ნახტომი





* * * * * 2 ხმა

SBOV - კითხვა & პასუხი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 232

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 16 March, 2009 - 17:05

პატივცემულო სტუდენტებო,


გაცნობებთ, რომ დაიწყო მეხუთე სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - SBOV.
სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა გამორჩეულ სტუდენტთა ინტელექტუალური შეჯიბრია, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს განათლების პოპულარიზაცია და იმ ახალგაზრდათა სტიმულირება, რომელნიც ამ სფეროს წარმატებით ეუფლებიან. აქ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ასახელოს თავისი სასწავლებელი. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ - http://www.sbo.ge

სბოV-ის სპონსორები და ორგანიზატორები არიან:

** ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი [GAU]
** ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა [ISET]
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი [IBSU]
** კავკასიის უნივერსიტეტი [კავკასიის ბიზნესის სკოლა - CSB]
** კავკასიის აკადემიური ცენტრი [CAC]
** გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი [Alma Mater]
** ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი [KSEU]
** საქართველოს უნივერსიტეტი [GU]
** ბიზნეს კონფერენცია - www.conference.ge
** MARNET Associates LLC [იდეის ავტორი და შემსრულებელი]

მონაწილე გუნდების რეგისტრაცია ინტერნეტით მიმდინარეობს 16 მარტიდან 3 აპრილამდე.

კონფერენციაზე არსებული ეს თემა არის SBOV-ის ოფიციალური სადისკუსიო თემა.
აქ დასმულ შეკითხვებს როგორც ყოველთვის პასუხებს მე გავცემ. გთხოვთ დასვათ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული შეკითხვები ...

მაშ დავიწყეთ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Ani Gigolashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 103 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 March, 2009 - 12:57

გამარჯობა, ძალინ მინდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე ეს ონლაინ ოლიმპიადაა თუ არა?
The Proud Participant of Business Conference

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 March, 2009 - 13:51

კი :) სრულიად ონლაინაა ყველაფერი :)
ოფლაინ იქნება მხოლოდ პრეს კონფერენცია [10 დღეში], შუალედური ბირჟა [სადაც ინტერნეტით მოთამაშეები იქნებიან ონლაინ ჩართული] და დაჯილდოვების ცერემონია

რაც მთავარია ... ვაუჩერები გამოიყენეთ მაქსიმალურად :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Lasha Mirvelashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 March, 2009 - 14:43

ბატონო ტარიელ, მაინტერესებს რას წარმოადგენს "მიზანი ვარაუდების რუკაზე". რა არის ეს ღერძები რეალურად და არა სიმულაციაში. არ მინდა მექანიკურად ვწერდე ამ ციფრებს.

რეკლამას უკავშირდება ეს ღერძები? თუ რეკლამის საშუალებით შეიძლება მომხმარებლის აღქმის შეცვლა პროდუქტის ფასისა და ხარისხის მიმართ, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ რეკლამის ნახვის შემდეგ ფასისა და ხარისხისადმი აღქმა შეეცვლებათ მათ და მიუახლოვდება იმ აღქმას, რა ციფრებიც მე ჩავწერე გადაწყვეტილების ფორმაში ღერძი1 და ღერძი2-ში? თუ ეს ასეა, გთხოვთ მითხრათ, როგორ ხერხდება ეს რეკლამის მეშვეობით თუ არ შეწუხდებით.

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 March, 2009 - 15:07

ლაშა,
ეხლა სასწრაფოდ გავდივარ და დავბრუნდები 5 საათში ...
და მოგწერ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#6 Nika Sumbadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 18 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 March, 2009 - 17:40

გამარჯობათ ბატონო ტარიელ როგორ ხართ? გამიხარდა რომ იწყება სბო5.. რა მაინტერესებს თანხა რამდენია გადასახდელი რეგისტრაციისატვის?

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 March, 2009 - 20:03

ციტატა

ბატონო ტარიელ, მაინტერესებს რას წარმოადგენს "მიზანი ვარაუდების რუკაზე". რა არის ეს ღერძები რეალურად და არა სიმულაციაში. არ მინდა მექანიკურად ვწერდე ამ ციფრებს.

რეკლამას უკავშირდება ეს ღერძები? თუ რეკლამის საშუალებით შეიძლება მომხმარებლის აღქმის შეცვლა პროდუქტის ფასისა და ხარისხის მიმართ, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ რეკლამის ნახვის შემდეგ ფასისა და ხარისხისადმი აღქმა შეეცვლებათ მათ და მიუახლოვდება იმ აღქმას, რა ციფრებიც მე ჩავწერე გადაწყვეტილების ფორმაში ღერძი1 და ღერძი2-ში? თუ ეს ასეა, გთხოვთ მითხრათ, როგორ ხერხდება ეს რეკლამის მეშვეობით თუ არ შეწუხდებით.


ყველას ვთხოვ ყურადღებით გაანალიზოთ ეს რუკა, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველადაა ასეთ რამესტან შეხებაში
ამ რუკის სწორად ვერ გაგება ნიშნავს იმას, რომ შემდეგ გაჭირდება ცხოვრება :)

ეს რუკა არის აღქმის რუკა. ანუ ერთგვარი ბაზრის "კოლექტიური ტვინის" რუკაა სადაც ორი პარამეტრის მიხედვით არის დატანილი სეგმენტები და პროდუქტები
ორივე ჩანს, ისევე როგორც მდებარეობები ერთმანეთის მიმართ
და ეს ძალიან სასარგებლო რუკაა ...

სწორედ რომ რეკლამასთანაა კავშირში ეს ყველაფერში. როცა ხედავ თუ როგორ აღიქვამს ბაზარი პროდუქტს, ეს უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ამით შეიძლება მანიპულირება. ანუ შეგიძლია გააკეთო რეპოზიცირება, რაც წარმოადგენს მომხმარებლის ტვინში პროდუქტის იმიჯის [პოზიციის] ცვლას. ... ამას კი მალევე დაინახავ რუკაზე :)

Nika Sumbadze
სისტემა იგივეა - 50 ლარი. http://www.sbo.ge ზე დევს ეს ინფორმაცია
თუმცა შესაძლებლობა არის ეს თანხა ბევრი წყაროდან დაიფაროს
სამწუხაროდ მოგვიწია მაინც თანხის დატოვება [თუმცა რეალურად 80% ვაუჩერით დაფარავს იმიტომ რომ ბევრს აქვს]. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით ბევრ გაუაზრებელ რეგისტრაციას ... რაც არაეფექტურად დახარჯავდა ჩვენს შრომას ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Lasha Mirvelashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 March, 2009 - 21:52

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Mar 17/09, 20:03 -ში, განაცხადა:

ყველას ვთხოვ ყურადღებით გაანალიზოთ ეს რუკა, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველადაა ასეთ რამესტან შეხებაში
ამ რუკის სწორად ვერ გაგება ნიშნავს იმას, რომ შემდეგ გაჭირდება ცხოვრება :)

ეს რუკა არის აღქმის რუკა. ანუ ერთგვარი ბაზრის "კოლექტიური ტვინის" რუკაა სადაც ორი პარამეტრის მიხედვით არის დატანილი სეგმენტები და პროდუქტები
ორივე ჩანს, ისევე როგორც მდებარეობები ერთმანეთის მიმართ
და ეს ძალიან სასარგებლო რუკაა ...

სწორედ რომ რეკლამასთანაა კავშირში ეს ყველაფერში. როცა ხედავ თუ როგორ აღიქვამს ბაზარი პროდუქტს, ეს უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ამით შეიძლება მანიპულირება. ანუ შეგიძლია გააკეთო რეპოზიცირება, რაც წარმოადგენს მომხმარებლის ტვინში პროდუქტის იმიჯის [პოზიციის] ცვლას. ... ამას კი მალევე დაინახავ რუკაზე :)


ბატონო ტარიელ, მე მხედველობაში მქონდა გადაწყვეტილებათა ფორმაში არსებული ველები, სადაც ღერძებს ვწერთ და არა რუკა.

თქვენგან მივიღე პასუხი, რომ რეკლამით შესაძლებელია მომხმარებლის აღქმის შეცვლა. დიდი მადლობა ამ პასუხისათვის. ახლა მაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება რეკლამით მომხმარებლის აღქმაში მოვახდინოთ ასეთი ზუსტი ცვლილებები? ანუ, თუ 40 ბალიან სკალაზე მომხმარებელი რაიმე X პროდუქტს მიანიჭებდა ფასს 24, თვითონ კი მხოლოდ 20-ის გადახდის შესაძლებლობა აქვს. ასეთ შემთხვევაში რეკლამაში როგორ უნდა ითქვას "ხალხო თქვენ ამ ფასს გაზვიადებულად აღიქვამთ, არ არის ძვირი, ისე როგორც თქვენ გგონიათ (აღიქვამთ) და იყიდეთო?" კაი, დავუშვათ რაღაცა გზა გამოინახა და რეკლამით ეს მოხერხდა და შედეგად იგივე P ფასს, რაც რეალურად ღირს პროდუქტი, მომხმარებელი აღიქვამს არა 24-ად, არამედ 20-ად. მაინტერესებს, როგორ ხდება ასე ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რეკლამა რამდენით შეამცირებს ან გაზრდის მომხმარებლისეული ფასის აღქმას (და რათქმაუნდა ხარისხისაც)? მე რეკლამებში მესმის მხოლოდ დაბალი ფასები, მაღალი ხარისხი. არსად არ მომისმენია რეკლამაში 30%, 50% და 90%-იანი ხარისხი და ფასებიო. მაგალითად ავიღოთ პირველი საოჯახო სეგმენტი, ყველაზე ღარიბი ხალხი. რათქმაუნდა ისინი ვერ იხდიან ძვირს. მაგალითად ამ 40 ბალიანი სკალის 5 %-ს შეადგენს მათ მიერ გადახდისთვის მზადყოფნა. ხოლო მეორე მხრივ ავიღოთ სხვა სეგმენტი, რომლის გადახდისთვის მზადყოფნაც ამ 40 ბალიანი სკალის 46%-ს შეადგენს. ამ 2 სეგმენტისათვის შეთავაზებულ 2 პრუდუქტს გაუკეთდა რეკლამები იმ მიზნით რომ მომხდარიყო პროდუქტების რეპოზიცირება, ანუ შეეცვალათ მომხმარებლისეული ფასების აღქმა, რადგანაც ისინი ფასებს უფრო ძვირად აღიქვამდნენ. როგორ უნდა გაკეთდეს ეს ორი რეკლამა: ერთში უნდა ითქვას რომ, ხალხო თქვენ 3 %-ით უფრო ძვირად აღიქვამთ ამ ფასს და ასე არ არისო და მეორე რეკლამაში - თქვენ 16%-ით უფრო ძვირად აღიქვამთ ფასს და ესე არ არისო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რამეები რეკლამებში არ ხდება. ანუ ციფრებით ვერ განსაზღვრავ რამდენი პროცენტით შეიცვლება მომხმარებლისეული ხარისხისა და ფასის აღქმა. რადგანაც ასეთი რეკლამები არ არსებობს. ყველა რეკლამაში უბრალოდ მარტივადაა ნათქვამი - იაფი ფასები - და მორჩა. იაფი იაფია და არ უნდა ამას ბალები და პროცენტები. მაპატიეთ თუ გაუგებრად დავწერე, მემგონი მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ..... თუ ჩემი ნაწერიდან აზრი ვერ გამოიტანეთ მაპატიეთ...

რედაქტორი Lasha Mirvelashvili, 17 March, 2009 - 21:56.


#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 March, 2009 - 22:22

ოოო,

ეს უკვე რთული შეკითხვაა :) და არ ინერვიულო ... სავსებით გასაგებად დასმული ...
საქმე იმაშია, რომ ზუსტ ცვლილებას მომხმარებლის აღქმაში ვერასოდეს ვერ მოახდენ ... და ეს რეალობაა ...

მაგრამ შეგიძლია მისცე ცვლილების მიმართულება და სარეკლამო კამპანია ამუშაო მასზედ, რომ ადამიანი ან ადამიანთა რაოდენობა დაარწმუნო "შენს სიმართლეში" ...
მაგრამ ერთი ადამიანის რაღაც პროცენტს კი არ არწმუნებ ... ანუ 16 % -ით კი არ აცვლევინებ მოსაზრებას ... არამედ სხვანაირად გეგმავ ...

შეხედე ასე,
სარეკლამო კამპანიით 100 ადამიანიდან 16 დარწმუნდა, ან 36 ...
ამათგან ყველას თავისი მოსაზრება აქვს ...
ამ ყველაფერს კი პროგრამა აანალიზებს და აძლევს შეფასებას - კოორდინატს, რომლითაც აისახება რუკაზე ...

აი იმ უჯრებში კი წერ შენთვის სასურველ მიზანს სარეკლამო კამპანიისათვის ...
და მერე კი წვრილმანებზე იფიქროს სარეკლამო სააგენტომ ... ამისთვის უხდი მას ფულს ...

თუ რამე ბოლომდე ვერ გავშალე მითხარი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Lasha Mirvelashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 March, 2009 - 22:28

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Mar 17/09, 22:22 -ში, განაცხადა:

ოოო,

ეს უკვე რთული შეკითხვაა :) და არ ინერვიულო ... სავსებით გასაგებად დასმული ...
საქმე იმაშია, რომ ზუსტ ცვლილებას მომხმარებლის აღქმაში ვერასოდეს ვერ მოახდენ ... და ეს რეალობაა ...

მაგრამ შეგიძლია მისცე ცვლილების მიმართულება და სარეკლამო კამპანია ამუშაო მასზედ, რომ ადამიანი ან ადამიანთა რაოდენობა დაარწმუნო "შენს სიმართლეში" ...
მაგრამ ერთი ადამიანის რაღაც პროცენტს კი არ არწმუნებ ... ანუ 16 % -ით კი არ აცვლევინებ მოსაზრებას ... არამედ სხვანაირად გეგმავ ...

შეხედე ასე,
სარეკლამო კამპანიით 100 ადამიანიდან 16 დარწმუნდა, ან 36 ...
ამათგან ყველას თავისი მოსაზრება აქვს ...
ამ ყველაფერს კი პროგრამა აანალიზებს და აძლევს შეფასებას - კოორდინატს, რომლითაც აისახება რუკაზე ...

აი იმ უჯრებში კი წერ შენთვის სასურველ მიზანს სარეკლამო კამპანიისათვის ...
და მერე კი წვრილმანებზე იფიქროს სარეკლამო სააგენტომ ... ამისთვის უხდი მას ფულს ...

თუ რამე ბოლომდე ვერ გავშალე მითხარი


უღრმესი მადლობა. ყველაფერი გასაგებია.მე უკვე მართლა გავცდი სბო-ს ფარგლებს და სარეკლამო სააგენტოს საქმიანობაში ჩავყავი ცხვირი. ისე, ძალიან საინტერესო თემაა და არ შემიძლია რომ არ დავამატო: რადგანაც არ მესმის სარეკლამო საქმე რთულია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ალბათ რეკლამის შინაარსიც და რეკლამის ეთერში გასვლის სიხშირეც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ადამიანი დაიჯერებს 100-დან ჩემს სიმართლეს, 16 თუ 36. მემგონი, თუ მეტისმეტად ბევრი რეკლამა გავა ეთერთში უკუშედეგი მოჰყვება ამას.....

მოკლეთ რა.... სარეკლამო საქმიანობის გარჩევა არ ღირს ამ თემაში, ჩვენ არ გვეხება.... :)

#11 Irakly Shonia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 15 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 March, 2009 - 22:48

ბატონო ლაშა, საკმაოდ საინტერესო შეკითხვა იყო(ალბათ ბევრი ოლიმპიადელისთვის) და ბატონმა ტარიელმაც სავსებით გასაგები პასუხი გაქცათ,თუმცაღა რეკლამის მნიშვნელობა ამ ოლიმპიადაზე თანამედროვე ბიზნესის მსგავსად საკმაოდ დიდია,იქიდან გამომდინარე რომ,არასაკმარისი რეკლამა ხშირად ბაზარზე ახლადშესული ფირმისათვის დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული,ანუ პროდუქციის გასაღება და მისი დამკვიდრება ბაზარზე კარგად ორგანიზებული რეკლამის გარეშე საკმაოდ ძნელია,თუმცაღა უნდა აღინიშნოს,რომ რეკლამა არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფირმის წარმატებისა,მაგრამ არა ყურადღების მიღმა დასატოვებელი :)
"...კეთილი გულით მიძღვნილი მცირედიც შეიწირების..."

Student of Tbilisi State University {TSU}
Faculty:Economics & Business
Course:III
E-mail:ika_abrag@yahoo.com
Skype: abrag_
Mobile:+(99555)940165

#12 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 March, 2009 - 23:55

ციტატა

უღრმესი მადლობა. ყველაფერი გასაგებია.მე უკვე მართლა გავცდი სბო-ს ფარგლებს და სარეკლამო სააგენტოს საქმიანობაში ჩავყავი ცხვირი. ისე, ძალიან საინტერესო თემაა და არ შემიძლია რომ არ დავამატო: რადგანაც არ მესმის სარეკლამო საქმე რთულია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ალბათ რეკლამის შინაარსიც და რეკლამის ეთერში გასვლის სიხშირეც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ადამიანი დაიჯერებს 100-დან ჩემს სიმართლეს, 16 თუ 36. მემგონი, თუ მეტისმეტად ბევრი რეკლამა გავა ეთერთში უკუშედეგი მოჰყვება ამას.....

მოკლეთ რა.... სარეკლამო საქმიანობის გარჩევა არ ღირს ამ თემაში, ჩვენ არ გვეხება....

მადლობა რომ კარგი შეკითხვა დასვი :)
საერთოდ ეს საკითხი კარგად საწიროებს გააზრებას ...

და კიდევ,
კომპანიის top მენეჯმენტის გადასახედიდან რეკლამა ისეთი საქმიანობაა, რომ დეტალურად არც იხედება ამაში ტოპ მენეჯმენტი ...

ეს დეტალები გუნდების საფიქრალი არაა ... გადაიხდი ფულს და მორჩა :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#13 Lasha Mirvelashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2009 - 14:33

დიდი მადლობა

#14 Sandro Tsiklauri

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 March, 2009 - 13:16

გამარჯობა ბატონო ტარიელ. მ წინა ოლიმპიადაშI მიციღე მონაწილეობა და მაშინ ჯგუფმა გადავიხადეთ ფული რეგისტრაციის დრო და ეხლა ვაპირებ რომ უნივერსიტეტს მოვთხოვო დაფინანსება და როგორც მახსოვს მოგებული თანხიდან უბრუნდებოდა უნივერსიტეტს ეს 50 ლარი და მე მაინტერესებს თუ არ დაგროვდა ქულების მიხედვით ეს თანხა მაშინ რა ხდება? გმადლობთ წინასწარ

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 March, 2009 - 13:29

გაგიმარჯოს სანდრო,

უნივერსიტეტს არაფერი არ უბრუნდებოდა

ეხლა კი სხვა წესებია ... თუ ვინმე დაგაფინანსებს მაგას რა ჯობია ...
მაგრამ თუ უნივერსიტეტმა დაგაფინანსა და პირველ სამეულში მოხვდი, რა ნამუსით დათანხმდებიან თანხის დაბრუნებას?

დაგროვილი ქულები ძალაშია, მაგრამ გასანაწილებელი საპრიზო ფონდი ეხლა არ არის ...
ნახე წესები საიტზე :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#16 Sandro Tsiklauri

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 March, 2009 - 13:37

გმადლობ ეხლა გავიგეე :) უბრალოდ მე მეგონა რეგისტრაციისას შემოტანილი ფული გადანაწილდებოდა

რედაქტორი Sandro Tsiklauri, 21 March, 2009 - 13:39.


#17 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 March, 2009 - 14:27

რეგისტრაციის თანხა საერთო ჯამში დიდი არ იქნება. გუნდების დიდი რაოდენობა ვაუჩერებით დაფარავს თანხას
და ისიც ხარჯების დაფარვას მოხმარდება ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#18 Ia Jikia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 95 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 21:18

მოგესალმებით ყველას ყველას ყველას

ძალიან გამიხარდა რომ იწყება ასე სანატრელი SBO V :)))

ბატონ ტარიელსაც მივესალმები :blink:
წინა ოლიმპიადაში ვიღებდით მონაწილეობას მე და ჩემი თანაგუნდელები
და ძალიან ვისიამოვნეთ, მართლა ის პროექტია, სადაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულს უთავსებ.

ყველას წარმატებებს გისურვებთ და დიდი გამოცდილების მიღებას


შ.პ.ს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმა-მატერი"
ია ჯიქია

რედაქტორი Ia Jikia, 25 March, 2009 - 21:19.

As long as you live, keep learning how to live.

Impossibility: a word only to be found in the dictionary of fools


If you can't be first in a category, set up a new category you can be first in

#19 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 26 March, 2009 - 18:11

გაიხარე :D
მრა ეს ავატარი გამოცვალე ... არ შეესაბამება აქაურობას :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#20 Ia Jikia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 95 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 March, 2009 - 21:14

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Mar 26/09, 18:11 -ში, განაცხადა:

გაიხარე :D
მრა ეს ავატარი გამოცვალე ... არ შეესაბამება აქაურობას :)


ეს ალბათ შემიძლია ხო? :)

რედაქტორი Ia Jikia, 26 March, 2009 - 21:17.

As long as you live, keep learning how to live.

Impossibility: a word only to be found in the dictionary of fools


If you can't be first in a category, set up a new category you can be first in



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share