ნახტომი





- - - - -

სული


გამოხმაურებათა რაოდენობა: 46

#1 Davit Chikaidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 April, 2008 - 14:22

:blink: რა არის სული ადამიანის გონება თუ მისტიკა?

და საინტერესოა სად მიდის suli როდესაც კვდება ადამიანი. ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში?

რედაქტორი Davit Chikaidze, 11 April, 2008 - 14:23.

The Proud Participant of Business Conference

#2 Vasil Ioramashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 April, 2008 - 16:55

იხილე გამოხმაურებაDavit Chikaidze, Apr 11/08, 13:22 -ში, განაცხადა:

:blink: რა არის სული ადამიანის გონება თუ მისტიკა?

და საინტერესოა სად მიდის suli როდესაც კვდება ადამიანი. ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში?

პარლამენტში მაჟორიტარად.

#3 Tiko Erkvania

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 75 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 April, 2008 - 17:21

:blink:
თუმცა, რა... საიტერესო პასუხია :)
ისე, უცნაურია, მაგრამ მაინც მეეჭვება, კონფერენციის მკვიდრთაგან რომელიმემ გასცეს მაგ კითხვას ზუსტი პასუხი :) :)
Jeder ist ein Künstler...

#4 Davit Chikaidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 April, 2008 - 19:12

რელიგიურ ჭრილში განიხილავენ ამას და ალბათ ყველა ერიდება მართლაც
ისე პასუხი მართლაც შთამბეჭდავი იყო :blink:
The Proud Participant of Business Conference

#5 Lasha Davituliani

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 April, 2008 - 23:12

ის რასაც ადამიანები "სულს" უწოდებთ არაფერია თუ არა ენერგიის კონცენტრაცია.

სად მიდის ეს ენერგია "ღმერთმა" უწყის თუმცა გარწმუნებთ არც ჯოჯოხეთში და არც სამოთხეში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არცერტი მათგანი არ არსებობს :).

ა"ლ"ბათ სული როგორც სხვა ნებისმიერი ენერგია სახეს იცვლის და რამე "კარგ" ან "ცუდ" ფორმას იღრებს იმისდა მიხედვით დადებითია იგი თტუ უარყოფითი :)
შეიძლება მე ზედმეტად სუსტი ვარ იმისთვის რომ გავიმარჯვო,
მაგრამ ზედმეტად ჯიუტი ვარ იმისთვის რომ დავნებდე
ამიტომ მე ისევ ვიბრძვი

#6 Miranda Jamburia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 26 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 April, 2008 - 23:34

იხილე გამოხმაურებაLasha Davituliani, Apr 27/08, 23:12 -ში, განაცხადა:

ის რასაც ადამიანები "სულს" უწოდებთ არაფერია თუ არა ენერგიის კონცენტრაცია.
ა"ლ"ბათ სული როგორც სხვა ნებისმიერი ენერგია სახეს იცვლის და რამე "კარგ" ან "ცუდ" ფორმას იღრებს იმისდა მიხედვით დადებითია იგი თტუ უარყოფითი :)

საინტერესოა, სულებისა და ენერგიების შესახებ ახალ თეორიას რომ ჩამოაყალიბებ, არ გამოგვაპარო. :)
The Proud Participant of Business Conference

#7 Lasha Davituliani

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 April, 2008 - 17:18

Miranda Jamburia

ციტატა

საინტერესოა, სულებისა და ენერგიების შესახებ ახალ თეორიას რომ ჩამოაყალიბებ, არ გამოგვაპარო.



მართალი გითხრა უკვე ჩამოყალიბებული მაქვს და თუ გინდა შემიძლია გაზიარო :)
შეიძლება მე ზედმეტად სუსტი ვარ იმისთვის რომ გავიმარჯვო,
მაგრამ ზედმეტად ჯიუტი ვარ იმისთვის რომ დავნებდე
ამიტომ მე ისევ ვიბრძვი

#8 Giga Paikidze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 557 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 April, 2008 - 23:01

Lasha Davituliani
ლაშა მაინტერესებს აღდგომას, შობას და საერთოდ ქრისტიანულ დღესასწაულებს თუ აღნიშნავ?
The Proud Participant of Business Conference

#9 Davit Chikaidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 April, 2008 - 02:38

Lasha Davituliani
საინტერესო იქნება თუ არ დაგეზარება გაგვიზიარე :)
The Proud Participant of Business Conference

#10 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 April, 2008 - 05:04

იხილე გამოხმაურებაDavit Chikaidze, Apr 11/08, 14:22 -ში, განაცხადა:

:) რა არის სული ადამიანის გონება თუ მისტიკა?

და საინტერესოა სად მიდის suli როდესაც კვდება ადამიანი. ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში?


სული ის ერთადერთია რაც ამ ქვეყანაზე მოვლენისას ზეციური სამყაროდან მოგვყვება,ნაწილია და კავშირი უფლისა.
სული ეს ერთადერთია რაც ზეციურ სამყაროში მოგყვყვება გარდაცვალების შემდეგ.
სული ეს ერთადერთია რაც გასაყოფი აქვთ უპალსა და ეშმაკს.
ის ერთადერთია რაც ორივესთვის ძვირად ფასოფს.
სული საშვია ჩვენი და განაჩენი.
სული ერთერთია იმ ორიდან რაც კი გვაბადია ადამიანებს.

პ.ს. ნასვამი ვარ და ძაან წაუ ეთიმგურჯე არა?:)
პატივისცემით თქვენი რატი:)
The Proud Participant of Business Conference

#11 Mziko Qaliashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 342 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 April, 2008 - 23:20

იხილე გამოხმაურებაTamuna Gurgenidze, Apr 29/08, 04:04 -ში, განაცხადა:

პატივისცემით თქვენი რატი:)



:(( ამაღლობელი???
Mziko Kaliashvili
Corporate Customers Service Manager
----------------------------------------------
TBC BANK
Central Branch
11, Chavchavadze Ave.,
Mob: (995 95) 51 64 62
E-mail: MKaliashvili@tbcbank.com.ge

#12 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 April, 2008 - 00:00

იხილე გამოხმაურებაMziko Qaliashvili, Apr 29/08, 23:20 -ში, განაცხადა:

:(( ამაღლობელი???


ბაგრატიონ-მუხრანსკი:)
The Proud Participant of Business Conference

#13 Davit Chikaidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 May, 2008 - 11:35

რა მაინტერესებს კიდევ ცხოველები რომ კვდებიან ისინიც სამართლდებიან სულიერ სამყაროში? ლაშას ნაწილობრივ ვეთანხმები.
მაინც მგონია რომ სული არ არსებობს "მიწა ხარ და მიწადვე იქცევი" ადამს უთხრა უფალმა.
ადამინს თუ აქვს სული მაშინ ცხოველებს და ფრინველებსაც უნდა ქონდეს იმიტომ რომ უფალმა შექმნა ისინი-ც,
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ასეა :)
The Proud Participant of Business Conference

#14 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 May, 2008 - 18:26

ისე, ჩემი აზრითაც, სული არის ენერგია, და ენერგია არასდროს იკარგება, რაღაცაში გადადის.... უი, მე რა ბუდიზმის ქადაგება გამომივიდა? ბუდიზმშია ასე, რეინკარნაცია მოკლედ ( თუ რეინკორნაცია, აღარ ვიცი). არა და ბუდისტი არასდროს არ ვყოფილვარ.... მოკლედ გამოვიდა ასეთი რამ: ყოველ რელიგიაში რაღაც სიმართლეა ჩაქსოვილი.
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#15 Giorgi Todua

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 December, 2008 - 03:18

იხილე გამოხმაურებაDavit Chikaidze, May 16/08, 11:35 -ში, განაცხადა:

რა მაინტერესებს კიდევ ცხოველები რომ კვდებიან ისინიც სამართლდებიან სულიერ სამყაროში? "მიწა ხარ და მიწადვე იქცევი" ადამს უთხრა უფალმა...ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ასეა :)


ძალიან კარგია მაგდაგვარი საკითხებისთვის აქაც რომ ვიცლით, თუმცა ვფიქრობ რელიგიების მშრალი ლოგიკით განსჯა და სულის ძიება ინტერნეტით მგონი ცოტა უხერხულია :(

#16 Otar Dgebuadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 343 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 December, 2008 - 12:02

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, May 18/08, 17:26 -ში, განაცხადა:

მოკლედ გამოვიდა ასეთი რამ: ყოველ რელიგიაში რაღაც სიმართლეა ჩაქსოვილი.


გეთანხმები თამარ.
"ღმერთი ყველასთვის ერთია,
რჯულის გზა არის სხვადასხვა,
იმქვეყნად შემაერთია" - აკაკი წერეთელი.

ჩემი აზრით ყველა რელიგიის ადამიანი "კაი ტიპია" თუ იმ თავისი რელიგიის სწამს წრფელად.
არა აქვს მნიშვნელობა იესოს დაარქმევ ღმერთს, მუჰამედს, ბუდას თუ ა.შ. მთავარია გწამდეს "შენი" ღმერთის.
მითუმეტეს საწყისი ყველა რელიგიაში მსგავსია: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო.
და ხორცს და ყველს არ შეჭამ თუ დღეში შვიდჯერ ილოცებ (მაჰმადიანებსი შემთხვევაში) ეგ მეორეხარისხოვანია... (IMHO).

ცოტა გადავუხვიე მემგონი სულის საკითხს... :)
Caucasus University,
Caucasus School of Business,
BBA,
Major in Finance.

e-mail: o_dgebuadze@cu.edu.ge

#17 Giorgi Lomidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 78 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 December, 2008 - 15:56

ციტატა

მითუმეტეს საწყისი ყველა რელიგიაში მსგავსია: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო.


არანაერად ყურანში ასრაღაცაჯერ წერია რო ქრისტიანი უნდა მოკლა :)

#18 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 December, 2008 - 01:24

Davit Chikaidze
იქ სადაც ახსენეთ დავით, რომ ღმერთმა უთრხა ადამს მიწა ხარ და მიწადვე იქცევიო, საინტერესო რამ გამორგჩათ მხედველობიდან, ბიბლიაში ასე წერია, და შექმნად ხატად თავისა ადამიანი და შთაბერა მან თვისი სული. შეიძლება ზუსტად ვერ მოვიყვანე ციტირება, მაგრამ თუ რელიგიურად განვიხილავთ, გამოდის რომ სული არის ღმერთის ის ნაწილი, რომელიც ადამიანებს მოგვცა. რაც შეეხება ცხოველებს, მათზე მსგავსი რამ არც არის ნახსენები.
ისე ვეთანმხები, რომ ეგ თემა რელიგიურში იჭრება და აქ განსახილველად ცოტა არ იყოს რთულია და არამართებული, რადგან ამაზე ამომწურავ პასუხს ისევ რელიგიაშI იპოვი. რაც სეეხება ღმერთის ერთობას, ღმერთი ერთია, მაგრამ მთავარი ის არის, თუ რომელი გწამს. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ყველას თავის რელიგიაში და რწმენაში გაუმარჯოს-ო, რაგაც ასე გამოვიდა. ქრისტიანობა იმით არის უნიკალური, რომ ღმერთი სიყვარული არს-ასე განისაზღვრება. და საერთოდ მიმაჩნია რომ სამყარო სიყვარულით იმართება. უდიდესი სიბრძნეა ჩადებული, შეუნდე და მოგეტევება, ერთ ლოყაზე თუ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე, ეგ ისეთი მცნებებია, რომ ბოროტებას რეალურად უმკლავდება, მაგის საპასუხოდ რუსთაველმა თქვა, "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო".
რაც შეეხება სულის ენერგიასთან გაიგივებას, მე ვერ ვიზიარებ, მაშინ გამოდის სამყარო მტვრისგან შეიქმნა და ენერგიის აფეტქებამ შექმნა, მაგრამ მაშინ ის ენერგია და მტვერი საიდან მოვიდა?

#19 Miranda Agapishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 February, 2009 - 20:33

სახარებაში მიიგებთ ყველაფრის პასუხს. იმედია გონებას გაგინათებთ ეს ციტატები:
ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით ეკლესია ასწავლის მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. ამ მოძღვრების უეჭველობა ღვთიური მადლმოსილებით გაცხადებულია ყოველი მორწმუნის გულში, თუმცა, ურწმუნოებსაც შეუძლიათ, თუნდაც ადამიანური ლოგიკის წყალობით, გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ.

მოძღვარი:"1. მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სულიერი სამყაროც; 2. ადამიანს გააჩნია როგორც მატერიალური სხეული, ასევე არამატერიალური სული; 3. ადამიანის სული უკვდავია.

თუ ამ ამოსავალ დებულებებს დავეყრდნობით და მსჯელობას სწორად წარვმართავთ, თავიდან ავიცილებთ აბსურდულ წინააღმდეგობრივ დასკვნებს. სანაცვლოდ მივალთ ისეთ დასკვნამდე, რომელიც თანხმობაში იქნება ჩვენს შინაგან ხმასთან. ეს შინაგანი ხმა კი გვეუბნება, რომ არსებობს საყოველთაო ზნეობრივი საზომები, ანუ არსებობს ცნება სიკეთისა და ბოროტებისა; ადამიანს კი გააჩნია თავისუფალი ნება და იმის შესაძლებლობა, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის აირჩიოს ერთ-ერთი; აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრებას უეჭველად გააჩნია აზრი. ამ დასკვნიდან ადამიანის სულის უკვდავების დასკვნამდე უკვე ერთი ნაბიჯია. ცნებები „სიკეთე“ და „ბოროტება“ სულიერი სამყაროს არსებობის გარეშე აზრს კარგავენ. თუ ადამიანი მარტო მატერიის ნაჭერია და სხვა არაფერი, მისი აზროვნების უნარს კი ავხსნით მარტო ფიზიკო-ქიმიური პროცესებით, მაშინ ფაქტია, რომ მატერიას მასში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების მეშვეობით არ შეუძლია სიკეთის გარჩევა ბოროტებისაგან და მათ შორის არჩევანის გაკეთება. ე.ი. ადამიანი, გარდა მატერიისა, კიდევ რაღაცისგან შედგება. სინამდვილეში, სწორედ ეს „რაღაცა“ არის ადამიანის მთავარი ნაწილი - ეს არის მისი უკვდავი სული.

დღეს ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს არასულიერი ცხოვრებით. ისინი საკუთარ თავში ხედავენ მხოლოდ მატერიალურ ბუნებას და ვერ აღიქვამენ უფრო მთვარს - სულიერს, რადგან მათი სულიერი მგრძნობელობა დათრგუნულია მატერიალური გრძნობითი წარმოდგენებით და განცდებით. ვინც მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის მხოლოდ ხორციელი შეგრძნებებია ნაცნობი და უცხოა სულიერი გრძნობები, სულიერი გამოცდილების შესაძენად კი საჭიროა, ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, გამოვაცოცხლოთ მიძინებული სულიერი საწყისი და გამოვკვებოთ სულიერი საკვებით. მაშინ, შინაგანი განცდების წყალობით, ჩვენთვის თანდათან ხელშესახები გახდება საკუთარი სულის სიცხადე.

#20 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 February, 2009 - 00:50

იხილე გამოხმაურებაLasha Davituliani, Apr 27/08, 20:12 -ში, განაცხადა:

ის რასაც ადამიანები "სულს" უწოდებთ არაფერია თუ არა ენერგიის კონცენტრაცია.

სად მიდის ეს ენერგია "ღმერთმა" უწყის თუმცა გარწმუნებთ არც ჯოჯოხეთში და არც სამოთხეში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არცერტი მათგანი არ არსებობს :) .

ა"ლ"ბათ სული როგორც სხვა ნებისმიერი ენერგია სახეს იცვლის და რამე "კარგ" ან "ცუდ" ფორმას იღრებს იმისდა მიხედვით დადებითია იგი თტუ უარყოფითი :)


თუკი უარყოფ სამოთხესა და ჯოჯოხეთს, უნდა უარყო ენერგიის "სიკეთე" და "ბოროტებაც". როგორ შეიძლება ენერგია იყოს კეთილი ან ბოროტი?! ენერგია არის ძალა გამრავლებული მანღილზე.

იხილე გამოხმაურებაDavit Chikaidze, May 16/08, 08:35 -ში, განაცხადა:

რა მაინტერესებს კიდევ ცხოველები რომ კვდებიან ისინიც სამართლდებიან სულიერ სამყაროში? ლაშას ნაწილობრივ ვეთანხმები.
მაინც მგონია რომ სული არ არსებობს "მიწა ხარ და მიწადვე იქცევი" ადამს უთხრა უფალმა.
ადამინს თუ აქვს სული მაშინ ცხოველებს და ფრინველებსაც უნდა ქონდეს იმიტომ რომ უფალმა შექმნა ისინი-ც,
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ასეა :D


მაშინ მიწასაც უნდა ჰქონდეს სული, "იმიტომ რომ უფალმა შექმნა ისიც".

ცხოველებზე და ყვავილებზე თქვენი აზრი მართლა მაინტერესებს. აქვთ თუ არა?

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, May 18/08, 15:26 -ში, განაცხადა:

ისე, ჩემი აზრითაც, სული არის ენერგია, და ენერგია არასდროს იკარგება, რაღაცაში გადადის.... უი, მე რა ბუდიზმის ქადაგება გამომივიდა? ბუდიზმშია ასე, რეინკარნაცია მოკლედ ( თუ რეინკორნაცია, აღარ ვიცი). არა და ბუდისტი არასდროს არ ვყოფილვარ.... მოკლედ გამოვიდა ასეთი რამ: ყოველ რელიგიაში რაღაც სიმართლეა ჩაქსოვილი.


ვთქვათ ენერგია მართლა არ ჩნდება და არ იკარგება. ის მხოლოდ სახეს იცვლის. ყველა სახის ენერგია შეგიძლია თეორიულად მაინც სხვა სახის ენერგიაში გადაიყვანო. ეტყობა სულიც. ანუ თეორიულად შესაძლებელი უნდა იყოს სულების ინდუსტრიული წარმოება. მეთანხმები?

იხილე გამოხმაურებაOtar Dgebuadze, Dec 18/08, 09:02 -ში, განაცხადა:

გეთანხმები თამარ.
"ღმერთი ყველასთვის ერთია,
რჯულის გზა არის სხვადასხვა,
იმქვეყნად შემაერთია" - აკაკი წერეთელი.

ჩემი აზრით ყველა რელიგიის ადამიანი "კაი ტიპია" თუ იმ თავისი რელიგიის სწამს წრფელად.
არა აქვს მნიშვნელობა იესოს დაარქმევ ღმერთს, მუჰამედს, ბუდას თუ ა.შ. მთავარია გწამდეს "შენი" ღმერთის.
მითუმეტეს საწყისი ყველა რელიგიაში მსგავსია: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო.
და ხორცს და ყველს არ შეჭამ თუ დღეში შვიდჯერ ილოცებ (მაჰმადიანებსი შემთხვევაში) ეგ მეორეხარისხოვანია... (IMHO).

ცოტა გადავუხვიე მემგონი სულის საკითხს... :)


ინდოელებს ბევრი ღმერთი ჰყავთ. მუჰამედი თავს ღმერთად არ თვლიდა, ისევე როგორც ბუდა. ბუდისტებს ღმერთი საერთოდ არ ჰყავთ.

ასეთი "კაი ტიპები" ევროპაში საუკუნეების განმავლობასი ხალხს ცოცხლად წვავდნენ თავისი ღმერთის გულისთვის. სხვა რელიგიებშიც საკმაოდ მოინახება მსგავსი მაგალითები.

იხილე გამოხმაურებაNina Jinjolava, Dec 19/08, 22:24 -ში, განაცხადა:

Davit Chikaidze
იქ სადაც ახსენეთ დავით, რომ ღმერთმა უთრხა ადამს მიწა ხარ და მიწადვე იქცევიო, საინტერესო რამ გამორგჩათ მხედველობიდან, ბიბლიაში ასე წერია, და შექმნად ხატად თავისა ადამიანი და შთაბერა მან თვისი სული. შეიძლება ზუსტად ვერ მოვიყვანე ციტირება, მაგრამ თუ რელიგიურად განვიხილავთ, გამოდის რომ სული არის ღმერთის ის ნაწილი, რომელიც ადამიანებს მოგვცა. რაც შეეხება ცხოველებს, მათზე მსგავსი რამ არც არის ნახსენები.
ისე ვეთანმხები, რომ ეგ თემა რელიგიურში იჭრება და აქ განსახილველად ცოტა არ იყოს რთულია და არამართებული, რადგან ამაზე ამომწურავ პასუხს ისევ რელიგიაშI იპოვი. რაც სეეხება ღმერთის ერთობას, ღმერთი ერთია, მაგრამ მთავარი ის არის, თუ რომელი გწამს. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ყველას თავის რელიგიაში და რწმენაში გაუმარჯოს-ო, რაგაც ასე გამოვიდა. ქრისტიანობა იმით არის უნიკალური, რომ ღმერთი სიყვარული არს-ასე განისაზღვრება. და საერთოდ მიმაჩნია რომ სამყარო სიყვარულით იმართება. უდიდესი სიბრძნეა ჩადებული, შეუნდე და მოგეტევება, ერთ ლოყაზე თუ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე, ეგ ისეთი მცნებებია, რომ ბოროტებას რეალურად უმკლავდება, მაგის საპასუხოდ რუსთაველმა თქვა, "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო".
რაც შეეხება სულის ენერგიასთან გაიგივებას, მე ვერ ვიზიარებ, მაშინ გამოდის სამყარო მტვრისგან შეიქმნა და ენერგიის აფეტქებამ შექმნა, მაგრამ მაშინ ის ენერგია და მტვერი საიდან მოვიდა?


მუსლიმები ფიქრობენ, რომ ცხოველებს და მცენარეებს ასევე გააჩნიათ სული.

თუკი ბიბლიაში არაა ნახსენები რამე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობს.

რელიგიასი კი პასუხის ძებნა მართლაც არამართებულია. თუკი შენ ეძებ სიმართლეს, მაშინ რელიგიას არ უნდა მიმართო. რელიგია შენ დოგმებით გელაპარაკება. ასეტი პასუხის მიღებას კი ჯობია საერთოდ არ დასვა კითხვა.

გაგიკვირდება, მაგრამ დიდი აფეთქება მოიგონა არა ათეისტმა ფიზიკოსმა, არამედ თეოლოგმა! თანაც ეს თეორია რამდენადაც ვიცი ცდებითაც იქნა დამტკიცებული. მე ამ საკითხში არ ვერკვევი, თუ მართლა გაინტერესებს, ფიზიკოსებს დაეკითხე, მაგრამ ენერგიის გაჩენა არაფრიდან სავალდებულო არაა. საქმე იმაშია, რომ დროც დიდმა აფეთქებამ გააჩინა. შესაბამისად არ არსებობს "დიდ აფეთქებამდე" და ენერგიის მუდმივობის კანონიც არ ირღვევა.

კიდევ ერთიც. ღმერთი ვინ შექმნა?

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 4/09, 17:33 -ში, განაცხადა:

სახარებაში მიიგებთ ყველაფრის პასუხს. იმედია გონებას გაგინათებთ ეს ციტატები:
ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით ეკლესია ასწავლის მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. ამ მოძღვრების უეჭველობა ღვთიური მადლმოსილებით გაცხადებულია ყოველი მორწმუნის გულში, თუმცა, ურწმუნოებსაც შეუძლიათ, თუნდაც ადამიანური ლოგიკის წყალობით, გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ.


:) მართლა?!


იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 4/09, 17:33 -ში, განაცხადა:

მოძღვარი:"1. მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სულიერი სამყაროც; 2. ადამიანს გააჩნია როგორც მატერიალური სხეული, ასევე არამატერიალური სული; 3. ადამიანის სული უკვდავია.


1. რა არის სულიერი დამყარო და რა არის მატერიალური სამყარო?
2. რა არის არამატერიალური სული?
3. რა არის სიკვდილი?

ეგაა შენი სახარების პასუხები?

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 4/09, 17:33 -ში, განაცხადა:

თუ ამ ამოსავალ დებულებებს დავეყრდნობით და მსჯელობას სწორად წარვმართავთ, თავიდან ავიცილებთ აბსურდულ წინააღმდეგობრივ დასკვნებს. სანაცვლოდ მივალთ ისეთ დასკვნამდე, რომელიც თანხმობაში იქნება ჩვენს შინაგან ხმასთან. ეს შინაგანი ხმა კი გვეუბნება, რომ არსებობს საყოველთაო ზნეობრივი საზომები, ანუ არსებობს ცნება სიკეთისა და ბოროტებისა; ადამიანს კი გააჩნია თავისუფალი ნება და იმის შესაძლებლობა, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის აირჩიოს ერთ-ერთი; აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრებას უეჭველად გააჩნია აზრი. ამ დასკვნიდან ადამიანის სულის უკვდავების დასკვნამდე უკვე ერთი ნაბიჯია. ცნებები „სიკეთე“ და „ბოროტება“ სულიერი სამყაროს არსებობის გარეშე აზრს კარგავენ. თუ ადამიანი მარტო მატერიის ნაჭერია და სხვა არაფერი, მისი აზროვნების უნარს კი ავხსნით მარტო ფიზიკო-ქიმიური პროცესებით, მაშინ ფაქტია, რომ მატერიას მასში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების მეშვეობით არ შეუძლია სიკეთის გარჩევა ბოროტებისაგან და მათ შორის არჩევანის გაკეთება. ე.ი. ადამიანი, გარდა მატერიისა, კიდევ რაღაცისგან შედგება. სინამდვილეში, სწორედ ეს „რაღაცა“ არის ადამიანის მთავარი ნაწილი - ეს არის მისი უკვდავი სული.


ანუ შენ გსურს, რომ შენს ცხოვრებას ჰქონდეს აზრი და ამიტომ სულის არსებობა "ფაქტია"?

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 4/09, 17:33 -ში, განაცხადა:

დღეს ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს არასულიერი ცხოვრებით. ისინი საკუთარ თავში ხედავენ მხოლოდ მატერიალურ ბუნებას და ვერ აღიქვამენ უფრო მთვარს - სულიერს, რადგან მათი სულიერი მგრძნობელობა დათრგუნულია მატერიალური გრძნობითი წარმოდგენებით და განცდებით. ვინც მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის მხოლოდ ხორციელი შეგრძნებებია ნაცნობი და უცხოა სულიერი გრძნობები, სულიერი გამოცდილების შესაძენად კი საჭიროა, ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, გამოვაცოცხლოთ მიძინებული სულიერი საწყისი და გამოვკვებოთ სულიერი საკვებით. მაშინ, შინაგანი განცდების წყალობით, ჩვენთვის თანდათან ხელშესახები გახდება საკუთარი სულის სიცხადე.


რისთვის?

თქვენი აზრით სული ადამიანის სხეულის რამე ნაწილზეა მიმაგრებული? თუ იქნებ მთელ სხეულშია თანაბრად განაწილებული? თუკი ადამიანი სხეულის რომელიმე ნაწილს კარგავს, მაშინ ის სულის ნაწილსაც კარგავს?

როგორც ჩანს აქ ყველას სჯერა სულის არსებობა.

ვთქვათ ჩვეულებრივად გაჩენილ ადამიანს აქვს სული. ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით "შექმნილ" ადამინსაც აქვს ის? კლონს ექნებოდა სული? კიბორგს? ხელოვნურ ინტელექტს?
Der Gott ist tot!



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share