მსოფლიოს წარმატებული ბიზნეს სკოლების მიერ უკვე აღიარებული ფაქტია, რომ სტრატეგიული ბიზნეს სიმულაციები შეუდარებლად ეფექტურია ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავების თვალსაზრისით. ამ მხრივ მათი უპირატესობა უდაოა ლექციის, სემინარის, ტრენინგის, უოქშოფის თუ სტაჟირების მიმართ. B-STRAT ქართული სტრატეგიული ბიზნეს სიმულაციაა, რომელიც 1998 წელს შეიქმნა ტარიელ ზივზივაძის მიერ. პროგრამის უნიკალობა იმაშია, რომ მონაწილეები აყალიბებენ და მართავენ ვირტუალურ ბიზნეს კომპანიებს, სწავლობენ და იმავდროულად საკუთარ თავზე ცდიან ბიზნეს გადაწყვეტილებების რეალიზაციის სიტკბოსა და სიმწარეს რამოდენიმე ვირტუალური წლის განმავლობაში.
B-STRAT სისტემატურად ტარდება კავკასიის აკადემიურ ცენტრში [CAC], შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში [IBSU], ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში [GAU], ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში [AEL], სპეციალური დაკვეთების მიხედვით რიგ ბიზნეს კომპანიებში. B-STRAT საქართველოში სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის შეჯიბრის მთავარი მექანიზმია.
CAC - ონლაინ ღია ჩემპიონატში მონაწილეობის პირობები:
** B-STRAT -ის ეს კონკრეტული რაუნდი ტარდება როგორც CAC-ს სტუდენტებისათვის, ასევე ყველა მსურველისათვის;
** ყოველი მონაწილე ინდივიდუალურად წარადგენს განაცხადის ფორმას;
** მონაწილე გუნდების მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა - 100;
** CAC-ს არასტუდენტებისათვის მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 120 ლარს;
** ერთ გუნდში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მონაწილე ინდივიდი;
** ამ სიმულაციაში დაუშვებელია იმ ვაუჩერებით მონაწილეობა, რომლებიც ბისტრატის ადრეული რაუნდების მონაწილეებს შეიძლება ექნეთ;
პრიზი გამარჯვებულებისათვის
პირველი ადგილი - CAC -ს ინგლისური ენის სასწავლო კურსის 100% დაფინანსება;
მეორე ადგილი - CAC -ს ინგლისური ენის სასწავლო კურსის 75% დაფინანსება;
მესამე ადგილი - CAC -ს ინგლისური ენის სასწავლო კურსის 50% დაფინანსება;
მინიმუმ 10 ინდივიდს და მაქსიმუმ მონაწილეთა საერთო რაოდენობის 20%, რომელთაც უმაღლესი შედეგები ექნებათ, მიეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები;
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი.
კონსულტაციები გაიმართება 3 და 4 ნოემბერს CAC-ში.
სიმულაცია დაიწყება 10 ნოემბერს და დასრულდება 30 დეკემბერს
სიმულაცია წარიმართება 7 ვირტუალური წლის მანძილზე
ჩემპიონატი მიმდინარეობს ინტერნეტით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ აქვე ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და გააგზავნოთ შიგნითვე მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ პირადად მე ტელეფონზე 877 73 79 64 ელ-ფოსტაზე admin@marketing.ge და marnetllc@gmail.com.
თანდართული ფაილ[ებ]ი
-
cac_simulation_registration_form.zip (2.41კ)
ჩამოტვირთვების #: 124

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

