ამ თემის გასხნა შეიძლება სხვა რუბრიკაში უფრო მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ რადგანაც ჩემს წინადადებას მოწოდების აქცენტი აქვს, ამიტომ უპირატესობა ამ რუბრიკას მივანიჭე.
მოკლედ, ქართველებო, პროტესტის ნიშნად მოგიწოდებთ დატოვოთ ადნაკლასსნიკები.რუ, მოუწოდეთ თქვენს მეგობრებსაც და გადადით www.facebook.com ან www.friends.ge .
ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა დღეს მიმდინარე პროცესებმა, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პოლიტიკური დამოკიდებულებისა რუსეთის მხრიდან ჩვენს მიმართ, რუს საზოგადოებას და მოსახლეობას პატივს ვცემ. მაგრამ დაფიქსირდა ასეთი რამ: ადნაკლასნიკებში გაწევრიანებულმა ყველა ქართველმა (უმრავლესომაბ) ჩვენი პოზიციის გამოხატვის ნიშნით სასურათე ადგილზე საქართველოს დფროშები ან მსგავსი ნისNები გამოვფინეთ. მოდერებმა კი ეგ ფოტოები ყველა დაბლოკეს, რაგაც სულელური არგუმენტებით:
1. რომ სურათზე არ უნდა იყოს ცხოველი ან ნივთი და ჩემს პრიცველ სურათზე ეკლესია და ქართული დროშა იყო. შესამაბისად შევცვალე და მქონდა ადამიანის სახე, რომელსაც მთელ სახეზე ქართული დროშა ეხატა. ეგეც დაბლოკეს.
მოკლედ რა არა ლოგიკური მთავრობა ჰყავთ ქართველებთან მიმართბეაში, ისე არიან ეგ მოდერებიც. ისე არა მარტომჩემი სხვა ქართველებიც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმჩდნენ.
მე მგონი პროტესტი საკმაოდ ლოგიკურია არა? და რადგანაც პროტესტს ქართულ დღოსას და სახელმწიფოებრიობას უცხადებენ, ჩვენც არაფერი გვესაქმება იქ.
p.s ეგ რა თქმა უნდა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც გაგიზიარეთ. არჩევანი თქვენზეა...

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!



