფლებად მიმაჩნია. მე პირადად გვარსა და სახელს არ შევიცვლი, მაგრამ ამის უფლება უნდა მქონდეს. ყველაზე მეტად ეს საკითხი ე.წ. პრესტიჟული გვარის წარმომადგენლებს აწუხებს, მაგრამ სულ ტყუილად. ღირსეული ადამიანი თავის გვარს, თუკი ძალიან უხერხული სიტყვა არაა, არ შეიცვლის. როგორც ნათქვამია - 'ნიჭს აძლევს ზენა კაცს და არა გვარიშვილობას'. ხოლო მე მარტო თავად-აზნაურული და მეფური გვარი თავისთავად არაფერს არ ნიშნავს და დროა მათაც შეიგნონ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, დემოკრატიულ წყობაში ყველას უფლებები თანაბარი უნდა იყოს. ხოლო ძალიან თუ მოვინდომებ, ნებისმიერ ქართველს (და საქართველოს მოქალაქეს) შეუძლია ამტკიცოს, რომ მის გენეალოგიაში ურევია რომელიმე ცნობილი გვარი.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 June, 2005 - 09:21

მეც ვეთანხმები იმას, რომ ადამიანს შეეძლოს თავისი გვარი ტვითონ აირჩიოს, მაგრამ შეზღუდვები უნდა იყოს. მაგალითად ბაგრატიონებს ესიამოვნებათ, რომ მილიონი ბაგრატიონი გაჩნდეს? ანდა რამდენჯერ უნდა ექნეს ადამიანს თავისი გვარის გამოცვლის უფლება? ანდა სადმე ხომ უნდა იყოს რეგისტრირებუილ ეს გვარი?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 09:25

შეიძლება დაშვებული იყოს ახალილ გვარების წარმოქმნით
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#6 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 10:05

Tariel Zivzivadze

ციტატა

მაგალითად ბაგრატიონებს ესიამოვნებათ, რომ მილიონი ბაგრატიონი გაჩნდეს?

არ ვიქნები ორიგინალური, თუკი ვიტყვი, რომ ბაგრატიონებს რა ესიამოვნებათ და შენ რა გესიამოვნება, დემოკრატიულ სახელმწიფოში თანაბარძალოვანი უნდა იყოს. ხოლო ქართულ სამეფო დინასტიას რაც შეეხება, საქართველო სამეფოებად და სამთავროებად სწორედ ბაგრატიონების ხელით დაიშალა. დროა ქართულმა საზოგადოებამ კარგთან ერთად ის ცუდიც თქვას, რაც გააკეთეს ბაგრატიონებმა საქართველოს სათავეში ყოფნისას. ხოლო მილიონი ბაგრატიონი არ გაჩნდება. და პირადად არც მესმის, რატომ უნდა მინდოდეს ვიყო ბაგრატიონი? :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 June, 2005 - 13:07

პირადად ჩემთვის გვარი არის ადამიანის იდენტიფიცირების საშუალება მხოლოდ ...
აქედან გამომდინარე ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Davit Mdivani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 774 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 15:14

საინტერესო იქნება იმის გააზრება თუ რატომ იცვლიან ადამიანები გვარებს?

1. უბრალოდ არ მოსწონს;
2. ნაციონალური კუთვნილების დაფარვა უნდა;
3. უკეთესი გვარიც ხომ არსებობს;
4. გვარის რეპუტაციას ჩირქი მიეცხო;
5. სისხლის აღების ეშინია :)

სხვა?

#9 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 15:24

DaviT Mdivani

ციტატა

5. სისხლის აღების ეშინია
ალბათ მე-5 პუნქტი ყველაზე იშვიათად შეგვხვდება.

ციტატა

1. უბრალოდ არ მოსწონს;
ასეთებიც ალბათ ძალიან ცოტაა. თუნდაც სირაძე, მშვენიერი გვარია.

ციტატა

2. ნაციონალური კუთვნილების დაფარვა უნდა;
ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია.

ციტატა

3. უკეთესი გვარიც ხომ არსებობს;
მე ვიტყოდი, რომ ეს მოსაზრება სუბიექტურია. ერთია, ცნობილი გვარი, მეორეა ნაკლებად ცნობილი. მარტო ამ მიზეზით გვარის გამოცვლა ძალიან უღირს საქმედ მიმაჩნია და რადგან ქართველები ღირსეული ხალხი ვართ, ამის წილიც ნაკლები იქნება.

ციტატა

4. გვარის რეპუტაციას ჩირქი მიეცხო;
ნუ, თავის დროზე ლამის ყველა ბერიამ გვარი შეიცვალა და ბერაია ან რაღაც სხვა გვარი აიღეს. მაგრამ ახლა ასეთი რამ ნაკლებად არის მოსალოდნელი. მაგალითად არც ერთი შევარდნაძე არ გამოიცვლის გვარს და არც ერთი მამალაძე.
არის კიდევ ერთი ფაქტორი - მე რაც მსმენია, ძალიან ბევრმა დაიბრუნა ისტორიული ძველი გვარები. მაგალითად მუხიგულაშვილები გახდნენ მუხიგულები და ა.შ.
ბევრი გადადის მეუღლის გვარზე ან პირიქით, იბრუნებს თავის გვარს. ბევრს უნდა მისთვის ძალიან პატივცემული და ძვირფასი ადამიანის გვარი ატაროს და ა.შ.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#10 Davit Mdivani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 774 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 17:06

ციტატა

ნაციონალური კუთვნილების დაფარვა უნდა;
ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია.


რა თქმა უნდა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია
და სახელმწიფო ყოველნაირად უნდა ცდილობდეს რომ ასეთი ფაქტები შეამციროს, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს გვარის გამოცვლა ნაციონალური წარმომავლობის დასამალად?! თუ ვინმეს ამის სურვილი უჩნდება, ალბათ ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ნაც. მენშინსტვების უფლებები არაა თანასწორი.
თუ ვინმეს იმის სჯერა, რომ არშბების, მამედოვების, პეტროსიანების მიერ გვარის შეცვლა მათ უფრო მეტად გააქართველებს მე მგონი დიდ შეცდომას უშვებს.

#11 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 June, 2005 - 17:41

მოდით ბარემ რახან დავიწყეთ ლაპარაკი, ნაციონალობაზეც ვილაპარაკოთ.

ვინ არის ქართველი? ხომ ვერ გამცემდით ამაზე პასუხს? მე ერთმა გერმანელმა საინტერესო რამე მითხრა, მაგრამ ჯერ თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს და მერე დავწერ. :)
Der Gott ist tot!

#12 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 21:06

DaviT Mdivani

ციტატა

ნაც. მენშინსტვების უფლებები არაა თანასწორი.
არა უფლებათა დარღვევა არაფერ შუაშია. თუ კაცი ქართველობს და სომხური გვარი აქვს, ურჩევნია გვარიც ქართული ჰქონდეს.

ციტატა

თუ ვინმეს იმის სჯერა, რომ არშბების, მამედოვების, პეტროსიანების მიერ გვარის შეცვლა მათ უფრო მეტად გააქართველებს
ახლა მარტო გვარის შეცვლა არაფერს ნიშნავს.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#13 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 21:07

ციტატა

ვინ არის ქართველი?
ის ვინც თავს ქართველად თვლის. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#14 Lado Kvelashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 99 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 June, 2005 - 21:58

DaviT Mdivani

ციტატა

სხვა?


6. უცხო ქვეყნის საკონსულოს მოტყუება უნდათ. რამოდენიმეს ვიცნობ ვინც ამ მიზეზით გამოიცვალა გვარი. ანუ - სხვადასხვა მიზეზების გამო ერთხელ უარი უთხრეს ვიზაზე და მეორეჯერ იგივე გვარით რომ მივიდეს დიდი შანსია ისევ უარი უთხრან, ან ქვეყნიდან გამოაძევეს და მეორედ აღარ შეუშვებენ და ა.შ.

Irakli Betchvaia

ციტატა

ვინ არის ქართველი?

მართლაც რომ საკამათო თემაა - ვინაა ქართველი, თბილისელი......:) ძალიან შორს არ წავალ, ერთს კი ვიტყვი: - მზიას და ზეზვას შემდეგ ყველას (თეთრკანიანს) შეუძლია ამტკიცოს რომ მისი წინაპრები საქართველოდან არიან და თუ თავად თავს ქართველებად გრძნობენ/სთვლიან - იყვნენ ქართველები. :-)
რაღაც ლექსია ამ თემაზე - სკოლაში ასწავლიდნენ, ვინმეს ხომ არ გახსოვთ? ლექსიკონში ჩახედვაც არ იქნებოდა ცუდი.

რაც შეეხება გვარებს - უცხოელთათვის მართლაც უნიკალურად ენისმოსატეხი გვარები გვაქვს ბევრს, როგორი გამოსათქმელია მაგ. ჩემი გვარი - ყველაშვილი?! მგონი ეთიოპელების და ქართველების მეტს არავის შევხევედრივარ "ყ" ყ-დ გამოსთქვან. (არადა ძალიან ბევრი ერის შვილს ვიცნობ) ბაკაკი ცკალში კიკინებს :) , მე ჯიუტად ვიმეორებ ველაშვილი და ხალხს მაგარი ეცინება, საშინელებაა როცა ტელეფონზე რამდენჯერმე მიწევს - ქეი ვი ი ელ ეი ეს ეიჩ ვი აი ელ აი გამეორება, მაგრამ რაც ისტორიულად მერგო იმას დავჯერდები და გვარს არ გამოვიცვლი... არ "გავბალანჩინდები".
თუმცა ლეგალურად და კეთილი მიზნებით გვარის შეცვლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. როგორც ადრე აღინიშნა სასურველი იქნება, თუ ახალი გვარი ამჟამად არარსებული იქნება. ვინმე მჭედლიშვილი გადაწყვეტს რომ მის ნათესაობაში მჭედელი აღარავინაა და გვარს შეიცვლის მისი მამის ამჟამინდელი საქმიანობის მიხედვით, მაგ. პროგრამისტაშვილი, მინისტრაშვილი, სანტექნიკაშვილი, ან მაგ. მსხვილიძე თუ წონაში დაიკლებს და გახდება წვრილიძე, ნიორაძე ხაშზე უარს იტყვის და გახდება ხახვაძე, წიწაკაძე და ა.შ. :)

ისე კი ჩვენ მწერლებს, პოლიტიკოსებს და ხელოვნების მოღვაწეთ სჩვევიათ გვარების შეცვლა, ფსევდონიმების მორგება :ph34r: და ძალიან კარგადაც გამოსდით, ალბათ არის ამაში რაღაც და დაე გაგრძელდეს ასე....

რედაქტორი Lado Kvelashvili, 27 June, 2005 - 12:15.


#15 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 June, 2005 - 10:55

Irakli Betchvaia

ციტატა

ისევე როგორც არ შეიძლება ადგე და შენს ნებაზე დააწერო შენს მიერ შეკერილ ბოტასსა თუ მაისურს ადიდასის და ნაიკის სახელები ან სახაშეს მაგდონალდსი.
ცუდი შედარებაა. შენ რაც ჩამოთვალე არის დარეგისტრირებული სიტყვები რომლების გამოყენების საშუალება შეზღუდულია. გვარადაც ალბათ ვერ დაირქმევ რიბოკს ან ადიდასს.  (ისე კი რა საინტერესო იქნებოდა?  )

რამნიშვნელობააქვს დარეგისტრირებულია თუ არა. და დარეგისტრირებული რომ არ იყოს გამართლებული იქნებოდა?

ციტატა

ნუთუ შენ გგონია, რომ "ცუდი" გვარის პატრონი ცუდია ანდა "კარგი" გვარის პატრონი - კარგი ადამიანია?! მე სკოლაში ძმაკაცი მყავდა სირაძე. 10 წელია აღარ მინახია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. რატომ უნდა დაიჩაგროს ასეთი ადამიანი თავისი გვარის გამო? თანაც ბავშვისთვის წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს? ანდა რატომ უნდა რამე სარგებლობა მოუტანოს ცუდ ადამიანს "კარგმა" გვარმა?

არა მე ნამდვილად არ მგონია რომ იმას ადამიანი ცუდია თუ კარგი მისი გვარი განსაზღვრავს.
ადამიანი მემკვიდრეობით იღებს ბევრ რამეს მათშორის გვარსაც. და თუკი მას მემკვიდრეობით მიღებულმა მატერიალურმა ქონებამ შეიძლება მოუტანოს რამე სიკეთე მოუტანოს გვარმაც რაპრობლემაა ამაში?

ციტატა

და არსებული გვარი რომ დაირქვას ვინმემ, მერე რა?

ამაზე დავწერე მემგონი უკვე.

ციტატა

რა განსხვავებაა დაბადებისას დაგარქმევენ რამეს თუ ცოტა მოგვიანებით?

არ არის განსხვება ამაში მაგრამ სხვისი გვარი არც დაბადებისთანავე არ უნდა დაარქვა და არც მერე.

ციტატა

ანდა ვინმემ ცაგარეიშვილი რომ დაირქვას, წახვალ და ცემ?

არ ვცემ ალბად მაგრამ არ იქნება სწორი და არ გამეხარდება ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანიც რომ იყოს მაინც. რატომ უნდა გახდეს სხვა ჩემი გვარის რააუცილებლობაა. ადამიანი გვარს რომ იცვლის ამით ჩემი აზრით შეურაწყოფას აყენებს თავის წინაპრებსა და მშობლებს, თავისი გვარის ისტორიას და თავის წარსულს. ის ვინც ასე მოექცა თავის ნამდვილ გვარს არამგონია რომ მომავალში თუ დაჭირდა ახალი გვარის უფრო მეტი "პატივისცემით" და "მოწიწებით" მოექცეს. კიდევ რამდენიმე არგუმენტის მოყვანა შეიძლება მაგრამ მემგონი ესეც საკმარისია.

#16 Davit Mdivani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 774 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 June, 2005 - 11:35

ერთი პროვოკაციული შეკითხვა:
რომელიმე თქვენგანი თუ ისურვებდა, რომ ყოფილიყო ბაგრატიონი, დადიანი, ემხვარი, მიქელაძე, ამილახვარი ან რაიმე ამ ტიპის გვარის მქონე?
ძალიან გთხოვთ არ აურიოთ - რომ ყოფილიყო დაბადებიდან და არა რომ გამოეცვალა გვარი

#17 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 27 June, 2005 - 12:00

ციტატა

რომელიმე თქვენგანი თუ ისურვებდა, რომ ყოფილიყო ბაგრატიონი, დადიანი, ემხვარი, მიქელაძე, ამილახვარი ან რაიმე ამ ტიპის გვარის მქონე?

მე ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი გვარით :)
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#18 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 June, 2005 - 12:28

DaviT Mdivani

ციტატა

რომელიმე თქვენგანი თუ ისურვებდა, რომ ყოფილიყო ბაგრატიონი, დადიანი, ემხვარი, მიქელაძე, ამილახვარი ან რაიმე ამ ტიპის გვარის მქონე?
არავითარი სურვილი არ მაქვს.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#19 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 June, 2005 - 18:24

ციტატა

რომელიმე თქვენგანი თუ ისურვებდა, რომ ყოფილიყო ბაგრატიონი, დადიანი, ემხვარი, მიქელაძე, ამილახვარი ან რაიმე ამ ტიპის გვარის მქონე?


ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მალე გაეცემა როდესაც მიიღებენ შესაბამის კანონს დღეს კი ყველა გეტყვით ალბად არ მინდა რომ ბაგრატიონი ვიყო, ნაბიჭვრიშვილი, ტრანკაძე, ცალქალამანიძე, ქიბროწაშვილი, ყელიგრეხაშვილი, კოჭლამაზაშვილი, ბაცანაძე, სირაძე და აშ ჯობიაო.

#20 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 June, 2005 - 16:14

უხერხული სახელები და გვარები ძალიან ბევრია?
თუ არსებობს ამსეთი ჩამონათვალი სადმე?



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share