ნახტომი





* - - - - 1 ხმა

სამამულო ომი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 579

#521 Davit Mikeladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 August, 2008 - 00:16

შესაძლებელია ირანის ატომური ობიექტები ისრაელმა დაბომბოს. სახმელეთო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ ალბათ არც არავინ არ განიხილავს სერიოზულად, რადგან მაგისთვის საკმარისი რესურსების მობილიზება ამ მომენტში (ანუ წინასაარჩევნოდ) პრაქტიკულად შეუძლებელია. ხოლო სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით ძნელია ვიდრე ომი ავღანეთში, ერაყში, ან თუნდაც ვიეტნამში.

#522 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 31 August, 2008 - 14:33

საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის საკითხის იმედს გვაძლევს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. სწორედ ამ მოვლენების ერთ-ერთი და ალბათ ძირითადი მიზეზია საქართველოსთვის მაპის არ მინიჭება. ევროპა განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია მიხდვა შეიძლება ითქვას ამ საბედისწერო შეცდომას.

ეხლა საკითხი უკვე საქართველოს და მლიანად ევროპის დაცვას ეხება და თუ ვინმემ იცის სხვა ალტერნატივა გარდა ნატოში საქართველოს ინტეგრაციისა იქნებ თავისი მოსაზრება, როგორმე მიაწოდოს საზოგადოებას და კი ბატონო...

#523 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 01 September, 2008 - 12:22

ეხ, მეტი არაა ჩემი მტერი, გერმანია, საფრანგეთი ან იტალია სირცხვილით თვალს ვერ გვისცწორებდნენ. გერმანიამ ერთხელ უკვე მიგვატოვა რუსეთთან და სწორედ ეს გახდა მე-11 არმიის შემოსვლის ერთ-ერთი საბაბი. დაახლოებით 87 წლის შემდეგ იგივე გაიმეორა... არა მგონია ეს შემთხვევითი იყოს. ნატოს ალტერნატივა რომ ძნელი მოსაძებნია ფაქტია, მაგრამ არც საქართველოა შეუცვლელი და ფრიად ეჭვი მეპარება ნატოში ამ სტატუსით მიგვიღონ, რაც უპირობოდ ნატო-რუსეთის ომის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. MAP-ის მონიჭება კი ცოტა არ იყოს "მე-9 ბლოკის" (ალბად ყველას გახსოვთ, არც ისე შორეულ წარსულში იყო) ლეგენდას გავს ან სეთურ-ის მიერ ჭაში ჩასმულ კაცს (სახელი ვერ გავიხსენე სამწუხაროდ), რომელსაც ზარი უნდა დაერეკა... ოღონდ რისთვის ან მერე რა არავინ იცოდა...
The Proud Participant of Business Conference

#524 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 01 September, 2008 - 12:42

ეეეხ, რა გვეშველება? მაშინ დავაიტე ჯიტ დრუჯნა სრუსკიმი, მეტი რა დაგვრჩენია...

ეხლა სხვა დროა: 2008 წელი 1 სექტემბერი. საქართველოს სტრატეგიული პოზიცია უკავია თავისი გეოგრაფიული მდებაროებით... თუ ვინმეს გონია, რომ ევროპა ან ამერიკა ჩვენ გადასარჩენად მხოლოდ კეთილი სურვილებით და დემოკრატიის სახელით მოქმედებს შემცდარა. ისევე როგორც ევროპას ასევე ამერიკას პრაგმატული მიდგომა აქვთ ჩვენს კრიზისთან დაკავშირებით... ამაზეც უნდა დავფიქრდეთ

#525 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 September, 2008 - 13:05

პრინციპულად უნდა განვასხვავოთ ის რაც იყო 21-ში და ის რაც ხდება ეხლა
ამათი შედარება ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#526 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 September, 2008 - 13:13

ნატო გვინდოდა იმისათვის, რო არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა.

ოკუპაცია და ანექსია სახეზეა. სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში ვერ მიგვიღებს. მოგვცემენ მაპ-ს, მაგრამ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად იარაღით ხელში არც ევროპელები და არც ამერიკელები არ იბრძოლებენ. არადა, ოკუპირებული საქართველოს მიღება სწორედ მოკავშირეთა ასეთ ჩარევას მოითხოვს.

მოგვცემენ მაპ-ს, გავაგრძელებთ სამხედრო-პოლიტიკურ რეფორმებს, აღვადგენთ ინფრასტრუქტურას. მაგრამ ამის იქეთ საქმე არ წავა. და საერთოდ, ახლა მიმდინარეობს ყველა დასავლური ორგანიზაციის არსის ხელახალი გააზრება. ნატო-მ უნდა გადახედოს თავის მიზნებს და დაიწყოს თავისი რეფორმირება.

საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების ერთგვარი ალტერნატივა იქნება ჩვენს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ელემენტების გაძლიერება. ეს შეიძლება იყოს ბაზები, ანდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება (პოლონეთის მაგალითზე). ჯობია ვიმუშაოთ დასავლეთის (აშშ-ს) რეალური სამხედრო ძალის კონცენტრაციაზე საქართველოში, ვიდრე ჩამოვეკიდოთ ნატო-ს ფორმალურ წევრობას იმ პირობებში, როდესაც ალიანსში ერთსულოვნება არ სუფევს.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#527 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 01 September, 2008 - 14:46

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Sep 1/08, 12:42 -ში, განაცხადა:

ეეეხ, რა გვეშველება? მაშინ დავაიტე ჯიტ დრუჯნა სრუსკიმი, მეტი რა დაგვრჩენია...

ეხლა სხვა დროა: 2008 წელი 1 სექტემბერი. საქართველოს სტრატეგიული პოზიცია უკავია თავისი გეოგრაფიული მდებაროებით... თუ ვინმეს გონია, რომ ევროპა ან ამერიკა ჩვენ გადასარჩენად მხოლოდ კეთილი სურვილებით და დემოკრატიის სახელით მოქმედებს შემცდარა. ისევე როგორც ევროპას ასევე ამერიკას პრაგმატული მიდგომა აქვთ ჩვენს კრიზისთან დაკავშირებით... ამაზეც უნდა დავფიქრდეთ


ბატონო ლევან, ვერ ვხვდები საიდან ამდენი აგრესია. მე არ მითქვამს რუსეთს ჩავეხუტოთ მეთქი, მაგრამ არც ფართო ილუზიები მჭამს, რომ ამ საღამოს აქ მთელი ნატო-ს ჯარი ჩამოვა და ხვალ რუსეთი აღარ იქნება მსოფლიო რუქაზე. ვეჭვობ რაც არ უნდა ოპტიმისტები ვიყოთ ევროპამ ან თუნდაც ამერიკამ ჩვენს გამო ომი დაიწყოს. სამწუხაროდ ძალზედ გადაჯაჭვულია ევროპა და რუსეთი ერთმანეთთან, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით. უკვე გამოჩნდა ფრაზები, რომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი იქნება, ნორვეგიის მაგალითს გამოიყენებს ჩვენს მიმართ ევროკავშირი და ასე შემდეგ. ესაა რაც გვინდოდა და გივნდა? სადაა აქ აფხაზეთი და სამაჩაბლო? რაღაც წინაპირობები არ იძლევიან იმ დაკსვნის გაკეთებას რომელსაც თქვენ ასე დაჟინებით მოითხოვთ (და არ ითხოვთ).

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Sep 1/08, 13:05 -ში, განაცხადა:

პრინციპულად უნდა განვასხვავოთ ის რაც იყო 21-ში და ის რაც ხდება ეხლა
ამათი შედარება ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი


არა მგონია ტარიელ ასეთი დიდი განსხვავება იყოს. მაშინაც ევროპამ რუსეთში გაგვცვალა მეტი არაფერი. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა ბევრად დამძიმდა სიტუაცია რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. აგერ ავსტრალიამაც კი ხმა ამოიღო და რუსეთისთვის ურანის მიყიდვა შეაჩერა. რაღაც სანქციები, ულტიმატუმები და ა.შ. იქნება ნამდვილად დღეს, ოღონდ უფრო ევროპის დასაცავად და არა საქართველოსი სამწუხაროდ. თუცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და სულაც არაა გამორიცხული ვცდებოდე. ღმერთმა ქნას!
The Proud Participant of Business Conference

#528 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 01 September, 2008 - 17:06

პრინციპული განსხვავება იცი რატომაა ჩემი აზრით?

იმიტომ, რომ სანამ ვინმე 21-ში ამბავს გაიგებდა, რუსს უკვე აღებული ჰქონდა თბილისი.
ზოგმა პროტესტიც კი ვერ მოასწრო

დღეს კი რეაქცია მყისიერი იყო.
რომ არა ამერიკა, სპარსეთის ყურეში მიყენებული 5 ავიამზიდი და ... ა.შ. ... ან ძალიან ბევრი დაიღუპებოდა საქართველოში ანდა რუსული დროშა იფრიალებდა ეხლა პარლამენტის თავზე

#529 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 September, 2008 - 21:31

იხილე გამოხმაურებაThe Architect, Sep 1/08, 14:06 -ში, განაცხადა:

პრინციპული განსხვავება იცი რატომაა ჩემი აზრით?

იმიტომ, რომ სანამ ვინმე 21-ში ამბავს გაიგებდა, რუსს უკვე აღებული ჰქონდა თბილისი.
ზოგმა პროტესტიც კი ვერ მოასწრო

დღეს კი რეაქცია მყისიერი იყო.
რომ არა ამერიკა, სპარსეთის ყურეში მიყენებული 5 ავიამზიდი და ... ა.შ. ... ან ძალიან ბევრი დაიღუპებოდა საქართველოში ანდა რუსული დროშა იფრიალებდა ეხლა პარლამენტის თავზე


გეთანხმები.

ევროპა და ამერიკა აკეთებს იმას, რაც შეუძლიათ და რუსების გაჩერება საქართველოს ჯარის მიერ არ მომხდარა.

21-ში კი არ დაივიწყოთ, გერმანიამ ომი წააგო და ამიტომ გავიდა! იტალიელებმა კი შემოსვლა ვერ მოასწრეს. ინგლისელები რომ გავიდნენ, იტალიელებმა შემოსვლა ვერ მოასწრეს, რუსები რომ უკვე საქართველოში იყვნენ. ალბათ ახლაც იგივეს გაკეთება უნდოდათ, მაგრმ არ გამოუვიდათ.

რედაქტორი Irakli Betchvaia, 01 September, 2008 - 21:32.

Der Gott ist tot!

#530 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 September, 2008 - 22:08

ევროკავშირის ვერდიქტი საკმაოდ "შეწონილი" იყო ...
პრაქტიკულად მხოლოდ მორალური მხარდაჭერა გამოჩნდა, მეტი არაფერი ... რაც პრინციპში მოსალოდნელი იყო ...
თუმცა "ბებერი" ევროპა უფრო მეტს "გააკეთებს" ვიდრე "იტყვის" ჩემი აზრით
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#531 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 01 September, 2008 - 22:14

ჩემი აზრით ევროკავშირის დღევანდელი ვერდიქტი აბსოლიტურად გონივრული იყო ამჯერად. რუსეთს უბრალოდ მიეცა ვადა გონს მოვიდეს. მთავარი ვერდიქტი და საბოლოო ჯერ კიდევ წინ გვაქვს ნოემბრისთვის, იქმადე მუხლ ჩაუხრელად უნდა ვიმუშაოთ...

#532 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 02 September, 2008 - 00:51

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Sep 1/08, 22:08 -ში, განაცხადა:

ევროკავშირის ვერდიქტი საკმაოდ "შეწონილი" იყო ...
პრაქტიკულად მხოლოდ მორალური მხარდაჭერა გამოჩნდა, მეტი არაფერი ... რაც პრინციპში მოსალოდნელი იყო ...
თუმცა "ბებერი" ევროპა უფრო მეტს "გააკეთებს" ვიდრე "იტყვის" ჩემი აზრით


სამწუხაროდ გეთანხმები და ამის პროგნოზსაც ვაკეთებდი. იმედი მაქვს რომ "უფრო მეტს "გააკეთებს" ვიდრე "იტყვის" ", მაგრამ... ვნახოთ... ჯერ ჯერობით აგერ უკვე 20 დღეზე მეტია რეალური ნაბიჯები არ ჩანს. თბილისის აღებას კი ევროკავშირის გარდა უბრალოდ რუსეთი მიზნებმაც შეუშალეს ხელი. თბილისის მერე მათთვის საყვარელი ფრაზა ერაყის ოპერაციის შესახებ უბრალოდ აზრს დაკარგავდა, არადა ეს ბევრად მეტი უღირთ სავაჭროდ ვიდრე ჩვენი დედაქალაქი.
The Proud Participant of Business Conference

#533 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 September, 2008 - 09:19

ეს ერთგვარი თამაშიცაა
კარგი ბიჭი - ცუდი ბიჭი

ამერიკა კრიტიკული პოზიციით გამოდის, ევროპა მოწომილი ... ყველა პოზიცია საჭიროა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#534 Nino Paichadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 September, 2008 - 14:05

მე-20 საუკუნის ბოლოს შექმნილი აზრი ქართველების ბრძოლიუუნარიანობის შესახებ ამ ომმა გააქარწყლა.გვეგონა,რომ ვიცით რა კარგი ცხოვრების ფასი,ბრძოლისუნარიანობა მასობრივად გვქონდა დაკარგული,ჩვენში კი ჩვენს წარსულ კულტურას და მხედრულ სულს მხოლოდ ფხიზლად ძინებია.რუსეთი საშიშია,იმიტომ,რომ თავი ადვილად ემეტება,ჯიქურ ომობს თავის საზღვარზე,მეობელ პატარა ქვეყნებთან, მაგრამ მოშორებით ომს მოერიდება,ასე ვფიქრობ,რაც შეეხება სააკაშვილს, რეზერვისტებზე კი არა სამხედრო ავიაციის საწინააღმდეგო შეიარაღებაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი,რუსეთი თავის არმიაში აწვება რაოდენობას გაზრდას და არა ტექნიკურ წინსვლას,ასე იყო ოდითგანვე. თუნდაც მართალი იყოს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ,რომელსაც აცხადებენ(500),განა ცოტაა 3მლნ-იანი ერისათვის? :) აუცილებელია კრიტიკა,რომელიც აშკარად მოიკოჭლებს დღეს-დღეობით! რაც შეეხება ნატოში შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე თუ შევედით ნატოში,რუსეთიც კმაკოფილი იქნება და დასავლეთიც და ამერიკაც,მაგრამ ჩვენ რა ხეირი? ამან თურქეთსაც რო გაუხსნას მადა, ამაზე თუ გვიფიქრია ?... მოკლედ,აღდგომა და ხვალეო...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.და თქვენ?

#535 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 September, 2008 - 15:34

მინდა გაეცნოთ საინტერესო ამონარიდს "The Wall Street Journal"-ის სტატიიდან დიკ ჩეინის ვიზიტთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ნახოთ სტატიის სრული ვერსია.

Still, some experts say the apparent reluctance of European NATO powers such as Germany to get more deeply involved in protecting Eastern Europe could lead to the establishment of a new security framework with many former Soviet satellite countries such as Poland and the Baltic states, as well as with the U.S. In addition to helping protect new democracies, beefed-up security understandings could help convince investors that the Azerbaijan-Georgia-Turkey energy corridor will remain viable for shipping oil and gas.

ნატო წარმოადგენს ერთადერთ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც ატლანტიკის ორივე მხარეს აერთიანებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ალიანსების ფორმირება შეუძლებელია. პოლტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ცვლილებებს განიცდის. ნატო-საც მოუწევს ამ ცვლილებებზე რეაგირება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ახალ ალიანსებში გავწევრიანდეთ. ამის საჭიროება დღითიდღე იზრდება და ადრე თუ გვიან ის გაფორმდება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციების სახით.

გავიხსენოთ ერაყის მოვლენები. მაშინ აშშ-მ ვერ შეძლო ძველი ევროპის მოკავშირედ გადაქცევა, რამაც ავტომატურად გამორიცხა ნატო-ს მონაწილეობა ერაყის ოპერაციაში. მაგრამ აშშ მოკავშირეების გარეშე არ დარჩენილა. და როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები საქართველოს მხრიდან ნატო-ს სიძლიერეში წვლილის შეტანაზე საუბრობენ, მეტწილად ერაყში ქართული ჯარის გაგზავნას გულისხმობდნენ. მაგრამ ერაყი არ წარმოადგენდა ნატო-ს პროექტს. რეალურად ეს აშშ-ს პრობლემა და თავის ტკივილი იყო, რასაც ქართველებმა ამერიკასთან მტკიცე დგომით უპასუხეს.

ამიტომ, ფრანგებმა და გერმანელებმა შეიძლება სავსებით სამართლიანად იკითხონ: გაიზარდა მათი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის დონე საქართველოს ჩართვით აშშ-ს სამხედრო ოპერაციაში? პასუხი ცალსახაა - რა თქმა უნდა არა. ძველი ევროპა საქართველოს სახით მხოლოდ და მხოლოდ პრობლემების კომპლექსს იღებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ არ ისურვეს საქართველოს დაჩქარებული ტემპით მიღება ნატო-ში.

და ამის შემდეგ რატომ არ უნდა ვისაუბროთ ნატო-ს კრიზისზე? ნატო ჯერკიდევ საკუთარი თავის ძიების პროცესშია და არავინ იცის ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კონფიგურაცია მომავალში რა სახეს შეიძენს.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#536 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 September, 2008 - 16:30

ისე, ამ რუსეთის დაცაცხანების ფონზე, აქტიურად თხრიან სანგრებს და აშენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას სამეგრელოში...

რაღაც არ მომწონს რა... აი რაღაც არ მომწონს :)
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#537 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 September, 2008 - 20:49

რუსები რასაც თხრიან ეს გასაკვირი არ არის ...
სანგრის გათხრა ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როცა რაზმი სადმე დგას
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#538 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 September, 2008 - 22:37

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Sep 2/08, 20:49 -ში, განაცხადა:

რუსები რასაც თხრიან ეს გასაკვირი არ არის ...
სანგრის გათხრა ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როცა რაზმი სადმე დგას


ჰოდა მეც მაგას ვამბობ, რო დგას მაგაშია საქმე... თან დგას და თან ფორტიფიკაციებს აშენებს...
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#539 Nino Tabeshadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 12 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 September, 2008 - 18:16

მე მიმაჩნია, რომ რუსების ქცევა სავსებით ბუნებრივია. ის, რომ სანგრებს თხრიან და პოსტებს ამაგრებენ ისევ ჩვენს ნაკლზე მიუთითებს. არ შეიძლება სხვის იმედზე ომი; არ მესმის, რატომ ველით ნატოს ან ევროკავშირის მწვავე რეაქციას? ნუ გვავიწყდება რომ ჩვენ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ;
მგონია, რომ ტყუილად მოვითხოვთ ევროპისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ხომ ჯერ კიდევ არ ვართ დიდი ევროპული ოჯახის წევრი; თანაც ჩვენ ევროპისთვის არაფერი გვაქვს შესათავაზებელი, რუსეთს კი ნახევარი ევროპა თავისი ენერგორესურსებით ხელში ჰყავს. ევროკავშირი ჩვენი გულისთვის ზედმეტ პრობლემას არ შეიქმნის. ამიტომ არ გამიკვირდება, რომ "ევროპული სანქციები" სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლოს:biggrin:
ჩემი მორალი ასეთია: ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მძლავრად შეიარაღებული და მობილიზებული იმისთვის, რომ თავი დავიცვათ (როგორც ამას ისრაელი აკეთებს)!!!!!! სამეგრელოდან რუსებს ეხლა ევროპის რეზოლუციები კი არა, მამა ზეციერიც ვერ გაყრის ასე მგონია.:)

#540 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 September, 2008 - 18:35

იხილე გამოხმაურებაNino Tabeshadze, Sep 4/08, 17:16 -ში, განაცხადა:

მგონია, რომ ტყუილად მოვითხოვთ ევროპისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ხომ ჯერ კიდევ არ ვართ დიდი ევროპული ოჯახის წევრი; თანაც ჩვენ ევროპისთვის არაფერი გვაქვს შესათავაზებელი, რუსეთს კი ნახევარი ევროპა თავისი ენერგორესურსებით ხელში ჰყავს.


ჩვენ ევროპისათვის უმნიშვნელო ქვეყანა რომ ვყოფილიყავით, ისინი რუსეთ-საქართველოს ომს ღამის კოშმარად მიიჩნევდნენ და გააგრძელებდნენ მშვიდ ძილს. ასე არ მოხდა. ევროპას აქვს ობიექტური ინტერესები საქართველოში. ეს არის უსაფრთხოება, მათ შორის ენერგეტიკულიც. ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ინტერესების დაცვისათვის და რა თქმა უნდა იარაღით ხელში არ იომებს რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს შესათავაზებელი ევროპისათვის.

1-ელ სექტემბერს შეიკრიბა 27 ევროპული ქვეყანა, რომელმაც ძალიან მკვეთრი განსაზღვრებები ჩადო მიღებულ რეზოლუციაში. ბუნებრივია, 27 ქვეყანას შორის თანხმობის მიღწევა რთულია. საქართველოს კრიზისი არის გამოწვევა ევროპის ღირებულებებისათვის, ევროპული პოლიტიკის სტილისათვის (როგორც ამას გარდიანი აღნიშნავს), ევროკავშირის ეფექტურობისათვის მოახდინოს რეაგირება გარე საფრთხეებზე.

ასერომ, უმოქმედობა ევროპისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share