ნახტომი





* - - - - 1 ხმა

სამამულო ომი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 579

#461 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 August, 2008 - 20:45

aucileblad tsavikitxav berdia amas da tqven kidev ai es tsaikitxet

(სტატია დაწერილია ბუშის განკარგულებამდე საქართველოსთვის რეალური დახმარების გაწევის ოპერაციის დაწყების შესახებ)

13 აგვისტო

პაველ ფელგენგაუერი

"ნოვაია გაზეტა"-ს სამხედრო მიმომხილველი

"ეს იყო დაგეგმილი და არა სპონტანური ომი"

"დღეს ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში წინასწარ იყო დაგეგმილი, ამასთან, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ომისთვის მომზადების დასრულებისა და საომარი მოქმედებების აგვისტოში დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, მიღებულია ჯერ კიდევ აპრილში".

ოსები წინასწარგანზრახულად უწყობდნენ პროვოკაციებს ქართველებს და ნებისმიერი პასუხი - ხისტი თუ ნაკლებად ხისტი - გამოყენებული იქნებოდა თავდასხმის საბაბად. ხოლო თუ ქართველები მორჩილად მოითმენდნენ, მაშინ აფხაზები, ისე, როგორც ახლა, დაიწყებდნენ დიდი ხნის წინათ მომზადებულ კოდორის ხეობის ზემო ნაწილის "გაწმენდის" ოპერაციას. თუ ომი დაგეგმილია, საბაბი ყოველთვის მოინახება.
აგვისტოსთვის შავი ზღვის ფლოტის გემების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მზად იყო ხანგრძლივი საბრძოლო ცურვისთვის. სახმელეთო, სადესანტო და საზღვაო ფეხოსანთა ნაწილები მზად იყვნენ მოქმედებისთვის, ხოლო ომამდე ერთი კვირით ადრე - 2 აგვისტოს დამთავრებულ სამხედრო სწავლებებში, სახელწოდებით "კავკასია-2008", სამხედრო-საჰაერო ძალების, ფლოტისა და საარმიო ძალებმა დაასრულეს საქართველოს საზღვართან მზადყოფნის საბოლოო შემოწმება. პარალელურად აგვისტოს დასაწყისისთვის სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთში დაასრულეს რკინიგზის რემონტი, რომლითაც ამ კვირაში ენგურთან გადასროლილი იქნა ტანკები, მძიმე ტექნიკა და დაახლოებით 10 000-იანი კონტინგენტის მომარაგებისთვის საჭირო მარაგი, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ ყოველგვარი საბაბის ან თუნდაც ფორმალური მიზეზის გარეშე - ცხადია, არავითარი "სახალხო-სამეურნეო მიზნებისთვის" - როგორც ამას ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა. სახელმწიფო პროპაგანდისტულმა აპარატმა ასევე ჩაატარა მომზადება და დაამუშავა მოსახლეობა, რომ აუცილებლად იქნებოდა თავდასხმა საქართველოს მხრიდან და ამის უკან დგას აშშ და დასავლეთი.
ბუნებრივია, შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ გყავდეს ჯარი და ფლოტი 24-საათიანი საომარი მზაობის მდგომარეობაში. ოქტომბერში ამინდი იცვლება, თოვლი კავკასიონის მთავარ უღელტეხილებს ფარავს და ამიტომ აგვისტოს მეორე ნახევარი მიჩნეული იყო საქართველოსთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად ბოლო მიჯნად.
აპრილში ნატოს სამიტზე ბუქარესტში, რომელშიც პუტინი თავად მონაწილეობდა, ცხადი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერთება ალიანსთან მართალია გადაიდო, მაგრამ გარდაუვალია. რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირები პატიოსნად აფრთხილებდნენ დასავლეთსაც და ხელისუფლებებს თბილისსა და კიევში, რომ "ნატოში შეთრევა" (რუსი დიპლომატების ენით რომ ვთქვათ) იმ ქვეყნებისა, რომელთაც რუსეთი თავის ტრადიციულ გავლენის სფეროდ მიიჩნევს, კრიზისს გამოიწვევდა. გამოცხადდა, რომ რუსეთი "ყველა საშუალებით" არ დაუშვებდა საქართველოს ნატოში მიღებას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მაშინ კი მოვლენები სულ უფრო დაჩქარდა.
პუტინმა დაავალა მთავრობას "შეემუშავებინა ზომები საგნობრივი დახმარების თაობაზე" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, რაც იურიდიულად უარყოფდა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. შემდეგ რუსულმა გამანადგურებელმა აფხაზეთში ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. აფხაზეთში, როგორც "მშვიდობისმყოფელები" შეიყვანეს საბრძოლო ნაწილები მძიმე შეტევითი შეიარაღებით, შემდეგ კი სარკინიგზო ჯარები. მანევრების ბოლო სერიაა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ცაში ფრენა, მოგონილი მიზეზებით ფაქტობრივი უარის თქმა კონფლიქტების მოგვარებაზე და ბოლოს ომი, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაეცალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართული მოსახლეობისგან, მოეცილებინა სააკაშვილი თბილისიდან, ხოლო ამიერკავკასია - ნატოსა და ამერიკელებისგან. პრინციპში, მოსკოვი იმაზეც თანახმაა, ფორმალურად შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რაღაც კონფედერაციის სახით და მისცეს ქართველებს საშუალება დემოკრატიულად აირჩიონ პრეზიდენტად ის, ვისაც მოსკოვი მოიწონებს.
ზუსტად ასე ამზადებდა რუსეთის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთში შეჭრას 1999 წელს. მაშინ ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე, ყოფილი პრემიერის სერგეი სტეპაშინის ჩვენებით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება ომის აგვისტო-სექტემბერში დაწყების შესახებ. მთელი ზაფხული მიმდინარეობდა საინჟინრო და სხვა სახის მზადება დამრტყმელი დაჯგუფებების განსალაგებლად. მაშინ პუტინი და მისი გუნდი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ, დღეს კი, როგორც ჩანს, პასტსაბჭოთა სივრცის აღდგენას მიჰყვნენ.
1999 წელს ომის საბაბი ჩეჩენი "ბოევიკების" დაღესტანში შეჭრა გახდა, მაგრამ ამ შეჭრის მოულოდნელი საწყისი წარმატება კრიზისის მიზეზი გახდა - შედეგად სტეპაშინი პუტინმა შეცვალა. დღესაც სააკაშვილის მოულოდნელმა ძლიერმა დარტყმამ - ოსური ფორმირებების მყისიერმა განადგურებამ - კარტების სერიოზული არევა გამოიწვია. მოსკოვს აღარ დარჩა საშუალება თავის მოკატუნებისა - თითქოს ეს მამაცი ოსები ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო ჩვენები კი მხოლოდ მხარეების დაშორიშორებას და მშვიდობის დამყარებას ცდილობენ. საჭირო გახდა ღია ინტერვენცია, დანაკარგებისადმი შეგუება და დასავლეთის ზეწოლის ატანა, რაც დასავლეთის ფინანსურ სისტემაში ინტეგრირებული რუსული ბიუროკრატიისთვის შეუძლებელია.
საჭირო გახდა ჯარების ბრძოლაში ჩაბმა შედარებით მცირე-მცირე ჯგუფებით. როკის გვირაბი (სიგრძე 6 კმ) სივიწროვის გამო მხოლოდ მონაცვლეობით ცალმხრივი მოძრაობისთვისაა გამოსადეგი და ჯავისა და ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე საშინელი საცობები წარმოიქმნა. მუდმივად გამოდიოდა მწყობრიდან ძველი რუსული ტექნიკა. დაჭრილებსა და სამოქალაქოთა გამოყვანა, ამ სიტუაციისთვის სრულებით არასაჭირო მოხალისეების გამოჩენა, - ყველაფერმა ამან გამოიწვია საშინელი და დღემდე გაგრძელებული კრიზისი მომარაგებაში, ხოლო მოწინავე მცირე ნაწილებს ბრძოლაში ჩაბმამ მარშიდან მოუწიათ.
8 აგვისტოს ცხინვალს მიახლოებული ელიტური ნაწილები, მათ შორის სადესანტო ჯარების სპეცრაზმი, თითქმის ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა ქართველების ცხინვალიდან გაძევებას მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ არტილერიის, ტანკების და სამხედრო ავიაციის მხარდაჭერა. დაიჭრა თვით 58-ე არმიის სარდალი, არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც მოწინავე პოზიციებზე გაემართა წესრიგის დასამყარებლად. ქართული რეგულარული ჯარები გამოვიდნენ ცხინვალიდან საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით. რუსული გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინმა აღიარა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ის აღარ არის, რომელიც 15 წლის წინ სეპარატისტებთან ბრძოლებში დამარცხდა: "მოცემულ მომენტში ეს არის თანამედროვე, კარგად მობილიზებული დაჯგუფება, რომელიც თანამედროვე იარაღითაა აღჭურვილი".
ცხინვალიდან გასვლის შემდეგ ქართულმა ჯარებმა უკან დახევა გააგრძელეს და 11 აგვისტოს თითქმის მთელი არმია თბილისის გარშემო იყო კონცენტრირებული. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით შესული იყო 20 000-მდე ჩვენ ჯარისკაცი. მოწინავე რაზმები მიუახლოვდნენ გორს, დაიკავეს ზუგდიდი, სენაკი. მოწინავე დაზვერვა კი ქალაქ-პორტ ფოთში შევიდა. ქართული არმია ბრძოლაში თითქმის არსად ჩაბმულა და უკან იხევდა. რუსული ჯარები შორს მოწყდნენ მომარაგების ბაზებს და ისინი ცოტანი არიან წარმატებული ოკუპაციისთვის, მათმა წინსვლამ საქართველოში დაკარგა აზრი და იწვევდა მხოლოდ შემდგომ დანაკარგებს ტექნიკაში ხშირი მწყობრიდან გამოსვლის გამო. უკან დახევის ბრძანებით საქართველოს ხელმძღვანელობამ შეინარჩუნა რეგულარული არმია, რომელმაც ოსების ელვისებური დამარცხებით მოსახლეობაში თავისი პრესტიჟი ასწია. არმიის შენარჩუნებით სააკაშვილმა შეინარჩუნა ერთიანი საქართველო და საკუთარი რეჟიმის საძირკვლები, ხოლო რუსეთის ინტერვენციასთან საქმის გარჩევა დასავლეთის ლიდერებსა და დიპლომატებს შეატოვა.
ქართველი ერი მთელი თავის ისტორიის მანძილზე ცხოვრობდა მსოფლიო იმპერიების შეჯახებათა საზღვარზე და შეიძინა გადარჩენისთვის მოქნილობა და ცოდნა იმისა, თუ როგორ დაუპირისპიროს ერთმანეთს ძლიერი მოწინააღმდეგეები ისე, რომ ჩვენებს არც კი დაესიზმრებათ. რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელთაგან ზოგიერთს მხოლოდ ეჩვენება, რომ ისინი ისე მოქმედებენ, როგორს სტალინი.
დანგრეული სამხედრო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა აღდგება დასავლეთის ფულით და ამ დროს დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება, განადგურებული რადარები და იარაღი შეიცვლება ახლით და უკეთესით. სააკაშვილმა წარმატებით გადაწყვიტა თავისი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა - საბოლოოდ მოახდინა სამხრეთ-ოსური და აფხაზური პრობლემების ინტერნაციონალიზაცია, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გამოიწვიოს რუსეთის თანამიმდევრული გამოდევნა და მისი გავლენის შემცირება რეგიონში. ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს თბილისში ფრანგი ელჩი ერიკ ფურნიე "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტის თანდასწრებით ამბობდა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება არ მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სერიოზულ პრობლემებად. ჩვენ გვაქვს ირანი, ავღანეთი, სუდანი, ლიბანი, ერაყი. არავინ ბრიუსელში არ განიხილავს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოგზავნის საკითხს. ევროკავშირს არ ჰყავს ზედმეტი ჯარისკაცები ასეთი მცირე მნიშვნელობის საკითხისთვის. ეს საერთოდ, რუსების საქმეა, რეგიონში ძირითადი მოთამაშე სწორედ რუსეთია".
ახლა კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. რუსეთის შეჭრამ ევროპა გამოაღვიძა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წამოაყენა სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეთანხმებულია მოკავშირეებთან ნატოში და იაპონიასთან, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, ყველა დევნილის დაბრუნებას, მათ შორის აფხაზეთში, რუსეთისა და საქართველოს ჯარების სრულ გამოყვანას კონფლიქტის ზონებიდან და საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას, რომელშიც ასაევე, რუსული კონტინგენტიც იქნება ჩართული. წინა ფორმატი რუსეთის ერთპიროვნული მონაწილეობით მიუღებელი გახდა დასავლეთისთვის, ჩვენმა აგრესიამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. უბრალო ადამიანებისთვის კავკასიაში - ოსებისთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და სხვათათვის ეს ნიშნავს რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას, უზარმაზარ უცხოურ დახმარებას რეგიონის აღდგენისა და განვითარებისთვის. რუსეთისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს სამხედრო-პოლიტიკურ დამარცხებას თითქოსდა წარმატებული შეჭრის შედეგად.
გასაგებია, რომ ფრანგული გეგმა გაეროში ჩვენი ელჩის ვიტალი ჩურკინის მიერ მაშინვე უარყოფილი იქნა როგორც მიუღებელი, მაგრამ შემდეგ მოსკოვმა მანევრირება დაიწყო. დღევანდელ დასავლეთზე დამოკიდებულ რუსეთს ბევრი შეუძლია ილაპარაკოს თავის აღორძინებულ სიძლიერეზე, ხოლო სინამდვილეში სულ სხვა რამ გამოდის. საქმე ის არ არის, რომ ძველი ტექნიკა სულ მუდამ ფუჭდება, ხოლო ქართველები აღმოჩნდნენ მზად, ჩამოეგდოთ ჩვენი ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი. რუსეთის ყველა ლიდერი, როგორც "ძალოვანებიდან", ისე "ლიბერალებიდან" არსით ბიზნესმენ-მილიარდერები არიან, მათი პირადი ინტერესები დასავლეთში ძევს, მათი მთავარი პოლიტიკური მიზანი "რუსეთის მოდერნიზებაა", ხოლო საქართველოში შეჭრა დღეს მათ აკოტრებს და მომავალში აშკარად გაცილებით დიდ უსიამოვნებებს უქადის. დასავლეთთან ინტეგრაციის შესაძლებლობის შენარჩუნების მიზნით სამშაბათს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაცხადა "სამხრეთ ოსეთში მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის" შეწყვეტის შესახებ. ნოგოვიცინის თქმით, ეს ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას.
მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. მოსკოვში კიდევ იმედოვნებენ სააკაშვილის გადაყენებას, და, თუმცა ეს ნაკლებად შესაძლებელია, ნებისმიერი მისი მემკვიდრე, მაგალითად დევნილი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სააკაშვილი საჯაროდ შეურიგდა, უკეთესი არ იქნება. კონფლიქტი როგორც ჩანს გართულებულია პიროვნული შეუთავსებლობით სააკაშვილსა და პუტინს შორის. თბილისის დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ სააკაშვილმა დამცინავი სიტყვები თქვა "კრემლის ბინადრებზე" მოწმეების თანდასწრებით. ჩემთან პირადი შეხვედრის დროს კი სააკაშვილმა მითხრა და უფლება მომცა დამებეჭდა, რომ ამ ჭორების შესახებ მასაც გაუგონია, მაგრამ თავად მსგვასი არაფერი უთქვამს და ეს "ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციებია".
მოუთმენელია იმასთან შეგუება, რომ იქედნური სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა დსთ-დან, გამოაცხადა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებად და რომელსაც ჩვენი ხელმძღვანელები საჯარო პოლიტიკაში ვერანაირად შეეჯიბრებიან, ისევ უნდა დარჩეს თბილისში პრეზიდენტად. კრემლში გარკვეული წრეები ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი კავკასიაში დანაშაულებათა გამოსაძიებლად. (სხვათა შორის "ნოვაია გაზეტა" მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, ოღონდ პირობით, რომ გამოძიება კონფლიქტის ყველა მხარეს შეეხება). თუმცა, თუნდაც მსგავსი ტრიბუნალი მოულოდნელად კიდეც რომ შეიქმნას, (მიუხედვად იმისა, რომ უკვე არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო), მისი იურისდიქცია გავრცელდება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეც, რომელიც შესაძლოა პირველ რიგში აღმოჩდნეს დარტყმის ქვეშ კავკასიაში დღესაც და ადრეც ჩადენილი საქციელისთვის. ერთხელ შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალი არ იქნება დამოკიდებული რუსეთის ხელისუფლებაზე და იხელმძღვანელებს სამართლის პრინციპით.
თვითმხილველთა მოწმობით, საქართველოს ტერიტორიაზე შეყვანილია როკის გვირაბის გავლით 58-ე არმიის სარაკეტო ბრიგადა - ზალპური ცეცხლის სისტემები "ურაგანი" და "ტოჩკა-უ". რაც შეეხება "გრადს" (კალიბრი 122 მმ), ის მცირედ ეფექტურია ქალაქებსა და საფარში მყოფი მებრძოლების წინააღმდეგ. გაცილებით მძლავრია "ურაგანი" (220 მმ). ცხინვალის რაიონიდან "ტოჩკა-უ"-ს (მოქმედების რადიუსი 110 კმ) შეუძლია მისწვდეს თბილისს და მიმდებარე რაიონებს. "ტოჩკა-უ"- ფუგასური საბრძოლო ქობინი 3 ჰექტარს ფარავს, კასეტური კი 7-ს.
"ურაგანი" და "ტოჩკა-უ" მასობრივალ იქნა გამოყენებული ჩეჩნეთის დაბომბვის დროს 1999 და 2000 წლებში, რამაც ნგრევა და მშვიდობიან მოსახლეობაში მასობრივი მსხვერლი გამოიწვია. წინა კვირაში "ტოჩკა-უ"-ს რაკეტებით აფხაზეთიდან დაიბობმა სამიზნეები დასავლეთ საქართველოში. რაკეტების გაშვება დააფიქსირა ამერიკულმა გლობალურმა სისტემამ, რომელიც რაკეტების გაშვებას აფიქსირებს. აფხაზურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს მათ განახორციელეს ამ ბალისტიკური რაკეტების გაშვება. ახლა კი ჩვენებს ასევე შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ეს არა 58-ე არმია, არამედ ოსები აყენებენ თბილისს სარაკეტო დარტყმებს შურისძიებისთვის ცხინვალის სანაცვლოდ. ასეთი დარტყმები თბილისში დიდ პანიკას გამოიწვევდა და შესაძლოა ჯერ კიდევ გამოეწვია სააკაშვილის გადადგომა.
ცეცხლის შეწყვეტა ძალიან არამყარი იქნება იმ მომენტამდე, სანამ საქართველოში არ შემოვლენ საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტები

ვინ დაბლოკა ქართული ფორუმები?!
ამათ ხომ არ აჟრიალებთ, ამის გაკეთება ახლა როგორ შეიძლება?!
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#462 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 August, 2008 - 21:55

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Aug 16/08, 20:18 -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით მსოფლიო რომ მარტო ბჭობდეს რუსის სისხლიანი ჩექმა საქართველოს პარლამენტში კარგა ხნის წინ შეაბიჯებდა

მართლაც არც არაფერი დაუკლია!...ჯერ .."აფხაზური გაკვეთილი"....ახლა რამის საქართველოს სრული ანექსია....განა რუსეთს დასავლეთის რიდი რომ ჰქონოდა ასე დღისით და მზისით ამას იზამდა?!....გასდიოდა, აკეთებდა და ახლაც დასავლეთის ენამოჩლექილ-თავშეკავებული ქცევებიდან გათ\ამამებულმა გააკეთა ის, რაც მისმა დათვურმა ინსტინქტმა უკარნახა!!!

#463 Giorgi Jamburia

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 205 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 August, 2008 - 21:57

Giorgi Kalatozishvili

ციტატა

ვინ დაბლოკა ქართული ფორუმები?!
ამათ ხომ არ აჟრიალებთ, ამის გაკეთება ახლა როგორ შეიძლება?!

როგორც ვიცი, forum.ge შ.ს.ს-ს მოთხოვნით გაითიშა.

ეს კი ფრანგების მიერ 2007 წელს გადაღებული ფილმი ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე:
The Putin System
გამოქვეყნებული სურათი
ინგლისურ ენაზეა და სადღაც საათნახევარი გრძელდება.
გადმოწერა
The Proud Participant of Business Conference

#464 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 August, 2008 - 23:06

ციტატა

როგორც ვიცი, forum.ge შ.ს.ს-ს მოთხოვნით გაითიშა.

ვაა ...
არ ვიცოდი ...
და რა მოტივით ნეტა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#465 Irakli Asanishvili

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,319 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 August, 2008 - 08:22

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Aug 18/08, 22:06 -ში, განაცხადა:

ვაა ...
არ ვიცოდი ...
და რა მოტივით ნეტა?

კი ნამდვილათ ეგრეა, ჩათვალეს რომ პანიკა სუფევდა და გათიშეს დროებით, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მალე აღდგება.
Irakli Asanishvili
Ceo/Partner

itgroup®
t: +995 (32) 484002 ext.101
w: itgroup.ge

#466 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 August, 2008 - 17:59

ჯერ ნაადრევია საქართველოს კრიზისის შესახებ საბლოო დასკვნების გაკეთება, მაგრამ ამ დღეებში ყველანი ვცდილობთ რაღაც ანალიზის გაკეთებას და ამისგან თავს არც მე შევიკავებ.

ჩემი აზრით, საქართველომ გამოავლინა ის გლობალური პრობლემები, რაც მსოფლიოს წინაშე დგას და ისინი დღისწესრიგიდან არ მოიხსნება. ახლა უკვე ნათელია, რომ კონფლიქტების დაკონსერვების ტაქტიკა, რასაც დასავლეთი მიმართავდა, ამ გლობალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვის მცდელობა იყო და არა კონსტრუქციული და პოზიტიური განწყობის გამოვლენა. ბოლო მოვლენებმა დაგვანახვეს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები და საერთაშორისო სამართალი ახალი გამოწვევების წინაშე უძლურია.

ჩვენ NATO-ს დე-ფაქტო წევრი ვიყავით. მაგრამ დღეს NATO-მ ვერ შეძლო საქართველოსათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა. შეიქმნა ახალი ბიუროკრატიული ორგანო ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც დაკავდება ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების საკითხით. მაგრამ ამგვარი კომისია უკვე არსებობს უკრაინასთან და ვერაფერი ქმედითი ამ კომისიამ ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ გააკეთა. უკრაინა ისეთივე რისკების ქვეშ დარჩა, რაც ადრე იყო. მე იმის თქმა მინდა, რომ საქართველოსთვის რეალური ინტეგრაციის შეთავაზების ნაცვლად, NATO-მ რუსეთის აგრესიას არაფრისმთქმელი კომისიის შემნით უპასუხა. ეს ნიშნავს იმას, რომ NATO-ს არ სურს საქართველო იხილოს წევრებს შორის. ოღონდ არც ის უნდა, რომ უარი მისგან მოდიოდეს. უნდა, რომ საქართველომ თავად თქვას უარი ალიანსში ინტეგრაციაზე. მაპ-ის მოცემაზე უარი უკვე ნიშნავდა ამას. მაპ-ის მოცემით აშშ და ევროკავშირი არაფრით რისკავდა. უარი თქმა ყოველთვის შეიძლებოდა. მაკედონიას ხომ უთხრეს უარი, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მაკედონიას მაკედონია ერქვა.

არ დაგავიწყდეთ, რა მოტივით გვითხრეს უარი მაპ-ზე. კონფლიქტების მოუგვარებლობის გამო. ამ კრიზისის შემდეგ კი კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამიტომაც მგონია, რომ სამხედრო ინტერვენცია რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული და საქართველო მას ვერ გაექცეოდა. ნატო-საც ყოველთვის ექნება საფუძველი, რომ უარი გვითხრას. რეალურად, ნატოს არ უნდოდა თავისი ფუნქციის შესრულება. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი იმედები ამასთან მიმართებაში იყო გადამეტებული და რეალიზმს მოკლებული.

სრული უსუსურობა დაამტკიცა ევროკავშირმაც. ეს გაერთიანება არ აღმოჩნდა გრძნობიარე საგარეო რისკებთან მიმართებაში. მას არ შეუძლია სწრაფი და ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კრიზისის დროს იგი ფაქტიურად უმოქმედოა. სარკოზის მისიის წარმატებაზე კი საუბარი ნაადრევია. არცერთი შეთანხმება რუსეთს არ შეუსრულებია. ე.ი. ევროკავშირს ნულოვანი ავტორიტეტი აქვს რუსეთთან მიმართებაში.

ეს ძალიან სამწუხაროა. ქართული საზოგადოება იმედგაცრუებული იქნება. ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მივდიოდით ნატოსკენ. და როცა დაგვჭირდა ალიანსის დახმარება (არა დეკლარაციების დონეზე), შედეგად ვერაფერი მივიღეთ. ეს ნიშნავს ნატო-სა და ევროკავშირის იდეის დისკრედიტაციას. და ამ პროცესებს ადგილი არა მხოლოდ საქართველოში ექნებათ.

გამოდის რომ, საქართველოს ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ უნდა შეისწავლოს. ოღონდ იმედი მაქვს, საზოგადოება ახლა "დამნაშავეების ძებნით" არ დაკავდება. საზოგადოების კონსოლიდაცია ახლა ძალიან გვჭირდება გაცილებით სერიოზული პრობლემების გადასაწყვეტად.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#467 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 19 August, 2008 - 20:36

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის განცადებით დაღუპულია 215 ადამიანი 70 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა... გაიზრდება თუ არა ეს ციფრი?

#468 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 August, 2008 - 21:34

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Aug 19/08, 17:59 -ში, განაცხადა:

ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მივდიოდით ნატოსკენ. და როცა დაგვჭირდა ალიანსის დახმარება (არა დეკლარაციების დონეზე), შედეგად ვერაფერი მივიღეთ. ეს ნიშნავს ნატო-სა და ევროკავშირის იდეის დისკრედიტაციას. და ამ პროცესებს ადგილი არა მხოლოდ საქართველოში ექნებათ.

გამოდის რომ, საქართველოს ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ უნდა შეისწავლოს. ოღონდ იმედი მაქვს, საზოგადოება ახლა "დამნაშავეების ძებნით" არ დაკავდება. საზოგადოების კონსოლიდაცია ახლა ძალიან გვჭირდება გაცილებით სერიოზული პრობლემების გადასაწყვეტად.


ბევრი რამ შენს ნათქვამში მიშანდობლივი და საყურადღებაოა, მაგრამ ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ "ნატო"-ს წევრ ქვეყნებს ოდესმე იმის ილუზია ჰქონოდეთ, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთი ერთ მშვენიერ დღეს ზარ-ზეიმით მიგვაცილებდა "ნატო"-მდე და კარსაც თვითონ გაგვიღებდა!!! რუსეთმა დღესაც მთელი სიცხადით აჩვენა, რომ ის არის აბსოლიტურად არაადექვატური XX1 საუკუნის საერთაშორისო სამართლებრივ და სამშვიდობო ღირებულებებთან.....მან ერთხელ კიდევ განაცხადა, რომ, რადგან ერთხელ მას უწოდეს "ველიკი რუსკი ნადოდ", ამიტომ მას მუდმივად ეკუთვნის ის, რაც მისი არაა და არც არასოდეს არ ყოფილა! ...\თუ ამას შეურიგდა დასავლეთი, რომ მის მიერ მიღებული თამაშის წესები რუსეთმა როცა უნდა და სადაც უნდა იქ დაარღვიოს, მაშინ ეს დასავლეთი იმსახურებს იმასაც რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს უნიფხვო რუსი ნატოს დროშასაც უკანალში გამოისვამს!!!
მე უფრო მგონია, რომ რუსის დანდობა აღარ შეიძლება...ამ მართლა "ერთი დღის ჯიშს" ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ბედნიერად იცხოვროს, მაგრამ არ უნდა....ის ბედნიერია მხოლოდ მაშინ როცა სხვა უბედურია! თვითონ ეროვნებით რუსი, გამოჩენილი მოაზროვნე - ჩადაევი წერდა: "რუსეთი ეს არის ამოუვსებელი ისტორიული უფსკრული ორ უზარმაზარ, დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის...ამ მუქთახორა ბრბოს არაჩვეულებრივი ნიჭი გააჩნია იმისა, რომ ცხოვრება საკუთარ თავსაც და სხვასაც ჯოჯოხეთად უქციოს!"......ამიტომაც დროა დასავლეთმა ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს ბოლომდე ჩახადოს...ომი არაა აუცილებელი, მას გააჩნია საამისო ეკონომიკური ბერკეტები, რათა ამ გაუგებარმა და ამბიციურმა პოლიტიკურმა წარმონაქნმა საკუთარი თავი თვითონ ამოიჭამოს!!!

რედაქტორი Malkhaz Vardanashvili, 19 August, 2008 - 21:35.


#469 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 19 August, 2008 - 23:13

იხილე გამოხმაურებაGeorge Selimashvili, Aug 19/08, 17:59 -ში, განაცხადა:

ჩვენ NATO-ს დე-ფაქტო წევრი ვიყავით. მაგრამ დღეს NATO-მ ვერ შეძლო საქართველოსათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა. შეიქმნა ახალი ბიუროკრატიული ორგანო ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც დაკავდება ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების საკითხით. მაგრამ ამგვარი კომისია უკვე არსებობს უკრაინასთან და ვერაფერი ქმედითი ამ კომისიამ ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ გააკეთა.

NATO-ს დე-ფაქტო თუ დე-იურე წევრობა არ არსებობს, ნატოს წევრობა ნატოს წევრობაა. NATO-სგან რა დახმარებას ველოდით? NATO არის ერთადერთი ქმედითი ორგანიზაცია, რომელსაც ასევე შეუძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ თავის წევრებთან მიმართებაში. ჩვენს შემთხვევაში ქმედითი ნაბიჯი კი ნატოს სამხედრო ჩარევა იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ კრიზისიდან გამოსავალი... რაც შეეხება დანარჩენ ორგანიზაციებს მათ მხოლოდ რეზოლუციების დონეზე შეუძლიათ რეაგირება, რომელიც ან შესრულდება ან არ შესრულდება. საქართელოში განვითარებულმა მოვლენებმა კი საბოლოოდ ყველას დაგვანახა, რომ საქრთველოს მომავალი დამოკიდებულია ერთადერთ მიზნის მიღწევაში - ეს არის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობა.

NATO ქმედით ნაბიჯებს მხოლოდ მაშინ გადადგავს, როდესაც საქართველო მისი წევრი გახდება. მე მგონია რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს და აკეთებენ ყოვედღიურად, მაგრამ რუსეთის განგსტერულ მთავრობასთან ცივილური ენით საუბარი არ გამოდის და ამასაც მთელი მსოფლიო ხედავს...

#470 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 August, 2008 - 01:13

ევროკავშირი არის არა სამხედრო, არამედ ეკონომიური გაერთიანება. რამდენადაც ვიცი, მას საკუთარი ჯარიც კი არ ჰყავს. არაფერია ამაში გასაკვირი, რომ რუსეთის ლანძღვის მეტი ნავ ვერაფერი ჰქნა. მას ასევე შეუძლია და იმედია იზამს კიდევაც, ომის მერე საქართველოსთვის ეკონომიური დახმარების გაწევა ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მეტი არაფერი!

მე სხვა რამე მაწუხებს. რატომ არ გაჰყავს რუსეთს ჯარი? რას ფიქრობთ ამაზე? აგერ აქ წერია, რომ რუსებს დღემდე ყოველ დღე ახალი ტექნიკა შემოჰყავთ აფხაზეთში:
http://www.novayagaz...2008/60/04.html
გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში რაკეტები დააყენეს, რომლებითაც თბილისის დაბომბვას შესძლებენ. ამ კონფერენციაზე კი ცოტა ხნის წინ დაიდო პოსტი, სადაც ეწერა, ამერიკა და სხვები სპარსეთის ყურეში გემებს აგროვებენ. ეს ყველაფერი რისთვის? ნუთუ მხარეები მართლა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან? თუ როგორც აქ დაიწერა, საქართველო რუსეთს ჩაბარდა ირანის სანაცვლოდ? ჯარების გადაადგილება და მზადყოფნაში ყოლა ფული ღირს. ტყვილა უბრალოდ ამას არც ერთი მხარე გააკეთებს. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
Der Gott ist tot!

#471 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 August, 2008 - 02:07

ჩემი აზრით ბუში, სანამ დრო გაუვა - აუცილებლად დაარტყამს ირანს, რომელსაც ცხადია რუსეთი გაუწევს დახმარებას.

ჩვენ აშშ სთან გვაქვს სამხედრო ალიანსი, მართალია არაოფიციალური, მაგრამ მაინც, ასე გვქვია Ally (მოკავშირე) სხვათაშორის ამას არცერთი ოდნავ გარკვეული ამერიკელი არ უარყოფს, ჩვენ ხომ ერაყში და ავღანეთში ქვეყნებს შორის სიდიდით მესამე სამხედრო ნაწილი გვყავდა ჩაყვანილი აშშ ს დასახმარებლად იქ სადაც მას უჭირდა.

არ გაგიკვირდეთ, აშშ-ს მართლა უჭირს ერაყში, არა ტექნიკურად ან ფინანსურად, არამედ მორალურად და ცოცხალ ძალაში, მოგეხსენებათ როგორ მოითხოვენ ამერიკელები საკუთარი ჯარების უკან დაბრუნებას.

ამიტომ საქართველოზე დარტყმა, ამერიკის მოკავშირეზე დარტყმა იყო, არა მგონია ყველაფერი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, მაგრამ ვფიქრობ ფარულად აშშ მაინც დაეხმარება საქართველოს, პრესტიჟის აღსადგენად და თან ჩვენი აეროპორტები საკმაოდ ახლოს არის ირანთან...
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#472 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 August, 2008 - 07:26

იხილე გამოხმაურებაIrakli Betchvaia, Aug 20/08, 01:13 -ში, განაცხადა:

მე სხვა რამე მაწუხებს. რატომ არ გაჰყავს რუსეთს ჯარი? რას ფიქრობთ ამაზე? აგერ აქ წერია, რომ რუსებს დღემდე ყოველ დღე ახალი ტექნიკა შემოჰყავთ აფხაზეთში:
http://www.novayagaz...2008/60/04.html

მართალი გითხრა მეც რგ მაწუხებს...რუსეთი ცდილობა გააჭიანუროს პროცესი, რათა ამ პროვოცირებული კონფლიქტიდან მიიღოს მაქსიმუმი, ანუ საქართველოს ფაქტიურმა საზღვარმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიების საზღვარზე გაიაროს.....თუ აქ შემოვლენ გაეროს მანდატის შერეული სამშვიდობო ძალები, რუსეთი საზღვრის იქით თავის ე.წ. სამშვიდობოებს ჩააყენებს..მან საქართველოსთან პარტნიორობის პერსპექტივა სამუდამოდ ამოწურა და ახლა ცდილობს საკუთარი ე.წ. უსაფრთხოების ზონა შეიქმნას ისევ ჩვენი ტერიტორიის ხარჯზე!
ვნახოთმას ამის უფლებას მისცემს თუ არა დასავლეთი....ისე არ გამოვიდეს, რომ აქ ქართული მიწა გადაიქცეს ანტაგონისტურ მილიტარულ ზონად სადაც ერთმანეთის პირისპირ იდგებიან "ნატო"-ს და რუსეთის რაკეტები....!

#473 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 August, 2008 - 08:20

ციტატა

გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში რაკეტები დააყენეს, რომლებითაც თბილისის დაბომბვას შესძლებენ. ამ კონფერენციაზე კი ცოტა ხნის წინ დაიდო პოსტი, სადაც ეწერა, ამერიკა და სხვები სპარსეთის ყურეში გემებს აგროვებენ. ეს ყველაფერი რისთვის? ნუთუ მხარეები მართლა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან? თუ როგორც აქ დაიწერა, საქართველო რუსეთს ჩაბარდა ირანის სანაცვლოდ? ჯარების გადაადგილება და მზადყოფნაში ყოლა ფული ღირს. ტყვილა უბრალოდ ამას არც ერთი მხარე გააკეთებს. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

მსგავს საკითხებზე ცხადია არავინ არ საუბრობს ღიად ...
რაღაც ისეთი ხდება, რაც კულისებს მიღმა რჩება

შესაძლოა რუსეთს წილი უნდა დიდი ნამცხვრიდან, რომელსაც ირანი ჰქვია და ამისთვისაა ეს ყველაფერი წამოწყებული
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#474 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 August, 2008 - 08:51

ამ დილით ვუყურე საქართველოს მთავრობის კიდევ ერთ ნაცოდვილარ მცდელობას დაეცვათ ფოთის პორტში დარჩენილი ქონება....მსწრაფლ საიდანღაც გაჩნდნენ რუსი "სამშვიდობოები", ქართველი სამხედროები ტყვედ აიყვანეს, და თან 4-5 ამერიკული სამხედრო ჰამერებიც ზედ მიაყოლეს.....!

მოკლედ გულაობენ ბიჭები....! ამერიკა და დასავლეთი კვლავ ბჭობს, რუსეთი კი კვლავ TR..KS უჩვენებს!!!

ძია მიხოზე ანეგდოტი მახსენდება - თინეიჯერებმა მოილაპარაკეს...მოდი ძია მიხოს გავეპიარ-გავეკაიფოთო, თევზის ჭერას რომ დაიწყებს მივიდეთ და ვკითხოთ ძია მიხო რას აკეთებო...ის რომ გვიპასუხებს თევზს ვიჭერო, ჩვენ ვუთხრათ - თევზს კი არა ჩემ Y-ს დაიჭერო....!
მართლაც მეორე დღეს მივიდნენ თინეიჯერი პიარშჩიკები ძია მიხოსთან და ეკითხებიან - გამარჯობა ძია მიხო, რას აკეთებო!....ძია მიხოს არც კი მოუხედავს, ისე უპასუხა - წადით თქვენი დედაც მოვ.....ო!

.......ასე ეუბნება დღემდე რუსეთი დასავლეთს - да пошли Вы все на Х. вашу маму тоже.. , დასავლეთი კი დღემდე აღშფოთებას ვერ მალავს .....უყურეთ ამ უსინდისო რუსებს რაებს კადრულობენო!....ამ დროს კის საქართველო პარტახდება და ჩანაგდება!!!

რედაქტორი Malkhaz Vardanashvili, 20 August, 2008 - 08:54.


#475 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 20 August, 2008 - 10:34

იხილე გამოხმაურებაGiorgi Pirtskhalava, Aug 20/08, 02:07 -ში, განაცხადა:

........ და თან ჩვენი აეროპორტები საკმაოდ ახლოს არის ირანთან...


ზოგადად მარნეულის აეროპორტი ამერიკელებმა და თურქებმა მაგ მიზეზით გაარემონტეს, რა იქ იყო და ზოგი რამ ჯერ კიდევ არის (ასაფრენი ზოლი, საწყობები, ანგარები. სანავიგაციო სისტემები და ა.შ.) ბევრად ცდება ჩვენს საჭიროებებს
The Proud Participant of Business Conference

#476 Niko Tevdorashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 68 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 August, 2008 - 10:42

მემგონი საინტერესო სტატია უნდა იყოს:

მთელი კვირა (რეზონანსი) 2008 წლის 18 აგვისტო, ორშაბათი, #224 (5737)

ექსკლუზიური ინტერვიუ ივლიანე ხაინდრავასთან

ნათია ახალაია

“ვშიშობ, რომ საბოლოოდ ინფორმაცია შემაძრწუნებელი იქნება”

“უბედურებაა, რომ მთავარსარდლის ბავშვურ კომპლექსს ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა”

“როგორც ვიცი, ჩვენი მოკავშირეები ემუდარებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ახლა კი სააკაშვილს ჰყოფნის თავხედობა, რომ ევროპა დაადანაშაულოს მომხდარში.
ახლა უპირველესი ამოცანა ქვეყნის აგრესორისგან გათავისუფლებაა; ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი კი ამ ქვეყანაში აუცილებლად დადგება. ერს ხელისუფლების ნამოქმედარის მიმართ ადეკვატური შეფასება უნდა ჰქონდეს, რათა ამ ქვეყანაში მსგავსი კატასტროფა აღარ დატრიალდეს” – “მთელ კვირას” რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა ესაუბრება.

_ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მოსალოდნელი ომის საფრთხის შესახებ მათ მიერ ინფორმირებული იყო დასავლეთი, მაგრამ მაშინ მათ წაუყრუეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
_ მე სანდო ინფორმაცია მაქვს იმის თაობაზე, რომ საქმე პირიქით იყო. დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას: შორს ნუ შეტოპავთ, თორემ ძალიან სახიფათო მიმართულებით განვითარდება მოვლენებიო. რუსეთი რომ კონფლიქტის ესკალაციით დაინტერესებული იყო – ცხადია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არამც თუ არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება, არამედ პირიქით: მან წამოიწყო მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში.
_ 7 აგვისტოს?
_ დიახ.
_ სააკაშვილი ამბობს, რომ ომი მას არ დაუწყია.
_ აბა, როგორ გაჩნდა ქართული ჯარი ცხინვალის რეგიონში?
_ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ იძულებითი, საპასუხო ცეცხლი გახსნა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით.
_ რაღა მაშინ მოუნდათ “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, როცა რუსეთის მთელი ჩრდილოკავკასიური სამხედრო დაჯგუფება და შავი ზღვის ფლოტი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იყო? იქით _ მანევრები, აქეთ მოსახლეობას ხიზნავენ ცხინვალიდან, ჯავაში მაგრდებიან, კაზაკების მობილიზაცია ხდება, ჩრდილოკავკასიელები ამოძრავდნენ, როკის გვირაბი მოქმედებს. Aასეთ პირობებში რას ფიქრობდნენ? მომხდარს აქვს პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული ასპექტები და ვერც ერთში საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა.
_ მაგრამ, როგორც ხელისუფლება ამბობს, ეს ინტენსიური ცეცხლი იყო, სერიოზული საფრთხის შემცველი.
_ მთელი ამ წლების განმავლობაში პერიოდულად იყო სროლა _ ორივე მხრიდან; იყო ორმხრივი ბრალდებები. იქ განლაგებული ეუთო-ს მეთვალყურეებიც ხან ერთ მხარეს ადებდნენ ხელს, ხან _ მეორეს, ხან _ ორივეს, ხან _ არც ერთს... სტაბილურად არასტაბილური მდგომარეობა (და არა ფართომასშტაბიანი ომი) შედიოდა, ასე ჩანს, რაღაც სტრატეგიულ გათვლაში, რომელიც საბოლოოდ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საქართველოდან გასვლის საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებდა, რაც გარღვევა გახდებოდა კონფლიქტების მოგვარების გზაზე.
_ ეს საქართველოს სტრატეგიული გათვლა იყო?
_ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას ხვდებოდნენ.
_ ამერიკელები?
_ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა რეგიონში. ეს იყო სტრატეგიული კურსი; სტრატეგია კი დროს მოითხოვს. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ინფანტილური და სულსწრაფია, რაც არაერთგზის დადასტურებულა; ახლაც, როგორც ჩანს, ვიღაცეებს ნერვებმა უმტყუნა.
_ გამოდის, რომ ხელისუფლება ხალხს ატყუებს, როცა ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ცეცხლი უნდა გაეხსნათ?
_ ტყუილისა და ტრაბახის ნაზავი ამ ხელისუფლების საარსებო გარემოა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, რუსეთის არმიისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საბაბი არ მიეცა. პრეზიდენტმა ბუშმაც კი აღნიშნა, რუსეთის პასუხი არაადეკვატური აღმოჩნდაო, ანუ ისიც კი არ უარყოფს, რომ საქართველომ მისცა საბაბი რუსეთს საპასუხო ქმედებებისთვის. რუსული ჯარი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე რომ შეჩერებულიყო და ქვეყნის რბევა არ დაეწყო, ჩვენი საქმე კიდევ უფრო სავალალოდ იქნებოდა. ამასთან, კომპეტენტური ადამიანებისგან გამიგია, ცხინვალის აღება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნებაო. ჩემმა შვილიშვილმაც კი იცის, რომ, თუ როკის გვირაბი მოქმედებს, შენი მოწინააღმდეგე კი ამ გვირაბის მეორე მხარეს მყოფი რუსეთია, სამხედრო ოპერაცია განწირულია მარცხისთვის. როგორც ვიცი, ჩვენი მოკავშირეები ემუდარებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ახლა კი სააკაშვილს ჰყოფნის თავხედობა, რომ ევროპა დაადანაშაულოს მომხდარში.
- ამერიკელებიც გვემუდარებოდნენ თუ გვიკრძალავდნენ?
_ ოპერაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო, აშკარად სცილდებოდა შეთანხმებულ, თუ გნებავთ – ნებადართულ, რაციონალურ საზღვრებს. `საქართველო დემოკრატიის შუქურაა~ _ ამ კონტექსტში გაიყინა ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ამაზე 7 ნოემბრის შემდეგ ამერიკული პრესაც წერდა და შენიშნავდა, რომ საბოლოოდ, ეს კონტრპროდუქტიულ შედეგს მოიტანდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ თავისი ცალმხრივი პოლიტიკის მძევალი გახდა. არ მგონია, რომ ვაშინგტონს უნდოდა ის, რაც მოხდა. მაგრამ არ ვიცი, რამდენად კატეგორიული იყო იგი, როცა საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. ამასობაში, ამ ქვეყნის ხელისუფლებას გამოუმუშავდა რეფლექსი: რაც უნდა მოიმოქმედონ, მას ჭაობიდან ყველა შემთხვევაში ამოათრევენ.
_ შტატების სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების გამო განსაკუთრებული რეაქციაა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში, არამედ მოსახლეობაშიც. მაგრამ საინტერესოა ალბათAამერიკულ პრესაში გამოთქმული მოსაზრებებიც, მაგალითად, ასეთი: `შტატების დახმარება საქართველოს მიმართ და მუქარა რუსეთის მიმართ არის ცარიელი დახმარება და ცარიელი მუქარა~. შეიძლება ეს მოსაზრებაც გასათვალისწინებელი იყოს?
_ ერთი რამ უდავოა: არც ამერიკა, არც დასავლეთი ზოგადად საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებენ.
_ იქნებ სწორედ ამ მიზეზის გამო იყო, ამერიკის მაშველ რგოლს საქართველოს ხელისუფლება უიმედოდ რომ ელოდა რამდენიმე დღის განმავლობაში?
_ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და იმ დროს, როდესაც ჩრდილო კავკასიაში რუსული სამხედრო წრთვნები მიმდინარეობდა, აქ ტარდებოდა სამხედრო წრთვნები ამერიკელების მონაწილეობით. ესე იყო გარკვეული სიგნალი ამერიკის მხრიდან, მაგრამ რეალური ვითარება ასეთია: ამერიკელებს სჭირდებათ ქართული ჯარი ერაყში. რა, მესამე ფრონტს გახსნიან საქართველოში, როდესაც არის ერაყი, ავღანეთი და მწიფდება კრიზისი ირანთან დაკავშირებით? ცხადია, ამერიკას საქართველოში ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა. ახლა ის გამოსავალს აქტიურად ეძებს.
_ სარკოზის დოკუმენტთან მიმართებით თქვენი დამოკიდებულება როგორია?
_ შემაშფოთებელია დოკუმენტის მეექვსე პუნქტი: როგორ ფორმატშია გააზრებული კონფლიქტების მოგვარება. ვიღაცას შეუძლია თავი დაიმშვიდოს იმით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეს საქართველოს აღიარებულ საზღვრებშია, მაგრამ მედვედევმა სხვაგვარად დასვა საკითხი: სტატუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნების საფუძველზე უნდა გადაწყდესო. შექმნილ ვითარებაში, როცა ორივე ტერიტორია დაცლილია ქართველებისგან (გალის გამოკლებით), იმთავითვე გასაგებია, თუ როგორია ეს ნება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: ვითარება მკვეთრად შეიცვალა ჩვენთვის საზიანოდ.
_ არსეობს მოსაზრება, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები დაზავდნენ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის იქნება.
_ მეც მომიკრავს ყური, თითქოს მოისინჯება იდეა აფხაზეთისა (ან მისი ნაწილის) და ცხინვალის რეგიონის გაცვლაზე საქართველოს ნატო-ში წევრობაზე. მაგრამMნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის მიერ განიხილება, როგორც დაცვითი მექანიზმი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შენარჩუნების თვალსაზრისით), როგორც გარანტია იმისა, რომ საქართველოს ერთიანობა უკეთესად იქნება უზრუნველყოფილი. თუკი საკითხი ისე დაისმება, როგორც თქვენ თქვით, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი აზრი ნატო-ს მიმართ მკვეთრად შეიცვლება. ცხინვალიც და აფხაზეთიც ქართული იდენტობის, მენტალიტეტის შემადგენელი ნაწილია. დროთა განმავლობაში ცვლილებები მენტალიტეტშიც ხდება, მაგრამ მისი მომენტალური გადასხვაფერების წარმოდგენა მიჭირს. არ მგონია, ამაზე დათანხმდეს თვით ეს ხელისუფლებაც კი, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა და ახლა კუთხეში არის მიმწყვდეული, ქვეყნის ბედს კი სხვები წყვეტენ.…
_ ვინ?
_ დასავლეთი და რუსეთი. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებასაც რაღაცას ეკითხებიან; მოსკოვის შემდეგ ხომ აქაც ჩამოდიან? რაღაც სიტყვა ჩვენ _ ქართველებსაც გვეთქმის. იმედი მაქვს, ეს ისეთი სიტყვა არ იქნება, ამასწინდელ მიტინგზე რომ გაისმა.
_ რომელ მიტინგზე?
_ სააკაშვილმა რომ შეკრიბა რამდენიმე დღის წინ. იმ მიტინგით სააკაშვილმა სცადა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა: რა არაადეკვატური ხელისუფლებაც ჰყავს საქართველოს, ხალხიც ისეთივე არაადეკვატურია.
_ მაგრამ იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო.
_ დიახ და, სხვათა შორის, სხვადასხვანაირი. არ ვამბობ, რომ იქ ყველა `მიშა-მიშას~ დასაძახებლად იყო მისული. იქ ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა თავისი ქვეყნის და არა ხელისუფლების სიყვარულით. მაგრამ კონიუნქტურა ასეთია: ლიდერის სახელი პირდაპირ გაიგივებულია ქვეყანასთან, მით უფრო ისეთ პატარასთან, როგორიც საქართველოა.
_ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური ლიდერი და ქვეყანა საზოგადოებისთვის იდენტური ცნებები არ არის.
_ როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ – ნებისმიერი ლიდერი წარმავალია; მხოლოდ რესპუბლიკაა მარადიული. უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ვერა და ვერ შევძელით ქვეყანის სათავეში ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ხელისუფლების მოყვანა. ერთგვარი ფუქსავატობაა ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში: ცუდად ვიაზრებთ საკუთარი ქმედებების მოსალოდნელ შედეგებს.
ვფქრობ, რომ ახლა სააკაშვილი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს _ ნებისმიერი საშუალებით. ბუშის ადმინისტრაციაც, სავარაუდოდ, შეეცდება მის გადარჩენას: მოახლოებული არჩევნების წინ მისთვის რთულია იმის აღიარება, რომ ეს პროექტიც თურმე ჩავარდნილა.
ევროპა ორადაა გახლეჩილი: პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს იმდენი უბედურება დაატყდათ თავს რუსეთის გამო, რომ მათ მიაჩნიათ: მთავარი პრობლემა მაინც რუსეთია, სააკაშვილს კი, ასე თუ ისე, მოევლება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის კი სააკაშვილი `საშინელ ბავშვად~ გადაიქცა. Aეს გაუთავებელი პრობლემა მათში სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. Mმიმაჩნია, რომ მერკელის ვიზიტი სარკოზის ვიზიტის შემდეგ არ არის მხოლოდ რუსული პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული. ევროპელები თავის უკიდურეს უკმაყოფილებას სააკაშვილს და მის ხელისუფლებას _ იმაზე მკვეთრად, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებენ – აუცილებლად ამცნობენ. თუმცა, ევროპელებს არ სჩვევიათ სხვა ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლა; ისინი ქართველების ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ სათანადო დასკვნებსაც გააკეთებენ ჩვენი აზროვნების წესისა და განვითარების დონის შესახებ.
_ მიგაჩნიათ, რომ სარკოზის დოკუმენტშიც არის ასახული ევროპის ის დამოკიდებულება, რაზეც ახლა საუბრობდით?
_ შორს ვარ დოკუმენტების გაფეტიშებისგან. ეს არის საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულება. კონფლიქტების საკითხზე იქ ჩაიდო ორაზროვანი ფორმულირებები (რაც, თავისთავად, ცუდია ჩვენთვის, როგორც სუსტი მხარისათვის). იმ დებულებებს სხვადასხვაგვარად წაიკითხავენ რუსეთში, დასავლეთში, საქართველოში. ხელშეკრულებებში, სამწუხაროდ, ხშირად არის ჩადებული ნაღმები _ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება იდება ახლო მოკავშირეებს შორის.
_ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ინტერვენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას?
_ დიდი ხანია ვამბობ, რომ რუსეთის ნებისმიერი მტრული გამოხდომა საქართველოს მიმართ აძლიერებდა სააკაშვილს და არა პირიქით. სხვათა შორის, ასე იყო შევარდნაძის დროსაც: საკმარისი იყო, მაგალითად, რუსებს ბომბები ჩამოეგდოთ ჩეჩნეთთან მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე, რომ შევარდნაძის საშინაო პოზიციები გაძლიერებულიყო. აგრესია გარედან ბუნებრივ რეაქციას იწვევს ერის კონსოლიდაციის სახით თუნდაც უვარგისი, მაგრამ _ საკუთარი ხელისუფლების გარშემო. ახლაც, როგორც კი რუსეთში პოლიტიკოსებმა თქვეს, სააკაშვილის გადაყენება არის საჭიროო, პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა საქართველოში უპასუხა: `ეს თქვენი საქმე არ არის~. პარადოქსია: რუსეთი სააკაშვილს პოლიტიკურ წუთისოფელს უხანგრძლივებს, თავად სააკაშვილი კი - პირიქით.
_ თუკი რუსეთი თბილისის მიმართულებით ცეცხლს გახსნიდა, საქართველოს ხელისუფლებას რა ზომებისთვის უნდა მიემართა?
_ ოცდაოთხ საათში სრული სამხედრი კრახი მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ექსპერტებისთვისაც, ვისაც საკმაოდ მაღალი აზრი ჩამოუყალიბდა ქართულ ჯარზე.Aაქ, რა თქმა უნდა, უმაღლესი ოფიცრობის პრობლემაა და არა ჯარისკაცების; ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების პრობლემაა, განსაკუთრებით – მსხვილი შენაერთების დონეზე. მთავარსარდალზე აღარაფერს ვამბობ – მან, ეტყობა, ბავშვობაში ომობანას თამაშით გული ვერ იჯერა. უბედურებაა, რომ მის ბავშვურ კომპლექსს ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. არ ვიცი, დედაქალაქის დაცვისთვის რა გაკეთდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსები შეტევას განახორციელებდნენ. ის კი ვიცი, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სახალხო ლაშქარი რამის გამკეთებელი იყო.
_ ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტი შენიშნავს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, შიდა დაპირისპირებებში რომ არ დახარჯულიყო დრო და რესურსი. ამაში თქვენ _ ოპოზიციას გადანაშაულებენ.
_ ეს კრიზისის კიდევ ერთი მხარეა. საგარეო მტრის საკითხი მოგვარებულია: აგერაა რუსეთი! მაგრამ ავტორიტარული რეჟიმებისთვის საგარეო მტრის არსებობა საკმარისი არ არის; საჭიროა საშინაო მტერიც. თუ სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, არ გამოვრიცხავ, რომ განახლდება მოღალაატეების, ხალხის მტრების ძიება. იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავდაჯერება, დასჭირდება განტევების ვაცების მოძებნა. სხვათა შორის, ოპოზიციური სპექტრი იმაზე უფრო კოლეგიურად ექცევა ამ ხელისუფლებას კრიზისის დღეებში, ვიდრე ეს ხელისუფლება იმსახურებს. ჯარს რაც შეეხება – კოლოსალური ხარჯები, პირადი შემადგენლობის ექსტენსიური ზრდა, რეზერვისტების ძვირადღირებული პროგრამები და ქვეყნის მილიტარიზაცია საზოგადოდ – ამას ყველაფერს, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ხელი ვერ შეუშალა. საქართველოს შესაძლებლობების მქონე ქვეყანას უბრალოდ ვერ ეყოლება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი 37-ათასიანი ჯარი; 15-ათასიანი – შეიძლება. თუმცა, ბალტიის სამივე ქვეყანას ერთად აღებულს ამაზე ორჯერ ნაკლები რიცხოვნობის ჯარი ჰყავს. მაგრამ სააკაშვილს ჯარი, თურმე, აგრესორების წინააღმდეგ საბრძოლველად კი არა, აღლუმებისთვის და 7 ნოემბრისთვის სჭირდებოდა. საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად ჯარის გამოყენება კი მის დეზორიენტაციასა და, საბოლოო ანგარიშით, დემორალიზაციას იწვევს.
_ სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა რუსეთი საქართველოში ოპოზიციურ ძალებში ეძებდა დასაყრდენს, მაგრამ ასეთი დასაყრდენი ვერ იპოვა.
_ რუსეთს ერთხანს აბაშიძე ჰყავდა მიჩნეული დასაყრდენად, შემდეგ – გიორგაძე, რაც თავისთავად იმას მიგვანიშნებს, რომ ვერ შეიქმნა ქვეყნის მასშტაბით რამდენადმე სერიოზული დასაყრდენი. გოჩა ფიფიას ხომ ვერ დავასახელებთ რუსეთის დასაყრდენად, რომელიც ამბობს, ნატო-ში არ მინდაო?
_ ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიზისის საჯაროდ გააზრების მცდელობა არ ყოფილა. იმის გამო ხომ არა, რომ ხელისუფლების მიერ სამშობლოს ღალატში ბრალდება აეცილებინათ? რესპუბლიკელებმა ისიც კი განაცხადეთ, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელმძღვანელობამ თავისი ხელისუფლების დათმობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას.
_ მე არ ვარ უფლებამოსილი ვილაპარაკო მთელი ოპოზიციის სახელით. ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ცნობილია და რესპუბლიკური პარტიის 8 და 11 აგვისტოს განცხადებებში ეს დამოკიდებულება ჩანს. გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლების საკითხს წყვეტს ამ ქვეყნის ხალხი. აქ პრეზიდენტი არც მოსკოვმა უნდა დაგვისვას, არც _ ვაშინგტონმა, არც ბრიუსელმა და არც _ თეირანმა. ახლა უპირველესი ამოცანა ქვეყნის აგრესორისგან გათავისუფლებაა; ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი კი ამ ქვეყანაში აუცილებლლად დადგება. ერს ხელისუფლების ნამოქმედარის მიმართ ადეკვატური შეფასება უნდა ჰქონდეს, რათა ამ ქვეყანაში მსგავსი კატასტროფა აღარ დატრიალდეს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საუბარიც ამას მოემსახურება.
_ 2004 წლის ზაფხულის ცხინვალის მოვლენების შემდეგ თქვენ პარლამენტში აღნიშნეთ, რომ `საქართველოში არის დღისა და ღამის მთავრობები; დღისით სამშვიდობო მოლაპარაკეები, ღამით _ ომი”. შექმნილ სიტუაციაში რომელ ხელისუფლებას ადანაშაულებთ?
_ ახლა მხოლოდ ღამის მთავრობაღა შემოგვრჩა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც რაციონალური ტვინები მაინც დარჩნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში; ალბათ ყველა არ იყო მილიტარისტულ-თვითმკვლელურ პოზიციაზე, მაგრამ საღად მოაზროვნეთა ხმა, თუკი ასეთი იყო, დაითრგუნა. საერთოდ, ქვეყანაში საღი აზრის აშკარა დეფიციტია.
_ სხვათა შორის, ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე შენიშნა, რომ მას არ გაუხსნია ცეცხლი სამხრეთ ოსეთში 2004 წელს; მას არ დაუწყია სამხედრო ოპერაციები; რომ, პირიქით, მისი ინიციატივით გამოიყვანა იქიდან ჯარები. ეს განცხადება, თქვენი აზრით, რას შეიძლება გულისხმობდეს?
_ სააკაშვილს ხომ ქვეყნის მთელი სადავეები უპყრია ხელთ! არ მგონია, მისი ნების საწინააღმდეგოდ ასეთი გადაწყვეტილება თუნდაც ოქრუაშვილს მიეღო. კარგია, რომ სააკაშვილმა იმ ავანტურის შეჩერება მანამდე მოახერხა, ვიდრე დღევანდელის მსგავს შედეგს მივიღებდით. მაგრამ დღეს კეზერაშვილს ხომ ვერ დააბრალებს სააკაშვილი დატრიალებულ კატასტროფას? ოთხი წლის მანძილზე რაღაცა ხომ უნდა ისწავლო?!
_ თქვენი აზრით, როდის გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი?
_ ადრე თუ გვიან, ის ამოქმედდება. კონფლიქტის დროს არც ერთი მხარე არ ჩქარობს ასეთი დერეფნის გახსნას: თითოეული ცდილობს, დამალოს თავისი ნამოქმედარი. რუსებიც შეეცდებიან, რაც შეიძლება ნაკლები კვალი დატოვონ.
_ რა ინფორმაცია გაქვთ მსხვერპლის რაოდენობის თაობაზე?
_ არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მაქვს _ იმიტომ, რომ ქართული და რუსული ოფიციალური წყაროები ტყუიან. დასავლეთში კი რეალობას მიახლოებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ვშიშობ, რომ საბოლოოდ ინფორმაცია შემაძრწუნებელი იქნება; ხალხი დაიღუპა _ ჩვენი ხალხი ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალია ეს თუ გორი.
_ რა იცით, რომ ოფიციალური ქართული საინფორმაციო წყაროები ტყუიან?
_ თუ იყო მონაცემები, მაგალითად, ცხინვალელთა შორის მსხვერპლის თაობაზე მაშინ, როდესაც ქართულმა ჯარმა შტურმით დაიკავა ქალაქი? ან, ერთი მაინც ოსი ტყვე ვნახეთ? არ ვიცი, რა საბრძოლო შენაერთები იყო ოსური მხრიდან ცხინვალში იმ შტურმის დროს, მაგრამ ამგვარი ოპერაციები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მათ შორის, ვისაც სხვისი სიცოცხლეც რაღაცად უღირს. იარაღის იმ სახეობების გამოყენება, რომლებიც ქართული მხარის მიერ იყო გამოყენებული, მშვიდობიან მოსახლეობაში სერიოზული მსხვერპლის მომასწავებელი იყო. აღარაფერს ვამბობ რუსების მიერ გორში გამოყენებული იარაღის თაობაზე.
_ საერთაშორისო საპოლიციო ძალების შემოსვლის პერსპექტივა არსებობს?
_ ასეთი ძალების შემოყვანა გაჭიანურდება იმიტომ, რომ ამას რუსეთიც, აფხაზებიც და ოსებიც კატეგორიულად ეწინაააღმდეგებიან. ევროპისთვის კი არ არის დამახასიათებელი საკუთარი აზრის სხვის თავზე მოხვევა. თანაც, ახლა რუსებმა ყველაფერი რომ დათმონ, ნამდვილად გასაკვირი იქნება. საქართველოს ხელისუფლებაშიც ტალეირანი არ ჩანს, რომ წაგებული ომის შემდეგ მოგებაში დავრჩეთ. არ მინდა,… საქართველოს ფუნქცია შემოიფარგლოს იმით, რომ იგი საკუთარი დასახიჩრებული სხეულით მუდმივად ახდენდეს იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი ცუდია. გონიერი ხელისუფლების დანიშნულება სულ სხვა უნდა იყოს.

რედაქტორი Niko Tevdorashvili, 20 August, 2008 - 10:45.

Niko Tevdorashvili
TMG Marketing
Director
Vazha-Pshavela ave. #39. Tbilisi 0177, Georgia
Tel.: (995 32) 30 45 81
Mobile: (995 77) 20 99 10
e-mail: tevdorashvili@gmail.com

#477 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 20 August, 2008 - 12:21

საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ვარაუდებს გავს რეზონანსის ზემოთ მოცემული წერილი, რომელიც პესიმიზმს მარცვლებს თესავს მოსახლეობაში, რაღაც ჭორაობის დონეზე არ უნდა დავიყვანოთ საქართველოს უახლოესი ისტორია...

არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომ თითქოს ყველაფერი გათვლილი იყო... მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ ვარაუდებია... საზოგადოებამ ერთი ნათელი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ საქართველოში გაყინული კონფლიქტების დაძვრა მოხდა, მაგრამ რა მიმართულებით და როგორი ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი გმირი ჯირასკიცების სისხლი დაიღვარა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის

#478 Niko Tevdorashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 68 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 August, 2008 - 12:35

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Aug 20/08, 08:21 -ში, განაცხადა:

საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ვარაუდებს გავს რეზონანსის ზემოთ მოცემული წერილი, რომელიც პესიმიზმს მარცვლებს თესავს მოსახლეობაში, რაღაც ჭორაობის დონეზე არ უნდა დავიყვანოთ საქართველოს უახლოესი ისტორია...

არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომ თითქოს ყველაფერი გათვლილი იყო... მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ ვარაუდებია... საზოგადოებამ ერთი ნათელი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ საქართველოში გაყინული კონფლიქტების დაძვრა მოხდა, მაგრამ რა მიმართულებით და როგორი ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი გმირი ჯირასკიცების სისხლი დაიღვარა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის


პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს:( ღმერთი იყოს შენი, შენი ოჯახის და ყველა კეთილისმსურველის მფარველი :blink:
საინტერესოა შენი შეხედულება მეც იმედს გამოვთქვავ, რომ მხოლოდ პესიმიზმის და ასე ვთქვათ საკითხში ჩაუხედავი ადამიანის ჭორაობაა ივლიანე ხაინდრავას სტატია (ინფორმაციისათვის საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებს საკმაოდ კარგად უნდა იცნობდეს ჩემის აზრით, კონფლიქტების დაწყებიდან ჩართულია იმ ექსპერტების თუ პოლიტიკოსების ჯგუფში, რომლებიც მუშაობდნენ, მუშაობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს არც ერთი მთავრობა არ უსმენდა).

თხოვნა კონფერენციის ყველა წევრთან, ძვირფასო ნაცნობო და ჯერ უცნობო მეგობრებო გამოვაქყვეყნოთ ყველა სტატია (დოკუმენტური თუ ანალიტიკური), რათა უფრო მეტი საშუალება გვქონდეს უკეთესად აღვიქვათ რა მოხდა და რა შეიძლება მოყვეს არსებულ ვითარებას.

რედაქტორი Niko Tevdorashvili, 20 August, 2008 - 12:40.

Niko Tevdorashvili
TMG Marketing
Director
Vazha-Pshavela ave. #39. Tbilisi 0177, Georgia
Tel.: (995 32) 30 45 81
Mobile: (995 77) 20 99 10
e-mail: tevdorashvili@gmail.com

#479 Eliso Kokaia

    female

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 917 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 August, 2008 - 12:48

სტატია - ავტორი :ირაკლი კაკაბაძე

http://presa.ge/inde...ext=news&i=3552

#480 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 20 August, 2008 - 18:32

იხილე გამოხმაურებაNiko Tevdorashvili, Aug 20/08, 12:35 -ში, განაცხადა:

პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს:( ღმერთი იყოს შენი, შენი ოჯახის და ყველა კეთილისმსურველის მფარველი :blink:
საინტერესოა შენი შეხედულება მეც იმედს გამოვთქვავ, რომ მხოლოდ პესიმიზმის და ასე ვთქვათ საკითხში ჩაუხედავი ადამიანის ჭორაობაა ივლიანე ხაინდრავას სტატია (ინფორმაციისათვის საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებს საკმაოდ კარგად უნდა იცნობდეს ჩემის აზრით, კონფლიქტების დაწყებიდან ჩართულია იმ ექსპერტების თუ პოლიტიკოსების ჯგუფში, რომლებიც მუშაობდნენ, მუშაობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს არც ერთი მთავრობა არ უსმენდა).

თხოვნა კონფერენციის ყველა წევრთან, ძვირფასო ნაცნობო და ჯერ უცნობო მეგობრებო გამოვაქყვეყნოთ ყველა სტატია (დოკუმენტური თუ ანალიტიკური), რათა უფრო მეტი საშუალება გვქონდეს უკეთესად აღვიქვათ რა მოხდა და რა შეიძლება მოყვეს არსებულ ვითარებას.

ნიკო, დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ღმერთი გფარავდეს ყველას. ჯერ ერთი შეიძლება კარგად იცნობდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მისი შეხედულებები მისი აზრია მხოლოდ და ცარიელი ვარაუდი და მეორე, გააჩნია ცოდნას როგორ და რის თუ ვის სასარგებლოდ გამოიყენებ...

და აი სტატიაც. საინტერესოა აი ეს წერილი, რომელიც რუსეთის პრესაში გამოქვეყნდა:
Проиграл ли Саакашвили?


Итоги войны в Грузии не так однозначны, как их рисует официальная пропаганда
Нынешняя российско-грузинская война при своей внешней молниеносности и успешности для России, скорее всего, в долгосрочной перспективе является военно-политическим и дипломатическим поражением Москвы. Конечно, проще всего представить версию, что безумный, донельзя зарвавшийся президент Грузии, не способный адекватно воспринимать действительность, решил одним ударом покончить с югоосетинской проблемой, рассчитывая, что Москва не рискнет нарушить олимпийское перемирие и отреагирует лишь гневной риторикой.
Ну как такого дурака грузинский народ смог сделать своим вождем в «революцию роз»? И как такой дурак вообще мог удержаться четыре года у власти в беспокойной Грузии?

Версия
На самом деле, если бы не было грузинского удара по Цхинвали, Москва нашла бы другой повод. Скорее всего, им должна была стать операция абхазских формирований против Кодорского ущелья. На нее грузинские войска не могли не отреагировать, а это дало бы повод России обвинить Грузию в использовании запрещенных войск и вооружений в зоне безопасности и бросить на подмогу миротворцам соединения 58-й армии для стремительного марш-броска на Тбилиси. С моря высадился бы десант морской пехоты Черноморского флота. Скорее всего, операция планировалась всего на одни сутки. Грузинские войска безнадежно застряли бы в горах Южной Осетии и у границ Абхазии. К концу этого срока российские танки были бы уже в Тбилиси, причем войска, занявшие грузинскую столицу, вполне могли бы называться абхазскими и югоосетинскими ополченцами. Саакашвили был бы свергнут, а президентом был бы провозглашен единственный пророссийский политик Грузии Игорь Гиоргадзе (недаром он сейчас в Абхазии). Ни США, ни Евросоюз среагировать бы не успели и были бы поставлены перед свершившимся фактом российской оккупации Грузии установлением там пророссийского правительства. «Революция роз» была бы отмщена.

Доказательства
То, что российские войска планировали действовать прежде всего в Абхазии, доказывается, в частности, тем фактом, что в первый же день боев появилась мифическая грузинская карта с планом нападения на Абхазию, якобы захваченная российскими войсками в Южной Осетии. Правда, все надписи на карте были почему-то по-русски. Понятно, в российском Генштабе грузинского языка не знают, а привлекать для разработки фальшивки этнических грузин со стороны было опасно из-за возможной утечки информации. Логичнее было бы захватывать в Южной Осетии грузинскую карту с планом захвата Цхинвали. Но, поскольку начинать собирались в Абхазии, соответствующей картой для Южной Осетии запастись в Генштабе не догадались.
Действия Саакашвили при ближайшем рассмотрении оказываются не только вполне рациональными, но и единственно возможными для его спасения. То, что Россия в скором времени должна вторгнуться в Грузию, у Саакашвили и его советников сомнений не было. На это указывало завершение железнодорожного строительства в Абхазии, усиление контингента миротворцев, сосредоточение у грузинской границы под видом учений элитных российских войск и усиление югоосетинских провокационных обстрелов. Наиболее удобное время для вторжения - август и первая половина сентября. Вероятно, последним толчком для Саакашвили стала массовая эвакуация югоосетинского населения. Это показывало, что война не за горами. Скорее всего, в Тбилиси решили, что Россия постарается начать войну сразу после завершения Олимпиады, когда западные лидеры еще не успеют отойти от олимпийских страстей и быстро отреагировать на российские действия. Поэтому Саакашвили решил упредить потенциального противника и начать войну в день начала Олимпиады, на котором присутствовал российский премьер, в то время как российский президент отдыхал на Волге. В результате российские войска вместо того, чтобы немедленно вторгнуться в Грузию, вынуждены были в течение двух дней отбивать у грузин Цхинвали.

В качестве «гола престижа» грузинские войска смогли напоследок разбить югоосетинское ополчение (его потери до сих пор неизвестны). Но на конечную победу Саакашвили и командование грузинской армии, разумеется, не рассчитывали. Собственно, боевые действия продолжались всего два дня. И за это время российские потери оказались совсем не маленькими. По официальным, вполне возможно, заниженным данным, российская армия потеряла 364 человека (74 убитыми, 171 ранеными и 19 пропавшими без вести). Среди тяжелораненых оказался и командующий 58-й армией генерал-лейтенант Анатолий Хрулев. Россия так же безвозвратно потеряла не менее четырех самолетов, в том числе бомбардировщик Ту-22. Да и корабли Черноморского флота хотя и потопили один грузинский ракетный катер, но, по некоторым сообщениям, сами тоже получили повреждения и понесли потери.
После завершения боев грузинская армия явно по заранее разработанному плану быстро отошла в район Тбилиси, практически не имея потерь пленными (по телевидению показали только двух раненых грузинских солдат, взятых в плен в Цхинвали). При быстром отступлении пришлось бросить значительную часть вооружения и техники, но, очевидно, для обороны Тбилиси какое-то вооружение и техника еще остались. Грузинские войска не рискнули оборонять свои города, чтобы не быть уничтоженными по частям превосходящими силами противника.

Жертвы
Российская версия событий доверия на Западе не вызвала. Появившаяся сразу же после начала конфликта цифра 2 тысячи погибших мирных жителей Цхинвали, призванная подкрепить тезис о геноциде осетин, была явно фантастична: кто бы смог подсчитать убитых за считаные часы? Если бы погибших было так много, на второй-третий день людям по улицам Цхинвали пришлось бы передвигаться в респираторах. Но ничего подобного нам не показали. Пока же правозащитные организации насчитали в Южной Осетии 44 погибших мирных жителя и заключили, что число жертв должно исчисляться десятками, но не сотнями и тысячами. А вот цифра 180 погибших мирных грузинских жителей, ставших жертвами российских обстрелов и бомбардировок, кажется близкой к истине. Не таким уж невероятным кажется заявление Саакашвили о том, что часть Цхинвали была разрушена в результате бомбардировки российских штурмовиков. Сомнительно, что Грузия рискнула бы послать имеющийся у нее десяток боевых самолетов на бомбардировку Цхинвали, где они стали бы легкой добычей российской ПВО. Но о том, что Цхинвали бомбили самолеты, российские телеканалы сообщали в первые же часы. Скорее всего, самолеты действительно были, и бомбили они грузинские войска в Цхинвали.

Потери и достижения
Что же выиграл и что проиграл Саакашвили? Он потерял Кодорское ущелье, грузинские анклавы в Южной Осетии, а также надежду в ближайшее время приобрести контроль над территорией двух мятежных автономий. Он добился интернационализации грузино-абхазского и грузино-осетинского конфликтов, присылки иностранных наблюдателей, а в дальнейшем, возможно, и миротворцев. Главное же - Саакашвили фактически получил европейские и американские гарантии того, что он не будет свергнут Россией.
Что приобрела и потеряла Россия? Пророссийские силы установили контроль над Кодорским ущельем, провели этнические чистки в Абхазии и Южной Осетии. Была устранена угроза грузинского вторжения в эти республики. Вот и все плюсы. Минусов гораздо больше. Россия впервые с 1991 года оказалась перед угрозой международной изоляции. Слишком уж ее поведение напомнило западным партнерам поведение Германии в 1938-1939-х и Советского Союза в 1939-1940 годах. Сомнительно, чтобы главы ведущих европейских держав рискнули бы пойти на второй Мюнхен. Сравнение Южной Осетии с чешскими Судетами стало уже общим местом в мировой прессе. В США же, чье правительство сразу однозначно встало на сторону Грузии, российско-грузинский конфликт повысил шансы на победу на президентских выборах Джона Маккейна, занимающего последовательную антироссийскую позицию. Его предложение об исключении России из «большой восьмерки» уже осуществилось де-факто. В эти дни консультации между семью ведущими промышленными державами по поводу грузино-российского конфликта проходили без участия России, и вопрос об ее исключении будет обсуждаться на встрече глав МИДов стран - членов НАТО уже 19 августа.
Хуже всего то, что Москва, похоже, потеряла своего главного союзника в Евросоюзе - Германию. Канцлер Ангела Меркель, несмотря на зависимость Германии от российского газа, потребовала скорейшего вывода российских войск с собственно грузинской территории и поддержала Грузию. Да и президент Франции вряд ли рискнет в долгосрочной перспективе безоговорочно поддерживать российские действия в Грузии. Он уже грозит России серьезными последствиями, если она затянет с выводом войск. О «медведевской оттепели», которой совсем недавно грезили многие либералы, теперь придется забыть. Запад же, похоже, наконец всерьез озаботился Россией, «поднимающейся с колен».
Самым надежным способом заставить российские войска побыстрее уйти из Грузии было бы перебросить туда пару бригад американской армии. Но пока американцы на это не идут. Вероятно, президент Буш рассчитывает, что и без столь резкого шага удастся заставить русских уйти с территории собственно Грузии. О пророссийском правительстве в Тбилиси придется забыть навсегда. А шансы на вступление в НАТО Грузии и Украины теперь высоки как никогда. Думаю, в Брюсселе теперь поторопятся принять в альянс Тбилиси и Киев, чтобы не провоцировать Россию на новое "принуждение к миру" где-нибудь в Крыму, Приднестровье или Аджарии.

18.08.2008 / БОРИС СОКОЛОВ
Автор - историк, профессор Российского государственного социального университета
Материал опубликован в "Газете" №155 от 19.08.2008г.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share