ნახტომი





* - - - - 1 ხმა

სამამულო ომი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 579

#21 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 August, 2008 - 16:55

როკის გვირაბისთვის, როგორმე, აქამდე უნდა მოეხერხებინათ რამე. ეჰ...

http://edition.cnn.com/2008/WORLD/europe/0...html#cnnSTCText

მარნეული, გორი, ონი გამორიცხული არ არის ერთი ორი ბომბი თბილისშიც ჩამოაგდონ...

მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი სპექტაკლია თუ არა.

თანდართული ფაილ[ებ]ი


რედაქტორი Guga Karanadze, 08 August, 2008 - 17:04.

The Proud Participant of Business Conference

#22 Gela Mgebrishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 66 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 August, 2008 - 17:37

/”ახალი ამბები - საქართველო”/. რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ცხინვალში შევიდა, განუცხადა ”რია ნოვოსტის” ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში წყარომ, - იუწყება ”რია ნოვოსტი”.

”ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შემადგენლობის რუსული კოლონა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში შევიდა”, - განაცხადა წყარომ.

მან არ დააზუსტა, ჯავშანტექნიკის რამდენი ერთეული შევიდა ქალაქში. მანამდე, თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ როკის გვირაბის გავლით ას ერთეულზე მეტმა ჯავშანტექნიკამ - ტანკებმა, ჯავშანტრანსპორტიორებმა, ყველგანმავამლმა დანადგარებმა გაიარა. --0--

:)

GL


www.capto.ge


#23 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 August, 2008 - 19:15

ჩემი აზრით რა ინფორმაციაც ვრცელდება იმის უდიდესი ნაწილი ან დაგვიანებულია ან არასწორი ...
უფრო არასწორი ...
მე იმედს ვიტოვებ, რომ ის რეაქციები, რაც რუსეთიდან არის და ის ქმედებები, რაც ამ რეაქციებს მოყვება, წინსაწარ გაითვალა ქართული არმიის ხელმძღვანელთა მიერ ...

და კიდევ - გთხოვთ პანიკას ნუ დათესავთ. ომი არავის უნდა, მაგრამ რუსზე ნაკლებად მომზადებული არც ქართველია

რეზერვისტებს რაც შეეხება:
რეზერვის ფუნქცია ის არის, რომ არმიის ზურგი გაამაგროს. რეზერვისტს უშუალოდ ბრძოლაში არავინ უშვებს. რეზერვის ამოცანაა მაგალითად პატრულირება, ლოგისტიკა, მომარაგება, მოქალაქეთა დახმარება, დაჭრილების გადაყვანა და ა.შ. მსგავსი საქმიანობები ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#24 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 August, 2008 - 19:45

საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება. ქართველები ამბობენ, რომ 70%-ს აკონტროლებენ, რუსები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც მათი ტანკები შევიდა ცხინვალში, ქართული ჯარი გამოვიდა იქიდან.
Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#25 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 08 August, 2008 - 22:21

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, Aug 8/08, 12:32 -ში, განაცხადა:

მოიცა რა რატი რა! მეც ასე მგონია, სამწუხაროდ, რომ შიდა ქართლი მისცეს აფხაზეთის სანაცვლოდ. ასეთი უნდობლობა ამ ხელისუფლების მიმართ ბევრს გააჩნია, ასე რომ, არ გინდათ ეს პათეტიკური რეჩები - მოვემზადოთ აფხაზეთისთვის და ა.შ. ისიც ეყოფა ამ საქართველოს, რომ ამ ვაჟბატონმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თან მოხალისეებსაც თხოვენ მისვლას. ისტორია მეორდებაო - ერთ შემთხვევაში ის ტრაგედიაა, მეორე შემთხვევაში კი ფარსიო.

ვინ მოგცემდა ცხონვალს ასე იოლად???? რუსეთმა ააგდო ეს უჭკუო ოსი სეპარატისტები - მიდით, დაიწყეთო, პადდერჟკა აღუთქვა და საჭირო დროს განუდგა. მე ასე ვფიქრობ. ამათი დამსახურებაა, რომ 50 X 50 ხალხს ყველაფერი ეს სპექტაკლი გონია


გიორგი ნუ გავაბითურებთ იმას, რასაც მივაღწიეთ. ვიმეორებ ამ ხელისულების მეხოტბე ნამდვილად არ ვყოფილვარ და ვარ, მაგრამ კარგის დანახვაც აუცილებელია. მე არ მიგულისხმია, დღეს ცხინვალს მოვრჩებით და ხვალ უკვე განთიადში ზღვაში ვიბანავებთ მეთქი. ამ აზრისგან შორს ვარ ძალიან.

შეიძლება მართლა ტრაფარეტულად ჟღერს ეს, მაგრამ რეზერვისტების მობილიზაციაც ბევრს ნიშნავს. ის, რომ ყველა ასეთი აქციის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება გვაქვს ესაა პრობლემა. არ მინდა ზედმეტად დავიკვეხნო, მაგრამ სად გაქრა ჩვენს სადღეგრძელოებში მოხსენიებული დიდი გული და პატრიოტიზმი? როცა მართლა დავჭირდით ქვეყანას? ხომ ფაქტია, რომ გვაქვს შანსი დავიბრუნოთ სამაჩაბლო? მოდი გვჯეროდეს ის რის წინაშეც ვდგევართ. დღეს უკეთესი სიტუაცია გვაქვს აფხაზეთში? ამაზე უარესი ხომ არ იქნება? მაშინ უკეთესის რატომ არ უნდა გვჯეროდეს? თუმცა ვაღიარებ, რომ აბხაზეთი ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე ცხინვალი შეიძლება არმოჩნდეს.

ციტატა

რა კარგია რატი, რომ ასე ოპტიმისტურად ხარ განწყობილი... მე კი მგონია, რომ ას ომმა თუ შორს შეტოპა, თაობებს დავკარგავთ, ეკონომიკურ კრიზისზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მე აფხაზეთის ომით დაბრუნების პერსპექტივასაც ვერ ვხედავ. თაობებს დავკარგავთ, ომი მსხვერპლის გარეშე არ არსებობს, და საქართველო ადამიანურ მსხვერპლს გაუძლებს?


ნინო, ის სად დაიკარგა ბალახს მოვძოვთ ოღონდ თავისუფლები ვიყოთო? არ თქვა ოღონდ ეგ მე არ მიყვირიაო... ყველა გავიძახოდით ამას, ყველა. არანაიარად არ გავწყდებით და არც არაფერი მოგვივა. მოსახდენი უნდა მოხდეს. ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული გაყინული კონფლიქტის დროს, ვიდრე ამ დღეებში. აღარ არის ჩვენი ჯარი ის რაც იყო თუნდაც 5 წლის წინ. ნუ გვაქვს რუსეთის ქრონიკული შიში. როცა მოგვინდომებია, არაერთხელ გაგვიმარჯვია ბევრად ძლიერთან. ისინიც ქართველები იყვნენ და ჩვენც. სხვაობა მხოლოდ კალენდარშია.
The Proud Participant of Business Conference

#26 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 August, 2008 - 00:54

მე მიკვირს, ყველა რა ოპტიმისტურად ხართ გაწყობილები.

ნუთუ ვინმეს გგონიათ, საქართველო თავისი ძალით გაუმკლავდება რუსეთს?! კი ბატონო, ქართული ჯარი უფრო ძლიერია ახლა ვიდრე რამოდენიმე წლის წინ. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ომს იგებს არა ძლიერი ჯარი, არამედ ძლიერი ეკონომიკა!

რაც შეეხება მონდომებას, საქართველოს რუსეთზე ძლიერთან არასოდეს უბრძლოლია, მოგებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია! ცხინვალის დაბრუნება საქართველომ კი არა, რუსეთმა უნდა მოინდომოს (ან მოანდომებინონ). ამაში კი ძალიან ეჭვი მეპარება. სხვას რომ თავი დავანებოთ, რუსეთისთვის შიდა ქართლის მიტოვება დიდი სირცხვილი იქნება, მედვეძევი კი ახალი არჩეულია და პრეზიდენტობის ასე დაწყებას არ მოისურვებს. ურგს უკან რაც არ უნდა გარიგებები იყოს შესაძლებელი, თავიანთ ამომრჩევლებს რას ეტყვის? პატარა საქართველომ დამჯაბნაო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა? თუ იქნებ ცხინვალში მყოფი თანამემამულეები გავყიდეო?

თანაც რუსეთი ამ კონფლიკტს ვერც კი იგრძნობს. ჩეჩნეთში ბევრად უფრო მძიმე კონფლიქტი აქვს გასარჩევი და მი ეკონომიკას ვითომც არაფერი. საქართველოსთვის კი მძიმე დარტყმა იქნება, მითუმეტეს თუკი კონფლიქტი გაჭიანურდა. გაიხსენეთ 90-იანი წლები!!! ისევ იგივე რომ განმეორდეს, საქართველო ოსეთსაც დაკარგავს სამუდამოდ და აფხაზეთსაც. შეიძლება უკვე დაკარგა კიდევაც. :)
Der Gott ist tot!

#27 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 09 August, 2008 - 01:42

ვერცერთ სამთავრობო საიტზე ვერ შევედი
საზოგადოებრივ არხზე თქვეს რომ სამთავრობო საიტები დაჰაკეს

http://www.president.gov.ge/
ეს მაინც მუშაობს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#28 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 09 August, 2008 - 01:56

იხილე გამოხმაურებაIrakli Betchvaia, Aug 9/08, 00:54 -ში, განაცხადა:

მე მიკვირს, ყველა რა ოპტიმისტურად ხართ გაწყობილები.

ნუთუ ვინმეს გგონიათ, საქართველო თავისი ძალით გაუმკლავდება რუსეთს?! კი ბატონო, ქართული ჯარი უფრო ძლიერია ახლა ვიდრე რამოდენიმე წლის წინ. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ომს იგებს არა ძლიერი ჯარი, არამედ ძლიერი ეკონომიკა!

რაც შეეხება მონდომებას, საქართველოს რუსეთზე ძლიერთან არასოდეს უბრძლოლია, მოგებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია! ცხინვალის დაბრუნება საქართველომ კი არა, რუსეთმა უნდა მოინდომოს (ან მოანდომებინონ). ამაში კი ძალიან ეჭვი მეპარება. სხვას რომ თავი დავანებოთ, რუსეთისთვის შიდა ქართლის მიტოვება დიდი სირცხვილი იქნება, მედვეძევი კი ახალი არჩეულია და პრეზიდენტობის ასე დაწყებას არ მოისურვებს. ურგს უკან რაც არ უნდა გარიგებები იყოს შესაძლებელი, თავიანთ ამომრჩევლებს რას ეტყვის? პატარა საქართველომ დამჯაბნაო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა? თუ იქნებ ცხინვალში მყოფი თანამემამულეები გავყიდეო?

თანაც რუსეთი ამ კონფლიკტს ვერც კი იგრძნობს. ჩეჩნეთში ბევრად უფრო მძიმე კონფლიქტი აქვს გასარჩევი და მი ეკონომიკას ვითომც არაფერი. საქართველოსთვის კი მძიმე დარტყმა იქნება, მითუმეტეს თუკი კონფლიქტი გაჭიანურდა. გაიხსენეთ 90-იანი წლები!!! ისევ იგივე რომ განმეორდეს, საქართველო ოსეთსაც დაკარგავს სამუდამოდ და აფხაზეთსაც. შეიძლება უკვე დაკარგა კიდევაც. :)


მოდი გავიხსენოთ, რომ მონღოლებმა ქართველებს ვერაფერი დააკლეს, რუსეთში რა ამბავიც ათიეს ესეც მოვიგონოთ. არაბები მაშინ ბევრად ძლიერები იყვნენ როცა გავრეკეთ აქედან ვიდრე დღეს რუსეთია. საბჭოთა კავშირი დამარცხდა ავღანეთში, ამერიკა ვიეტნამში, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება... რატომ შევეგუეთ ბედს? არაა რუსეთი ისეთი ძლიერი როგორიც ჩანს და ვერც იმდენ ჯარს გამოაგზავნის როგორსაც იკვეხნის. რელიეფიც ხელს გვიწყობს ძალიან სამაჩაბლოში. ყველაზე დიდი პრობლემა ისევ ჩვენი პორაჟენცული მდგომარეობაა.
The Proud Participant of Business Conference

#29 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 August, 2008 - 05:41

ოლიგოფრენიკი კოკოითის მიმართვა, რომელიც გაუვრცელებია "ოსინფოს" :)

"კოკოითის განცხადებას, რომელიც სააგენტო ოსინფორმმა გაავრცელა, პრესა.გე სრულად გთავაზობთ:

”ძვირფასო დებო და ძმებო, მოგმართავთ თქვენი პრეზიდენტი - ედუარდ კოკოითი. ამ წუთში მე ვიმყოფები მთავრობის სახლის სანგარში. ჭურვების აფეთქების ხმა ისმის აქვე ახლოს. მეზობლად მყოფ შენობას სახურავი აღარ აქვ, მაგრამ მე არ მეშინია. მე კვლავ მწყობრში ვარ ჩემს ჯართან ერთად. ვხელმძღვანელობ, ვიბრძვი და ჩემს ჯარისკაცებს სულისკვეთებას ვმატებ.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ აქ მოსვლ:, აიღეთ იარაღი ხელში მოდით აქ და დაიცავით თქვენი საყვარელი პრეზიდენტი და მეგობარი. მიუხედავად ჩემი გამოუვალი მდგომარეობისა, მე ჯერ კიდევ ძლიერი და საშიში ვარ. ჩემი ძალა თქვენშია, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო.

ჩვენ უკვე უკუვაგდეთ მტრის 36 შემოტევა - ჩავაგდეთ საქართველოს ხელმძღვანელობის სწრაფი დარტყმის მზაკვრული გეგმა, გავანადგურეთ მტრის ჯავშანტექნიკის 700-მდე ერთეული :blink: . ჩამოვაგდეთ 154 თვითმფრინავი და სხვა უპილოტო საფრენი აპარატი. მტერმა რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაკარგა. :) როდესაც საქმე დახმარებაზე მიდგა, აღარავინ აღარ დაგვეხმარა - აფხაზებმა გვიღალატეს, რითაც დაარღვიეს ხელსეკრულება თანამშრომლობის შესახებ.

რუსებმაც გვიღალატეს. პუტინმა თავისი ვიზიტი ოლიმპიადაზე არ შეწყვიტა და არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. მე კვლავ მოვუწოდებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გადამარჩინონ მე - რუსეთის მოქალაქე.

რასაც ლაპარაკობდნენ ჩემზე ცუდს - ყველაფერი ტყუილია . მე ვიყავი ყოველთვის პატიოსანი და გულისხმიერი. კარგი მეგობარი და კარგი პრეზიდენტი. თქვენ იცით, რომ ჩემს გარდერობში მხოლოდ ერთი გამოსასვლელი კოსტუმი და სამხედრო ფორმაა. მე ყოველთვის ვიყავი მზად, ნებისმიერისთვის გამეყო უკანასკნელიც კი, რაც გამაჩნია, ვინაიდან ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ზრუნვა თქვენზე და ჩვენს რუსულ სახელმწიფოზე.

ნართები არ ნებდებიან, ჯიქს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე გალიაში იყოს. მე უკვე მივიმაგრე რამოდენიმე ყუმბარა და ველოდები ჩემ საათს, როდესაც შეუვარდები ქართულ ტანკს . ჩემს გაყვანას რუსეთში ძალით ცდილობენ, მაგრამ რომც წავიდე, იცოდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვარ, ჩემო ძვირფასებო. თქვენთანაა თქვენზე მზრუნველი პრეზიდენტი”.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#30 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 05:49

ჩემს გაყვანას რუსეთში ძალით ცდილობენ, მაგრამ რომც წავიდე, იცოდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვარ, ჩემო ძვირფასებო. თქვენთანაა თქვენზე მზრუნველი პრეზიდენტი”.
[/quote]

აი ტრუხა საუბარი..მივიმაგრე ყუმბარები რომ ტანკს შევუვარდეო და მეორე წუთში ამბობს რომც წავიდე მაინც თქვენთან ვარო.არ არის ეხლა ეს კოკოითი აფერისტიიიიი?:)
The Proud Participant of Business Conference

#31 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 August, 2008 - 05:56

ამ ინფორმაციას გადავაწყდი «Недолго продолжался бой, бежали робкие грузины!» , რომელშიც ყველაზე მეტად აი ამან გამაღიზიანა - Россия, напомнил Медведев, «исторически была и останется гарантом безопасности народов Кавказа. :) :blink: რომელ უსაფრთხოებაზე ლაპარაკობენ?! გასული საუკუნის მანძილზე ჩეჩნების ორგზის დეპორტაცია, შემდგომ უკვე უმოწყალო ომი და ხოცვა, აფხაზეთსა და შიდა ქართლში კონფლიქტის ინსპირირება და პერმანენტული ესკალაცია უსაფრთხოების გარანტია ყოფილა! ესენი ვერ არიან თავის მატორზე!
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#32 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 09 August, 2008 - 09:19

ევრონიუსი, სიენენი, ბიბისი ...
არ ამბობენ რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსაც ბომბავენ?
ბიბისი და სიენენი განსხვავებულად აშუქებენ, უფრო თითქოს ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. კორესპოდენტების ადგილებიდან აშუქებენ
ევრონიუსი კი რატომღაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პოზიციას არ აკნინებს, მაგათ დეზინფორმაციასაც სერიოზულად ავრცელებს ... არცერთი კორესპოდენტის ჩართვა არ გაუკეთებიათ

ნეტა რა ხდება ამ მომენტში - Aug 9/08, 09:20 ... ჰა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#33 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 09:33

თბილისი დაბომბესო მართალია???
ევაკუირებულია სამთავრობო შენობებიო და პარლამენტიო
Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#34 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 09 August, 2008 - 10:05

ბომავენ ძირითადად აეროდრომებს, ავიაცცის გასანადგურებლად.

დღეს რუსული არხები აჩვენებენ ნაომარი ქალაქის კარდებს და ამბობენ რომ ცხინვალი არისო. რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას, მგონი ცხინვალში არც ჩვენები არიან და არც ისინი. სტრატეგიულად იქ ყოფნას აზრიც არ აქვს, დაბლობია და იქ მდგარი ტექნიკა და ნაწილები კარგი სამიზნეა თუ სიმაღლეები შენს ხელშია და არტილერია გყავს.

დღეს შეეცდებიან ალბათ შეუტიონ ისევ (ჩვენებმა).

ორი რამეა რაც უნდა გადაწყდეს თუ წარმატება გვინდა:
1. როკის გვირაბი
2. ავიაცია. თუ ჰაერში რუსებმა იბატონეს ძალიან გაგვიჭირდება...

აი ესეც ნახეთ: http://lenta.ru/articles/2008/08/08/forces/

რედაქტორი George Chkhikvishvili, 09 August, 2008 - 10:06.

Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#35 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 11:06

ფოთის პორტი დაიბომბა, ეს უკვე რუსეთ-საქართველოს ომს სცილდება, აქ რუსეთი იბრძვის არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მსოფლიოში თავისი ძალების და იმის დემონსტრირებისათვის თუ რაზეა წამსვლელი. -ეგ ჩემი აზრია რა თქმა უნდა. სამთავრობო საიტები დაჰაკერაო-ქართველებს ჰაკერები არ გვყავს/
ინტერპრესნიუსი გუშინ ავრცელებდა ინფორმაციას პეკინში ბუშისა დაპუტინის შეხვედრის შესახებ, ბუშმა უთხრა რომ ის რაც საქართველოში ხდება ომია და ომი კი არავის გვინდაო, პუტინი მისი სიტყვებით კმაყოფილი დარჩა, ნეტა რამ გამოიწვია მისი კმაყოფილება, მაშინ მე დამიჯერეთ და დაანებეთ საქართველოს და კავკასიას თავიო? -რადგან მეორე მხრივ იძახის ამას უპასუხოდ არ დავტოვებო. რაც შეეხება მედვედევს ფორმალური პრეზიდენტია, თორე პუტინის პეშკაა და ეგ არის რა.

#36 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 August, 2008 - 11:29

იხილე გამოხმაურებაRati Dzeria, Aug 8/08, 22:56 -ში, განაცხადა:

მოდი გავიხსენოთ, რომ მონღოლებმა ქართველებს ვერაფერი დააკლეს, რუსეთში რა ამბავიც ათიეს ესეც მოვიგონოთ. არაბები მაშინ ბევრად ძლიერები იყვნენ როცა გავრეკეთ აქედან ვიდრე დღეს რუსეთია. საბჭოთა კავშირი დამარცხდა ავღანეთში, ამერიკა ვიეტნამში, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება... რატომ შევეგუეთ ბედს? არაა რუსეთი ისეთი ძლიერი როგორიც ჩანს და ვერც იმდენ ჯარს გამოაგზავნის როგორსაც იკვეხნის. რელიეფიც ხელს გვიწყობს ძალიან სამაჩაბლოში. ყველაზე დიდი პრობლემა ისევ ჩვენი პორაჟენცული მდგომარეობაა.



მონღოლები საქართველოში თუ არა ვცდები 70 წელი იყვნენ და გავიდნენ მხოლოდ მაშინ, როცა მონღოლური იმპერია დაეცა! რუსეთი კი იმ დროს საერთოდ არაფერს წარმოადგენდა და მისი დარბევაც არ იყო დიდი პრობლემა.

იგივე არაბები. ეგენი 200 წელი იყვნენ საქართველოში! და წავიდნენ მაშინ, როცა საქართველო ეკონომიურად გაძლიერდა. გაიხსენე, იმ დროს საქართველომ თავის განვითარების პიკს მიაღწია. ცხადია, არაბები მაშინ ძლიერები იყვნენ, მაგრამ საქართველო იყო მაშინ ზესახელმწიფო!!! ახლა კი 100 ტანკით რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება გინდათ?!!!

ახლა ჩვენი ერთად-ერთი იმედი არის დიპლომატია და არა დამპალი ტანკები და გაუწვრთნელი რეზერვისტები.

რაც შეეხება ავღანეთსა და ვიეტნამს, იქ ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა სცაეს მთელი ქვეყნის დაპყრობა, რაც არ გამოუვიდათ. ალბათ რუსეთსაც არ გამოუვა მთელი საქართველოს დაპყრობა, თუკი მოისურვა. ყოველ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება. მაგრამ დამარცხებული მაინც საქართველო გამოვა, ისევე როგორც დამარცხდა ვიეტნამი და ავღანეთი. დააკვირდი, როგორ დაზიანდა ეს ორი ქვეყანა ზესახელმწიფოსთან ბრძოლაში და რა ზიანი მიიღო ზესახელმწიფომ? შენი აზრით ასეთ ფასად ომის "მოგება" მართლა მოგებაა? გინდა ახლა საქართველო ავღანეთს დაემსგავსოს?
Der Gott ist tot!

#37 Otar Dgebuadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 343 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 11:44

დაიბომბა სენაკის სამხედრო ბაზა და სადგური,
დაიბობა კოპოტნარის აეროდრომი,
დაიბომბა ხონი
Caucasus University,
Caucasus School of Business,
BBA,
Major in Finance.

e-mail: o_dgebuadze@cu.edu.ge

#38 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 09 August, 2008 - 11:48

ვინმემ რამე ახალი ხომ არ იცით რა ხდება იქ?
The Proud Participant of Business Conference

#39 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 11:52

მოკლედ ასეა თუ ისე, ომი დაწყებულია და ახლა იმის მტკიცება მოვიგებთ თუ არა, ან ეღირება თუ არა ასეთი გამარჯვება- აზრს მოკლებულია.
ომი დაწყებულია და მისი შედეგები რომ მძიმე იქნება ჩვენთვის ეს ყველამ ვიცით-მანამდე უნდა ეფიქრათ ამაზე. საერთაშორისო საზზოგადოება-გაეროს Uშიშროების სხდომა ხვალამდე დებს გადაწყვეტილების გამოტანას, ხვალამდე ასეთ პირობებში დიდი დანაკლისი გვექნება. რა ტქმა უნდა რუსეთთან შეჯახება არავის უნდა ჩვენს გარდა. ან დაეცადათ,სანამ საავიაციო ტექნიკითაც მომძლავდებოდნენ და პროკოვაციები ომის გამოსაწვევად მერე დაგვეწყო. მოკლედ რაც არის არს, მთავარია ახლა გავძლიერდეთ, ღვთის წყალობით იმედია ყბელაფერი კარგად იქნება.
ახლა ერთადერთი არჩევანია- ბრძოლა გამარჯვებისთვის ან გმირულად სიკვდილი. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, უკან დასახევი გზა არ არის. ამიტომ გავერთიანდეთ, და ჩვენი წვლილი თუნდაც ლოცვით ან პროტესტით რუსეთის საელჩოსთან შევიტანოთ. რაც მთავარია სისხლი საწიროა, ვისაც შეგიძლიათ ბევრ პუნქტებში იღებენ სისხლს და ჩააბარეთ. ადგილზევე გეტყვიან რამდენად გამოსადეგია თქვენი სისხლი და 450 გრამს იღებენო. ამით ბევრს თუ არა ცოტა სიცოცხლეს მაინც გადავარჩენთ.


იტოგში რუსეთი ზუსტი სტრატეგიით მოქმედებს. მგონია თბილისის აეროპორტის გამოყენება დაგვჭირდეს სამხედრო მიზნებისათვის.

#40 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 09 August, 2008 - 12:12

ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა უარყოფითი შედეგი გვექნება თუ ომი უპირობოდ წავაგეთ!

დიდი ავანტიურა იყო, მე რომ მკითხოს კაცმა, მაგრამ ეხლა უნდა ვიბრძოლოთ, არა ლანძღვა გინებით და თბილისი ქუჩებში პიპინით, არამედ პირველ რიგში ჭკუით!ეხლა ზუსტად ის დრო არის, ამერიკამ რეალურად დაამტკიცოს რომ ჩვენსკენ არის. პირველ რიგში მოგვცეს სერიოზული ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკა. სადამდე მივა რუსეთი ეგეც ჯერ უცნობია. გააძლიერებს რეგულარული არმიის დანაყოფებს თუ შემოიფარგლება მოხალისეების გამოგზავნით. ალბათ მოუწევს მშვიდობისმყოფელების "დახმარების" ფორმატს არ გაცდეს. დასავლეთმა აშკარად არ აუბა მხარი საქართველოს კანონგარეშე გამოცხადების მოთხოვნას და ამიტომ რუსეთს პირდაპირი ინტერვენციის მანდატი მსოფლიოსგან არ აქვს. ამავე დროს თუ სქმე გართულდა შეიძლება აქტიურად გამოიყენოს ავიაცია და არა მარტო ცხინვალში. შეიძლება სხვა ქალაქების დაბომბოს და მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ როგორც ჰაერი საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები.

და კიდევ, იმედია მთავრობა არ წავა უსარგებლო მსხვერპლზე და გაუწვრთნელ რეზერვისტებს არ მიუშვებს წინა ხაზზე.

იხილე გამოხმაურებაNina Jinjolava, Aug 9/08, 11:52 -ში, განაცხადა:

ახლა ერთადერთი არჩევანია- ბრძოლა გამარჯვებისთვის ან გმირულად სიკვდილი.


ნინო, წახვალ და გმირულად მოკვდები? სხვის მაგივრად ადვილია ლაპარაკი.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share