ნახტომი





- - - - -

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 80

#81 Irakli Beridze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 June, 2006 - 15:45

ლაშა, ძალიან დიდი ბოდიში თუ რამენაირად გაწყენინე, მართალი ხარ ცოტა რბილად უნდა შემეკითხა, მე ის კი არ მიგულისხმია, რომ აი შენ თუ იცი და რამე, მე უბრალოდ ფაქტი მოვიყვანე, რომ ესეთი მოდელი არსებობს და კარგი იქნებოდა თუ გავითვალისწინებდით, სიტყვების რახარუხი რა შუაშია, უბრალოდ მიწევს იმ ტერმინების გამოყენება, რაც აუცილებელია რომ აზრი გადმოსცე მაკორეკონომიკაზე მსჯელობის დროს.

თქვენ რასაც იძახით აბსოლუტურად მართალია, როგორც თეორიული, ასევე წმინდა გონების თვალსაზრისითაც, მაგრამ მე უბრალოდ პრაქტიკულ ბარიერებზე ვსაუბრობ, ანუ საკითხთან დაკავშირებით შევეხე ყველაფერს. მე განათლებით მათემატიკოსი არ გახლავარ, მაგრამ ხსენებული მოდელს ვიცნობ და თუ გაინტერესებს შემიძლია კიდევაც ლიტერატურა მიგითითო (იქ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით არის განხილული და არა მათემატიკური).

გადასახადების გაუქმება არც მე მიგულისხმია, მე ვთქვი, რომ კომპლექსური პოლიტიკაა საჭირო თქო, საგადასახადო პოლიტიკა მაკროეკონომიკურის ერთერთი ნაწილია - რა იყო აქ ასაღელვებელი, ვინ როგორ კარგად აკეთებს ამას თუ ცუდად, მე არ მაინტერესებდა, მე უბრალოდ საკითხთან მიმართებაში დავპოსტე.

გამოსავალი - იასნია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, მაგრამ არა მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკით, სხვა ფისკალური და მონეტარისტული ეფექტებიც უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. აქ ბიზნეს გარემოზეც იყო საუბარი, ვფიქრობ გარემო უნდა იყოს საკმაოდ სტაბილური, ანუ ბაზარზე შეღწევა ოდნავ რთული, მაგრამ ყველანაირი პირობა შემდგომი მდგრადი განვითარებისა და ზრდისათვის (ბიზნეს ერთეულზეა საუბარი). მაგრამ ამ შემთხვევაში ბაზარზე შეღწევის ხელოვნური ბარიერები უნდა გამოვრიცხოთ (ლიცენზიებით, ნებართვებით და ა.შ. სპეკულირება) სახელმწიფოს მხრიდან. ანუ სისტემაში შესასვლელი ბარიერები წმინდა ეკონომიკური ხასიათის უნდა იყოს (კონკურენცია, კონიუნქტურა და ასე შემდეგ)

კიდევ ერთი მომენტი: სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მცირე ბიზნესის ინფორმაციული უზრუნველყოფა, ან ხელი შეუწყოს ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას

აი ეს ვიგულისხმე მეტი კი არაფერი, აქ არაფერი ასაღელვებელი არ იყო, დღევანდელი მთავრობა და საერთოდ პოლიტიკა არ მაინტერესებს, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავის გეწინააღმდეგებით, უბრალოდ ეგრე უფრო უკეთესი იქნებოდა თქო



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share