ნახტომი





- - - - -

ბაგრატიონი - ქართული თუ სომხური გვარი?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 25

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 April, 2008 - 10:36

ეს მომივიდა ეხლა მეილზე.
არ ვიცი რატომ მომივიდა [ვიღაც უცხოელმა ვიღაც უცხოელს გაუგზავნა და მე მომივიდა ამავე დროს], მაგრამ მინდა რომ გადახედოთ და თქვენი აზრი გამოთქვათ:

ციტატა

Bagratian and Bagratión and variants: Names of interest but not really etymologized are the Armenian Bagratián, Georgian Bágrationi (ბაგრატიონი; Russian form Bagratión Багратион; Georgian first name Bágrati ბაგრატი), and Megrelian surname Bagratia ბაგრატია. The etymology is not readily evident in these languages, but there is a good lead in the venerable Bedrossian dictionary of Armenian (1879), showing East Armenian: “Բագրատունի Bagratuni,” which matches “Բագարատ Pancratius, Bagarat, Bagrat ” (with the West Armenian dialect showing them with reversed consonant voicing as Pakarad and Pakrad). Pancratius is the Latinized form of Greek Pankratios (Παγκράτιος, literally standard Pagkratios with a velarized gamma + kappa as /ngk/) ‘all-powerful, all-ruling, almighty’, from pan ‘all’ + kratos ‘strength, might, power’. There is also Greek pankrátion (παγκράτιον) ‘complete contest, one combining wrestling and boxing, the pancratium’, which is possibly the source for Armenian Bagratuni and Georgian Bagrationi, whereas Armenian Bagratián bears the final-stressed patronymic suffix -ian ‘son of’. In Russian the reflex surnames are Pankrát´yev and Pankrátov from the Church Slavonic baptismal names Pankrátiy and Pankrát. Prince Pyotr Ivanóvich Bagratión (1765-1812) was a Russian general from a noble Georgian family who was mortally wounded at Boródino. In the late ninth century the Armenians of the House of Bagrationi (Bagratuni) had ruled over Armenia and parts of Georgia and Kurdistan into the tenth century, lasting until the end of the House of Bagrationi in 1803.

[Compiled by Carl Masthay, 838 Larkin Ave., Saint Louis, Missouri, 12 April 2008]


მე ამ საკითხში დიდად გარკვეული არ ვარ. ეგებ ვინმე "ინფორმირებულმა" სიტყვა შეგვაშველოს ... :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 13:46

მე ამ საკითხში დიდად გარკვეული არ ვარ. ეგებ ვინმე "ინფორმირებულმა" სიტყვა შეგვაშველოს ... :)

ტაოკლარჯეთიდან არის ეს გვარი,ერთი ძმა სომხეთში გადავიდა და ერთიც საქართველოში დარჩა,სომხეთში ბაგრატუნათ იწოდა საქართველოში ბაგრატიონათ,ორივე გვარი სამეფო სტატუსის გახდა დროთა განვალობაში.

პ.ს. სურვილის სემთხვევაში ცოტა უფრო დაწვრილებით მოგითხრობ:)
The Proud Participant of Business Conference

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 April, 2008 - 14:22

იმას ეთანხმები რაც ზემოთ უწერია?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 16:23

ara,xom vtqvi am gvaris samshoblo tao-klarjetia metqi da scored aqedan gavrcelda somxetshi es gvari,tviton bagratovanta mematiane bagrationebs bibliuri mepis davitis shtamomavlebat michnevdnen tavs,amis dasturad mat sakutar gerbze shurduli gamoxates(davitma shurdulit daamarcxa goliati,mepe romelmac psalmuni dacera),saertod raxan temam moitan istoriulad somxeti qartvel mepeebistvis iyo ertgvari shemakavebeli,pirveli shetevis amrekvli cinaamgdegoba,anu mteri jer iq xvdeboda cinaamdegobas da mxolod misi dadzlevi shemdeg kvetta qartvelebis sazgvars,aqedan gamomdinare mepeni chvenni yoveltvis cdilobdnen gaedzlierebinat es bunebrivi kedeli,agebdnen cixeebs,ayenebdnen iq jars,drota ganvalobashi mosaxleboashi itqvipepodnen da qartuli gvarebi somxur daboloebebs idzendnen

cota gaugebrad davcere magram tariel tavs davdeb tqven gaigebt:)
The Proud Participant of Business Conference

#5 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 12 April, 2008 - 17:37

სანამ არმენოფობიას არ გააღვივებენ ამ ქვეყანაში არ მოსივენებენ! :) ხო, თურმე ყველა სვანური გვარიც მაქედან მოდის - ონიან-ი, გასვიან-ი და ა.შ.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#6 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 20:42

რა ყველაფერში გვეჯიბრებიან?! რა გასჭირვებიათ ასეთი?! ხან ქართული ანბანია მაგათი შექმნილი, ხან - ვეფხისტყაოსანი, ახლა ბაგრატიონებიც დაემატა.
Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#7 Mziko Qaliashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 342 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 22:31

იხილე გამოხმაურებაGeorge Chixladze, Apr 12/08, 19:42 -ში, განაცხადა:

რა ყველაფერში გვეჯიბრებიან?! რა გასჭირვებიათ ასეთი?! ხან ქართული ანბანია მაგათი შექმნილი, ხან - ვეფხისტყაოსანი, ახლა ბაგრატიონებიც დაემატა.



ეს რაღაც მომენტში კარგიცაა :D
Mziko Kaliashvili
Corporate Customers Service Manager
----------------------------------------------
TBC BANK
Central Branch
11, Chavchavadze Ave.,
Mob: (995 95) 51 64 62
E-mail: MKaliashvili@tbcbank.com.ge

#8 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 12 April, 2008 - 22:57

მზიკო, რა არის კარგი?
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#9 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 23:09

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, Apr 12/08, 17:37 -ში, განაცხადა:

სანამ არმენოფობიას არ გააღვივებენ ამ ქვეყანაში არ მოსივენებენ! :D ხო, თურმე ყველა სვანური გვარიც მაქედან მოდის - ონიან-ი, გასვიან-ი და ა.შ.


მე სომხების წინააღმდეგ არ ვარ,მეტიც,როგორც ყველა ქრისტიანი საზოგადოდ მიყვარს კაცთა მოდგმა განურჩევლად სქესისა,რასისა და ნაციონალობისა,უბრალოთ როგორ ფაქტს ავღნიშნავ რომ ისტორიულად სადაც კი ღალატია იქ სომეხია ქართველთა ისტორიაში.

სომხები რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს ერთადერთი ერია რომელსაც ერთდროულათ პატივსცემ და საშინლად არ მომწონს,მე ვფიქრობ საქმე არა ადამიანებში,ან ერშია არამედ ადამიამთა ისეტ გაერტიანებასი რომელსაც სახელმწიფო ქვია,მე გენეტიკურად ქართველთა მოძულე სახელმწიფოებად მივიჩნევ....,ვის?თუექებს,სპარსელებს?არა:D,მხოლოდ რუსეთს და სომხეთს:)
The Proud Participant of Business Conference

#10 Mziko Qaliashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 342 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 23:11

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, Apr 12/08, 21:57 -ში, განაცხადა:

მზიკო, რა არის კარგი?



კარგი სხვა გაგებით ვიგულისხმე. ანუ კარგი რომ ხარ მაგიტომ გეცილებიან :D
Mziko Kaliashvili
Corporate Customers Service Manager
----------------------------------------------
TBC BANK
Central Branch
11, Chavchavadze Ave.,
Mob: (995 95) 51 64 62
E-mail: MKaliashvili@tbcbank.com.ge

#11 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 April, 2008 - 23:15

1.somxebis momcons is rac ar momcons qartvelebis

2.somxebis ar momcons is rac qartvelebis momcons

:D
The Proud Participant of Business Conference

#12 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 13 April, 2008 - 00:01

ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ბიბლიური წარმოშობისაა. ცნობილია, რომ ქართველი მეფეები იწოდებოდნენ - იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატონებად. შუა საუკუნეებში, უკვე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ბაგრატიონები ბიბლიური დავითის სახლის წარმომადგენლები არიან. ცნობებს ამის თაობაზე ვხვდებით გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. თვით გრიგოლ ხანძთელი ამბობს ბაგრატიონებზე, რომ ისინი სოლომონის შთამომავლები იყვნენ. საერთოდ ითვლება, რომ ბაგრატიონები დიდი სოლომონის 33 მუხლია.

დავით აღმაშენებელი თავის თავს ბიბლიური დავითის შთამომავლად თვლიდა. ისტორიულ არქივებში, სამეფო დოკუმენტებზე, ბაგრატიონთა სრული გვარია - იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატონიანი. ეს იყო მათი გვარის სრული დასახელება.

ერთერთი წყარო მიხედვით, ბაგრატიონები საქართველოში მოხვდნენ შემდეგნაირად - სომხეთის მეფემ ტიგრანმა დაიპყრო იერუსალიმი და ებრაული არისტოკრატიის დიდი ნაწილი ტყვედ წამოიყვანა. მათ შორის იყვნენ ბაგრატიონთა წინაპარი - სოლომონი. მას შვიდი შვილი ჰყავდა, შვიდივე გამოემართა კავკასიაში. სამი სომხეთში დარჩა, ოთხი საქართველოში ჩამოვიდა. შემდეგ ბაგრატიონები წინაურდებიან და აღწევენ დიდ წარმატებას. ბაგრატიონთა საბატონო იყო სპერი (ტაო-კლარჯეთის გარკვეული ნაწილი).

პირველი ერისმთავარი გუარამ ბაგრატიონი გახლდათ. ბაგრატონთა ბიბლიური გვარიდან, პირველად აშოტ დიდს ხვდა წილად სამეფო ტახტი. მან დაიწყო ქართული მიწების შემოკრება. თბილისიც აიღო და სამი წელი აკონტროლებდა. დაიბრუნა კახეთი, დაიმორჩილა ალბანეთი. საქართველოს მეფეები წარმოშობით არიან დავითის სახლიდან და არიან ღვთით კურთხეული გვარი.
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#13 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 April, 2008 - 01:01

Mamuka Davarashvili
ყველაფერი სწორია:D
სწორედ ამიტომ ამშვენებს,ბაგრატიონთა ღერბს, ბიბლიური დავითის ქნარი და შურდული და ასევე იესო ქრისტეს კვართი.

ბაგრატიონები ბიბლიური დავითის შთამომავლები იყვნენ... ამას ადასტურებს წერილობითი წყაროები (სუმბატ დავითის ძე- "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ავტორი და ამბობს: "ნელადრე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ" ეხლა ვნახოთ რას ამბობს ვახტანგისეული ქართლის ცხოვრება (18 ს.): "ხოლო ესე გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით პანკრატიონი (ბაგრატიონის ძველქართული გამოთქმა). და ესე გაბრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი" ხოლო გუარამი ერისთავთ-ერისთავი გახდა მე-5 საუკუნეში, მას შემდეგ რაც დიდი ხნის მანძილზე გორგასლიანთა ანუ ხოსროიანთა დინასტიის მეფობა გაუქმებული იყო.

ასე რომ ბაგრატიონთა სამეფო დინასტია სათავეს იღებს ქართლში მე-5 საუკუნიდან.
და როდესაც ლაპარაკია მე-5 საუკუნეში ქართლში მეფობის აღდგენაზე და ერთი საგვარეულოს გამორჩევაზე, რატომ გამოარჩევდნენ მაინცდამაინც ბაგრატიონებს როდესაც სხვა უფრო ძველი და უფრო ძლიერი იმ დროს ცნობილი გვარები არსებობდა, იყო სერიოზული საფუძველი და აშკარა მამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ უპირატესობა ბაგრატიონებს მინიჭებოდათ.

რატომ?
იმიტომ რომ ბაგრატიონები ღვთისგან კურთხეული გვარია,ამას მამტკიცებელი საბუთებიც აქვს,მაგ:ერთ-ერთი წარწერა ანჩისხატის ცნობილ კარედზე (XII საუკუნის I ნახევარი).... ამ წარწერაში ორი დავითი და ერთი დემეტრეა მოხსენიებული... მეცნიერთა ვარაუდით აქ ერთი დავითი დავით IV-ა ხოლო მეორე დავით წინასწარმეტყველი. გარდა ამისა ოპიზის ცნობილ რელიეფში აშოტ კურაპალატის გვერდზე გამოსახულია ბიბლიური დავითი, ანუ ფაქტი სახეზეა ბაგრატიონები თვლიდნენ თავს დავითის შთამომავლებად. ეს რომ ესე არ ყოფილიყო არც აშოტი და არც დემეტრე არ დაუშვებდა მათ გვერდით დავით წინასწარმეტყველის გამოსახვას...

მოკლედ და კონკრეტულად კი რომ ვთქვათ ბაგრატიონები ქრისტეს ბიძის (მამის მხრიდან) ჩამომავლები არიან...ეს ბიძა თავისი მხრით ისრაელის მეფე დავით წინასწარმეტყველის ჩამომავალია,დავითი კი თვით უფალმა აკურთხა მეფედ!!!!

ასე იყო დაწერილი,უფალმა აკურთხა ისრაელის ერის მეფედ დავითი,რომელიც შემდეგში ჩვენთვის წინასწარმეტყველ და აგრეთვე მეფსალმუნედ არის ცნობილი,ხოლო შემდეგ დავითის შთამომავლებში ამოარჩია მამაკაცი,რომელსაც ისევდაისევ უფლისავე განგებით მისთხოვდა ქალწული მარიამ ღვთისმშობელი,რომელმაც შვა ძე ღმერთისა,მხსნელი კაცობრიობისა იესო ქრისტე...სწორედ იესოს მიწიერი მამობილის იოსების ძმის ჩამომავლები არიან ბაგრატიონები...

"ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი -იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაჲ და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი. ხოლო ძმაჲ მისი, სახელად საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს. და ამათ ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობაჲ შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან. მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სჳმონ-პეტრე. და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნიეთს, ასპურაგანს.

მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემოთ ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათ მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამაჲ ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითს მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობაჲ და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიაჲსა, რომელ არს მცხეთას. ..."-აი რას წერს სუმბატ დავითის -ძე.

ბაგრატიონები ამით არიან უპირატესნი რომ წმინდა შთამომავლობით მოდიან დღემდე... ბოლოსდაბოლოს ვინმეს თუ არ სჯერა ამ გვარის ღვთიური წარმოშობა და სომხების უფრო სჯერა იცოდეს რომ,ევროპის სამეფო გვარები აღიარებდნენ და იყვნენ დარწმუნებულნი კიდეც რომ, რომ ბაგრატიონები დავითიანები არიან და თანაც უფროსი ანუ უპირატესი დავითიანები.
იერუსალიმის მეფის ბოლდუენის საქართველოში საიდუმლო ვიზიტი და დავით აღმაშენელისაგან ხელდასხმაც საკმარისია ამის დასტურად,რადგან დავითიანთა წესით (ბულდუენიც დავითიანთა შტოს განეკუთვნება) მეფედ (მეორედ) მირონცხება უფროსი დავითიანის ხელდასმით უნდა მომხდარიყო. . .

რედაქტორი Nina Siprashvili, 13 April, 2008 - 01:11.

The Proud Participant of Business Conference

#14 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 April, 2008 - 01:06

miige pativiscem chemgan shen,codnistvis da aq garjistvis
The Proud Participant of Business Conference

#15 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 14 April, 2008 - 14:13

იხილე გამოხმაურებაNina Siprashvili, Apr 13/08, 01:01 -ში, განაცხადა:

მოკლედ და კონკრეტულად კი რომ ვთქვათ ბაგრატიონები ქრისტეს ბიძის (მამის მხრიდან) ჩამომავლები არიან...ეს ბიძა თავისი მხრით ისრაელის მეფე დავით წინასწარმეტყველის ჩამომავალია,დავითი კი თვით უფალმა აკურთხა მეფედ!!!!



"ქრისტეს ბიძის (მამის მხრიდან)" - ეს სისულელე რომელ მეცნიერს უწერია? :;;): საინტერესოა მისი გვარი.

საოცარია, ასეთი გაუნათლებელი და ბნელი ადამიანები როგორ ბედავენ ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა ქართველ მეფეთა წარმოშობის ჰიპოთეზა და მისი კავშირი დავითის შტოსთან?

ნინა, ძვირფასო, იქნებ გვითხრა მისი გვარი და წყაროც მიგვითითო?

Tamuna Gurgenidze

მე ბოდიში, მაგრამ ერთობ საინტერესო მოსაზრებაა - სომხები ქართველების ავანგარდი .

მე თუ სწორად მივზვდი, თქვენ ამბობთ, რომ ქართველებზე წამოსულ მტერს ჯერ სომხები ხვდებოდნენ და თუ იმათ დაამარცხებდნენ - მხოლოდ მერე შემოგვესეოდნენ ხოლმე ჩვენ?
ეს მოსაზრება, ჩემი ვარაუდით, მოვსეს ხორენეცს ან რომელიმე მის მოძმე ასევე სომეხ ისტორიკოსს უნდა ეკუთვნოდეს. ან იქნებ წყარო დაგვისახელოთ? საინტერესო იქნებოდა :D

#16 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 April, 2008 - 14:16

Zura Metreveli
არ მინდა ძველებური კამათი გამომივიდეს მაგრამ ძვირფასო ზურა ძალიან გთხოვ ზევით მოცემული გენიალოგიური ნუსხა წაიკითხე და მიხვდები ვისი შთამომავალია ბაგრატიონთა გვარი.კიდევ დაგიკოპირებ აქ

"ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი -იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაჲ და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.
The Proud Participant of Business Conference

#17 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 14 April, 2008 - 14:24

Nina Siprashvili


ნინა, ძვირფასო, მე აბსოლუტურად სხვა რამ გკითხე და სულ არ ვაპირებ კამათს.

მაგ ჩამონათვალს რაც შეეხება, მე მაგ ჩამონათვალს და მის წყაროს 5 წელი ვსწავლობდი და მანამდეც მშვენივრად ვიცოდი. ვკითხულობდი ხოლმე ხშირად.

მე გკითხე - ციტატა - "ქრისტეს ბიძის (მამის მხრიდან)" - ეს სისულელე რომელ მეცნიერს უწერია, საინტერესოა მისი გვარი-თქო, მეტი არაფერი. შენ კიდე დავითიანთა გენეალოგიის კოპი პეისტით მპასუხობ.

მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს ციტატა შეიძლება შენ დაგეწერა, ამიტომ წყაროს და მეცნიერის (ვაიმეცნიერის, ბნელის და გაუნათლებელის) გვარს გთხოვ :;;):

#18 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 April, 2008 - 14:49

Zura Metreveli
სამწუხაროდ იმ ვაიმეცნიერის სახელ და გვარს ვერ დავასახელებ რადგან ბევრი ისტორიკოსი (მათ შორის კონკრეტულად თუნდაც მასხარაშვილი) პრიმიტიულად ასე ამბობს:;;): რომ აირიდოს ამხელა გენიალოგიური ნუხსის ხსენება და მეც გამოვიყენე ეს პრიმიტიული ახსნა.
მე მაპატიეთ.
The Proud Participant of Business Conference

#19 Tamuna Gurgenidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 April, 2008 - 15:18

Tamuna Gurgenidze

მე ბოდიში, მაგრამ ერთობ საინტერესო მოსაზრებაა - სომხები ქართველების ავანგარდი .


მე ვთქვი რომ ქართველებს ზემოთ ნახსენები მიზეზთ გამო ხშირად უხდებოდათ სომხეთში ციხე სიმაგრეების აგება და იქ ქართული ჯარის ჩაყენება,ხსირ შემთხვევაში ქართველები ვალდებულებიც კი იყვნენ,ვინაიდან იყო პერიოდი ისინი(სომხები) ჩვენი ყმად ნაფიცები გახდნენ და ჩვენი როგორც ბატონების-პატრონების ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა ისინი

პ.ს. დაჟინებული მოთხოვნის შემთხვევაში მზად ვარ უფრო დაევრილებით მოგაწოდოთ ინფორმაცია თავისი წყაროებით
The Proud Participant of Business Conference

#20 Dear Guest, You need to register...Zura Metreveli_*

  • Guest

დაწერილია 14 April, 2008 - 15:32

Tamuna Gurgenidze

საერთოდ არ ვარ დაჟინებული ტიპი, მაგრამ კარგი იქნებოდა წყაროების მითითება, დაწვრილებითი ინფორმაცია საჭირო არ არის


Nina Siprashvili

ამას პრიმიტიული ახსნა არ ქვია, საყვარელო ნინა, ამას ქვია სიბნელე, უმეცრება გაუნათლებლობა, დილეტანტიზმი და მკრეხელობა. მითუმეტეს თუკი ასეთ რამეს მეცნიერი ამბობს.
რაც შეეხება ს. მასხარაშვილს, ეს კაცი ერთობ საინტერესო და ამოუცნობი სუბიექტია ისტორიკოსთა წრეში, შეიძლება ითქვას - მიუღებელიც კი. ნუ მისი ჰიპოთეზები და დასკვნები, თორე სუფრასთან რა ჯობია მისი ლეგენდების მოსმენას.

ნუ შენი რა ბრალია, შეცდომაში ხარ შეყვანილი აშკარად.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share