ნახტომი

* - - - - 1 ხმა

სამამულო ომი

გამოხმაურებათა რაოდენობა: 579

#41 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 12:14

საშინელი კადრებია... ეგ უკვე ყველა საზღვარს სცდება. მგონია საერრთოდ მარტო ვართ რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთმა და ამერიკამ საქართველო აქციეს სამხედრო პოლიგონად.
დროა ვიმოქმედოთ, მაგრამ რით. ხომ არ დაგვეგზავნა წერილები საერთაშორისო ორგანიზაციებში, სიენენშI, ბიბისიში და რა ვიცი ყველა სტრატეგიულ ორგანიზაციაში, მაგრამ გვიშველის?
დავიჯერო არ იციან?

#42 Teako

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 532 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 12:46

რა უნდოდათ რეზერვისტებს იქ, ესე უაზროდ რომ წაიყვანეს და თვითონ არ იციან რას უპირებენ ამ ხალხს.

გუშინ გორის სპორტსკოლაში გაათენებინეს ღამე და დღეს, როცა დაიბომბა გორი არც ერთი მეთაური ადგილზე აღარ არის, მარტოები არიან დარჩენილები, ეხლა ველაპარაკე გორში და სადარბაზოებში დავრბივართ რომ გადავრჩეთო, ხალხი იღუპება უაზროდ.

რედაქტორი Tea Tseradze, 09 August, 2008 - 12:46.

The Proud Participant of Business Conference

#43 Rati Dzeria

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 09 August, 2008 - 12:52

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, Aug 9/08, 12:12 -ში, განაცხადა:

... ამიტომ როგორც ჰაერი საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები.

2 დღეში 11 თვითმფრინავს ეხუმრებით. ვამაყობ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვით. გაიხსენეთ ნატო სერბეთის ომის დროს 2 თვიმფრინავის ჩამოგდება მოახეხეს მხოლოდ სერბებმა. ძალიან დიდი რიცხვია 11!
The Proud Participant of Business Conference

#44 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 13:11

ხალხნო, კრიტიკის დრო დღეს არ გვაქვს. დალაგდებიან რეზერვისტებიც და თან ასე გადმოცემული ინფორმაცია სანდო არ არის, რადგან გადმომცემის ემოციურ ფონს ეყრდნობა. დღეს ქმედების დროა და საზოგადოებას ჩვენ ჩვენი ვალი გვაქვს ქვეყნის წინაშე. ეს ტრაფარეტული სიტყვები არ არის. საკმაოდ დიდები ვართ უკვე.
ყველა ჩვენთაგანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში გვყავს ახლობლები, მეგობრები, რომლებიც საქართველოდან წასულები არიან. ქართული ბუნებიდან გამომდინარე ისინი სხვა ქართველებს საკმაოდ ახლოს იცნობენ და ლამის სათვისტომოებად ცხოვრობენ. შევატყობინოტ ყველა მათგანს და მიზანმიმართულად გაიმართოს ყველა ქვეყანაში გარკვეულ საათზე აქცია რუსეთის საელჩოს წინ. ჩვენ აქ შევუერთდეთ. მტავარია ორგანიზება გავუწიიოთ და ყველა ქვეყანაში, ერთაიგივე დროს ქართველები საპროტესტო აქციით რუსეთის საელჩოს წინ.

#45 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 09 August, 2008 - 13:15

იხილე გამოხმაურებაRati Dzeria, Aug 9/08, 12:52 -ში, განაცხადა:

2 დღეში 11 თვითმფრინავს ეხუმრებით. ვამაყობ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვით. გაიხსენეთ ნატო სერბეთის ომის დროს 2 თვიმფრინავის ჩამოგდება მოახეხეს მხოლოდ სერბებმა. ძალიან დიდი რიცხვია 11!

2 დღე გავიდა. რატომ არ აჩვენებენ გადაღებულს ან ნამსხვრევებს?
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#46 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 13:22

ხალხნო რა დროს კრიტიკაა, ან ინფოტრმაციის დაზუსტების მოტხოვნა :)

თუ გაქვთ ახლობლებტან საკონტაქტო საშუალება, ადნაკლასნიკებს ვერ ვენდობით და გავუწიოთ ამ იდეას ორგანიზება. მარტო იმის დათვლა რამდენი რუსი დავხოცეთ ან რა ჩამოვადგეთ ქართული სისხლის ხარჯზე შედეგს არ მოიტანს. ომი უნდა შეჩერდეს და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერა

#47 Tamuna Mamaladze

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 13:33

По сообщению CNN авианосец ВМФ США "Томас Джеферсон" вошёл в нейтральные воды Черного моря через Босфорский пролив. Администрация Белого дома отказывается комментировать это событие. Тем временем поступает информация о мобилизации воинских частей армии США на военной базе в Узбекистане. По неподтвержденным данным колонна американских пехотинцев двинулась к границе с Грузией

რამდენად მართალია არ ვიცი

#48 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 13:45

ხალხნო გამოვფხიზლდით, ნუთუ მარტო მე ვარ ასე აფორიაქებული?
გამომეხმაურეთ და ერტად დავგეგმოთ რომ
ყველა ჩვენთაგანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში გვყავს ახლობლები, მეგობრები, რომლებიც საქართველოდან წასულები არიან. ქართული ბუნებიდან გამომდინარე ისინი სხვა ქართველებს საკმაოდ ახლოს იცნობენ და ლამის სათვისტომოებად ცხოვრობენ. შევატყობინოტ ყველა მათგანს და მიზანმიმართულად გაიმართოს ყველა ქვეყანაში გარკვეულ საათზე აქცია რუსეთის საელჩოს წინ. ჩვენ აქ შევუერთდეთ. მტავარია ორგანიზება გავუწიიოთ და ყველა ქვეყანაში, ერთაიგივე დროს ქართველები საპროტესტო აქციით რუსეთის საელჩოს წინ.

#49 Rati Dzeria

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 09 August, 2008 - 13:55

იხილე გამოხმაურებაNina Jinjolava, Aug 9/08, 13:45 -ში, განაცხადა:

ხალხნო გამოვფხიზლდით, ნუთუ მარტო მე ვარ ასე აფორიაქებული?
გამომეხმაურეთ და ერტად დავგეგმოთ რომ
ყველა ჩვენთაგანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში გვყავს ახლობლები, მეგობრები, რომლებიც საქართველოდან წასულები არიან. ქართული ბუნებიდან გამომდინარე ისინი სხვა ქართველებს საკმაოდ ახლოს იცნობენ და ლამის სათვისტომოებად ცხოვრობენ. შევატყობინოტ ყველა მათგანს და მიზანმიმართულად გაიმართოს ყველა ქვეყანაში გარკვეულ საათზე აქცია რუსეთის საელჩოს წინ. ჩვენ აქ შევუერთდეთ. მტავარია ორგანიზება გავუწიიოთ და ყველა ქვეყანაში, ერთაიგივე დროს ქართველები საპროტესტო აქციით რუსეთის საელჩოს წინ.

ნინო, უკაცრავად პირდაპირობისთვის, მაგრამ არა მგონია ამ აქციამ რამე მოიტანოს. მოქმედებაა ეხლა საჭირო და არა რუსების შერცხვენა მთელს მსოფლიოში. შენ ცხოვორბდი ამერიკაში. რამდენად დიდ ყურადღებას აქცევდი მაგგვარ აქციებს? ვშიშობ მცირეს. არაა ახლა დრო აქციების და მიტინგების. ამის გამკეთებელი ხალხი ყოველთვის მოიძებნება.
The Proud Participant of Business Conference

#50 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 14:02

რუსეთის შერცხვენა კი არა ერის მთლიანობის და ერთუსოვნების ჩვენებაა საჭირო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამგვარ აქციებს ექცევა ყურადღება და მაგიტომ ვიძახი, სხვა რამის გაკეთება საზოგადოებას არ შეგვიძლია. ეს უკვე ხელისუფლებისა და ჯარისკაცების საქმეა. ერის ერთიანობაა მთავარი და ერთსულოვნება.

#51 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 09 August, 2008 - 14:24

მოვლენების აღწერა ვიკიპედიაზე ბოლოში არის საყურადღებო ინფორმაცია.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#52 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 09 August, 2008 - 14:37

სიენენის მონაცემებით მსხვერპლი 1600 კაცია, არ არის მითითებული ქართველების მხარეს, თუ რუსების თუ სეპარატისებიოს მაგრამ აი ასეა წერია სამხრეთ ოსეთი: 1600 ადამიანი მოკლეს

ამჟამად სააკაშვილი გამოდის სიტყვით

#53 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება
3

დაწერილია 09 August, 2008 - 15:53

იხილე გამოხმაურებაNina Jinjolava, Aug 9/08, 14:37 -ში, განაცხადა:

სიენენის მონაცემებით მსხვერპლი 1600 კაცია, არ არის მითითებული ქართველების მხარეს, თუ რუსების თუ სეპარატისებიოს მაგრამ აი ასეა წერია სამხრეთ ოსეთი: 1600 ადამიანი მოკლეს

გაგლოევას ინფორმაციაა კოკოითის მთავრობიდან.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#54 Mikheil Benidze

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 3 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 17:10

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, Aug 9/08, 14:53 -ში, განაცხადა:

გაგლოევას ინფორმაციაა კოკოითის მთავრობიდან.

ეთნიკური წმენდის სურათის დახატვას ცდილობენ.
When a thing ceases to be a subject of controversy, it ceases to be a subject of interest.

#55 Guga Karanadze

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 August, 2008 - 17:29

რუსეთმა თუ უკან დაიხია ე.ი ისეთი რაღაც შესთავაზეს და მიიღო რაც მის ამ გადაწყვეტილებას მართლყოფდა იმის მიუხედავად რა ზარალიც ნახა... ხოლო თუ უკან არ დაიხია, აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან მსოფლიოზე უდიდესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება კვლავ მოახდინოს ან მინიმუმ შეინარჩუნოს...

ხოლო როცა არჩევანი დგება სიცოცხლე ქვეყნის სანაცვლოდ, თუ სიკვდილი სამშობლოსათვის. აქ უკვე ცალსახაა ყველაფერი...!

Irakli Betchvaia, იმედია თქვენთვისაც ასეა. ზევით რომ აღვნიშნე, მასე თუ დადგა საქმე მანდ რაოდენობაზე კი არა ღირსებაზე იქნება საქმე!

რედაქტორი Guga Karanadze, 09 August, 2008 - 17:30.

The Proud Participant of Business Conference

#56 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 09 August, 2008 - 18:07

ამ ფონზე საკმაოდ დიდი შანსია რომ სხვადასხვა ფრონტის კერების გახსნის მიზნით დესანტი ჩამოსხან სხქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
იმედია ამისათვისაც მზად ვართ. დამატებითი კერები ეს ისაა, რაც კიდევ მეტად გაართულებდა ჩვენს სიტუაციას. ფრონტი უკვე გაიშალა სახრეთ ოსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით.
შემოფრენები სომხეთიდანაც არის.
დესანტი უკვე შემდეგი ნაბიჯია ჩემი აზრით. სხვა საკითხია რა ამოცანები შეიძლება დაუსახონ დესანტს ...

რას იტყვით ამაზე? გაბედავენ?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#57 Giorgi Kalatozishvili

L6: შთამბეჭდავი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 August, 2008 - 18:40

არ ვიცი, ტარიელ, გაბედავენ თუ არა, მაგრამ ისევე როგორც სხვა მრავალი მეც ჩავეწერე დღეს მოხალისეთა რიგებში, რადგან რეზერვში არ ვირიცხები და არც სავალდებულო სამხედრო სამსახური გამივლია თავის დროზე. ჯერ არ წაგიყვანთო, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, რომ რუსებმა გვიფრინეს აქ ბეტმენებივით და თან დაბომბვის შემდეგ იძახდნენ, რომ მხოლოდ სიტუაციის გადაღებას აპირებდნენ და არ დაუბომბავთ, აგრესია და რუსებისადმი სიძულვილი მათთან სრულმასშტაბიან ომს გარდაუვალს გახდის.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენ - ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც იარაღის დაჭერა შეგვიძლია ქალაქი დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთან შედარებით ამ სალდაფონებს ჩეჩნეთი კურორტად მოეჩვენებათ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, რომ ნებისმიერი პატრიოტისთვის მისი სახლ-კარი იქ იწყება, სადაც ქართველს უჭირს. ჩვენ კი ჩვენ სახლს იმედია კარგად დავიცავთ. მთავარია არ გამეორდეს 90-იანები და პოზიციები არ დათმონ და ამერიკის მითითებით ხან აიღონ, ხან მიატოვონ სტრატეგიული სიმაღლეები და ჩვენი ბიჭების სიკვდილი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი ფუჭი იყოს.

რუსებმა ყველაფერზე უნდა აგონ პასუხი. ამოვიდა ყელში. თანაც ძალიან დიდი ხანია.

რედაქტორი Giorgi Kalatozishvili, 09 August, 2008 - 18:41.

გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#58 Rati Dzeria

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 09 August, 2008 - 20:45

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Aug 9/08, 18:07 -ში, განაცხადა:

ამ ფონზე საკმაოდ დიდი შანსია რომ სხვადასხვა ფრონტის კერების გახსნის მიზნით დესანტი ჩამოსხან სხქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
იმედია ამისათვისაც მზად ვართ. დამატებითი კერები ეს ისაა, რაც კიდევ მეტად გაართულებდა ჩვენს სიტუაციას. ფრონტი უკვე გაიშალა სახრეთ ოსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით.
შემოფრენები სომხეთიდანაც არის.
დესანტი უკვე შემდეგი ნაბიჯია ჩემი აზრით. სხვა საკითხია რა ამოცანები შეიძლება დაუსახონ დესანტს ...

რას იტყვით ამაზე? გაბედავენ?

მე-2 ფრონტი გახდა სულ რაღაც 90-მდე წლის წინ საქართველოს თავდაცვის მოშლის და დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზი. რუსეთს თავისი სტილი ნამდვილად არ შეუცვლია, იმედია ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ტაქტიკას. ერთი ფაქტია ხიდების კონტროლი დავიწყეთ პირველივე დღიდან. ეს აქამდე ნამდვილად არ მომხდარა ახალი საქართველოს რეალობაში. ანუ პირველი ნაბიჯები ჩვენი მზადყოფნის უკვე იგრძნობა.

Giorgi Kalatozishvili განაცხადა:

რუსებმა ყველაფერზე უნდა აგონ პასუხი. ამოვიდა ყელში. თანაც ძალიან დიდი ხანია.

100%-ით გეთანხმები

რედაქტორი Rati Dzeria, 09 August, 2008 - 20:47.

The Proud Participant of Business Conference

#59 Irakli Betchvaia

L6: შთამბეჭდავი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 August, 2008 - 21:27

იხილე გამოხმაურებაGuga Karanadze, Aug 9/08, 14:29 -ში, განაცხადა:

რუსეთმა თუ უკან დაიხია ე.ი ისეთი რაღაც შესთავაზეს და მიიღო რაც მის ამ გადაწყვეტილებას მართლყოფდა იმის მიუხედავად რა ზარალიც ნახა... ხოლო თუ უკან არ დაიხია, აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან მსოფლიოზე უდიდესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება კვლავ მოახდინოს ან მინიმუმ შეინარჩუნოს...

ხოლო როცა არჩევანი დგება სიცოცხლე ქვეყნის სანაცვლოდ, თუ სიკვდილი სამშობლოსათვის. აქ უკვე ცალსახაა ყველაფერი...!

Irakli Betchvaia, იმედია თქვენთვისაც ასეა. ზევით რომ აღვნიშნე, მასე თუ დადგა საქმე მანდ რაოდენობაზე კი არა ღირსებაზე იქნება საქმე!

ყველას მინდა კითხვა დაგისვათ:
უმეტესობა ალბათ ქვეყნისთვის საკუთარ სიცოცხლეს გასწირავს, თუკი ამითი რამე ეშველა მას, მაგრამ მაინტერესებს, საკუთარ ოჯახსაც თუ გასწირავთ? შესძლებთ ღირსებისთვის საკუთარი დედ-მამა ანდა ცოლ-შვილი გასწიროთ?
Der Gott ist tot!

#60 Rati Dzeria

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 09 August, 2008 - 22:15

იხილე გამოხმაურებაIrakli Betchvaia, Aug 9/08, 21:27 -ში, განაცხადა:

ყველას მინდა კითხვა დაგისვათ:
უმეტესობა ალბათ ქვეყნისთვის საკუთარ სიცოცხლეს გასწირავს, თუკი ამითი რამე ეშველა მას, მაგრამ მაინტერესებს, საკუთარ ოჯახსაც თუ გასწირავთ? შესძლებთ ღირსებისთვის საკუთარი დედ-მამა ანდა ცოლ-შვილი გასწიროთ?

თუ რუსებს ახლა დავნებდით, მერე საკუთარი დედის, დის, მეუღლის, შვილის დაცვას უფრო მეტად შევძლებთ? როცა აქ თითოეულ ჩვენს სალხში უპრობლემოდ ითარეშებენ? სწორედ იმიტომ რომ ეს ხალხი არ გავწიროთ ახლაა საჭირო ქმედება.
The Proud Participant of Business Conference

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share