ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

ჯანმრთელობის დაზღვევა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 7

#1 Dato Jorbenadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 March, 2008 - 11:28

ჯეოსელი და დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო ჯეოსელის და ლაი-ლაის ყველა აბონენტს სთავაზობს უპრეცედენტო სადაზღვევო პირობებს– სამედიცინო დაზღვევა თვეში სულ რაღაც 1.70 ლარად!

სადაზღვევო პაკეტი მოიცავს:
- 20%-იან ფასდაკლებას შემდეგ დაწესებულებებში: სამედიცინო ცენტრი “იუნონა", შპს “დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი", სამედიცინო ცენტრი “ციტო", ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება “პედიატრი" (822 530606)*
- უფასო გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ** (საჭიროებისას 24საათის განმავლობაში დაუკავშირდით ირაოს ცხელ ხაზს: 822 949 ან 822 949111 )
- ავერსის დაგროვებით ფასდაკლების ბარათს
- სრული სადაზღვევო წლიური ლიმიტი 5000 ლარი

მომსახურების გასააქტიურებლად საჭიროა SMS-ით გააგზავნოთ დასაზღვევი ადამიანის პირადობის მოწმობაში მითითებული 11 ნიშნა პირადი ნომერი 7003-ზე. თქვენი ნომრიდან შეგიძლიათ დააზღვიოთ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ნებისმიერი ახლობელი ადამიანი!***

დაზღვევით სარგებლობა შეგიძლიათ სერვისის გააქტიურებიდან 5 დღის შემდეგ 25 დღის განმავლობაში.

გააქტიურებიდან ყოველი მომდევნო 30 დღის შემდეგ აბონენტს თანხა ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოეჭრება (ბალანსზე საკმარისი თანხის – 1.70 ლარის არსებობის შემთხვევაში) და დაზღვევის მოქმედების ვადა გაგრძელდება მომდევნო 30 დღით. თანხის არარსებობის შემთხვევაში დაზღვევის მომსახურება გაუქმდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მისი ხელახალი გააქტიურება.

დაზღვეული პირის შესაცვლელად 7003-ზე გამოგზავნეთ ახალი პირადი ნომერი, რომლის დაზღვევაც ამოქმედდება 5 დღეში. სერვისის ღირებულება ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.

დაზღვეული აბონენტის პირადი ნომრის და დაზღვევის ვადის შესამოწმებლად გამოგზავნეთ სიტყვა VADA ნომერზე - 7003.
დაზღვევის გასაუქმებლად გამოგზავნეთ სიტყვა STOP ნომერზე - 7003.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ 3038-ზე.

* ოჯახში დაზღვეული პირის ყოფნის შემთხვევაში "პედიატრის" მომსახურების ფასდაკლება გავცელდება ბავშვებზე
***ერთ მობილურ ნომერზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირის დაზღვევა.
** უფასო გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია გადაუდებელი (ურგენტული) სტაციონარული მომსახურების თანაგადახდის ხარჯები იმ კლინიკებში სადაც მოქმედებს გადაუდებელი(ურგენტული) სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამა:
სს "აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი"
კავშირი "კლინიკათა ქალაქი - პირველი საავადმყოფო"
შპს "კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი"
შპს "თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფო"
შპს “აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა"
შპს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო"
შპს "ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი"
შპს ''ქ. ბათუმის თამარის დასახლების პოლიკლინიკა''
შპს "ქედის რაიონული საავადმყოფო"
შპს "ქობულეთის რაიონული საავადმყოფო"
შპს შუახევის რ-ნის რაიცენტრალური საავადმყოფო
ხელვაჩაურის რაიონული საავადმყოფო
შპს "ხულოს რაიონული საავადმყოფო"
შპს ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო
სს "მიხეილ ჩაჩავას სახელობის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრი"
შპს "ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკა"
სს "ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო"
"ო. ჩხობაძის სახ. ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო - სარეაბილიტაციო რეგ. კლინიკური ცენტრი"
შპს "ტყიბულის რაიონული მრავალპროფილიანი საავადმყოფო"
შპს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო
სს აკადემიკოს გრ. მუხაძის სახ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფო
შპს “ბაღდათის სამედიცინო ცენტრი"
შპს "ვანის რაიონული საავადმყოფო"
შპს ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საავადმყოფო
სს "აკ. პეტრე შოთაძის სახელობის თერჯოლის საავადმყოფო"
სამტრედიის რაი-საავადმყოფო შპს ''ექიმი@
სს "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება"
შპს "ხარაგაულის საავადმყოფო"
შპს "ჯანმრთელობა" (ხონის რაიონული საავადმყოფო)
შპს რაი-საავადმყოფო (თელავი)
სს "ახმეტის ჯანმრთელობის დაცვის რაიონული ცენტრი"
სს გურჯაანის რაიონული საავადმყოფო
შპს "საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება" (დედოფლისწყარო)
შპს "ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვა"
სს საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო
შპს "ჯანმრთელობა" (სიღნაღი)
შპს ყვარლის რაი-საავადმყოფო
შპს "მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო"
შპს "ახალგორის რაიონული საავადმყოფო"
შპს დუშეთის რაი-საავადმყოფო
შპს "ამბროლაურის რეგიონალური საავადმყოფო"
შპს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი "ლენტეხი”
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზ-ბა ონის რაიონული საავადმყოფო
შპს ცაგერის რაიონული საავადმყოფო
სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო "რესპუბლიკა"
სს "ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო"
სს "აბაშის რაი-საავადმყოფო"
შპს მარტვილის მრავალპროფილიანი საავადმყოფო
მესტიის რაიონული საავადმყოფო
სს "სენაკის რაი-საავადმყოფო"
ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფო
აკად. ვ. კ. ფიფიას სახ. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფო
შპს "ჯვარის საავადმყოფო "ენგურჰესი"
შპს "ხობის რაიცენტრალური საავადმყოფო"
სააქციო საზოგადოება "ახალციხის რაიონული საავადმყოფო"
ადიგენის რაიცენტრალური საავადმყოფოს შპს ''ესკულაპი''
შპს "საავადმყოფო-პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება" (ასპინძა)
შპს ''ახალქალაქის საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანება''
სს "ბორჯომის რაიონული საავადმყოფო"
შპს "ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება"
სს "რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო"
შპს "ბოლნისის რაი-საავადმყოფო"
შპს "გარდაბნის რაიონული საავადმყოფო"
დმანისის რაიონული საავადმყოფო
შპს თეთრიწყაროს რაიონული საავადმყოფო
შპს "მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფო"
სს "გორმედი-გორის ცენტრალური საავადმყოფო"
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს.თ.ს. სამხედრო ჰოსპიტალი
ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფო
სს "კასპის რაიონული საავადმყოფო"
სააქციო საზოგადოება "ზაზა ფანასკერტელი”

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
33

დაწერილია 19 March, 2008 - 13:25

პროფესიონალები რას იტყვიან ამ დაზღვევის პაკეტზე?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#3 Dato Jorbenadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 March, 2008 - 14:00

მინდა ავღნიშნო რომ პირველად მიეცა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ფენას საშუალება გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციაზე დაეზღვეს
ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი ვისაც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და მიუხედევად სახელმწიფო პროგრამის არსებობისა (ურგენტული), თანაგადახდის ხარჯების დაფარვა მის შესაძლებლობებს საკმაოდ აღემატება, რომელიც ხშირად 4-5 ათას ლარამდეც შეიძლება ავიდეს
გარდა ამისა აღსანიშნავია რომ გაქვს საშუალება ის ოჯახის წევრიც დააზღვიო რომელიც ასაკის ან სხვა რაიმე გარემოების გამო არაა დაზღვეული (ასაკი შეზღუდული არაა)
მე მომწონს..:D

#4 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 March, 2008 - 14:08

მეც მომწონს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რომელიმე პროფესიონალის (რა თქმა უნდა, კიდევ ერთის:D ) კომენტარსაც მოვისმენდი. მე კი დავაზღვევდი ჩემი ბავშვის გამო, მაგრამ მაგთის აბონენტი ვარ :D
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
33

დაწერილია 19 March, 2008 - 14:12

ციტატა

სადაზღვევო პაკეტი მოიცავს:
- 20%-იან ფასდაკლებას შემდეგ დაწესებულებებში: სამედიცინო ცენტრი “იუნონა", შპს “დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი", სამედიცინო ცენტრი “ციტო", ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება “პედიატრი" (822 530606)*

რამდენი იყენებს ამ ტიპის ობიექტებს? მასა მე მგონი არა, აი შემოსავლიან ი სეგმეტნი კი ნამდვილად ... ამათ ისეთი ფასები აქვთ, რომ 20% ფასდაკლება მათთვის არაფერია

ციტატა

- უფასო გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ** (საჭიროებისას 24საათის განმავლობაში დაუკავშირდით ირაოს ცხელ ხაზს: 822 949 ან 822 949111 )

აი ეს ალბათ მნიშვნელოვანია.
მაგრამ ეგებ დავით განგვიმარტო რა შედის ამაში. 033 ისედაც არ აკეთებს ამას?

ციტატა

- ავერსის დაგროვებით ფასდაკლების ბარათს

აქ სიახლე არაფერია, ეს ისედაც უფასოდ აქვს ავერსს

ციტატა

- სრული სადაზღვევო წლიური ლიმიტი 5000 ლარი

კონკრეტულად რა ხარჯი შეიძლება დაფინანსდეს აქედან?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#6 Dato Jorbenadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 March, 2008 - 14:22

სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გულისხმობს ოპერაციების ღირებულების 100% დაფარვას და არა 033 ფუნქციის შესრულებას
ტატიშვილი, იუნონა, ციტოზე სწორედ მასა ავლენს ინტერესს იმიტომ რომ ფასის გამო არ შეეძლოთ ისეთი ჰაი-ტეჩი ტქნოლოგიების აპარატურით დიაგნოსტიკა, როგორიც იქ აქვთ და რის გამოც შეძლებული ფენა დადის
ავერსის ბარათი უბრალოდ დანამატია პროდუქტზე და მასაც უფასოდ არავინ არიგებს, არამედ 100 ლარის მედიკამენტს რომ იყიდი ერთჯერადად მაშინ გაძლევენ და შემდეგ გაქვს უკვე კარგი შეღავათები. ამ პაკეტში კი პირდაპირ გჩუქნიან
სარეკლამო კამპანია დღეს იწყება და უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობაა დარეგისტრირებული, რაც ირაოს უკვე ბაზრის ლიდერად ხდის
პროდუქტი არის მარტივი და იოლად აღსაქმელი
ხო, მალე სტომატოლოგიები დაემატება

რედაქტორი Dato Jorbenadze, 19 March, 2008 - 14:23.


#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,934 გამოხმაურება
33

დაწერილია 19 March, 2008 - 14:26

ნუუ ...
ირაო ამ პროდუქტზე ვერ აშენდება ...
თუმცა თავად ინიციატივა მეტად გაბედულია ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#8 Dato Jorbenadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 March, 2008 - 14:32

პირველ რიგში მასაზეა გათვლილი, მარტივი გადახდა, მარტივი განხორციელება
2007 წლის მონაცემებით ირაოს ბაზრის 14% უჭირავს
2008 წლის განმავლობაში ყოველ თვე თითო ახალ პროდუქტს შემოვაგდებთ სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე და გპირდებით ყველა პროდუქტი იქნება უნიკალური და საინტერესო
ამით დავიწყეთ:D

რედაქტორი Dato Jorbenadze, 19 March, 2008 - 14:34.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share