ნახტომი


* * * * * 2 ხმა

B-STRAT ღია ჩემპიონატი - ონლაინ


გამოხმაურებათა რაოდენობა: 264

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 11 May, 2008 - 13:34

B-STRAT ღია ჩემპიონატი გამოცხადდა
--------------------------------------------------------------------------------
11 მაისი, 2008

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,

მე - ტარიელ ზივზივაძე - წარმოგიდგენთ B-STRAT ონლაინ ჩემპიონატს, რომელსაც ვახორციელებ ბიზნეს კონფერენცია - www.conference.ge-სა და MARNET Associates LLC -ს ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით.

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა B-STRAT ონლაინ ჩემპიონატში?
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია რამოდენიმე ინდივიდისაგან შემდგარ გუნდებს [გუნდში შეიძლება იყოს 1, 2, 3, ან 4 ადამიანი], რომლებიც გაივლიან სათანადო რეგისტრაციის პროცესს.

რა პრიზი ელით გამარჯვებულებს?
ჩემს მიერ დაწესებული ფულადი საპრიზო ფონდი - მინიმუმ 500 ლარი, მაქსიმუმ შემოსული თანხის 50% გადასახადების ჩათვლით - განაწილდება უმაღლესი შედეგის მქონე იმ 5 გუნდზე, რომელთაც მონაწილეობის ღირებულება - 50 ლარი გადაიხადეს;

იმ 10 გუნდს, რომელთაც უმაღლესი შედეგები ექნებათ [მიუხედავად იმისა თანხა გადაიხადეს მონაწილეობისათვის, თუ ვაუჩერი გამოიყენეს] მიეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები;

როგორია მონაწილეობის პირობები?
ერთი გუნდის მონაწილეობის ღირებულება - 50 ლარი; მონაწილეობის ღირებულება გუნდს შეუძლია სრულად დაფაროს MARNET Associates LLC ვაუჩერით, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს ფულად პრიზს;
მონაწილე გუნდების მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა - 100;
გუნდში შეიძლება იყოს 1, 2, 3, ან 4 ადამიანი;
მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსაც და არასტუდენტებსაც;

განსაკუთრებული პირობა მათთვის, ვინც ერთდროულად რამოდენიმე კომპანიით [პარალელებით] აპირებს თამაშს და იმავდროულად საპრიზო ფონდის მოგების ამბიცია აქვთ:
1. მე წინასწარ უნდა ვიცოდე, თუ ვინ რამდენი პარალელით დაიწყებს თამაშს. თუ გუნდმა ეს დამალა და ეს ჩემპიონატის დროს გამოვლინდა, ვერცერთი ძირითადი ან პარალელური კომპანია გამარჯვების შემთხვევაში ვერ მიიღებს ვერც საპრიზო თანხას და ვერც სერტიფიკატს;
2. მოთამაშემ უნდა განსაზღვროს რომელი კომპანია იქნება ძირითადი პარალელებს შორის. თუ რამოდენიმე პარალელი მოხვდება საპრიზო ხუთეულში, მხოლოდ ერთი კომპანია მიიღებს საპრიზო თანხას და სერტიფიკატს;
3. პარალელებით თამაშის შემთხვევაში ყველა პარალელური კომპანიის ჩემპიონატში მონაწილეობის ღირებულების დასაფარად თითოეულისათვის უნდა გადახდილ იქნას შესაბამისი თანხა - 50 ლარი;

როგორ მიმდინარეობს ჩემპიონატი?
ჩემპიონატი მიმდინარეობს ინტერნეტის მეშვეობით. ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს ბიზნეს კონფერენციაზე გახსნილ თემაში და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით. შესაბამის ინსტრუქციას მიიღებთ სცენართან ერთად.

რა არის B-STRAT [ინფორმაცია დაინტერესებულთათვის]?
მსოფლიოს წარმატებული ბიზნეს სკოლების მიერ უკვე აღიარებული ფაქტია, რომ სტრატეგიული ბიზნეს სიმულაციები შეუდარებლად ეფექტურია ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავების თვალსაზრისით. ამ მხრივ მათთან ახლოსაც ვერ მივა ვერც ერთი სახის ლექცია, სემინარი, ტრენინგი, უოქშოფი თუ სტაჟირება. B-STRAT ქართული სტრატეგიული ბიზნეს სიმულაციაა, რომელიც მე 1998 წელს შევქმენი. პროგრამის უნიკალობა იმაშია, რომ მონაწილეები აყალიბებენ და მართავენ ვირტუალურ ბიზნეს კომპანიებს, სწავლობენ და იმავდროულად საკუთარ თავზე ცდიან ბიზნეს გადაწყვეტილებების რეალიზაციის სიტკბოსა და სიმწარეს რამოდენიმე ვირტუალური წლის განმავლობაში.

სად არის დანერგილი B-STRAT?
- სისტემატურად ტარდებს კავკასიის აკადემიურ ცენტრში [CAC] დამოუკიდებელი კურსის სახით, მარკეტინგის კურსის ფარგლებში, მაგისტრატურაში, SBA ჯგუფებთან, სპეც ჯგუფებთან;
- შიგა ჩემპიონატის სახით ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში [IBSU];
- შიგა ჩემპიონატის სახით ტარდება ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში [GAU];
- შეტანილია და ისწავლება ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის [AEL] სასწავლო პროგრამაში;
- B-STRAT საქართველოში სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის შეჯიბრის მთავარი მექანიზმია;
- ტარდება ჩემს მიერ კომპანიათა მხრიდან სპეციალური დაკვეთის შემთხვევაში;

ჩემპიონატის სამუშაო გეგმა
გამოცხადება: 13 მაისი, 2008;
გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მაისი, 2008;
მონაწილეთათვის სცენარის მიწოდება და დაწყება: 20 მაისი, 2008;
დასასრული: 11 ივლისი, 2008;

ჩემპიონატის მიმდინარეობის კონკრეტული გრაფიკი
გუნდების რეგისტრაციის პერიოდი - 13 მაისი - 19 მაისი;
გუნდებისათვის სცენარის მიწოდება: 20 მაისის 22:00;

პირველი 5 კვირის განმავლობაში კვირაში იქნება 1 დედლაინი:

I დედლაინი - პირველი წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 23 მაისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - პირველი წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 27 მაისის 22:00

II დედლაინი - მეორე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 30 მაისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეორე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 3 ივნისი 22:00

III დედლაინი - მესამე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 6 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მესამე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 10 ივნისი 22:00

IV დედლაინი - მეოთხე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 13 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეოთხე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 17 ივნისი 22:00

V დედლაინი - მეხუთე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 20 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეხუთე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 24 ივნისი 22:00

ამ მომენტიდან კვირაში იქნება ორი დედლაინი:

VI დედლაინი - მეექვსე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 27 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეექვსე წლის შედეგების დაგზავნა: ორშაბათი, 30 ივნისი 22:00

VII დედლაინი - მეშვიდე წლის პროექტების ჩაბარება: ოთხშაბათი, 2 ივლისი 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეშვიდე წლის შედეგების დაგზავნა: პარასკევი, 4 ივლისი 22:00

VIII დედლაინი - მერვე წლის პროექტების ჩაბარება: კვირა, 6 ივლისი 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მერვე წლის შედეგების დაგზავნა: ორშაბათი, 7 ივლისი 22:00

IX დედლაინი - მეცხრე წლის პროექტების ჩაბარება: ოთხშაბათი, 9 ივლისი 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეცხრე წლის შედეგების დაგზავნა: პარასკევი, 11 ივლისი 22:00

14-15 ივლისი - სერტიფიკატების მიწოდება და მოგებული თანხების გადარიცხვა

ჩამოსატვირთი მასალები:
B-STRAT ონლაინ ტექსტ-წიგნი
ჩემპიონატში მონაწილეობის წესები
გუნდის რეგისტრაციის ფორმა
გუნდის გადაწყვეტილებათა ფორმა
გადაწყვეტილებათა ფორმის შევსების ინსტრუქცია

დამატებითი ინფორმაციისათვის:
დარეკეთ - 877 73 79 64 [ტარიელ ზივზივაძე]
მეილი: admin@marketing.ge და marnetllc@gmail.com

როგორ გავიარო რეგისტრაცია?
ჩამოტვირთეთ ეს ფორმა, შეავსეთ და იმოქმედეთ მასში მოცემული ინსტრუქციის თანახმად.


კეთილი სურვილებით

ტარიელ ზივზივაძე

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 22 April, 2010 - 10:33.
დანართები მოცილებულია!

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Dima Janashia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 70 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 May, 2008 - 14:23

ტარიელ მოგესლმები და მივესალმები B-STRAT-ის ონლაინ ჩემპიონატს
გადავხედე მასალებს და 2 კითხვა გამიჩნდა თუ სწორად გავიგე ყველა კმპანია ვინც მონაწილეობას მიიღებს ერთდროულად გამოდის ბაზარზე? და ვარაუდების რუკაზეც ყველა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი იქნეა? (ცოტათი რთული იქნება ამის ანალიზი)
კომპანიაში შეიძლება იყოს 4 ზე ნაკლები წევრი?
Dima Janashia
Business Development Manager
JSC KOR STANDARD BANK
43 Chavchavadze Ave. Tbilisi 0162
Tel: (995 32) 507700
www.korstandardbank.com

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 11 May, 2008 - 15:20

ვარაუდების რუკაზე ყველა ერთად იქნება წარმოდგენილი :)
თუმცა ანალიზი შედარებით ადვილია ... შენ რაც ითამაშე მას შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ...

კომპანიაში შეიძლება იყოს 1 წევრიც კი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 12 May, 2008 - 09:31

შეიძლება ერთი კაცი ორ კომპანიაში იყოს?
Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 12 May, 2008 - 10:04

შეიძლება,
მაგრამ აქ ორი ვარიანტია
1. როცა ორ სხვადასხვა გუნდში ხარ სადაც თითოეულში შენს გარდა კიდევ არის ხალხი
2. როცა მარტო მართავ ორ კომპანიას

ორივე შეიძლება,
მაგრამ ორივე ჩაითვლება პარალელებით თამაშად ...
ანუ როცა ერთი ადამიანი ორი კომპანიით თამაშობს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#6 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 May, 2008 - 13:39

მე ახლა ფინანსებით მშობლებზე ვარ დამოკიდებული..... იმ 50 ლართან დაკავშირებით..... ანუ მე თუ ვაუჩერით მინდა დავფარო მონაწილეობის ღირებულება, არაფრის გადახდა ჩემი ოჯახის თანხებიდან არ მომიწევს, და რა საკვირველია, არც ფულად ჯილდოს მივიღებ, საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში....... სწორად მივხვდი?
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 13 May, 2008 - 14:04

სწორად მიხვდი :)
ანუ თუ გაქვს ვაუჩერი, შეგიძლია იმით დაფარო ღირებულება. ფულს არ იხდი, მაგრამ შესაბამისად საპრიზო ფონდზე პრეტენზია არ გექნება. თუ ათეულში მოხვდები სერტიფიკატს მაინც მიიღებ :)

ვაუჩერთან დაკავშირებით: ამ თამაშებში შეიძლება გამოყენებული იქნან შემდეგი სახით ვაუჩერები:

- რომლებიც აქვთ პირველი, მეორე და მესამე სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადების ფინალური ოცეულის წევრებს - 100 ლარიანები. ასეთი არის 60-მდე სტუდენტი;
- რომლებიც მივეცი მესამე სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის ყველა ნახევარფინალისტს [ოცეულში გასულთა გარდა] - 50 ლარიანები. ასეთი არის 180-მდე სტუდენტი;

ყველა სხვა ვაუჩერი იყო მიზნობრივი და მათი მოქმედების ვადა და გამოყენების დანიშნულება გასულია ...

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 13 May, 2008 - 14:05.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 May, 2008 - 20:07

იმ განაცხადში რომ ჩავწერო "ვაუჩერი" ავტომატურად ჩამეთვლება და ჩამომეჭრება, თუ ის ვაუჩერი უნდა წარვადგინო?
Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 13 May, 2008 - 20:12

წარმოდგენა საჭირო არ არის ...
შეგიძლია შესაბამის გრაფაში მიუთითო ... საკმარისია ... მე ხომ ვიცი რა და როგორ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 May, 2008 - 22:20

მე რომ უნივერსიტეტებს შორის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიმიღია, არაუშავს? მარტო იმაში, IBSU-ში რომ ჩატარდა.
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 13 May, 2008 - 22:42

მნიშვნელობა არა აქვს ...
ნებისმიერს შეუძლია განაცხადის შემოტანა :)

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 13 May, 2008 - 23:00.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 May, 2008 - 10:39

მინდა აღვნიშნო,
მე არ ვაკეთებ ამ ინიციატივის აგრესიულ მარკეტინგს. ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადების მონაწილეებთან [ნახევარფინალისტების დონე + ფინალისტები], IBSU-ს ჩემპიონატის, GAU-ს ჩემპიონატის მონაწილეებთან და AEL-ში მიმდინარე კურსის სტუდენტებთან და ვრცელდება ამ კონფერენციაზე. ინფორმაცია იგზავნება მხოლოდ მეილით [მომიტევეთ თუ რამოდენიმეჯერ მოგივათ, ესე იგი სხვადასხვა ინიციატივაში მიგიღიათ მონაწილეობა] და SMS გზავნილით.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#13 Archil Mikelashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 616 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 May, 2008 - 18:26

ტარიელ, რა მაინტერესებს:
1. როგორც გავიგე, მე მაქვს ვაუჩერი და რამდენიმეწევრიან გუნდში ყოფნის შემთხვევაში გუნდი (თუნდაც სხვა წევრებს არ ჰქონდეთ ვაუჩერი) უფასოდ ითამაშებს, ხომ?
2. მაქვს თუ არა შესაძლებლობა, ვაუჩერი არ გამოვიყენო და მონაწილეობის საფასური, 50 ლარი, გადავიხადო?
Archil Mikelashvili
Consumer Sales Officer at Bank Republic Société Générale Group

Cell: (+995 51) 78 28 61
E-mail: archil.mikelashvili@gmail.com

პირველი ქართული HR ბლოგი

#14 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 May, 2008 - 22:17

ციტატა

როგორც გავიგე, მე მაქვს ვაუჩერი და რამდენიმეწევრიან გუნდში ყოფნის შემთხვევაში გუნდი (თუნდაც სხვა წევრებს არ ჰქონდეთ ვაუჩერი) უფასოდ ითამაშებს, ხომ?

მართალია. ოღონდ ვაუჩერით თაქმაშის შემთხვევაში საპრიზო ფონდზე პრეტენზია ვერ გექნებათ. ათეულში მოხვედრის შემთხვევაში კი სერტიფიკატს მიიღებთ

ციტატა

მაქვს თუ არა შესაძლებლობა, ვაუჩერი არ გამოვიყენო და მონაწილეობის საფასური, 50 ლარი, გადავიხადო?

კი. ამ შემთხვევაში საპრიზო ფონდსაც შეიძლება გამოკრა ხელი ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#15 Nino Sharumashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 14 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 May, 2008 - 00:04

გამარჯობა ბატონო ტარიელ!
ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრძელებთ ასეთი ოლიპპიადების ორგანიზებას :)

ე.ი. თამაშის განრიგთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ ინფორმაცია?
The Proud Participant of Business Conference

#16 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 May, 2008 - 01:38

ჩემპიონატის მიმდინარეობის კონკრეტული გრაფიკი
გუნდების რეგისტრაციის პერიოდი - 13 მაისი - 19 მაისი;
გუნდებისათვის სცენარის მიწოდება: 20 მაისის 22:00;

პირველი 5 კვირის განმავლობაში კვირაში იქნება 1 დედლაინი:

I დედლაინი - პირველი წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 23 მაისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - პირველი წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 27 მაისის 22:00

II დედლაინი - მეორე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 30 მაისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეორე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 3 ივნისი 22:00

III დედლაინი - მესამე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 6 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მესამე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 10 ივნისი 22:00

IV დედლაინი - მეოთხე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 13 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეოთხე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 17 ივნისი 22:00

V დედლაინი - მეხუთე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 20 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეხუთე წლის შედეგების დაგზავნა: სამშაბათი, 24 ივნისი 22:00

ამ მომენტიდან კვირაში იქნება ორი დედლაინი:

VI დედლაინი - მეექვსე წლის პროექტების ჩაბარება: პარასკევი, 27 ივნისის 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეექვსე წლის შედეგების დაგზავნა: ორშაბათი, 30 ივნისი 22:00

VII დედლაინი - მეშვიდე წლის პროექტების ჩაბარება: ოთხშაბათი, 2 ივლისი 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეშვიდე წლის შედეგების დაგზავნა: პარასკევი, 4 ივლისი 22:00

VIII დედლაინი - მერვე წლის პროექტების ჩაბარება: კვირა, 6 ივლისი 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მერვე წლის შედეგების დაგზავნა: ორშაბათი, 7 ივლისი 22:00

IX დედლაინი - მეცხრე წლის პროექტების ჩაბარება: ოთხშაბათი, 9 ივლისი 22:00;
ადმინისტრატორის დედლაინი - მეცხრე წლის შედეგების დაგზავნა: პარასკევი, 11 ივლისი 22:00

14-15 ივლისი - სერტიფიკატების მიწოდება და მოგებული თანხების გადარიცხვა
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#17 Salome Gelashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 51 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 May, 2008 - 11:42

მე ნამდვილად არ დავაკლდები ამ ოლიმპიდას, თან ახლა გაცილებით უფრო რეალისტური იქნება.სშაბათ-კვირას გავივლი რეგისტრაციას,ახლა გადარბენაზე ვარ.შეხვედრანდე:)
The Proud Participant of Business Conference

#18 George Gordeziani

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 21 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 May, 2008 - 13:07

ტარიელ გამარჯობა. მოკლედ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და ვაუჩერიც გამაჩნია რეგისტრაციის ფორმაში უნდა მივუთითო რომ
მაქვს და მორჩა ხომ? სადმე მისვლა მოსვლა და ასე შემდეგ ხომ აღარ არის საჭირო?

#19 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 May, 2008 - 15:10

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, May 13/08, 19:12 -ში, განაცხადა:

წარმოდგენა საჭირო არ არის ...
შეგიძლია შესაბამის გრაფაში მიუთითო ... საკმარისია ... მე ხომ ვიცი რა და როგორ ...

Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#20 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 May, 2008 - 15:10

გამარჯობა გიორგი,
მიუთითე ფორმაში. არსად წასვლა საჭირო არაა ...:)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share