ვინაიდან ბევრს არ შეუძლია 2 დღით წასვლა, ამიტომ შეგვიძლია 1 დღით დილით ადრე წასვლა და საღამოს დაბრუნება.
ამის გამო შეგვიძლია არწივის ხეობა მოვინახულოთ.
არწივის ხეობა დედოფლისწყაროს შემოგარენში არწივის ხეობის მარცხნივ მდებარე კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის - კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც - შავი ყარყატი და ორბი.
მარშრუტი: თბილისი- დედოფლისწყარო-არწივის ხეობა - თბილისი (სულ 300 კმ იქნება)
საჭირო აღჭურვილობა: შესაბამისი ფეხსაცმელი (შეიძლება თოვლი იყოს) და ტანსაცმელი, წყალი, საგზალი?
ფეხით სიარული არწივის ხეობაში დაახლოებით 2-3 საათი უნდა დაგვჭირდეს (თუ ვინმე ნამყოფი ხართ და ვცდები რამეში, გთხოვთ, შემისწორეთ). ხეობის შესასვლელამდე მანქანით შეიძლება მისვლა.
დედოფლისწყაროსთან ახლოს არის ხორნაბუჯის ციხეც და სოფ მირზაანში ფიროსმანის მუზეუმი - თუ დრო დაგვრჩა და სურვილი გვექნება, შეგვიძლია ესეც ვნახოთ (არ ვიცი მოვასწრებთ თუ არა).
დასაზუსტებელი გვაქვს: ტრანსპორტი - მიკროავტობუსი ("მარშუტკა"
ადამიანების რაოდენობა ?
გასვლა ან 28 თებერვალი-1 მარტს ან 7-8 მარტს
გთხოვთ აქ დაწერეთ რაც შეიძლება მალე, ვისაც წამოსვლა უნდა (ხალხის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წამოსვლის თანა - ეს ტრანსპორტი, საჭმელი და ადგილობრივი გამყოლი იქნება)
რედაქტორი Tariel Zivzivadze, 07 April, 2009 - 10:58.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


