ნახტომი





- - - - -

სული


გამოხმაურებათა რაოდენობა: 46

#21 Miranda Agapishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 February, 2009 - 13:15

იმდენად ხარ მიწას მიჯაჭვული რომ ყველაფერს მარტივად იგებ.
იმიტომ იქმნება კლონი, კობორგი რომ დააბრკოლონ ადამიანები და დაამტკიცონ ღმერთის არ არსებობა.
ფიქრობ რომ სულის უკვდავებაში დარწმუნება ცხოვრების შიშით არის გამოწვეული. ანუ ქიმიური და ფიზიკური ცვლილებები ხდება ცოცხალ ორგანიზმში რის შემდეგაც შეუძლებელია სულის არსებობა .
სულის არ არსებობის შესახებ მხოლოდ მარტივი ლოგიკური მსჯელობაა
"მატერიალურის გარდა არანაირი სხვა სამყარო არ არსებობს. თუ ეს ასეა, მაშინ ადამიანიც მატერიის ნაწილია და სხვა არაფერი. თუ ის მატერიის ნაწილია, მაშინ ისიც ექვემდებარება მატერიალური სამყაროს კანონებს. მატერიალურ სამყაროში მოქმედებს მიზეზობრიობის კანონი, ანუ ყველაფერი განპირობებულია რაღაც მიზეზით. აქედან გამომდინარე, ადამიანის ქმედებანიც განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მას არ გააჩნია თავისუფალი ნება. თუ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, მაშინ ყველა მისი ქმედება, როგორც მექანიკური თვალსაზრისით გარდაუვალი, მოკლებულია ზნეობრივ ღირებულებებს. ამრიგად, „სიკეთე“ და „ბოროტება“ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს. " ხო თუ არა?
და შენთვის რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

#22 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 February, 2009 - 23:24

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

იმდენად ხარ მიწას მიჯაჭვული რომ ყველაფერს მარტივად იგებ.


იმდენად ხარ შეჩვეული ფრენას, რომ სიმართლის დანახვა არც კი გსურს.

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

იმიტომ იქმნება კლონი, კობორგი რომ დააბრკოლონ ადამიანები და დაამტკიცონ ღმერთის არ არსებობა.


ღმერთის არარსებობა არაფერ შუაშია. კიბორგები უკვე კაი ხანია იქმნებიან, მათ შორის ადამიანურებიც. მიზეზი კი ადამიანის ცხოვრების გაადვილებაა. პრეისტორიული ზღაპრები კი ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს.

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

ფიქრობ რომ სულის უკვდავებაში დარწმუნება ცხოვრების შიშით არის გამოწვეული.


ეს აზრი გამიჩნდა გუშინ, შენი სიტყვების წაკითხვის მერე. ასე გეწერა და მე მხოლოდ გავიმეორე.

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

ანუ ქიმიური და ფიზიკური ცვლილებები ხდება ცოცხალ ორგანიზმში რის შემდეგაც შეუძლებელია სულის არსებობა .


სულაც არა. მე მხოლოდ კითხვები დავსვი. თვითონაც რომ გეცადა ამ კითხვებზე პასუხის მონახვა, პრობლემებს შენც დაინახავდი. მაგრამ შენ როგორც ჩანს დარწმუნებული ხარ, რომ ბიბლიაში წერია ყველაფერი და შენ თვითონ სხვა არაფრის ცოდნა გჭირდება.

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

სულის არ არსებობის შესახებ მხოლოდ მარტივი ლოგიკური მსჯელობაა
"მატერიალურის გარდა არანაირი სხვა სამყარო არ არსებობს.


მე არ დამიწერია, სული, ღმერთი ანდა "საიქიო" არ არსებობსთქო! ეს შენ მოიგონე, პასუხებს თავი რომ აარიდო.

მე ვიძახი, რომ სულის არსებობა პრობლემატიურია. ჩნდება კითხვები, რომლებიც მე დავსვი წინა პოსტში.

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

თუ ეს ასეა, მაშინ ადამიანიც მატერიის ნაწილია და სხვა არაფერი. თუ ის მატერიის ნაწილია, მაშინ ისიც ექვემდებარება მატერიალური სამყაროს კანონებს. მატერიალურ სამყაროში მოქმედებს მიზეზობრიობის კანონი, ანუ ყველაფერი განპირობებულია რაღაც მიზეზით. აქედან გამომდინარე, ადამიანის ქმედებანიც განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მას არ გააჩნია თავისუფალი ნება. თუ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, მაშინ ყველა მისი ქმედება, როგორც მექანიკური თვალსაზრისით გარდაუვალი, მოკლებულია ზნეობრივ ღირებულებებს. ამრიგად, „სიკეთე“ და „ბოროტება“ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს. " ხო თუ არა?


არ ვიცი. არც სხვა ვინმემ იცის.
საქმე იმასია, რომ მატერიალური სამყარო ჩვენ გვაძლევს გარკვეული ფარგლებში ქმედების თავისუფლებას. თავის დროს ამაზე ცნობილი დისკუსია გაიმართა ბორსა და აინშტაინს შორის. გამარჯვებული ბორი გამოვიდა.

საქმე იმაშია, რომ ფიზიკურ პროცესებს არ აქვთ რაღაც მიზეზები. ვიმეორებ, თუკი მართლა გაინტერესებს ეს საკითხი, დაეკითხე ფიზიკოსებს. ამ კონფერენციაშიც კი გვყავდა ვიღაცა. სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს.

ყოველ მიზეზს რამე გარკვეული ქმედება რომ მოჰყოლოდა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მომავლის გამოთვლა. მომავალი იქნებოდა "მყარი". არ ვიცი, ქართულად სხვანაირად როგორ ვთქვა. ყველა ჩვენი ქმედება მართლაც წინასწარ განსაზღვრული იქნებოდა.

კვანტური განუსაზღვრელობის მიხედვით კი ეს ასე არაა. გამოთვლა შეიძლება მხოლოდ ამა თუ იმ მომავლის ალბათობის. ხოლო ის, თუ რა მომავალი გველის ჩვენ, ფიზიკის თვალსაზრისით არაა წინასწარ განსაზღვრული. სწორედ აქ მთავრდება ფიზიკა. არამატერიალურ სამყაროებს ის საერთოდ არ განიხილავს!

რაც შეეხება "თავისუფალ ნებას", ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. მისი არსებობა არც დამტკიცებულია და არც უარყოფილი.

იხილე გამოხმაურებაMiranda Agapishvili, Feb 5/09, 10:15 -ში, განაცხადა:

და შენთვის რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?


რა მნიშვნელობა აქვს ამას? თავიდან წინა შეცდომას უბრუნდები. სიცოცხლე "აზრის" გარეშე აუტანელია და შესაბამისად სიცოცხლეს უნდა ჰქონდეს აზრი. თანაც აუცილებლად ისეთი, როგორიც შენთვის მისაღებია! შენთვის მისაღები კი არის ის, რასაც ქადაგებს მართლმადიდებელი ეკლესია. შესაბამისად მართლმადიდებელი რელიგია არის ერთად-ერთი ჭეშმარიტი.
Der Gott ist tot!

#23 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 February, 2009 - 15:50

იხილე გამოხმაურებაIrakli Betchvaia, Feb 5/09, 00:50 -ში, განაცხადა:

თუკი ბიბლიაში არაა ნახსენები რამე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობს.

რელიგიასი კი პასუხის ძებნა მართლაც არამართებულია. თუკი შენ ეძებ სიმართლეს, მაშინ რელიგიას არ უნდა მიმართო. რელიგია შენ დოგმებით გელაპარაკება. ასეტი პასუხის მიღებას კი ჯობია საერთოდ არ დასვა კითხვა.

სავსებით გეთანხმები. რელიგიაში პასუხს ვერ იპოვის ადამიანი. ბიბლია იქნება ეს, ყურანი თუ თორა - ამ წიგნებში ყველაფერი, ასე ვთქვათ, აფორიზმებითაა ნათქვამი. ბევრგან ორაზროვნად წერია. ეს იმისთვისაა, რომ ბევრ ადამიანს მოერგოს და ბევრმა გაიგოს. რელიგიურ წიგნებში, და არა მხოლოდ (მაგ. ნოსტრადამუსის ჩანაწერებში), ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი, ერთი რაკურსიდან თუ შეხედავ, ერთგვარად გაგებ, მეორე რაკურსიდან - უკვე სხვანაირად. ასე რომ, მართლაც უაზრობაა ბიბლიურ წყაროებში ასეთ კითხვებზე პასუხების ძებნა.

ციტატა

ასეთი "კაი ტიპები" ევროპაში საუკუნეების განმავლობასი ხალხს ცოცხლად წვავდნენ თავისი ღმერთის გულისთვის. სხვა რელიგიებშიც საკმაოდ მოინახება მსგავსი მაგალითები.

ეს "კაი ტიპები" სულაც არ იყვნენ მორწმუნეები, მათ მხოლოდ ძალაუფლების სწამდათ და სხვა არაფრის.

ციტატა

თქვენი აზრით სული ადამიანის სხეულის რამე ნაწილზეა მიმაგრებული? თუ იქნებ მთელ სხეულშია თანაბრად განაწილებული? თუკი ადამიანი სხეულის რომელიმე ნაწილს კარგავს, მაშინ ის სულის ნაწილსაც კარგავს?

სხვათაშორის, ექსპარიმენტი ჩაატარეს. მომაკვდავი ადამიანი აწონეს, დააფიქსირეს გარკვეული მასა, და როცა ადამიანი გარდაიცვალა, ის ხელახლა აწონეს და მისი მასა რამდენიმე გრამით ნაკლები გახდა, ვიდრე იყო სიკვდილამდე. ვიცი ის, რომ რაღაცნაირი კამერებით გადაიღეს ის ოთახი, სადაც მომაკვდავი იწვა, და დაინახეს, რომ, როცა მოკვდა, ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად მისი პირიდან რაღაც სფეროსებრი გამოვიდა. დასკვნა გამოიტანეს, რომ ეს იყო სული. სამი დღის განმავლობაში ეს სფერო იყო მიცვალებულთან, ხოლო შემდეგ გაუჩინარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ოთახი ჰერმეტულად ჩაკეტილი იყო. მასას რაც შეეხება, ცალ-ცალკე ყოველი ორგანო, მოკლედ ყველაფერი აუწონეს ცხედარს, და გამოვიდა, რომ არც ერთ ორგანოს მასა არ მოჰკლებია, იგივე დარჩა, რაც იყო.
ასევე ბუდიზმის მიხედვით, ადამიანის სული ადამიანის გარშემო ტრიალებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ მიცვალებულს ტოვებს და სიკივდილის 40 დღის მერე დედამიწას ტოვებს.

ამ ყველაფერმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვნახე დრო უფრო ღრმად შემესწავლა ეს ასპექტი.
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#24 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 06 February, 2009 - 21:39

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, Feb 6/09, 12:50 -ში, განაცხადა:

ეს "კაი ტიპები" სულაც არ იყვნენ მორწმუნეები, მათ მხოლოდ ძალაუფლების სწამდათ და სხვა არაფრის.


ზოგი - კი, ზოგი - არა. ეს უბრალოდ ახლა იძახის ეკლესია, ერ წამდათო, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე ახლანდელ პაპსთან ინტერვიუ, როდესაც ჯერ კიდევ კარდინალ-ინკვიზიტორი იყო. ჟურნალისტმა ჰკითხვა, ეკლესიამ ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინა, რატომ არ იხდის დღემდე ბოდიშს? რა გინდათ, ვინც მოვკალით, უმეტესობა მაინც მოსაკლავი იყოო!

იხილე გამოხმაურებაTamar Baratashvili, Feb 6/09, 12:50 -ში, განაცხადა:

სხვათაშორის, ექსპარიმენტი ჩაატარეს. მომაკვდავი ადამიანი აწონეს, დააფიქსირეს გარკვეული მასა, და როცა ადამიანი გარდაიცვალა, ის ხელახლა აწონეს და მისი მასა რამდენიმე გრამით ნაკლები გახდა, ვიდრე იყო სიკვდილამდე. ვიცი ის, რომ რაღაცნაირი კამერებით გადაიღეს ის ოთახი, სადაც მომაკვდავი იწვა, და დაინახეს, რომ, როცა მოკვდა, ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად მისი პირიდან რაღაც სფეროსებრი გამოვიდა. დასკვნა გამოიტანეს, რომ ეს იყო სული. სამი დღის განმავლობაში ეს სფერო იყო მიცვალებულთან, ხოლო შემდეგ გაუჩინარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ოთახი ჰერმეტულად ჩაკეტილი იყო. მასას რაც შეეხება, ცალ-ცალკე ყოველი ორგანო, მოკლედ ყველაფერი აუწონეს ცხედარს, და გამოვიდა, რომ არც ერთ ორგანოს მასა არ მოჰკლებია, იგივე დარჩა, რაც იყო.
ასევე ბუდიზმის მიხედვით, ადამიანის სული ადამიანის გარშემო ტრიალებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ მიცვალებულს ტოვებს და სიკივდილის 40 დღის მერე დედამიწას ტოვებს.

ამ ყველაფერმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვნახე დრო უფრო ღრმად შემესწავლა ეს ასპექტი.


გამიგია ამ ექსპერიმენტის შესახებ. რაც შეეხება ადამიანის წონას, მიღებული მონაცემები გაზომვის ცდომილების ფარგლებში იყო, ანუ რეალურად წონის დაკლება დაფიქსირებული არ ყოფილა, თუმცა საწინააღმდეგოც ვერ დამტკიცდა. უბრალოდ ექსპერიმენტის საჭირო სიზუსტით ჩატარება შეუძლებელია. თანაც, რა იცი, რა სიზუსტე გჭირდება? თანაც ის, რომ ორგანოები ცალ-ცალკე აწონეს და განსხვავება ვერ ნახეს, ამას ამტკიცებს. გვამი რომ დევს სითხეს კარგავს, ანუ მისი წონა კლებულობს. იმას პატარა ნაწილებზე რომ გაჭრი და მერე აწონი, რანაირად უნდა დააფიქსირო რამოდენიმე გრამის დანაკარგი?!

პირიდან გამოსულ ბურთებზე არაფერი მსმენია. ვფიქრობ ჭორია.
Der Gott ist tot!

#25 Giorgi Zandukeli

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 51 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 February, 2009 - 21:54

იხილე გამოხმაურებაDavit Chikaidze, Apr 11/08, 14:22 -ში, განაცხადა:

:)) რა არის სული ადამიანის გონება თუ მისტიკა?

არცერთი.სული სხეულისა და აზროვნების შემკვრელია.

იხილე გამოხმაურებაDavit Chikaidze, Apr 11/08, 14:22 -ში, განაცხადა:

და საინტერესოა სად მიდის suli როდესაც კვდება ადამიანი. ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში?

ამას სერიოზულად კითხულობ? :huh:
ქსელური მარკეტინგი მომავლის ბიზნესია...

#26 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 06 February, 2009 - 23:12

ეს თემა ძალიან უსარგებლო საუბრებს იწვევს ჩემი აზრით ...
არ ღირს ამაზე დროის ხარჯვა ... imho
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#27 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 March, 2009 - 13:47

თუ ბიბლიურ თემაზე განვიხილავ უნდა ვიცოდეთ ებრაული ენაც რომ გავიგოთ რა და სად როგორ ნიშნავს სული
სამწუხაროდ ქართულად არ ითარგმნება და იგივე სულს თარგმნიან
ნეშამა და ნეშიმა შემდეგ არის რუახ ...ეს სამივე ქართულად ნიშნავს სულს.
ნეშამა არის უკვდავი სული
ნეშიმა არის მეორე სული ანუ მამოძრავებელი ენერგია
რუახ არის სული ანუ სხვა სული როგორც ცხოველურში ასევე ადამიანებში და რუახ დემონებ უწოდებენ
ამიტომ არის ჰადესი და გეენა ესეც ძნელია ქართულად გადაითარგმნოს ამიტომ მარტივად ვეცდები ავღწერო
ჰადეს ნიშნავ სადას ადამიანის გვამია მიწაზე
გეენა ნიშნავ სადას ადამიანის გვამი სესხლში იწვება
თუ სული ნეშამა უკვდავია მაშინ ბიბლიურ გაგებით სული ღმერთან უბრუნდება რომელმას სთაბერა ჯერ სული არს ჯოჯოხეთშია არც სამოთხეში იგი ღვთის ხელშია
ბევრს ვერ დავწერ და ჯობია ბიბლია იკითხო და გაიგო ყველაფერი თუ მასე რამეები გაინტერესებ ...
ხო კიდევ ერთი ცხოველის სული და ადამიანის სულზე შედარებას ადვილია
ნეშიმა -ანუ ცხოველს ააქვ მაგრამ ნეშიმა და ნეშამა ადამიანს

#28 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 March, 2009 - 16:34

נשמה, ნეშამა - სული ეს არის სული რომელსაც უკვდავ ვუწოდებ მაგრამ კვდება
רוח. რუახ - სული ეს კი სულია რომელის დემონები მართავენ უცხეულო ფიგურას
נשימה-ნეშიმა-სული ეს არის სუნთქვა ღმერთმა რომ სთაბერა

#29 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 March, 2009 - 22:36

მე ამ თემას უფრო რელიგიის თვალსაზრისით მივუდგები.მჯერა უკვდავი სულის და სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობისაც
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#30 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 05:07

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Feb 6/09, 23:12 -ში, განაცხადა:

ეს თემა ძალიან უსარგებლო საუბრებს იწვევს ჩემი აზრით ...
არ ღირს ამაზე დროის ხარჯვა ... imho

მართალი ხარ.. ამ თემაზე საუბარი ვერანაირ ჭეშმარიტებამდე ვერ მიიყვანს ვერავის... შესაბამისად ეს საუბარი უშედეგოა :67.gif

#31 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 12:14

''Salome Lokhishvili''


"ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........'' ?

სირცხვილია ამ ფრაზის სავიზიტო სლოგანად გამოყენება :[-O<:

Gღმერთმა შეგინდოთ!

#32 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 14:21

ღმერთის არავისზე ნაკლებად არ მწამს ჩემო კარგო და ამ სიტყვებს სირცხვილად ნამდვილად არ ვთვლი.("ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........''- ეს სიტყვები პლატონს ეკუთვნის).და იმაზე რას შემინდობს ღმერთი და რას არა ჩემი შეხედულებები მაქვს.ასე რომ გმადლობთ ყურადღებისთვის,მაგრამ არ ვსაჭიროებ მითითებებს
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#33 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 15:24

უაზროდ ეძებთ ამ ყველაფერში ლოგიკას.
1) არის კატეგორია, რომელსაც სჯერა, რომ არსებობს სული, არსებობს უფალი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, მაგრამ იცის, რომ დაუმტკიცებელია და ამიტომ დარწმუნებული არაფერშია.
2) ისეთებიც არსებობენ, ვისაც იმიტომ არ სჯერა, რომ დაუმტკიცებელია.
3) ასევე არსებობს კატეგორია მორწმუნეებისა, ვინც დარწმუნებულია იმაში, რისიც სჯერა.

ჩემთვის უფრო საინტერესო თემა კლინიკური სიკვდილია. უკლებლივ ყველა, ვინც კლინიკური სიკვდილი "გამოსცადა", იძახის რომ მათ საკუთარ სხეულს "ზემოდან დახედეს", შემდეგ იყო გვირაბი და სინათლე მის ბოლოს... როგორ ხსნის ამას ფიზიკა? ა, ფიზიკაში ხომ ყველაფრის პასუხი მოიპოვება, რა სულელი ვარ... :[-O<:

ნეტა როგორ ხსნის ფიზიკა ადამიანის წრფელ სურვილს დაეხმაროს გაჭირვებულს? ან იმ სიყვარულს როგორ ხსნის ფიზიკა, რომლისთვისაც მზად ხარ საკუთარი სიცოცხლე დათმო? ან თუნდაც ადამიანის უნარს, ყველაზე მძიმე ტკივილი მიუტევოს სხვას? ტკივილიც კი შეიძლება "სულიერი" იყოს...

...
აქ ბევრი რაც წავიკითხე არაფრისმთქმელ სიტყვათა უსასრულო თამაშია, რომელიც ვერასოდეს მიაღწევს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება და სიმართლე კი იქ არის, სადღაც, გულში... და სულში...
შეიძლება უპრობლემოდ იცხოვრო იმ შეგნებით, რომ მცენარისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდები და მხოლოდ მატერიათა ურთიერთქმედების შედეგად მოვლენილი არსება ხარ, მაგრამ წარმოუდგენელია სიკვდილს იგივე შეგნებით შეხვდე, ბოლოს მაინც აგიტანს შიში. რწმენით კი უშიშრად და ღირსეულად მოკვდები! (რათქმა უნდა გააჩნია, როგორ გიცხოვრია)

ან რომ დაუშვა ერთი წამით, რომ სული არსებობს და სამსჯავროზე წარსდგები სიცოცხლის ბოლოს, რამდენად მართებულად შეიძლება მიგაჩნდეს სულის და ღვთის რომ არ გჯერა? რას უპასუხებთ იმ ქვეყნად მას, ვინც გკითხავთ, რატომ არ გჯეროდა ჩემიო?.. იგივეს ეტყვით, რაც ამ ცონფერენციაზე დაპოსტეთ?

უნდა ვიცოცხლოთ იმისთვის, რომ გვჯეროდეს და ვაკეთოთ კარგი - და ვიცხოვროთ იმისთვის რომ სიკვდილის შემდეგ დავტკბეთ იმ კარგით და კეთილით, რაც სიცოცხლეში გაგვიკეთებია...

...
მე მივეკუთვნები მესამე კატეგორიას. ყოველშემთხვევაში, ასე ვთვლი.

#34 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 16:40

იხილე გამოხმაურებაSalome Lokhishvili, Apr 1/09, 14:21 -ში, განაცხადა:

ღმერთის არავისზე ნაკლებად არ მწამს ჩემო კარგო და ამ სიტყვებს სირცხვილად ნამდვილად არ ვთვლი.("ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........''- ეს სიტყვები პლატონს ეკუთვნის).და იმაზე რას შემინდობს ღმერთი და რას არა ჩემი შეხედულებები მაქვს.ასე რომ გმადლობთ ყურადღებისთვის,მაგრამ არ ვსაჭიროებ მითითებებს


რახან პლატონის თანამედროვე არ ვყოფილვარ, ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ როგორც ამ შემთხვევაში მის თანამოაზრეს გკითხავთ:
ღმერთი თამაშობს ადამიანებით?
(იმედია თქვენ ამ აზრის მხოლოდ ჯღერადობამ მოგხიბლათ და მსგავს რამეს შინაგანად მაინც არასოდეს დაეთანხმებით )

რაც შეეხება მითითებებს, მე მათ ნამდვილად ვსაჭიროებ და ვერაფრით ვიგებ თუნდაც 19 წლის ასაკში მათი საჭიროებისაგან გათავისუფლება როგორ მოახერხეთ?


ღმერთის შენდობებზე თქვენი შეხედულებები კი თქვენს დამოუკიდებელ აზროვნებასა და მაღალ მორალურ ღირებულებებზე მიუთითებს. ასეთი ინტელექტი ყველას ნამდვილად არ აქვს!
წარმატებებს გისურვებთ!

#35 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:19

არა აზრები ჟღერადობით არასდროს მხიბლავს ჩემო კარგო თუ მათში გარკვეულ ლოგიკას ვერ ვხედავ.მითითებებისგან კი 19წელზე ბევრად ადრე გავთავისუფლდი.მოკლედ ძნელია ყველაფრის უცხო ადამიანისთვის ახსნა.ღმერთთან კი საკუთარი მიდგომა მაქვს,ღმერთის არ მეშინია,და ბევრისგან განსხვავებით მხოლოდ ამით არ ვცხოვრობ.მე მიყვარს ღმერთი და ღმერთსაც ვუყვარვარ მე ეგ ნამდვილად ვიცი.და თემას რომ ძალიან არ გადავუხვიო სულის უკვდავების რომ არ მჯეროდეს სიცოცხლის თუნდაც ასი წელი ძალიან მცირედ მომეჩვენებოდა! ერთი ამოსუნთქვისთვის ცხოვრება ნამდვილად არაფერია ჩემთვის..და მიუხედავად იმისა რომ რეალისტი ვარ მაინც ვაღიარებ რომ სამყაროში არსებობს ძალა ადამიანებზე ბევრად ძლიერი.და ის რასაც ჩემი სხეული ვერასდროს იგრძნობს მაგრამ გრძნობს რაღაც მის შიგნით!

რედაქტორი Salome Lokhishvili, 01 April, 2009 - 17:21.

ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#36 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:20

იხილე გამოხმაურებაNona Khujadze, Apr 1/09, 16:40 -ში, განაცხადა:

რახან პლატონის თანამედროვე არ ვყოფილვარ, ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ როგორც ამ შემთხვევაში მის თანამოაზრეს გკითხავთ:
ღმერთი თამაშობს ადამიანებით?
(იმედია თქვენ ამ აზრის მხოლოდ ჯღერადობამ მოგხიბლათ და მსგავს რამეს შინაგანად მაინც არასოდეს დაეთანხმებით )

რაც შეეხება მითითებებს, მე მათ ნამდვილად ვსაჭიროებ და ვერაფრით ვიგებ თუნდაც 19 წლის ასაკში მათი საჭიროებისაგან გათავისუფლება როგორ მოახერხეთ?


ღმერთის შენდობებზე თქვენი შეხედულებები კი თქვენს დამოუკიდებელ აზროვნებასა და მაღალ მორალურ ღირებულებებზე მიუთითებს. ასეთი ინტელექტი ყველას ნამდვილად არ აქვს!
წარმატებებს გისურვებთ!


ნონა, ამ კონფერენციაში მოკლედ ყველა ისეთი ჩამოყალიბებული პიროვნებაა, თინეიჯერების თამადობით, რომ არავის არანაირი რჩევა არ სჭირდება, აქეთ "გაგიიასნებენ" რა... დავშტერდი. მაგარი ამბიციური თაობაა :)) 3-4 წელია განსხვავება ასაკში და რამხელა მორალური დაშორებაა ჩვენს შორის, ამჩნევ? უკვე მერამდენე შემთხვევაა...

იხილე გამოხმაურებაSalome Lokhishvili, Apr 1/09, 17:19 -ში, განაცხადა:

არა აზრები ჟღერადობით არასდროს მხიბლავს ჩემო კარგო თუ მათში გარკვეულ ლოგიკას ვერ ვხედავ.მითითებებისგან კი 19წელზე ბევრად ადრე გავთავისუფლდი.მოკლედ ძნელია ყველაფრის უცხო ადამიანისთვის ახსნა.ღმერთთან კი საკუთარი მიდგომა მაქვს,ღმერთის არ მეშინია,და ბევრისგან განსხვავებით მხოლოდ ამით არ ვცხოვრობ.მე მიყვარს ღმერთი და ღმერთსაც ვუყვარვარ მე ეგ ნამდვილად ვიცი.და თემას რომ ძალიან არ გადავუხვიო სულის უკვდავების რომ არ მჯეროდეს სიცოცხლის თუნდაც ასი წელი ძალიან მცირედ მომეჩვენებოდა! ერთი ამოსუნთქვისთვის ცხოვრება ნამდვილად არაფერია ჩემთვის..და მიუხედავად იმისა რომ რეალისტი ვარ მაინც ვაღიარებ რომ სამყაროში არსებობს ძალა ადამიანებზე ბევრად ძლიერი.და ის რასაც ჩემი სხეული ვერასდროს იგრძნობს მაგრამ გრძნობს რაღაც მის შიგნით!


ღმერთის არ გეშინია?...

შემეშალა, ჩვენს შორის დაშორება კი არა, უკიდეგანო უფსკრულია...

რედაქტორი Oto Shamugia, 01 April, 2009 - 17:23.


#37 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:25

[quote name='Salome Lokhishvili' date='Apr 1/09, 17:19' post='144648']
ღმერთთან კი საკუთარი მიდგომა მაქვს,ღმერთის არ მეშინია,და ბევრისგან განსხვავებით მხოლოდ ამით არ ვცხოვრობ.



მე გულწრფელად გისურვებთ ჭეშმარიტებამდე რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ



მე მიყვარს ღმერთი და ღმერთსაც ვუყვარვარ მე ეგ ნამდვილად ვიცი.


ღმერთს ყველა ვუყვარვართ .


მიუხედავად იმისა რომ რეალისტი ვარ მაინც ვაღიარებ რომ სამყაროში არსებობს ძალა ადამიანებზე ბევრად ძლიერი.და ის რასაც ჩემი სხეული ვერასდროს იგრძნობს მაგრამ გრძნობს რაღაც მის შიგნით!



იმედია ეს პროცესი თქვენში გაგრძელებას იპოვის და გაღრმავდება კიდეც . უფალთან უფრო ახლოს მიხვალთ და ეს გაცილებით უკეთესია

#38 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:31

მოკლედ ან მე ვარ ძალიან რეალისტი ან თქვენ ხართ გადავარდნილი მეორე უკიდურესობაში. სარწმუნოებაშიც კი ზომიერების დაცვისკენ ვარ. საუბრის გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ!
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#39 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:41

იხილე გამოხმაურებაOto Shamugia, Apr 1/09, 17:20 -ში, განაცხადა:

ნონა, ამ კონფერენციაში მოკლედ ყველა ისეთი ჩამოყალიბებული პიროვნებაა, თინეიჯერების თამადობით, რომ არავის არანაირი რჩევა არ სჭირდება, აქეთ "გაგიიასნებენ" რა... დავშტერდი. მაგარი ამბიციური თაობაა :)) 3-4 წელია განსხვავება ასაკში და რამხელა მორალური დაშორებაა ჩვენს შორის, ამჩნევ? უკვე მერამდენე შემთხვევაა...


ოთო სამწუხაროდ ყველა ადამიანი ერთი გზით არ მიდის უფლამდე(თუმცა არც ყველა მიდის საბოლოოდ).
ბავშვობაში თტავდაჯერებულობა ძალიან მაგარი თვისება მეგონა, მაგრამ დღეს როცა ასეთ ადამიანების ურყევ პოზიციას ვუსმენ, სულ მინდა წამოვიძახო ხოლმე: რა მოქნილია ეს გონება და მაინც რა ჩლუნგი!

#40 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:49

მოკლედ დაჩლუნგებამდე მხოლოდ ბრმა შეხედულებებს მივყავართ და ჩემგან ეგ საკმაოდ შორს დგას ბევრისგან განსხვავებით.თავდაჯერებული ვარ ნამდვილად და ეგ მაძლევს ზუსტად საკუთარი პოზიციების კარგად დაცვის საშუალებას.და უფალს ყოველ სიტყვაზე ნუ ვახსენებთ.სისულელეა ადამიანი სთხოვდე ღმერთს იმას რისი გაკეთებაც თავად შეგიძლია! ზუსტად იმიტომ მომცა ღმერთმა ყველაფერი რომ ვაკეთო ის რაც სწორად მიმაჩნია და იქნებ ჩემთვის თქვენი პოზიციებია ცოტა სასაცილო და მაინც არაფერს ვამბობ? იმიტომ რომ ჯერ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ადამიანს რომელსაც არ ვიცნობ უნახავად არ შევაფასებ და თუკი ჩემს გონებას დაჩლუნგება ემუქრება თქვენ ნუ შეწუხდებით.მირჩევნია ასეთი დაჩლუნგებული ვიყო ვიდრე "ჭეშმარიტებას ვღაღადებდე"
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share