ნახტომი





* - - - - 1 ხმა

სამამულო ომი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 579

#481 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 August, 2008 - 22:19


http://a-ingwar.blog...-post_1617.html

ეს ლინკები სიმართლეს შეესაბამება?
რუსები როგორც ჩანს იძახიან, ძარცვა არ ხდებაო. ვიდეოები კი ყალბიაო. ქართველების მიერ გადაღებული ანტირუსული პროპაგანდა. ძნელი დასაჯერია, რომ ზემოთ დადებული ლინკი სიყალბეა. ნამეტანი ბევრი სიძულვილი იყო იმ რუსის ხმაში, ვინმე მსახიობს რომ ეთამაშა. მაგრამ მეორეს მხრივ იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ რუსებს საქართველოდან უნიტაზები გააქვთ! თუ გაქვთ ვინმეს ამის თაობაზე სანდო ინფორმაცია?
Der Gott ist tot!

#482 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 20 August, 2008 - 22:57

ეხლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში კვლავ შეიყვანეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ტექნიკა... რეალურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კვლავ საქართველოს პროვოცირება სურთ!

რედაქტორი Levan Jorbenadze, 20 August, 2008 - 22:59.


#483 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 August, 2008 - 00:25

იხილე გამოხმაურებაIrakli Betchvaia, Aug 20/08, 22:19 -ში, განაცხადა:


http://a-ingwar.blog...-post_1617.html

ეს ლინკები სიმართლეს შეესაბამება?
რუსები როგორც ჩანს იძახიან, ძარცვა არ ხდებაო. ვიდეოები კი ყალბიაო. ქართველების მიერ გადაღებული ანტირუსული პროპაგანდა. ძნელი დასაჯერია, რომ ზემოთ დადებული ლინკი სიყალბეა. ნამეტანი ბევრი სიძულვილი იყო იმ რუსის ხმაში, ვინმე მსახიობს რომ ეთამაშა. მაგრამ მეორეს მხრივ იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ რუსებს საქართველოდან უნიტაზები გააქვთ! თუ გაქვთ ვინმეს ამის თაობაზე სანდო ინფორმაცია?


ყაზარმის კადრები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. თვითონ გადამღები კი გუშინ გაცვალეს ქართველებში.
The Proud Participant of Business Conference

#484 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 August, 2008 - 01:04

ხომ არ იცი, როგორ დაიჭირეს? და რომელ ქალაქში ძარცვავდნენ?
Der Gott ist tot!

#485 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 August, 2008 - 12:03

იხილე გამოხმაურებაIrakli Betchvaia, Aug 21/08, 01:04 -ში, განაცხადა:

ხომ არ იცი, როგორ დაიჭირეს? და რომელ ქალაქში ძარცვავდნენ?


კადრები გორშია გადაღებული. როგორც ვიცი "ოპერატორები" დათვრნენ და გზააბნეულები ქართულ პოლიციას მიადგნენ. იმათმაც თბილისამდე "ჩამოაცილეს".
The Proud Participant of Business Conference

#486 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 August, 2008 - 13:17

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. იწყება ხელმოწერების შეგროვება სოჭში ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუკი ამ ინიციატივას ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებიც შეუერთდებიან.

როგორც ჩანს, რუსეთთან კონფრონტაცია გაგრძელდება. დასავლეთს ჯერ არ გამოუყენებია არცერთი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. არადა, საკმაოდ ფართო არსენალი აქვს ამისათვის. რუსეთმა კი ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. დარჩა მხოლოდ სეპარატისტების აღიარება. ამის იქით რუსეთს აღარაფერი აქვს დარჩენილი. ნუ, საქართველოს ანექსიას თუ არ ჩავთვლით.

საქართველოს შემონახული აქვს კიდევ ერთი საპასუხო ზომა რუსეთის ამ ქმედებაზე. დროა დავიწყოთ ფიქრი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე. ეს აუცილებელი ნაბიჯი იქნება ჩვენი პროტესტის დაფიქსირების მიზნით. ეს ერთადერთი ზომაა, რისი მიღებაც შეუძლია საქართველოს. დიპლომატიური ურთერიერთობების გაწყვეტის პროცედურას ვენის კონვენცია არეგულირებს.

რედაქტორი George Selimashvili, 21 August, 2008 - 13:28.

George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#487 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 August, 2008 - 13:40

კიდევ ერთი ოქრო, მინდორაშვილი ჩემპიონია. გილოცავთ!!!!!!!!!!!!!
The Proud Participant of Business Conference

#488 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 August, 2008 - 13:55

რატი, მინდორაშვილი სპორტის რომელ სახეობაში ასპარეზობს???
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#489 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 August, 2008 - 14:07

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, Aug 21/08, 13:55 -ში, განაცხადა:

რატი, მინდორაშვილი სპორტის რომელ სახეობაში ასპარეზობს???


თავისუფალი ჭიდაობა. ამასობაში კიდევ ერთი მედალი დავამატეთ (ბრინჯაო) გოგშელიძემ კუბელი აკოტრიალა და სუფთად მოუგო. გილოცავთ!!!
The Proud Participant of Business Conference

#490 Otar Dgebuadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 343 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 August, 2008 - 15:54

გილოცავთ.!!!
3 ოქრო და 2 ბრინჯაო ცოტა არაა

რედაქტორი Otar Dgebuadze, 21 August, 2008 - 15:54.

Caucasus University,
Caucasus School of Business,
BBA,
Major in Finance.

e-mail: o_dgebuadze@cu.edu.ge

#491 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 August, 2008 - 16:35

იხილე გამოხმაურებაOtar Dgebuadze, Aug 21/08, 15:54 -ში, განაცხადა:

გილოცავთ.!!!
3 ოქრო და 2 ბრინჯაო ცოტა არაა


ბრინჯაო 4 უნდა გვქონდეს თუ არ ვცდები.
The Proud Participant of Business Conference

#492 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 August, 2008 - 18:13

3 ოქრო და 3 ბრინჯაო ვიცი
პლაჟის ფრენბურთელებმა რა ქნეს?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#493 George Chixladze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 524 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 August, 2008 - 18:42

ციტატა

პლაჟის ფრენბურთელებმა რა ქნეს?

22-შია, ხვალ. იმედია გავიმარჯვებთ!
Giorgi Chikhladze
REFRESH LTD
Marketing Manager
(+995 32) 478 468
(+995 77) 502 852
g.chikhladze@refresh.ge
www.refresh.ge

#494 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 August, 2008 - 19:17

ეს ჩვენი პროფილია, დროდადრო ახლდება: http://results.beiji...O/NOC/GEO.shtml

პლაჟის ფრენბურთელები ბოლოს ნახევარფინალში იყვნენ ხო? მერე აშშ სთან დამარცხდნენ გამოდის? ახლა ალბათ ბრინჯაოზეა ხო?
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#495 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 August, 2008 - 21:46

ეგრეა!
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#496 Rati Devadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 76 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 August, 2008 - 22:54

Georgia 2:1 Wales :)

რედაქტორი Rati Devadze, 21 August, 2008 - 22:58.

International Black Sea University

#497 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 August, 2008 - 23:13

ძალიან კარგი გოლები იყო ...
ესე იგი უელსი დავჯაბნეთ ...
ჰმ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#498 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 August, 2008 - 02:33

ერთ-ერთი ჩემი საგაზეთო სვეტი აღმოვაჩინე, რომელიც ომის თემაზე დავწერე.

IN VINO VERITAS
გიორგი კალატოზიშვილი

აღარ მახსოვს, ვის ეკუთვნის ეს ფრაზა... სიმართლე ითქვას, ამას არც უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. მოკლედ, როდეზღაც, სადღაც, ვიღაცამ ვიღაცას რატომღაც მწარე რეალობაზე თვალი აუხილა და დაახლოებით ასეთი რამ უთხრა _ `ომი ერთგვარი აქციაა, რომლის წყალობით ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ერთმანეთს ხოცავენ იმ ადამიანების კეთილდღეობისა და დიდებისთვის, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ არ ხოცავენ...” არ ვიცი, შეიძლება სპარტაკმა ეს თანამოძმე მონებს უთხრა, სულით მონებს კი იესო ქრისტემ... უმნიშვნელოა, ვინ ვის და როდის. მთავარია, რომ ხვალ მე, ომის იდეით დამონებულმა იგივე შეიძლება გითხრა შენ, ომის ჟინით დემონიზირებულს.

მგონი დღეს ომის იდეა გაუფასურებულია. დღეს ომს `აფინანსებენ”. და, ესე იგი, დევალვაცია განიცადა ფასეულობებმა _ ენა, მამული, სარწმუნოება, რადგან დღეს უკვე არავინ ცდილობს მის ხელყოფას. თუმცა ესეც სიბეცეა. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ომები სწორედ ამ სამებას ხელყოფენ და იმავე მამულზე დროთა განმავლობაში სხვა ენასა და სარწმუნოებას უყრიან საფუძველს. თუმცა ესეც რიტორიკაა და საკმაოდ რეტროგრადული შეხედულების შედეგი... რაო, რას ამბობ? ძალიან ხომ არ გავერთეთ? ეგ არაფერი... სოხუმი გახსოვს? და ბულვარი? და ულამაზესი მონასტრები, ხუროთმოძღვრების ეს ულამაზესი ნიმუშები, რომელსაც ძველქართული დამწერლობა ამშვენებს?

ისე კი, მართლა ძალიან გავერთე... აზრი მეფანტება. ესე იგი, იმ ადამიანების გამო, რომლებიც ერთმანეთს შესაძლოა კარგად იცნობენ, ვინაიდან ომსაც ერთობლივად აფინანსებენ, იმ მეომრებმა უნდა ვხოცოთ ერთმანეთი, რომლებიც ბრძოლის ველზე ერთმანეთს შესაძლოა პირველად და უკანასკნელად ვხედავთ და არც იმის საშუალება გვაქვს, რომ თავი გამოვისყიდოთ? რა საინტერესოა. ესე იგი, დღეს ერთად ვსვამთ ღვინოს, ხვალ კი ერთად დავლევთ სიცოცხლეს? რა საინტერესოა... რა ბანალური და ამავდროულად ხატოვანი მეტაფორაა...

ესე იგი, ხვალ ფრაზა _ მიზანიც ვიღაცის თვალთახედვის წერტილია, _ უკვე სულ სხვა და, რაც მთავარია, ბუკვალურ მნიშვნელობას შეიძენს. მართალია ორმნიშვნელოვნად, მაგრამ ზედმეტი ცინიზმისა და ამავდროულად ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე იმ ადამიანს, რომელსაც პირველად და, ალბათ, უკანასკნელად ვხედავ გეტყვი, რომ არ არის აუცილებელი ადამიანი ეძებდეს რაღაც მუდმივსა და მყარს, ვინაიდან მუდმივად იცვლება მიზანი და ამოცანა... მერე მოვიმარჯვებ ჩემს `მოსინს” და კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებ, რომ მიზანიც ყოველთვის ვიღაცის თვალთახედვის წერტილია! რა საინტერესოა _ ომშიც ეძებ მუდმივსა და მყარს... მერე კი _ ბაც! მერე ისევ იცვლება მიზანი! ამოცანა კი შეიძლება უცვლელი რჩებოდეს.

მგონი ძალიან გავერთე... ომზე ფიქრით გადავიღალე... აბა, წარმოიდგინე, დღეს ერთად ვსვავთ ღვინოს, ხვალ კი ერთად შეიძლება სიცოცხლე დავლიოთ. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სიტყვამ მოიტანა... მშვიდობა იცი რა არის? მშვიდობაა, როცა ისვრიან სადღაც სხვაგან. არაფერია მუდმივი. ომი და მშვიდობა _ ბუნების კანონზომიერებაა და ისეთივე აუცილებელი კონტრასტია, როგორიც სიკვდილი – სიცოცხლის, ან კიდევ თეთრისა და შავი ფერის თანაარსებობა. თავისთავად, ისიც უბედურებაა, როცა სხვაგან ისვრიან. კი მინდა ვთქვა - Миру Мир, მაგრამ ასე არ ხდება. გეოპოლიტიკური ომებიც კვლავინდებურად ხდება, მაგრამ უბედურებაა ისაა, რომ ერთმანეთს კლავს ხალხი, რომელსაც ენაც, მუმილიც და სარწმუნოებაც იდენტური აქვს... რაო, რას ამბობ? მეთანხმები, რომ ამ ვითარებაში ომის იდეა გაუფასურდა? აბა შენც ყოფილხარ რა! სიტყვას მოვაყოლე _ იდეათქო, თორემ მიმიფურთხებია იმ ომის იდეისთვის, რომლის საფასური შენი და ჩემი სიცოცხლეა...
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#499 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 August, 2008 - 08:57

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, Aug 22/08, 02:33 -ში, განაცხადა:

რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ომები სწორედ ამ სამებას ხელყოფენ და იმავე მამულზე დროთა განმავლობაში სხვა ენასა და სარწმუნოებას უყრიან საფუძველს. თუმცა ესეც რიტორიკაა და საკმაოდ რეტროგრადული შეხედულების შედეგი... რაო, რას ამბობ? ძალიან ხომ არ გავერთეთ? ეგ არაფერი... სოხუმი გახსოვს? და ბულვარი? და ულამაზესი მონასტრები, ხუროთმოძღვრების ეს ულამაზესი ნიმუშები, რომელსაც ძველქართული დამწერლობა ამშვენებს?

რომ მიზანიც ყოველთვის ვიღაცის თვალთახედვის წერტილია! რა საინტერესოა _ ომშიც ეძებ მუდმივსა და მყარს... მერე კი _ ბაც! მერე ისევ იცვლება მიზანი! ამოცანა კი შეიძლება უცვლელი რჩებოდეს. მიმიფურთხებია იმ ომის იდეისთვის, რომლის საფასური შენი და ჩემი სიცოცხლეა...


შენს პათოსს აბსოლიტურად ვიზიარებ! დავამატებდი იმას, რომ ქართველი ხალხი გაცილებით ბრძენი და სულგრძელი აღმოჩნდა ვიდრე მისი ხელისუფლება! მძიმე წუთებში ის გვერსში დაუდგა მის არაერთხელ შეურაცმჰყოფელ ხელისუფლებას....და იმღერა მა\შინაც, როცა მას ძაან არ ემღერებოდა ...და მე ეს მიმაჩნია რაინდობად .... არ დკარგო სახე და იდგე შენს სიმაღლეზე მაშინაც კი, როცა ეს თითქმის შეუძლებელია!
მართლაც და ომი, ერთის შეხედვით რომ ორი მხარის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად მოსჩანს, იგი ხშირად მესამე მხარის ხელის მოთბობის თვალთახედვის წერტილია! მაგრამ, საკითხავია - რას ნიშნავს ის ჩვენთვის?!!...აქ ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნია, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩვენთვის ამ ომის ამოცანის მთავარი ამონახსია - ჩვენი ყოფნა-არყოფნა! ვნახოთ რა იქნება...ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა გამოცდილებას გამოვიტანთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან....გაუტანლობა, კაცის-კაცობა და უცხოთუმეობა იყო და დღემდე რჩება ჩვენ მთავარ მტრად...მოვერევით ამას და გადავრჩებით!

მართლაც რომ იშვიათი შთაბეჭდილების პოსტი იყო, გაიხარე გიორგი! :)

რედაქტორი Malkhaz Vardanashvili, 22 August, 2008 - 08:59.


#500 Gela Mgebrishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 66 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 August, 2008 - 11:54

გავლენ დღეს საქართველოდან?
ბოლოსდაბოლოს ყველაფეს აქვს საზღვარი :)

GL


www.capto.ge




2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share