ნახტომი





- - - - -

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 80

#21 Giorgi Tskhakaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 118 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2006 - 18:44

Lasha Shamatava
ძალიან დიდი ისტორიაა როგორ შეესხა ამას ხორცი და ასევე ძალიან ბევრი ექსპერტი და თვითონ სამინისტროს თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას... კონცეფციის შემუშავებაში... ეხლა მუშაობა მიდის ვრცელ დოკუმენტზე რომელიც ამ წლის ბოლოსთვის ალბათ იქნება და საზოგადოებას შეეძლება ნახოს...
თუ დაინტერესებული ხარ კონკრეტულად და უფრო ვრცლად შეგიძლია დამეკონტაქტო ტელეფონით

#22 Irakli Konjaria

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2006 - 19:18

Kakha Imerlishvili

Kakha Imerlishvili, Feb 20 2006, 04:50 PM -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა მასთან ერთად კომპლექსურად უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რათა ქართულ წარმოებაზე გაზრდილმა იმპორტმა დამანგრეველი გავლენა არ მოახდინოს.

<{POST_SNAPBACK}>


მართალს ბრძანებთ, ბატონო კახა :) გეტანხმებით ამ საკითხში, მაგრამ ეგ მითხარი . . .

Kakha Imerlishvili, Feb 20 2006, 04:50 PM -ში, განაცხადა:

ქართველი მეწარმეები ჩადგებიან კონკურენტულ მდგომარეობაში და იძულებული იქნებიან აწარმოონ მხოლოდ კონკურენტული პროდუქცია, ეს კი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

<{POST_SNAPBACK}>


ქართველმა მეწარმეებმა არამგონია მასეთ კონკურეტებს გაუწიონ კონკურენცია, როდესაც შიდა ბაზარზე ვერ ახერხებენ ამას . . .

#23 Kakha Imerlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 326 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2006 - 20:13

Irakli Konjaria
ეს ძალიან მარტივია. მაგალითად ქართული ღვინო. მას როგორც შიდა ასევე გარე ბაზარზე მას კონკურენტი არ ყავს. ქართველი ბიზნესმენები რომ დგანან და ყოველდღე ახალ რესტორანს ან ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან ასეთ მომგებიან ბიზნესში რომ დააბანდონ ფული ხომ იქნება უკეთესი. ამას კი ვერავინ აიძულებს მათ სანამ თვითონ არ შეიგნებენ. ყველაზე კარგი წამალი ამ შემთხვევაში კი მძაფრი კონკურენციაა. დიდი ოდენობით იაფი პროდუქციის იმპორტი კი კონკურენციის გაძლიერებას უწყობს ხელს. ასე რომ აეწყობა ქვეყანა :)
Account Manager
Corporate Sales Department
UGT

#24 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2006 - 20:34

Giorgi Tskhakaia, Feb 21 2006, 07:44 PM -ში, განაცხადა:

ძალიან დიდი ისტორიაა როგორ შეესხა ამას ხორცი და ასევე ძალიან ბევრი ექსპერტი და თვითონ სამინისტროს თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას... კონცეფციის შემუშავებაში... ეხლა მუშაობა მიდის ვრცელ დოკუმენტზე რომელიც ამ წლის ბოლოსთვის ალბათ იქნება და საზოგადოებას შეეძლება ნახოს...

<{POST_SNAPBACK}>


ეს ყველაფერი ზოგადი ფრაზებია, მე კონკრეტული ვინაობა მჭირდება მაგ პიროვნებების და ორგანიზაციების, ვინც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას.
და საზოგადოებამ რატომ უნდა ნახოს წლის ბოლოსთვის? ასეთი კონცეფციები თავად საზოგადოების დაკვეთაა და საზოგადოება მასში აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული. ცხადია, ყველა არც ჩაემბმება, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს უნდა ახერხებდეს ჩაბმას. პირადად მე და ბევრ ჩემნაირს დიდი სურვილი აქვს, მაგრამ მერე რა?

Giorgi Tskhakaia, Feb 21 2006, 07:44 PM -ში, განაცხადა:

თუ დაინტერესებული ხარ კონკრეტულად და უფრო ვრცლად შეგიძლია დამეკონტაქტო ტელეფონით

<{POST_SNAPBACK}>


ტელეფონი კარგია შეხვედრაზე შესათანხმებლად, მაქსიმუმ ნაცნობებს შორის აზრის გასაცვლელად, მაგრამ ამხელა კონცეფციის გაცნობა ტელეფონით როგორ მოხერხდება? ხოლო რაიმე ელექტრონული ვარიანტი თუ არსებობს, ეს შეგიძლიათ ან ელ ფოსტაზე გამომიგზავნოთ, ან თქვენსავე საიტზე დადოთ.
ისე კი ტელეფონზე მაინც აუცილებლად დაგეკონტაქტებით ამ დღეებში.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#25 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2006 - 20:36

Kakha Imerlishvili, Feb 21 2006, 09:13 PM -ში, განაცხადა:

ეს ძალიან მარტივია. მაგალითად ქართული ღვინო. მას როგორც შიდა ასევე გარე ბაზარზე მას კონკურენტი არ ყავს. ქართველი ბიზნესმენები რომ დგანან და ყოველდღე ახალ რესტორანს ან ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან ასეთ მომგებიან ბიზნესში რომ დააბანდონ ფული ხომ იქნება უკეთესი. ამას კი ვერავინ აიძულებს მათ სანამ თვითონ არ შეიგნებენ. ყველაზე კარგი წამალი ამ შემთხვევაში კი მძაფრი კონკურენციაა. დიდი ოდენობით იაფი პროდუქციის იმპორტი კი კონკურენციის გაძლიერებას უწყობს ხელს. ასე რომ აეწყობა ქვეყანა

<{POST_SNAPBACK}>


პრიცნიპში მეც ვეთანხმები კახას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენს მეწარმეებს სერიოზულად აქვთ განათლების პრობლემა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ასეთ ლიბერალიზაციას ის შედეგი არ მოჰყვეს, რაც ქვეყნისთვის უკეთესია...
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#26 Irakli Beridze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 April, 2006 - 14:12

Lasha Shamatava, Jan 29 2006, 10:24 AM -ში, განაცხადა:

ვინ უნდა შექმნას მსგავსი სტრატეგიები - ეს უკვე ცალკე საკითხია, სხვათა შორის, საქართველოსთვის მეტად აქტუალური საკითხი. ჩემი აზრით, ვერანაირი გამობრძმედილი ადამიანი, თუნდაც გენიოსი, ასეთ სტრატეგიას დამოუკიდებლად ვერ შექმნის. ამ საკითხზე მთელმა ჯგუფმა უნდა იმუშაოს და შემდეგ უნდა მოხდეს მისი ანალიზი, შეჯერება, მორგება სხვა დამოუკიდებელი ჯგუფებისა და ექსპერტების მიერ.

<{POST_SNAPBACK}>


ჯგუფია არა, შენის ნებართვით შევასწორებ, ეს გუნდია, რადგანაც აქ მხოლოდ გუნდური პრინციპით მოქმედი ადამიანების ერთობლიობა მიაღწევს სასურველ შედეგს. ამ გუნდში სწორედ ის პიროვნებები უნდა იყვნენ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ,ეს აუცილებელი პირობაა გუნდის არსებობისათვის. ჯგუფი სულ სხვაა, არმია მაგალითად ჯგუფია, სადაც მხოლოდ ბრძანებები არსებობს და აუცილებელია მათი შესარულება, გუნდი კი თვითონ ადგენს თამაშის წესებს სამუშაოს შესრულების თვალსაზრისით.

Lasha Shamatava, Feb 20 2006, 11:07 AM -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა მასთან ერთად კომპლექსურად უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რათა ქართულ წარმოებაზე გაზრდილმა იმპორტმა დამანგრეველი გავლენა არ მოახდინოს.
საბაჟო გადასახადის გაუქმება პირველ რიგში ალბათ თურქეთისთვის იქნება ხელსაყრელი და ყველაზე დიდ დარტყმას სოფლის მეურნეობას მიაყენებს.

ხო ახლა რატომ მომწონს ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია ხდება და თავისუფალ საგარეო ვაჭრობას რომ ქვეყანა არ დაუღუპია ეს ფაქტია. ასეთი რეფორმები გაატარა ბალტიისპირეთმა და დღეს მშვენიერი ეკონომიკა აქვთ. და რაც მთავარია ქართველი მეწარმეები ჩადგებიან კონკურენტულ მდგომარეობაში და იძულებული იქნებიან აწარმოონ მხოლოდ კონკურენტული პროდუქცია, ეს კი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

<{POST_SNAPBACK}>


მოდით რა ხალხნო ასე ზედაპირულად ნუ შევხედავთ საკითხს მე რამოდენიმე კითხვა მიჩნდება იმ პიროვნებებთან, ვინც ამ პოლიტიკას მხარი დაუჭირა:
1. სტატისტიკური პროგნოზი თუა გაკეთებული იმისი, თუ მოსახლოების კონკრეტულად რომელ ჯგუფს მოუტანს სარგებელს და რამდენს მიახლოებით
2. მოსახლეობის რა ნაწილს დააზარალებს და რამდენი იქნება ამ ზარალის მასშტაბები.
2. წმინდა ეკონომიკური ეფექტი (დადებითი თუ უარყოფითი)
3. როგორია საზოგადოებრივი აზრი კონკრეტულად ამ საკითხისადმი თუ ჩვენ მოსახლეობას ინტერესთა ჯგუფების მიხედვით დავყოფთ, პროცენტული გაანგარიშება შემდეგნაირი იქნება: მომხმარებლები სადღაც მიახლოებით 90% და მწარმოებლები 10%. ამ 10% უფრო მეტი აკუმულირებული შემოსავალი გააჩნია ერთ სულზე ვიდრე დანარჩენ 90% დაქსაქსულ მომხმარებელთა ჯგუფს. ცხადია ისინი ყველანაირად საკუთარი ინტერესების ლობირებას შეეცდებიან და სქელი ჯიბეებითაც წარმართავენ თავიანთ ფინანსებს აქეთკენ. აქ კი სახელმწიფო თავაზობს ალტერნატივას, გარანტირებული პროგრამებისა და სუბსიდიების სახით. ააქვს სახელმწიფოს ამის ბიუჯეტი?
4. საქართველოს მწარმოებლების უმეტესებოა ეწევა არა ინდუსტრიალიზებულ (მხედველობაში მიიღება არა მარტო მანქანა-დანადგარები, არამედ ბიზნეს-პროცესების მთელი თანამედროვე სისტემა) ბიზნესს გარე სამყაროსთან შედარებით. სწორედ ეს ეფექტია წალეკვა. თუ ჩვენ იმას ვამბობთ რომ საზღვარი გაიხსნება, მმაშინ ცხადია დაიწყება იმენნა ფასისმიერი არაჯანსაღი კონკურენცია, საქართველოს დღევანდელი ბიზნესის ათვლის წერტილიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მწარმოებლებს შანსიც კი არ ექნებათ.
5. რომ მოგვყავს ბალტისპირეთის ქვეყნების მაგალითი, რა გარანტიაა იმისი რომ იმან რაც ბალტისპირეთში იმუშავა აუცილებლად საქართველოში იმუშავებს, უნდა გავითვალისწინოთ: გეო-პოლიტიკური მდებარეობა, ადათ-წესები, კულტურა, ევროპულ ბაზრებთან სიახლოვე და ასე შემდეგ.

აი ამ კითხვებზე გასცენ პასუხები ჩვენმა პოლიტიკოსებმა და მერე შეუდგნენ პოლიტიკის გატარებას და არა იძახონ ჰაერზე ეს მაგარია, ეს მე ჰარვარდში ვისწავლე და იმენნა გაქაჩავს და ასე შემდეგ. რა უცხოელი მენეჯერები შეცდომებს არ უშვებენ?

#27 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 April, 2006 - 14:27

Giorgi Tskhakaia, Jan 19 2006, 02:39 PM -ში, განაცხადა:

ჩემს და ჩემს სამართველოს მიერ მომზადდა - სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის კონცეფცია 2006-2009 წლებისაათვის, რომელზეც დავიხარჯეთ ბოლომდე!

<{POST_SNAPBACK}>


რამდენ ხანში დაიწერა ეგ სტრატეგია, რა მიმართულებებისგან შედგება და თითო მიმართულებაზე რამდენი და რა კვალიფიკაციისა და გამოცდილების ხალხი მუშაობდა?

#28 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 April, 2006 - 14:40

Lasha Shamatava, Feb 20 2006, 01:07 PM -ში, განაცხადა:

რაც მთავარია ქართველი მეწარმეები ჩადგებიან კონკურენტულ მდგომარეობაში და იძულებული იქნებიან აწარმოონ მხოლოდ კონკურენტული პროდუქცია, ეს კი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

<{POST_SNAPBACK}>


ისე ბოდიშს მოვითხოვ, მარა, კონკურენციის გაზრდა სხვა რამესაც ხომ არ უწყობს ხელს? მაგალითად მე რომ ვიყო ხორბლის მწარმოებელი და ჩემზე იაფად გახდეს შესაძლებელი ხორბლის შემოტანა, ავდგები და დავანებებ თავს წარმოებას და მეც შემოტანას დავიწყებ, იმიტომ რომ უფრო მომგებიანი იქნება.

ჩემი აზრით იმ პრობლემასთან მიმართებაში, რასაც ქვია ქართული წარმოების კონკურენტუუნარობა (თუ არაკონკურენტუნარიანობა:), ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული.
აქ არ არსებობს ე.წ. "Market Exit" ბარიერი, რადგან მთელი საწარმოების 95% პრაქტიკულად კაპიკებში აქვთ დათრეული და სულ არ ანაღვლებთ ის, რომ ხვალ შესაძლოა კონკურენციის გამო, ბიზნესის დატოვება მოუხდეთ - ისინი არაფერს კარგავენ და სრულიად უმტკივნეულოდ გადაერთვებიან სხვა ბიზნესზე.
> თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვამ ტოტალური კოლაფსის წინაშე დააყტენა გრუზინი მეღვინეები მეტყველებს მხოლოდდამხოლოდ იმაზე, რომ ან ნამეტანი ახლომხედველები არიან და გრძელვადიანი საფრთხე თავის დროზე ვერ დაინახეს, რათა დროზე დაეწყოთ ახალ ბაზრებზე ჩალიჩი, ანდა საკმარისი მოტივაცია არ ჰქონდათ, ანუ რისკი გამართლებულად მიიჩნიეს მის ჰეჯირებაზე გასაწევ დანახარჯებთან შედარებით (ფული იქნებოდა დასახარჯი კვლევების გაკეთებაზე, საექსპორტო ქვეყნების მოძიებაზე, პარტნიორების ნახვაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე, სარეკლამო კამპანიაზე და ა.შ.
> არ ვარ მართალი?

#29 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 April, 2006 - 15:29

Irakli Beridze, Apr 21 2006, 02:12 PM -ში, განაცხადა:

ჯგუფია არა, შენის ნებართვით შევასწორებ, ეს გუნდია, რადგანაც აქ მხოლოდ გუნდური პრინციპით მოქმედი ადამიანების ერთობლიობა მიაღწევს სასურველ შედეგს. ამ გუნდში სწორედ ის პიროვნებები უნდა იყვნენ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ,ეს აუცილებელი პირობაა გუნდის არსებობისათვის. ჯგუფი სულ სხვაა, არმია მაგალითად ჯგუფია, სადაც მხოლოდ ბრძანებები არსებობს და აუცილებელია მათი შესარულება, გუნდი კი თვითონ ადგენს თამაშის წესებს სამუშაოს შესრულების თვალსაზრისით.

<{POST_SNAPBACK}>


თითქმის იგივეს ვამბობდი მეც.

Irakli Beridze, Apr 21 2006, 02:12 PM -ში, განაცხადა:

მოდით რა ხალხნო ასე ზედაპირულად ნუ შევხედავთ საკითხს მე რამოდენიმე კითხვა მიჩნდება იმ პიროვნებებთან, ვინც ამ პოლიტიკას მხარი დაუჭირა:

<{POST_SNAPBACK}>


გეთანმხები და დავაზუსტებ, რომ ის ციტატები, რომელიც შენ გააკრიტიკე მე არ მეკუთვნის. იმ ციტატაზე მეც იგივე კითხვები გამიჩნდა, რაც შენ, ოღონდ უფრო მოკლედ და ზოგადად დავსვი კითხვები.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#30 Irakli Beridze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 April, 2006 - 19:46

Levan Beitrishvili, Apr 21 2006, 11:27 AM -ში, განაცხადა:

ისე ბოდიშს მოვითხოვ, მარა, კონკურენციის გაზრდა სხვა რამესაც ხომ არ უწყობს ხელს? მაგალითად მე რომ ვიყო ხორბლის მწარმოებელი და ჩემზე იაფად გახდეს შესაძლებელი ხორბლის შემოტანა, ავდგები და დავანებებ თავს წარმოებას და მეც შემოტანას დავიწყებ, იმიტომ რომ უფრო მომგებიანი იქნება.

<{POST_SNAPBACK}>


აბსოლუტური სიმართლეა, მეც ესე მიმაჩნია და კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ჩვენი საზოგადოების უმთავრესი მიზანი სამომხმარებლო ბაზრის გაიაფება და ხელმისაწვდომობაა, მაშინ ასეთი პოლიტიკა გართლებულია მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მისაღებად, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მოხდება ეკონომიკის სტრუქურული გადახალისება ანუ ის რაზეც ბატონმა ლევანმა ისაუბრა. მეც ვაჭრობის ლიბერალიზაციის მომხრე ვარ მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ანუ იმ საქონელზე უნდა გავაუქმოდ საბაჟო გადასახადები რომელიც არ იწარმოება (ასეთია სასაქონლო ნაკრების 90%) და იმაზე რაზეც ქვეყანას კონკურენტული შესაძლებლობები აქვს პირიქით საბაჟო ტარიფებით დავიცვათ. ასეთი პოლიტიკის მიქსი იქნებოდა ყველაზე გამართლებული და შედარებით იაფი ბიუჯეტისათვის (უმთავრესი არგუმენტი საქართველოსათვის).

ერთი მომენტი კიდევ. თვით ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისა და გატარების პროცედურა არის საკმაოდ უცნაური საქართველოში, ანუ საზოგადოება ამ პროცესებში არ ერთვება. მე მახსოვს 3-4 წლის წინ ყველა სულ სახელმწიფო ორგანოების ტრანსპარენტულობაზე საუბრობდა და რევოლუციის შემდეგ სულ სახელმწიფო აპარატის ზედაპირული პიარი მიდის მასმედიის საშუალებით. არიან კი დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გატარების პროცესები ტრანსპარენტულები? რატომ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისა თუ ბენდუქიძის პირად ამბიციებზე აგებული, ამას ვერ ვიგებ. ისინი ამ პოლიტიკას გაატარებენ, მერე საქმე რო გაფუჭდება ხალხის წინაშე საჯაროდ ბოდიშს მოიხდიან, ქუდს დაიხურავენ და მერე მიდი და იხადე ამათი ვალები მომავალო თაობავ.
ძალიანი კრიტიკული პოსტინგი კი გამომივიდა მაგრამ თავი ვერ შევიკავე, უკაცრავად

#31 Varden Pirveli

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 22 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 April, 2006 - 01:13

ქართული საზოგადოების ეკონომიკურ პროცესებში მასიურად ჩართვის მიზნით, საწყის ეტაპზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კოოპერატივული სისტემის ინტეგრაცია მიიმაჩნია მართებულად.
რაც ოფიციალურ, ეკონომიკური განვითარების პროგრამასა და სტრატეგიას შეეხება, ასეთის არ არსებობა გაზსადენის აფეთქების, ისევე როგორც რუსეთის მიერ ჩვენი ღვინის ბოიკოტის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს.

რედაქტორი Varden Pirveli, 23 April, 2006 - 01:34.


#32 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 April, 2006 - 19:57

Varden Pirveli, Apr 23 2006, 01:13 AM -ში, განაცხადა:

ქართული საზოგადოების ეკონომიკურ პროცესებში მასიურად ჩართვის მიზნით, საწყის ეტაპზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კოოპერატივული სისტემის ინტეგრაცია მიიმაჩნია მართებულად.

<{POST_SNAPBACK}>


ძალიან ზოგადი ფრაზაა, ჩემი აზრით. იქნებ უფრო დააკონკრეტოთ.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#33 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 26 April, 2006 - 15:31

რა სტრატეგია ვერ ხედავთ რუსები რას გვიშვებიან

#34 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 26 April, 2006 - 15:33

თუ მანდამაინც სტრატეგიის ჩამოყალიბება გვინდა ჩვენი ეკონომიკა და ბიზნესი ამ დღეში არ უნდა იყოს. ანუ უფრო განვითარებულიი და კონკურენციის დონე უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს განვითარებული და მთავრობის მხრიდან თავისი ბიზნესის ლობირება არ უნდა მოხდეს. ასევე ფინანსური სტრუტურაც უნდა იყოს განვითარებული. ეს ასევე ეხება ბნკებსაც.

#35 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 April, 2006 - 18:59

George Kharshiladze, Apr 26 2006, 03:31 PM -ში, განაცხადა:

რა სტრატეგია ვერ ხედავთ რუსები რას გვიშვებიან

<{POST_SNAPBACK}>


იმიტომაც გვიშვებიან, რომ არანაირი სტრატეგია არ გაგვაჩნია. აბა ბალტიისპირეთს უქნას რამე, თუ ბიჭია. ანდა თუნდაც ყაზახეთს.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#36 Varden Pirveli

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 22 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 April, 2006 - 03:41

Lasha Shamatava

Lasha Shamatava, Apr 26 2006, 05:59 PM -ში, განაცხადა:

ძალიან ზოგადი ფრაზაა, ჩემი აზრით. იქნებ უფრო დააკონკრეტოთ

<{POST_SNAPBACK}>


მხედველობაში მაქვს სოციალური ეკონომიკის სისტემისთვის დამახასიათებელი კოოპერატივული სტრუქტურა, რომელიც გარკვეულწილად საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჯანსაღი კორპორაციული სტრუქტურის აღმოცენების კარგ პირობებს ჰქმნის. საქართველოში საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ თეორიუალდ არის მაგრამ, პრაქტიკაში რეალური ნაბიჯები არ/ვერ იდგმევა, რაც ჩემი აზრით ამ პროცესითვის საჭირო მომხმარებლის ისევე როგორც მეწარმის ატრიბუტების არ არსებობით არის განპირობებული. ხსენებული კოოპერატივული სისტემა, სათანადაო, მცირე რისკიანი სახელმწიფოებრივი დაფინანსებით არ იქნება ურიგო-თუნდაც ექსპერიმენტალური სახით, რომელიე რეგიონში ან მოსახლების გარკეულ სეგმენტში.

ამ დღეებში უფრო ვრცლად ვაპირებ დაწერას აქ http://bmuli.com/ და შეგატყობინებ.
პ.ს.
თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია შენც გამოაქვეყნო სტატიები ნებისმიერ თემაზე.

რედაქტორი Varden Pirveli, 27 April, 2006 - 03:44.


#37 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 27 April, 2006 - 22:12

თუ მთავრობა ჯერ ეკონომიკურ პოლიტიკას არ ჩამოაყალიბებს მანამდე ჩვენ არანაირად გვეშველება

#38 David Goqadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 423 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 May, 2006 - 00:54

გამარჯობათ,
შეიძლება ხელისუფლებას გააჩნდეს სერიოზული "ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია", მაგრამ:
1. არა სპეციალისტების მიერ მომზადებული და ისევ და ისევ მათი კოლეგების მიერ შეფასებული გამოგვადგება? - რა თქმა უნდა მესმის, რომ მაგალითად: ეკონომისტის თუ მარკშეიდერის ჩართვა პურის ცხობის პროცესში საჭირო იყოს მაგრამ თონეში პურს მეპურე აკრავს - ისე პური კუტი ამოვა, ან არ ამოვა !!!
ხოლო, ამქვეყნად მასზე სერიოზული მუშაობის გაჩაღებას ხელს ისევ და ისევ არაპროფესიონალთა "გაპროფესიონალება" უშლის მხოლოდ - დიდი "დილეტანტომანიაა" (ხო კარგი სიტყვა მოვიგონე!?!?) და რა ვქნათ აბა?

2. ყველა სამინისტრომ უნდა დაამუშაოს განვითარების სტრატეგია!!! მაგრამ: თაროებია შესავსები ხოლმე და ისინიც ავსებენ - დამერწმუნეთ პირდაპირი გაგებით ასეა - მიღების შემდეგ მას არავინ არ ეცნობა;

3. ეკონომიკაზე - ახალგაზრდა ეკონომისტები მუშაობდნენ სხვებიც . . .
ერთ დროს მეც რეგულარურად ვაყენებდი ამ საკითხებს - როგორც NGO - შედეგები=0,000

გმადლობთ ყურადღებისათვის
დავით გოქაძე
არქიტექტორი

Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE

#39 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 May, 2006 - 12:26

აქ ის მომენტიც არის მნიშვნელოვანი, რაც ნიკო ორველაშვილმა გუშინ 202-ზე თქვა: "მთავარია არა ის, თუ ვინ არის მრჩეველი, არამედ ის, თუ ვის ურჩევენ". შესაბამისად, სანამ ხელისუფლებაში ეკონომისტები არ მოვლენ, სულ ასეთ დღეში ვიქნებით. და ასე მარტო მე არ ვფიქრობ.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#40 David Goqadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 423 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 May, 2006 - 03:03

უკაცრავად, მაგრამ იგივე შეცდომას ჩაიდენდით და თქვენს ბ-ნი ნიკოს აზრის ადრესატი გახდებით: ეკონომიკას - ეკონომისტები, იუსტიცია - იურისტები და ა.შ. ასე რომ როგორც მხოლოდ იურისტების მიერ ვერ აიწყობა ქვეყანა კი არა და უბრალოდ სერიოზული იურიდიული ფირმაც კი, ისევე ვერ აიწყობა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომისტებით ქვეყანა (ამის კარგი მაგალითია ეკონომიკის სამინისტროსათვის არქიტექტურისა და მშენებლობის "გადაბარება", შედეგით 0.000 000 000)
გმადლობთ.
დავით გოქაძე
არქიტექტორი

Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share