ნახტომი





- - - - -

შეიცვლიდი თუ არა გვარს


გამოხმაურებათა რაოდენობა: 245

#21 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 July, 2005 - 19:12

Lasha Shamatava

ციტატა

ის ვინც თავს ქართველად თვლის.


მართალია! :) ის ვინც გულითაა ქართველი და არა სისხლით! ის ვისაც ქართული კულტურა და ქართული ენა თავისად მიაჩნია!

Zviad Tsagareishvili

ციტატა

რამნიშვნელობააქვს დარეგისტრირებულია თუ არა. და დარეგისტრირებული რომ არ იყოს გამართლებული იქნებოდა?


გამართლებულში მორალურად გამართლებულს გულისხმობ? ამაზე აქ არაა ლაპარაკი. ის სიტყვები არის დარეგისტრირებული, ანუ სხვა ვიღაცა ამით აკეთებს ფულს. ამისთვის ფულიც გადაიხადეს და დაარეგისტრირეს, სხვამ რომ არ გამოიყენოს. ისინი უზარმაზარ ფულს ყრიან ამ სახელების რეკლამაში, შესაბამისად ამ სიტყვების გამოყენება სხვის მიერ ქურდობის ტოლფასია.

მორალს რაც შეეხება, ჩვენ ვლაპარაკობთ აქ ადამიანის უფლებებზე და არა მორალზე! თუ ვინმეს სურვილი აქვს რიბოკი ერქვას, არავის აქვს უფლება დაუშალოს მას ეს. ხომ იგივე ლაპარაკი იყო პროსტიტუციის კანონზეც. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანს აქვს უფლება აკეთოს ყველაფერი რაც არაა აკრძალული, ხოლო თუკი რამეს აკრძალვა გინდა, უნდა დაამტკიცო რომ ეს ნამდვილად ცუდია და არა პირიქით, სხვას ჰკითხო "გამართლებულია თუ არა ის", როგორც ამას შენ აკეთებ.

ციტატა

არ ვცემ ალბად მაგრამ არ იქნება სწორი და არ გამეხარდება ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანიც რომ იყოს მაინც. რატომ უნდა გახდეს სხვა ჩემი გვარის რააუცილებლობაა. ადამიანი გვარს რომ იცვლის ამით ჩემი აზრით შეურაწყოფას აყენებს თავის წინაპრებსა და მშობლებს, თავისი გვარის ისტორიას და თავის წარსულს. ის ვინც ასე მოექცა თავის ნამდვილ გვარს არამგონია რომ მომავალში თუ დაჭირდა ახალი გვარის უფრო მეტი "პატივისცემით" და "მოწიწებით" მოექცეს. კიდევ რამდენიმე არგუმენტის მოყვანა შეიძლება მაგრამ მემგონი ესეც საკმარისია.


აქაც მემგონი ისევ მორალზე ლაპარაკობ. გვარის შეცვლა მეც შენნაირად არასასურველ ქმედებად მიმაჩნია. მემგონი ამ სექციაში ვინც კი დაპოსტა ყველა ამაში დამეთანხმება. საკითხავი კი ისაა, შეიძლება თუ არა ეს საქციელი კრიმინალურად ჩაითვალოს? აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება აკრძალოს ის? შემდეგ მაგალითს მოვიყვან: მოწევა ავნებს მწეველს და მის გარშემო მყოფ ხალხს. შენ როგორც სურათიდან ჩანს მწეველი ხარ. :) შეიძლება თუ არა სახელმწიფომ აგიკრძალოს შენ მოწევა?

DaviT Mdivani

ციტატა

ერთი პროვოკაციული შეკითხვა:
რომელიმე თქვენგანი თუ ისურვებდა, რომ ყოფილიყო ბაგრატიონი, დადიანი, ემხვარი, მიქელაძე, ამილახვარი ან რაიმე ამ ტიპის გვარის მქონე?
ძალიან გთხოვთ არ აურიოთ - რომ ყოფილიყო დაბადებიდან და არა რომ გამოეცვალა გვარი


ასეთი სურვილი ჩემ სინდისს შეეწინააღმდეგებოდა. ეს მე უკეთეს ადამიანად არ გამხდიდა. გარდა ამისა, ჩემი აზრით ამორალურია პრივილეგიები გამოიყენო გვარის გამო, როდესაც სხვა გვარის მატარებელი უკეთესი ადამიანები ამ პრივილეგიებს არ მიიღებენ.

Zviad Tsagareishvili

ციტატა

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მალე გაეცემა როდესაც მიიღებენ შესაბამის კანონს დღეს კი ყველა გეტყვით ალბად არ მინდა რომ ბაგრატიონი ვიყო, ნაბიჭვრიშვილი, ტრანკაძე, ცალქალამანიძე, ქიბროწაშვილი, ყელიგრეხაშვილი, კოჭლამაზაშვილი, ბაცანაძე, სირაძე და აშ ჯობიაო.


გეთანხმები, მაგრამ იმ ხალხს რატომ ერჩი, რომლებიც ამ გვარებს ატარებენ? ჩემი აზრით ადამიანი არაა დაბადებიდან ცუდი და შესაბამისად არც უნდა დაიჩაგროს "არასწორი" დაბადების გამო. ეს იგივეა რაც ნაციზმი.
Der Gott ist tot!

#22 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 July, 2005 - 19:18

Tariel Zivzivadze

ციტატა

მეც ვეთანხმები იმას, რომ ადამიანს შეეძლოს თავისი გვარი ტვითონ აირჩიოს, მაგრამ შეზღუდვები უნდა იყოს.


მართალი ხარ.

ციტატა

მაგალითად ბაგრატიონებს ესიამოვნებათ, რომ მილიონი ბაგრატიონი გაჩნდეს?


ბაგრატიონების რა მოგახსენო, მაგრამ გვარის გამოყენების შეზღუდვა მისი რეგისტრაციის საშუალებით შეიძლებოდა, როგორც ფირმების სახელები რეგისტრირდება, მაგ. თუკი ვინმე ამ გვარს კომერციული მიზნებით იყენებს. უბრალოდ, რამდენად დასაშვებია ეს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით?

ციტატა

ანდა რამდენჯერ უნდა ექნეს ადამიანს თავისი გვარის გამოცვლის უფლება? ანდა სადმე ხომ უნდა იყოს რეგისტრირებუილ ეს გვარი?


გვარის შეცვლას შეიძლება მაღალი ფასი დაედოს, ისე რომ უმეტესობას სურვილი გაუვიდეს ხშირად იცვალოს გვარი, ხოლო თუკი მაინც მოინდომებენ, ეს ფული ხომ სახელმწიფოს ხაზინაში წავა. :)
Der Gott ist tot!

#23 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 July, 2005 - 19:10

Irakli Betchvaia

ციტატა

მორალს რაც შეეხება, ჩვენ ვლაპარაკობთ აქ ადამიანის უფლებებზე და არა მორალზე!

და შენ ფიქრობ რომ ეს ორი ძალიან შორიშორსაა?

ციტატა

შემდეგ მაგალითს მოვიყვან: მოწევა ავნებს მწეველს და მის გარშემო მყოფ ხალხს. შენ როგორც სურათიდან ჩანს მწეველი ხარ.  შეიძლება თუ არა სახელმწიფომ აგიკრძალოს შენ მოწევა?

ჯერერთი არ ვარ მწეველი და რომ აიკრძალოს ცუდი სულაც არ იქნება. მაშინ მე გკითხავ შენ, მარიხუანის მოწევა თუ აკრძალულია სიგარეტი რატომ არ შეიძლება რომ აიკრძალოს?

#24 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 July, 2005 - 19:23

Irakli Betchvaia

ციტატა

ის სიტყვები არის დარეგისტრირებული, ანუ სხვა ვიღაცა ამით აკეთებს ფულს. ამისთვის ფულიც გადაიხადეს და დაარეგისტრირეს, სხვამ რომ არ გამოიყენოს. ისინი უზარმაზარ ფულს ყრიან ამ სახელების რეკლამაში, შესაბამისად ამ სიტყვების გამოყენება სხვის მიერ ქურდობის ტოლფასია.


ესეიგი ფული უნდა გადავიხადო დავარეგისტრირო ჩემი გვარი და აღარ ექნება სხვას მისი აღების უფლება?
მაინცდამაინც ფული უნდა მქონდეს გადახდილი? ის არაფერია თაობებს თავისი გვარისთვის და ქართველობისთვის საკუთარი სისხლი რომ უღვრიათ და დღემდე მოუტანიათ რისვაივაგლახით თავისი გვარი და ქართველობა? დღეს იმის ღირსადაც არ უნდა ჩათვალო ადამიანი კითხო გინდა თუ არა ესა თუ ის ადამიანი შენს გვარს რომ ატარებდესო?
ან საერთოდ რატომ უნდა გადახვიდე სხვის გვარზე? თუ მაინცდამაინც შენი გვარი არ მოგწონს და არ გეხამუშება, არ ჯობია მოიფიქრო რამე და ახალ გვარს დაუდო სათავე ვიდრე სხვას მიეტმასნო და სხვისი გვარი მოიპარო?

#25 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 07 July, 2005 - 19:53

Zviad Tsagareishvili

ციტატა

ან საერთოდ რატომ უნდა გადახვიდე სხვის გვარზე?

შენ ხომ შეიცვალე? მორჩილაძე იყავი თუ არ ვცდები, ან შეიძლება შენი სურათი ქონდა იმას დაყენებული :)
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#26 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 July, 2005 - 15:51

Zviad Tsagareishvili

ციტატა

და შენ ფიქრობ რომ ეს ორი ძალიან შორიშორსაა?


რას გულისხმობ?

ციტატა

ჯერერთი არ ვარ მწეველი და რომ აიკრძალოს ცუდი სულაც არ იქნება. მაშინ მე გკითხავ შენ, მარიხუანის მოწევა თუ აკრძალულია სიგარეტი რატომ არ შეიძლება რომ აიკრძალოს?


სურათზე სიგარეტი გაქვს პირში და მეგონა მწეველი ხარ. :D

მარიხუანაზე უკვე დავწერე სექციაში პროსტიტუციის კანონზე. ჩემი აზრით არც ეს უნდა იყოს აკრძალული, მაგრამ, როგორც სიგარეტი, მხოლოდ გარკვეულ ადგილებში. მეც არა ვარ მწეველი და საერთოდ ვერ ვიტან სიგარეტის კვამლს. ძალიან მაწუხებს, როდესაც ჩემს თანდასწრებით სხვები ეწევიან. თუ ადამიანს სურს მოწევა, მან ეს უნდა ისე გააკეთოს, რომ სხვები არ შეაწუხოს! დაუშვებელი უნდა იყოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე ბიუროში, თუკი იქ არამწეველებიც მუშაობენ, და. ა. შ. პლანზეც იგივე აზრის ვარ. გარდა ამისა, ჩემი აზრით ალკოჰოლიც არ უნდა იყიდებოდეს თავისუფლად. სიგარეტის გაყიდვაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ ლიცენზირებულ მაღაზიებში და თანაც მხოლოდ სრულწლოვანებისთვის, როგორც ეს ყოველ ნორმალურ ქვეყანაშია წესი და რიგი.

ციტატა

ესეიგი ფული უნდა გადავიხადო დავარეგისტრირო ჩემი გვარი და აღარ ექნება სხვას მისი აღების უფლება?


კი. ოღონდ, ამისთვის ეს ახალი გვარი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაქში შეიძლება სხვა შეგედავოს, რა უფლებით არეგისტრირებო.

ციტატა

მაინცდამაინც ფული უნდა მქონდეს გადახდილი?


რეგისტრაცია სახელმწიფოს უჯდება გარკვეული თანხა და მინიმუმ ეს თანხა ხომ უნდა დაფარო. გარდა ამისა, რეგისტრაცია ნიშნავს რაღაც სიტყვის ყიდვას. როდესაც შენ მას იყიდი, ის იქნება შენი საკუთრება. ახლანდელი გვარი კი არაა შენი საკუთრება.

ციტატა

ის არაფერია თაობებს თავისი გვარისთვის და ქართველობისთვის საკუთარი სისხლი რომ უღვრიათ და დღემდე მოუტანიათ რისვაივაგლახით თავისი გვარი და ქართველობა? დღეს იმის ღირსადაც არ უნდა ჩათვალო ადამიანი კითხო გინდა თუ არა ესა თუ ის ადამიანი შენს გვარს რომ ატარებდესო?


ძალიან მაინტერესებს, შენ რომელ წინაპარს გინდა ჰკითხო, უნდა თუ არა მას რომ შენ მის გვარს ატარებდე? გარდა ამისა, თუკი მას ეს არ უნდა, მერე რა? ცოტა უფრო დავაკონკრეტოთ: მემგონი ამქვეყნად არსებობს რამოდენიმე ცაგარეიშვილი. ვთქვათ შენ ან სხვა რომელიმე ცაგარეიშვილს არ სურს რომ რომელიმე მათგანი ატარებდეს ამ გვარს. რა უფლება გაქვს შენ, ჩამოართვა მას გვარი? ეს გვარი ხომ შენ არ გეკუთვნის! :) რომ გეკუთვნოდეს, ანუ რომ დაგერეგისრირებინა, ვისაც გინდა იმას დაარქმევდი. თუკი სხვა ვინმე ისე გამოიყენებდა ამ სიტყვას, შენ რომ არ მოგწონს, უჩივლებდი სასამართლოში და ის კაცი დაისჯებოდა.

ციტატა

ან საერთოდ რატომ უნდა გადახვიდე სხვის გვარზე?


1. გვარი იმისია ვინ ის დაარეგისტრირა!
2. ეს კითვა დაუშვებელია! ვიმეორებ, სამართლებრივ საზოგადოებაში შენ არ გაქვს უფლება იკითხო "რად გინდა ესა თუ ის?". ეს არაა შენი საქმე. ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს. თუკი შენ ეს არ მოგწონს, შენ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ქმედება მოუტანს ზიანს საქოგადოებას და არა პირიქით, ადამიანმა უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება საზოგადოებისთვის სასარგებლოა, სანამ მას მიეცემა უფლება გააკეთოს ესა თუ ის!

ციტატა

თუ მაინცდამაინც შენი გვარი არ მოგწონს და არ გეხამუშება, არ ჯობია მოიფიქრო რამე და ახალ გვარს დაუდო სათავე ვიდრე სხვას მიეტმასნო და სხვისი გვარი მოიპარო?


1. მემგონი ჯობია, მაგრამ თუკი გინდა რომ ადამიანმა ასე იმოქმედოს, შენ უნდა აუხსნა(!) მას რომ ეს ჯობია და არა აუკრძალო სხვა ქმედება, ისე რომ სხვა გზა აღარ დარჩება.
2. მოპარვა შეიძლება მხოლოდ იმისი, რაც სხვას ეკუთვნის.

Rezo Magalashvili

ციტატა

შენ ხომ შეიცვალე? მორჩილაძე იყავი თუ არ ვცდები, ან შეიძლება შენი სურათი ქონდა იმას დაყენებული


მართალია ესა? :lol:
Der Gott ist tot!

#27 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 July, 2005 - 12:00

Irakli Betchvaia

ციტატა

შენ ხომ შეიცვალე? მორჩილაძე იყავი თუ არ ვცდები, ან შეიძლება შენი სურათი ქონდა იმას დაყენებული



მართალია ესა? 


კი მართალია. მაგრამ ეს ინტერნეტია. აქ სახელი მხოლოდ იმისთვის არის საჭირო რომ გავარჩიოთ პოსტინგის ავტორი. აქ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ და შეიძლება ვერასოდეს ვერ გავიგოთ ვის ველაპარაკებოდით ამდენს და შეიძლება არც დაგვაინტერესოს. ინტერნეტში არ აქვს მნიშვნელობა როგორ ნიკს აიღებ შეიძლება ეს უბრალოდ რიცხვიც იყო და არარის აუცილებლად რეალური სახელი და გვარი მიუთითოს ავტორმა. მიუხედავად ამისა ზვიად მორჩილაძე თუ არის ვინმე სხვა და მომთხოვდა რომ მისი სახელით ნუ ვწერდი აბსოლიტურად სამართლიანი იქნებოდა და მე შევცვლიდი ჩემ ნიკს.



ციტატა

ეს არაა შენი საქმე. ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს. თუკი შენ ეს არ მოგწონს, შენ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ქმედება მოუტანს ზიანს საქოგადოებას და არა პირიქით, ადამიანმა უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება საზოგადოებისთვის სასარგებლოა, სანამ მას მიეცემა უფლება გააკეთოს ესა თუ ის!


მე არ მითქვამს რომ ეს ჩემის საქმეა და მე უნდა გადავუწყვიტო ვინმეს რომელი გვარი აიღოს. უბრალოდ ხომ შეიძლება ვთქვათ რა მოტივაცია შეიძლება არსებობდეს იმისთვის რომ ადამიანმა მაინცდამაინც სხვისი გვარი აიღოს.

თითქმის ვერცერთ შენს მოსაზრებას ვერ დავეთანხმები რაც შენ ზემოთ მოიყვანე.............
ვთვლი რომ გვარი არის ყველა იმ ადამიანის საკუთრება ვინც მას ატარებს და თუკი სხვა მათ დაუკითხავად აიღებს ამ გვარს არის ყველა დანარჩენი ამ გვარის მფლობელის უფლების დარღვევა. სხვათაშორის ყველას გვარი დარეგისტრირებულია ჩვენს პირადობის მოწმობაში და იმ ორგანოში რომელიც ამ საბუთს გასცემს. რომ ც არ იყოს დარეგისტრირებული მაინც არ იქნებოდა სწორი სხვისი გვარის აღებას და საერთოდაც ამას არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. რაცშეეხება წინაპრებს მათ რაქმაუნდა ვერ ვკითხავთ დღეს ვერაფერს მაგრამ მათ თავის დროზე მისცეს თავისი გვარი თავიანთ შვილებს და ამით გამოხატეს თავისი ნება ამასთანდაკავშირებით. რადგან თითქმის შეუძლებელია ნებართვა აიღო გვარის ყველა მფლობელისგან ამიტომ სხვისი გვარის აღება უნდა აიკრძალოს თუკი ადამიანი ვერ ადასტურებს რომ მისი რომელიმე წინაპარი მართლაც ამ გვარის იყო. :)

#28 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 12 July, 2005 - 19:01

ციტატა

ვთვლი რომ გვარი არის ყველა იმ ადამიანის საკუთრება ვინც მას ატარებს და თუკი სხვა მათ დაუკითხავად აიღებს ამ გვარს არის ყველა დანარჩენი ამ გვარის მფლობელის უფლების დარღვევა.


კანონი ამას სხვანაირად თვლის. :)

ციტატა

სხვათაშორის ყველას გვარი დარეგისტრირებულია ჩვენს პირადობის მოწმობაში და იმ ორგანოში რომელიც ამ საბუთს გასცემს.


დარეგისტრირებულია როგორც ადამიანის იდენტიფიკაციის საშუალება და არა მისი საკუთრება!

ციტატა

რაცშეეხება წინაპრებს მათ რაქმაუნდა ვერ ვკითხავთ დღეს ვერაფერს მაგრამ მათ თავის დროზე მისცეს თავისი გვარი თავიანთ შვილებს და ამით გამოხატეს თავისი ნება ამასთანდაკავშირებით.


1. შენ ყველაფერი მოგწონს რაც შენმა წინაპრებმა გააკეთეს?
2. მიაჩნდათ თუ არა შენ წინაპრებს ყველაფერი ის რასაც შენ ახლა აკეთებ და კარგ საქციელად მიგაჩნია?

ციტატა

რადგან თითქმის შეუძლებელია ნებართვა აიღო გვარის ყველა მფლობელისგან ამიტომ სხვისი გვარის აღება უნდა აიკრძალოს თუკი ადამიანი ვერ ადასტურებს რომ მისი რომელიმე წინაპარი მართლაც ამ გვარის იყო.


ისევ უკუღმა მხრიდან უყურებ.
თუკი ვერ ამტკიცებ, რომ ესა თუ ის ქმედება აკრძალულია, ის უნდა იყოს დაშვებული. ამაში მეთანხმები? ჯერ ამ კითხვაზე მიპასუხე და მერე გავაგრძელოთ.
Der Gott ist tot!

#29 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 July, 2005 - 13:10

ციტატა

რაცშეეხება წინაპრებს მათ რაქმაუნდა ვერ ვკითხავთ დღეს ვერაფერს მაგრამ მათ თავის დროზე მისცეს თავისი გვარი თავიანთ შვილებს და ამით გამოხატეს თავისი ნება ამასთანდაკავშირებით.

1. შენ ყველაფერი მოგწონს რაც შენმა წინაპრებმა გააკეთეს?
2. მიაჩნდათ თუ არა შენ წინაპრებს ყველაფერი ის რასაც შენ ახლა აკეთებ და კარგ საქციელად მიგაჩნია?

ვერ გავიგე ამ ორი კითხვის კავშირი იმ ამონაკვეთთან, რომელიც შენ მოიყვანე ჩემი პოსტინგიდან. ისე კი ვთვლი რომ მოწონება არმოწონება სულაც არ უკავშირდება არაფრით გვარის აღების უფლებას.

ციტატა

თუკი ვერ ამტკიცებ, რომ ესა თუ ის ქმედება აკრძალულია, ის უნდა იყოს დაშვებული. ამაში მეთანხმები? ჯერ ამ კითხვაზე მიპასუხე და მერე გავაგრძელოთ.

აკრძალულია კი არა ასაკრძალია.......... კი გეთანხმები. ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ საკმარისი არგუმენტები მოვიყვანე ზემოთ იმის დასადასტურებლად რომ სხვისი გვარის აღება ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს. როგორც ვხედავ შენთვის ეს არგუმენტები ან გაუგებარია ან მიუღებელი. :)

#30 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 July, 2005 - 13:24

Irakli Betchvaia

ირაკლი შენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით ამით იწყება და მთავრდება - რა უშავდება სხვას თუ ადამიანი მის გვარს აიღებს?
მაშინ ასევე წარმატებით შეიძლება ითქვას - რა უშავდება ადამიანს თუკი მას შევაგინებთ?

#31 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2005 - 18:29

Zviad Tsagareishvili

ციტატა

ვერ გავიგე ამ ორი კითხვის კავშირი იმ ამონაკვეთთან, რომელიც შენ მოიყვანე ჩემი პოსტინგიდან. ისე კი ვთვლი რომ მოწონება არმოწონება სულაც არ უკავშირდება არაფრით გვარის აღების უფლებას.


აქამდე შენ პირიქით არ იძახდი? :) კითხვებს რაც შეეხება, შენ წინაპრების თვალსაზრისი მოგყავს ახლანდელი კანონების შექმნისას არგუმენტად. მე კი ეს დაუშვებლად მიმაჩნია.

ციტატა

ირაკლი შენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით ამით იწყება და მთავრდება - რა უშავდება სხვას თუ ადამიანი მის გვარს აიღებს?


ჩემი არგუმენტები იწყება და მთავრდება იმითი, რომ გვარი ადამიანს არ ეკუთვნის. სანამ ამ კუთვნილებას ვერ დაამტკიცებ, სხვას გვარის აღებასაც ვერ აუკრძალავ.

ციტატა

მაშინ ასევე წარმატებით შეიძლება ითქვას - რა უშავდება ადამიანს თუკი მას შევაგინებთ?


ამით შენ ადამიანს მორალურ შეურაცხყოფას აყენებ. ეს დამცირებაა და ზიანსაც აყენებს ადამიანის ფსიქიკას. ხოლო საქართველოს კონსტიტუციაში მემგონი წერია რომ ადამიანის ღირსების შელახვა დაუშვებელია. ისე, უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს, ფროიდის წაკითხვას გირჩევდი.
Der Gott ist tot!

#32 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 July, 2005 - 11:12

Irakli Betchvaia

ციტატა

ჩემი არგუმენტები იწყება და მთავრდება იმითი, რომ გვარი ადამიანს არ ეკუთვნის. სანამ ამ კუთვნილებას ვერ დაამტკიცებ, სხვას გვარის აღებასაც ვერ აუკრძალავ.

ჩემი აზრით ასეთი რამის თქმა აბსურდია. ეს უბრალოდ ფაქტია რომ ადამიანს აქვს სახელი და გვარი და ქონა ნიშნავს რომ მას ეკუთვნის (აბა იჯარით ხომ არ ექნება აღებული :) :) ). გვარი ეკუთვნის მის პატრონს უფროსწორად მფლობელებს.

ციტატა

ამით შენ ადამიანს მორალურ შეურაცხყოფას აყენებ. ეს დამცირებაა და ზიანსაც აყენებს ადამიანის ფსიქიკას. ხოლო საქართველოს კონსტიტუციაში მემგონი წერია რომ ადამიანის ღირსების შელახვა დაუშვებელია. ისე, უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს, ფროიდის წაკითხვას გირჩევდი.

შეურაწყოფის მიყენება ბევრი რამით შეიძლება. საერთოდ ერთს შეიძლება შეაგინო და სულაც არ ჩათვალოს თავი შეურაწყოფილად, გამარჯობასავით მიიღოს და მეორემ თოფი გესროლოს. ეგ ინდივიდუალურია......... რაცშეეხება ფროიდის ფსიქოქნქლიზს ეგ რაშუაშია გვარის აღება-არაღებას უკავშირებ რამით? შეგინება რაარის კიდევ არც მაგას ჭირდება დიდი ფროიდის წაკითხვა. საერთოდ მთავარი ის კი არ არის რას წაიკითხავ, მთავარია რომ წაიკითხავ რას გაიგებ და რა დასკვნებს გააკეთებ თორემ ფროიდი ჭიაბერაშვილმაც წაიკითხა მაგრამ მემგონი სულ რომ არ წაეკითხა ჯობდა.......... :)

#33 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 July, 2005 - 20:12

Zviad Tsagareishvili

ციტატა

ჩემი აზრით ასეთი რამის თქმა აბსურდია. ეს უბრალოდ ფაქტია რომ ადამიანს აქვს სახელი და გვარი და ქონა ნიშნავს რომ მას ეკუთვნის (აბა იჯარით ხომ არ ექნება აღებული  ). გვარი ეკუთვნის მის პატრონს უფროსწორად მფლობელებს.


შენ ეს აქსიომასავით მოგყავს, არა და სულაც არაა ასე. მაგალითად, თუ შენ ხარ შენი გვარის მფლობელი, შენ უნდა შეგეძლოს მისი გაცემის კონტროლი (მემგონი კიდევაც გინდა ეს). ეს კი შეუძლებელია. წარმოიდგინე, მე მივეცი ვინმე სხვა ცაგარეიშვილს ფული, იმან მიშვილა და ავტომატურად "შენი" გვარი ავიღე. შენ ამაზე არანაირი ზეგავლენა გაქვს, აქედა გამომდინარე კი გვარი არ არის შენი საკუთრება.

კიდევ ერთსაც გეტყვი, მხოლოდ ის, რომ ვინმე იყენებს სიტყვას, თუნდაც ეს კაცი მისი გამომგონებელი იყოს, არ ნიშნავს, რომ ეს სიტყვა ან სახელი მას ეკუთვნის. არის მაგალითად კაცი, რომელიც თუ არა ვცდბი ნიცაში ცხოვრობს. თვეში იღებდა მიახლოებით 20.000 ევროს იმიტომ რომ მან რამოდენიმე სახელი დაარეგისტრირა. სხვადასხვა ფირმები კი უხდიდნენ მას ფულს, რადგანაც მათ მოიგონეს ტექნოლოგიები, დაარქვეს მათ სახელები, მაგრამ ვერ მოასწრეს ამ სახელების რეგისტრაცია. თუ არა ვცდები, ეკოდრაივი იყე ერთ-ერთი ასეთი სახელი.

ციტატა

რაცშეეხება ფროიდის ფსიქოქნქლიზს ეგ რაშუაშია გვარის აღება-არაღებას უკავშირებ რამით?


შენ თვითონ გადაუხვიე თემას და ახლა მე მეკითხები რა შუაშიაო? შეურაცხყოფაზე დაიწყე ლაპარაკი და ამიტომაც დავწერე ფროიდი. რაღაცა მქონდა ამის თაობაზე მასთან წაკითხული. მეტი არაფერი.

ციტატა

შეგინება რაარის კიდევ არც მაგას ჭირდება დიდი ფროიდის წაკითხვა.


რაღაზე მეკითხებოდი?

ციტატა

აერთოდ მთავარი ის კი არ არის რას წაიკითხავ, მთავარია რომ წაიკითხავ რას გაიგებ და რა დასკვნებს გააკეთებ


100%

ციტატა

თორემ ფროიდი ჭიაბერაშვილმაც წაიკითხა მაგრამ მემგონი სულ რომ არ წაეკითხა ჯობდა..........


:lol: ეგ ძალიან მომეწონა.

P.S.
ჭიაბერაშვილი ვინაა?
Der Gott ist tot!

#34 George Tumanishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 266 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 July, 2005 - 00:19

რთული საკითხია.
ჩემის აზრით - არ უნდა შეეძლოს პირს გვარის შეცვლა.
რატომ? .... :)) ამაზე სასაუბროთ საჭიროა ერთი კარგი საღამო, ლუდი, ყავა და ცივი ნიავი... :) შეგვიძლია დავჯდეთ და ვიბაასოთ. ჩემი პოზიცია საკმაოდ მყარია და არგუმენტებიც მაქვს, რამოდენიმე საათისათვის :(

#35 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 July, 2005 - 10:01

George Tumanishvili /Junior/

ციტატა

ჩემის აზრით - არ უნდა შეეძლოს პირს გვარის შეცვლა.

გეთანხმები 95%

ციტატა

ჩემი პოზიცია საკმაოდ მყარია და არგუმენტებიც მაქვს,

მოკლედ, რამდენიმე წინადადებით ხომ ვერ ჩამოაყალიბებდი შენს არგუმენტებს?

რედაქტორი Zviad Tsagareishvili, 29 July, 2005 - 10:02.


#36 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 29 July, 2005 - 20:05

George Tumanishvili /Junior/

ციტატა

რთული საკითხია.
ჩემის აზრით - არ უნდა შეეძლოს პირს გვარის შეცვლა.
რატომ? .... )) ამაზე სასაუბროთ საჭიროა ერთი კარგი საღამო, ლუდი, ყავა და ცივი ნიავი...  შეგვიძლია დავჯდეთ და ვიბაასოთ. ჩემი პოზიცია საკმაოდ მყარია და არგუმენტებიც მაქვს, რამოდენიმე საათისათვის


აქ თუ ჩამოხვალთ დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით. ლუდიც უამრავია და ცივი ნიავიც. ;)
მე თვითონ როდის ჩამოვალ თბილისში არ ვიცი. ყველაზე ადრე ალბათ ერთ წელიწადში.

ჩემი პოზიციაც მყარია და არგუმენტებიც მემგონი ჩამოვაყალიბე. შენი ჯერია. :D
Der Gott ist tot!

#37 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 July, 2005 - 20:20

დავუშვათ გამოჩნდა ვინმე ეგეთი ძძძძძძძძაააააააააააააააან ნიჭიერი პოლიტიკოსი მძღნერბიჭაშვილი.
რას ურჩევდით: ამ გვარით იყაროს კენჭი, გვარი შეიცვალოს, თავი მოიკლას თუ მამამისი გააგოროს????????? ;)

#38 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 July, 2005 - 00:01

Malkhaz Vardanashvili

ციტატა

დავუშვათ გამოჩნდა ვინმე ეგეთი ძძძძძძძძაააააააააააააააან ნიჭიერი პოლიტიკოსი მძღნერბიჭაშვილი.
რას ურჩევდით: ამ გვარით იყაროს კენჭი, გვარი შეიცვალოს, თავი მოიკლას თუ მამამისი გააგოროს????????? 

ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ გვარის შეცვლა თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს?
პირადად მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#39 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 April, 2006 - 13:13

Shamatava Jul 30 2005, 11:01 PM Post #38


Super Participant Level 6


Group: Moderators
Posts: 4,142
Joined: 18-February 05
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 398



Malkhaz Vardanashvili
QUOTE
დავუშვათ გამოჩნდა ვინმე ეგეთი ძძძძძძძძაააააააააააააააან ნიჭიერი პოლიტიკოსი მძღნერბიჭაშვილი.
რას ურჩევდით: ამ გვარით იყაროს კენჭი, გვარი შეიცვალოს, თავი მოიკლას თუ მამამისი გააგოროს?????????

ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ გვარის შეცვლა თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს?
პირადად მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.



რას ნისნავს ხალხნო თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს გვარის შეცვლა: მე მაინტერესებს თქვენგან სიტყვა თავის-უფალის განმარტება. ეს საკმაოდ რთული სიტყვააა. ჯერ ერთი რთული სიტყვაა აღნაგობით და 2 ნაწილისაგან თავის და უფალისაგან შედგება, შინაარსობრივად ნიშნავს რომ შენი თავის-თავადი(ესეც მეორე რთული სიტყვაა) შენი თავის მმართველი თავად უნდა იყო. გადავიდეთ მართვაზე, მართვა გულისხმობს შეცნობას იმისას რასაც მართავ, სტრატეგიის არჩევას და მართვის განხორციელებას, რისრებს პასუხისმგებლობას წარუმატებლობის შემთხვევაში. მივიდეთ დასკვნამდე: რომ სიტყვა თავისუფლება როგორც თქვენ და ბევრს გესმით არ გულისხმობს შეზრუდვების და ლიმიტის გარეშე რისიმე განხორციელებას :) პირიქით თავის თავშივე მოიცავს პასუხისმგებლობას, საერთოდ რამდენადაც თავისუფალი ხარ, იმდენად გინვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა. მოვრჩეთ მსჯელობის ამ ეტაპს და გადავიდეთ შემდეგზე, თუ პიროვნებისთვის არ შეიძლება არსებობდეს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, სახელმწიფოში შესაძლებელია კი არსებობდეს რაიმე დათქმის გარეშე?!
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#40 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 April, 2006 - 13:16

მეორე მნისშნვნელოვანი ასპექტი არის ის რომ ყველაფერი ამქვეყნად რაც არსებობს და იარსებებს უნდა ემსახურებოდეს ინდივიდისა და პიროვნების ბედნიერებას :) თუ გვარი უხერხულია და აყენებს სკოლის მოსწავლე ბაშვს ფსიქოლოგიურ ტრამვას, რომელიც მხოპლოდ დაფარულია და სად იჩენს თავს კაციშვილმა არ იცის, რატომ არ უნდა შეიცვალოს იგი?!
რაც სეეხება იმას რომ ყველა ბაგრატიონობას მოინდომებს ეგრე არ არის, რატომ არ არის ინგლისში ყველა პლანტაგენეტი ??? :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share