საკანი #5 - რეალითი შოუ
#61
დაწერილია 01 April, 2009 - 20:28
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#62
დაწერილია 01 April, 2009 - 20:36
ერთი კი ვიცი, ამ გადაცემამ მაესტო ყურებადი გახადა, ღლონტის ერთ ერთი ჭკვიანური ნაბიჯია.
რედაქტორი Tea Tseradze, 01 April, 2009 - 20:37.
#63
დაწერილია 01 April, 2009 - 20:38
#64
დაწერილია 01 April, 2009 - 20:57
#65
დაწერილია 02 April, 2009 - 10:24
Salome Lokhishvili, Apr 1/09, 17:41 -ში, განაცხადა:
ნუ მაშინ ან "იმ ადამიანში" ვის გულისხმობ და ან "ეგეთებში"?
#66
დაწერილია 02 April, 2009 - 12:52
Don't tell people how to do things, tell them what to do and let them surprise you with their results.
George S. Patton
#67
დაწერილია 02 April, 2009 - 13:03
არ გვინდა ერთ სტრიქონიანი პოსტები :
ისედაც ნათელია აზრი
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#68
დაწერილია 02 April, 2009 - 14:37
როგორც არხი, ასევე გადაცემა ძალიან უხარისხოა...
#69
დაწერილია 02 April, 2009 - 16:05
შედეგები ეკრანზე ! -
1) ვერავინ ვერაფერზე ვერ შეთანხმდა
2) არავინ არავის აზრს არ იზიარებს
3) ყველას თავისი ხედვით და სიმართლით გაუმარჯოოოოს
#70
დაწერილია 02 April, 2009 - 18:17
Salome Macharashvili, Apr 2/09, 14:37 -ში, განაცხადა:
როგორც არხი, ასევე გადაცემა ძალიან უხარისხოა...
ზოგისთვის მისაღებია ეს აზრი, ზოგისთვის არა... მე კიდე აბსოლუტურად გეთანხმები სალომე
#71
დაწერილია 03 April, 2009 - 11:04
Sophiko Balanchivadze, Apr 2/09, 18:17 -ში, განაცხადა:
მე ბოლო პოსტში დავწერე ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს-თქო. შენ კი ვერ მოითმინე და "რაღაც" სიმართლეზე ალაპარაკდი, რომელსაც თურმე თვალი უნდა გავუსწოროთ...
ჯერ კიდევ ეთერში გადის ნამდვილად.
ვინც უყურებს. მათ არ მობეზრდათ. ისინი 24 საათი არ უყურებენ მაგ შოუს. მხოლოდ საღამოს.
რეიტინგის და სტატისტიკის გარეშე 7-8% საიდან "მოჩოთქე?" მაგრამ გეთანხმები ციფრებში და აგიხსნი რატომ:
1) თქვი რომ ქართველების 7-8% უყურებსო, ესეიგი დაახლოებით 300-350 ათასი ადამიანი (მოსახლეობა უხეშად 4 250 000)
2) მაესტრო მაუწყებლობს მხოლოდ თბილისის მასშტაბით, რეგიონებზე წვდომა პრაქტიკულად არ აქვს
3) თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 20-25%, ანუ დაახლოებით 800 000 - 1 000 000 ადამიანი
4) გამოდის, რომ დაფარვის არეალის გათვალისწინებით და რიგი ცდომილებების დაშვებით მაესტროს უყურებს 40-45%. თუ ზემოთ მოცემულ მონაცემებს გაფილტრავ დემოგრაფიული პრინციპით და არ ჩათვლი 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას, მიიღებ 65-70%-ს.
ნებისმიერი სტატისტიკოსი შემომიყვანე და საწინააღმდეგო დამიმტკიცოს. ამას სტატისტიკოსობაც არ სჭირდება!
და ამ შოუთი გაიჯეჯილესო, რომ იძახი, ამით ჩემი თეორიის სიზუსტეს ხაზს უსვამ...
ვხედავ ძალიან გაწუხებს და გაღიზიანებს ეგ გადაცემა, მაგრამ შენი მრისხანების გამო ვერ დახურავენ
Salome Macharashvili, Apr 2/09, 14:37 -ში, განაცხადა:
როგორც არხი, ასევე გადაცემა ძალიან უხარისხოა...
შენ რუსთავი2-ის ხარისხი უნდა გენახა თავის დროზე, მაგრამ რეალურად შედარება არ შეიძლება, რადგან მაესტრო გასართობი ფორმატის, სრულიად აპოლიტიზირებული ტელეარხი იყო ამ დრომდე. ასეთი არხები საქართველოში არ სარგებლობენ რეიტინგით, შესაბამისად შემოსავალიც ნაკლები აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.
მაგრამ როგორ უნდა განვითარდეს არხი, რომელზეც კომპანიები რეკლამის განთავსებისგან თავს იკავებენ სახელმწიფო რეკეტის შიშით?
#72
დაწერილია 06 April, 2009 - 00:45
გადაცემას რაც შეეხება 9 აპრილის მერე დიდი დიდი ერთი კვირა გაქაჩოს... მიშა ან გადადგება ან არა... ეს ვერანაირად ვერ იქნება უცნობის კლოუნადის დამსახურება... უბრალოდ გადაცემა აქტუალური ვეღარ იქნება და მიახურავენ... (ჩემი მრისხანების გარეშეც)... ჩემთვის სულერთია მაგ გადაცემის არსეწბობა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ ვუყურებ... შემიძლია ის ერთი საათი უფრო სასარგებლოდ გამოვიყენო
#73
დაწერილია 06 April, 2009 - 13:52
Sophiko Balanchivadze, Apr 6/09, 00:45 -ში, განაცხადა:
ჩემი სტატისტიკა შენსას ეფუძნებოდა. თუ არასანდოა შენი ციფრები და თვითონვე აღიარებ, საიდან მოგყავს?
Sophiko Balanchivadze, Apr 6/09, 00:45 -ში, განაცხადა:
მე უბრალოდ ის დაგიმტკიცე, რომ შენ რაც ცოტად მიგაჩნია, "საკმარისზე მეტია". ჩემი ციფრები ნამდვილად სანდო და ლოგიკურია შენი 7-8%-დან გამომდინარე და თუ ასე არაა. დამისაბუთე
Sophiko Balanchivadze, Apr 6/09, 00:45 -ში, განაცხადა:
ვინ იძახის რომ უცნობის დამსახურება იქნება? მხოლოდ იმ ხალხის, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ არ ხარ... თუმცა მე არ ვწუხვარ მაგ ფაქტის გამო
Sophiko Balanchivadze, Apr 6/09, 00:45 -ში, განაცხადა:
თუ არ უყურებ, მისი სარგებლიანობა-უსარგებლობის შესახებ დასკვნები საიდან გამოგაქვს. ე.ი. შენი ყველა პოსტი სრულიად სუბიექტურია...
Sophiko Balanchivadze, Apr 6/09, 00:45 -ში, განაცხადა:
მაგალითად დაუსაბუთებელი მოსაზრებების პოსტვაში...
#74
დაწერილია 06 April, 2009 - 18:47
და ჩემს ერთ საათს როგორ გამოვიყენებ ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა მითუმეტეს რომ შენს დასაბუთებულ პასუხებს ბევრისთვის ნულის ფასი აქვს
#75
დაწერილია 06 April, 2009 - 19:27
Sophiko Balanchivadze, Apr 6/09, 18:47 -ში, განაცხადა:
და ჩემს ერთ საათს როგორ გამოვიყენებ ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა მითუმეტეს რომ შენს დასაბუთებულ პასუხებს ბევრისთვის ნულის ფასი აქვს
აი, ხომ ხედავ, გაღიზიანდი იმით, რომ რასაც ამბობ, ვერ ასაბუთებ...
#76
დაწერილია 06 April, 2009 - 19:33
#77
დაწერილია 07 April, 2009 - 18:03
რედაქტორი Oto Shamugia, 07 April, 2009 - 18:04.
#78
დაწერილია 08 April, 2009 - 01:03
07.04.2009
ავტორი ნიკო ნერგაძე
მესამე თვალი მიპყრობილი მაქვს კოსმოსში. მეოთხე თვალით ქვესკნელს ვაკონტროლებ. მეხუთე დახუჭული მაქვს - ვასვენებ. მე ვხედავ. მართალია, გამოსახულება ბოლომდე მკაფიო არ არის, მაგრამ მაინც ვხედავ. ვხედავ 9 აპრილის ღამეს და 10 აპრილის დილას. მომავალი ცვალებადია. უმცირეს დეტალს - პეპლის ფრთის აქნევასაც კი შეუძლია მისი შეცვლა. ჩემს თვალწინ იშლება ყველა შესაძლო სცენარი. მინდა ყველა მათგანი გაგიზიაროთ, მაგრამ აბა, როგორ... ბევრია და მეზარება. თანაც, მათი ახდენის პროცენტული ალბათობა განსხვავებულია. იმ სცენარებს გაგაცნობთ, რომელთაც ახდენის ყველაზე დიდი შანსი აქვთ. მაშ ასე, 2009 წლის 10 აპრილი. დილა.
(ახდენის შანსი 4.33%) - ქვეყანა ”ჩამოიშალა”. ხელისუფლება საქართველოში დაბრუნებულმა კიტოვანმა ჩაიგდო ხელში და პრეზიდენტად თენგიზ სიგუა დანიშნა. სიგუა ქვეყნის გაძღოლაზე უარს აცხადებს, მაგრამ დიდი ზეწოლის ქვეშაა და ადრე თუ გვიან დათანხმდება. მთელ ქვეყანაში დაძრწიან შეაიაღებული ბანდები და სააკაშვილის მიერ დაგებულ გზებს თხრიან. ამიერიდან აწ უკვე ყოფილი ხელისუფლებაც ოპოზიციაა და ოპოზიციაც. ახალმა, სუპერგაერთიანებულმა ოპოზიციამ სცადა პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ - აქცია კულტურის ყოფილმა მინისტრმა დაარბია. აქციის დარბევისას გუბაზ სანიკიძე გულისამაჩუყებლად გადაეფარა გიგა ბოკერიას. ამ კადრების ჩვენებისას ქვითინებდა მთელი ქვეყანა, გარდა ერთი კაცისა. ის ერთი კაცი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, ორ საათს იცინოდა.
(ახდენის შანსი 5.24%) - თბილისის თავზე ახალი, სამფეროვანი დროშა ფრიალებს - თეთრი, ლურჯი და წითელი. სახინკლეების ადგილას ყველგან საპელმენეა გახსნილი. ხაშის ნაცვლად მენიუში ბორშჩი წერია, ჩიხირთმა კი მჟაუნის სუპმა ჩაანაცვლა. სკოლებში ქართულად ლაპარაკი აიკრძალა - დამრღვევებს ხელზე სახაზავს ურტყამენ. აეროპორტში გაუქმებულია ყველა ფრენა, ერთი მიმართულების გარდა. სამაგიეროდ იაფია იმ ერთი მიმართულების ბილეთი - 37 პირობითი ერთეული ღირს. შეიცვალა საქართველოს გერბიც. ახლა მასზე რუსის ჩექმაა გამოსახული. ახალი ეროვნული ჰიმნია "ეი, უხნემ!". ახალი ჰიმნის შესრულებისას (”ოერტეზე”) მთელი ქვეყანა უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდა. იცინოდა მხოლოდ ერთი კაცი. აბა გამოიცანით, ვინ?
(ახდენის შანსი 5.29) - ქალაქში სიწყნარეა. გივი თარგამაძის მიერ მოფიქრებული ეშმაკური ფანდის წყალობით სიტუაცია განიმუხტა. ხრიკი კი ასეთი იყო: ხელისუფლებამ მიტინგი მანამ დაარბია, ვიდრე დაიწყებოდა. 8 აპრილს, ღამით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უსასტიკესად დაარბიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - წყლის ჭავლით, გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით... ნიღბიანები შეიჭრნენ ”რუსთავი ორის” შენობაში და უმოწყალოდ ურტყეს დიმა ობოლაძეს. თვითმხილველების თქმით დიმა ვაჟკაცურად, უხმოდ იბრძოდა. ერთადერთხელ აღმოჰხდა - ”რატომ?” ამ კადრებს პირდაპირ ეთერში მთელი ქვეყანა გაოგნებული ადევნებდა თვალს. იცინოდა მხოლოდ ერთი კაცი - უცნობი. იცინოდა ერთ საათს, ორს, სამს, ოთხს... იცინოდა, მანამ, ვიდრე მამუკა ღლონტმა თავისი ხელით არ გაუკეთა დამაწყნარებელი. შემდეგ ორივემ ერთად ამოიოხრა. ”ვერაფერი გავიგე” - თქვა ღლონტმა და საკანი დატოვა.
(ახდენის შანსი 8.04%) - ხელისუფლება და ოპოზიცია გვერდი-გვერდ დგანან ახალი, ჯერ არნახული საფრთხის წინაშე. ქვეყანას გიგანტური მოაზროვნე კალიები დაემუქრნენ. მათ უკვე გაანადგურეს ქვეყნის 20 პროცენტი და 10 აპრილს ყველა სულგანაბული ელოდება, როდის შემოვლენ თბილისში. უკვე დაირხა ხმა, დიღომში არიანო, მაგრამ ჭორი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, კალიებმა სამიზნედ ორჭოსანი აირჩიეს. ამის შემყურე მთელმა ქვეყანამ შვებით გაიცინა: აბა ორჭოსანი ვის რაში ადარდებდა?! ტიროდა მხოლოდ მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ემზადებოდა კალიების შემოსევისთვის. იარაღს ყიდულობდა, ხალხს აგროვებდა და ყველაფერი წყალში ჩაუყარეს.
(ახდენის შანსი 65.99%) - საქართველო დაეცა. რუსთაველის გამზირზე ორკები დათარეშობენ. სამეგრელო ტროლებმა აიღეს. კახეთი ურუკ-ხაის ერგო. ყველაზე მეტ ხანს სვანეთმა გაძლო - აქ ადამიანები და დევები გვერდიგვერდ იბრძოდნენ და ცდილობდნენ მომხვდურს გამკლავებოდნენ, მაგრამ მოკვდავები გველეშაპებს რას დააკლებდნენ. საქართველოში ბნელა. ქვეყანას შავი, არაბუნებრივი ღრუბლები გადაჰფარვია. ექსპერტები ამბობენ, ცა არასოდეს გაიხსნებაო. მთის წვერნი შტერად დგანან. დუმილი გამეფებულა. მხოლოდ შორით თუ გაიგონებთ ქალის მწარე ქვითინს.
#79
დაწერილია 08 April, 2009 - 02:46
#80
დაწერილია 08 April, 2009 - 17:15
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!

პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

